пятница, 31 декабря 2010 г.

საახალწლო ღონისძიებები დედოფლისწყაროში გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით დედოფლისწყაროს კულტურის სახლში 30 დეკემბრის საღამოს ადგილობრივი ბავშვების მონაწილეობით საახალწლო სპექტაკლი "საშობაო ღამის სიზმრები" გათამაშდა. საღამო ჩვეული ოსტატობით მიჰყავდა კულტურის სამსახურის სპეციალისტს ნონა ჯიბღაშვილს.

საახალწლო კონცერტზე მოწვეულნი იყვნენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, სოციალურად დაუცველთა ფენის ოჯახების შვილები, მრავალშვილიანი დედები, რომელთაც კარნავალის დასასრულ სადგილობრივმა საქველმოქმედო ფონდმა "ნუგეში" ,,ბარამბოს" ტკბილეული გადასცა.

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს საქველმოქმედო ფონდი "ნუგეში". კეთილი ადამიანების შემოწირულობების წყალობით 52 მრავალშვილიან დედას, რომელთაც 5 და მეტი შვილი ჰყავს, საახალწლო ნობათი გადაეცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, რომელიც საახალწლო სპექტაკლზე ძმიშვილთან, პატარა ნუცასთან ერთად მივიდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც კულტურისა და სპორტის ცენტრმა დაახლოებით ასეთი ღონისძიება წარმოადგინა.

ასე გადაჭედილი დარბაზი გაზეთ "ქიზიყის" რედაქციას დიდი ხანია აღარ უნახავს. ამის შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და კულტურის სახლის დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ ტრადიციისამებრ ქალაქის ცენტრალურ ნაძვისხესთან გადაინაცვლეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ თავიდანვე დააანონსა, რომ კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელი წელს განსაკუთრებულ ფეიერვერკს გვპირდებოდა.
ისეთს, როგორიც დედოფლისწყაროში ჯერ არ ყოფილა. ქალაქ დედოფლისწყაროში გრანდიოზული საახალწლო ფეიერვერკი უკვე მესამე წელია იმართება. ამჯერად სიახლე იყო ის, რომ ახალი ტიპის ფეიერვერკები გამოიყენეს, რომლებიც ჰაერში განსხვავებულ მოძრაობებს ას
რულებდნენ. ამ დღეს დედოფლისწყაროს ცენტრში განსაკუთრებული გამოცოცხლება იგრძნობოდა.

ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე საათით საპატრულო პოლიციის მიერ მოძრაობაც შეწყდა. ავტომობილებით გადაადგილება შემოვლითი გზებით იყო შესაძლებელი, რის გამოც დედოფლისწყაროში დროებით საცოვბებიც შეიქმნა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი ფეიერვერკის დროს ერთი მამაკაცი დაშავდა და დამწვრობა მიიღო. ამბობდნენ, რომ ფეიერვერკის გაშვებაზე პასუხისმგებელი პირი დაზიანდა. "ქიზიყის" ჟურნალისტებმაც დააფიქსირეს, რომ პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ფეიერვერკებიდან ამოქმედების დროს ერთ-ერთი მათგანი უჩვეულოდ მალე განათდა, ანუ ხარვეზი ნათლად დაფიქსირდა.

"ქიზიყმა" ადამიანის დაშავების ფაქტის დაზუსტება სცადა. თუმცა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი "ქიზიყთან" საუბრისას ამბობს, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იციან. დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოშიც განმარტავენ, რომ მათთან არანაირი შეტყობინება არ შესულა. ადამიანის დაშავების ფაქტი არ დაადასტურეს ასევე დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც. "ქიზიყს" განუცხადეს, რომ მათთან დაშავებული არ მიუყვანიათ.

ამ საკითხზე დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელს თამაზ კირვალიძეს შევეხმიანეთ, თუმცა მის ტელეფონს სხვამ უპასუხა.

საბოლოო ჯამში, დედოფლისწყარო წინასაახალწლოდ განსაკუთრებულად გამოცოცხლებული იყო და ქუჩებშიც განსხვავებული ხალხმრავლობა იგრძნობოდა
დედოფლისწყაროელები განსაკუთრებით კმაყოფილებას გამოხატავდნენ იმ ფაქტზე, რომ დედოფლისწყაროში მუნიციპალიტეტმა ახალი წლის ღონისძიებები და გრანდიოზული ფეიერვერკი ტრადიციად აქცია. ბევრი მათგანისთვის, რომლებიც დედაქალაქთან კონტაქტს ვერ ახერხებენ, ეს სანახაობა ერთადერთი შესაძლებლობა იყო ფეიერვერკი საკუთარი თვალით ენახა.

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოყო. ზოგიერთმა ფეიერვერკს ხუმრობით ჰაერში გაფანტული 12 ათასიც კი უწოდა... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 30 декабря 2010 г.

გიორგი ღვინიაშვილმა კახეთში 2010 წლის შედეგები შეაჯამა

2010 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო კახეთში ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა 2010 წლის შეჯამებისას განუცხადა. ღვინიაშვილის თქმით, ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო გომბორის გზის მშენებლობა, რაც უდიდეს როლს შეასრულებს ეკონომიკის განვითარებაში.
"მთლიანად რეგიონში სოფლის დახმარების პროგრამითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით, ძალიან ბევრი გზაა დაგებული და რეაბილიტირებული. აშენდა და განახლდა სკოლების (სოფელი გავაზი და სოფელი ტიბაანი ფაქტობრივად ევროპული სტანდარტის შესაბამისი სკოლები), საბავშვო ბაღები, პოლიკლინიკები, განხორციელდა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია. მთელ რიგ მდინარეებზე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. საზოგადოების აქტიური ჩართულობით შენდება ეკლესიები", - ამბობს გუბერნატორი.
მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი საწარმოების გახსნა, სადაც ასობით ადგილობრივი დასაქმდა.
"რეგიონის ხელმძღვანელობის აქტიურობის შედეგია ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ობიექტების მშენებლობა. უდიდესი პროექტი იყო მაგალითად, ყვარლის ტბის ტურისტული კომპლექსი, სადაც ოთხ მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. კახეთის ინფრასტრუქტურის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობენ იაპონელები, ჩეხები, გერმანელები (ღვინის ქარხანა სოფელ კისისხევში). ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისთავად ტურიზმის განვითარებას იწვევს. ამ მიზნით განხორციელდა ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის სრული რეაბილიტაცია. ვითარდება სასტუმროების ქსელი. მხოლოდ მთა-თუშეთში წელს რვა საოჯახო სასტუმრო გაიხსნა", - განუცხადა "ჰერეთს" გიორგი ღვინიაშვილმა.
კახეთის გუბერნატორი გასულ წლებთან შედარებით, ბევრად წარმატებულსა და ორგანიზებულს უწოდებს "რთველი -2010"-ს.
"ჩვენ შევძელით აღარ ყოფილიყო გაუსაძლისი რიგები და ღამისთევები ყურძნის ჩასაბარებლად. ამასთან სახელმწიფომ განახორციელა სუბსიდია, რაც გლეხისათვის დიდი მხარდაჭერა იყო. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გაგრძელდება, დაისახება მთელი რიგი ღონისძიებები, ემბარგოს უარყოფითი შედეგების სრული აღმოფხვრისათვის. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი რეგიონი, ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის საშუალებით, ამ პრობლემის მოგვარებასაც შეძლებს. ვფიქრობ, წარმატებები გვქონდა კულტურის სფეროში. Gგანხორციელდა თელავის თეატრის რეაბილიტაცია. ფაქტობრივად თეატრმა ახალი სიცოცხლე დაიწყო. ჩვენ შევძელით აღგვედგინა უდიდესი მუსიკალური ფესტივალი "ქება ვაზისა". საბოლოო ჯამში რეგიონში ყველა განხორციელებულ პროექტში 133 მილიონი დაიხარჯა", - აცხადებს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.
იგი მომავალი წლის პრიორიტეტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მომავალ წელს პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება და სოფლის მეურნეობა, რაც ახალ ბიუჯეტშიც აისახა.
"მიმდინარეობს და კვლავ გაგრძელდება სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, რეგიონის გაზიფიცირება და ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რასაც ჩვენი მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გაგრძელდება მუშაობა ინვესტიციების მოსაზიდად, ახალი საწარმოების შესაქმნელად, რაც ყველაზე მთავარი პრობლემის, დასაქმების საკითხის გადაჭრაში დაგვეხმარება", - განუცხადა "ჰერეთს" კახეთის გუბერნატორმა 2010 წლის შეფასებისას.

* * *
მოსამართლემ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

დედოფლისწყაროს სასამართლომ დეპუტატ გელა თეთრაულის სარჩელი არ დააკმაყოფილა
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა არ დააკმაყოფილა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გელა თეთრაულის სარჩელი ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის წინააღმდეგ.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ჟურნალისტს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და მისგან გავრცელებული ინფორმაციის გაქარწყლებას ითხოვდა.

თეთრაული ჟურნალისტისგან თავდაპირველად, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის კომპენსაციის სახით 10 000 ლარის გადახდას ითხოვდა, მოგვიანებით, თანხის რაოდენობა 3 ათას ლარამდე შეამცირა, ბოლოს კი საერთოდ მოხსნა და მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციების საჯაროდ უარყოფა მოითხოვა.

ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა თეთრაულის სარჩელი არ სცნო და მოითხოვა, მოსამართლეს ის არ დაეკმაყოფილებინა. მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა გადაწყვეტილება 29 დეკემბერს გამოაცხადა და საკრებულოს წევრს სარჩელის დამაყოფილებაზე უარი უთხრა.

,,საქმის განხილვისას ნათლად გამოჩნდა, რომ პირადად მე თეთრაულის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ მამოძრავებდა და მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ სადაო სტატიის მომზადება ჩემი იდეა არ ყოფილა... არც წინასწარ ვფლობდი რაიმე სახის ინფორმაციას. აღმოჩნდა, რომ სტატია წინასწარი განზრახვით მომზადებული არ იყო, როგორც მოსარჩელე მიიჩნევდა... დიდი მადლობა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის!.. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა თანადგომისთვის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და კახეთში მომუშავე ჟურნალისტებს, რომელთაც საოცარი კოლეგიალობა გამოიჩინეს და ინტენსიურად და ოპერატიულად აშუქებდნენ პროცესის მიმდინარეობას. ეს კი ჩვენთვის ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა იყო," - აცხადებს ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი.

სავარაუდოდ, გელა თეთრაული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებაზე ფიქრობს. /ქიზიყი/
* * *
დედოფლისწყაროს საკრებულომ თეთრაულის სარჩელზე კომენტარი გააკეთა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დეპუტატ გელა თეთრაულის მიერ სასამართლოში ჟურნალისტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე პირველი კომენტარი გააკეთა. ამ საკითხზე ვიდეო-კომენტარებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. განცხადება საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ ზაზა ფიროსმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

ფიროსმანაშვილი აცხადებს, რომ საჯარო მოხელის მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილი ზეწოლა არ არის. იგი იქვე მიანიშნებს, რომ დეპუტატის ამ ნაბიჯის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულო წინასწარ ინფორმირებული არ იყო: ,,არა, არანაირად არ შეიძლება ეს ჟურნალისტზე ზეწოლად ჩაითვალოს... ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. საკრებულო ამ პროცესში არც აქამდე ჩარეულა და არც ჩაერევა," - განმარტა ზაზა ფიროსმანაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვიდეო-რეპორტაჟში.
თავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ბაღაშვილს ამ დრომდე ფაქტის შეფასება არ გაუკეთებია, ისიც აღნიშნავდა, რომ სარჩელის შესახებ წინასწარ არ იცოდა. სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის მხრიდან ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტი პროფესიულ საქმიანობაში ჩარევად და ზეწოლის მცდელობად შეფასდა. მომხდარი დაგმო ოპოზიციამაც. კონსერვატიული პარტიის კახეთის ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მარტყოფლიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. ჟურნალისტს თანადგომა ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმაც გამოუცხადეს.

სასამართლოს მონიტორინგს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტები ახორციელებენ, საბოლოო დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ გაავრცელებს. /ქიზიყი/ ელზა ჩერქეზიშვილი

вторник, 28 декабря 2010 г.

ხანძარმა ერეკლე II-ის ქუჩაზე თევდორაშვილების ბინა მთლიანად გაანადგურა

გვიან ღამით გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა ქალაქ დედოფლისწყაროში, ერეკლე II-ის ქუჩა #12-ში მდებარე თევდორაშვილების საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. უბედური შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ოჯახის დიასახლისი თამარ თევდორაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ხანძრის ხელოვნურად გაჩენაში მეზობელს ადანაშაულებს.
,,უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენი მეზობელი, ალიკა ბაღდასარიანი გადაკიდებული მყავს, ბინა მომყიდეო... მაიძულებდა სახლი მისთვის ძალიან იაფად მიმეყიდა, რადგან ამაზე ვერ დაგვითანხმა ბოლო დროს სულ მემუქრებოდა - რაც მოგივა მალე ნახავო... სახლში არც ელექტროენერგია და არც გაზი შეყვანილი არ არის, ამიტომ ეს ვერსიები გამოირიცხება. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ცეცხლი ბაღდასარიანებმა შურისძიების მიზნით, ხელოვნურად გააჩინეს." - აცხადებს დაზარალებული თამარ თევდორაშვილი.

დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურის უფროსი ნიკალა ფიროსმანაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ შეტყობინება დაგვიანებით მიიღეს. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეთა ორი ბრიგადა ოპერატიულად გავიდა, თუმცა ცეცხლი უკვე მთელს შენობაზე იყო გავრცელებული და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში "ქიზიყს" განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 188-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, გამოძიებას დეტექტივ-გამომძიებელი დავით პოპიაშვილი აწარმოებს.

შეგახსენებთ, ამავე ბინაში 36 წლის სერგეი თევდორაშვილი თავისივე მეუღლემ, 32 წლის ნატალია თევდორაშვილმა გულში დანის დარტყმით 1 წლის წინ მოკლა... სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი პენსიონერი თამარ თევდორაშვილი ორ არასრულწლოვან შვილიშვილს დამოუკიდებლად ზრდის. ხანძრის მომენტში ბავშვები სწორედ ბებიასთან იმყოფებოდნენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
საკრებულო 30 დეკემბრის სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო წლის უკანასკნელ სხდომას 30 დეკემბერს გამართავს, სესია დღის 15:00 საათზეა დანიშნული. ამავე სხდომაზე დეპუტატები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტსაც დაამტკიცებენ.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ხათუნა გონაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, დეპუტატები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ: ,,სხდომაზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგრიების გეგმა განიხილება. სოციალური პაკეტის ცვლილება და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცება მოხდება. სხვადასხვა განსახილველ საკითხებთან ერთად სხდომის დღის წესრიგში შეტანილია, ასევე, 2010 წლის სახელმწიფო შესყიდვებში ცვლილებების შეტანა. რაც მთავარია ამ სხდომაზე დეპუტატები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას კენჭს უყრიან," - განმარტავს გონაშვილი.
30 დეკემბერს დაგეგმილ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი გაუძღვება, რის შემდეგაც დეპუტატები დედოფლისწყაროს კულტურის სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე გადაინაცვლებენ, შემდეგ კი ქალაქის ცენტრალურ ნაძვისხესთან საახალწლო ფეიერვერკს დაესწრებიან. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

დედოფლისწყაროელები გაზის მრიცხველების იძულებით გამოცვლას აპროტესტებენ

უკვე მერამდენე დღეა დედოფლისწყაროში სს "დედოფლისწყარო-რაიგაზი" ინდივიდუალური მრიცხველების გამოცვლას ახორციელებს. ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის გამო მოსახლეობას ბუნებრივი აირი შეზღუდვებით და განსაკუთრებული ხარვეზებით მიეწოდება. ადგილობრივების უკმაყოფილებას განსაკუთრებულ ის ფაქტი იწვევს, რომ კომპანია ახალი მრიცხველების საფასურის გადახდას აბონენტებს აიძულებს. მრიცხველის ფასი 150 ლარს შეადგენს, დედოფლისწყაროელები კი აცხადებენ, რომ დამატებით ამხელა თანხის გადახდას ვერ შეძლებენ.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, კომპანია აბონენტებს მრიცხველის საფასურს ეტაპობრივად, აირის საფასურთან ერთად გადაახდევინებს, თუმცა ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ბევრი ოჯახისთვის ეს თანხა წარმოუდგენლად დიდია. დედოფლისწყარო რაიგაზის ხელმძღვანელობა კი მრიცხველების მასშტაბურ გამოცვლას დიდი დანაკარგის არსებობას უკავშირებს.
"ქიზიყის" კითხვაზე, თუ რატომ აიძულებს კომპანია მრიცხველის საფასურის მოსახლეობისთვის დაკისრებას, სს "დედოფლისწყარო რაიგაზის" ხელმძღვანელი თემურ გოგილაშვილი ხელს აზერბაიჯანული სოკარისკენ იშვერს და აცხადებს, რომ ეს მითითება ზემოდან მიიღეს: ,,ამ ეტაპზე მრიცხველები დედოფლისწყაროში დაახლოებით აბონენტების 5%-ს გამოეცვალა. ახლა სადღესასწაულო დღეები იწყება, და ბუნებრივი აირის წამდაუწუმ შეწყვეტა რომ არ მოხდეს, მრიცხველების გამოცვლის პროცესი დროებით შევაჩერეთ. მრიცხველის საფასურს გადასახადთან ერთად დავაწერებთ. ვინც ახალი მრიცხველის შეძენაზე უარს აცხადებს და მიიჩნევს, რომ თავისი კუთვნილი მრიცხველი უდანაკარგოდ და ზედმიწევნით აღრიცხავს მოხმარებულ აირს, ასეთ შემთხვევაში აბონენტის მრიცხველი თბილისში ექსპერტიზაზე გაიგზავნება. თუ დაიდო ოფიციალური დასკვნა, რომ აბონენტის მრიცხველს ხარვეზები არ აქვს, მაშინ მას უსასყიდლოდ დავუმონტაჟებთ ახალ მრიცხველს და ზედმეტი გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს," - განუცხადა "ქიზიყს" დედოფლისწყარო-რაიგაზის ხელმძღვანელმა, ის აღნიშნავს, რომ მრიცხველების გამოცვლის პროცესი გარდაუვალია.
"ქიზიყის" ინფორმაციით, მრიცხველების გამოცვლის პროცესი მოსახლეობის პროტესტის გამო ჭიანურდება. თუმცა, თავად გოგილაშვილი მოსახლეობიდან წამოსულ წინააღმდეგობას არ ადასტურებს. მოსახლეობა კი მიიჩნევს, რომ ახალი მრიცხველები არსებულთან შედარებით გაცილებით ბევრ გადასახადს წერენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

ბაღაშვილმა დასუფთავების სამსახურს მოსაკრებელის გაზრდისკენ მოუწოდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა დასუფთავების სამსახურის, შპს "სერვისი 2007"-ის ხელმძღვანელს მოსაკრებელის გაზრდის თაობაზე მუშაობის დაწყების მითითება ოფიციალურად მისცა. ბაღაშვილმა ეს განცხადება ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე ღიად გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაშინ, როცა სამსახურმა მოსაკრებელის ამოღების 100%-იან მაჩვენებელს მიაღწია, უკვე მის გაზრდაზეც შეიძლება ფიქრი:
,,მახსოვს, რომ წინა წლებში დასუფთავების სამსახურის მოსაკრებელის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში, 50 ათასი ლარი გვეჯდა. ახლა კი 30 ათასით განისაზღვრა. ბოლო წლებში მოსაკრებელის ამოღება გვიჭირდა, მაგრამ რადგან ახლა დასუფთავების გადასახადები თითქმის 100%-ით არის ამოღებული, შეიძლება რომ მის ზრდაზეც ვიფიქროთ... მოდით, ვიმუშავოთ ამ საკითხზე და დეტალებზე ჩამოვყალიბდეთ," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.
საპასუხოდ, დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ყოჩიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს განუცხადა, რომ თუკი მუნიციპალიტეტი რაიმე ბერკეტს მისცემს, აუცილებლად გამოიყენებენ: ,,კანონიერი ბერკეტი მოგვეცით და მზად ვართ მოსაკრებელი გავზარდოთ. ან, დაჯარიმების უფლება მაინც რომ მიენიჭოს ჩვენს თანამშრომლებს... ერთობლივად ვიმუშავოთ ამ საკითხზე," - ამბობს ზურაბ ყოჩიაშვილი.
რიგითი დედოფლისწყაროელები საკრებულოს თავმჯდომარის იდეას უარყოფითად აფასებენ და გაუმართლებელს უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას მოსაკრებელის ზრდა კიდევ უფრო გააუარესებს და ბევრი მათგანი გაზრდილი გადასახადის გადახდას საერთოდ ვერ შეძლებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

воскресенье, 26 декабря 2010 г.

პეტრე ცისკარიშვილის ვიზიტით ფერმერები უკმაყოფილო დარჩნენ

25 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დედოფლისწყაროელ ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა. მან ახალ საგადასახადო კოდექსზე და ფერმერების სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრის ადგილის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ჟურნალისტები და ფერმერები არ ფლობდნენ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ სად გაიმართებოდა ცისკარიშვილთან შეხვედრა. ზოგიერთი შეხვედრის ადგილად ახლადგახსნილ ფერმერთა სახლს ასახელებდა, ზოგიც კულტურის სახლთან შეკრებილიყო. დედოფლისწყაროს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი კვლავინდებურად იძახდა, რომ არაფერი იცის. არაერთი მცდელობის მიუხედავად სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი.

დედოფლისწყაროს თვითმმართველობის თითქმის ყველა წარმომადგენელი პრესასთან ცისკარიშვილის ვიზიტის დეტალებს საგულდაგულოდ მალავდა. გასაიდუმლოებული შეხვედრის ადგილი "ქიზიყმა" დამოუკიდებლად გაარკვია, ცისკარიშვილი დედოფლისწყაროს გამგეობასთან დაგეგმილზე 40 წუთით გვიან მოვიდა და ფერმერები გამგებლის კაბინეტში მიიწვია. ფერმერები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდნენ, რომ მათთვის შეხვედრის გამართვის შესახებ არავის უცნობებია და მათ ცისკარიშვილის ვიზიტის შესახებ დამოუკიდებლად შეიტყვეს.

სხდომა დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა, პარლამენტის წევრმა ავთანდილ ლეკაშვილმა გახსნა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ პარლამენტმა შეხვედრა ერთობლივად დაგეგმა და ამისთვის დედოფლისწყაროს უმრავლესობის ლიდერი ეწვია. ცისკარიშვილთან ერთად შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოვიდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე.

,,პარლამენტმა იმუშავა და შევჯერდით საბოლოო პროექტზე. მეწარმე იხდიდა გადასახადს ბეგარის, ხარჯის სახით, რომელიც იცოდა, როგორ უნდა განაწილებულიყო. ფურცელზე ვითომ ივსებოდა, 30_35% შედიოდა ბიუჯეტში. სახელმწიფოს სჭირდებოდა მენტალური ცვლილება, სადაც გადასახადი წავიდოდა ბიუჯეტში... ზოგიერთი გადასახადის დარიცხვის დროს შეიძლება უსამართლობაც იყო. ბიზნესის კეთება გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. 20_30 ლარიან ხელფასზე თუ დავტოვებდით საგადასახადოს თანამშრომლებს, ისინი სხვა გზით შეეცდებოდნენ ფულის კეთებას. ჩვენი ხედვა არის ის, რომ თუ მას არ ჰქონდა გრძელვადიანი პერსპექტივა, ის ვერ მოახდენს კაპიტალის ინვესტირებას. ახლა, ახალი კურსის პრეზენტაცია ხდება, შევქმენით ახალი ინფრასტრუქტურა ბიზნესსტრუქტურის განვითარებისთვის. გვინდა მობილური და მოქნილი სისტემით საგადასახადო ადმინისტრირების წნეხი შეიცვალოს, - განახცადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ორიოდ სიტყვიანი შესავლის შემდეგ ცისკარიშვილმა ჯერ ფანჯრის გაღება და ოთახის განიავება მოითხოვა, სულ მალე კი დარბაზი ჟურნალისტებისგან გაწმინდა და სხდომა დახურულად გამოაცხადა. ჩანს, უმრავლესობის ლიდერი გრძნობდა, რომ ფერმერებთან მწვავე საუბარი შედგებოდა და ჟურნალისტების დასწრება არ აწყობდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცისკარიშვილმა დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და გამგეობის შენობა სასწრაფოდ დატოვა. სააკაშვილის კარის ტელევიზიებმა კი მხოლოდ ერთი ფერმერის კომენტარი ჩაწერეს... (!) მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ფერმერები შეხვედრას უკმაყოფილო და უიმედოდ ტოვებდნენ, ტელეჟურნალისტებს კომენტარი მხოლოდ მიხეილ ღვინიაშვილმა მისცა და ხელისუფლების მისამართით ხოტბა არ დაიშურა... დანარჩენების მოსაზრებით ტელეკომპანიები რატომღაც არ დაინტერესებულან და საბოლოო ჯამში, ეთერში მხოლოდ ფერმერ ღვინიაშვილის კომენტარი გაუშვეს და ისეთი სურათი შექმნეს, თითქოს შეხვედრას დიდი შედეგი ჰქონდა და ადგილობრივები ვიზიტით კმაყოფილები დარჩნენ.

სინამდვილეში სულ სხვა ვითარება იყო: დედოფლისწყაროს გამგებლის მისაღებში შეკრებილი ჟურნალისტები და ტელევიზიების წარმომადგენლებიც შესანიშნავად ხედავდნენ, რომ შეხვედრის მსვლელობის დროს არაერთმა ფერმერმა სხდომა დროზე ადრე დატოვა, უკმაყოფილებაც ღიად გამოხატა და დაუფარავად მიანიშნებდნენ, რომ შეხვედრაზე დარჩენას აზრი არ ჰქონდა. ერთმა მათგანმა ჟურნალისტებს განაწყენებულმა მოგვაძახა ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, მაგრამ ჩემს აზრს არ ითვალისწინებენო, იძულებულს მხდიან, საქართველოს მოქალაქეობაზეც უარი ვთქვა, სამართალს ვერ ვპოულობო - თქვა და პროტესტის ნიშნად შენობა დროზე ადრე დატოვა.

დამსწრეთა სრული უმრავლესობა ხაზს უსვამდა, რომ ეს შეხვედრა რეალურ შედეგს არ მოიტანდა და მხოლოდ ხელისუფლების პიარკამპანიის ნაწილი იყო. ფერმერების უმრავლესობა იმედგაცრუებული და საგონებელში ჩავარდნილი ჩანდა. ისინი ხაზგასმით მიანიშნებდნენ, რომ ჩამოსულ სტუმრებს ამომწურავი და კომპეტენტური პასუხი არცერთ პრობლემაზე არ გაუციათ.
,,მიწები 49 წლიანი ხელშეკრულებით გვქონდა, მაგრამ მერე 10 წლიანად გადაგვიკეთეს. საბუთები მოვაგროვეთ, ყველა ერთად ქონების მართვის სამმართველოში და ხელშეკრულებები გაგვიუქმეს, ფურცლები თავზე გადაგვახიეს. პროცესი შეჩერებულია და ვერაფერს ვაკეთებთ, არადა 15 წელია ამ მიწებს ჩვენ ვამუშავებთ," - აცხადებენ სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები ფერმერები პეტრე ბიკაშვილი, ვალიკო ფიროსმანაშვილი, ზაზა თარაშვილი, კობა პოპიაშვილი და სხვები. ,,გუშინ ვიყავი კახეთის პრივატიზაციის სამმართველოში. წინ და უკან დამატარებენ და შედეგს მაინც ვერ მივაღწიე. 1997 წლიდან 21 ჰექტარი მაქვს, მაგრამ ახლა მიწები დამაკარგვინეს," - აცხადებს სოფელ ზემო მაჩხაანის მკვიდრი ალავერდ მარტყოფლიშვილი. "ქიზიყთან" საუბარში იგივე აზრს აფიქსირებს სოფელ არბოშიკის მაცხოვრებელი გოდერძი სეხნიაშვილიც, რომელსაც 5 ჰა მიწა აქვს.

,,სიმართლე რომ ვთქვა და ყველაფერი ვილაპარაკო, ნარუჩნიკებს დამადებენ და აქედან ისე წამიყვანენ... აბა რა გითხრათ... 28 ჰექტარი მაქვს, 49 წლიანი ხელშეკრულება გვქონდა და 10 წლიანად გადაგვიკეთეს. აზრი არა ჰქონდა ამ შეხვედრას" - აცხადებს გივი უზუნაშვილი.გამგებლის კაბინეტში, კუთხეში მიმწყვდეულ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს ადგილობრივები დიდხანს არწმუნებდნენ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად მასთან შეხვედრა ვერაფრით მოხერხდა. მათი თქმით, მინისტრის მოადგილესთან პირადად შეხვედრა აუღებელ ციხე სიმაგრედ იქცა და ფერმერები გიორგაძისგან პირობის დადებას ითხოვდნენ, რომ ის დროს გამონახავდა და მათ აუცილებლად შეხვდებოდა. განსაკუთრებით აქტიურობდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და ქალაქ დედოფლისწყაროს ყოფილი მერი მიხეილ ღვინიაშვილი. საბოლოო ჯამში გიორგაძე დაპირდა, რომ მათ სამინისტროში ხუთშაბათს, 30 დეკემბერს მიიღებს და ისინი თბილისში მიიწვია.
/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

* * *
გუბერნატორი ურჩი რწმუნებულის საქციელს სამწუხაროს უწოდებს და რეაგირებას გეგმავს

პროკურატურაში საქმე 154-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც პროფესიულ საქმიანობაში ჩარევას გულისხმობს

პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში, გიორგი ღვინიაშვილი დედოფლისწყაროში დამოუკიდებელი ჟურნალისტის მიმართ საჯარო მოხელის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს ეხმაურება. კახეთის გუბერნატორი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტზე კომენტარს აკეთებს. ღვინიაშვილი მომხდარს სამწუხაროს უწოდებს და პირობას დებს, რომ რეაგირებას მოახდენს:

,,თუ მართლაც რეალურად ჰქონდა ადგილი დამოუკიდებელ ჟურნალისტზე რწმუნებულის მხრიდან ზეწოლას და მუქარას, ეს ძალიან სამწუხაროა... დაველოდები გამოძიების შედეგებს, თუ მუქარა გამოიკვეთა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტია... თუ ძიებისას მომხდარი დადასტურდება, მე შესაბამის რეაგირებას აუცილებლად მოვახდენ," - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურის პროკურორი დავით დუღაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ რწმუნებულმა მომხდარი გამოძიებისთვის მიცემულ ოფიციალურ ჩვენებაში დაადასტურა, თუმცა კორესპონდენტის გინების ფაქტი უარყო. პროკურატურაში აცხადებენ, რომ თავდაპირველად რწმუნებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რომელიც მუქარას ეხება. მოგვიანებით კი საჯარო მოხელის მხრიდან ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაც გამოიკვეთა, რის გამოც საქმე 154-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
სასამართლომ ჟურნალისტ მარტყოფლიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაასრულა

დედოფლისწყაროს სასამართლომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის გელა თეთრაულის სარჩელის განხილვა უკვე დაასრულა. სხდომებს მოსამართლე შორენა ყაველაშვილი უძღვებოდა. სასამართლომ მოწმეების ჩვენება უკვე მოისმინა, 24 დეკემბერს საქმის განხილვა მხარეების პაექრობით გაგრძელდა.

პროცესის მონიტორინგის ფარგლებში სხდომას ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის თანამშრომლები და ცენტრის კახეთის კოორდინატორი გელა მთივლიშვილიც ესწრებოდნენ. მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მოთხოვნა, სხდომის აუდიოჩანაწერის გაკეთების შესახებ. მთივლიშვილი დედოფლისწყაროს მოსამართლის წინააღმდეგ იუსტიციის საბჭოში ჩივილს გეგმავს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ჯერ 10 000, შემდგომ კი 3 000 ლარს ითხოვდა, თუმცა მთავარ სხდომაზე თეთრაულმა ჟურნალისტისგან ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა მთლიანად მოხსნა და ილია მარტყოფლიშვილისგან მხოლოდ ინფორმაციის გაქარწყლებას ითხოვს.

სხდომაზე ამჯერად სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ ღარიბაშვილი აღარ გამოჩენილა. როგორც ცნობილია, 14 დეკემბრის სხდომაზე ღარიბაშვილმა მარტყოფლიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა და მისი მისამართით გარკვეული ინფორმაციების გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მომხდარ ინციდენტზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მხარეთა პაექრობის შემდეგ მოსამართლე ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქმეზე საბოლოო განაჩენს სასამართლო მიმდინარე წლის 29 დეკემბერს დღის 17:00 საათზე გამოაცხადებს.

სასამართლო პროცესების მონიტორინგს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები ახორციელებდნენ. დამკვირვებლები ანგარიშს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გამოაქვეყნებენ. შეგახსენებთ, დაგვიანების მოტივით მოსამართლემ ჟურნალისტის დამცველს, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტს ლია ხუროშვილს მთავარ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. ,,დედოფლისწყაროს სასამართლოს გელა თეთრაულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირველივე სხდომის დროს მისი გამოუცხადებლობის გამო უარი უნდა ეთქვა და დაუსწრებელი განაჩენი გამოეტანა" - ამგვარ განცხადებას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი აკეთებს. შესაბამისი განცხადება უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის ადვოკატმა ლია ხუროშვილმა გაავრცელა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლო დავა აღარ უნდა გაგრძელებულიყო: „29 ნოემბერს სასამართლო სხდომა გადაიდო იმის გამო, რომ მოსარჩელე გელა თეთრაულმა სასამართლოს ავადმყოფობის ცნობა წარუდგინა. ცნობა #1425-ის მიხედვით, მოსარჩელე ამბულატორიულ მკურნალობას გადის მწვავე ქოლეცისტიტის გამო და იმყოფება საავადმყოფო ფურცელზე. ცნობაში არ არის მითითებული, რომ მას საასამართლო სხდომაზე გამოცხადება არ შეუძლია. ამასთან, ექიმები, რომლებიც ცნობას ხელს აწერენ, არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დედოფლისწყაროს სასამართლოს უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. რადგან ცნობაში არ არის პირდაპირ მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სასამართლოზე გამოცხადება არ შეეძლო. ილია მარტყოფლიშვილმა სხდომაზე აუხსნა მოსამართლეს, რომ გელა თეთრაული მარტო სამსახურში კი არა, უქმე დღეებშიც კი ქალაქში დადიოდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა“, - ამბობს ხუროშვილი. /ქიზიყი/

* * *
ვაშლოვანის პარკის მენეჯმენტის გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ვაშლოვანის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა გაიმართა. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი დედოფლისწყაროს მოსახლეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ვაშლოვანის მენეჯმენტის გეგმის მომზადებაში ჩართვა იყო. შეხვედრას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, ასევე GTZ-ის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები დაესწრნენ. /ქიზიყი/
* * *
ნიკოლოზ შანშიაშვილი ურჩი რწმუნებულის დაცვას ცდილობს?

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გამოძიების დაწყების შესახებ უცნაურ და მოულოდნელ კომენტარს აკეთებს.

გამგებელი აცხადებს, რომ ინციდენტიდან 10 დღის შემდეგ, მომხდარის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს... როგორც ცნობილია, სხვადასხვა მედიასაშუალებებსა და ახალი ამბების სააგენტოებით ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამგებლის რწმუნებულმა ტარიელ ღარიბაშვილმა ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. ნიკოლოზ შანშიაშვილი აცხადებს, რომ არაფერი სმენია. ,,მე პირველად მესმის... არ ვიცოდი, რომ ჩემი რწმუნებული ჟურნალისტს დაემუქრა. ალბათ, საჩივარი შევიდა და პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე ამიტომ აღიძრა. არ ვიცი, გამოძიება რასაც დაადგენს, იმის მიხედვით ვიმოქმედებ და კომენტარს მას მერე გავაკეთებ. არა, სანამ ფაქტი არ დადასტურდება, მანამდე მე შეფასებებს ვერ გავაკეთებ," - აცხადებს დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი.

გამგებლის თქმით, რეაგირებას და მის შეფასებას შანშიაშვილი ფაქტის დადასტურების შემდეგ მოახდენს... ცნობისთვის, ღარიბაშვილმა გამოძიებისთვის მიცემულ ოფიციალურ ჩვენებაში მომხდარი უკვე დაადასტურა, რწმუნებულმა მხოლოდ ჟურნალისტის მისამართით გინების ფაქტი უარყო.

,,მაშინ, როცა რაიონში მხოლოდ 2 გამოცემა ფუნქციონირებს და გამგებელმა ინციდენტიდან 10 დღის შემდეგაც არ იცის, რომ ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული დამოუკიდებელი გამოცემის რედაქტორს დაემუქრა და ამაზე პოლიციაში სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა, ეს პირველ რიგში გამგებლის სისუსტეზე მიუთითებს... შემდეგ კი იმაზე ღაღადებს, რომ უფუნქციოდაა დარჩენილი გამგეობის პრეს-მდივანი, რომელსაც სწორედ ის ევალება, რომ რაიონის თავკაცი მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა. თუმცა, ამ ყველაფრის შემდეგაც დაუჯერებლად ჟღერს შანშიაშვილის კომენტარი, თითქოს არაფერი სმენია... ეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობას უფრო წააგავს, ვიდრე მომხდარის არცოდნას... ძნელი დასაჯერებელია, რომ რომელიმე მისი თანაგუნდელის მხრიდან მაინც არ შეეტყო მომხდარის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ რაიონის ლიდერი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თავისსავე ქალაქში მიმდინარე პროცესებს ვერ ფლობს, განვითარებულ მოვლენებში საერთოდ ვერ ერკვევა და უხეშად რომ ვთქვათ - ტყემალზე ზის... მით უარესი და უფრო სამარცხვინოა, თუ შანშიაშვილს თანაგუნდელები და თავად ღარიბაშვილი ასეთ მნიშვნელოვან ფაქტებს ერთობლივად უმალავენ... ფაქტი თუ დადასტურდაო, ბრძანებს შანშიაშვილი, თუმცა საპასუხოდ უნდა მოვახსენოთ, რომ გამოძიებისთვის მიცემულ ოფიციალურ ჩვენებებში მომხდარი უკვე დადასტურებულია. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ გამგებელი რწმუნებულის საქციელს გმობდეს და შეშფოთებას გამოხატავდეს, შანშიაშვილმა ღარიბაშვილისთვის ხელის დაფარება სცადა და უტიფრად განაცხადა, თითქოს არაფერი იცოდეს... საკითხისადმი ამგვარი მიდგომა კი გვაფიქრებინებს, რომ შანშიაშვილი ურჩი რწმუნებულის წახალისებას და მის დაცვას ცდილობს და სულაც არ კიცხავს გამოჩენილი უტაქტობისთვის და კანონის დარღვევისთვის... გამგებლის ასეთი კომენტარი კიდევ უფრო ამყარებს მოსახლეობის ეჭვებს, რომლებიც უკვე ღიად საუბრობენ, რომ გამგებლის ფიგურა დედოფლისწყაროში უკვე საკმაოდ დასუსტებულია და მისი გავლენის სფეროები საკმაოდ მცირეა," - აცხადებენ ინტერნეტ-გამოცემა "ქიზიყის" რედაქციაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში დედოფლისწყაროს იმჟამინდელმა გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა სოფელ ოზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გოჩა ყაჭაშვილი დაკავებული თანამდებობიდან სწორედ კორესპონდენტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაათავისუფლა, რასაც სასამართლო დავაც მოჰყვა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

წმიდა სინოდმა დედოფლისწყაროს ეპარქიას ისტორიული სახელწოდება დაუბრუნა
დედოფლისწყაროს ეპარქიას ისტორიული სახელწოდება წმიდა სინოდის 21 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებით დაუბრუნდა და ამ მხარის ეპისკოპოსი მელქისედეკი ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად იწოდება. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" საპატრიარქოს პრესცენტრიდან აცნობეს. საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. /ქიზიყი/ ელზა ჩერქეზიშვილი
* * *
ტარიბანაში "ფრონტერას" ნავთობმაგისტრალიდან მილების ძარცვისთვის პოლიციამ 2 პირი დააკავა

შსს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დედოფლისწყაროში, ტარიბანის ტერიტორიაზე ლითონის მილის ქურდობის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს. - ექსკლუზიურად იუწყება ინტერნეტ-გამოცემა "ქიზიყი".

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, დაკავებულები არიან დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში მცხოვრები 1982 წელს დაბადებული ზურაბ სულაშვილი და ამავე სოფლის მკვიდრი 1975 წელს დაბადებული გივი ჩალახეშაშვილი. მათ მიერ მიწიდან ამოღებული და დანაწევრებულია ნავთობკომპანია "ფრონტერას" კუთვნილი 800 მეტრი ლითონის მილსადენი, რომელიც ჯართში ჩასაბარებლად იყო გამზადებული. როგორც დედოფლისწყაროს პოლიციაში "ქიზიყს" განუცხადეს, ნივთმტკიცება ამოღებულია. დაკავებულებს დედოფლისწყაროს სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
პროკურორი გოჩა ჯანყარაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა

მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან, სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურის პროკურორი გოჩა ჯანყარაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, კახეთში პროკურატურის თანამშრომლებმა და გამომძიებლებმა, ახლახან, სპეციალური ტრენინგები გაიარეს, რის შემდეგაც უწყებაში კადრების ოპტიმიზაცია განხორციელდა.
"ქიზიყი" კომენტარისთვის თავად ჯანყარაშვილს ვერ დაუკავშირდა და ვერც მისი პოზიცია მოისმინა, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პროკურორი სამსახურში თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებლად უკვე იმყოფებოდა.

დედოფლისწყაროს კიდევ ერთი პროკურორი დავით დუღაშვილი ადასტურებს, რომ თბილისის მთავარ პროკურატურაში ტრენინგები მართლაც გაიმართა, თუმცა იქვე დასძენს, რომ შედეგები ცნობილი ჯერ არ არის. /ქიზიყი/
* * *
ოპოზიციამ და მოსახლეობამ დედოფლისწყაროს ბიუჯეტის განხილვას პროტესტი გამოუცხადა?!


დედოფლისწყაროში საგანგებოდ გამართულ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვას წინა წლებთან შედარებით არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ დასწრებია. ადგილობრივი ოპოზიცია მუდმივად იმ ფაქტზე მიანიშნებს, რომ გამგეობებში შტატების ზრდა გრძელდება, ადმინისტრაციული ხარჯები კი მთელი ბიუჯეტის 35%-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ საჯარო განხილვას არც დედოფლისწყაროს საკრებულოს ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი გოდერძი აბულაშვილი დასწრებია. აბულაშვილი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომელიც საკრებულოში აქტიურობით სულაც არ გამოირჩევა.

სოსო ბეჟანიშვილი (ახალი მემარჯვენეების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი): ,,საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია გაზეთში არ წამიკითხია, არც არავის გაუგებინებია ჩემთვის, თორემ დავესწრებოდი... იქნებ ტაში უნდა დამეკრა მათი პროექტისთვის?... რომ გავცნობოდი, შესაძლოა შენიშვნებიც შემეტანა, თუმცა სამწუხაროდ, დასწრების საშუალება არ გვქონდა. ნამდვილად კარგი იქნებოდა რომ დავსწრებოდი"...

ბესიკ ცისკარაული (ლეიბორისტების კოორდინატორი დედოფლისწყაროში): ,,გაზეთ "შირაქს" არ ვკითხულობ და არ ვიცოდი განხილვა თუ გაიმართა. რაიონის ხელმძღვანელობას ოპოზიციის დასწრება რომ სდომებოდათ, შეგვატყობინებდნენ. გასაგებია, რატომაც არ მიგვიწვიეს"...

სხდომაზე ვერც რიგით მოქალაქეებს შენიშნავდით. მხოლოდ საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა მობილიზება მოხდა. მოსახლეობა ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას იმ ფაქტით ხსნის, რომ გლეხის აზრის გათვალისწინება არ ხდება და ყველაფერი მაინც ისე დაიგეგმება, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გადაწყვეტენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
საზღვრისპირა სოფლები მესამე თვეა უწყლოდ არიან

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლები არხილოსკალო, ზემო ქედი, საბათლო და სამთაწყარო უკვე მესამე თვეა სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილები. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები მიზეზად ტუმბოების დაზიანებას ასახელებენ. ბოლო ორი წლის მანძილზე სოფლის დახმარების საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ძირითადად წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა, თუმცა როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, პრობლემა ამით არ მოგვარებულა და სისტემა მწყობრიდან ხშირად გამოდის. სოფელ საბათლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დავით გუნდაძე "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ სამი თვის წინ ცენტრალური სატუმბი სადგური მწყობრიდან გამოვიდა და 140-მდე ოჯახი წყლის გარეშე დარჩა. მისი თქმით, უკვე შეძენილია ახალი ტუმბო, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და სულ მალე დასრულდება.

სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორი დავით სეთური ამბობს, რომ წყალი აღარც მათ სოფელში მოდის: ,,წყალს ცისტერნებით ვყიდულობთ, სხვა გზა არ გვაქვს... ასე უწყლოობით ვიტანჯებით. წნევა არ ჰყოფნის და ჩვენამდე წყალი საერთოდ არ მოდის. ადრე თვეში ერთხელ მაინც მოდიოდა ხოლმე... წნევა ნახევარ სოფლამდე აღწევდა და პერიოდულად მარაგდებოდა, მაგრამ ახლა სოფლის ქვემოთა ნაწილშიც აღარ მოდის," - განმარტავს სკოლის დირექტორი.

ზემო ქედის რწმუნებული ბეჟან სუხაშვილი ამბობს, რომ წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში მათთან 27 800 ლარი დაიხარჯა და ახალი მილების ჩაფენა მხოლოდ 5 უბანზე მოხერხდა: ,,საერთოდ ამ სოფელში იდითგანვე წყლის პრობლემა იყო, ამიტომ სამთაწყაროდან ხდება გადმოტუმბვა. ახლა იმიტომ არ არის რომ სამთაწყაროში ტუმბოა დაზიანებული, არადა ზემო ქედსა და არხილოსკალოს წყალი სწორედ სამთაწყაროდან მიეწოდება. როგორც ვიცი სპეციალისტები აღდგენაზე მუშაობენ. ალბათ, მალე მოგვარდება. მომავალ წელს დანარჩენ უბნებში ახალი ქსელის მშენებლობა გაგრძელდება," - აცხადებს ზემო ქედის რწმუნებული.

უწყლოობით შეწუხებული მოსახლეობა კი პრობლემის დროულ აღმოფხვრას ითხოვს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მათი პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

განუკითხაობა და სრული ანარქია კეკენაძის "კანტორაში"...

სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველო კვლავაც განსაკუთრებული ინტერესის საგნად რჩება. საყოველთაო უმუშევრობის ფონზე აქ დასაქმებულები და მათ შორის რიგითი მესაზღვრეები საკმაოდ კარგ ანაზღაურებას იღებენ, რის გამოც მესაზღვრედ მოხვედრა ბევრისთვის საოცნებო სამსახურად რჩება. ამ ფონზე, სულ უფრო ბევრს საუბრობენ, რომ პატრონის გარეშე დემურ კეკენაძის სამმართველოში ვერავინ გაიჭაჭანებს. ათასი მოსაზრებები, ეჭვები და ვარაუდები არსებობს დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოში არსებულ განუკითხაობასა და შეიძლება ითქვას ანარქიაზეც... ანარქია იმიტომ, რომ მესაზღვრეების ირგვლივ სკანდალური ამბები, თუ სხვადასხვა სახის ბრალდებები ხშირად ვრცელდება. ამ თემებზე უკვე მერამდენე წელია აჟიოტაჟი არ ცხრება და სასაზღვრო სამმართველო კვლავაც მითქმა-მოთქმის ობიექტად რჩება.

გახსოვთ, ალბათ, უშიშროების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი ოპერატიული მუშაკი გია კაპანაძე დედოფლისწყაროში დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლას რომ ახდენდა და მათ გაჩუმებას ურჩევდა. ,,ცოტა აზრზე მოდით, მძღნ...ი არ ამომიყვანოთ, თორე სადაც საჭიროა იქ მიგაბრძანებთ. სუპერ ინტრიგანები ხართ... მაღლა-მაღლა ნუ დაფრინავთ... ჯერ ნებართვა ითხოვეთ და ისე შეგვეხეთ" - ამგვარი ფრაზებით კაპანაძემ დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს შენობის წინ, ადგილობრივ გაზეთ "ქიზიყის" ჟურნალისტს თამილა გურაშვილს ორიოდ თვის წინ ყვირილით მიმართა. კაპანაძე კორესპონდენტის დარწმუნებას დიდხანს ცდილობდა, რომ კრიტიკული სტატიების წერა შეეწყვიტათ. ოპერმუშაკის გაღიზიანება სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს ხელმძღვანელების შესახებ ჟურნალისტების მიერ რამდენჯერმე მომზადებულმა სტატიებმა გამოიწვია: ,,ძალზე გაღიზიანებული იყო, აგრესიულად მელაპარაკებოდა და კინაღამ ხელიც დამარტყა... მე და ჩემს რედაქტორს გვემუქრებოდა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც რამდენჯერმე მოგვაყენა და ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში ჩაერია. პირადად მასზე არასოდეს არაფერი დაგვიწერია, მაგრამ წყენას და აგრესიას ღიად გამოხატავდა", - აცხადებს "ქიზიყის" კორესპონდენტი თამილა გურაშვილი. რედაქციაში მომხდარს გმობენ, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად მიიჩნევენ და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს წინდახედულებისკენ მოუწოდებენ.

სინამდვილეში ოპერმუშაკი კაპანაძე დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოსა და მისი შეფის, დემურ კეკენაძის ირგვლივ ჟურნალისტების გამძაფრებულმა ინტერესმა გააღიზიანა და ღვარძლი ვერ დაფარა. ამასწინათ, უკვე გაჟღერდა, რომ სასაზღვრო სამმართველოში თანამშრომლების მისაღებად კეკენაძესთან სპეციალურ სიებს გზავნიდა დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ავთანდილ ლეკაშვილი. მართალია თავად პარლამენტარმა "ქიზიყთან" საუბრისას სასაზღვრო სამმართველოში სიების გაგზავნა კატეგორიულად უარყო, თუმცა პირად საუბარში სწორედ კეკენაძე მიანიშნებდა, რომ მას დასასაქმებელთა სიას პარლამენტარი უგზავნიდა.

დედოფლისწყაროში ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ ახალგაზრდების მესაზღვრედ დასაქმებაში უშიშროების სამსახურის ადგილობრივ წარმომადგენელს დიმა კვიწინაშვილსაც დიდი წვლილი მიუძღვის. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე თავად კვიწინაშვილი ამ საკითხებზე "ქიზიყთან" არ საუბრობს, თუმცა საზოგადოებაში უამრავი ვერსია ვრცელდება. მას შემდეგ, რაც "ქიზიყმა" სპეციალური სიების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომელთა მიღებაში კვიწინაშვილიც ერევა.

კვიწინაშვილის მისამართით გამოთქმულ ეჭვებს ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ ეს უკანასკნელი გია კაპანაძის კორესპონდენტთან მომხდარ ინციდენტს პირადად შეესწრო, თუმცა მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტს მშვიდად ადევნებდა თვალყურს. მაშინ, როცა უშიშროების ოპერმუშაკი კაპანაძე დამოუკიდებელ კორესპონდენტს ნოტაციებს უკითხავდა და კეკენაძის მისამართით სტატიების გამოქვეყნებას უკრძალავდა, კვიწინაშვილს თავი სულაც არ შეუწუხებია. შესაძლოა, გულში იცინოდა კიდეც...

ამბობენ იმასაც, რომ კეკენაძესთან განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ბაღაშვილსაც. რიგითი დედოფლისწყაროელები, ამ თემაზე საუბრისას ხაზს უსვამენ, რომ სასაზღვრო სამმართველოში დასაქმება გავლენიანი ახლობლების ჩარევის გარეშე თითქმის წარმოუდგენელ ფაქტად რჩება და მესაზღვრედ დასაქმებულ თითქმის ყველა ახალგაზრდას იქ მოსახვედრად სხვადასხვა მეთოდები აქვს გამოყენებული... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы