მარინე მეხრიშვილის განმარტებით, 2 პედაგოგი საგანმანათლებლო პროექტ „ასწავლე და ისწავლე

„ამერიკიდან ჩამოსული 28 წლის ტომ ტომასი დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლაში იმუშავებს, ხოლო ასევე ამერიკიდანაა 22 წლის მერი სმიტი, რომელიც სოფელ წითელწყაროს სკოლაში ასწავლის. მესამე პედაგოგი სხვა პროგრამის, „მშვიდობის კორპუსის“ ფარგლებში გვეწვია, თუმცა ჯეკიც ინგლისურ ენას შეასწავლის. ის ქალაქის პირველ საჯარო სკოლაში მუშაობს. ზაფხულის პერიოდშიც აქტიურად იყო ჩაბმული და სწავლის დაწყებისთანავე პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთობლივად იმუშავებს,“ – აცხადებს მეხრიშვილი.
„მეორე სკოლელები დიდი ხანია უცხოელი პედაგოგის შემოსვლას ველოდით, აქამდე ვერ ხერხდებოდა, თუმცა ამჯერად ჩვენთან ტომ ტომასი გაანაწილეს, ის ამერიკიდან ჩამოვიდა. მხოლოდ პირველ საფეხურთან იმუშავებს, ანუ I და VI–ე კლასებში შევა. მისი მოსვლა ჩვენს სკოლაში გარემოს მნიშვნელოვნად შეცვლის და ძალიან დიდი მოლოდინი გვქონდა. იმდენად გამიხარდა, პირადად მე ტომს ავტოსადგურში დავხვდი,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჭიღიტაშვილმა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, სოფელ ჯაფარიძის სკოლაში მყოფ მაიკლ ბრაუნსა და სოფელ ზემო ქედის პირველ სკოლაში მყოფ ოლგა ქართს ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ და მათ დედოფლისწყარო უკვე დატოვეს: ,,როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მაიკლს კიდევ უნდოდა დარჩენა, მაგრამ უცნობია რამდენად მიეცემა ამის საშუალება, ან სად გაანაწილებენ. ხოლო, ოლგა ქართს, რომელიც გასულ სასწავლო წელს ზემო ქედში ასწავლიდა, მუშაობის გაგრძელების სურვილი აღარ ჰქონდა," – აღნიშნავს მეხრიშვილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 9 სექტემბერს დიმიტრი შაშკინმა დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” წლიური ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა და პროგრამის მენეჯერმა მაია სიფრაშვილი-ლიმ მოწვეულ სტუმრებს პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნეს და პროგრამის მომავალ მიზნებსა და სტარატეგიაზე ისაუბრეს. მოსწავლეებს საშუალება აქვთ ინგლისურად საუბრის პრაქტიკა ისეთ პედაგოგებთან გაიარონ ვისთვისაც ინგლისური ენა მშობლიურიაა.
უცხოელი მასწავლებლების ანგარიშებზე დაყრდნობით, სამინისტრომ 1-6 კლასის ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, წელს საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 1-6 კლასის, ხოლო 2012-13 წლიდან უკვე 7-12 კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას მაკმილანის სახელმძღვანელოებით შეისწავლიან. სამინისტროსა და მაკმილანის გამომცემლობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2010 წელს გაფორმდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий