понедельник, 12 сентября 2011 г.

რიგები ქარხანასთან და დაღვრილი საფერავი

შაბათს, 10 სექტემბერს, 00:05 საათზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროდან დაუკავშირდნენ. მევენახეებმა აღნიშნეს, რომ წნორში, ღვინის ქარხანასთან, საფერავით დატვირთული 18 სატვირთო მანქანა საღამოს 8 საათიდან იდგა, თუმცა ყურძენს არ იღებდნენ. ძარებიდან წვენი იღვრებოდა. ბოლო ინფორმაციით, წნორის ღვინის ქარხანასთან 2 დღეა 15-მდე მანქანაა გაჩერებული და ყურძენს ისევ არ იბარებენ.
„საღამოს 8 საათიდან იქ არიან და ყურძენს არ იბარებენ. რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა ყურძენი დაიწუნა და უთხრა, რომ 20 თეთრად თუ უნდოდათ, ჩაიბარებდნენ, ოღონდ ვერც ვაუჩერს გასცემდნენ. ხალხმა აღარ იცის რა ქნას. აქ რომ მოვკრიფეთ მუშებს ფული გადავუხადეთ, მანქანას ყურძენი რომ წაეღო სამთაწყაროდან წნორში, 200 ლარი მივეცით, ამხელა გზაზე ჩავიტანეთ და ახლა არ იბარებენ“, - გვაცნობა სამთწყაროს მცხოვრებმა.
მის მიერ მოცემულ ნომერზე წნორის ღვინის ქარხანასთან მყოფ მევენახეებს დავუკავშირდით.
იხილეთ ვრცლად>>


„შტაბის წარმომადგენელი ამირან ოქროშიძე ძარაზე ავიდა, 2-3 მტევანი ყურძენი მიწაზე გადმოყარა და თქვა, ამ ყურძენს არ მივიღებთ, შერეულიაო. სამთაწყაროში საფერავს „კაბერნეც“ ურევია, მაგრამ „კაბერნე“ წინასწარ გამოვკრიფეთ, რომ შერეული არ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, მაინც ამბობენ, შერეულია, თუ გინდათ 20 თეთრად ჩავიბარებთ და ვაუჩერს ვერ მოგცემთო. დაგვცინიან. ოთხი საათია ლუდს სვამენ. ამდენი ხალხი კიდევ გარეთ ვართ და ველოდებით. არ ვიცით, რა ვქნათ. სად წავიდეთ, ვის მივმართოთ“, - განაცხადა სამთაწყაროელმა მევენახემ, გიორგი ბერიძემ.
„ყურძნის კრეფას დილის 5 საათზე ვიწყებთ, გარიჟრაჟზე. ერთ სატვირთო მანქანას 4-5 გლეხი ვქირაობთ. ერთი გლეხის ყურძენს რომ შევაყრით, მანქანა ვენახიდან სოფელში მიდის, სასწორზე რომ აიწონოს, მერე მეორე გლეხის ვენახში გადადის, მერე ისევ სასწორზე და ა.შ. ამ პროცესს მთელი დღეს სჭირდება. საღამოს სოფლიდან გამოვდივართ და გზა, რომელიც სოფელ ხირსაზე გადის, იმდენად უვარგისია, რომ ყურძენი იჭყლიტება და წვენი გასდის. ძარებს კი ვამაგრებთ შეძლებისდაგვარად, მაგრამ წვენი მაინც იღვრება. კიდევ აქ რომ გვაჩერებენ 4 – 5 საათი, უფრო მეტად ვზარალდებით“, - გვითხრა თამაზ საკანელიშვილმა.
00:45 საათზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტები წნორში ჩავედით. როგორც კი გადაღება დავიწყეთ, ღვინის ქარხანამ ყურძნის მიღება დაიწყო.
რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, ამირან ოქროშიძეს გამოველაპარაკეთ.
- ბატონო ამირან, ყურძენს რატომ არ იღებდით?
- ვინ გითხრათ? აბა ეს რა არის?
- ახლა დაიწყეთ მიღება, მანამდე გლეხები ოთხი საათის განამვლობაში ილოდებოდნენ, თქვენ კი, როგორც მათ აღნიშნეს, უთხარით, რომ ყურძენს 20 თეთრად ჩაიბარებდით.
- ტყუილია, ყურძენს უპრობლემოდ ვიბარებთ. ცარიელი ღეროა. წყალი არ ჰქონდათ, ვერ მორწყეს და უხარისხო ყურძენია. ნახეთ, რამდენი ჭაჭა აქვს. მიუხედავად ამისა, მაინც უპრობლემოდ ვიბარებთ.
- უპრობლემოდ თუ იბარებთ, საღამოს 8 საათიდან ამდენი მანქანა რიგში რატომ დგას?

ამირან ოქროშიძე დაგვშორდა. დაახლოებით 25 წუთში, ღვინის ქარხანაში რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ტარიელ გაბუნია მოვიდა.
- ბატონო ტარიელ, მევენახეებს რატომ სთავაზობთ რომ ყურძენი 20 თეთრად ჩააბარონ?
- ჩვენ არაფერს ვთავაზობთ. ყურძენი თუ შერეულია, ანუ მხოლოდ საფერავი არ არის, საწარმო თვითონ ადგენს ფასს, ჩვენ ასეთ ყურძენზე ვაუჩერს ვერ გავცემთ.
- ამ ღვინის ქარხანაზე ყურძენს რომელი საწარმო იბარებს?
- კომპანია „გრუზვინპრომი“.
- ეს სახელმწიფო კომპანიაა ხომ?
- დიახ.
18 მანქანა ყურძნის ჩაბარების პროცესი დილის 5 საათამდე გაგრძელდა. ღვინის ქარხნის და შტაბის წარმომადგენლებმა მხოლოდ ერთ მანქანაზე აღმოაჩინეს შერეული ყურძენი და 30 თეთრად ჩაიბარეს, ვაუჩერის გარეშე. ყურძენი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის მკვიდრს ეკუთვნოდა. „იციან, რომ სამთაწყაროელებს საფერავი მოაქვთ და ამ დროს, ცდილობენ, შემოგვაპარონ“, - განმარტა ოქროშიძემ.
დღეს, დილით, სამთაწყაროელმა მევენახეებმა ისევ დაგვირეკეს. გლეხები მთელი ღამის განმავლობაში წნორის ღვინის ქარხანასთან იდგნენ.
„2 დღეა წნორის ღვინის ქარხანაში 15-მდე მანქანაა გაჩერებული. ყურძენს წვენი გასდის. ჩვენი სოფლის ყურძენს იწუნებენ. თუ სხვა სოფლებიდან მოტანილ ყურძენს 6 მანქანას ჩაიბარებენ, ჩვენსას ერთს ძლივს იღებენ. გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. რა გავაკეთოთ არ ვიცით. აქ დგომაში ვენახები დასაკრეფი გვრჩება და ყურძენი ვაზზე ჭკნება“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამთაწყაროელმა მევენახემ, რეზო ანანიძემ.
„რა სისულელეა, საიდან მოიტანეს? წნორის ღვინის ქარხანა სამთაწყაროდან დღეში 120 ტონა ყურძენს იბარებს. ქარხანა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მე ახლაც აქ ვარ და ყველაფერი ნორმალურადაა“, - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ტარიელ გაბუნიამ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი დღეიდან რთველის მონიტორინგს იწყებს.
ნატალია სარქისაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Комментариев нет:

Отправить комментарий

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы