воскресенье, 27 февраля 2011 г.

საკრებულო დეპუტატ გოდერძი აბულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი უძღვებოდა.

სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი თავდაპირველად საკრებულოს ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატის გოდერძი აბულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და დეპუტატებისგან ინფორმაცია მოისმინა. როგორც ცნობილია, ქრისტიან-დემოკრატ გოდერძი აბულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ გაუარესდა. დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად მოლინახულებენ და კვლავაც დაინტერესდებიან მისი მდგომარეობით.

დეპუტატებმა სხდომაზე განიხილეს საკითხები: ქალაქ დედოფლისწყაროს ზოგიერთი ქუჩის სახელდების, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების, ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, „თვითმმართველი ერთეულებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“. გაირკვა, რომ შეშის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყება.

ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს გადაწყვეტილება და ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ საკრებულოს წევრთა ხარჯების ანაზღაურების თანხა ნაცვლად 100 ლარისა, ამიერიდან ყოველთვიურად 160 ლარი იქნება. ეს ცვლილება ძირითადად საწვავის სიძვირეს უკავშირდება.

ლევან ბაღაშვილმა დეპუტატებს ასევე განუმარტა, რომ სახელწოდებების შეცვლის საკითხზე მუშაობა სოფლებსა და მის ქუჩებზეც მიმდინარეობს. როგორც ბაღაშვილმა აღნიშნა, უკვე შედგა შეხვედრა სოფლების სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან, სულ მალე დაინიშნება საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთანაც, სადაც სოფლის სახელწოდებებსა და სხვადასხვა ქუჩებისთვის ახალი სახელების მინიჭებაზე იმსჯელებენ:

,,სოფლებში უამრავი ქუჩაა, რომელიც დარეგისტრირებულიც არ არის. ქუჩები მხოლოდ სოფელ ჯაფარიძესა და წითელწყაროშია რეგისტრირებული, ისიც საბჭოური დასახელებებით. სხვა სოფლებში ქუჩები არ არის. უნდა ვეცადოთ, რომ თანამედროვე ქართული სახელები მიენიჭოს,"- აცხადებს ლევან ბაღაშვილი.

სხდომის დასასრულს ყველა მაჟორიტარ დეპუტატს დაევალა სოფლის დასახელებებზე და ქუჩების ახალ სახელწოდებებზე მაქსიმალურად მოისმინონ ადგილობრივების აზრი და ლევან ბაღაშვილმა მათ კომისიასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

იმავე დღეს, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქუჩებისა და მოედნების სახელდების კომისიის სხდომაც გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლისა და ქუჩის სახელის შეცვლის საკითხი. ქუჩებისა და მოედნების სახელდების კომისიის თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის განცხადებით, ყველა სოფელში ჩატარდება შეხვედრები მოსახლეობასთან და მათი აზრის გათვალისწინებით მოხდება სოფლისა და ქუჩების სახელების შეცვლა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

მოსახლეობის კითხვებს ლევან ბაღაშვილი პასუხობს

"ქიზიყის" მოძრავი სტრიქონი მოსახლეობის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მკითხველი აქტიურობს და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების გარდა საინტერესო კითხვებსაც სვამს. რამდენიმე მათგანი კითხვებზე პასუხეს რაიონის ხელმძღვანელობისგან ელის. ასე რომ, მოსახლეობის კითხვებს ამჯერად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი პასუხობს:

-- ბატონო ლევან, სოფელ წითელწყაროდან გიორგი ხაჩიაშვილს აქვს ასეთი შეკითხვა, როდის იგეგმება შირაქისა და თავისუფლების ქუჩების მოასფალტება?
-- მინდა გითხრათ, რომ ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა, ამდენად მასზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვა ვერ განხორციელდება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პროექტი უკვე არსებობს და ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია იგეგმება. ახლა დონორის მოძიება ხდება. ეს საკითხი მთავრობაში ერთ-ერთი პრიორიტეტულია, მე ვფიქრობ, რომ ამ ქუჩის მოასფალტება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.
-- ისევ წითელწყაროდან არის კითხვა, მოსახლეობას აინტერესებს ცენტრალურ უბანზე დართავენ თუ არა მოქალაქეებს უფლებას წყალი საკუთარ ეზოებში ინდივიდუალურად შეიყვანონ?
-- როგორც ცნობილია, ამ პროცესზე მთლიანად პასუხისმგებელია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. წელს ჩვენი ინიციატივით ამ ტერიტორიაზე ახალი მაგისტრალი გაკეთდა. ჩვენი სურვილია, ინდივიდუალური გაწყლოვანება მაქსიმალურად მოხდეს, მაგრამ იმისთვის, რომ წითელწყაროშიც ყველა ოჯახმა ინდივიდუალური ონკანიდან მიიღოს წყალი და არა საუბნო წერტილებიდან, ამისთვის აუცილებელია, რომ თავდაპირველად გაირკვას დებეტი. ამაზე მიდის მუშაობა. დებეტის პრობლემა ახლა რეალურად გვაქვს. თითეული მოქალაქის შეგნებამდე უნდა დავიდეს, რომ წყალი მაქსიმალურად დაზოგოს და საჭიროების მიხედვით მოიხმაროს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რათა წყლის მიწოდების გრაფიკი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და 24 საათიანი რეჟიმი კვლავაც შევინარჩუნოთ. ეს პრობლემა ჯერ ისე მწვავედ არ დგას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად დებეტის პრობლემა იქნება. ზოგადად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიზანი სწორედ ინდივიდუალური გაწყლოვანება გახლავთ და სიმართლე გითხრათ, საუბნო ონკანების სისტემა ჩვენ სულაც არ გვხიბლავს, მაგრამ ამის გაკეთება ისეთ სიტუაციებში გვიხდება, სადაც მოცემულ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ გვაქვს... ნელ-ნელა ეს პრობლემაც მოგვარდება. თუ დედოფლისწყაროელები მაქსიმალურად დაზოგავენ წყლის მოხმარებას და უდიერად არ მოიხმარენ, მაშინ საშუალება მოგვეცემა რაც შეიძლება მეტ ოჯახს ჰქონდეს ინდივიდუალურად დამონტაჟებული წყალი.
-- თბილისიდან გვწერს ნათია, მას აინტერესებს, თუ რას აკეთებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იმისთვის, რომ თბილისში წასული სტუდენტები სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კვლავაც რაიონს დაუბრუნდნენ და უმაღლესში მიღებული განათლება დედოფლისწყაროს კეთილდღეობას მოახმარონ? თქვენ რას უპასუხებთ ამ ახალგაზრდებს რომლებიც დედოფლისწყაროში დაბრუნებაზე ფიქრობენ?
-- ამ საკითხზე გეტყვით, რომ საატესტაციო კომისია დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში აქტიურად დაიწყებს მუშაობას და ყველა ვაკანსიაზე კონკურსი საჯაროდ გამოცხადდება. ამიერიდან აღარ იქნება დასწრებაზე და იმაზე, თუ ვინ ადრე შეიტანა განაცხადი. უმაღლესდამთავრებულ ახალგაზრდებს ამიერიდან შესაძლებლობა მიეცემათ გამოცხადებულ ვაკანსიებზე წარადგინონ თავისი კანდიდატურა და ადგილზე დასაქმდნენ. ამას გარდა, ორი დღის წინ გავგზავნეთ პროექტი, სადაც ჩვენი მოსაზრებებია ჩამოყალიბებული. ვითხოვთ, რომ ინერტული მასალა, რომელიც ჩვენი რაიონიდან აქტიურად გაედინება, ადგილზე მოხდეს მისი გადამუშავება. ჩვენთან მოპოვებული ბუნებრივი რესურსები ქვიშის სახით გადის და სხვა ქალაქებში მუშავდება, მაშინ, როცა შესაძლებელია დედოფლისწყაროშიც ხდებოდეს ეს პროცესი. საწარმოს ამუშავება კი დასაქმებასაც ბევრად შეუწყობს ხელს. შესაძლოა, მსოფლიო ბანკმა პრიორიტეტულ რეგიონად კახეთი აირჩიოს და აქ მოხდეს მსგავსი პროექტების განხორციელება, საწარმოების განვითარება.
-- დედოფლისწყაროში ცალკეული ქუჩებისთვის სახელების შეცვლის შემდეგ მოსახლეობა შიშობს, რომ დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობების შეცვლა მოუწევთ, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის და გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული...
-- არა, ასე არ იქნება. დოკუმენტების შეცვლის აუცილებლობა არ დგას. ქუჩებს სახელები შეეცვლება, მაგრამ პირადობის მოწმობების შეცვლას არავინ მოსთხოვთ, არც დამატებით თანხებთან იქნება დაკავშირებული. ეს ეტაპობრივად მოხდება. ამას გარდა, ახალ სახელწოდებასთან ერთად გარკვეული პერიოდი მითითებული იქნება ძველი სახელიც და ნელ-ნელა მოხდება ამის ჩანაცვლება დოკუმენტებშიც. პირადობის მოწმობების შეცვლის შემდეგ კი საცხოვრებელი მისამართის ახალი სახელით ჩაწერა მოხდება.

თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები შეგიძლიათ კვლავაც გამოგზავნოთ, ისინი მოძრავი სტრიქონის საშუალებით გამოქვეყნდება. საინტერესო კითხვებზე პასუხს კი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან მოისმენთ. ასე რომ, ველით თქვენს წერილებს ელ-ფოსტაზე და მესიჯებს ნომერზე 8(93) 275 - 275. იაქტიურეთ, გამოხატეთ თქვენი აზრი და იგრძენით მშობლიური რაიონის სუნთქვა "ქიზიყის" ვებ-გვერდზე. არ ჩამორჩე მოვლენებს - იმეგობრე შენს საიტთან! /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *

სოფელ საბათლოში შაქრის ფასი 3,70 ლარს აღწევს

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ საბათლოში კილოგრამი შაქრის ფასი ამ დროისთვის 3,70 ლარია. ადგილობრივები პრობლემების სიმრავლეზე წუხან და დახმარებას ითხოვენ. როგროც "ქიზიყმა" გაარკვია, რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზების პრობლემას დიდთოვლობაც ართულებს. საბათლოელების დიდ ნაწილს გადაადგილება უჭირს. ამას გარდა, მოსახლეობა სოფლის რწმუნებულს დავით გუნდაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რწმუნებული თვეობით მშობლიურ აჭარაში მიდის და სოფელს უყურადღებოდ ტოვებს, რის გამოც ადგილობრივები სხვადასხვა საკითხების მოგვარებას ვეღარ ახერხებენ. მათი თქმით, გუნდაძე ახლაც აჭარაში იმყოფება:
,,ბევრმა ოჯახმა ენერგო-ვაუჩერი ვერ მიიღო, ისიც ვერ გავარკვიეთ, რა უნდა გვეშველოს, ვერც სამინისტროს ცხელ ხაზს დავუკავშირდით. ვიფიქრეთ, რომ სია ჩამოგვეწერა და სოციალურ სააგენტოში წაგვეღო, რომ გამორჩენილი აბონენტების სიაში ჩვენც შეგვიტანონ და ვაუჩერი მივიღოთ. მაგრამ, გზა ისედაც გაფუჭებულია, მიმოსვლა სხვა დღეებში ჭირს და ახლა ასეთ დიდთოვლობაში დედოფლისწყაროში ასვლას როგორ მოვახერხებდით?... სიები რწმუნებულისთვის უნდა გაგვეტანებინა, რომ რეგისტრაციაში გაეტარებინათ, მაგრამ დავით გუნდაძე რამდენიმე ხანია აჭარაშია წასული და ჩვენ ასე უპატრონოდ ვართ მიყრილები. ხმაც ვერ ამოგვიღია, რომ პროტესტი გამოვხატოთ. ხმამაღლა თუ ვიტყვით და დავემდურებით, რომ რწმუნებული ყურადღებას არ გვაქცევსო, მაშინვე ჩვენს ოჯახებს პრობლემები შეექმნება. ხმის ამოღებაც გვეკრძალება," - ამბობს სოფელ საბათლოს მკვიდრი ლიანა ოვსეპიანი.
,,ერთი კილოგრამი შაქარი ჩვენთან უკვე 3,50 - 3,70 ლარი ღირს, განსაკუთრებული სიძვირეა. გზის არარსებობის გამო რაიონში ამოსვლასაც ვერ ვახერხებთ, რომ შეღავათიან ფასებში მაინც ვიყიდოთ პროდუქტები. სოფელში წყალიც არა გვაქვს. 23 წლის ვარ, მთელი სოფლის ახალგაზრდები უმუშევრები ვართ. დედაც და ბებიაც ონკოლოგიური ავადმყოფები არიან, მამა რამდენიმე ხნის წინ გარდამეცვალა. პაპა უსინათლოა, მათი პენსიით ვსულდგმულობთ, თორემ ოჯახში არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. ადრე ყურძნის საკრეფად მიდიოდნენ და მუშაობდნენ-ხოლმე, რომ პურის ფული გვეშოვა, მაგრამ ახლა ჯანმრთელობის გამო ვერც ფიზიკურ მუშაობას ვერ ახერხებენ. სოციალურ სააგენტომ შეგვამოწმა, მაგრამ არც დახმარება დაგვენიშნა. ვართ ასე გაუსაძლის მდგომარეობაში. სოფლის რწმუნებულს კი სულაც არ ვადარდებთ, უყურადღებოდ ვართ," - აცხადებს ელენე საფარიანი.
"ქიზიყის" რედაქცია სოფელ საბათლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან დავით გუნდაძესთან დაკავშირებას რამდენჯერმე შეეცადა, მაგრამ მოსახლეობის ბრალდებებზე მისი პოზიციის მოსმენა ვერ მოვახერხეთ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

пятница, 25 февраля 2011 г.

ლევან ბაღაშვილი: ,,კირქვის საწარმოებიდან ჩვენს ბიუჯეტში წელიწადში 400 ათას ლარამდე შემოდის"

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი "ქიზიყის" მიერ ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ბაღაშვილმა კომენტარი კირქვის საამქროს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და მოსახლეობის ნაწილი აცხადებენ, რომ დედოფლისწყაროს კირქვის კარიერიდან ადგილობრივ ბიუჯეტში არაფერი შედის.

ამ ინფორმაციას ლევან ბაღაშვილი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ამგვარი საწარმოებიდან ადგილობრივ ბიუჯეტში წელიწადში 400 ათას ლარამდე თანხა შედის. უფრო მეტიც, ბაღაშვილი ირწმუნება, რომ ბოლო წლებში ასეთი საწარმოების მიერ გადახდილი თანხების მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება:

,,სიმართლე გითხრათ, ამ სტატიას გავეცანი და ნახსენები არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნა გამიკვირდა, რადგან საია კარგად იცნობს ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს. მინდა გითხრათ, რომ წელიწადში 300-400 ათასი ლარი სწორედ ამგვარი საწარმოებიდან შემოდის და ეს გახლავთ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი, რომელიც კანონით რეგულირდება. ასე რომ, ინერტული მასალის რაიონიდან გადინება ისე არ ხდება, ცხადია, ეს ჩვენს ბიუჯეტზეც აისახება. ასევე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ კირქვის საწარმოებში ადგილობრივი კადრები არ საქმდებიან. ჩემი ინფორმაციით იქ 200-მდე ადგილობრივია დასაქმებული. მე შემიძლია "ქიზიყის" რედაქციას კონკრეტული ციფრებიც დავუსახელო. მაგალითად, 2008 წლიდან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ბიუჯეტში შემოსული თანხების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. უსაფუძვლოა და ვერ გავიზიარებთ იმ ბრალდებებს, რომ კირქვის კარიერს დედოფლისწყაროელებისთვის სარგებელი არ მოაქვს," - განმარტავს ლევან ბაღაშვილი.

კირქვის კარიერის ირგვლივ უკვე რამდენიმე დღეა აჟიოტაჟი არ ცხრება, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამ საკითხის ირგვლივ უკვე მერამდენე განცხადებას ავრცელებენ. ვითარებას ის ფაქტიც ართულებს, რომ კირქვათა კარიერის ერთმა ხელმძღვანელმა ირაკლი ყოჩიაშვილმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნებს დედის გინებით უპასუხა, ხოლო მეორე ხელმძღვანელმა ვასილ ყოჩიაშვილმა მოსახლეობას გაჩუმებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამდენი პრეტენზიების გამოხატვა სირცხვილია.

ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ თერგის, არხოტის, ვაჟა ფშაველასა და სხვადასხვა ქუჩებზე საწარმოს მიერ ინერტული მასალის მოპოვების დროს განხორციელებული აფეთქებების შედეგად საცხოვრებელი სახლები იბზარება და ამ მიზნით საწარმოსგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

საბჭოური დასახელების ქუჩებისთვის ახალ სახელწოდებებს საკრებულო მალე დაამტკიცებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ორშაბათს, 28 თებერვალს შეიკრიბება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" აცნობა, სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად დეპუტატები სხდომაზე საბჭოური დასახელების ქუჩებისთვის სახელწოდებების შეცვლის საკითხსაც უყრიან კენჭს. თითქმის წელიწადნახევარია დედოფლისწყაროს საკრებულო ამ საკითხს განიხილავს.

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საკრებულომ მუნიციპალიტეტში საბჭოური დასახელების ქუჩების სახელწოდების შეცვლის საკითხი განიხილოს და მათ ქიზიყის სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანების სახელი მიენიჭოს. შექმნილი იყო კომისია, შესაბამისი პროცედურები უკვე გაიარა და ამჯერად საკრებულო საკითხის დამტკიცებაზე იმსჯელებს," - განმარტავს ლევან ბაღაშვილი.

წინა მოწვევის საკრებულომ 2009 წლის 31 ივლისს #38-ე განკარგულება გამოსცა, რომელსაც ხელს საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ გონაშვილი აწერს. მასში ნათქვამია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქუჩებისა და მოედნების სახელდების კომისია სხდომაზე ქუჩების სახელწოდებების შეცვლის წინადადებით შემოვიდა.

#38-ე განკარგულების მიხედვით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას შესათანხმებლად გაეგზავნა ზოგიერთი ქუჩისთვის შემდეგი სახელწოდებების მინიჭების საკითხი:

პრესის ქუჩას _ მიხეილ ჯავახიშვილის სახელი,
სამთოელების ქუჩას _ სოლომონ დოდაშვილის სახელი,
მეტალურგების ქუჩას _ ნიკოლოზ გომელაურის სახელი,
ვასილ კიკვიძის ქუჩას _ ჰამლეტ გონაშვილის,
სადგურის ქუჩას _ ბიძინა მაზიაშვილის,
ლესელიძის ქუჩას _ ნიკო კეცხოველის,
გორკის ქუჩას _ ფარნაოზ ლაპიაშვილის,
ლომის ქუჩას _ ვახუშტი ბატონიშვილის,
გამარჯვების ქუჩის I შესახვევს ეწოდოს სპარტაკ ბაღაშვილის სახელი, ხოლო გამარჯვების ქუჩის II შესახვევს სანდრო ახმეტელის სახელი. სამხედროს ქუჩას კი _ დათუნა ბოსტაშვილის სახელი.

როგორც დედოფლისწყაროს ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, საკითხმა შესაბამის ინსტანციებში სხვადასხვა პროცედურები უკვე გაიარა და მას კვლავაც დეპუტატები განიხილავენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 21 февраля 2011 г.

რის ფასად შეინარჩუნა დედოფლისწყარომ გაზეთი და რომელი გამგებელი გამოირჩეოდა პრესასთან უხეში დამოკიდებულებით?!

დედოფლისწყარო ერთ-ერთია მათ შორის, სადაც ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გაზეთი გამოიცემა. ნაირა გორაშვილის სახელიც უცხო არავისთვის არის. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, უკვე 40 წელი სრულდება, რაც ქალბატონმა ნაირამ გაზეთ "შირაქის" რედაქციის კარი შეაღო. უკვე მეოცე წელია ის "შირაქის" რედაქტორია. ბევრი რამის მომსწრე და მონაწილეა, ამიტომაც რაიონის მემატიანესთან საუბარი მოსალოდნელზე უფრო საინტერესო გამოვიდა.
რის ფასად შეინარჩუნა დედოფლისწყარომ ერთადერთი ბეჭვდური გამოცემა, რომელი გამგებელი გამოირჩეოდა პრესასთან უხეში დამოკიდებულებით, რა უნდა გააკეთოს გაზეთმა ახალი თაობის მისაზიდად და რა სირთულეების გადალახვა მოუწია "შირაქს" 73 წლიანი ისტორიის მანძილზე - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ნაირა გორაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" ვრცელი ინტერვიუ მისცა.

-- ქალბატონო ნაირა, რით მოგხიბლათ ჟურნალისტიკამ და რატომ გადაწყვიტეთ, ეს სფერო აგერჩიათ?

-- ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. დღესაც მესიზმრება, როგორ შევდივარ კლასში, დავდივარ სკოლის დერეფნებში და მიჭირავს სასკოლო რვეულები. ჩემი სული სავსეა ბავშვებთან ურთიერთობით. დღესაც მენატრება ეს ყველაფერი. რედაქციაში იმის გამო მოვხვდი, რომ სკოლაში მუშაობა ვერ მოვახერხე. მაშინ ფილოლოგის ადგილის ნახვა ძალიან ჭირდა. ბედისწერასავით იყო, მე-5 კლასიდან დაწყებული ჯერ საკლასო, შემდგომში კი სასკოლო გაზეთის რედაქტორი ვიყავი. ამიტომ ადგილი რომ გამოჩნდა, გავბედე და რედაქციაში მოვედი, რადგან ეს სფერო უცხო არ იყო ჩემთვის. ასე დავიწყე გაზეთ "ახალ შირაქში" მუშაობა და თანდათან ჩამითრია... ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამ საქმის კეთება სასურველია, სასიამოვნოა და შემიძლია... როგორც ჟურნალისტს კრახი არ განმიცდია...

-- როგორ წარიმართა თქვენი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში?

-- რედაქციაში 1971 წლის ზაფხულში მოვედი. გაზეთი დაკომპლექტებული იყო პარტიული თანამშრომლებით. მე უპარტიო ვიყავი და ძალიან გვიან შევედი პარტიაში. ისეთი წყობა იყო, გაზეთი ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო. ხელმოწერას სოიუზპეჩატი აკეთებდა, დოტაციას მთავრობა აფინანსებდა და ყველაფერი აწყობილი იყო. რაიმე ახალი ტექნოლოგია იყო, თუ ქაღალდის მოსვლა, თბილისისა და ჩვენს სტამბებშიც ერთნაირად ხდებოდა. დავალებებს ვღებულობდით, რედაქტორი აღმასკომისგან და პარტიისგან, ჩვენ რედაქტორისგან. ახლა ამ გადასახედიდან მოგვწონს ეს თუ არა, სხვა საკითხია. მაშინ ამას ჩვენ ნაკლებად ვგრძნობდით. უარყოფითი დამოკიდებულება არ გვქონდა, რომ რაღაც თემას რაიკომი გვთავაზობდა.

-- რამდენად ახერხებდით თამამი კითხვების დასმას?

-- კრიტიკაც ნამდვილად იყო. მაშინ ასე არ ხდებოდა. საკმარისი იყო დაგვეწერა, რომ რომელიმე ფერმაში, ან ბრიგადაში გაურეცხავ ბალონში ასხამდნენ რძეს, ანდა ცურჩამოურეცხავ ძროხას წველიდნენ, კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, ბრიგადირს, მორიგე მწველავს ბიუროზე გამოიძახებდნენ და პასუხს მოსთხოვდნენ. რეაგირების თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ჩვენი მუშაობა ნამდვილად შედეგიანი იყო, ვიდრე დღეს... ახლა - წერე და იკითხე. დღეს ბევრი იწერება, ყველაფერზე რეაგირება რომ ხდებოდეს, აქამდე ჩვენი ქვეყანა გაძლიერებული იქნებოდა.

-- თუ გახსენდებათ კონკრეტული მაგალითები, როცა გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ რეაგირება მოახდინეს და ვითარება შეიცვალა?

-- ასეთი რუბრიკა გვქონდა ,,ვეხმაურებით დაბეჭდილს" და ყველა სამსახური, ვისაც კრიტიკა ეხებოდა, რედაქციაში საპასუხო წერილს გზავნიდა, ოფიციალურ განმარტებებს და რეაგირებას ახდენდნენ. ჩემი ცხოვრებიდან გავიხსენებ ერთ საინტერესო ფაქტს: რაიკავშირის მაღაზიების შესამოწმებლად ქედების ზონაში წავედით. მაშინ სახეზე არ მცნობდნენ, რადგან ახალი მოსული ვიყავი. უნდა შემეძინა პროდუქტები და გამოგვერკვია, ხდებოდა თუ არა მომხმარებლების მოტყუება წონაში და ფასებში. მოხუცი ქალი იდგა ჩემს წინ და როდესაც გამყიდველმა დაუანგარიშა, 1 მანეთზე მეტი ზედმეტად გადაახდევინა, მოხუცი ვერაფერს მიხვდა. როცა ვუთხარი რედაქციიდან ვარ-მეთქი არ დამავიწყდება იმ გამყიდველი კაცის გაფითრებული სახე. მაღალი იყო, გვარად ვარდიშვილი, ძალიან ინერვიულა. ის მაღაზიის გამგე იყო და ამის გამო დააქვეითეს, რიგით გამყიდველად გადაიყვანეს და დროებით გამოსწორების ვადა მისცეს. საქმე კოლექტივმაც ცალკე განიხილა და შეარცხვინეს. ასეთი ფაქტები უამრავი გვქონდა. გაზეთში გამოქვეყნებულ მასალებზე ძალიან მკაცრად რეაგირებდნენ.

-- უდიდესი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში, არაერთი ხელისუფლების ცვლილების მომსწრე ხართ, თქვენ რას უკავშირებთ ხელისუფლების მხრიდან რეაგირების ნაკლებობას? იმას, რომ ახლა ბევრი გაზეთი გამოდის, თუ ხელისუფლება უყურადღებო, ლოიალური და ნაკლებად მომთხოვნი გახდა თანაგუნდელების მიმართ?

-- გაზეთიც ბევრი გამოდის, მაგრამ კრიტიკა იმდენად გაუწონასწორებელი გახდა, რომ... ერთი და იგივე ნათქვამს რამდენიმე გაზეთი სხვადასხვანაირად აჟღერებს... ამას კი რეაგირება არ მოსდევს. ალბათ, მთავრობა უფრო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდეს და ითვალისწინებდეს პრესის შენიშვნებს. რადგან ახლა გაზეთებს აქვთ პრეტენზია, რომ დამოუკიდებლები არიან, ჩანს ხელისუფლებაც მათ სრულ თავისუფლებას აძლევს. თქმის საშუალებას აძლევენ, მაგრამ მათზე რეაგირებას და პასუხისმგებლობას თავის თავზე აღარ იღებენ.

-- ცნობილია, რომ აქტიურად მუშაობდა ცენზურა, უფრო რომ დაგვიკონკრეტოთ, რა შეზღუდვებს აწყდებოდით?

-- მაგალითად, პედაგოგზე ცუდის დაწერა არ შეიძლებოდა, სამხედრო სფეროზე წერაშიც შეზღუდულები ვიყავით. სამხედრო საიდუმლოზე შესაძლოა არ უნდა დაგვეწერა, მაგრამ ვერ ვხვდები ცუდ პედაგოგზე სიმართლის თქმა რატომ იზღუდებოდა. ამ გადასახედიდან, შეზღუდვებს შორის ბევრი ნამდვილად არ იყო საჭირო. თუ დაწერდი, რომ რომელიმე უმაღლესმა სასწავლებელმა არაკვალიფიციური სპეციალისტი გამოუშვა და მოსწავლეს კარგად ვერ ასწავლის, ეს პარტიის და სამთავრობო კურსის საწინააღმდეგოდ მიიჩნეოდა.

-- როდესაც პატარა ქალაქში დაიბადები და აქვე აგრძელებ ცხოვრებას, ამის პარალელურად რამდენად ადვილია გაზეთმა ობიექტურობა შეინარჩუნოს და კრიტიკულად წეროს?

-- ძალიან ძნელია... ასჯერ რომ დაწერო დადებითი, მადლობას არავინ გეტყვის, საკმარისია ერთხელ რაღაც გაკვრით მიანიშნო, რომ ათასგვარ ინტერპრეტაციას აძლევენ. იმდენად რთულია რაიონში კრიტიკული მასალის კეთება, ვერც წარმოიდგენთ. ამას ბევრი ადამიანის განაწყენება მოჰყვება, არადა ერთმანეთს ყოველდღიურად ქუჩაში ვხვდებით. სამწუხაროდ, სამართლიანი ადამიანის კუთხით კი არ უყურებენ, ინტრიგნულად აღიქვამენ. ფიქრობენ, რომ ვიღაცას ვიღაცის ჯავრი აქვს. ეს პრობლემა ყოველთვის ასე იქნება, იმ ქართული მენტალიტეტის წყალობით, რომელიც სისხლში გვაქვს გამჯდარი. პატარა ქალაქებში კი ეს ყველაფერი უფრო მწვავედ დგას.

ჩემი ქალიშვილი რამდენი წლის მანძილზე მოქმედი ჟურნალისტი იყო, უამრავ მეგობარს, ვინც მას მხარში ედგა გაჭირვების დროს, აკრიტიკებდა ხოლმე, მათ კი ეს არ სწყინდათ და ურთიერთობებში ხელს არ უშლიდათ. ჩვენთან კი სხვაგვარადაა. მაგალითად, 2003 წელს ლაერტ ზუბადალაშვილის არჩევნები ახლოვდებოდა, მისმა მხარდამჭერებმა გამგეობის შენობაში ისეთი ყვირილი ამიტეხეს, ზემოდან გამგებელი ჩამოვიდა, რა ხდებაო. არადა, მათი გაღიზიანება მხოლოდ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ზუბადალაშვილის სტატიის სათაური შავი შრიფტით იყო. ასევე არ მოეწონათ სტატიის ადგილი. ყველა ფიქრობს, რომ თუ კრიტიკა დააფიქსირე, ესე იგი მტერი ხარ! რამდენად სამართლიანიც არ უნდა თქვა, უკმაყოფილო რჩებიან...

-- დამოუკიდებელი ჟურნალისტები ხშირად ვაწყდებით ასეთ რეაქციებს, თქვენ თუ გაიხსენებთ ფაქტებს, როცა ნაცნობებს გარკვეული სტატიების შემდეგ მისალმებაზე თავი შეუკავებიათ?

-- შეიძლება მოგესალმოს, მაგრამ აქამდე თუ გიღიმოდა და მოგიკითხავდა, ამის შემდეგ მხოლოდ გესალმება და ხვდები რომ სტატიის გამო გამოხატავს წყენას.

-- ქალბატონო ნაირა, თქვენი მოღვაწეობის პერიოდში დედოფლისწყარომ უამრავი ხელმძღვანელი გამოიცვალა. თუ შეგიძლიათ გამოყოთ, რომელ მათგანთან უფრო კომფორტული იყო მუშაობა და პირიქით?

-- რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს, მართლა გულწრფელად გეტყვით. დღეს ამ ახალგაზრდა ბიჭების მუშაობით უკმაყოფილო არ ვარ, პირიქით. მით უფრო, რომ ბოლო წლები ფინანსური პრობლემებიც გვქონდა. საგადასახადოსთან სადაო საკითხებიც გვქონდა, უამრავი რამ იყო, მაგრამ... დედოფლისწყაროში იყვნენ რაიონის ხელმძღვანელები, რომლებიც ადგილობრივები იყვნენ. მათ თანამდებობებზე დანიშვნას რედაქციის თანამშრომლები აღტაცებით შევხვდით. მიგვაჩნდა, რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ რაიონის პრობლემები, იყვნენ პატიოსანი, წესიერი ადამიანები. ვფიქრობდით, რომ გაზეთის მიმართაც კეთილგანწყობილნი იქნებოდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ენთუზიაზმზე და წვალებით შევინარჩუნეთ და დღემდე მოვიყვანეთ გაზეთი. გვეგონა, საუკეთესოდ ვითანამშრომლებდით და კარგად გაგვიგებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ შევცდით... გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ მათთან თანამშრომლობა არ შედგა!... საკმარისია ოდნავ რაღაც გეთქვა, იმ წუთში დაფინანსების შეწყვეტის მუქარით იყვნენ დაკავებულნი. ასეთი რამდენიმე ხელმძღვანელი ჰყავდა დედოფლისწყაროს. იყვნენ ისეთი გამგებლებიც, რომლებიც საერთოდ არ გვცნობდნენ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მაგრამ მათთან ურთიერთობა გაცილებით კომფორტული იყო. ასეთები იყვნენ თუნდაც დავით ლეკიშვილი, ვაჟა ქადაგიძე... ალბათ, ეს სწორედ იმ მენტალიტეტის დამსახურებაა, რომელიც დიდ ქალაქში შეიძინეს. ქადაგიძე თავის საწინააღმდეგოდ რუბრიკებსაც კი გვთავაზობდა. ლეკიშვილსაც არასოდეს სწყენია, ყოველთვის მოგვიწოდებდა, რომ კრიტიკა გვეწერა. ადგილზე გაზრდილები კი სხვაგვარად იქცეოდნენ. ისინი მომხვეჭელობამ იმ კარებზე მიიყვანა, სადაც საბოლოოდ მივიდნენ. დაუკონკრეტებლადაც მიხვდება ხალხი, ვინ იგულისხმებიან.

-- 90-იანი წლების რთული პერიოდში, ომიანობის და საყოველთაო გაჭირვების მიუხედავად გაზეთი არ გაჩერებულა, როგორ ახერხებდით ამას?

-- ლითოგროფია, როგორც ტექნოლოგია უკვე სულს ღაფავდა და ყველაფერი ელექტრონულ სისტემაზე გადადიოდა. მასიური უშუქობა იყო. ლინოტიპი არის უზარმაზარი დანადგარი, რომელსაც თითქმის 3 საათი ჭირდებოდა, რომ გამდნარიყო და სტრიქონი მიგვეღო. შემდეგ 20 წუთი ჭირდებოდა მის გაყინვას. შუქიც წამდაუწიმ ქრებოდა. დღე და ღამ მობილიზებული ვიყავით, რომ დენის მოსვლისთანავე გაზეთი რამენაირად დაგვებეჭდა. ღამე ჩამრთველს ღიას ვტოვებდით და როგორც ნათურა გაანათებდა, გავრბოდით, რომ მუშებს სტრიქონები აეწყოთ. ხან 10 წუთში დენი ისევ ითიშებოდა. დიდი მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებიც იმ წყობიდან გადმოყოლილი პასუხისმგებლობით ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, თორემ ურთულესი წლები გავიარეთ. დღისით შუქი იშვიათად იყო, ამიტომ ჩვენ მზადყოფნაში ვიყავით და მუდმივად შუქის მოსვლას ველოდით. იმ წლებში ძალიან გვიჭირდა, ხან ერთი ნომრის გამოსაცემი თანხაც არ გვქონდა ხოლმე. კირქვის კარიერის ხელმძღვანელობასთან სათხოვნელად მივედი. რადგან რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გადიოდა ჩვენი წიაღისეული, იქ ხელმძღვანელთან ჩავედი და დირექტორ ქაშაკაშვილთან შეხვედრას 4 დღე ვცდილობდი. ავუხსენი, წლების მანძილზე ჩვენი ქვიშით რომ სარგებლობთ, ახლა გაზეთს უჭირს და დაგვეხმარეთ-მეთქი. ამან შედეგი გამოიღო და გარკვეული დახმარება აღმოგვიჩინა. სხვათაშორის, ადრე უფრო მეტი შემოწირულობა გვქონდა, ახლა გაზეთების თანადგომა რატომღაც ყველამ დაივიწყა. 1937 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთი შემთხვევა გვქონდა, როცა გაზეთი 3 თვე ვერ გამოვიდა. ესეც იმიტომ, რომ სტამბის დანადგარები უშუქობის გამო გადავაკეთეთ ხელით მართვად სისტემაზე. ამან დრო წაიღო და სამი თვე ჩაგვივარდა. ფაქტობრივად ამით 60 წლით უკან დავიხიეთ. სხვა არჩევანი არ იყო, ასოებიც აღარ გვქონდა. კლიშის დასამზადებლად ლითონის საამქროში მივდიოდით, თუმცა ამ დროს უკვე აღარც ეს საამქრო მოქმედებდა. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ კომპიუტერულ მომსახურებაზე გადავსულიყავით.

-- როგორც ვიცი, ამ დროს რადიოგადაცემებს აგრძელებდით...

-- მაშინ ყველა რაიონში ფუნქციონირებდა ხაზის რადიო და ამისთვის გადაცემებსაც ჩვენ ვამზადებდით. ჩვენი რაიონის ყველა სოფელში რადიოხაზები გაყვანილი იყო და ჩვეულებრივ ვმუშაობდით. გაზეთის შეჩერების დროს მხოლოდ რადიოგადაცემები მზადდებოდა და ინფორმაციის გავრცელება ასე ხდებოდა. რადიო გვიანობამდე შევინარჩუნეთ, 90-იან წლებშიც კი ვმუშაობდით, მერე ელექტრო სადენებსაც მასიურად იპარავდნენ და ამ დროს გაჩერდა რადიო.

-- 1997 წლამდე "შირაქი" ადგილზე იბეჭდებოდა, მას შემდეგ კი თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოიცემა. როგორ გადაიტანა გაზეთმა გარდამავალი პერიოდი?

-- მოგეხსენებათ, მაშინ კომპიუტერი ფუფუნებას წარმოადგენდა. არის არბოშიკელი ახალგაზრდა, ოთარ კიკილაშვილი, რომელსაც სულ 2 კომპიუტერი ჰქონდა და ახალი ფეხადგმული იყო (დღეს ის ერთ-ერთი დიდი გამომცემლობის თანამფლობელია). მოსწავლეობისას ოთარი ჩვენთან წერილებს აქვეყნებდა. იცოდა, რომ ასე უსახურ გაზეთს გამოვცემდით და მან შემოგვთავაზა კომპიუტერული ვერსია. 1997 წელს ჯერ საცდელი ნომერი გამოვეცით, შემდეგ კი საიუბილეო ნომერიც მასთან დავბეჭდეთ და დღემდე მასთან ვართ.

-- მახსოვს, "შირაქი" რაიონულ დონეზე ერთ-ერთი მაღალტირაჟიანი გამოცემა იყო.

-- გეთანხმებით. გვქონდა 12 000, 15 000-იანი ტირაჟი...

-- ეს საერთო პრობლემაა, მაგრამ ზოგადად პრესაში ტირაჟის მკვეთრ ვარდნას თქვენ რას უკავშირებთ?

-- მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში უფულობაზე. იმას, ვინც ფული იშოვა, არ აინტერესებს ადგილობრივი გაზეთი და საერთოდ გაზეთი... მათი ერთადერთი საზრუნავია, როგორ გაზარდონ თავიანთი ბიუჯეტი. დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ამ ხნის მანძილზე ვერ ვნახე დედოფლისწყაროში ვერავინ, რომელიც თუნდაც ერთ ნომერს დააფინანსებს და გაზეთს დააწერ, რომ ნომრის სპონსორია ეს ადამიანი. ეკონომიურად სწორედ ის ფენა გაღარიბდა, ვისაც კითხვა და გაზეთი უყვარს.

-- ციფრული ტექნოლოგიების შემოჭრის ფონზე, როდესაც მკითხველი წიგნმაც მრავლად დაკარგა და გაზეთმაც, ახალგაზრდები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან ბეჭდური მასალით. თქვენი აზრით, ვითარებას ხომ არ გაართულებს ის ფაქტორიც, რომ პრეზიდენტის ინიციატივით სკოლებში კომპიუტერული სწავლება პირველივე კლასიდან უნდა დაინერგოს. ეს ფაქტორი ხომ არ გამოიწვევს მოზარდების კიდევ უფრო გაუცხოვებას ბეჭდვური პროდუქციის მიმართ?

-- მიმაჩნია, რომ ბეჭდვური საშუალებები გაცილებით უფრო ეფექტურია ადამიანის გონების განვითარებისთვის და გემოვნების დახვეწისათვის. ცნობილია, რომ უნიკალური ნაწარმოებების წიგნად წაკითხვა უფრო ეფექტური და შთამბეჭდავია, ვიდრე მისი ეკრანზე ფილმად ნახვა... პირველივე კლასიდან ბავშვების კომპიუტერიზაცია დადებითთან ერთად გარკვეულ ხარვეზებსაც გამოიწვევს და მოზარდის დამოუკიდებლად აზროვნების განვითარებას შეაფერხებს.

-- გაზეთ "შირაქს" დღემდე ჰყავს უამრავი მკითხველი, რომელიც წლების მანძილზე ერთგულობენ გაზეთს. თუმცა, ზოგადად, გაზეთის გამოწერის კულტურა რატომღაც მოიშალა. თაობები იცვლებიან და რას აკეთებს თქვენი რედაქცია იმისთვის, რომ ახალგაზრდებიც შემობრუნდნენ გაზეთისკენ...

-- ყოველი ახალი წლის დადგომის შემდეგ, როცა ხელმომწერების აღნუსხვას ვახდენთ, გვიმძაფრდება იმის საშიშროება, რომ ხელიდან გვეცლება ძირითადი მკითხველი. მაგალითად პედაგოგები! სკოლებში ხელმომწერების შეგროვება აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა. მასწავლებლები მხოლოდ წუწუნებენ იმაზე, რომ ხელფასი ცოტაა და თვეში 1 ლარი არ აქვთ იმისთვის, რომ გაზეთი გამოიწერონ. თუნდაც პატრიოტული სულისკვეთებისთვის. სხვა ბევრ რამეს ითმენენ, მაგრამ ამაზე უარს ამბობენ. ძალიან გული მწყდება ამაზე. ძალიან გვინდა, ახალგაზრდობა ჩვენსკენ შემოვაბრუნოთ. მიმაჩნია, რომ ამაში სკოლას დიდი როლი აქვს, მაგრამ ხელს არ გვიწყობენ. ამ სეზონზე პირადად შევხვდი სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს. ყველას ვთხოვე, რომ კლასში რამდენიმე შეძლებული მოსწავლე მოიძებნება, რომლებიც გაზეთს გამოიწერენ, თვითონაც წაიკითხავენ და სხვებსაც გააცნობენ. ბევრმა მოსწავლემ ისიც არ იცის მუნიციპალიტეტი რას ნიშნავს და ის თვითმმართველობის ორგანოს შენობა ჰგონია. არ იციან როგორია დედოფლისწყაროს მმართველობის სტრუქტურა. არ იციან სწორედ იმიტომ, რომ გაზეთს არ ეცნობიან. ამას ემატება გაზეთის მიწოდების პრობლემა. ერთმა ხელმომწერმა შესაძლოა სოფლის თავში გამოიწეროს გაზეთი, მეორემ ბოლოში. ამის გამო მთელი სოფელი უნდა მოვიაროთ...

-- ამ კუთხით სოფლის რწმუნებულებიც ხომ არ გაზარმაცდნენ?

-- რამდენიმე წლის წინ, როცა სოფლის რწმუნებულებს თავისი ბიუჯეტი ჰქონდათ, ისინი სოფლისთვის იწერდნენ 100-120-150 გაზეთს და მოსახლეობაში არიგებდნენ. გაზეთის გამოსვლის დღეებში ხალხი სოფლებში მოუთმენლად ელოდა. დღეს არცერთ მათგანს არც ბიუჯეტი აქვს და არც ამის ვალდებულება. ზოგიერთი, შესაძლოა შემოგიბრუნდეს და გითხრას, მე შენი კურიერი კი არ ვარო. ეს პასუხისმგებლობის მომენტი დაიკარგა, საკუთარი მოვალეობების გარდა აღარ უნდათ რაიმე აკეთონ. ბევრი სერიოზული პრობლემა გვაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობთ, როგორი თემები აინტერესებს ახალგაზრდობას. ჩვენი გაზეთი თავისუფალია ყვითელი პრესის ელემენტებისა და სენსაციური ამბებისგან. ალბათ, ახალგაზრდების ინტერესიც ნაკლები ამიტომ არის. 4 გვერდიან პატარა გაზეთში ვერაფრით ვერ ვათავსებთ ყველაფერს. იქნებ, ჩვენი ნაკლიც არის, რომ ამას ვერ ვახერხებთ, მაგრამ "შირაქი" უფრო სერიოზული ინფორმაციითაა დატვირთული. როგორიც არის დედოფლისწყაროში პოლიტიკური თუ ეკონომიური ცხოვრება, ისეთივეა გაზეთიც. უფრო რაიონის მემატიანის როლს ვასრულებთ, ვიდრე ვიღაცის გამქილიკებლის. მიმაჩნია, რომ მაშინ უნდა აკრიტიკო, თუ იცი, რომ ამას შედეგი მოჰყვება.

-- უამრავი თაობა დაფრთიანდა "შირაქის" ფურცლებზე...

-- მართლაც, უამრავმა შემოქმედმა აიდგა ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ფეხი და დღეს წარმატებით მოღვაწეობენ. მხოლოდ სოფელ ჯაფარიძიდან ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილს არ გაუვლია "შირაქის" სკოლა და მეორე შენ ხარ (იგულისხმება ილია მარტყოფლიშვილი) რომლებმაც ჩვენგან დამოუკიდებლად დაიწყეთ კარიერა... ვანო მაშინ გაზეთ "ალიანსში" წერდა, შემდეგ კი რესპუბლიკურ გაზეთებში გადავიდა.

-- მე სტატიების წერა თქვენთან არ დამიწყია, თორემ პერიოდულად მუდმივად ვთანამშრომლობდი და წერილებს თქვენთან, "შირაქშიც" ვაქვეყნებდი...

-- ეს მას შემდეგ, როცა უკვე ჟურნალისტად მოგვევლინე... ბევრი კარგი ახალგაზრდა იყო ცირა ქისტაური, მაია ნაკვეთაური, ინგა მელითაური და სხვები. მაგალითად, ლექსო ლეკიაშვილის წარმატებებით ყოველთვის ვინტერესდები. უამრავი გვარი შემოინახა ჩვენი გაზეთის ფურცლებმა.

-- ფორმატზე, ანდა გაზეთის დიზაინის ცვლილებაზე ხომ არ ფიქრობთ, ან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ხომ არ გქონიათ ამ საკითხებზე საუბარი?

-- ცვლილებებზე ჯერ საუბარი არ არის, რადგან ამ ეტაპზე ჩვენი სტატუსის განსაზღვრაზე მიდის მუშაობა.

-- რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?

-- დიდი ხანია, ძალიან მინდა, ჩვენს თანარაიონელ ცნობილ მსახიობზე მზია არაბულზე მოვამზადო მასალა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ჯერ ვერ ვახერხებ. იმედია, მალე შევძლებ!...

ესაუბრა

ილია მარტყოფლიშვილი

* * *

დედოფლისწყაროელი ბოშა მოზარდების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა თბილისში


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, თბილისის პირველი საჯარო სკოლაში დამეგობრებული საჯარო სკოლების მოსწავლეების, სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდების თანამშრომლობის შედეგად ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მათ შორის იყვნენ დედოფლისწყაროში მცხოვრები ბოშა მოზარდების ნამუშევრებიც.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მცხოვრები რეპატრირებული და რუსთავსა და დედოფლისწყაროში, სოფელ ლენინოვკაში მცხოვრები ბოშა მოზარდების ხელნაკეთობები.

სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების დამეგობრების ხელშემწყობი პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2005 წლიდან ხორციელდებოდა. 2007 წლიდან კი, ბრიტანული ორგანიზაციის Children’s High Level Group თანამშრომლობით ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა“ დაიწყო. პროგრამის მიზანია: რეგულარული კლუბური მუშაობების დანერგვით საჯარო სკოლების მოსწავლეების/სტუდენტების და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოზარდების თანამშრომლობა და ინტეგრაცია/სოციალიზაცია. /ქიზიყი/ ელზა ჩერქეზიშვილი

* * *

სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის გაზრდას ითხოვენ


ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება" სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ასაკის 18-დან 20 წლამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის . ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს.

"ახალგაზრდები სკოლას ამთავრებენ 18 წლის ასაკში და მაშინვე ხდებიან სამხედრო ვალდებულნი. ეს ეწინააღმდეგება მათ განათლების უფლებას. არასწორია 18 ან 19 წლის აბიტურიენტის სამხედრო სამსახურში გაწვევა, როდესაც ის ემზადება უმაღლესი განათლების მისაღებად. ერთწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, ფაქტიურად მას ხელახლა მოუწევს მოემზადოს იმ ძირითად საგნებში, რომელთა ჩაბარებაც აუცილებელია უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სამართლიანი იქნება, არ შეიზღუდოს ახალგაზრდების განათლების უფლება და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა ასაკის ქვედა ზღვარი 18-დან 20 წლამდე გაიზარდოს.

სოც-სააგენტოში რეგისტრირებული ვაუჩერის გარეშე დარჩენილი ოჯახების რიცხვმა 80-ს მიაღწია

დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში ისეთი ოჯახების ოფიციალურად დარეგისტრირება მიმდინარეობს, რომელთაც 20 ლარიანი ენერგო-ვაუჩერი ვერ მიიღეს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ისეთი ოჯახების რიცხვი, რომელთაც ვაუჩერი არ ერგოთ - ამ დროისთვის უკვე 80-ს აღწევს, ამის შესახებ სოც-სააგენტოს მთავარმა სპეციალისტმა ილია მათეშვილმა განაცხადა:

,,სიის ერთი ნაწილი, ანუ 50 ოჯახის მონაცემები თბილისს უკვე გადავუგზავნეთ, რაზეც შესაბამისი რეგირება იქნება. კიდევ მიმდინარეობს ასეთი ოჯახების განაცხადების მიღება," - განმარტა მათეშვილმა.

ამ პრეტენზიით სოციალურ სააგენტოს ადგილობრივ ფილიალს ძირითადად ყველაზე გაჭირვებული ოჯახები აკითხავენ. როგორც გაირკვა, დედოფლისწყაროში მოსალოდნელზე მეტი ოჯახი დარჩა ენერგო-ვაუჩერის გარეშე:

,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს სერვისცენტრს უკვე მივმართე თხოვნით, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ შეძლებული ოჯახებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან დაფიქსირდება ვაუჩერის გაჭირვებულ ოჯახებზე გაჩუქების ფაქტი. ამ დროისთვის არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს გაჩუქებასთან დაკავშირებით," - განაცხადა დედოფლისწყაროს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ანა ბენაშვილმა.

ვაუჩერის გარეშე დაღჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხივს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ, ვინც ბოლო 6 თვეში 200 კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარეს, მათ ვაუჩერი არ შეხვდებათ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *

საჯარო მოხელეთა ტესტირების გრაფიკი გამოქვეყნდა


დედოფლისწყაროს თვითმმართველობამ ატესტაციის სამ ეტაპად ჩატარების წესი განმარტა. როგორც "ქიზიყს" მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტმა აცნობა, მიმდინარე წლის 5 მარტს გასაუბრებას თვითმმართველობის ის საჯარო მოხელეები გაივლიან, რომლებიც ტესტირებას არ ექვემდებარებიან, ხოლოს 6 მარტს ტესტირებული გამოცდა ჩატარდება.

რაც შეეხება 12 მარტს - ამ დღისთვის იმ საჯარო მოხელეთა გასაუბრება იგეგმება, რომლებიც ტესტირებას წარმატებით გაივლიან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებული საჯარო მოხელეები ატესტაციის ჩატარების თაობაზე ოფიციალურად უკვე გააფრთხილა. მისი თქმით, ვინც სათანადო ქულებს ვერ მოაგროვებს თანამდებობის დატოვება მოუწევს, ვაკანტურ ადგილებზე კი კონკურსი გამოცხადდება.

"ქიზიყის" ინფორმაციით, სამსახურის უფროსმა მინიმუმ 65 ქულა უნდა მოაგროვოს, განყოფილების უფროსმა 60, ხოლო სპეციალისტებმა 50 ქულა. ცნობილია, რომ ტესტირების პროცესზე დაკვირვებას არასამთავრობო ორგანიზაციები არ გეგმავენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

суббота, 19 февраля 2011 г.

არაერთი ღატაკი ოჯახი ენერგო-ვაუჩერის გარეშე დარჩა

სხვა რაიონების მსგავსად, დედოფლისწყაროსა და მის სოფლებშიც არაერთი ღატაკი ოჯახი ენერგო-ვაუჩერის გარეშე დარჩა, ამის მიზეზი კი მათი მხრიდან ელექტროენერგიის ეკონომიური მოხმარება გახდა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, უკმაყოფილო მოსახლეობა ტერიტორიულ ორგანოებში პროტესტს ღიად გამოხატავდა და კუთვნილ ვაუჩერს უშედეგოდ ითხოვდა.

ქალაქ დედოფლისწყაროში, სკოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრები ლალი ჩალახეშაშვილი ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვის გამო ვაუჩერი ვერც მან მიიღო, რადგან ბოლო თვეების მანძილზე 200 კილოვატი არ დაუხარჯავს და დენს მუდმივად ზოგავდა:

,,ჩვენს კორპუსში მცხოვრებ ოჯახების ნახევარს ენერგო-ვაუჩერი არ შეხვდა, სიაში არ აღმოვჩნდით. როგორც გაირკვა, მხოლოდ მათ აძლევენ, ვინც 200 კილოვატზე მეტი მოიხმარა. ეს არის მოტყუება და ხალხის მასხრად აგდება. ეს ინიციატივა მხოლოდ ხელისუფლების პიარზე იყო გათვლილი. ამ შეღავათით ისევ შეძლებული ოჯახები სარგებლობენ. ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ვინც ყველაზე მეტად საჭიროებდა ამ სახის დახმარებას, სწორედ ისინი ვერ მიიღებენ ვაუჩერს, ხოლო ვინც ბევრს მოიხმარს და არც გადახდის პრობლემა აქვთ, სწორედ მათზე განაწილდა დახმარება. რატომ მოხდა ასე უსამართლოდ დაყოფა? ღარიბ ოჯახებს ამაზე პასუხს ვინ გაგვცემს?.. თურმე, დენს რომ ვზოგავდით და უსახსრობის გამო ეკონომიურად მოვიხმარდით დამნაშავეები ვყოფილვართ და, ამის გამო დახმარებას არ ვიმსახურებთ," - აცხადებს ლალი ჩალახეშაშვილი.

ანალოგიურ ვითარებაში დედოფლისწყაროს კიდევ არაერთი ხელმოკლე ოჯახი აღმოჩნდა, მათ შორის პროტესტს გამოხატავენ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსების მკვიდრნიც. მათი დიდი ნაწილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ვაუჩერი არც შეძლებული ოჯახებისგან მიუღიათ საჩუქრად. არადა, დედაქალაქსა და სხვა რაიონებში ზოგიერთს თავისიც მიუტანეს და მაღალჩინოსნებმა საკუთარი ვაუჩერიც აჩუქეს:

,,ნაციონალური მოძრაობის წევრებს ნუთუ არ ცხვენიათ?.. ისე დაწვრილმანდნენ, რომ 20 ლარიანი ბარათის წასაღებად ათი ტელეკამერა თუ არ წაიყვანეს, ისე წასვლას არ კადრულობენ. ქველმოქმედება უნდა გაშუქდეს, მაგრამ, უხერხულია, როცა 20 ლარიანი დახმარებით ამხელა პიარს იკეთებენ და აჟიოტაჟს ქმნიან. სამარცხვინოა მათი საქციელი," - აღშფოთებას ვერ ფარავს მოსახლეობა.

დედოფლისწყაროელი საჯარო მოხელეების მხრიდან კუთვნილი ვაუჩერის გაჩუქების შესახებ ინფორმაცია თვითმმართველობის ორგანოს პრეს-მდივნების მხრიდან არ გავრცელებულა.

როგორც ცნობილია, ოჯახებისთვის 20 ლარიანი ენერგო-ვაუჩერების დარიგებას მოსახლეობის ნაწილი, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები სკეპტიკურად უყურებენ. განსაკუთრებით უკმაყოფილებას ის ფაქტი იწვევს, რომ მისი გაცემის წესზე მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა. გაირკვა, რომ ვინც ყველაზე ცოტა ელექტროენერგიას მოიხმარს დახმარებით სწორედ ისინი ვერ ისარგებლებენ.

ქრისტიან-დემოკრატებმაც სპეციალურად გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნული წესი მკაცრად გააკრიტიკეს და მოითხოვეს, ვაუჩერები შეზღუდვების გარეშე ყველა ოჯახმა მიიღოს. მათი თქმით, მოსახლეობის ამგვარი დაყოფა დისკრიმინაციულია და ამ შეღავათით ყველა ღატაკი ოჯახები ვერ ისარგებლებდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
პრიორიტეტების გამოსავლენად სოფლების მაცხოვრებლებთან შეხვედრები დაიწყო


სოფლის პროგრამის პრიორიტეტების გამოსავლენად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. 18 თებერვალს დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი სოფლების არბოშიკის, მირზაანისა და ზემო მაჩხაანის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. როგორც ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, გარკვეული პრიორიტეტები უკვე დასახელდა:


,,ამ პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი პირველი გასვლითი ვიზიტი იყო სოფლებში. შეხვედრამ ძალზე საინტერესოდ ჩაიარა. მოსახლეობამ ცალკეული პრიორიტეტები უკვე დაასხელა, ანკეტური პრინციპით გამოკითხვა კვლავაც გაგრძელდება და პრიორიტეტები უფრო კონკრეტულად შემდგომში შეჯერდება. გვინდა, ყველა მოქალაქის აზრი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული," - განმარტავს ბაღაშვილი.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, შეხვედრები კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. 19 თებერვალს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სოფლების ოზაანის, გამარჯვებისა და წითელწყაროს მაცხოვრებლებს შეხვდნენ, რის შემდეგაც ისინი აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფლებს ეწვევიან და ადგილობრივების პოზიციასაც მოისმენენ. მიმდინარე წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს, საერთო ჯამში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 355 752 ლარი გამოეყო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ოთხი საზღვრისპირა სოფლის სკოლაში გაკვეთილი ბრიტანელმა პედაგოგმა ჩაატარა

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლების საჯარო სკოლებში, გაკვეთილი ბრიტანელმა პედაგოგმა ჩაატარა. CENN-ის პროექტის- „მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირების და სიღარიბის დაძლევისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში“- ფარგლებში ოთხი სოფლის სამთაწყაროს, ფიროსმანის, საბათლოსა და ქვემო ქედის საჯარო სკოლისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო გაკვეთილი გარემოსდაცვით და სოფლის მეურნეობის საკითხებზე. გაკვეთილის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო სლაიდები, შემაჯამებელ ვიქტორინაში კი მოსწავლეებმაც მიიღებს მონაწილეობა. ყველაზე აქტიურებს CENN-ის პროექტის ეროვნული კოორდინატორის ნინო თევზაძისგან საჩუქრები გადაეცათ. /ქიზიყი/

четверг, 17 февраля 2011 г.

ლეიბორისტები ირაკლი ყოჩიაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

მოგმართავთ თქვენს გაზეთში გამოვეყნებული, ერთი ვაჟკაცის, საქციელის გამო. მისი საქციელი ჩემში არ იწვევს ეჭვს მისი გაუნათლებლობის შესახებ, მაგრამ იწვევს ეჭვს, მისი ფსიკიკური მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ეს მათი და მათი ხელმძღვანელობის პრობლემაა... იქნებ თქვენ ვინმე გავალებთ ან გაიძულებთ???? მოგვმართეთ და თქვენს უფლებებსაც დავიცავთ. თუმცა საქართველოში უკვე სამწუხაროდ გასაკვირი არ არის, მაგრამ გვარში და ქიზიყის ადათ-წესებში გამკვირვებია, ვინაიდან მეც ყოჩიაშვილი ვარ და კარგად ვიცი, რომ ჩემი გვარის კაცი ასე არ იქცევა, თანაც იქიდან ვარ და დღესაც იქ ვცხოვრობ, საიდანაც ჩვენი გვარი იწყება, სადაც ყოჩიაშვილების საგვარეულო ზედაშეებია. ცნობისათვის ერთერი ზედაშე ჩემს ეზოშია. მაგრამ ამას გადავიტანთ ყოჩიაშვილები.
ბატონო ირაკლი ახლა მოგმართავთ თქვენ და იმათ ვინც გაძლევთ ამის უფლებას, რომ კარგად დაიმახსოვროთ;
ლეიბორისტები არსად არაფერს არ “ვიკეთებთ” და მეორეც ყველას რომ საკადრის “პატივს” მივაგებთ, თუ არ იცით გაგაგებინებთ. ამისი მაგალითი მრავალთა შორის თუნდაც ერთი “ეიეს თელასი” გახლავთ. რომელიც თქვენს საწარმოზე გაცილებით ფინანსურად მძლავრი და პოლიტიკურად უფრო ბევრად გავლენიანი იმ დროინდელ მთავრობაზე ქვეყნის მასშტაბით, ვიდრე თქვენ გაქვთ გავლენა იმ რაიონის ხელმძღვანელობაზე, რომელმაც ჯერ ვერ გაარკვია რისთვის არის და რა უფლება–მოვალეობა აკისრია.
ისიც კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ძალიან მალე დადგება დრო როცა ყველა საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში შემოსვლა_შემოძრომას დაიწყებს. ისეთი ხალხიც, ჩვენზე ჩუმად რომ საუბრობს და ხმამაღლა კი სამარეა. მაგრამ, ეს მაშინ გვიანი იქნება ....
ისე გირჩევ ზედაშეზე ცხვარი დაკლა და საკუთარ ზედაშესა და გვარს თხოვო პატიება პირველ რიგში და მერე დანარჩენებს...
მოვითხოვთ საჯაროდ ბოდიში მოგვიხადოთ ამავე გაზეთით. ამის მერე უბრალოდ გაცხარებად ჩაგითვლით.
ეგ ხალხიც ჩვენი სისხლი და ხორცია ვისაც ანადგურებს და აზარალებს თქვენი საწარმო. ეგ წიაღისეული ხომ საქართველოს საკუთრებაა.
ამიტომ კაცურად, ქართულად და ყოჩიაშვილურად მოგიწოდებ, რომ თვითონვე მოაგვაროთ ეგ პრობლემა ჩვენი დახმარებით. იმიტომ რომ კარგად იცით, რომ ვერ გავექცევით იმას, რომ ჩვენ ერთად მოგვიწევს გადავარჩინოთ და ავაშენოთ ჩვენი სამშობლო-საქართველო. ჩვენ ამ საქმით იმიტომ ვართ დაინტერესებულები, რომ მოგეხსენებათ საქართველოს ლეიბორისტული პარტია ყოველთვის იდგა, დგას და იდგება უსამართლობისაგან დაჩაგრული ხალხის გვერდით. იმედია ჩემი ეს მოწოდება არ დარჩება სიტყვად მღაღადებელთა უდაბნოსა შინა. ჩვენ მზად ვართ დაგიდგეთ გვერდში და ერთად დავსახოთ გზები ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტად.
ახლა მოგახსენებთ, რომ მართლაც განადგურებულია განსაკუთრებით სახლები დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით ეგრედწოდებულ ხევსურების უბანში. მოსახლეობა სტრესულ მდგომარეობაშია. მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებულია და ვერ უშველია თავისი თავისთვის, თორემ ამისთანა უკანონობა დედოფლისწყაროში ხომ პირველი არ არის.
ისე ამ საკითხებზე ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს, მაგრამ რას ვიზამთ, მათ ალბათ ან არ იციან თავიაანთი მოვალეობები, ან სულ ერთია რა მოხდება. თვითონ ხომ არიან კარგად, ან საერთოდ აინტერესებთ?...
მაინტერესებს ხალხის მიერ ‘’არჩეული ‘’ საკრებულოს აზრი:
როგორც არასამავრობო ორგანიზაციების დასკვნებიდან ჩანს, ეს საწარმო არ იძლევა რაიონისთვის არავითარ შემოსავალს, მაშ რატომ არ იღებთ ხმას ამ გაწამებული ხალხის დასაცავად? იქნებ ზოგიერთისთვის იძლევა რაიმე შემოსავალს????
რატომ არ იმაღლებთ ხმას იმ უმსგავსობაზე რომ ახალი წლის დღეებში ატერორებენ ხალხს და ამუშავებენ გროშებზე იმის გამო, რომ ასე სურს საწარმოს ხელმძღვანელს? არ იცით, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, შრომის კოდექსი და საქართველოს კანონმდებლობა და საქართველოს კონსტიტუცია? არ იცით, რომ ეს ღირსებაშემლახველი საქციელია?
დეპუტატებო თქვენ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ არჩეულები უნდა იყოთ და არა დანიშნულები? სად არიან მაჟორიტარი დეპუტატები? გაიღვიძეთ, თორემ ხალხი როცა გაგაღვიძებთ, გვიან იქნება და ცუდად დაამთავრებთ.
ცნობისათვის კომუნისტების დროს წითელწყაროს (ახლანდელი დედოფლისწყარო) რაიკომის პირველ მდივანს წერილი ანონიმურად დაუგდეს კაბინეტში და ურჩიეს გამოსულიყო გარეთ და სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა... ამის გამო მათ როგორც, დაამთავრეს თქვენთვის ცნობილია...
თუ თქვენ ხალხი მხოლოდ არჩევნებისთვის გჭირდებათ?
ამიტომ არ გვაძლევთ 2010 წლის და 2011ის ბიუჯეტს?
რაზედაც სამჯერ მოგმართეთ????
თუ არ გვაქვს უფლება, რომ ვიკითხოთ, სად მიდის ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული გადასახადები????
თქვენ, რომ მოგეცათ, 2010წლის 27 ნოემბერს ბიუჯეტის პროექტი ხომ მივიღებდით 2010 წლის 27 დეკემბრის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას????
მაგრამ გინდოდათ ვინმეს შენიშვნა შეეტანა????
ამ უფლებებს კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს ჩვენო დეპუტატებო და ამიტომაც გიხდით ხელფასს...
თქვენ რა საკრებულო საკუთარი ხომ არ გგონიათ????
იქნებ აღარ ვართ საჭირო და ამიტომაც ხართ ჩუმათ კაბინეტებში????
თქვენ ზუსტად ეგ გავალიათ რომ მაგ ხალხის უფლებები დაიცვათ და მათი კეთილდგეობისათვის იღვაწოთ.
ისიც ნუ დაგავიწყდებათ რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. დადგება დრო, როცა უფლებამოსილება შეგიწყდებათ და ჩვენთან ერთად მოგიწევთ ცხოვრება. მოგიწევთ აუხსნათ თქვენს შვილებს, რატომ იყავით გაჩუმებულნი ამ ათასგვარ უმსგავსოებაზე და იმ მოქმედებების პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, რასაც მოგთხოვთ ისტორია და მომავალი თაობა.
ჩემს ხალხს კი შევახსენებ:
ჩემო ქიზიყელებო, გახსოვდეთ, რომ ვისი გორისა ხართ. საქართველოს ისტორიულად არცერთი ომი არ გადაუტანია ქიზიყელების გარეშე, ჩვენი წინაპრები საფლავში გადატრიალდებიან (ისე ცნობისათვის ბატონო ირაკლი მე და თქვენი საერთო წინაპარი ამ ომებში ბევრი ჩაიხოცა). სამარცხვინოა, როცა ქიზიყელ კაცს, იმას ახსენებ, რომ საკუთარი უფლებები დაიცავიო, როცა ჩვენი წინაპარი სხვისი უფლებების დასაცავადაც კი იბრძოდა. მაგრამ სხვა გზა აღარ არის. დროა ვისწავლოთ საკუთარი უფლებების დაცვა. ნუ დაველოდებით, რომ მოვა ვინმე და თქვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს. გახსოვდეთ რომ ისტორია და მომავალი თაობა არ გვაპატიებს უმოქმედობას. უმოქმედობა კი იგივე დანაშაულია.
ჩემო ძვირფასო ხალხო დავდგეთ ერთად საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა და მისი თავმჯდომარის ბატონ შალვა ნათელაშვილის გვერდით და შევებრძოლოთ ყოველგვარ უსამართლობას , რადგან ძალა ერთობაშია და ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ.

პატივისცემით საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს რაიონის კოორდინატორი
მარად თქვენი გიორგი ყოჩიაშვილი
* * *
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 7 სახის ვაქცინა შემოიტანა

ეპიდზედამხედველობის, ეპიდსიტუაციის მართვისა და იმუნიზაციის მონიტორინგის ფარგლებში რეგიონალური ცენტრიდან დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა საჭირო რაოდენობის 7 სახის ვაქცინა შემოიტანა. როგორც რაიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარიეტა გონაშვილი აცხადებს, ვაქცინა რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილდა.

,,მიმდინარე პერიოდში ეპიდმიოლოგის მიერ ჩატარდა იმუნიზაციის მონიტორინგი პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციებში. გამოვთვალეთ აცრების პროცენტული მაჩვენებელი. გაირკვა, რომ დედოფლისწყაროში წითელა-წითურა-ყბაყურის აცრებით მოცვის მაჩვენებელი 1 წლამდე ასაკის ბავშვებში 89%-ია, ხოლო 5-დან 6 წლამდე 94%. ზოგადად, პროცენტული მოცვა რაიონის ტერიტორიაზე სასურველზე დაბალია და უკვე დავგეგმეთ ღონისძიებები, რათა 2011 წელს პროცენტული მაჩვენებლები იყოს არანაკლებ 95%. სოფლის ამბულატორიებიდან მოწვდილი ინფორმაციების თანახმად, შევადგინეთ აცრების გეგმა მიმდინარე წლისთვის და გამოვთვალეთ მომავალი წლისთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობა." - აცხადებს მარიეტა გონაშვილი.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, აღნიშნული ინფორმაციები ეცნობა თელავის რეგიონალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს. /ქიზიყი/ ელზა ჩერქეზიშვილი

среда, 16 февраля 2011 г.

კონსერვატიული პარტიის რეგიონალური ორგანიზაცია ტარიელ ღარიბაშვილის გათავისუფლებას და დასჯას ითხოვს

კონსერვატიული პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სადაც საუბარია სოფლის რწმუნებულების მხრიდან კახეთში მომუშავე ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე. ოპოზიციური პარტია ხაზგასმით მიანიშნებს, რომ გაზეთის რედაქტორზე მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად დედოფლისწყაროში, სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ ღარიბაშვილი კვლავაც თანამდებობაზე რჩება. ისინი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს ღარიბაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ურჩი რწმუნებული დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს:

,,ბოლო წლებს თუ გადავხედავთ უკვე ჩვეულებად იქცა, ის რომ ხელისუფლებისთვის არასასურველი თემების გამოძიება კარგ შემთხვევაში ჭიანურდება და ცუდ შემთხვევაში საერთოდ არ ტარდება. ამის დასტურად უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, როდესაც სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები და გამოძიებული არ იყო ფაქტები. ყურადრებას შევაჩერებ ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე, როგორიცაა მედიაზე და იქ მოღვაწე ჟურნალისტებზე ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფის ფაქტები, ჟურნალისტებზე ზეწოლის მხრივ დედაქალაქში მდგომარეობა ცუდია, რეგიონებში კი საგანგაშო. ამ მხრივ არც ჩვენი რეგიონია გამონაკლისი, სადაც გასულ წელს მოხდა არაერთი შემთხვევა,როდესაც მოხდა ჟურნალისტზე აშკარა ზეწოლა თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, მაგრამ რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენნი არ არიან სათანადოდ დასჯილნი. მოვიყვან ორ მნიშვნელოვან მაგალითს, თელავში, სოფელ თეთრწყლების გამგებელმა ჟურნალისტს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უკანონოდ ჩაერია მის საქმიანობაში და აუკრძალა ჟურნალისტს მის შესახებ ჟურნალისტური საქმიანობის წარმოება, რაც დამეთანხმებით სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ გამოძიება აღნიშნული საქმით არ დაინტერესებულა. არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმციას და არ დავიწყებ მტკიცებას რომ კონკრეტული პიროვნება დამნაშავეა, მაგრამ ის კი ნათელია რომ ფაქტზე არ ჩატარდა გამოძიება და ასე ვთქვათ შემოიფარგლა ხელისუფლება მისი სამსახურიდან გაშვებით.

მეორე ფაქტი, რომელიც ასევე ჟურნალისტზე მომხდარ ზეწოლას და მორალურ შეურაწყოფას ეხება, თანამდებობის პირი ინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას, აღნიშნული ფაქტი კარგადაა ცნობილი კახეთის რეგიონში,როდესაც დედოფლისწყაროში სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ტარიელ ღარიბაშვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ინტერნეტ გაზეთ „ქიზიყი“–ს რედაქტორს და უხეშად ჩაერია ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის პროფესიულ საქმიანობაში. აქაც დამეთანხმებით დანაშაულებრივი ნიშნები აშკარაა და სულ მცირე უნდა მომხდარიყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერება კონკრეტული რწმუნებულის მიმართ, რაც არ განხორციელდა და საქმე კვლავ ძიებაში რჩება. ბოლოს კი ვეტყვი მსგავსი ქმედების ავტორებს, გადახედონ ისტორიას და ცივი გონებით განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, რადგან ისტორია გვიჩვენებს, რომ ავტორიტარული რეჟიმების ცვლის და შემდეგ დემოკრატიული მმართველობის პირობებში ისჯებიან არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმის პირველი პირები, არამედ ის ცალკეული ჩინოვნიკები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში". - ნათქვამია კონსერვატიული პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი

* * *

დედოფლისწყაროში მასობრივი შემცირებებია?!

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებში თანამშრომელთა შემცირებები ხორციელდება. არაერთი მუშაკი უკვე სამსახურის გარეშე დარჩა.

კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელი თამაზ კირვალიძე "ქიზიყთან" საუბარში შემცირებების პროცესს ადასტურებს და აცხადებს, რომ მათი თანამშრომელთა რიცხვი ამჯერად 18-ით შემცირდა. ცვლილებები განსაკუთრებით ბიბლიოთეკებს შეეხო:

,,ეს ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მიზნით მოხდა. სხვადასხვა სფეროდან 18 თანამშრომელი გათავისუფლდა, რამდენიმე მათგანი საპენსიო ასაკის იყო," - აცხადებს თამაზ კირვალიძე.

თებერვალში ცვლილებებს ელიან ბაგა-ბაღების თანამშრომლებიც, მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელი მოკლე და უცნაური კომენტარით შემოიფარგლა: ,,ამ თემაზე იმდენია სასაუბრო, რომ ასე უცებ ვერ გეტყვით. შევხვდეთ და დაწვრილებით გიპასუხებთ, რაც გაინტერესებთ," - აცხადებს დედოფლისწყაროს სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელი მურად ოზაშვილი.

ამ დრომდე გაურკვეველია დასუფთავების სამსახურის ბედიც, რომლის დაფინანსების საკითხი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ტენდერის გამოცხადების შემდეგ უნდა გაირკვეს. რა ელით მეეზოვეებს, რომლებიც ნახევარ განაკვეთზე გადაიყვანეს, საბოლოო პასუხი ამ ეტაპზე არც სამსახურის უფროსს ზურაბ ყოჩიაშვილს აქვს.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, თანამშრომლები გაათავისუფლეს დაცვის პოლიციაშიც, მათ შორის ახალგაზრდა ბუღალტერი, რომელსაც საპენსიო ასაკამდე ბევრი აკლია.

ცნობილია, რომ მიმდინარე წელს დედოფლისწყაროში ცალკეულ სამსახურებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუმცირდათ, რამაც საკადრო წმენდის აუცილებლობა წარმოშვა. /ქიზიყი/

вторник, 15 февраля 2011 г.

საჯარო მოხელეები ტესტირებას 5-6 და 12 მარტს სამ ეტაპად გაივლიან

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის თარიღი უკვე ცნობილია. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ინგა შიოლაშვილმა აცნობა, საჯარო მოხელეები ტესტირებას სამ ეტაპად 5- 6 და 12 მარტს გაივლიან.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა ატესტაციის ჩატარების შესახებ 14 თებერვალს უკვე გააფრთხილა.

ცნობილია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რომელიც საჯარო მოხელემ აუცილებლად უნდა გადალახოს: სამსახურის უფროსმა - 65 ქულა უნდა მოაგროვოს; განყოფილების უფროსმა-60 ქულა, ხოლო სპეციალისტმა-50 ქულა.

,,ის, ვინც სათანადო ქულებს ვერ მოაგროვებს, თანამდებობის დატოვება მოუწევს, გამოთავისუფლებული ადგილები კი კონკურსის წესით შეირჩევა," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

საატესტაციო კომისიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი ხელმძღვანელობს. "ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, მსგავსი სახის ატესტაცია მიმდინარე წელს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და გამგეობებში თანამშრომლების ატესტაციის პროცესს არ დააკვირდება. როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისის იურისტმა ლია ხუროშვილმა განაცხადა, მონიტორინგს აზრი არ აქვს, რადგან იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა თანამდებობებზე დატოვებაც ხელმძღვანელობას სურს, ტესტები წინასწარ არის ხოლმე ცნობილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
ავტოავარია რუსთაველის ქუჩაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქალაქ დედოფლისწყაროში, ცენტრალური ბაზრის შენობის წინ. რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი ჟიგულის მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მიმავალ ნივის მარკის ავტომანქანას შეეჯახა.

ჟიგულს ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები კარლო სეხნიაშვილი მართავდა, ხოლო ნივას მუჰამედ ასკეროვი. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, შეჯახების მომენტში მძღოლები ნასვამ მდგომერეობაში არ იმყოფებოდნენ.

ნივაში კიდევ 4 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოავარიის შედეგად სერიოზული დაზიანება არავის მიუღია, თუმცა ორივე ავტომობილი დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე შსს დედოფლისწყაროს სამმართველოს საპატრულო პოლიციის ჯგუფი გავიდა. მოკვლევის შედეგად ნივის მძღოლის ბრალეულობა გამოიკვეთა.

"ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ საგზაო წესების დარღვევისთვის ნივის მარკის ავტომობილის მძღოლი ასკეროვი 250 ლარით დააჯარიმა, რასაც ეს უკანასკნელი არ ეთანხმებოდა და პროტესტს გამოხატავდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
***

პროექტ "ახალგაზრდული იდეის" ახალი ჯგუფი შეიქმნა

დედოფლისწყაროში პროექტ "ახალგაზრდული იდეის" ახალი ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც 11 დედოფლისწყაროელი ახალგაზრდა გაერთიანდა. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ თეა ლეკაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, ახლახან ჯგუფი ქალაქ თბილისში იმყოფებოდა, სადაც 4 დღიანი სემინარი გაიარეს. მათ ირლანდიელი ტრენერებისგან პროექტების მომზადების წესი და თავისებურებები შეისწავლეს.

,,გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რის შემდეგაც ამ ჯგუფიდან წარმოდგენილი 5 პროექტი პირველ ციკლში დაფინანსდება. თითო ახალგაზრდული პროექტი არაუმეტეს 500 დოლარის გრანტს მიიღებს. წელიწადში 2 ციკლი იგეგმება. ძალიან კარგი გუნდი შეიკრა და დიდი იმედი მაქვს, რომ მათი მუშაობა ნაყოფიერი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანი სტუდენტი გახდა და დედაქალაქში წასვლა მოუწიათ, ისინი იმხელა ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით უდგებიან ამ საქმეს, რომ მაინც ცდილობენ ყურადღება არ მოადუნონ, ძალიან მიხარია, რომ ჯგუფში თითქმის ყველა სკოლის წარმომადგენელი შევიდა. ეს ეხება ქალაქ დედოფლისწყაროს და მის მოსაზღვრე სოფლებს. ასეთი აქტიური მოსწავლეები დედოფლისწყაროს არ ახსოვს," - აცხადებს თეა ლეკაშვილი.

პროექტს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აფინანსებს. შეგახსენებთ, "ახალგაზრდული იდეის" ფარგლებში დედოფლისწყაროში გასულ წელს რამდენიმე პროექტი წარმატებით განხორციელდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

воскресенье, 13 февраля 2011 г.

კირქვის საამქროს ერთი ხელმძღვანელი მოსახლეობის პროტესტს დედის გინებით პასუხობს, მეორე კი დაზარალებულებს გაჩუმებას ურჩევს

დედოფლისწყაროში ე.წ. ხევსურების დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეებისა და ლეიბორისტუილი პარტიის მოთხოვნამ - მოსახლეობისთვის ზარალის ანაზრაურების თაობაზე, კირქვის კარიერის ხელმძღვანელობა გააღიზიანა. საამქროს ხელმძღვანელს ირაკლი ყოჩიაშვილს ამ საკითხზე საუბარი არ სურს, უტაქტოდ პასუხობს, კრიტიკულ კითხვებს თავს არიდებს და მუქარაზე გადადის.

კიდევ ერთი ხელმძღვანელი, ვასილ ყოჩიაშვილი, რომელიც ირაკლი ყოჩიაშვილის მამა გახლავთ, მოსახლეობას თავის მობეზრებაში ადანაშაულებს და დაზარალებულებს გაჩუმებას ურჩევს...

('ქიზიყი" ერთგულ მკითხველს წინასწარ ბოდიშს უხდის ყოჩიაშვილის უტაქტო კომენტარში ნახსენები უხამსი ფრაზების გამო)..

ირაკლი ყოჩიაშვილი: ,,გააჩნია, რაზე გნებავთ ჩემთან საუბარი. თუ სამსახურეობრივ საქმეზე მეკითხებით, მე კომპეტენტური არ ვარ... პირადულად კი მე თქვენ არ გიცნობთ და რა საქმე უნდა გქონდეთ? თანაც, მე უცხოებს არ ვხვდები-ხოლმე.
-- რამდენიმე შეკითხვა გვაქვს...
-- ახლა სტუმრები მყავს და არ მცალია. მაგრამ, საერთოდაც ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია და მართლა ვერ შეგხვდებით.
-- რა მოუცლელი ყოფილხართ, ღმერთმანი... ვალდებული ხართ მოსახლეობის მოთხოვნაზე და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი გქონდეთ...
-- კომპეტენტური მე არა ვარ. ყველაფერზე პასუხისმგებელი ,,კავკას ცემენტ მენეჯმენტია", მათ დაუკავშირდით და თუ რამე გაინტერესებთ ისინი გიპასუხებენ...
-- თქვენ ხომ დედოფლისწყაროს საწარმოს ხელმძღვანელი ხართ, ამიტომაც გეკითხებით... ხელმძღვანელ პირს გარკვეული უფლებები ცხადია აქვს, კომპეტენციის ფარგლებში მიპასუხეთ...
-- ხომ გითხარით, არ მინდა საუბარი...
-- ალბათ მაშინ იყავით კომპეტენტური, როცა ახლახან საწარმოს პერსონალი დასაჯეთ და 31 დეკემბერსაც იძულებით ამუშავეთ და არც 1-2 იანვარს დაასვენეთ... თქვენი თანამშრომლები წუხდნენ, არც სადღესასწაულო დღეებში დაგვასვენესო.
-- ვინ გითხრათ? ჯერ ერთი, ეს ჩვენს შინაგანაწესში წერია, რომ უნდა ემუშავათ...
-- ანუ, თქვენს შინაგანაწესში წერია, დღესასწაულებზე და საახალწლო დღეებშიც უნდა ამუშაოთ მუშა-ხელი? თუ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ყოველთვის ასეა, მაშ თქვენს თანამშრომლებს რატომ გაუკვირდათ და ახალი წლის დღეებში მუშაობაზე პროტესტი რატომ გამოხატეს?
-- არც შეგხვდებით, ვერც გეტყვით და არც გეტყვით... არაფერს გეტყვით...
-- ირაკლი, ახლა წინ გვიდევს ლეიბორისტული პარტიის განცხადება, ქ. დედოფლისწყაროს თერგის, კახეთის, ვაჟა ფშაველასა და არხოტის ქუჩების მაცხოვრებლები თქვენი საწარმოსგან უსაფრთხოების ნორმების დაცვას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
-- აა, ლეიბორისტების წერილი თუ გაქვთ, ეგ განცხადება ლეიბორისტებმა გაიკეთონ ტრა..ში... საერთოდ არ მაინტერესებს, ერთი იმათი დედაც მოვტ...ან და თქვენიც...
-- რატომ იგინებით, არ გაინტერესებთ რა პასუხია, მოსახლეობის მოთხოვნას ასე პასუხობთ?...
-- მოიცა, რაა... (ტელეფონი 8(77) 50-39-13 გაგვითიშა)

შვილის უტაქტო საქციელის შემდეგ საამქროს კიდევ ერთი ხელმძღვანელს, მისი მამის ადექვატური პოზიციის მოსმენის იმედი გვქონდა და ვასიკო ყოჩიაშვილს ამ მიზნით შევეხმიანეთ, თუმცა შევცდით. ჩვენგან მოულოდნელად მან მოსახლეობა დაადანაშაულა და მათ გაჩუმებისკენ მოუწოდა. რატომღაც ის მიიჩნევს, რომ ამ დასახლების მაცხოვრებლებს პროტესტის გამოხატვის უნდა სცხვენოდეთ.

ვასილ ყოჩიაშვილი: ,,მაგ საკითხზე სეისმოლოგები და გარემოს დაცვის სპეციალისტები ჩამოსულები იყვნენ. მე მაგ პროცესში ჩართული არ ვყოფილვარ. შესაბამისი დასკვნაც დაიდო. ხომ უნდა მოამთავროთ, ეს ხალხიც ხომ უნდა გაჩუმდნენ... ნუთუ არა სცხვენიათ?.. ასე არ შეიძლება. როდემდე უნდა იდავონ?... დაგვანებონ ჩვენ თავი"... (რამდენიმე არასასურველი კითხვის მოსმენისთანავე ვასილ ბატონმა ტელეფონი 8(77) 50-39-10 გაგვითიშა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცოცხალი თავით აღარ გვპასუხობდა)

ბესიკ ცისკარაული (ლეიბორისტების ადგილობრივი კოორდინატორი): ,,ეგ ბიჭი მგონი ნორმალური არ უნდა იყოს... ეს რა განცხადებაა?... ჩვენ მაგას საკადრის პასუხს გავცემთ, გინებას არ შევარჩენთ. ეს იმ ხალხის შეურაცხყოფაა, ვინც მისი საწარმოს მუშაობით წლების მანძილზე ზარალდება".

შეგახსენებთ, ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციამ თვითმმართველობის ორგანოში სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელმოწერები შეიტანა. როგორც პარტიის კოორდინატორმა დედოფლისწყაროში ბესიკ ცისკარაულმა განაცხადა, რაიონში მოქმედი კირქვის ქარხანა და კირის საწარმო ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად აზარალებს. ცისკარაულის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ დედოფლისწყაროს ჩრდილოეთ ნაწილში ე.წ. ხევსურების დასახლებაში:
,,კირქვის კარიერში წლების მანძილზე ქვიშის მოსაპოვებლად განხორციელებული ინტენსიური აფეთქებების შედეგად უამრავი საცხოვრებელი სახლი ზიანდება. ოთახებში კედლები დაბზარულია და მოსახლეობას ზარალი ადგება. დაზარალებულთა კომპენსაციასა და უსაფრთხოების ნორმებზე კი არავინ ფიქრობს. ამას გარდა, საწარმოდან წამოსული მტვერი დასახლებას ეფინება და ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. მოქალაქეები უკვე რამდენიმე წელია დავობენ კირის საწარმოს გამონაბოლქვის თაობაზეც." - აცხადებს ცისკარაული.
ამასწინათ, გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კირქვის კარიერი არაფრის მომტანია. საია და USFED-ი მიიჩნევენ, რომ დედოფლისწყაროს ბიუჯეტმა და მოსახლეობას ამ საწარმოდან უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა ნახონ. ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ დედოფლისწყაროს კირქვის კარიერიდან ადგილობრივ ბიუჯეტში არაფერი შედის და არც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებულა!... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

суббота, 12 февраля 2011 г.

ჩაფლავებული სოფლის მეურნეობა, წილში ჩამჯდარი ხელისუფლება და უსამართლოდ დაჩაგრული მოსახლეობა

ორიოდ დღის წინ, თბილისის ფორუმის საიტზე http:://Forum.ge საინტერესო დისკუსიას წავაწყდი. რაკი საუბარი დედოფლისწყაროს და მათ მცხოვრებთა გასაჭირს ეხებოდა, ცხადია მისი "ქიზიყის" მკითხველისთვის გაცნობაც გადავწყვიტე. სიმართლე გითხრათ, დაწვრილებით წაკითხვის შემდეგ გაოცებულიც კი დავრჩი. ჯერ ის გამიკვირდა, დედოფლისწყაროს ირგვლივ ასე თამამად რომ მსჯელობდნენ, მერე კი იმან განმაცვიფრა, ერთდროულად ამდენი მოსაუბრე რომ აღმოჩნდა დედოფლისწყაროს პრობლემებში და აქ არსებულ ვითარებაში ასე ღრმად ჩახედული. თუმცა, მათი უმრავლესობა ხაზს უსვამდა, რომ წარმოშობით დედოფლისწყაროელები არიან და გული ამიტომაც შესტკივათ. მათი სითამამე და პირდაპირობაც მისასალმებელია. იშვიათი შემთხვევაა, როცა ადგილობრივი ახალგაზერდები მიმდინარე მოვლენებზე პროტესტს ასე ღიად გამოხატავდნენ, დებატებში საჯაროდ ერთვებოდნენ და საკუთარ პოზიციას აფიქსირებდნენ. მსჯელობისას ისინი განიხილავენ აზერბაიჯანთან მიმოსვლის შეწყვეტას, საწვავზე აკრძალვების დაწესებას, შირაქის ველებზე მოუსავლიანობას და უამრავ საინტერესო საკითხს.

PEPE: ესე იგი დავიწყოთ.. ის რომ ადგილობრივებს აზერბაიჯანში აღარ უშვებენ რათა ბენზინი ჩაასხან ბაკებში (მხოლოდ ბაკებში) ფასის განსხვავება გეცოდინებათ... ეგ ალბათ ბევრმა გაიგო... ყველანაირი მიზეზის გარეშე აჩერებნ არ უშვებენ რადგან დედოფლისწყაროს ლუკოილი და ვისოლი ზარალში იყო.. ახლა კიდევ იტყვის ვინმე კალონკები ნაცების არააო?? აი ყველანაირი მიზეზის გარეშე. უკანონოდ აჩერებენ და არ უშვებენ რადგან იციან რომ იქ ბენზინის ჩასახმელად გადადიან. ეს დიდი არაფერი??? 400კმ სარწყავი მილი რომელიც მთელს რიაონს ამარაგებდა. მართალია სრულად არ მუშაობდა მაგრამ მაინც რწყავდა ნაკვეთებს (პროცენტს ვერ გეტყვით)... ამოიღეს მთლიაანდ და ჯართში ჩააბარეს. გლეხებს შეპირდნენ რომ გამოცვლიდენ და ეს დაწყებითი სამუშაოები იყო .... მაგრამ დღემდე არავის ჩაუდია 1 მეტრიც კი...
ხორბლის ამაბვი. მოგეხსენებათ დედოფლისწყაროში ხორბალი და ქერია მთავარი... მოშორებულ საზღვრისპირა ადგილას.. წამგებიანი ხდება დიზელის ფასის დაკიდევ რამდენიმე მიზეზის გამო..

განსაკუთრებით 5 ათასი ჰექტარია აღსანიშნავი რომელიც შეჭრილია აზერბაიჯანში და ნახევარკუნძულივითაა ხორბლის ადგილები 5 ათასი ჰექტარი იყო იმდენი ხალხი მუშოაბდა რომ მინი მაღაზიებიც კი იყო გახსნილი დროებითი სეზონზე... ეს ხობრლის ჰექტრები ჯერ კიდევ ოვოვ კომინისტების დროს იყო.. სადაც ათწლეულების მანძილზე მხოლოდ ხორბალი მოყავდათ. მანდ უმეტესად ხევსურეტიდან ჩამოსახლებულები მუშაობდნენ ხოდა ეხლა იმდენად წამგებიანი გახდა რომ კაციშვილი აღარაა და აბალახდა იქაურობა... გამოდიან ცინიკოსები და ზარმაცებს ეძახიან...

ისიც უნდ ავღნიშნო რომ რევოლუციის პირველ წლებში ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ ..... მერე.... პირველ წლებში რა პირველი 2-3 წელი .. ხალხი მაგრად იყო ეხლა კიდევ ვალებშია.... ხორბლისგან... ხო კიდევ წელს თაგვი გაჩდა და სოფლის სამინსიტრომ ჩამოიტანა წამალი თუმცა არაფერი უშველა ვინც პირადი ინიციატივით წავიდა და მეურნეობის სამინისტროს გარეშე მათ მოსპეს შედარებით.. თუმცა ეგეც დაემატა.. მთელ უბედურობას... ეხლა კი ამ ამერიკული ხორბლით ცდილობენ ადგილობრივების დაგოიმებას..

ვასკა: პეპე, დედოფლისწყაროში ხევსურები ყველაზე ბოლოს ჩასახლდნენ მანამდე ვაჟა ფშაველამ ჩაასახლა ეგ ადგილები რათა ლეკებს არ დაეკავებინათ.. ვის ჩაასახლებდა ტავად გამოიცანი.. დანარჩენი სიმართლე გიწერია და არ დაგავიწყდეს დედოფლისწყაროდან, კერძოდ მირზაანიდან 20 წელიწადია ნავთობს აკაჩავებენ და ტრუბებით გადის ბათუმამდე. იქ ივსება ტანკერები და მიდის საზღვრებსგარეთ.. ფული კი ანტიქართული ხელისუფლების ბოსების ჯიბეებში ილექება.. ხალხს სამში გრძელი, ბენზინიც და დიზელის საწვავიც ორმაგად ძვირია ვიდრე დავუშვათ ამერიკაში.. ეგაა მიზანმიმართული პოლიტიკა ქართველი ერის განადგურებისა.. მაგას ქვია ცივილური გენოციდი .

უჩინარი: რეებს ამბობ, ეგ მირზაანი ჩემი სოფელია და მანდ დაკაჩავებული ნავთობი მე თვალით არ მინახია.

მდოგვი: კოლეგა, ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ საწვავის ავზის ერთი შეხედვით ,,უწყინარ'' ავსებაში (როგორც თქვენ ბრძანებთ-,,მხოლოდ ავზში''. ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ფუძემდებლურ პრინციპს.დედოფლისწყაროში რომ გაჭირვებაა მაგას უნდა მოგვარება. მაგრამ არამც და არამც აზერბაიჯანში ,,თუნდაც ერთი ავზის ავსებით''.
რაც შეეხება წლევანდელ ხორბლის მოსავალს: ახალგაზრდა მინისტრმა როგორც ბევრი სხვა საქმე- პურის და ქერის მოყვანის საქმეც ჩააფლავა.

დედოფლისწყაროელებმა და ჯაფარიძელებმა მითხრეს, რომ გაჩენილია იშვიათი ჯიშის უკუდო ზაზუნა, რომელიც კომბაინს ასწრებდა ხორბლის შეჭმას. სამწუხაროა, რომ დედოფლისწყაროელტა გასაჭირზე პასუხისმგებელი არავინაა.

გამგებელი გუბერნიისკენ იშვერს ხელს, ადგილობრივი მმართველობები საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებით არიან დაკავებულები, სოფლის რწმუნებულები საარჩევნო კოორდინატორებად არიან გადაქცეულები, გუბერნატორი გილაურს აბრალებს, გილაური-მსოფლიო კრიზისს, სააკაშვილი - აგვისტოს ომს.... ანუ, ყველა მართალია.

აბა ერთი გამგებელს ეშინოდეს თავისი ამომრჩევლის. ან საკრებულოს ეშინოდეს... მათ მხოლოდ ზემდგომის კეთილგანწყობის შიში აქვთ და რაიონი ფეხებზე ჰკიდიათ. პრობლემის არსი ყველაფერია გარდა ,,ერთი ავზი საწვავისა''.

Libero: იქაურებმა რამითხრეს იცი? სოფელი არ მახსოვს... გზას რომ გაიძახიან, გზა ჩვენთან კომუნისტებს არ გაუყვანიათ და ესენი როგორ გაიყვანდნენო?. მაგაზე კი არ მაქვს პრეტენზია.. შევარდნაძის დროს სარწყავი წყალი მაინც გვქონდა, ეხლა კი მაგის გარეშეც დავრჩითო... 10 წლის წინ შეიძლება რაღაც მონაკვეთი აიღეს. თუმცა 3 წლის წინ ჯერ კიდევ სამუშაოები მიდიოდა შემდეგი არ ვიცი. ეხლა იმიტომ გავხსენი ეს თემა რომ ავზების ამბავი გავიგე.. მთელი ამბავი იყო დედოფლისწყაროში მაგრამ რუსთავი-2 მაგას შეგვატყობინებს?ხოდა ესეც დავუმატე ბარემ... თუმცა ესაა მთავარი პრობლემა.

Bocmani: მოდით ასე ვთქვათ, აქვს თუ არა უფლება მხოლოდ მანქანის ავზი აავსოს მოქალაქემ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე?... რა ტქმა უნდა აქვს!... ხოდა ვინ ჩემი ტიკი ტომარაა მესტნი პოლიციის შეფი, საბაჟოს უფროსი, გამგებელი, რწმუნებული ან თუნდაც პრეზიდენტი, როცა რაღაცის უფლებას უზღუდავს მოქალაქეს?... იუ! თუმცა ჩვენ ხო საქართველოში ვართ!.. ტიკი ტომარა კი არა, ერთი სალოცავი ღმერთია დანარჩენები წმინდანები (იერარქიის მიხედვით!)

Quote: ადრე, მაჭავარიანი რომ იყო შემოსავლებში-(მგონი 1999 წელს), საბაჟოს უფროსის ერთმა მოადგილემ (მერე იმ ბიჭმა გაურკვევლ ვითარებაში თავი მოიკლა) მთხოვა მონაწილეობა მიმეღო სწორად მაგ თემის განხილვაში (წითელი ხიდიდან სწვავის დისტილატების ერთჯერადი შემოტანის ტაობაზე).

რა პერიოდი იყო, იცი? ტიპები საბარგულში ცელოფანს აფენდნენ, დიზელით ავსებდნენ და საქართველოში გადმოჰქონდათ. აი, მაშინ იყო რაღაც დოკუმენტი მიიღეს,კახეთიდან აზერბაიჯანთან მიმოსვლის შეზღუდვაზე რომელიც მგონი არ გაუქმებულა.

patriccia: ათასგვარი საზიზღრობა ჩამოყავთ და ზოომაღაზიებში ყიდიან ალბათ იქედან გავრცელდა. რაც ეხება საწვავის ჩასხმას. თურქები რომ შემოდიან აჭარაში და თავისუფლად ასხამენ საწვავავს, რადგან მათთან გაცილებით ძვირია, ისინი რატომ არ უკრძალავენ ნეტა?!რას ჩაასხამს ერთი-ორი სოფელი იმდენს, რომ სახელმწოფომ წაგება ნახოს, ხალხისთვის კი შეღავათია... შესაძლოა, ეს სახელმწიფოებრივი აზროვნება არ იყოს, მაგრამ თუ ასე ყველაფერი მოშლილია, ხალხი ცოდო არაა?! ჩემს გულისთქუთქვას ისიც ემატება, რომ ჯიში მირზაანიდან მაქვს.

wicce_mann: მილები ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ამოიღეს, ყველას თავისი წილი ჰქონდა შემსრულებელს, გამგებელს, ადგილობრივ პოლიციეს, პარლამენტარს და აშ. ზემოთ. ავზების პრობლემაც დიდი ხანია დგას. შევარდნაძის დროს კონტრაბანდა ჩვეულებრივი იყო და დიზელი გაცილებით იაფი ღირდა, ეგაა ერთი განსხვავება. თუმცა მაშინაც და ახლაც კარგი მოსავლის პირობებში იმპორტი არ რეგულირდება/ლიმიტირდება და ხორბლის ფასი ბევრად მცირდება, ისე რომ მოგებას მხოლოდ დიდი მიწების მფლობელი თუ იღებს. 50 ჰექტარს ქვემოთ, ხორბლის არსებული ფასით, მარტო დამუშავების ღირებულებას თუ დაფარავ, ხშირად ეგეც შეუძლებელია. შესაბამისად გაკოტრება გარდაუვალია. ამიტომ ყოველწლიურად უფრო ნაკლები მიწა მუშავდება და როგორც დაწერეს ბალახდება. არადა 50 ჰექტარს ქვემოთ აქვს მანდ მცხოვრებთა დიდ უმრავლესობას მიწა.... ხალხს კი არა, ბობოლებს აქვთ თორემ, გლეხების უმრავლესობას ერთი გოჯი მიწაც არ აქვს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ათი დედოფლისწყაროელი მოჭიდავე ჩემპიონი გახდა


თავისუფალ ჭიდაობაში ტრადიციული რესპუბლიკური პირველობა ჩატარდა ქალაქ ახმეტაში 1994-96 წლებში დაბადებულთა შორის. როგორც ინტერნეტ გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის სპეციალისტმა, სპორტის ოსტატმა თენგიზ გუმაშვილმა აცნობა, ათი დედოფლისწყაროელი მებრძოლი ჩემპიონი გახდა.

,,მძიმე წონაში საუკეთესო მოჭიდავის პრიზი მიიღო ლაშა ბოდაველმა. მეორე ადგილი წილად ხვდათ 69 კგ კატეგორიაში ლევან ოზბეთელაშვილს, 54 კგ წონაში ფერდო გონაშვილსა და 32 კგ გიორგი კარატიელს. ხოლო, მესამე ადგილი ერგო მძიმე წონაში ირაკლი პოპიაშვილს, 38 კგ წონაში ტელმან გივიშვილს, 29 კილოგრამ კატეგორიაში კი ირაკლი ბურდულსა და ილია ჭუჭულაშვილს." - განაცხადა თენგიზ გუმაშვილმა.

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, სპორტული წარმატებებით დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები მართლაც გამოირჩევიან: ,,მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ცდილობს სპორტით დაკავებულ ახალგაზრდებს ხელი აქტიურად შევუწყოთ, რაც თავის მხრივ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და წახალისებას ნიშნავს. მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ სპორტსმენებს, რომ ყველა ტურნირში მონაწილეობა შეძლონ. შედეგიც არ აყოვნებს და ჩანს, რომ ჩვენი სპორტსმენები თავს არ ზოგავენ და ნაყოფიერად მუშაობენ. იმედი გვაქვს, მომავალშიც, დედოფლისწყაროს სახელს შორს გაიტანენ და გვასახელებენ," - აცხადებს შანშიაშვილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 10 февраля 2011 г.

დედოფლისწყაროში უფასო სასადილოების ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა

დედოფლისწყაროში უფასო კვების ობიექტების ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა, რაიონში მოქმედი ორი სათნოების სახლი უკვე გაერთიანდა. ახლადდაფუძნებული "დედოფლისწყაროს სათნოების სახლი" ყოფილი "სავანეს" შენობაში განთავსდა. "ქიზიყის" ინფორმაციით, ააიპ "დედოფლისწყაროს სათნოების სახლი"-ს დირექტორად ნუგზარ მახარაშვილი დაინიშნა, რომელიც სათნოების სახლ "სავანეს" ხელმძღვანელის ციცო დარჩიაშვილის ვაჟია.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ისეთი შენობის გამონახვა უჭირდა, სადაც ერთდროულად 200 ბენეფიციარი მოთავსდებოდა, ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ კვლავაც ცალცალკე შენობებში გაეგრძელებინათ მუშაობა და ერთიანი მმართველობის ქვეშ მოქცეულიყვნენ. თუმცა, როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, "სავანეს" შენობაში ოთახების გაერთიანება მოხდა, რითაც ყველა ბენეფიციარისთვის საკმარისი ფართი გამოთავისუფლდა და ნაციონალური მოძრაობის უფასო სასადილოს გადმოყვანა გადაწყდა.

ოპტიმიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩა ნაციონალური სასადილოს ხელმძღვანელი ნუნუ თათარაშვილი, ხოლო იქ დასაქმებული ორი მზარეული მუშაობას ახალ შენობაში, გაერთიანებულ სათნოების სახლში გააგრძელებს.

ნაციონალური სასადილო კვირაში 6 დღეს მუშაობდა, "სავანე" კი შაბათ-კვირას ისვენებდა. მოსახლეობას განსაკუთრებით აინტერესებს, განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ახლადშექმნილი სათნოების სახლი როგორ გააგრძელებს მუშაობას.

როგორც "დედოფლისწყაროს სათნოების სახლი"-ს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ციცო დარჩიაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, გადაწყდა, რომ შაბათსაც იმუშავებენ და დასვენების დღე მხოლოდ კვირა იქნება. მისი თქმით, სამომავლოდ, შესაძლოა საუბარი იყოს უმწეო მოხუცების სხვაგვარ მზრუნველობაზეც: ,,დებულებაში ბევრი კარგი რამ არის ჩადებული. არ არის გამორიცხული, რომ მარტო ერთჯერადი კვებით არ შემოვიფარგლოთ და გათვალისწინებულია ისიც, რომ მომავალში შესაძლებელი იყოს მოხუცების აქვე ცხოვრება. გვინდა ავიყვანოთ სოც-მუშაკი, რომელიც უნარშეზღუდულ ბენეფიციარებს, რომლებსაც ყოველდღიურად სიარული უჭირთ, საკვებს სახლში მივუტანთ. ამის პრეცედენტი სხვა რაიონებში უკვე არსებობს," - აცხადებს დარჩიაშვილი.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ოპტიმიზაციის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ სათნოების სახლ "სავანეს", რომელიც გაერო-სა და სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ მარაგდებოდა, ბოლო დროს ყველა სახის დაფინანსება შეუწყდა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მათი მზრუნველობაც საკუთარ თავზე აეღო.

სათნოების სახლის წლიური დაფინანსება ამ ეტაპზე 145 000 ლარს შეადგენს, თუმცა სახელფასო ხარჯები დამატებით დაფინანსდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
მირზაანში აღმოჩენილი მარნის კარის ექსპერტიზა მალე დასრულდება

ეკუთვნის თუ არა ნიკო ფიროსმანს ოზაანში აღმოჩენილ კარებზე გაკეთებული წარწერა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ექსპერტები ექსპერტიზას იწყებენ და ისინი ავტორის ვინაობას და წარწერის სიძველეს სულ მალე დაადგენენ. უნიკალური წარწერა მარნის კარზე 2010 წლის ივნისში ადგილობრივმა მოსახლემ შემთხვევით აღმოაჩინა. ექსპერტები მასალის ხანდაზმულობას შეისწავლიან და წარწერის იდენტიფიცირებას მოახდენენ.

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში მხატვრის დისშვილი იყო გათხოვილი, რომელსაც ფიროსმანი მას ხშირად სტუმრობდა. ეს ფაქტი მკვლევარების ვარაუდს, რომ წარწერა ფიროსმანის შესრულებულია საგრძნობლად ამყარებს.
„რამის თქმა ჯერ ნაადრევია. ყველაფერი უნდა გამოვიკვლიოთ. უნდა გაკეთდეს ლაბორატორიული ანალიზი და ამავდროულად კალიგრაფისტმა ოფიციალური საბუთი უნდა დადოს. კომისიის წევრები იქნებიან სამნი, ერთი იქნება კალიგრაფისტი, მეორე იქნება ტექნოლოგი, რომელიც ხის ასაკს დაადგენს და მესამე ვიქნები მე. პარასკევს და შაბათს უკვე დასკვნა დაიდება. წინასწარი დაზვერვით, წარწერა ნიკო ფოროსმანს ეკუთვნის“, - განაცხადა ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ანზორ მაძღარაშვილმა.

მარნის კარზე მთვარე და ვარსკვლავებია დახატული და შემორჩენილია სიტყვები: „წითელი ღვინის მარანი, სავსე ვარ ღვინით, თამადა ამაირჩიეთ, ავამსო ლხინით“. წარწერა მწვანე საღებავით არის შესრულებული. რამდენიმე თვის წინ, პარმენ ოზაშვილის სახლი კერძო პირმა 7 000 აშშ დოლარად იყიდა, სახლი დაშალა და ნივთებს ყიდის.
„ადრე, როცა მარნის კარის შესაძლო ავტორად ფიროსმანი სახლდებოდა, სახლის მესაკუთრემ პარმენ ოზაშვილმა არც მისი გაყიდვა და არც მუზეუმისთვის გადაცემა არ ისურვა. ამჯერად კი მუზეუმს ექსპონატის შესაძენად ფული არ აქვს“, - აღნიშნავს მაძღარაშვილი.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, სოფელ ოზაანში, ღვინის მარანი, საიდანაც ნიკო ფიროსმანაშვილის მიერ მოხატული კარი ჩამოხსნეს, 1830-40 წლებშია აშენებული. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

среда, 9 февраля 2011 г.

გაუდაბნოებასთან საბრძოლველად დედოფლისწყაროში კიდევ ასიათასამდე ნერგი დაირგო

დედოფლისწყაროში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულ ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტის ფარგლებში კიდევ 96 439 ძირი ხე დაირგო, მათ შორის სოფლებშიც.

გასული წლის დეკემბერში სოფელ საბათლოში 12 ჰექტარზე 1 926 ძირი ნერგი დაირგო, სოფელ გამარჯვებაში 9 ჰექტარზე 800 ძირი, ლენინოვკაში 10 ჰექტარზე გაშენდა 17 930 ძირი, ხოლო სოფელ მირზაანში 800 ნერგი.

როგორც სამუშაოების მწარმოებელი შპს ,,ტექნოსერვისი 1-ის ხელმძღვანელმა ბიძინა პოპიაშვილმა "ქიზიყს" აცნობა, ქარსაფარი ზოლების აღდგენის სამუშაოებზე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდა.

,,დაირგო აკაცია, იფანი, საპნის ხე, კაკალი, ნუში, ბროწეული და ფშატი. 35 ჰექტარ ფართობზე ქარსაფარი ზოლი გავაშენეთ ე.წ. ქვიშიანი წყლის ტერიტორიაზე. შირაქში დაირგა 1 000 ნერგი, ხოლო პატარა შირაქის ტერიტორიაზე 31 937 ძირი. აღსანიშნავია, ისიც რომ ნერგების მეთვალყურეობა, დაცვა და მათი მოვლა პატრონობა ასევე დაევალათ ზოლის მიმდებარე მიწის ნაკვეთების მეპატრონეებს. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამჯერად სამუშაოებზე 90-მდე ადამიანი დასაქმდა," - განუცხადა "ქიზიყს" ბიძინა პოპიაშვილმა.

დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლების აღდგენა გაუდაბნოებასა და კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ხორციელდება და მას მუნიციპალიტეტთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება გერმანული დაფინანსებითა და უცხოელი სპეციალისტების დახმარებით ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პროექტს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს. ოფიციალური ინფორმაციით, დედოფლისწყაროში გაუდაბნოების ყველა პარამეტრიც გამოვლინდა, რამაც პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა წარმოშვა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

* * *
სოფლის პროგრამისთვის დედოფლისწყარომ 355 752 ლარი მიიღო


მიმდინარე წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონს 5 030 564 ლარი ერგო, საიდანაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 355 752 ლარი გამოეყო.
პრიორიტეტები ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთება, თანხა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა სოფლის მაჟორიტარებს მოუწოდა პროგრამის მეტი საჯაროობისთვის აქტიურად ჩაერთონ და მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებაზე იზრუნონ:

,,მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა სოფელში თვალსაჩინო ადგილზე მუდმივად იყოს გამოკრული ყველა ინფორმაცია სოფლის პროგრამის შესახებ და ვეცადოთ ყველა მოქალაქემდე მაქსიმალურად მივიდეს ინფორმაცია, რომ პრიორიტეტის გამოკვეთაში მთელი სოფელი ჩაერთოს და მერე არ იყოს პრეტენზიები, რომ ვინმემ არ იცოდა, ან მათი აზრი არ იყო გათვალისწინებული. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ამ კუთხით," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

ამავე საკითხებზე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან მუშა შეხვერდა გამართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმაც. სოფლის რწმუნებულებს ცალკეული მითითებები მიეცათ, რომელთაც მოქალაქეთა ორგანიზება, გრაფიკების შედგენა და პრიორიტეტების განსაზღვრაში აქტიური ჩართულობა დაევალათ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 8 февраля 2011 г.

ფინანსურმა პოლიციამ დოკუმენტების გაყალბებისთვის ინდმეწარმე დააკავა

ფინანსურმა პოლიციამ დედოფლისწყაროს რაიონში რეგისტრირებული ინდმეწარმე თამაზ სინჯიაშვილი დააკავა, რომელიც კირქვის საწარმოს ხელმძღვანელობდა.

დაკავების ფაქტს ადასტურებენ სინჯიაშვილის ოჯახის წევრებიც. დაკავებულის ვაჟი ალექსანდრე სინჯიაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ ოჯახისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ძველი დარღვევების გამო მოხდა თამაზ სინჯიაშვილის დაკავება, თუ ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

,,ამ ეტაპზე დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია," - აცხადებს დაკავებულის მეუღლე ველტა სინჯიაშვილი.

საფინანსო პოლიციის კახეთის რეგიონული სამმართველო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და განმარტავს, რომ სინჯიაშვილის დაკავება თბილისის ფინანსურმა პოლიციამ განახორციელა. მათი თქმით, დაკავების დეტალებს პრეს-სამსახური მოგვიანებით გაახმაურებს.

"ქიზიყის" ინფორმაციით, სინჯიაშვილს ბრალი ედება დოკუმენტების გაყალბებასა და თანხის გათეთრებაში.

შეგახსენებთ, ჯართის უკანონო ბიზნესში მონაწილეობისთვის თამაზ სინჯიაშვილი 2007 წლის 2 მაისს ქედების ზონის წყალკანალის უფროს გელა თანიაშვილსა და დედოფლისწყაროს სასამართლო აღმასრულებელთან დავით ოდიშელიძესთან ერთად სახელმწიფო ქონების დატაცების ფაქტზე დააკავეს. საპატიმროდან ის გასულ წელს გათავისუფლდა.

სინჯიაშვილის დაკავების დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოც. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

* * *
,,დედოფლისწყარო რაიგაზი" გაუქმდა და ,,სოკარ ჯორჯია-კახეთი გაზს" დაექვემდებარა

სს ,,სოკარ-ჯორჯია დედოფლისწყარო რაიგაზი" როგორც იურიდიული პირი - უკვე ოფიციალურად გაუქმდა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ის ახლადდაფუძნებულ "სოკარ ჯორჯია-კახეთი გაზს" დაექვემდებარა, რის გამოც დედოფლისწყაროელ აბონენტებთან ხელშეკრულებების ხელახლა გაფორმების პროცესი დაიწყო.
,,სოკარ ჯორჯია-კახეთი გაზი"-ს დედოფლისწყაროს ფილიალში განმარტავენ, რომ ახალი ხელშეკრულება ძველისგან არ განსხვავდება და არც განსხვავებულ პუნქტებს მოიცავს. მათი თქმით, ხელშეკრულების ხელახლა გაფორმება იურიდიული პირის სახელწოდების შეცვლამ გამოიწვია.
,,რაც შეეხება მოსახლეობის პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ წნევა დაბალია, ყოფილი ორჯონიკიძის კოლმეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მერამდენე წელია იგეგმება გაზმარეგულირებელი პუნქტის მონტაჟი, რომელიც წნევის დარეგულირებას უზრუნველყოფს. მომავალი წლისთვის, სავარაუდოდ, ეს საკითხიც უნდა მოგვარდეს," - განაცხადეს ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროში გაზის მრიცხველების ახლით ჩანაცვლების პროცესიც დაიწყო, რაშიც აბონენტებს 150 ლარის ზედმეტად გადახდას აიძულებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ დამატებითი თანხების გადახდა უჭირთ, თუმცა აბონენტების მასობრივი პროტესტის მიუხედავად მრიცხველების გამოცვლა მაინც განხორციელდა.
"ქიზიყის" ინფორმაციით, დედოფლისწყარო რაიგაზის წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან ძველი მრიცხველებიც ამოიღეს, რომელიც აბონენტებს აღარ დაბრუნებიათ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ლეიბორისტული პარტიის ღია წერილი დედოფლისწყაროელებს

გთხოვთ დამიბეჭდოთ შელამაზების გარეშე

მე გახლავართ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს რაიონის კოორდინატორი გიორგი ყოჩიაშვილი.

მინდა განვმარტო, რომ დედოფლისწყაროს რაიონში სიტუაცია კატასტროფულია, რაც მიგვანიშნებს, რომ რაიონის ხელმძღვანელობას, რომ აინტერესებდეს რაიონში არსებული ვითარება, არ იქნებოდა ასეთი სიდუხჭირე (ცნობისათვის ერთ დროს დედოფლისწყარო მდიდარი რაიონი იყო ) და ბიუჯეტი არ გაიხარჯებოდა შადრევნებისა და ზოგიერთი უმსგავსობების მოსაწყობად. მაინტერესებს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ბატონ ლევან ბაღაშვილის აზრი, იქ სადაც რაიონის მასშტაბით სასმელი წყალი ძნელად მოსაპოვებელია შეიძლება წყლის გამოყენება შადრევნისათვის?
იქნებ ბევრია და გვიმალავენ წყალს???
საგულდაგულოდ მიჩუმათებულ ბიუჯეტში ეს 17000 ლარი არის?
თუ არსებობს ეს 17000 ლარი იქნებ ეს თანხა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის ( სადაც მოხვედრა პრივილეგირებულია) დასახმარებლად გამოგეყენებინათ.
მე მინდა მივმართო დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობას, რომ გამოფხიზლდეს, ისწავლოს ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად და მოთხოვოს პასუხი ყოველგვარ უმსგავსობაზე თავიანთივე არჩეულ_დაქირავებულ რაიონის ხელმძღვანელობას, რომლებიც ამ ცივ ზამთარში ჩვენი გადასახადებიდან ამოღებული ფულით გამთბარ კაბინეტებში იმას კი არ ფიქრობენ, რომ ხალხს შია, წყურია, ცივა და სკოლები არ აქვთ ზოგიერთ სოფლებს,წიგნები და ტანსაცმელი ვერ უყიდიათ მშობლებს ბავშვებისთვის და ა. შ. არამედ ჩვენივე ბიუჯეტი როგორ დახარჯონ საკუთარი კეთილდგეობისათვის.
თუ ასე გაგრძელდა,ისედაც შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა უფრო შემცირდება, და ვიღასთვის გინდათ ეს შადრევანი???
ამიტომ მოგიწოდებთ ჩემო ქიზიყელებო ნუ დაგავიწყდებათ ვისი გორისანი ხართ, გავერთიანდეთ , დავდგეთ ერთად საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა და მისი თავმჯდომარის ბატონ შალვა ნათელაშვილის გვერდით, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ქვეყანა სრული განადგურებისაგან.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!!!

პატივისცემით მარად თქვენი
გიორგი ყოჩიაშვილი

* * *

დედოფლისწყაროს რძის ქარხნებმა პროდუქცია გააძვირეს

დედოფლისწყაროს რძის პროდუქტების ქარხანებს გაძვირებული ნედლეულის გამო პროდუქციის ფასის გაზრდა 15-20%-ით მოუხდა. მენეჯმენტში აცხადებენ, რომ რძის სიმცირის და სიძვირის გამო ფასის მატება გარდაუვალი იყო.

მათივე თქმით, ბაზარზე რძის დეფიციტია შექმნილი, ამიტომ კიდევ უფრო გაძვირება გამორიცხული არ არის. დღეისთვის დედოფლისწყაროს რძის პროდუქტების ქარხანა ბაზარზე სამი პროდუქტითაა წარმოდგენილი და ფასები 5 ლარიდან იწყება.

понедельник, 7 февраля 2011 г.

პოლიციამ არხილოსკალოელი მამაკაცის მკვლელობისთვის 4 პირი დააკავა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს მკვიდრის, 42 წლის ზურაბ ბუთხუზის მკვლელობისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა.

1970 წელს დაბადებულ გრიგოლ ლომთაძეს ბრალი ბუთხუზის ცივი იარაღით მკვლელობაში ედება. "ქიზიყის" ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავებული არიან არჩილ ზაზიაშვილი და დავით შანავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის II-ე ნაწილით და 376- მუხლით მიმდინარეობს.

არჩილ ზაზიაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ ბუთხუზის ბინაში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, რის შემდეგაც სასმელი შემოაკლდათ, რასაც შეკამათება მოჰყვა. მისი თქმით, გრიგოლ ლომთაძემ საწოლთან წაქცეულ ზურაბ ბუთხუზს დანით ორი დარტყმა მიაყენა.

მასპინძელის გარდაცვალების შემდეგ ბინაში კიდევ ერთი პირი, 24 წლის ზურაბ ქვლივიშვილი ავიდა, რომელსაც მკვლელობაში ბრალდებულმა ლომთაძემ ძვირადღირებული სარეცხი მანქანისა და მაცივრის ბინიდან გატანასა და გაყიდვაში დახმარება სთხოვა.

როგორც გარდაცვლილის დამ ნათელა ბუთხუზმა "ქიზიყს" განუცხადა, დაკავებულ ბოროტმოქმედებთან ზურაბს დიდი ხნის ნაცნობობა არ აკავშირებს.

განზრახ მკვლელობისთვის გრიგოლ ლომიძეს 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ზაზიაშვილსა და ცანავას 7 წლამდე. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ზურაბ ქვლივიშვილი საპატიმროში 2-დან 4 წლამდე გაატარებს.

მკვლელობა გასული წლის 29 დეკემბერს მოხდა, ზურაბ ბუთხუზის გვამი კი ახლობლებმა მისივე ბინაში ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
საატესტაციო კომისია უკვე დაკომპლექტდა

თებერვლის ბოლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს ატესტაცია ჩაუტარდებათ. საატესტაციო კომისია, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი ხელმძღვანელობს უკვე დაკომპლექტებულია. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა აცნობა.

,,საატესტაციო კომისიისთვის უკვე გამოგვეყო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები, რომლებიც არიან ეროვნული გამოცდების მოქმედი წევრები. კომისია უკვე დაკომპლექტებულია, მასში ასევე შედიან გუბერნიიდან ნათია კაციაშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შაქრო ტერტერაშვილი. ჩვენი მიზანი იყო, რომ კომისიის წევრთა დიდი ნაწილი მოწვეული კადრებით დაკომპლექტებულიყო და ასეც მოხდა," - აცხადებს დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი.

საკრებულოში აცხადებენ, რომ ატესტაციის ჩატარების გაჭიანურება ტექნიკურმა სამუშაოებმა გამოიწვია: ,,ვიმედოვნებ, რომ დედოფლისწყაროში ტესტირება მიმდინარე თვის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში ჩატარდება. აქამდე ატესტაციის წესის შემუშავებასა და ტესტების შედგენაზე დრო დავკარგეთ. ამხელა დრო ფაქტობრივად ტექნიკურმა სამუშაოებმა წაიღო, ახლა კომისია სრულ მზადყოფნაშია," - განმარტავს ბაღაშვილი.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებული საჯარო მოხელეები ტესტირებისთვის უკვე ემზადებიან. ლევან ბაღაშვილის ინფორმაციით, ის, ვინც სათანადო ცოდნას ვერ გამოამჟღავნებს სამსახურის დატოვება მოუწევს. ვაკანტური ადგილების შევსება კი დედოფლისწყაროში ამიერიდან მხოლოდ კონკურსის წესით მოხდება.

ცნობილია, რომ კახეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში დაგეგმილ ატესტაციის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი ტესტირებაზე დაკვირვებას იმ მიზეზით არ გეგმავს, რომ სასურველი კადრებისთვის ტესტის პასუხები წინასწარ არის ცნობილი და კახეთის რეგიონში განხორციელებული ატესტაციის პროცესები გამჭვირვალე არ ყოფილა.
/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

суббота, 5 февраля 2011 г.

ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საიდუმლო და ექსპერტიზის გაყალბებული დასკვნები

ზურაბ ჟვანიას საეჭვო ვითარებაში დაღუპვის შემნდეგ 6 წელი გავიდა. ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" გთავაზობთ, სტუდია "რეპორტიორის" ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც გამოძიების ოფიციალურ ვერსიას უამრავი მტკიცებულება აბათილებს.
კონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გენერალური პროკურორის თანხლებით გამოაქვეყნა ცნობა, რომ რამდენიმე საათის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის სიცოცხლე შეეწირა.
ვანო მერაბიშვილი: დაღუპულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ჟვანია. მე ახლა შევეცდები, მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ამ წუთში გაგვაჩნია... შინაგან საქმეთა მინისტრი აღწერს პრემიერ მინისტრის დაღუპვის დეტალებს და აქვეყნებს წინასწარ დასკვნას.
ვანო მერაბიშვილი: ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი. იმ ოთახში დამონტაჟებული იყო ირანული გაზის ქურა. ალბათ, მოხდა ეს უცაბედად, რადგან ბატონი ზურაბ ჟვანია ამ დროს იჯდა სავარძელში...

ათ საათზე სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა საგანგებო სხდომა.
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და გუბერნატორის მოადგილის გვამები ექსპერტიზის ჩასატარებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიტანეს. საპატრულო პოლიციამ გადაკეტა საავადმყოფოს და შემთხვევის ადგილის მისასვლელები.11 საათსა და 53 წუთზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური წარმომადგენელი პირველ კომენტარს აკეთებს. მან მხარი დაუჭირა შემთხვევიდან სამ საათში გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა მინისტრის ვერსიას.
ლევან ჩაჩუა: არავითარი დაზიანება არ აღნიშნულა, გარდა ერთი ნაჭდევისა ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარში. არც შინაგანი გამოკვლევებით იქნა რამე ფიზიკური დაზიანების კვალი ნანახი. გარეგნული დათვალიერებებით, გვამური ლაქების მონაცემების და შინაგანი გამოკვლევების მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნახშირჟანგით მოწამვლას.
უბედური შემთხვევის იგივე ვერსიას დაეთანხმა ექსპერტი ირინა თანდილაშვილი.

ირინა თანდილაშვილი: პირველი გამოკვლევით, სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი. რაოდენობა ზუსტად ხვალ სამი საათისათვის იქნება დაზუსტებული. ეს მიუთითებს, რომ რაღაცა ლეტალური რაოდენობაა კარბოქსიჰემოგლობინისა და, საერთოდ, ფიზიოლოგიურ პირობებში ეს რაოდენობა ხუთიდან ათ პროცენტამდე შეიძლება არსებობდეს. ათი პროცენტის ზევით უკვე იწვევს კლინიკური მდგომარეობის დამძიმებას და 20 პროცენტის ზევით იწვევს სიკვდილიანობას.

ექსპერტების ნაკლებად სარწმუნო მოსაზრებების შემდეგ, ხელისუფლებამ შეერთებული შტატებიდან გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები მოიწვია. 2005 წლის პირველ აპრილს გამოქვეყნდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტიზის ანგარიში. ორთვიანი გამოძიების შემდეგ გაკეთებული ეს დასკვნები ზედმიწევნით ემთხვეოდა პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებისთანავე ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ იმ ტრაგიკული დღის სურათი აღადგინა.

2005 წლის 2 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, სამუშაო დღის ბოლოს, დაახლოებით, 22 საათსა და 55 წუთზე სახელმწიფო კანცელარია დატოვა. ამ დროს რაულ უსუპოვი ვარკეთილში, ავტოსადგომზე შევიდა. ავტოსადგომის დარაჯი, რომელიც უსუპოვს კარგად იცნობდა, იხსენებს, რომ იმ ღამით რაულს მართლაც დაურეკეს, რამოდენიმე წამი ილაპარაკა, საუბრის შემდეგ კი სადღაც გაემგზავრა და დაიბარა, რომ ერთ ორ საათში დაბრუნდებოდა. ზარი, რომლის შემდეგაც უსუპოვმა ავტოსადგომი დატოვა, ზურაბ ჟვანიას ნომრიდან იყო შესრულებული.

ჯეოსელის და მაგთის ანძების განლაგების მიხედვით, ასევე, სატელეფონო ზარების ამონაბეჭდების მონაცემებით, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის დაღუპვის წინა პერიოდის სურათი აღვადგინეთ. გამოვიყენეთ ფარული ჩანაწერებიც, რომელშიც ჟვანიას დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია იმ საღამოს მოვლენებზე მისეულ ვერსიას ავითარებს.

უსუპოვის მანქანა 1 საათის განმავლობაში ვარკეთილიდან საბურთალოს ქუჩისკენ მიდიოდა. ჟვანიას ავტომანქანამ გაიარა რუსთაველის გამზირი, კოსტავას ქუჩა და დაახლოეებით, 11 საათზე შარტავას ქუჩაში მდებარე ბინაში მივიდა. დაახლოებით, 35 წუთში კი ისიც საბურთალოს ქუჩისკენ გაემგზავრა. აი, რას ჰყვება მიხეილ ძაძამია: დავსხედით, იმ მარშრუტით წავედით, იქიდან მოვტრიალდით სუპერ მარკეტში შევედით, თან ტელეფონზე ლაპარაკობდა... ჟვანიას დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია ამბობს რომ ჟვანია კონსპირაციულ ბინაში ესკორტის გარეშე წაიყვანა, გზაში სურსათი და კონიაკი შეიძინა, მანქანას ნელა მართავდა, რადგან ჟვანია ტელეფონზე ლაპარაკობდა. როცა სახლთან მივიდნენ, ჟვანიამ დაავალა, რომ უსუპოვისთვის დაერეკა. 23 საათი და 59 წუთი იყო.

მიხეილ ძაძამია: მითხრა გადაურეკე სად არისო, დავურეკე და მითხრა მოვდივარო სახლის კუთხეში ვიდექი, მითხრა მალე მოვალო... ამის შემდეგ ძაძამია ყვება რომ ისინი საბურთალოს 53-ში კონსპირაციულ ბინაში შევიდნენ. სინათლე აანთო, გამათბობელი ჩართო, ამ დროს უსუპოვმა კარზე დააკაკუნა. კარი ჟვანიამ გააღო და ძაძამიას უთხრა, წადი და როცა დაგირეკავ, მაშინ მოდიო.
ძაძამია ამ დროს ჟვანიასთან ერთად საბურთალოს 53-ში ვერ იქნებოდა. ვერც სინათლეს და ვერც გამათბობელს ვერ აანთებდა რადგან, 23 საათსა და 59 წუთზე ძაძამიას ტელეფონმა დიდუბის ანძიდან დარეკა.
პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრი შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 23 საათზე დაბრუნდა და მისივე თქმით ჟვანიასთან დაკავშირებას ცდილობდა.

მიხეილ ძაძამია: მას მერე, რაც კარი არ გამიღეს, შევამტვრიე აქეთა კუთხის ფანჯარა, ფარდა რომ გადავწიე, დავინახე, რომ ზურა აქეთა კუთხის კრესლოში იჯდა, ის კუთხისკენ იყო, ზურა არ რეაგირებდა. დავურეკე კობას და ვუთხარი, არ რეაგირებს მეთქი, მითხრა მოვდივარო. ტელეფონი დამიჯდა. იქ არის „სტაიანკა“. იქ შევიტანე ტელეფონი დასატენად.კობა ხარშილაძე, ვისაც ძაძამიამ დაურურეკა, პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი იყო. იგი ზარის მიღებისთანავე საბურთალოს ქუჩისკენ გაემგზავრა.

ავტოსადგომი სადაც ძაძამია ტელეფონის დასატენად წავიდა, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრითაა დაშორებული. გზად გაზის წნევის მარეგულირებელი ჯიხური მდებარეობს. პრემიერის სიკვდილის დღეს ჯიხურის საკეტი გატეხილი იყო. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით. ოთახში მიტოვებულ პრემიერ-მინისტრთან დაცვამ მხოლოდ 4 საათში შეაღწია.
მიხეილ ძაძამია: კობა შეძვრა. გამოვწიეთ ჟალუზი. მე გარეთ ველოდებოდი, 4- 5 წუთის მერე კომამ გამიღო კარები. ზურა იწვა.ძაძამია ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი და გუბერნატორის მოადგილე უკვე გარდაცვლილები იყვნენ. იქვე იყო გაშლილი სუფრა და ნარდი. კობას მითითებით ძაძამიამ გაზის გამათბობელი გადაკეტა.

მიხეილ ძაძამია: მე ვერ დავინახე, გაზი ენთო თუ არა, გაზის ფშიტინი მესმოდა და გადავკეტე.
ძაძამია გაზის შხუილზე მიუთითებს, არადა თბილგაზის საავარიო სამსახურს ამ უბანზე გაზი ერთი საათით ადრე გადაეკეტა.
თბილგაზში საბურთალოს ქუჩიდან გაზის წნევის მომატების შესახებ შეტყობინება ღამის სამის ნახევარზე შევიდა. თბილგაზის ჟურნალის მიხედვით 2 საათსა და 35 წუთზე საავარიო ჯგუფი უბანზე გაემართა. 2 საათსა და 55 წუთზე გაზი გადაკეტილი იყო.

თბილგაზის თანამშრომელი ნოდარ სუხაშვილი, რომელმაც გაზი უშუალოდ დაკეტა, ამბობს რომ ჯიხურის კარი გატეხილი დახვდა. თბილგაზი ადასტურებს, რომ წნევამ იმ ღამეს მარტო ამ უბანზე მოიმატა, რაც მხოლოდ გატეხილი საკეტის მიღმა მდებარე წნევის რეგულატორის ამოქმედებით იყო შესაძლებელი. გაზი სამს რომ ხუთი აკლდა, მაშინ გადაიკეტა, დაცვის წარმომადგენლებმა ბინაში 4 საათისთვის შეაღწიეს, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ვინმეს ოთახში გაზის ხმა გაეგო. ამის მიუხედავად, ივანე მერაბიშვილი ფაქტობრივად, გაზის ფშიტინის ვერსიას დაეყრდნო და ჟვანიას გარდაცვალების მიზეზად ნახშირბადით მოწამვლა დაასახელა. ამ ვერსიის გადამოწმების მიზნით, თბილისში ჩამოსულმა ეფ-ბი-აის ექსპერტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ამერიკელებმა გამოიკვლიეს, თუ რა გავლენა შეეძლო, მოეხდინა ღუმელის გაუმართაობას ჰაერში ჟანგბადისა და ნახშირბადის კონცენტრაციაზე, რაც წინასწარი გამოძიების აზრით სიკვდილის მიზეზი გახდა. ექსპერტებმა 12 საათზე ნიკალას გამათბობელი ჩართეს და ექსპერიმენტი დაიწყო, რომელიც ოთხსაათნახევარი გრძელდებოდა. ამ დროს სპეციალური მოწყობილობებით ჰაერში ჟანგბადის მოცულობას ზომავდნენ. ექსპერიმენტის დაწყებისას ჟანგბადის დონემ 20,5 % შეადგინა და ოთხსაათნახევრის შემდეგ 18,4% მდე დაიწია. ოთხსაათნახევარში გამათბობელი გამორთეს და ნორმალური კონცენტრაცია მომენტალურად აღდგა.
იმის შესაფასებლად, თუ რა ფიზიოლოგიურ გავლენას მოახდენდა ჟანგბადის შემცველობის კლება 20,5% დან 18,4% მდე, ექსპერტებმა ამერიკის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის პარამეტრები გამოიყენეს. ამ სტანდარტების მიხედვით: 20,9% ნორნალური რაოდენობაა; 9% იწვევს გაურკვეველ, თუმცა, შეუმჩნეველ ფიზიოლოგიურ ზეგავლენას; 16% შენელებულია აზროვნება და მოდუნებულია ყურადღება, ასევე, გაუარესებულია კოორდინაცია; 14% უჩვეულო დაღლილობას და მოდუნებას იწვევს; 12,5%-ის დროს ძალზე გართულებულია აზროვნება და კოორდინაცია, იწყება გულის რევა და პირღებინება; 10%-ის ქვევით-კონვულსიები და სიკვდილი.
ჟანგბადის კონცენტრაციის 18,4%-მდე შემცირება ოთხსაათნახევრიანი ექსპერიმენტის შედეგია. 3 საათის განმავლობაში კი, ანუ რა პერიოდიც ჟვანიამ და უსუპოვმა ბინაში დაჰყვეს, აპარატურამ 18,8% აჩვენა, რაც სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება ყოფილიყო და მხოლოდ მსუბუქ ფიზიოლოგიურ მოშლილობას გამოიწვევდა. ნახშირბადის მონოქსიდი, რომელიც ქართველმა ექსპერტებმა სიკვდილის მიზეზად დაასახელეს, გამოძიების ფედერალური ბიუროს მომდევნო კვლევის საგანი იყო. ნახშირბადის მონოქსიდი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ითვლება მოწამვლით გამოწვეული უბედური შემთხვევების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად - ასე ახასიათებენ ამერიკელი სპეციალისტები ნახშირბადის მონოქსიდს. ნახშირბადის მონოქსიდი ორგანიზმში შეღწევის შემდეგ სისხლში ჰემოგლობინთან მდგრად ნაერთს-ნახშირბად-ჰემოგლობინს წარმოქმნის. მისი წარმოქმნის შემდეგ, ჰემოგლობინი კარგავს ძირითად ფუნქციას და ორგანიზმი ჟანგბადით ვეღარ მარაგდება.
ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციის გასაზომად ექსპერტებმა მოცულობითი საზომი ერთეული „პიპიემი“ (პარტს პერ მილიონ) გამოიყენეს. ამერიკული სტანდარტებით, ჯამრთელობისათვის და სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარი 1200 პიპიემია. ექსპერიმენტი ამჯერადაც 12 საათიდან ოთხსაათნახევრის განმავლობაში მიმდიდარეობდა. გაზის ღუმელის ჩართვიდან რამდენიმე წუთში ნახშირბადის კონცენტრაცია 6 პიპიემამდე ავიდა, 2 საათის შემდეგ კი ექსპერიმენტის ბოლობდე მისი დონე დაახლოეებით 3 პიპიემამდე შემცირდა. ანუ, ოთახში ექსპერიმენტის დროს სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარზე 200-ჯერ ნაკლები კონცენტრაცია დაფიქსირდა.
იმის დასადგენად, თუ რა ზეგავლენას ახდენს „6 პპმ“ ნახშირბადის კონცენტრაცია ადამიანის ჯამრთელობაზე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ლაზარევის რედაქციით გამოცემული ცნობარი მოვიშველიეთ. იმის გათვალისწინებით, რომ 6 პიპიემი 0,006 მგ Xლ-ია და ნახშირბადის მონოქსიდის ეს რაოდენობა 25 წუთიდან 3 საათამდე დროის განმავლობაში ორგანიზმში ნახშირბად ჰემოგლობინს არ წარმოქმნის და მან შეიძლება, მხოლოდ მხედველობის სიზუსტის დაქვეითება გამოიწვიოს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიის მიერ ჩატარებულმა სისხლის ანალიზმა კი აჩვენა, რომ ჟვანიას სისხლის ნახშირბად-ჰემოგლობინის გაჯერების დონე 72% , უსუპოვის კი-74% იყო. ლაზარევის ცნობარის მიხედვით, 3 საათის განმავლობაში რომ სისხლი ნახშირბად-ჰემოგლობინით თუნდაც 60%-ზე გაჯერდეს, ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაცია 1,26 მგX-ლიტრი ანუ 1000 პიპიემზე მეტი უნდა ყოფილიყო. შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს კი ნახშირბადის კონცენტრაციამ ოთხსაათნახევრის განმავლობაში მხოლოდ 6 პიპიემს მიაღწია. ერთ-ერთი ვერსია, თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჟვანიასა და უსუპოვის სისხლში 72% და 74% ნახშირბად-ჰემოგლობინი, მათი დაღუპვიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტ გვერდებზე გამოქვეყნდა. წყაროები იუწყებოდნენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს შეიარაღებაში ჰქონდათ ქიმიური შენაერთი სახელწოდებით რკინის პენტაკარბონილი.
ლაზარევის ცნობარის მიხედვით რკინის პენტაკარბონილინი ღია მოყვითალო ხსნარია და მძიმე მომწამვლელი ეფექტი აქვს ორგანიზმში, როგორც საყლაპავი, ასევე ინექციის გზით მოხვედრის შემთხვევაში.ვებგვერდების მიხედვით კი, რკინის პენტაკარბონილით მოწამლული პრაქტიკულად არ განსხვავდება ნახშირბადის მონოქსიდით გაგუდულისგან. შხამის ქიმიური შემადგენლობა მარტივია, იგი შედგება რკინისგან და ნახშირბადისგან. 2 გრ პენტაკარბონილის ადამიანის ორგანიზმში საყლაპავი გზებით მოხვედრა, სისხლში ნახშირბადის კონცენტრაციას 5-ჯერ ზრდის, ხოლო რკინის შემადგენლობა პრაქტიკულად არ იცვლება...
ყოველივე ამის მიუხედავად, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაასკვნა, რომ ექსპერტიზის მონაცემების ანალიზის დროს არაფერი შეიმჩნეოდა ისეთი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ წინასწარ დასკვნას იმის შესახებ, რომ ბატონების: ჟვანიას და უსუპოვის სიკვდილის მიზეზი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა იყო, რაც არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.

ამ წინააღმდეგობრივი მოსაზრების გასამყარებლად ეფბიაის დასკვნაში გამოყენებულია ექსპერიმენტის დროს გამოვლენილი ერთი მონაცემი. შემთხვევის ადგილზე ნახშირბადის მინოქსიდის გაზომვის დროს ექსპერტებმა სადარბაზოსთან საკონტროლო საზომი ხელსაწყო აამოქმედეს. რამდენიმე წუთში სადარბაზოს შესასვლელთან ავტომანქანა დაიქოქა და გამონაბოლქვის ფონზე ხელსაწყომ 75,6 პიპიემი აჩვენა. თავის მხრივ ნახშირბადის მონოქსიდის ასეთი კონცენტრაცია, მითუმეტეს ბინის გარეთ სიცოცხლისთვის სახიფათო ვერ იქნებოდა, მაგრამ ეფბიაის დასკვნაში ასეთი ჩანაწერი გაკეთდა: „ექსპერტიზის ეს შედეგი გვიჩვენებს თუ რაოდენ დრამატული ზეგავლენა შეიძლება ჰქონოდა ავტომანქანის დაქოქილ ძრავას 2005 წლის 3 თებერვლის მოვლენებზე“.

ეფბიაის ექსპერტების მოსაზრებათა წინააღმდეგობრიობის მიუხედავად დასკვნა ასეთი იყო: „გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორია აღნიშნავს, რომ თბილისში ჩატარებული ექსპერტიზის დროს ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციას არ მიუღწევია და არ გადაუჭარბებია სი ელ და აი დი ეიჰ ელ სტანდარტებისათვის“.
ჩვენს ხელთაა დოკუმენტი, რომელიც სარწმუნო წყაროს ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშის ოფიციალური თარგმანია და თან ახლავს საქმის მასალებს. თარგმანში დასკვნითი დებულების შინაარსი საწინააღმდეგოდაა გადმოცემული და წერია, რომ ექსპერიმენტის დროს ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციამ მიაღწია და გადააჭარბა ადამიანის ჯამრთელობის და სიცოცხლისთვის საშიშ ზღვარს.ინგლისურ ვარიანტში მითითებულია, რომ არ გადაუჭარბებია, ქართულში კი წერია რომ გადააჭარბა. რადგან ოთახში ნახშირბადის მონოქსიდის სათანადო კონცენტრაცია ექსპერიმენტით არ დადასტურდა, ჟვანიას და უსუპოვის სისხლში ნახშირბადი სასუნთქი გზებით ვერ უნდა მოხვედრილიყო. ამ ფონზე კი უდიდეს ინტერესს იწვევს ჟვანიას ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარში მდებარე სისხლჩაქცევა და ნაჭდევი.

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია: „დაზიანების მორფოლოგიური სურათის გათვალისწინებით, იგი განვითარებული უნდა იყოს სიკვდილის დადგომის შემდეგ, ახლო პერიოდში“. ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს რომ დასკვნაში ასეთი ჩანაწერის არსებობა ტენდენციურობაზე მიუთითებს.

მაია ნიკოლეიშვილი: სისხლჩაქცევა შეიძლება განვითარდეს როგორც სიცოცხლეში ასევე სიკვდილის შემდეგ მოკლე დროშიც, მაგრამ რადგან ექსპერტიზა ყოველგვარი დამატებითი გარემოებების გარეშე დაზიანებას სიკვდილის შემდეგ დროს მიაკუთვნებს, იგულისხმება, რომ არსებობს დირექტივა და არასასურველია დაზიანების სიკვდილამდე პერიოდით დათარიღება...
ეჭვი იმის შესახებ, რომ ჟვანიას და უსუპოვის სისხლში ნახშირბად-ჰემოგლობინის მაღალი პროცენტის მიზეზი გაზის გამათბობელი არ იყო, ძლიერდება მონათხრობებით, რომლის მიხედვითაც უსუპოვს მკერდის არეში ნანემსრები ჰქონდა. ამ მონათხრობის ავტორები არიან პირები, პომლებმაც უსუპოვის გვამი უშუალოდ დაათვალიერეს. ისინი ამბობენ, რომ რაულს მკერდზე ჰქონდა ნანემსრები...

და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ამ უბედურ შემთხვევას საეჭვოს ხდის, ისაა, რომ ბინაში, სადაც გამოძიების ვერსიით, პრემიერ-მინისტრმა უკანასკნელი ღამე გაატარა, სადაც ივახშმა და ცოტაოდენი სასმელიც მიირთვა, გამოძიების მიერ ამოღებულ არცერთ ნივთზე, არცერთ საგანზე ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

მიხეილ სააკაშვილი: საქართველომ დაკარგა დიდი პატრიოტი, რომლის მთელი ცხოვრება ეძღვნებოდა ჩვენი ქვეყნის თავგადაკლულ და უანგარო სამსახურს. მე დავკარგე ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყველაზე სანდო მრჩეველი, ყველაზე დიდი მოკავშირე.

ვახტანგ კომახიძე სტუდია „რეპორტიორი“
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/










ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.

სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы