понедельник, 23 августа 2010 г.

როგორ გადაახტა უფროსს თავზე და რა ინტერესი ამოძრავებს 2 თანამდებობაზე მყოფ უდიპლომო მარინა ალადაშვლს

დედოფლისწყაროს წყალკანალიდან თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება. ბუღალტერისა და კიდევ ერთი თანამშრომლის შემდეგ ახლახან სამსახურიდან კიდევ ერთი, ამჯერად ახალი თანამშრომელიც უცერემონიოდ გაუშვეს. ერთი შეხედვით, შესაძლოა ვინმეს ეს ერთ ჩვეულებრივ მოვლენად მოეჩვენოს, მაგრამ როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია საკმაოდ უცნაურ ფაქტებთან გვაქვს საქმე. მოკვლევის დროს უამრავი თვითნებური ნაბიჯი და პირადი ინტერესი გამოიკვეთა.
როგორც ცნობილია, ახლახან გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფი შეიქმნა, მის ხელმძღვანელად კი მარინა ალადაშვილი დაინიშნა. ის წყალკანალში მანამდე გადასახადების ამკრეფად, ანუ ინკასატორად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ალადაშვილს უმაღლესი განათლება საერთოდ არ გააჩნია, ამ დროისთვის ის ორ თანამდებობას იკავებს. მარინა ალადაშვილის ანაზღაურება წყალკანალში 650 ლარს შეადგენს, ხოლო ამის პარალელურად ის სს „დედოფლისწყარო რაიგაზი“-ს მდივნადაც მუშაობს, სადაც მისი ყოველთვიური ანაზღაურება 250 ლარს შეადგენს.

მის გაუნათლებლობას გაზიფიკაციის თავკაცი ემზარ ჯანაშვილიც ადასტურებს და გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში არ მალავს, რომ ალადაშვილი სამსახურში პირადი ინტერესებით მიიღეს და მის განათლებაზე თვალი დახუჭეს.
ემზარ ჯანაშვილი: „რა მოხდა ახლა, აქ საინტერესო რა ნახეთ, ვერ გამიგია... მარტოხელა ქალია, შვილს მარტო ზრდის. მაშინ წყალკანალში ხელფასი თვეში მხოლოდ 50 ლარი ჰქონდა და რადგან უჭირდა ამიტომ მივიღეთ...
-- კი მაგრამ, ზოგს ერთი სამსახურიც არ აქვს, მასზე გაჭირვებულიც ბევრია... ალადაშვილს კი, რომელსაც არანაირი უმაღლესი განათლება და დიპლომი არ აქვს, ამჟამად ერთდროულად 2 სამსახური აქვს. მისი ყოველთვიური შემოსავალი კი 1 000 ლარს აღწევს... აი, ეს ვნახეთ საინტერესო...
-- გეთანხმებით... ნუ, ახლა... მისი განათლება ეს სულ სხვა საკითხია... მაგრამ გაზიფიკაციაში მდივნად რომ გადმოვიდა, მაშინ წყალკანალში დაბალი ხელფასი ჰქონდა და ამიტომ მივიღეთ“

მოკლედ, როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი მარინა ალადაშვილი საკუთარ ქმედებებს აღარც მის უფროსს, დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერს გიორგი ბენაშვილს უთანხმებს. გაირკვა ისიც, რომ ბოლო პერიოდში ალადაშვილი თავისი ქმედებებით, მის უფროსს, გიორგი ბენაშვილს თავზე გადაახტა და თვითნებურად იმოქმედა...

ყველაფერი კი ასე დაიწყო. სტანდარტიზაციის ჯგუფში ერთ-ერთ წევრად მიღებული ნოდარ პაპაშვილი (სხვათაშორის, უმაღლესი განათლების მქონე) თავის ხელმძღვანელს მარინა ალადაშვილს 1 დღით დაეთხოვა. ოჯახური პირობების გამო გათავისუფლება ითხოვა და გაცდენაში რომ არ ჩაეთვალათ ხელმძღვანელთან შეათანხმა, თუმცა საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ალადაშვილმა იმდენი „იჩალიჩა“ პაპაშვილი სამსახურიდან გააშვებინა...
„ქიზიყმა“ ისიც გაარკვია, რომ იმავე დღეებში ალადაშვილის მიერ დაწერილი მოხსენებითი ბარათი გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის თბილისის მთავარ ოფისში, მეტროლოგია სტანდარტიზაციის ჯგუფის უფროსის თემურ ხვედელიძის სახელზეც გაიგზავნა. ქალბატონი მარინა ალადაშვილი წუხდა და აღშფოთებას გამოხატავდა, რომ თითქოს თანამშრომელი მას არ ემორჩილებოდა, დღეების მანძილზე აცდენდა და მისი გათავისუფლება ამიტომ სურდა...

გაზეთ „ქიზიყის“ საგამოძიებო ჯგუფი ინფორმაციის გადამოწმებას კომპანიის თბილისის ოფისში, სტანდარტიზაციის ჯგუფის უფროსთან თემურ ხვედელიძესთან შეეცადა. სხვათაშორის, ჩვენდა გასაკვირად, ხვედელიძემ დაადასტურა, რომ ალადაშვილის მოხსენებითი ბარათი მიიღო.

თემურ ხვედელიძე: „დედოფლისწყაროდან ჩემს სახელზე ალადაშვილის მოხსენებითი ბარათი ნამდვილად შემოვიდა. თუმცა, მე თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლებას ნამდვილად არ ვწყვეტ... ეს ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ... ამიტომ, ეს მოხსენებითი ბარათი შესასწავლად თელავის განყოფილებას გადავუგზავნე... იქ რა გადაწყვიტეს ვერ გეტყვით... სხვათაშორის, თელავის განყოფილებაში ახალი თანამშრომლები არიან და მათ არც კი ვიცნობ...“

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ გადაახტა თავზე მარინა ალადაშვილი სერვის-ცენტრის მთავარ მენეჯერს. ვითარების გარკვევა ჩვენ დედოფლისწყაროს წყალკანალის უფროსთანაც ვცადეთ. ბენაშვილისგან ამ შემთხვევაშიც საკმაოდ გულახდილი და უცნაური კომენტარი მივიღეთ, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდა.

გიორგი ბენაშვილი (გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერი): „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი ასეთია, რომ შეიძლებიდა ეს პრობლემა ჩვენთან ადგილზევე მოგვარებულიყო და ჩვენ გადაგვეწყვიტა. ალადაშვილს ჩემთვის არაფერი უთქვამს და პირდაპირ ცენტრალურ ოფისს მიმართა. არადა, მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდა საკმაოდ პერსპექტიული და განათლებულია, ამიტომ ჯობდა აქ გადაგვეწყვიტა და მეც მცოდნოდა... შეიძლებოდა უფრო მსუბუქად მოგვეგვარებინა, ან საყვედური გამოგვეცხადებინა... ალადაშვილს ჩემთვის არაფერი შეუთანხმებია“ -- ამბობს ბენაშვილი და თანაგუნდელის საქციელით მის ტონში წყენა შეინიშნებოდა.

ასე და ამრიგად, აშკარაა, რომ ალადაშვილი პირადი ინტერესებით მოქმედებს და გარკვეულ მზაკვრულ გეგმებს აწყობს. სხვათაშორის, ამ თემაზე მუშაობის დროს „ქიზიყთან“ საუბრისას ალადაშვილს უამრავი ადამიანი ემდუროდა...

მიზეზების გარკვევას ბრალდებების ადრესატთან მარინა ალადაშვილთან პირადად შევეცადეთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისი სამსახურეობრივი ნომერი 8(91) 40 38 66 მუდმივად გამორთული იყო.

სხვათაშორის ძალზე უცნაური დამთხვევაა ისიც, რომ ალადაშვილმა "ქიზიყთან" კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ამ სტატიის შესახებ ანონსი გამოვაქვეყნეთ. უცნაური გახლდათ მისი პოზიციაც... უნდა ითქვას, რომ მანამდე ნოდარ პაპაშვილის გათავისუფლებას ყველა წყარო ადასტურებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქიზიყის საიტზე სტატიის ანონსი გამოჩნდა, მარინა ალადაშვილი სხვანაირად ალაპარაკდა: "აი, სწორედ ახლა ნოდარი ჩემთან მოდის სახლში უნდა შემოვიდეს. დავილაპარაკებთ და გავარკვევთ, არანაირად გათავისუფლებული არ არის... მოვა და უნდა ვილაპარაკოთ..."

ამგვარი კომენტარის შემდეგ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პაპაშვილის გათავისუფლება სწორედ ჟურნალისტების ჩარევის შემდეგ გადაიფიქრეს. თორემ, სხვაგვარად გაუგებარია, საჩივრები რატომ გაიგზავნა თბილისსა და თელავში, ანდა, რატომ ადასტურებდა ყველა წყარო, რომ ნოდარ პაპაშვილი მართლაც გათავისუფლებული იყო... პოზიციები რატომღაც ზუსტად მას შემდეგ შეცვალეს, როცა "ქიზიყში" ეს თემა გამოჩნდა... /ქიზიყი/

თამილა გურაშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ვაშლოვანის ეროვნული პარკი საველე საკომუნიკაციო სისტემებით აღიჭურვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (TIKA) საქართველოს ოფისის კოორდინატორის მოადგილე თეომან თირიაქმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შოვანაძემ დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ვაშლოვანის ეროვნული პარკისთვის საველე საკომუნიკაციო სისტემების გადმოცემის აქტს მოაწერეს ხელი. პროექტის ფარგლებში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის სპეციალური საველე საკომუნიკაციო სისტემებით აღჭურვა განხორციელდა, ასევე, ადმინისტრაციის თანამშრომლები გადამზადდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, პროექტის ბიუჯეტმა 35 000 ლარი შეადგინა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვაშლოვანის ეროვნული პარკის საკომუნიკაციო სისტემებით უზრუნველყოფის პროექტი დაცული ტერიტორიის თანამშრომლებისთვის კომუნიკაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. საკომუნიკაციო სისტემები პარკის რეინჯერებს ხელს შეუწყობს საველე პირობებში მუშაობისას, მობილური კავშირის შეზღუდულ პირობებში, შეუფერხებლად აწარმოონ პატრულირება, ვიზიტორთა მომსახურების უზრუნველყოფის და დაცვის გაუმჯობესების მიზნით. ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაცია პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს და ტურისტების ნაკადის მისაღებად კვლავაც მზადყოფნას გამოსთქვამს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი თბილისიდან

воскресенье, 22 августа 2010 г.

კახეთის ორი ცნობილი ”ხმა” დაქორწინდა

რადიო „ჰერეთის“ საინფორმაციო სამსახურის მენეჯერი, პოპულარული რადიოჟურნალის ”მთელი კვირა” წამყვანი გიორგი ალადაშვილი და „ჰერეთის“ ყოფილი ჟურნალისტი სოფო კაპანაძე დაქორწინდნენ.

ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ყველა თანამშრომელი სულითა და გულით ულოცავს გიორგის და სოფოს გაბედნიერებას. აღსანიშნავია, რომ რადიო „ჰერეთში“ თავის ბედი უკვე მეოთხე წყვილმა დაუკავშირა.







რადიო „ჰერეთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე და „ჰერეთის“ დილის გადაცემის ყოფილი პროდიუსერი და წამყვანი ნათია ვაიტაძე, „ჰერეთის“ საინფორმაციო სამსახურის წამყვანი ნანა დალაქიშვილი და ყოფილი მუსიკალური წამყვანი გიორგი ბოჭორმელი, „ჰერეთის“ ტექნიკური დირექტორი ლადო ბაღაშვილი და საინფორმაციოს წამყვანი ნინო ბეკოშვილი მეუღლეები არიან.

ამას გარდა, 23 აგვისტოს ახლადდაქორწინებული კახეთის პოპულარული ხმა, ყველასთვის საყვარელი რადიო-წამყვანი გიორგი ალადაშვილი იუბილარია. გაზეთ "ქიზიყის" ადმინისტრაცია გიორგი ალადაშვილს სულითა და გულით ულოცავს როგორც დაბადების დღეს, ისე ლამაზი ოჯახის შექმნას.ბედნიერებას, წინსვლას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ მას და მის მეუღლეს.

ასევე გვინდა განბობოთ, რომ 23 აგვისტოს დილის 8 საათიდან მუშაობას განაახლებს რადიო ჰერეთის საინფორმაციო სამსახური. როგორც გაზეთ "ქიზიყს" სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთიდან" აცნობეს, ახალი ამბები ეთერში განახლებული ფორმატით დაბრუნდება. ახალი ამბების მოსმენა სიხშირეზე 102.8 ყოველ ერთ საათში იქნება შესაძლებელი.

/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
რა გზა გაიარა ავთანდილ ლეკაშვილმა დეპუტატობამდე?


დედოფლისწყაროს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტის წევრს ავთანდილ ლეკაშვილს 820 ჰა მიწა აქვს საკუთრებაში. აქედან დეპუტატი 482 ჰა საძოვარს დედოფლისწყაროს რაიონში ფლობს, 275 ჰა-ს ნინოწმინდის რაიონში და 63 ჰა სახნავ - სათეს მიწას შირაქში. ლეკაშვილის თქმით, მიწები მან მანამდე იყიდა, სანამ პარლამენტის წევრი გახდებოდა. მისივე თქმით, 1 ჰა საძოვარი 30 ლარად აქვს ნაყიდი, 1 ჰა სახნავ - სათესი კი 440 ლარად. რა გზა გაიარა ავთანდილ ლეკაშვილმა დეპუტატობამდე?


ავთანდილ ლეკაშვილის შრომითი ბიოგრაფია 1972 წლიდან იწყება. პროფესიით ეკონომისტი ლეკაშვილი 1972 – 81 წლებში ქალაქ წითელწყაროს კოლმეურნეობაში, კოლმეურნედ მუშაობდა; 1981 წლის ივნისიდან 1985 წლის მაისის ჩათვლით, წითელწყაროს რაიკომის კომკავშირული ორგანიზაციის განყოფილების გამგედ; მომდევნო სამი წლის განმავლობაში წითელწყაროს ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობის კ/პარტორგანიზაციის მდივანია; 1988 წლის მარტიდან 1990 წლის აპრილამდე წითელწყაროს რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1990 წლიდან წითელწყაროს ორჯონიკიძის სახელობის კოლმერნეობის თავმჯდომარე; 1999 – 2003 წლებში სტატისტიკის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი; 2003 წლის თებერვალში დედოფლისწყაროს რაიონის გამგებლად დაინიშნა, სადაც 2004 წლის თებერვლამდე იმუშავა. 2008 წლის ივნისიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. დედოფლისწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. ლეკაშვილი პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ავთანდილ ლეკაშვილის სახელზე ქონებრივი მდგომარეობის 2 დეკლარაციაა რეგისტრირებული. პირველი დეკლარაცია ლეკაშვილს 2009 წლის 24 აპრილს აქვს შევსებული, ხოლო მეორე დეკლარაცია 2010 წლის 6 ივნისით არის დათარიღებული.

პირველ დელარაციაში ავთანდილ ლეკაშვილს მისი ან ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გრაფაში მონაცემები შეტანილი არ აქვს. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ავთანდილ ლეკაშვილს „საქართველოს ბანკში“ საბარათე ანგარიშზე 20 ლარი ერიცხებოდა; ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე 19 000 აშშ დოლარი; „სტანდარტ ბანკში“ საკრედიტო ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარი და „ტაოპრივატ ბანკში“ ასევე საკრედიტო ანგარიშზე 42 000 აშშ დოლარი. დეკლარაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ 2008 წელს, ავთანდილ ლეკაშვილის მიღებული შემოსავალი 27 932 ლარი იყო; მისი მეუღლის ცისანა ლეკაშვილის წლიური შემოსავალი კი 13 500 ლარს შეადგენს. დეპუტატის მეუღლე დედოფლისწყაროს შპს საავადმყოფო პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ექიმი - რადიოლოგია.

პირველი დეკლარაციისგან განსხვავებით, მეორე დეკლარაციაში ავთანდილ ლეკაშვილს მისი ან ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გრაფაში მონაცემები შეტანილი აქვს. ავთანდილ ლეკაშვილის სახელზე ირიცხება: დედოფლისწყაროში, ევდოშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი; დედოფლისწყაროს რაიონში მიწის სახნავი ნაკვეთი ფართობით 630 000,0 კვ.მ; დედოფლისწყაროს რაიონში მიწის ნაკვეთი საძოვარი, ფართობით 4 820 000,0 კვ.მ; ნინოწმინდის რაიონში მიწის ნაკვეთი საძოვარი, ფართობით 2 750 000,0 კვ.მ. ცისანა ლეკაშვილის სახელზე ირიცხება - თბილისში, ვაჟა ფშაველას 51-ში მდებარე ბინა ფართობით 42,0 კვ.მ. 2009 წელს ავთანდილ ლეკაშვილს „საქართველოს ბანკიდან“ აღებული 6 წლიანი სესხით 24 000 აშშ დოლარად ღირებული მსუბუქი ავტომანქანა აქვს შეძენილი. დეკლარაციის შევსების დროისთვის ავთანდილ ლეკაშვილს „საქართველოს ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე ერიცხება 500 ლარი; ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე 1850 ლარი, ხოლო ცისანა ლეკაშვილს „ტაოპრივატ ბანკში“ საკრედიტო ანგარიშზე 800 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ 2009 წელს, ავთანდილ ლეკაშვილის მიღებული შემოსავალი 46 521 ლარს შეადგენს, ხოლო ცისანა ლეკაშვილის 9994 ლარს. ავთანდილ ლეკაშვილის შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან 53 000 ლარია.

„ცხვარიც მყავს და ფერმაც მაქვს. ქონება მანამდე შევიძინე, სანამ პარლამენტის წევრი გავხდებოდი. წლების განმავლობაში ფერმერი ვიყავი“, - აცხადებს ლეკაშვილი. /რეზონანსი/

გელა მთივლიშვილი


* * *
ღატაკი ოჯახების მოსწავლეებს წიგნები უფასოდ დაურიგდებათ

I-დან მე-XII კლასის ჩათვლით, მოსწავლეებს იმ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებიც სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფულად დახმარებას იღებენ, სასწავლო სახელმძღვანელოები სწავლის დაწყებისთანავე სკოლებში უფასოდ დაურიგდებათ.
როგორც "ქიზიყმა" დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში გაარკვია, განათლების სამინისტრომ 8 მილიონი ლარის სახელმძღვანელოები უკვე შეიძინა.
რესურს-ცენტრში აცხადებენ, რომ უფასოდ გასაცემ წიგნებს ყველა რაიონში რესურსცენტრები თვის ბოლომდე მიიღებენ და ბავშვებს სკოლაში გამოცხადებისთანავე დაურიგებენ.
წლის ბოლოს ეს წიგნები მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკას უნდა ჩააბარონ. მომდევნო სასწავლო წელს წიგნებს სხვა სოციალურად დაუცველი მოსწავლეები გამოიყენებენ.
იმ ოჯახებს, ვინც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ არიან რეგისტრირებულები, წიგნების შეძენა მოუწევთ. ამდენად, წიგნის უფასოდ მისაღებად აუცილებელია ოჯახი საარსებო შემწეობას ამ დროისთვისაც იღებდეს. /ქიზიყი/ ბესიკ გულაშვილი
* * *
დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატს 2009 წლის დეკლარაციაში უძრავი ქონება დამალული აქვს

საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ავთანდილ ლეკაშვილის სახელზე ქონებრივი მდგომარეობის 2 დეკლარაციაა რეგისტრირებული. პირველი დეკლარაცია ლეკაშვილს 2009 წლის 24 აპრილს აქვს შევსებული, ხოლო მეორე დეკლარაცია 2010 წლის 6 ივნისით არის დათარიღებული.
პირველ დელარაციაში ავთანდილ ლეკაშვილს მისი ან ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გრაფაში მონაცემები შეტანილი არ აქვს. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ავთანდილ ლეკაშვილს „საქართველოს ბანკში“ საბარათე ანგარიშზე 20 ლარი ერიცხებოდა; ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე 19 000 აშშ დოლარი; „სტანდარტ ბანკში“ საკრედიტო ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარი და „ტაოპრივატ ბანკში“ ასევე საკრედიტო ანგარიშზე 42 000 აშშ დოლარი. დეკლარაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ 2008 წელს, ავთანდილ ლეკაშვილის მიღებული შემოსავალი 27 932 ლარი იყო; მისი მეუღლის ცისანა ლეკაშვილის წლიური შემოსავალი კი 13 500 ლარს შეადგენს. დეპუტატის მეუღლე დედოფლისწყაროს შპს საავადმყოფო პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ექიმი - რადიოლოგია.
პირველი დეკლარაციისგან განსხვავებით, მეორე დეკლარაციაში ავთანდილ ლეკაშვილს მისი ან ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გრაფაში მონაცემები შეტანილი აქვს. ავთანდილ ლეკაშვილის სახელზე ირიცხება: დედოფლისწყაროში, ევდოშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი; დედოფლისწყაროს რაიონში მიწის სახნავი ნაკვეთი ფართობით 630 000,0 კვ.მ; დედოფლისწყაროს რაიონში მიწის ნაკვეთი საძოვარი, ფართობით 4 820 000,0 კვ.მ; ნინოწმინდის რაიონში მიწის ნაკვეთი საძოვარი, ფართობით 2 750 000,0 კვ.მ. ცისანა ლეკაშვილის სახელზე ირიცხება - თბილისში, ვაჟა ფშაველას 51-ში მდებარე ბინა ფართობით 42,0 კვ.მ. 2009 წელს ავთანდილ ლეკაშვილს „საქართველოს ბანკიდან“ აღებული 6 წლიანი სესხით 24 000 აშშ დოლარად ღირებული მსუბუქი ავტომანქანა აქვს შეძენილი. დეკლარაციის შევსების დროისთვის ავთანდილ ლეკაშვილს „საქართველოს ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე ერიცხება 500 ლარი; ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე 1850 ლარი, ხოლო ცისანა ლეკაშვილს „ტაოპრივატ ბანკში“ საკრედიტო ანგარიშზე 800 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ 2009 წელს, ავთანდილ ლეკაშვილის მიღებული შემოსავალი 46 521 ლარს შეადგენს, ხოლო ცისანა ლეკაშვილის 9994 ლარს. ავთანდილ ლეკაშვილის შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან 53 000 ლარია.
ლეკაშვილი აღნიშნავს, რომ მიწები მან მანამდე იყიდა, სანამ პარლამენტის წევრი გახდებოდა. მისივე თქმით, 1 ჰა საძოვარი 30 ლარად აქვს ნაყიდი, 1 ჰა სახნავ - სათესი კი 440 ლარად. /ICK.ge/
* * *
საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობას გასახლებისთვის დიდ თანხას კიდევ სთავაზობენ?!

არხილოსკალოსა და ზემო ქედში აჟიოტაჟი განახლდა


დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში რამდენიმე წლის წინ დაწყებული აჟიოტაჟი კვლავაც განახლდა. ზემო ქედსა და არხილოსკალოს მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ სოფლებში უცხო ეროვნების მოქალაქეები კიდევ გამოჩნდნენ და ტერიტორიიდან აბარგების სანაცვლოდ მოსახლეობას დიდძალ ფულს სთავაზობენ.
ამგვარი ინფორმაციები რამდენიმე წლის წინაც აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა ქიზიყმა ისეთ ოჯახებსაც მიაგნო, რომელთაც ამ ბოლო დროსაც უნახავთ ამგვარი კლიენტები. მომხდარი ადგილობრივებში შეშფოთებას და დაბნეულობას იწვევს, მათ ეს ყველაფერი ძალზე საეჭვოდ ეჩვენებათ...

პეტრე გაროზაშვილი (სოფელ არხილოსკალოს მკვიდრი): ,,კარგად მახსოვს, ადრეც იყო ასეთი აჟიოტაჟი, მაგრამ ახლაც გამოჩნდნენ უცხოელები და ტერიტორიების შესყიდვა უნდათ. ვისაც თანხა შესთავაზეს არავინ დატანხმებია, მაგრამ ხალხი დაბნეულია. ზოგი ამბობს აეროდრომისთვის სჭირდებათ ტერიტორიაო, ზოგი იმასაც ამბობს ატომურ ბომბზე ვზივართ, მთელი დედოფლისწყარო საფრთხეშია და მასშტაბური მიზნებისთვის უნდათ ამ ტერიტორიების შესყიდვაო...
როგორც ქიზიყმა გაარკვია, სოფელი არხილოსკალო ერთადერთი არ არის, სადაც ამგვარი აჟიოტაჟი კიდევ ატყდა. იგივე ხმები აქტიურად ვრცელდება არხილოსკალოს მოსაზღვრე სოფელ ზემო ქედშიც.
ალექსანდრე ბოსტოღანაშვილი (სოფელი ზემო ქედი): ,,დადიან და თანხებს გვთავაზობენ გადასახლდითო, ხალხს ეს აეჭვებს და გვინდა გაგვარკვიონ. ბოლოსდაბოლოს რა ინტერესი აქვთ ამ ტერიტორიების მიმართ, ვერ გაგვიგია რა ხდება...

გაზეთ ქიზიყის რედაქციამ ინფორმაციის გადამოწმება სოფელ ზემო ქედის რწმუნებულთან სცადა, ამ საკითხე გამგებლის რწმუნებულმა ქიზიყს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ბეჟან სუხაშვილი (სოფელ ზემო ქედის რწმუნებული): ,,ამჟამად ასეთი ინფორმაცია არ გამაჩნია. ჯერჯერობით, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. ასეთი აჟიოტაჟი 5 წლის წინაც ატყდა, მაშინ მე გამგებელი არ ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს. ადრე აქ მიწისქვეშა გვირაბში საკმაოდ გასაიდუმლოებული მასალები იყო, აქ თვით რუსებსაც კი ეკრძალებოდათ შესვლა. შესაბამისად, სოფლებში რადიაციის დონეც მომატებული იყო. მოსახლეობა მუდმივად უჩიოდა ონკოლოგიურ და სხვა ხასიათის დაავადებებს. ამ საკითხში ძალიან ჩახედული და კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ შესაძლოა, რადიაცია და რაღაც საფრთხე ახლაც იყოს. თუმცა, ვიცი, რომ წინა წლებში აქ სპეციალისტები იყვნენ ჩამოსულნი და ნარჩენებისგან ტერიტორიის გასაწმენდად სერიოზული სამუშაოები ჩატარდა... მერე კიდევ გაზომეს და თქვეს, რომ რადიაციული ფონი ბევრად შემცირდა. მაჩვენებელი ახლაც მაღალი არის, თუმცა საგანგაშო არ არისო. სხვა ვერაფერს გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი, ვის უნდა ამ ტერიტორიების შესყიდვა, ან რას უკავშირებენ ამ ხმებს... არც ის ვიცი, რა მიზნები აქვთ უცხოელებს აქედან მოსახლეობის გასახლება რომ დაიწყოს... არ ვიცი..." /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

პოლონელი ტურისტები დედოფლისწყაროს ფლორასა და ფაუნის შესასწავლად ჩამოვიდნენ

უკვე მეორე დღეა დედოფლისწყაროს პოლონელ ტურისტთა ჯგუფი ქალაქ ტორუნიდან ეწვია. როგორც ტურისტებმა გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, დედოფლისწყაროში რამდენიმე დღეს დარჩებიან: ,,ბიოლოგები ვართ, ძირითადად ფრინველებით ვართ დაინტერესებულნი. საქართველოსა და დედოფლისწყაროს შესახებ ინფორმაცია ინტერნეტიდან მივიღეთ. ჩვენი ქვეყანა ქართველების მეგობარია და ძალიან გვიყვარხართ. საქართველოში უზომოდ სიმპათიური და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. დედოფლისწყაროში საუკეთესო ფლორა და ფაუნაა, ერთი სული გვაქვს პირადად როდის ვნახავთ ყველაფერს. ასევე, ძალიან გვინდა მოვინახულოთ კასრისწყლის ტერიტორია. ჩვენი ქალაქი ტორუნი ძველი ისტორიული ქალაქია, აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 15 საუკეთესო ასტრონომი, ასევე მეცნიერი ნიკოლაი კოპერნიკი. დედოფლისწყაროდან კი რამდენიმე დღეში დასავლეთ საქართველოში გამგზავრებას ვგეგმავთ" -- ამბობენ ტურისტები ტომას ბრაუზე, იაცეკ ჯელინსკი და მარეკ სკოვორონსკი. ტურისტებმა გაზეთ "ქიზიყის" წარმომადგენლები პოლონეთში მიიწვიეს და აღნიშნეს, რომ მათი დედოფლისწყაროს ლანდშაფტით განსაკუთრებული დაინტერესება სწორედ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დამსახურებაა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

четверг, 19 августа 2010 г.

რამდენი დაუჯდა ბიუჯეტს ელიაობის დღესასწაულის ტაშ-ფანდური - 10 ათასი, თუ 3 412 ლარი?!

რა ტყუილში გამოიჭირა "ქიზიყმა" მაღალჩინოსნები და როგორ აკმარეს უამრავ სტუმარს რესტორანში 112 ლარის საკვები?!

გაზეთ „ქიზიყის“ ადმინისტრაცია უკვე ორი კვირაა ცდილობს გაარკვიოს, დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან რამდენი ლარი დაიხარჯა ელიაობის დღესასწაულისთვის გამართულ ღონისძიებებსა და სტუმრების მასპინძლობისთვის. კულუარული ინფორმაციით, დედაქალაქელი სტუმრებისა და ცნობილი მომღერლების რესტორანში გამასპინძლება, ასევე მომღერლების საჰონორარო ანაზღაურება დედოფლისწყაროს ბიუჯეტს 10 000 ლარი უნდა დასჯდომოდა. საეჭვოდ გამოიყურება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებული ოფიციალური პასუხი, რის მიხედვითაც სუფრაზე თითქოს მხოლოდ 112 ლარი დაიხარჯა... მასალის მზადებისას უამრავ პარადოქსულ ფაქტს გადავაწყდით. სანდო წყაროები "ქიზიყს" მეტად საინტერესო ამბებს უყვებიან...
დედოფლისწყაროს გამგეობა გაზეთ „ქიზიყისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში გვატყობინებს, რომ კულტურისა და სპორტის ცენტრს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 412 ლარი ელიაობის დღესასწაულის ღონისძიებების ორგანიზებისთვის გადაერიცხა. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა იანა იანვარაშვილმა აცნობა.
ინფორმაციას კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი, თამაზ კირვალიძეც ადასტურებს. „ქიზიყმა“ კირვალიძისგან თანხის განკარგვის დაკონკრეტება ითხოვა. სხვათაშორის, კირვალიძისგანაც პასუხის მიღება საკმაოდ გაჭიანურდა. მისი პირადად ნახვა რამდენიმე დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგაც რომ ვერ მოხერხდა, „ქიზიყმა“ სატელეფონო კომენტარი ჩაწერა: „გამგეობამ 3 412 ლარი ჩაგვირიცხა, აქედან 3 000 ლარი კონცერტზე გადავრიცხეთ, 412 ლარი კი მასპინძლობას და სხვა ხარჯებს მოხმარდა“...

კონცერტის პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კონცერტის გასამართად დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 3 000 ლარი ჩაერიცხათ.

"ქიზიყმა" ინფორმაციების გადამოწმება სხვადასხვა წყაროებიდან სცადა და საკმაოდ უცნაური დეტალები შეიტყო.
„კუკარაჩას“ კაფე-რესტორანში იმ დღეს 150-ზე მეტი კაცი შეიკრიფა. დიდი ტაშ-ფანდური გამართეს. ახლა რომ უთქვამთ 400 ლარი დაიხარჯაო, ისეთი სუფრა იყო, ათი იმდენი დაიხარჯებოდა. ოფიციალურად კი თვალში ნაცარს გვაყრიან და გვატყუებენ. 3 მოზვერი დაკლეს, 4 ციკანი და უზარმაზარი ლოქოები იყო. ამბობენ, რომ პარლამენტარმა ავთო ლეკაშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა სტუმრების გამასპინძლებაშიო“. -- ყვებიან საქმეში ჩახედული დედოფლისწყაროელები, რომელთაც ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.

მოგვიანებით, დეტალების დასაზუსტებლად და ფაქტების გადასამოწმებლად გაზეთი „ქიზიყი“ დედოფლისწყაროში, შირაქის ქუჩაზე მდებარე კაფე-რესტორნის მფლობელს, შალვა ბურდულს პირად ნომერზე დაუკავშირდა. საყურადღებოა, რომ პირველი ზარი განხორციელდა, თუმცა მალევე ბურდულმა ტელეფონი მთლიანად გამორთო და ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.
რაც შეეხება დედოფლისწყაროს მაჟორიტარს, ავთანდილ ლეკაშვილს, მაშინ როცა „ქიზიყმა“ მას ელიაობისთვის თბილისელი სტუმრების გამასპინძლების თაობაზე ჰკითხა, პარლამენტარმა ბრძანა, არა, ასეთს არაფერს ვგეგმავ, არც სტუმრებს ველოდები და ამ წუთებში მე თბილისში ვიმყოფები, დღესასწაულზე კი რაიონიდან გავდივარ საქმეზეო. საუბრის დასრულებიდან 10 წუთში ლეკაშვილი საკუთარ ავტომობილში მჯდარი დედოფლისწყაროს ცენტრში შევნიშნეთ...
როგორც გაზეთ „ქიზიყს“ ხსენებული რესტორნის პერსონალმა განუცხადა, მათთან ცარიელი დარბაზის დაქირავება კაცზე 2 ლარი ჯდება. ანუ, 150 კაციანი სუფრის გაშლისას, თუკი დამკვეთი ხარჯსაც თავად მიიტანს, 300 ლარი მხოლოდ დარბაზის ქირას დაჭირდება. გამოდის, რომ კულტურის ცენტრმა 300 ლარად დარბაზი იქირავა, კვებისთვის კი მხოლოდ 112 ლარი დარჩა.
საინტერესოა, რელიგიურ დღესასწაულზე დედოფლისწყაროში ჩამოსულ საპატიო სტუმრებს კვებაში როგორ გააწვდინეს 112 ლარი. გამოდის, რომ საქმე არაოფიციალურ დაფინანსებასთან გვაქვს. ან დამატებით სხვა წყაროებიდან მოხდა ხარჯების დაფარვა, ანდა უკეთეს შემთხვევაში პარლამენტარმა ან სხვა მაღალჩინოსნებმა საკუთარი ჯიბეებიდან დაფარეს. კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი კი ამბობს, რომ მისთვის უცნობია ვინმემ საკუთარი ჯიბიდან ითავა თუ არა სტუმრების გამასპინძლება. ამ კითხვაზე კირვალიძის კომენტარი ასეთია: „რა ვიცი, მე რაც მევალებოდა ის გავაკეთე და, დანარჩენი, ზედმეტად ვინ რა დაამატა, ან ვინ რა ითავა, ვერ გეტყვით“ - ამბობს კულტურის ცენტრის თავკაცი... /ქიზიყი/

თამილა გურაშვილი
ილია მარტყოფლიშვილი

* * *
ფიროსმანის ნამუშევრებს ბათუმში პირველად გამოფენენ

ბათუმის ეროვნული მუზეუმი დიდი თვითნასწავლი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. როგორც ბათუმის ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, ფიროსმანის ნამუშევრები ზღვისპირა ქალაქში წელს პირველად გამოიფინება, თავად ნახატები კი თემატიკის მიხედვით შეირჩა.
როგორც ქიზიყმა გაარკვია, მსურველებს ბათუმის ეროვნულ მუზეუმში სოციალურ და ისტორიულ თემებზე შესრულებული ნამუშევრების დათვალიერება 23 აგვისტოდან შეეძლებათ.
შეგახსენებთ, ნიკალა ფიროსმანაშვილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში დაიბადა, მისი ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით არის აღიარებული. ყველაფრის მიუხედავად, დიდი მხატვრის საფლავი ამ დრომდე უცნობია. /ქიზიყი/ ბესიკ გულაშვილი
* * *
რთველი 2010 დედოფლისწყაროდან დაიწყება
კახეთის რეგიონში რთველი ოფიციალურად 24 აგვისტოდან დაიწყება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ყვარელში ყოფნისას განაცხადა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად რთველი ყველაზე ადრე დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებიდან იწყება. ყურძენი ყველაზე ადრე სწორედ სამთაწყაროსა და ფიროსმანში შემოდის.
გასულ წელს დედოფლისწყაროში რთველი მოსალოდნელზე ადრე დაიწყო და ყველაზე სწრაფად დასრულდა. წინა წლებისგან განსხვავებით, შარშან დედოფლისწყაროელ მევენახეებს მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნიათ. კვეზერელის თქმით, კახეთის მასშტაბით, მიმდინარე წელს, 34 ყურძნის მიმღები პუნქტი იმუშავებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 10 დღის შემდეგ მოსავლის ზუსტი პროგნოზი დაიდება და ბიუჯეტი გაიწერება: „თვენახევრიან რთველზე გადავდივართ, რაც ადრე საოცნებო იყო. წინა წლებში გვქონდა 20 დღიანი რთველი, დიდი რიგები და ეს აისახებოდა ხარისხზეც. წინა წლებთან შედარებით, 6 თვის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ღვინის ექსპორტის 50%-იანი ზრდა. შარშან თუ ამ დროისთვის გატანილი იყო 4 მილიონი ბოთლი, წელს უკვე გატანილია 6 მილიონი ბოთლი ღვინო“, - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა. სავარაუდოდ, დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში რთველი 15 აგვისტოდან უნდა დაიწყოს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

среда, 18 августа 2010 г.

რა ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს გამგეობაში და რატომ იგდებენ სამსახურის უფროსები ღატაკებს აბუჩად?!

დედოფლისწყაროში, თამარის ქუჩაზე მცხოვრები 63 წლის ოლია ტუსაშვილი გაუსაძლის ვითარებაში იმყოფება. მარტოხელა პენსიონერი გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ ავარიულ ბინაში ცხოვრობს და დიდია ალბათობა, კედლის ჩამონგრევისას ცოცხლად დაიმარხოს... ქალბატონი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ოლია ტუსაშვილს საცხოვრებელი ჭერის გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობაც აწუხებს: „ახალი ნაოპერაციები ვარ, სიმსივნე მაქვს, ონკოლოგიური ავადმყოფი გახლავართ, აღრიცხვაზე ვარ და მუდმივი მკურნალობა მჭირდება. შემოსავალი კი არსაიდან მაქვს. სახლი თავზე მენგრევა, კედელი და კიბე სადაცაა ჩამოინგრევა. არ ვიცი რა ვქნა, ჭერიდანაც წყალი ჩამომდის, წვიმის დროს ყველაფერი გამიფუჭდა. წამლის ფულიც არ მაქვს, გამოკვებას ძლივს ვახერხებ და სახლი როგორ გავამაგრო... არადა ასე ცხოვრებაც სახიფათოა. გამგეობაში, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დავით ჯიბღაშვილს ბევრჯერ მივმართე, მაგრამ ბიუჯეტში საშუალება არ არის, ვერ დაგეხმარებიო, უარით გამომისტუმრა. რამდენჯერმე მივედი, მაგრამ რეალური დახმარება ან იმედი, ჩემთვის არავის მოუცია. რა აზრი აქვს გამგეობაში სიარულს, მაიც არაფრად გვაგდებენ.“ - აცხადებს მარტოხელა ქალბატონი, რომელიც უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად ვერც სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში მოხვდა. ამდენად, ოლია ტუსაშვილი სახელმწიფოსგან ვერც საარსებო შემწეობას იღებს, რაც მის ყოფას კიდევ უფრო ართულებს.

გაუსაძლის ვითარებაში არსებული მარტოხელა ქალბატონის გამგეობაში კიდევ ერთ ვიზიტს ინციდენტი მოჰყვა, რასაც გაზეთ „ქიზიყის“ კორესპონდენტი ექსკლუზიურად შეესწრო.
დედოფლისწყაროს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისგან გაწბილებული და უარით გამოპანღურებული ქალბატონი გამგეობის კორიდორში იდგა და შველას უშედეგოდ ითხოვდა. სულ მალე, გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი გიორგი გონაშვილი მივიდა და დამცინავი ტონით ტუსაშვილს გამოელაპარაკა. გონაშვილმა არც ტონის აწევა და ყვირილი ითაკილა: „ფული არ არი, ფული არ არი ქალოოო, ვერ გაიგე? აბა რა მოგცეთ“... - ისეთი ღვარძლიანი ტონით და ირონიით დასჩხაოდა გონაშვილი ღატაკს, მის ნაცვლად თავი შეურაცხყოფილად ჩვენ ვიგრძენით... გონაშვილი კაბინეტის კარში იდგა და ქალბატონს შიგნით შესვლის საშუალებასაც არ აძლევდა.

გონაშვილის საქციელით სახტად დარჩენილნი იქვე ინფრასტრუქტურის სამსახურის შეფს დავით ჯიბღაშვილს ჩავეკითხეთ. ჯიბღაშვილმა სწორედ ამ დროს გამოიარა დერეფანში, თუმცა „ქიზიყის“ კითხვაზე, რა პასუხი აქვს მას ხსენებულ ქალბატონზე, ბატონი დავითი ნარნარით კიბეებზე მდუმარედ დაეშვა და ყურიც არ შეიბერტყა... სიტყვა არაფერზე დასცდენია ... როგორც სჩანს, ხალხის ხმა ზოგიერთ მაღალჩინოსნამდე ვერ აღწევს... ინციდენტს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელიც შეესწრო. გონაშვილს ჩოხელიც დაემოწმა, საუბარში ჩაერთო და ფული არ გვაქვსო, ერთობლივი ძალებით დაიწყეს უმწეოსთვის თვალის ახვევა... მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ მომხდარს თვალყურს გაზეთ „ქიზიყის“ კორესპონდენტიც ადევნებდა, ტონს დაუწიეს, თუმცა გონაშვილი თავისას არ იშლიდა...
„ძალიან შეურაცხყოფილი და დამცირებული ვარ შვილო, გამგებელს სამი ათასი აქვს ხელფასი, სამსახურის უფროსებს ყოველთვე ათასი ლარი და... ჩვენთვის კი ლუკმის გადმოგდებაც არ უნდათ... ასეთ დამოკიდებულებას არ ველოდი, მომხდარზე ძალიან ვინერვიულე და განვიცადე“ - აცხადებს ოლია ტუსაშვილი.

გაზეთ „ქიზიყის“ ადმინისტრაცია მომხდარს გმობს, უტაქტობად და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებად აფასებს, დედოფლისწყაროელ მაღალჩინოსნებს კი მოქალაქეებისადმი უპატივისმცემლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. იმის გათვალისწინებით, რომ დედოფლისწყაროში მაღალჩინოსნების მიერ მოსახლეობის შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტებმა ბოლო დროს ტრადიციული ხასიათი მიიღო „ქიზიყი“ დედოფლისწყაროს გამგებელს მისი თანაგუნდელების მოსახლეობასთან დამოკიდებულების შესწავლას, ამ საკითხის გადახედვას და შესაბამის რეაგირებას ურჩევს, სამსახურის უფროსებს კი მეტი წინდახედულებისკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი


* * *
ჯაფარიძელები წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

დათო ჯიბღაშვილი დამცინავად მეუბნებოდა, ხალხს ნუ აბუნტებ, ეს ყველაფერი შენი მოწყობილიაო


სოფელ ჯაფარიძის მოსახლეობა წყლის მიწოდებით უკმაყოფილოა და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ადგილობრივებთან ამ პრობლემაზე სასაუბროდ გამგეობის თანამშრომლებიც ჩავიდნენ, თუმცა რეალური რეაგირების ნაცვლად მაღალჩინოსნებმა მოსახლეობასთან ირონიული დამოკიდებულება გამოამჟღავნეს... „რაც ე.წ. „ჭირხლის“ წყალზე მიგვაერთეს, მას შემდეგ წყალი აღარ მოდის. საუბნო ონკანებიც დააყენეს, მაგრამ საქაჩიდან წყალი ჩვენამდე ვერ აღწევს. აღმართზე ამოსვლა უჭირს. ფაქტობრივად ეს პროგრამა უხარისხოდ განხორციელდა. მოსახლეობის თხოვნაა, რომ ჭირხლის წყლის ნაცვლად სხვა წყაროზე შეგვაერთონ და იქნებ დავისვენოთ. ამ დღეებში გამგეობის თანამშრომლები და სამსახურის უფროსებიც მოვიდნენ, შევხვდით, გვეგონა პრობლემა მოგვარდებოდა და ჩვენს ტკივილს რეალურად გაითვალისწინებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ირონიული პასუხებისა და დამცინავი ტონის მეტი ვერაფერი მოვისმინეთ... უიმედოდ ჩაიარა ამ შეხვედრამაც“ - აცხადებენ ჯაფარიძის მაცხოვრებლები მაყვალა ბენაშვილი, ლელა წიკლაური და ხათუნა ხუციშვილი. „შეხვედრაზე გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ჯიბღაშვილი ისე დამცინავად მეუბნებოდა, შენ აბუნტებ ამ ხალხს, ეს ყველაფერი შენი მოწყობილიაო. არადა ისეთს რას ვითხოვთ, წყლის მოწესრიგება გვინდა. წყალსაც გვაყვედრიან და წესიერად არ აკეთებენ. ვირის ტაჭკებით ძლივს ვეზიდებით. ციცასწყაროდან, ხევიდან ამოგვაქვს ამხელა ბალონები და დავიღალეთ მისი ზიდვით, ზოგს ურიკებით მოაქვს... გაუსაძლისი ყოფაა.“ -- აღშფოთებას ვერ ფარავს ადგილობრივი, დარეჯან ქარსამაული.
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სოფელ ჯაფარიძეში რეზერვუარის შეკეთება და წყალშემკრები ჭების რეაბილიტაცია განხორციელდა. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, სამუშაოებზე რომელიც შპს „ტექნოთერმმა“ შეასრულა, 13 900 ლარი დაიხარჯა. ყველაფრის მიუხედავად, ჯაფარიძელები მიიჩნევენ, რომ სამუშაოები უხარისხოდ განხორციელდა და რეალური შედეგი არ მოუტანია. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება დედოფლისწყაროში 300 ლარამდე გაიზარდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაბადებული ყველა ახალშობილი ერთჯერადი დახმარების სახით 100-ის ნაცვლად 300 ლარს მიიღებს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ბაღაშვილმა გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადა, დეპუტატებს ერთჯერადი ჯილდოს გასამმაგების შესაძლებლობა სოც-პაკეტის გაზრდის შემდეგ მიეცათ... ლევან ბაღაშვილი: „მიმდინარე წლიდან დედოფლისწყაროში ახალშობილები ერთჯერადად 100-ის ნაცვლად უკვე 300 ლარს მიიღებენ. ეს სასიკეთო ცვლილება კი მუნიციპალიტეტის სოც-პაკეტის გაზრდის შემდეგ გახდა შესაძლებელი“ შეგახსენებთ, წინა მოწვევის საკრებულო აქტიურად განიხილავდა საკითხს, რომ ახალშობილთა დახმარება ყველა დაბადებულის ნაცვლად, მხოლოდ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების შვილებზე გაცემულიყო. თავის დროზე, ეს საკითხი საკრებულოს სხდომათა დარბაზსა და ადგილობრივ პრესაში დიდი აჟიოტაჟისა და დისკუსიის საბაბი გახდა. საკრებულოს წევრთა დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ყველა ახალშობილის დაჯილდოვებით და თანხის გაზრდით დედოფლისწყაროში შობადობის მაჩვენებელი ბევრად გაიზრდებოდა და ეს ნაბიჯი გარკვეულწილად წამახალისებელი ღონისძიება იქნებოდა. /ქიზიყი/

суббота, 14 августа 2010 г.

ჰამლეტ გონაშვილის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა

როგორ გადაჰქონდა ჰამლეტ გონაშვილს საზღვრებს იქით კახური ღვინო და რატომ არ მოსწონდა მას თავისი სახელი?!

მსოფლიოში აღიარებული ქართული ხმის, ქიზიყელი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის გარდაცვალებიდან 25 წელი შესრულდა. როგორც ცნობილია, გონაშვილი მშობლიურ სოფელ ანაგაში ტრაგიკულად დაიღუპა. დედის სანახავად ჩასული, სახურავიდან გადმოვარდა. თავდაპირველად ის საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო 2001 წელს ჰამლეტ გონაშვილის ცხედარი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

ქართველი მომღერლისთვის ასეთი უცხო სახელი ჰამლეტი, მამას, სოფელ ანაგის ქართული ლიტერატურის მასწავლებელს დიმიტრი გონაშვილს დაურქმევია.
როგორც ანაგელები იხსენებენ, თვითონ ჰამლეტსაც ეუცხოებოდა, არ მოსწონდა ინგლისური სახელი, გამოცვლაც უნდოდა, მაგრამ ისე მალე გახდა პოპულარული, ახალი სახელით გამოჩენა ეუხერხულა. თურმე, ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიამ უსაყვედურა, ამისთანა ქართველ ვაჟკაცს, ასეთ მომღერალს, ეს რა სახელი გქვიაო...

მისი დედა მშობიარობიდან სულ მალე ირწმუნებოდა, 2-3 თვის ბავშვს სიმღერა საოცრად ესმის და ღუღუნით მყვებაო. არავინ უჯერებდა, ეს შეუძლებელიაო. დედა კი ნათქვამის დასამტკიცებლად ბავშვის აკვანს ხან მარჯვნიდან დაუდგებოდა, ხანაც მარცხნიდან და ბავშვიც იქით მოიხედავდა, საიდანაც იავნანა ესმოდა. შეიძლება ითქვას, ჰამლეტი მას შემდეგ მუდმივად მღეროდა. ოჯახში, მეგობრებში, სოფელში, ყველგან და ყოველთვის.
სიმღერის ნიჭი ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდა, ამიტომაც არ უფიქრია მომღერალი გამოსულიყო. ცხინვალის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ თბილისში, თეატრალურზე სწავლობდა. ერთხელ, ინსტიტუტის სცენაზე სიმღერით გამოვიდა, რექტორი მიხეილ კვესელავა მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხმა ჰქონდა და ურჩია სიმღერისთვის მიეხედა.
25 წლის ასაკში უკვე სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო, განსაკუთრებით მოუხდა ჩოხა, ნამდვილ არისტოკრატს გავდა. მსმენელს კი თავი არაჩვეულებრივი ხმით დაამახსოვრა.
სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველა გამოცდილებას გაიზიარებდა და მერე ქმნიდა ახალ, საკუთარ, გამორჩეულ ვარიანტს. ერთსა და იმავე სიმღერას თვითონაც ორჯერ ზუსტად ერთნაირად არ ასრულებდა. კონცერტის დროს, მელოდიის ისეთ ქარგვას იწყებდა, რომ თუ პარტნიორი გამოცდილი არ იყო, ვერ მიჰყვებოდა. ამიტომ გონაშვილთან დუეტში ბევრი ვერ მღეროდა.

მისი მთავარი მომხიბვაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა. ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში „მრავალჟამიერი“ სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. მთელი მსოფლიო მოიარა და გულგრილი არავინ დაუტოვებია.
ჰამლეტ გონაშვილს კახური ღვინო უყვარდა, ოღონდ საგანგებოდ, ფაქიზად ეპყრობოდა, ცოტას სვამდა. უცხოეთში გასტროლებზე მუდამ თან მიჰქონდა. მაშინაც კი, როცა სასმელის გადატანა საზღვარზე აკრძალული იყო. კონცერტის შემდეგ საქართველო აუცილებლად უნდა ედღიგრძელებინა.
მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო პოპულარული ხდება. საზღვარგარეთ, უცხოელები გონაშვილის „ურმულსა“ და „ოროველას“ კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ, როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობების უნიკალურ გამოვლინებას. /ქიზიყი/

ეკა ირემაშვილი

* * *
აგრარულ სექტორთან ყველაზე „დაახლოებული“ დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილია

თბილისში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ დედოფლისწყაროს მაჟორიტერი დეპუტატის საკუთრებაში არსებული მიწებით დაინტერესდა და საკმაოდ სკანდალური ფაქტები გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილი, საკმაოდ დიდი ფართობის საძოვრების მეპატრონეა. კერძოდ, ავთანდილ ლეკაშვილის საკუთრებაშია საძოვარი დედოფლისწყაროში, რომელიც 4 820 000 კვ.მ-ს შეადგენს და ასევე, 2 750 000 კვ.მ საძოვარი ნინოწმინდაში.
ამ შთამბეჭდავი ციფრების გამო, ახალი ამბების სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ დედოფლისწყაროს მაჟორიტარს გამოარჩევს და ამტკიცებს, რომ ყველაზე მეტ მიწის ფართობს სწორედ ავთანდილ ლეკაშვილი ფლობს. ამ მხრივ, ის პარლამენტში პირველ ადგილზეა და ლიდერობასაც არავის უთმობს.
გაზეთი "ქიზიყი" დეტალების დაზუსტებას თავად ლეკაშვილთან შეეცადა, პარლამენტარი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ დიდი ოდენობით მიწებს ფლობს, თუმცა დედოფლისწყაროს მაჟორიტარი იქვე იმასაც დასძენს, რომ მას ეს მიწები პარლამენტში მოხვედრამდე ჰქონდა და მის დეპუტატობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
დაშინებული ჟურნალისტების ღია პასუხი კრიმპოლის კუდაბზიკა შეფს, „მეჯართე“ ნოშრევანს

ბატონო ნოშრე, თუ ნოშრევან... რაკი თქვენი ნებით ვერ ხვდებით ჟურნალისტებს როგორ უნდა ელაპარაკოთ და ასეთი თანამდებობის მიუხედავად ორმეტრიანი ენა გაიხადეთ, ამიტომ თავს უფლებას მივცემთ საჯარო პასუხი გაგცეთ... სხვა შემთხვევაში საპასუხო წერილს არ გამოვაქვეყნებდით და არც პასუხის ღირსად ჩაგთვლიდით...

ისე, მორალის კითხვას კი ბედავთ, მაგრამ თქვენნაირი წარსულის მქონე ადამიანი ნოტაციების კითხვას ნამდვილად უნდა ერიდებოდეს და მით უფრო, ჟურნალისტებს სათოფეზე არ ეკარებოდეს... ისეთი სიამაყით გვასწავლი ჭკუას, თითქოს შესაშური წარსული გქონდეს, სამაგალითო ცხოვრებით გეცხოვროს, კანონი არასოდეს დაგერღვიოს და ჟურნალისტმა რომ მოინდომოს, კომპრომატების გამოქექვა გაუჭირდეს...
ან, ნუთუ ასეთი გულუბრყვილო ბრძანდებით, რომ გგონიათ ასე შეგვაშინებთ?... ენა ჩაგვივარდა, შიშისგან შარვალში ვიფსამთ და აღარ ვაპირებთ ინფორმაციების გამოქვეყნებას, თუ როგორაა თქვენი საქმე?...
დიდად პატივცემულ მკითხველთან ბოდიში მომითხოვია და, მაინც ვერ გაგვიგია, რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა, ჩვენ დემურა კეკენაძეზე დავწერთ, დავითა ჯიბღაშვილზე გამოვაქვეყნებთ, გამგებელს შევეხებით, სირიკო ბალანჩივაძეს ვახსენებთ თუ საერთოდაც რას გავაკეთებთ... იქნებ აგვიხსნა, როდის აქეთ გითანხმებთ თემებს, ან საკუთარი აზრის გადმოფრქვევა როდის გთხოვეთ, რომ ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ცხვირს ჰყოფთ... ძალიან საინტერესოა...
მას შემდეგ, რაც თქვენ გადაგხდათ და ყველაფრის მიუხედავად კვლავაც ამ თანამდებობაზე წამოსკუპდით, იმდენი თავმოყვარეობა მაინც უნდა შეგრჩეთ, რომ ჩუმად იჯდეთ, შეირგოთ ეგ მდგომარეობა და უადგილოდ აღარავის შეეხოთ. როცა კუდი თავად გასვრილი გაქვთ, სხვაზე არ უნდა ქირქილებდეთ... ყველამ კარგად ვიცით, ვინ დაგსვათ მაგ სკამზე, ზურგს ვინ გიმაგრებს და, მოდი, კაცურად, თუ ღმერთი გწამს, დედაკაცივით სხვებზე ჭორაობას მოეშვი, შეირგე ეგ ფეშქაშად ნაბოძები სკამი (და საკმაოდ სოლიდური ხელფასი), ადექი და საკუთარ ბიზნესებს მიხედე, რომ ცხოვრება იმაზე უკეთ მოიწყო, ვიდრე ახლა გაქვს...
რა სტატიას დაწერს მარტყოფლიშვილი, ან რას გამოაქვეყნებს, ეს მთელს დუნიაზე არავის საქმე არაა და მით უფრო სასაცილოა, ამის გარჩევას თქვენი სტატუსის ადამიანი რომ დაიწყებს... ასმაგად უფრო სასაცილოა, რომ თქვენი წარსული ამის თქმის უფლებას გაძლევთ და უხერხულობას სულაც არ გრძნობთ...

იქნებ გინდა ისიც შეგახსენოთ და თანარაიონელებსაც გავახსენოთ, შენს კოლეგა მეტსახელად "კატინაწლავასთან" ერთად მოქალაქეებს ნარკოტიკს რომ უდებდით და აფუჭებდით?... ალბათ ახლაც თავი იმ ხანაში გგონიათ და კორესპონდენტების დაჭერით იმიტომ იქადნებით...

რომ აგიჩემებია გეროინს ჩაგიდებ და შეგაყუდებთო, ემანდ არაფერი შეგეშალოს ბიჭო, ნოშრევან!!... ზოგიერთებივით გასვრილი ხელები არ გვაქვს და ალალ-მართალ ადამიანს კი თქვენი კი არა, მამა უფალი რომ ჩამოვიდეს, იმისიც არ შეეშინდება... სადაც გაგსვლიათ, ისევ იქ გაიყვანეთ და თუ ღმერთი გწამთ, დაუკრეფავში ნუ გადადიხართ...
საკუთარ თავზე რომ გამოხატავდე შეშფოთებას და „ქიზიყის“ მუშაობა ამიტომ არ მოგწონდეს, გასაგებია, მაგრამ რა კუჭი გეწვის ჩვენ კეკენაძეს ვახსენებთ, ჯიბღაშვილს თუ ღობეგლეჯიაშვილს?...

ისე იცავ დემურ ბატონს, თითქოს პოლკოვნიკ კეკენაძეს ენა გაქირავებული ჰქონდეს, ანდა თავის დაცვა და პოზიციის დაფიქსირება საერთოდ არ შეეძლოს... ადვოკატად სხვებს რომ უდგები და გამოსარჩლებას თავგამოდებით ცდილობ, როგორ გგონია, ერთადერთი მერცხალი ხარ და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, ამას ნოშრევან ნატროშვილის გარეშეც ვერ მოახერხებს, თუ რაა... რატომ ფიქრობ, რომ ჟურნალისტებთან მიმართებაში ერთადერთი გაბედული და პირდაპირი დედოფლისწყაროში მხოლოდ შენ ხარ... ასე რომ, დიდო ნოშრევან, შენ ამაზე ნერვს ნუ შეიტოკებ, თორემ ნათქვამია, სიბერეში „დაგიტოკებსო“...

და ბოლოს... წაგაყუდებთო, რომ გვემუქრები... წაყუდებული თავად იყავი და, იფრთხილე, მიშამ ანდა ვანომ ძველი გრეხები არ გაგიხსენონ და ემანდ კიდევ ერთხელ არ „შეგაყუდონ“.... კორაკანაში....

პატივისცემის გარეშე,
ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ ადმინისტრაცია
და სარედაქციო კოლეგია.


* * *

მიხა ხელაშვილის ერთადერთი 86-წლის ქალიშვილი ქვემო ქედში მძიმე პირობებში ცხოვრობს

”მისანდობელი” ძმაკაცებისგან მოკლული ველის პოეტი

ქართული ხალხური სიმღერა − ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო” ყველა ჩვენგანს მოუსმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი ავტორი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი, ფშაველი მიხა ხელაშვილია.
გიორგი ალავერდაშვილი (http://www.fereidani.g/e–ს ავტორი, რედაქტორი): მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ამჟამად 86 წლის ქალბატონი, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ქვემო ქედში ცხოვრობს.
გავემგზავრე დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ქვემო ქედში, მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილის, 86 წლის ქალბატონ თამარის მოსანახულებლად. თვით სოფელი საკმაოდ ღონივრად გამოიყურებოდა, რომელიც გზის გასწვრივ, 7 კილომეტრზეა გადაჭიმული. ქალბატონ თამარის საცხოვრებლის ნახვის შემდეგ კი სულ წამიხდა შთაბეჭდილება...
86 წლის ქალბატონის საცხოვრებლის ნახვის შემდეგ, გული დამიმძიმდა... ეს არა მარტო ქვემო ქედის, არამედ მთელი საქართველოს სირცხვილია! საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამოშლილია, დანგრევის პირზეა მისული... ქალბატონი თამარი უკვე რამდენიმე წელია, ღამეს ეზოში, რაღაც სასწაულით მიტანილ თუ ატანილ გადატიხრულ ვაგონში ათევს და ფაქტობრივად, იქ ცხოვრობს. ერთადერთი ძროხა, ძაღლი, ორი ინდაური და სამი ციცარი ჰყავს. მატერიალური სიდუხჭირისა და ბევრი ტკივილის მიუხედავად, ყოველთვის წელში ამაყად გამართული დადის და ჭიშკარს იმ იმედით გაჰყურებს, რომ იქნებ, ვინმეს გაახსენდეს და მოიკითხოს. ”ბეჩავადა ვგდივარ, ბეჩავად...” მივედი თუ არა, ფშავური კილოთი მომიბოდიშა და ერთადერთი სკამი შემომთავაზა. პირველ რიგში მთხოვა, მისთვის ”ქალბატონოთი” არ მიმემართა: ბებო დამიძახე, ასე მირჩევნიაო.
– რისი გახსენება შეძლო ქალბატონმა თამარმა?
– ის 2 წლის ყოფილა, როდესაც მის ოჯახს ”წითელი” მილიციონერები დასხმიან თავს. დღემდე კოშმარივით ახსოვს, როგორ სცემდნენ დედას და ბებიას, წიხლებით, თამარი კი ფეხის კვრით მოუცილებიათ თავიდან... თოფის კონდახებით კიდობანი დაუმტვრევიათ, სადაც იარაღს და მიხა ხელაშვილის ლექსებს ეძებდნენ.
– მამის შესახებ თუ ახსოვს რაიმე?
– ის 6-7 წლის ყოფილა, როდესაც ”ლექსობა” დაუწყია. მეზობლის კაცს, მისი თანდასწრებით უთქვამს: ”აე ბალღი მამის ფერი გამოვაო”. თამარს მაშინ გაუგია, თუ ვისი შვილი ყოფილა. მამას ის ძირითადად, დედის ხელნაწერებიდან იცნობს.
თვითნაბადი ნიჭით მბრწყინავ და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულ მიხა (ხელაიშვილი) ხელაშვილი, 1925 წლის 25 იანვარს (რა დღესაც მას 25 წელი შეუსრულდა) ახალ მთავრობასთან პირშეკრულმა მისმა ძმადნაფიცმა, ღალატით სიცოცხლეს გამოასალმა...

ხათუნა ბახტურიძე - გზა
* * *

წითელწყაროში ე.წ. რუსულ სასაფლაოზე ხანძრის გავრცელების საფრთხე სახანძრო სამსახურმა აღკვეთა
შაბათს შუადღისას სოფელ წითელწყაროში, ე.წ. რუსული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს ხანძარი გაუჩნდა. როგორც დედოფლისწყაროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსმა ნიკალა ფიროსმანაშვილმა გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადა, მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და მათი ოპერატიული მუშაობის წყალობით ცეცხლი სასაფლაოს მიმართულებით აღარ გავრცელდა.
ნიკალა ფიროსმანაშვილი: „ვერ გეტყვით ხანძარი სიგარეტის ნამწვით გაჩნდა, მაღალი სიცხეების გამო მოხდა აალება, თუ ვინმემ შეგნებულად გააჩინა, მაგრამ ფაქტია, რომ ცეცხლი მოსახლეობის ბაღჩებს გაუჩნდა. საბედნიეროდ, საგანგაშო ზარალი არ არის, რადგან ადგილობრივებს მოსავლის ნაწილი უკვე აღებული აქვთ. რამდენიმე მოქალაქის ნაკვეთი დაიწვა... იყო საშიშროება, რომ ცეცხლი სასაფლაოს მიმართულებითაც გავრცელდებოდა, თუმცა დროულმა გამოძახებამ და ბრიგადის ოპერატიულმა გასვლამ ხანძრის მასშტაბები თავიდან აგვაცილა“.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, წლევანდელი ზაფხულის განმავლობაში ეს დედოფლისწყაროში ხანძრის 32-ე შემთხვევაა, ყველა მათგანი მეხანძრეებმა დროულად ჩააქრეს... დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

კრიმინალური პოლიციის უფროსი ჟურნალისტებს ნარკორეალიზატორებს უწოდებს და დაპატიმრებით ემუქრება

შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი ნოშრევან ნატროშვილი დამოუკიდებელ გაზეთ „ქიზიყის“ ჟურნალისტებს დაპატიმრებით ემუქრება: „დასაჭერები ხართ, მაცადეთ... ყველაფერი დალაგდება და კორაკანაში შეგაყუდებთ! რასაც არ იქნება იმას წერთ... ვიცი, ნარკოტიკებს ყიდით და აი ნახეთ, მალე შეგაყუდებთ!“ -- ამგვარი განცხადება პოლიციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირადად გააკეთა.

გაზეთ „ქიზიყის“ რედაქციაში ნოშრევან ნატროშვილის გაღიზიანებას მის წარსულზე მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს უკავშირებენ. „ქიზიყის“ მთავარი რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსს არცთუ სუფთა წარსული აქვს, თუმცა მფარველების წყალობით, თანამდებობაზე აღდგენა დაპატიმრების შემდეგაც მოახერხა: „რამდენიმე წლის წინ, კახეთის სამხარეო პროკურატურამ დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი გელა ჯალიაშვილი და კრიმინალური განყოფილების უფროსი ნოშრევან ნატროშვილი ჯართის უკანონო ბიზნესის გამო დააკავა. პოლიციაში მუშაობის პარალელურად წილებში ჩაჯდომით ჯალიაშვილმა და ნატროშვილმა ფული გვარიანად იშოვეს. მაშინ ორივე მათგანს 1 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა. გირაოს სახით 10 000 ლარიც გადაიხადეს. სულ მალე კი პოლიციიდან გათავისუფლებული ნატროშვილი კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნულმა ირაკლი ქადაგიძემ თანამდებობაზე აღადგინა. როცა მოვიკვლიეთ, აღმოჩნდა, რომ ნატროშვილის მეუღლე მანანა ქადაგიძე ირაკლი ქადაგიძის ალალი ბიძაშვილია, რისი წყალობითაც ბინძური წარსულის მიუხედავად ნატროშვილი თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს. ის ჯართით ნაშოვნი უკანონო ფულით ბიზნესს ახლაც ეწევა. მას დედოფლისწყაროში სუპერმარკეტები და რესტორანი აქვს. ჩვენ მის წარსულზე თუ მოქალაქეებისადმი უხეშ დამოკიდებულებაზე მუდმივად ვწერთ, რის გამოც განაწყენებულია და მიზნად ჩვენი დაშინება და გაჩუმება დაისახა... მისი მხრიდან ჩვენი ჟურნალისტების მისამართით ზეწოლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, მუდმივად შეურაცხყოფას გვაყენებს და გვემუქრება“ - აცხადებს ილია მარტყოფლიშვილი

„12 აგვისტოს საღამოს პოლიციის შენობასთან ვიყავი, რა დროსაც კრიმინალური პოლიციის უფროსი ნოშრევან ნატროშვილი მოვიდა. ჯერ სხვებზე დაიწყო საუბარი, სასაზღვრო პოლიციის უფროსზე ნუ წერთო, მერე გამგეობის სამსახურის უფროსებს რას ერჩით, ყველას თავი დაგვანებეთო. ფაქტიურად ამითაც კანონი დაარღვია, რადგან მაიძულებდა გარკვეული ინფორმაციების გამოქვეყნებისგან თავი შევიკავოთ, ეს კი მოქმედი კანონის 154-ე მუხლის დარღვევაა. მოგვიანებით კი მუქარაზე გადავიდა... თქვენ და თქვენი რედაქტორი დასაჭერები ხართო, მაცადეთ, ყველაფერი დალაგდება და „კორაკანაში“ უნდა შეგაყუდოთო, რამდენჯერმე გამიმეორა. ასევე პირადად მითხრა, რომ ნარკოტიკებს ყიდი და აი ნახე, დაგიჭერო. სახალხოდ არაერთხელ მომაძახა, შეგაყუდებთო... ფაქტს რამდენიმე პოლიციელიც შეესწრო. საერთოდ, ნატროშვილი მოსახლეობაში უხეშ და უტაქტო ადამიანად არის ცნობილი, მისგან შეურაცხყოფილი მოქალაქე ბევრკერ გვინახავს და სტატიებიც დაგვიწერია. ამიტომაც მისგან ამგვარი მუქარის ფაქტები ხშირია.“ -- განაცხადა გაზეთ „ქიზიყის“ ჟურნალისტმა თამილა გურაშვილმა.

„ქიზიყის“ რედაქციაში მომხდარ ფაქტს გმობენ, მედიაზე ზეწოლად და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებენ და არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიასაშუალებებისგან დახმარებასა და თანადგომას ითხოვენ. ჟურნალისტები მუქარის ფაქტებზე სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურაში განცხადების შეტანას ოფიციალურად გეგმავენ. ინციდენტს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თბილისის ოფისი ეხმაურება.

ნესტან ლონდარიძე (იურისტი): „ეს არის დანაშაული. ზეწილა რიგით მოქალაქეებზეც დაუშვებელია, მითუმეტეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე. ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც 154-ე მუხლის მიხედვით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლის ვადით. თუ ეს ფაქტი მედიით გახმაურდა, პოლიციის უფროსი ვალდებულია, რეაგირება ასეთ შემთხვევაშიც მოახდინოს... თუ არადა, ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართოთ... თუკი მტკიცებულებები და თვითმხილველები დაადასტურებენ, ასეთ შემთხვევაში ნატროშვილს შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.“ -- აცხადებს უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტი. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი
* * *
ექსპერტები თვითმმართველობების დონეზე საკონსტიტუციო ცვლილებებით უკმაყოფილო არიან...


თვითმმართველობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ პარლამენტს ცვლილებების პროექტი ისე გაუგზავნა, რომ არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციასთან დაკავშირებით. განსაზღვრულია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ისეთი საკითხები, როგორებიცაა, საკუთარი (კანონით მინიჭებული) და დელეგირებული (ცენტრალური ხელისუფლების მიერ დროებით მინიჭებული) უფლებამოსილებები, ქონება და ფინანსები, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობა, უფრო დეტალურადაა გაწერილია იმ კანონებში, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებას უშუალოდ არეგულირებს.

ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, ”ორგანული კანონის” ცნება უქმდება და ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონიც” ჩვეულებრივ კანონად გარდაიქმნება. ორგანული კანონების მიღებას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, ჩვეულებრივი კანონების მისაღებად პარლამენტის წევრთა 1/3-ის მხარდაჭერაც საკმარისია. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის აზრით, ახალ კონსტიტუციაში მკაფიოდ არ არის განმარტებული, რა უფლებები ექნებათ თვითმმართველობებს: ”კონსტიტუცია არაფერს გვეუბნება, რა უფლებები ექნება თვითმმართველობებს. ეს მინდობილი არის ჩვეულებრივ კანონზე, რომლის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე-ორგანული კანონის… კონსტიტუციაში ნათლად უნდა ჩაიწეროს, რა არის თვითმმართველობის უფლებამოსილებები.” რაიონული დონის თვითმმართველობა ვერ დააკმაყოფილებს უმთავრეს პრინციპს-ხალხთან სიახლოვეს, რადგან რაიონი ძალიან დიდია პირველი დონის თვითმმართველობისთვის, იმავდროულად - ძალიან პატარა უფრო ფართო ფუნქციების შესასრულებლად, მიაჩნია ხმალაძეს. ”(ადგილობრივი თვითმმართველობა) საკმარისად გაძლიერებული არ არის... არ არის განსაზღვრული, თუ როგორი თვითმმართველობა გვექნება– ერთდონიანი, ორდონიანი თუ სამდონიანი. ახლა გვაქვს ერთდონიანი თვითმმართველობა- რაიონის საკრებულო და საკრებულოს მიერ არჩეული გამგეობა,”- ამბობს კონსტიტუციონალისტი. ხმალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო რწმუნებულები ხშირად ერევიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ ზედამხედველობითი ფუნქციები აქვთ:

”გუბერნატორს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. კონსტიტუციაში არ არის მითითებული, რა უფლებები ექნება გუბერნატორს. არ არის გამორიცხული, რომ ისეთი უფლებები მიეცეს, რომლებიც იმ შეზღუდულ და გაურკევევლ თვითმმართველობას არარად აქცევენ.” გუბერნატორის დანიშვნის საკითხს ყურადღებას ვენეციის კომისიაც აქცევს. მათი დასკვნის მიხედვით, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების მინიჭება გაზრდის თვითმმართველობების თავდაცვის ხარისხს. მეორე მხრივ, კონკრეტული საკითხები უნდა დარეგულირდეს საკონსტიტუციო პროექტში. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრ ზურაბ ჯიბღაშვილის აზრით, ”თვითმმართველობა რომ კონსტიტუციის დონეზე ამოვიდა, ეს ძალიან კარგია,” თუმცა შორსაა იმ აზრისგან, რომ ეს საკმარისია დაბალანსებული თვითმმართველობის მისაღებად: ”რამდენიმე ძირითადი მიმართულებით შეიძლებოდა მუშაობის გაგრძელება… უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო უფლებების გაწერა, უფრო მეტი საშუალება, რესურსი უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის ეკონომიკური მხარის უზრუნველსაყოფად. უნდა განსაზღვრულიყო თვითმმართველობის დონეები, უნდა განსაზღვრულიყო თვითმმართველობის სტრუქტურა ძალიან ზოგად დონეზე.” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტს 2010 წლის 20 ივლისს წარუდგინეს. ამჟამად საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძეა. საყოველთაო განხილვები მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება, სექტემბერში კი საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს. ამჟამად განხილვების საორგანიზაციო საბჭო საქართველოს რეგიონებში მართავს შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან.

მიშა მეფარიშვილი

* * *

წყალკანალიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ


საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ამჯერად სამსახურის გარეშე დარჩნენ ბუღალტერი ლალი ბენაშვილი და სერვის-ცენტრის მენეჯერის მოადგილე ლევან მაყაშვილი. „ქიზიყი“ ინფორმაციის გადამოწმებას და მიზეზების გარკვევას წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერთან გიორგი ბენაშვილთან შეეცადა. ის ამბობს, რომ წყალკანალიდან თანამშრომლების გათავისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და თავად არაფერ შუაშია. ბენაშვილის თქმით, კომპანია გაცილებით მაღალპროფესიონალური თანამშრომლების აყვანას გეგმავს.

ლალი ბენაშვილი (ყოფილი ბუღალტერი): ,,ბრძანება თბილისიდან მოვიდა და შრომითი ხელშეკრულება შემიწყვიტეს. დიაბეტიანი ქალი ვარ, ინსულინზე ვარ დამოკიდებული, მარჩენალიც არავინ მყავს, ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დავრჩი. განაცხადების მიღება ისევ დაიწყო. მეც თბილისში ტესტირება უკვე გავიარე და კიდევ ვცდი“. კომპანიის უფროსი ირაკლი კვაშილავა გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლახან მათ სისტემაში 1 500 თანამშრომელი გათავისუფლდა, კონკრეტული პიროვნებების მიზეზებსა და ნაკლოვანებებზე კი კადრების განყოფილებამ იმუშავა.

არჩილ შერაზადიშვილი (კადრების განყოფილების უფროსი): ,,ვცდილობთ, კომპანია მაღალპროდუქტიული ადამიანებით დაკომპლექტდეს. რაც შეეხება კონკრეტულად დედოფლისწყაროს, ლალი ბენაშვილს კომპიუტერული ცოდნა არა აქვს, რაც შემაფერხებელია მისი მუშაობისთის... ამიტომ, ასეთი კატეგორიების გათავისუფლება მოხდა. თუმცა, ნებისმიერ გათავისუფლებულ კადრს შეუძლია განაცხადი კიდევ შემოიტანოს, ტესტირება-გასაუბრება ხელახლა გაიაროს და თუ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, კვლავაც გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება“. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ფოთს დაძირვა, დედოფლისწყაროს კი გვალვა ემუქრება


გლობალური დათბობის პროცესი საქართველოში ყველაზე მეტად ფოთს, დედოფლისწყაროს რაიონსა და ლენტეხს დააზარალებს. ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების მოდელირების ჯგუფის უფროსმა ნატო კუტალაძემ განაცხადა, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 2,5-3 გრადუსით გაიზრდება, რის შედეგადაც დედოფლისწყაროში დიდი გვალვებია მოსალოდნელი. დედოფლისწყაროსგან განსხვავებით, უხვნალექიანობა ელოდება ფოთსა და ლენტეხს, რაც ასევ სერიოზულ საფრთხეებს შექმნის. ,,კონკრეტულად ფოთს დაძირვის საფრთხე ემქურება, რადგან ზღვის დონე იმატებს. აქ არის კიდევ რიონის დელტა და არსებობს ამ მდინარის პრობლემაც. აღსანიშნავია, რომ ეს პროგნოზი ზოგადი პროცესების გამოკვლევის შედეგად გაკეთდა, მაგრამ რა მოხდება ერთჯერადი ძლიერი სტიქიების დროს, ამის კვლევები ჯერ არ ჩატარებულა. წლიური ნალექების უცაბედი ზრდა ექსტრემალური შემთხვევები და ერთჯერზე მოსული ნალექები უფრო გულდასმით შესასწავლია. მოხდება თუ არა კონკრეტული ტერიტორიების მოშლამვა, დაჭაობება და ა.შ. და ეს ყველაფერი რა გავლენას იქონიებს ადამიანთა განსახლებაზე, ამას სპეციალური გამოკვლევები სჭირდება”, -- აღნიშნა ნატო კუტალაძემ.

მისივე თქმით, ლენტეხში უხვნალექიანობას მეწყერები მოყვება. ,,თუ ძალიან მაღალი ტემპერატურა, მაგალითად 41-43-მდე ერთი ან რამდენიმე დღე იქნება, ეს ისეთი საშიში ზეგავლენის მომხდენი არ არის, როგორც გახშირებული საშუალო დონის მაღალი ტემპერატურა, მაგალითად 37- გრადუსი. თუ 35-37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის ცხელი დღეები გახშირდება, ეს უფრო ცუდი ზემოქმედების გამოწვევია, ვიდრე ერთჯერადად 41-44 გრადუსის დაფიქსირება”, _ განაცხადა ნატო კუტალაძემ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი თბილისიდან

четверг, 12 августа 2010 г.

მოსახლეობა გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დავით ჯიბღაშვილს უტაქტობაში ადანაშაულებს

 

ასაკში შესულ მხცოვანს, უბნის უხუცესს და პატივსაცემ პაპას ისე უყვირა ჯიბღაშვილმა "შენ ვინღა ხარო!" კაცს ფერი ეცვალა

დედოფლისწყაროელების დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დავით ჯიბღაშვილს მოსახლეობისადმი უდიერ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს... სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გამგებლის გადაწყვეტილებას, რომ ჯიბღაშვილი ქუჩიდან პირდაპირ სამსახურის უფროსის სკამზე დაესვათ, ადგილობრივები კეთილგანწყობით არც თავდაპირველად შეხვედრიან... რბილად რომ ვთქვათ, დავით ჯიბღაშვილს ლევანა ბაღაშვილმა უფროსის სავარძელი საკმაოდ სოლიდური ხელფასითა და სხვათაშორის ასევე სოლიდური ტრანსფერებით, მხოლოდდამხოლოდ ნაციონალურ შტაბში ხეტიალისთვის უფეშქაშა. იმთავითვე ბევრს საუბრობდნენ, რომ ჯიბღაშვილი სკამზე პირადი ურთიერთობების გამო დასვეს და საკითხის ბაიბურში არ იყო...

დღემდე ანეკდოტად დადის ის საკითხი, იცის თუ არა ჯიბღაშვილმა საკუთარი სამსახურის დასახელება და მისი მნიშვნელობა?... სხვათაშორის, დავით ჯიბღაშვილს უტაქტობა ჟურნალისტებთან დამოკიდებულებაშიც ხშირად გამოუჩენია, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, როდესაც მისი საქციელითა თუ მუშაობით უკმაყოფილო ადამიანებს ვხედავთ, აღარც კი გვიკვირს... (მით უფრო, რომ დედოფლისწყაროში ასეთი ბევრია) გასაკვირი ის იქნებოდა, მისი კომპეტენტურობით კმაყოფილი ერთი ადამიანი მაინც რომ შეგვხვედროდა დუნიაზე...

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის დავით ჯიბღაშვილის უტაქტობაზე და ირონიულ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე საკმაოდ ვრცელ სტატიას ბეჭდავს გაზეთი „სპექტრი“, რომელიც კახეთის რვა რაიონში და ასევე ინტერნეტით ვრცელდება. სტატია დედოფლისწყაროში წყალდიდობის ფაქტს ეხება. „გადაუღებელ წვიმაში ხალხი არ იშლებოდა და დაზარალებულ ოჯახებს არ სტოვებდა. როცა ხელმძღვანელობა - მუნიციპალიტეტის გამგებელი თავისი მოადგილეებით გამოჩნდა, ხალხს იმედი ჩაესახა, თუმცა ეს იმედიც მაშინ გაქრა, როცა ტრანსპორტიდან გადმოსულმა ახალგაზრდა თანამდებობის პირებმა მათ ყვირილი დაუწყეს. ყველაზე მეტად კი მოსახლეობა ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის დავით ჯიბღაშვილის საქციელმა გააღიზიანა.

"ველოდით გვანუგეშებდნენ, ჩვენს წუხილს გაიზიარებდნენ, მათ კი ისეთი ყვირილი დაიწყეს, გავჩუმდით. ასაკში შესულ მხცოვან ბერიკაცს, უბნის უხუცესს და პატივსაცემ პაპას ისე უყვირა ჯიბღაშვილმა "შენ ვინღა ხარო!" კაცს ფერი ეცვალა. თუ ხალხთან ურთიერთობისას წონასწორობის შენარჩუნების ნებისყოფა არ აქვთ, არც თანამდებობაზე უნდა ჰქონდეთ პრეტენზია, თუმცა ახლა რაღად ვჭირდებით, არჩევნები ხომ ჩაატარეს. ეგაა მათი თანამდებობა, მკლავებზე რომ იყურებიან? აქ ჩვენთვის თვალების საჭყეტად მოვიდნენ? რა აყვირებდათ, წამოსულიყვნენ და ენახათ რა დღეში ჩავვარდით," -- ამბობდა გამწარებული მოსახლეობა. -- ნათქვამია გაზეთ „სპექტრი“-ს ფურცლებზე. ეს დედოფლისწყაროს იმიჯის ლაფში ამომსვრელი სტატია არც პირველად დაწერილა და, დიდი ეჭვი მაქვს, რომ დავით ბატონის წყალობით, არც უკანასკნელი იქნება. საერთოდ, ამ უკანასკნელს იმდენი ეშლება და გამოუცდელობის თუ სფეროში გაურკვევლობის გამო იმდენ შეცდომას უშვებს, თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ შეხვედრაზე სკანდალური სტატიები მოამზადო... მე თუ მკითხავთ, ამ ორი წლის მანძილზე დედოფლისწყაროში ბევრმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, საჯარო სამსახურში ყოფნა რას გულისხმობს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მათ შორის დავით ჯიბღაშვილიც გახლავთ... ჯერ კიდევ გარკვევის სტადიაშია... ვაცადოთ, იქნებ..... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
** *

ქართულ ცხვარზე საერთაშორისო მოთხოვნა იზრდება

საქართველოდან ირანში 1000 ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. ქართული პროდუქციაზე მოთხოვნა აშკარად იზრდება. უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესება ქართული ცხვრის ხორცის გამორჩეულმა გემომ, სიიაფემ და ტრანსპორტირების დაბალმა ღირებულებამ განაპირობა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განცხადა, ირანში ქართულ ცხვარზე მოთხოვნა იზრდება და ირანის მიმართულებით 1000 ერთეული ცხვარი უკვე გაიგზავნა. „მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. წლის ბოლომდე აზიურ ბაზარზე 350 ათასი ცხვრის ექსპორტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის დადებითი ფაქტორია. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ახალი საექსპორტო პროდუქცია გამოჩნდა, რაც ახალ ბაზრებზე გასვლის წინაპირობაა“, – აცხადებს ბაკურ კვეზერელი. მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან 10 ათასი ცხვარი უკვე ექსპორტირებულია. სტატისტიკური ინფორმაცით, 2009 წელს საქართველოდან 17 მლნ. 343 ათას 198 დოლარის ღირებულების 267 ათას 144 ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. თითო საშუალოდ 54 დოლარად. 2009 წელს ქართული ცხვრის ექსპორტი სომხეთში, ირანში, იორდანიაში, ომანში, ყატარში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ლიბანში და აზერბაიჯანში განხორციელდა. გაზრდილი მოთხოვნის გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ წელთან შედარებით წელს ცხვრის ექსპორტის 10-პროცენტიან მატებას ვარაუდობს. მარტო ყატარში წელს 70 ათასი ცხვრის გაყვანას აპირებენ. არაბი ბიზნესმენების დაინტერესება ქართული ცხვრის ხორცის გამორჩეულმა გემომ, სიიაფემ და ტრანსპორტირების დაბალმა ღირებულებამ განაპირობა. გაზრდილი მოთხოვნის გამო ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის ფასი 60-დან 130 ლარამდე გაიზარდა. ქართული ცხვრის სულადობის თაობაზე ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. სხვადასხვა გათვლებით, ამჟამად ქვეყანაში 700 ათასიდან 1 მილიონამდე სული ცხვარი და თხა უნდა იყოს. საქართველოში არსებული ცხვრის 80-85 პროცენტი თუშურ ცხვარზე მოდის. თუშური ცხვარი უძველესი ქართული ჯიშია. ის ხალხური სელექციით მე-13, მე-14 საუკუნეებშია ჩამოყალიბებული. თუშური ცხვარი უხეშმატყლიანია და საუკეთესო გემოს ხორცით გამოირჩევა. მისი მარტყლი ძვირფასი ნედლეულია ხალიჩებისა და სხვა სახეობათა მოთელილი ნაწარმის (ნაბადი, ქუდები და სხვა) დასამზადებლად. მოზრდილი ცხვრის წონა 70-75, ნერბების კი 40-45 კგ-ია. მატყლის ნაპარსი, შესაბამისად, 3,5-4 და 2,5-3 კგ-ს შეადგენს. თუშური ცხვარი მაღალი ნაყოფიერებითა და მერძეულობით ხასიათდება. როგორც ამბობენ, ეს ის შემთხვევაა, როცა ბაზარმა პროდუქტი თვითონ მოძებნა და ქართულმა ცხვარმაც არაბული ქვეყნების ბაზარზე ავსტრალიური, უკრაინული და ბრაზილიური ცხვრის ექსპორტი წარმატებით ჩაანაცვლა. ქართული ცხვრის მთავარი უპირატესობა (გემოსთან ერთად) სიიაფე და საქართველოდან არაბულ ქვეყნებში ტრანსპორტირების დაბალი ღირებულებაა. არაბი ბიზნესმენები აქ ცხვარს დაახლოებით 50 დოლარად ყიდულობენ, საკუთარ ქვეყნებში კი 300 დოლარად ყიდიან. ფოთის პორტიდან არაბულ ქვეყნებში ცხვრის საზღვაო ტრანსპორტით გადაყვანას 3-4 დღე და სულზე დაახლოებით 15-25 დოლარი სჭირდება. როგორც ირკვევა, არაბი ბიზნესმენები მხოლოდ მსხვილი გარიგებებით ინტერესდებიან და ძირითადად მამალ ცხვრებსა და თოხლებს ყიდულობენ. მიხეილ ჭიჭაყუა ამბობს, რომ ამ დარგში ექსპორტის განვითარებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: „რაც მთავარია, იზრდება ინტერესი ცხვრის კვლავწარმოებისა და გამრავლებისადმი. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში აუცილებელია მეცნიერებისა და ზოოტექნიკოს-სელექციონერების ჩართვა. საქართველოდან ადგილობრივი ცხვრის ჯიშების გაყვანა მათი რეკომენდაციებით უნდა ხდებოდეს“. ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტირებისას ცხოველთა სიკვდილიანობა ადრე თუ გვიან არაბ ბიზნესმენებს საქართველოში ცხვრის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნაზე დააფიქრებს. თუმცა, როგორც ირკვევა, ცხვრის ბიზნესით დაკავებული არაბი ბიზნესმენები საქართველოში არც ცხვრის მოშენებას აპირებენ, არც საძოვრების ყიდვას და მითუმეტეს, არც ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას. მათთვის გაცილებით უფრო მომგებიანია, ცხვარი მეცხვარისგან იყიდონ და ფოთის პორტამდე ჩაყვანილი საქონელი ექსპორტზე შემდეგ არაბულ ქვეყნებში გაიტანონ. მითუმეტეს, რომ ექსპორტი არ იბეგრება და კომპანიასაც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევს. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს: „არაბულ ქვეყნებში ცხვარი ძირითადად რელიგიურ დღესასწაულებზე იკვლება. რიტუალის თანახმად, ცხვარი ადგილზე უნდა დაიკლას. ამიტომ, არაბებს ურჩევიათ საქართველოდან ცოცხალი ცხვარი გაიყვანონ და იქ დაკლან. მითუმეტეს, რომ ფოთის პორტიდან ტრანსპორტირება არც ისე ძვირია“. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ წელს საქართველოდან საექსპორტოდ დაახლოებით 300 ათას ცხვარს გაიყვანენ. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ცხვრის მოშენების მაქსიმალური პოტენციალი ზამთრის სეზონზე დაახლოებით 1,5-2 მლნ-მდე სულია (ზაფხულში ორჯერ მეტი ცხვრის ყოლაც შეიძლება). როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მუშავდება წარმოების ახალი სტრატეგია, რაც სანაშენე წარმოების განვითარებას, მიუვალ საძოვრებზე გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი, ალპური საძოვრების ათვისების შესაძლებლობას გულისხმობს. ფაქტია, რომ არაბების შემდეგ ქართული ცხვრით ირანიც აქტიურად დაინტერესდა. 5 ათასი ქართული ცხვრის შესყიდვაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამ ეტაპზე ქართველი ფერმერები მორიგ სპეციალურ ჩარტერულ ავიარეისს ელოდებიან, ხოლო ქვეყნიდან ერთი სული ცხვრის გაყვანა 40 დოლარი ჯდება. მოთხოვნის ზრდასთან ერთად წელს ქართული ცხვრის საშუალო ფასიც გაორმაგდა და 100-110 ლარს შეადგენს. ფერმერები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ექსპორტზე 300 ათასზე მეტ ქართულ ცხვარს გაიყვანენ.
გეგა ბერიძე
* * *

სოფლის პროგრამის არაეფექტურობას თავწყაროელებიც უჩივიან

სოფელ ჯაფარიძის შემდეგ, სოფლის დახმარების საპრეზიდენტო პროგრამით განხორციელებული სამუშაოების არაეფექტურობაზე თავწყაროს მცხოვრებნიც ღიად ალაპარაკდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სოფელში თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა, შესრულებული სამუშაოები უხარისხოა და დადებითი შედეგები სულაც არ იგრძნობა. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადეს, მიმდინარე წელს სოფელ თავწყაროში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 5 296 ლარი გაიხარჯა. პრიორიტეტულ საკითხთა შორის კი წყაროს მოწესრიგება და მიმდებარე გზის მოხრეშვა დასახელდა. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ჯიბღაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ თავწყაროში სოფლის პროგრამის სამუშაოები შპს „დიდოსტატმა“ შეასრულა და ხარისხზეც პასუხისმგებელი ის გახლავთ. უიმედოდ დარჩენილი თავწყაროელები კი გაუსაძლის ყოფაზე საუბრობენ და დახმარებას ხელისუფლებისგან ელიან: „გზა კი მოიხრეშა მაგრამ აბა ნახეთ... 6 ათას ლარამდე დახარჯეს და რა ეტყობა... ქვიშა დაყარეს და საქმე კი არ გააკეთეს, პირიქით, ხელი შეგვიშალეს... აქამდე ვწვალობდით, მაგრამ ურიკებით წყალს მაინც ვეზიდებოდით და ასე ვტანჯულობდით... მაგრამ რაც ეს ხრეში დაყარეს, ურიკები ქვიშაში ეფლობა და სახლში წყალიც ვეღარ მიგვიტანია... ვდგავართ და ეს მოხუცებული, ავადმყოფი ხალხი 45 გრადუს სიცხეში წყალს ამხელა მანძილიდან ვედროებით ვეზიდებით... მონებივით და პირველყოფილებივით ვცხოვრობთ... აბა რა ვქნათ? ვითომ სოფლის პროგრამით მოსახლეობის ყოფა გაუმჯობესდაო, მაგრამ პირიქითაა... უფრო გაგვირთულეს საქმე, ბალონებით რომ მოგვქონდა წყალი მაშინ ვწვალობდით და ახლა პატარა ვედროებით რამდენჯერ მოვიტანოთ რომ ვიმყოფინოთ? არადა სხვა რა გზაა, ურიკას ვეღარ ვიყენებთ და... რაც გზა მოხრეშეს ძალიან გავწვალდით...“ -- აცხადებენ თავწყაროელები და ყურადღებას სოფელში მიგრაციის მასშტაბურობაზე ამახვილებენ. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ორიოდ წლის წინ სოფელში 150-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი 40-მდე მოსახლე შემორჩა. უმეტესად მოხუცები და ავადმყოფები... ახალგაზრდობა სოფლიდან გაქცევას მასიურად ცდილობს... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
საქართველოში ფქვილი კვლავ გაძვირდა

ბაკურ კვეზერელი - აგვისტოში პურის ფასი სტაბილური იქნება

ადგილობრივ ბაზარზე ფქვილი 8-10 პროცენტით გაძვირდა. როგორც "ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციიაში" განაცხადეს დღეისათვის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 35 ლარიდან 36 ლარამდეა, მაშინ როდესაც ერთი თვის უკან ფქვილის ფასი 33 ლარი იყო. ასოციაციაში სამომავლოდ ფქვილისა და ხორბლის გაძვირებას აღარ მოელიან, როგორც ასოციაციაში განმარტავენ რუსეთში არსებული გვალვის გამო ხორბლის მოსავალი მართლაც განადგურდა, თუმცა ქვეყანას მარაგები გათვალისწინებულზე 2-ჯერ მეტი ჰქონდა და შესაბამისად ქვეყანა ხორბლის ექპორტს მაინც განახორციელებს. ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთი ბირჟაზე გამოიტანს ხორბლის მორიგ პარტიას, რაც ბაზრის გაჯერებას გამოიწვევს და ფასებიც დასტაბილურდება. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინათ კომპანია "აგრიკომის" ხელმძღვანელმა კოკი ოსიპოვმა ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის გაძვირების პროგნოზი გააკეთა.
მისი განმარტებით, ტრეიდერები ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით გერმანულ და ფრანგულ მხარეებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მისი განმარტებით, კრიზისის გამო რუსეთიდან ხორბლის შემოტანა კომპანიებისთვის მომგებიანი აღარ არის, მით უმეტეს რომ მწირი მოსავლის გამო რუსეთმა ხორბლის ფასის მომატება უკვე დაიწყო და ფოთში შემოტანილი განუბაჟებელი რუსული ხორბლის ღირებულება უკვე 260 დოლარია და მოუსავლიანობის გამო რუსეთი ფასს კიდევ გაზრდის. ამასთან ევროპის და ამერიკის ბირჟებზე მარცვლეულის ფასებმა ზრდა უკვე დაიწყო. სასურსათო ხორბლის ფასი პარიზში 1,8(-ით გაძვირდა. ამერიკულ ბირჟებზე კი ფასებმა ზრდა რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული ინფორმაციის ფონზე დაიწყო: ჩიკაგოში სექტემბრის ფიუჩერსები 0,9(-ით გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ გვალვების გამო მარცვლეულის მოსავლის პროგნოზი უკრაინამ, რუსეთმა და ყაზახეთმა შეამცირეს. მიმდინარე თვეში ქვეყანაში პურის ფასი სტაბილური იქნება, თუმცა სექტემბრიდან ვითარება შეიცვლება,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა განაცხადა . "რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ცვლილება აისახება საქართველოზეც, რადგან ჩვენ ამ პროდუქციის იმპორტიორები ვართ. თუმცა, ასე სწრაფად ფასის ასახვა არ მოხდება. მიმდინარე თვეში ფასები სტაბილური იქნება, სექტემბრიდან ალბათ სხვა ვითარება გვექნება", - განმარტა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მისივე თქმით, ხორბლის გაძვირება გავლენას მოახდენს ყველაფერზე, რაც დამოკიდებულია აღნიშნულ პროდუქციაზე, მათ შორის - პურის ფასზეც. საქართველოში ფქვილის ფასი ტომარაზე 7 ლარით გაიზარდა. პურის მწარმოებელები პურის ფასის გაზრდას არ გამორიცხავენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *

მიწის 6000–მდე მფლობელს გაუქმებულ გადასახადს ხელახლა სთხოვენ

დედოფლისწყაროში 6 000 მდე მიწის მფლობელს გაუქმებული გადასახადების გადახდას ახლიდან სთხოვენ დედოფლისწყაროს რაიონში 6 000 მდე მიწის მფლობელს გაუქმებული გადასახადების გადახდას ახლიდან სთხოვენ. როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, 2000 წელს დედოფლისწყაროს რაიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა, რის გამოც საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და გლეხები მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. ფერმერების თქმით, 2007 წლის 11 ივლისს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ და ფიზიკურ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობას შეუწყდა საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე რიცხულ საურავებზე. იურისტების განმარტებით, მიწის მფლობელები 2005 წლის 1 იანვრამდე მიწაზე ქონების გადაუხდელი გადასახადების გადახდისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ 2008 წლის 21 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სათათბირომ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც რეგიონული საგადასახადო ინსპექციები ფერმერებისგან მიწაზე ქონების გადასახადის და მასზე 2000 წლის შემდეგ დარიცხული დიდი ოდენობით საურავების გადახდას მოითხოვენ. მიწის მფლობელთა განცხადებით, ისინი აღნიშნული გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ. საურავი კი ყოველდღიურად იზრდება. ამ მდგომარეობაში მარტო დედოფლისწყაროს რაიონში 6 000 – მდე ადამიანია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათათბიროს მიერ აღნიშნული დადგენილების შესახებ სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. ფერმერები გააფრთხილეს, რომ გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში მათ კუთვნილ მიწას ყადაღა დაედება და გაიყიდება. /ICK/
* * *

"მაგათ ხო გააჭირეს საქმე... შეჭამეს გული, სადაც უნდათ იქ იჩივლონ"...

მირზაანიც უწყლოდ დარჩა

უკვე ერთ კვირაზე მეტია, სოფელ ოზაანის მოსახლეობას ცენტრალური სისტემის დაზიანების გამო წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. ადგილობრივები უწყლოობაზე წუხან და დახმარებას ითხოვენ. ზაფხულის ცხელ დღეებში უწყლოობით შეწუხებულმა მოსახლეობამ დახმარებისთვის ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" მიმართა.
მაყვალა ბიკაშვილი: ,,აღარ შეგვიძლია, შვილო... გაუსაძლისია მირზაანში ცხოვრება. ამიტომაცაა, რომ სოფელი იცლება... ახლა სოფელში წყალი მხოლოდ 2 ადგილას მოწანწკარებს... რაღაცა გაფუჭდაო და დავრჩით უწყლოდ... აღარც არავინ ცდილობს მის გაკეთებას და ვართ ასე... დავიღალეთ ასე ცხოვრებით, სააკაშვილთან შეხვედრა და გულწრფელად საუფარი გვინდა, მაგრამ დედოფლისწყაროელებს პრეზიდენტი ახლოსაც არ გვეკარება... არადა, რამდენი რამე გვაქვს მისთვის სათქმელი... ერთი დიდი წერილი უნდა დავწერო და სააკაშვილს გადავცე... არ ვიცი, რაღაც უნდა ვიმოქმედოთ... გუბერნატორთანაც უნდა წავიდეთ და ჩვენი გულისტკივილი შევჩივლოთ, რომ იქნებ ვინმემ რაიომე ყურადღება ჩვენც მოგვაქციოს... ასე უპატრონოდ ვართ მიყრილები... გეფიცებით, მირზაანი დღეს არავის ადარდებს... ამგვარი შინაარსის კომენტარებს აკეთებენ დანარჩენი მირზაანელებიც, რომლებიც სოფლის დაცლის საფრთხეზე მიანიშნებენ და ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ... მირზაანში ბევრი მიიჩნევს, რომ სხვა სოფლებთან შედარებით ნიკალას სოფელს ნაკლები ყურადღება ექცევა, ამიტომაც მიგრაციამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია და ხალხი სოფლიდან გარბის... მირზაანში წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაური და ჩვენთვის მოულოდნელი კომენტარი გააკეთეს დედოფლისწყაროს წყალკანალში. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერი გიორგი ბენაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს: "სოფელ მირზაანში საქაჩი სადგური დაზიანდა და ამიტომ არის პრობლემა. ახლა მისი სარემონტო სამუშაოები მიდის... მაგათ ხო გააჭირეს საქმე, შეჭამეს გული... სადაც უნდათ იქ წავიდნენ და იჩივლონ, რა ვქნა..." დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ წყლის მიწოდება წყალსაქაჩის აღდგენისთანავე დაიწყება და ეს რამდენიმე დღეში მოხდება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
აგვისტოს ომში დაღუპული სამი დედოფლისწყაროელი გმირის ოჯახს გამგეობა 1000-1000 ლარს გადასცემს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა 2008 წლის აგვისტოში რუსული ინტერვენციის შედეგად ცხინვალში დაღუპული სამი დედოფლისწყაროელი მებრძოლის ოჯახს 1 000 - 1 000 ლარს გადასცემს. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" მუციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ჟესტით მათი გმირობის შეფასება ცხადია ვერ მოხდება, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის სურვილია, კიდევ ერთხელ პატივი მიაგოს მათ ხსოვნას და ყურადღება და თანადგომა გამოხატოს ამ ოჯახების მიმართ. შეგახსენებთ, ორი წლის წინ, რუსულ აგრესიას 17 წლის სამი დედოფლისწყაროელი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ცხინვალში გმირულად დაიღუპნენ გოჩა ილურიძე (ზემო ქედი); გიორგი აბიათარი (ჯაფარიძე) და თემურ ბერიძე (ფიროსმანი). სამივე გამორჩეული აღნაგობის მოზარდი გახლდათ. გამგეობის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით დედოფლისწყაროში რაიმე სახის ღონისძიება გაიმართება თუ არა. თუმცა, პრეს-მდივანი ადასტურებს, რომ თანხა ოჯახებს ნამდვილად გადაეცემათ: "ვერ გეტყვით რაიმე ღონისძიება თუ შედგება, შესაძლოა გმირების საფლავები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გვირგვინებით შეამკონ. დეტალები ჯერ არ ვიცი, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ სამივე ოჯახი 1 000 - 1 000 ლარს მიიღებს" -- აცხადებს ბენაშვილი. გაზეთ "ქიზიყის" არქივის მიხედვით, გასულ წელს გამგეობამ ომში გარდაცვლილის ოჯახებს 150 - 150, ხოლო დაჭრილების ოჯახებს 200 - 200 ლარი გამოუყო. თუმცა, როგორც 9 აგვისტოს ცხინვალში მძიმედ დაჭრილი 21 წლის იოსებ ქოზაშვილის დედა, არხილოსკალოში მცხოვრები ლალი წიკლაური ამბობს, მისი შვილი ომში მუხლების არეში დაიჭრა, დედოფლისწყაროს გამგეობამ დაჭრილებზე შარშან ერთჯერადი ფულადი დახმარება გასცა, თუმცა ისინი დახმარების გარეშე დარჩნენ. /ქიზიყი/

* * *
ბაღაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრებულოს პოლიციის დაფინანსების უფლება ჰქონდა...

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბოლო სხდომაზე პოლიციის ქედების ზონის შუშის შენობის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 67 ათასი ლარის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ეხმაურება და ექსკლუზიურ კომენტარს გაზეთ ქიზიყთან საუბარში აკეთებს. მისი თქმით, გასული წლის მარტში კანონში შესულია გარკვეული ცვლილებები, რის მიხედვითაც განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრებულო უფლებამოსილია ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო.
ლევან ბაღაშვილი (დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე): ,,2009 წლის 27 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შესულია ცვლილება, რომელიც შესაძლოა ბევრმა ჯერ კიდევ არ იცოდეს... ცვლილებების მიხედვით საკრებულოს ნება ეძლევა, 2011 წლის 1 იანვრამდე განსაკუთრებულ შემთხვევებში ამგვარი სტრუქტურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღოს... ასე რომ, ეს კანონი იანვრამდე ჯერ კიდევ ძალაშია და სწორედ მასზე დაყრდნობით ვიმოქმედეთ, როცა საზღვრისპირა სოფლებში პოლიციის განყოფილების გამჭვირვალე შენობის ასაგებად თანხა გამოვყავით... საკრებულოს და პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რომ ეს საზღვრისპირა სოფლები სპეციფიურობით გამოირჩევა, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ იქ თანამედროვე ტიპის განყოფილება აშენდეს, რაც დანაშაულის რიცხვს მკვეთრად შეამცირებს და დადებით შედეგებს მოგვცემს... ეს იყო ჩვენი მიზანი, რომელსაც საკრებულოს წევრებიც დაეთანხმნენ. ამ გადაწყვეტილებაში არამართებულს ჩვენ ვერაფერს ვხედავთ და როგორც სჩანს, არც კანონი დაგვირღვევია... –– აცხადებს ბაღაშვილი.
ექსპერტების განცხადებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პოლიციის რაიონული სამმართველოები კი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
საკრებულოს აპარატის უფროსად საოლქო კომისიის თავმჯდომრის მოადგილე დანიშნეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ანა გონაშვილი ხათუნა გონაშვილმა შეცვალა, რომელიც მანამდე დედოფლისწყაროს #14 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომრის მოადგილე გახლდათ. გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა მიიღო. ხათუნა გონაშვილი ამბობს, რომ შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა.
-- ახლა გუდაურში ვარ... რამდენიმე დღე დედოფლისწყაროში კიდევ არ ვიქნები.
-- შვებულება აიღეთ? დასასვენებლად ხართ, თუ...
--არა, აქ მივლინებით ვარ ჩამოსული...
-- ხათუნა, საოლქოში თვეში რამდენი გქონდათ ხელფასი და საკრებულოში რამდენია თქვენი ანაზღაურება?
-- საოლქო კომისიაში ყოველთვიურად 380 ლარს ვიღებდი, საკრებულოში კი 560 ლარი მაქვს ხელფასი... ისე, სხვათაშორის, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და არ უნდა გეკითხათ...
-- რას ამბობთ... კომფიდენციალური რატომაა, საჯარო მოხელე ხართ და თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგო საიდუმლო ნამდვილად არ არის...
-- ხო, რა ვიცი...
-- ანუ, საჯარო ინფორმაცია რომ გამოვითხოვოთ და წერილობით მოგმართოთ, ამგვარ საკითხებზე არ გვიპასუხებთ?...
-- კარგით, კარგით... როგორც გინდათ...

დედოფლისწყაროელები მიიჩნევენ, რომ ლევან ბაღაშვილმა ამ ჟესტით საოლქო საარჩევნო კომისიას ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გაწეული ღვაწლი დაუფასა და თავმჯდომრის მოადგილე სავარძლით სწორედ ამიტომ დაასაჩუქრა.
თავად ლევან ბაღაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში არ მალავს, რომ გონაშვილის საოლქო კომისიაში მუშაობა ძალიან მოსწონდა და აპარატის უფროსად სწორედ ამიტომ დანიშნა. მისი თქმით, ხათუნა გონაშვილი საკმაოდ აქტიურია და შეთავაზებაც ამიტომ გააკეთა. ადგილობრივ მოსახლეობას კი მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტში კადრების შერჩევისას პრიორიტეტი კვლავაც ახლობლობის პრინციპებით განისაზღვრება და მაღალანაზღაურებად სამსახურებში კვლავაც მხოლოდ მმართველი პარტიისთვის თავდადებული ადამიანები საქმდებიან.
საკრებულოს აპარატის ახალ უფროსს ქიმიური განათლება აქვს... შეგახსენებთ, ხათუნა გონაშვილი საკრებულოში გადასვლამდე საოლქო კომისიის გარდა, პარალელურად, გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში ლაბორანტად მუშაობდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

სოფელ ჯაფარიძეში სოფლის პროგრამის სამუშაოების ხარისხი არ მოსწონთ

სოფელ ჯაფარიძეში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი წელს სანიაღვრე არხების გაწმენდას მოხმარდა. ადგილობრივებმა პრიორიტეტად ეს საკითხი იმ იმედით დაასახელეს, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა ჯაფარიძელების მოლოდინი უსაფუძვლო აღმოჩნდა. როგორც დედოფლისწყაროს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა ქიზიყს განუცხადა, სამუშაოებზე 16 ათასი ლარი დაიხარჯა და ის შპს დიდოსტატმა შეასრულა. სამუშაოები ახლახან დასრულდა, თუმცა თანხის დახარჯვის მიუხედავად მოსახლეობას ძლიერი წვიმების დროს წყალი სახლებში მაინც შეუვარდა.
ჯაფარიძელები სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ თანხის არაეფექტურად ხარჯვის გამო პრობლემები პირველივე წვიმების დროს შეიქმნა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ზემო მაჩხაანში 65 წლის ომან ნატროშვილის ცხედარი იპოვეს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, საკუთარ სახლში 65 წლის ომან ნატროშვილის ცხედარი იპოვეს. ნატროშვილი სახლში დასთან ერთად ცხოვრობდა. რამდენიმე დღის განმავლობაში დამ მეზობლებს ძმის გარდაცვალების ფაქტი არ გაუმხილა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს. /ICK.ge/

вторник, 3 августа 2010 г.

ლაერტ ზუბადალაშვილმა შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რძალი ციხიდან გამოაშვებინა

6 წლის წინ თბილისში გახმაურებული მკვლელობა მოხდა. საბურთალოზე, ბახტრიონის 11 ნომერში, თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან, დეზერტირების ბაზრის მაშინდელი დირექტორის, ექს-პარლამენტარ ლაერტ ზუბადალაშვილის ვაჟიშვილი, ზურაბი ჩაცხრილეს. მას თავში საკონტროლო ტყვიაც ჰქონდა მოხვედრილი.

იმ პერიოდში ბევრი ვერსია ტრიალებდა. მომხდარს მოკლულის ცხოვრებას, მის წარსულს უკავშირებდნენ. საუბარი იყო შურისძიების მოტივზე. პრესაში ყველა ის საქმე გაიხსენეს, რომლებიც ზურაბ ზუბადალაშვილის საქმეს უკავშირდებოდა – მათ შორის მკვლელობებიც... ცნობილია, რომ ზურაბის ძმაც რამდენიმე წლის წინ მოკლეს და მკვლელი ვინმე ხუბეჟოვი იყო, რომელიც საავადმყოფოში თავად ზურაბმა ჩაცხრილა.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას კიდევ 2 ადამიანი ჰყავდა მოკლული. კერძოდ, ეჭვიანობის გამო – მეგობარი ზურაბ დოჭვირი და ავტომანქანის გატაცების გამო თამაზ ტაბიძე.

როგორც დღეს ჟურნალისტები იხსენებენ, თურმე რედაქციებში დადიოდნენ პიროვნებები, რომლებიც ჟურნალისტებს სთავაზობდნენ ზურაბ ზუბადალაშვილის ჩადენილ დანაშაულებზე ოფიციალურ მასალებს. მრავალეპიზოდიანი სისხლის სამართლის საქმეებით, ბუნებრივია, მედია ინტერესდებოდა. დღეს კი აშკარაა, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდებოდა, იმისთვის, რომ კვალი არეულიყო და გამოძიება სხვა მიმართულებით წასულიყო. ამიტომაც, ვერსიები ვერსიებად დარჩა და 6 წლის მერე გაირკვა, რომ საქმეში 7 პირი ფიგურირებდა.
მკვლელობის გასვლიდან 6 წლის შემდეგ აღარავინ ელოდა, დანაშაულის გახსნას. ყველაზე მშვიდად საქმეში მონაწილეები იყვნენ, მათ შორის შემკვეთები, რომლებიც მოკლულის ოჯახთან ურთიერთობას აგრძელებდნენ.

ძალოვნები არ საუბრობენ, ვინ გასცა ეს საიდუმლო ან რის ფასად. დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკავებულია. მკვლელობის ორგანიზატორი და შემკვეთი მოკლულის სიმამრი, რევაზ ჩაჩუა და მისი მამიდაშვილი ალმაატა გრიგოლია იყვნენ. საქმეში მოკლულის ცოლი, თამარ ჩაჩუაც ფიგურირებს. ძალოვნებმა თამარის აღიარებითი ჩვენება ტელევიზიითაც გაავრცელეს, სადაც იგი მკვლელობაში მონაწილეობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო. თამარმა ეს ჩვენება სასამართლოზე ბრალდებულად დაკითხვისას ისევ შეცვალა და მომხდარს სხვაგვარი ახსნა-განმარტება მისცა.

დანარჩენი 4 პირი _ გიორგი ყუფარაძე, თემურ შარაშენიძე, ვასილ გოშაძე და როლანდ დიღმელაშვილი საქმეში მკვლელობის შემსრულებლებად არიან. დიღმელაშვილი მანამდე ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს. გიორგი ყუფარაძე 2008 წელს აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობისთვის გაასამართლეს და 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს მკვლელობა სვანეთისუბანში, ნაქირავებში მოხდა. ძმები ჯერ მოკლეს, შემდეგ გააშიშვლეს, ეზოში დამარხეს და ჩააბეტონეს. გოშაძის საქმეც საყოველთაოდაა ცნობილი. ის გლდანში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ამხილეს. ღაც შეეხება თემურ შარაშენიძეს, რომელიც სპეცდანიშნულება ალფა-ს წევრი იყო. მან ე.წ. ლიფტის ყუთი გამოიგონა, ანუ ლიფტში ფულის ჩასაყრელი ყუთი, რითიც ბევრი კორპუსი სარგებლობს. ამ გამოგონებაზე მან ლიცენზიაც აიღო და წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ ამასობაში წლების წინ მომხდარი საქმე გაუხსენეს და 2 პოლიციელის მკვლელობა დასდეს ბრალად. ზუბადალაშვილის საქმეში სწორედ შარაშენიძე სახელდება მთავარ შემსრულებლად, ანუ ზურას საკონტროლო ტყვია მან ესროლა.

დედოფლისწყაროს რაიონის ორი მოწვევის პარლამენტის წევრის ლაერტ ზუბადალაშვილის ოჯახი სიმდიდრით იყო განთქმული. მას არც რევაზ ჩაჩუას ოჯახი ჩამორჩებოდა. რევაზი შამპანურის ქარხნის დირექტორი იყო.
თავად ზურა ზუბადალაშვილს 23 წლის ასაკში დამოუკიდებელი ბანკი "თამარიონი" და ტელეკომპანია ''თამარიონი" ჰქონდა. ამასთან, მან პირველი სატელიტური დაცვა შექმნა.

ზურას მკვლელობის გეგმა მისმა სიმამრმა თავის მამიდაშვილს ალმაატა გრიგოლიას შესთავაზა. გრიგოლიამ რომან დიღმელაშვილი იპოვა, მან ყუფარაძე.
შემკვეთებმა მათ 2 000 დოლარი გადაუხადეს, მაგრამ ვინაიდან მათი პირველი მცდელობა 2003 წლის 23 ივნისს, სისრულეში ვერ მოიყვანეს, ყუფარაძე საქმეს ჩამოშორდა, ავანსად მიღებული 900 დოლარიც უკან დააბრუნა.
დაქირავებულ მკვლელებს ჩაჩუამ სიძის ფოტო და მაყუჩიანი იარაღი გადასცა. შეატყობინა მისი საცხოვრებელი ადგილი, ავტომობილის მოდელები და ინფორმაცია, რომელ დღეს რა მიმართულებით მოძრაობდა.

2003 წლის 23 ივნისს ღამის 11 საათზე თამარ ჩაჩუას შეთანხმებისამებრ, ბინის კარი ღია უნდა დაეტოვებინა და მეზობელთან შესულიყო. ზურა ჩაბნელებულ საძინებელში ტელევიზორს მარტო მყოფი უყურებდა, თავს დაესხნენ, თუმცა იარაღმა უმტყუნათ და გეგმა ვერ განახორციელეს. დიღმელაშვილი და ყუფარაძე სიჩქარეში ერთმანეთს შეეჯახნენ, რა დროსაც ყუფარაძემ მეწყვილე შემთხვევით დანით დაჭრა. ორივე გაიქცა. პოლიციამ სისხლიანი დანა იპოვა, თუმცა საქმე ვერ გახსნა.
მორიგი მცდელობა რამდენიმე თვის შემდეგ 15 სექტემბერს მოხდა. საქმიდან ყუფარაძე გავიდა და მისი ადგილი შარაშენიძემ დაიკავა.

იმ საღამოს ცოლ-ქმარი კაზინოდან დაბრუნდნენ. ჩასაფრებულებმა მანქანიდან გადმოსულ ზუბადალაშვილს ორმხრივი ცეცხლი გაუხსნეს. მან საპასუხო გასროლა მოასწრო, თუმცა, დაჭრილი ლიფტთან დაეცა. მასთან ჩქარი ნაბიჯით შარაშენიძე მივიდა და თავში საკონტროლო ტყვია ესროლა. ამ საქმისთვის მათ დამატებით კიდევ 1 000 დოლარი მიიღეს.

დიღმელაშვილი თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერს მკვლელობა როგორ მოხდა და ვის რა როლი ჰქონდა: ,,პირველ მცდელობაზე ოთახში რომ შევედი ტელევიზორი ჩართული იყო, წინ ბიჭი იჯდა და უყურებდა. სიბნელეში ვერ გვხედავდა. ამ დროს ვესროლე, მაგრამ იარაღი ხელში ამიფეთქდა და იძულებული ვიყავი გავქცეულიყავი... კიბეზე დაბლა დავეშვი... მეორედ, 15 სექტემბერს წავედით ადგილზე მის ლიკვიდაციისთვის. მე და შარაშენიძე მივედით კორპუსთან... ადგილები გავინაწილეთ. მერე ობიექტის მოსვლა ვანიშნე და წამოვედი. მეორე დღეს გავიგე, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო...

თამარ ჩაჩუა (ზურას მეუღლის ჩვენება): ,,მეორე ეპიზოდში ზურა უნდა წამეყვანა კაზინოში, სადაც ხშირად დავდიოდით. შინ რომ დავბრუნდებოდით მე წინ უნდა წავსულიყავი. სახლთან რომ მივედი წინ წავედი და იქ მოხდა მკვლელობა...

მკვლელობაში მონაწილე თამარ ჩაჩუა თავის დროზე სამძიმრებსაც იღებდა, თუმცა გამოძიებას მასზე ეჭვი თავიდანვე ჰქონდა. მაშინ ის 14 საათის მანძილზე იკითხებოდა. ჩაჩუამ მაშინ ძალოვნების ეჭვის გაბათილება შეძლო.

ბოლოს ძალოვნები მაინც დათმობაზე წავიდნენ და დაკავებულს, რომელსაც უმძიმესი ბრალდება ჰქონდა, რაც 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შინაპატიმრობად და 10 000 ლარის გირაოს გადახდით შეუცვალეს.

საყურადღებო დეტალი: ჩაჩუას პროცესი გვიან ღამით გაიმართა, ისე რომ მასმედია არ დაასწრეს. ამის შემდეგ ის გამოუშვეს. შემამსუბუქებელ გარემოებად დასახელდა ის, რომ მას 7 თვის ბავშვი ჰყავდა. ჩაჩუა მეორედ ორი წლის წინ გათხოვდა. ეს მისი მეუღლისთვისაც მეორე ქორწინებაა. მისი ყოფილი მეუღლე გიგა ბოკერიას ცოლია.

ნათია კორკოტაძე (დაკავებულების ადვიკატი): ,,განსვენებული ნარკომანი იყო. და მან მეუღლეც შესვა წამალზე. მისი მკვლელობის შემდეგ თამარი მოსკოვში ჰყავდათ სამკურნალოდ და ახლა განიკურნა. იყო შემთხვევები, როცა ზურაბს ტამარი დაუჭრია, უცემია ან სიგარეტი დაუწვავს. ამის გამო იძულებული იყო, საქმის კურსში მამა ჩაეყენებინა."
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ზუბადალაშვილებმა მოსალოდნელი სპეცოპერაციის დროს წინასწარ იცოდნენ. ამის საფუძველს მათ წინა დღეს მომხდარი ფაქტი აძლევთ: თამარს და ზურაბს ქალიშვილი სოფო ჰყავთ, რომელიც დედის და ბაბუის დაკავების დროს X კლასის მოსწავლე იყო. ის ჩაჩუებთან იზრდება, მაგრამ ზუბადალაშვილებთანაც ხშირად დადის. მათი დაკავების დროს კი ის შინ არ იმყოფებოდა.

დღეს თამარ ჩაჩუა თავისუფლებაშია, მძიმე ბრალდების მიუხედავად, როგორც სჩანს ამაში ლაერტ ზუბადალაშვილიც დაეხმარა. ჩვენი ინფორმაციით, მასთან შვილიშვილი მივიდა და სთხოვა, დედას ნუ დამაკარგვინებო. პაპა კი შვილიშვილს დაპირებია ყველაფერს გავაკეთებო.

ლაერტ ზუბადალაშვილი: ,,მე გამოძიებას ვუთხარი, წინააღმდეგი არ ვარ-მეთქი. ეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთე, საუბედუროდ, ასეა... მართლა მოვიდა ჩემი შვილიშვილი და მთხოვა... არ მინდა ამ უბედურებაში ჩავერთო. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ძალოვნებისთვის.

რევაზ ჩაჩუა არ უარყოფს, რომ მკვლელობა დაუკვეთა. თუმცა, ამბობს, ჩემი შვილი ისეთ მდგომარეობაში ჰყავდა, სხვა გზა არ მქონდაო...

თეა ხურცილავა

* * *

პოლიციის დაფინანსებით დედოფლისწყაროს საკრებულომ კანონი დაარღვია?!

ექსპერტების განცხადებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პოლიციის რაიონული სამმართველოები კი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. -- ამ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქედების ზონაში, კერძოდ, სოფელ არხილოსკალოში, პოლიციის ქვეგანყოფილებისთვის შუშის გამჭვირვალე შენობის ასაგებად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 000 ლარი გამოიყო. გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს ყველა წევრმა დაუჭირა.

ყველაფრის მიუხედავად, დედოფლისწყაროს საკრებულოში ამ ნაბის საზღვრისპირა სოფლების სპეციფიურობით ხსნიან და მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯით კანონი არ დარღვეულა. არადა, თვითმმართველობის კანონში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული დაწესებულებების დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებას არ განეკუთვნება...

როგორც სჩანს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კანონის სხვაგვარი აღქმა აქვთ!... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *

სოფელ მაჩხაანში წყალს ყიდულობენ

სოფელ მაჩხაანის ზოგ უბანს ან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული წყაროებიდან უხდება სასმელი წყლის მოტანა, ან მისი ყიდვა. სოფელს საკმარისი წყლის ოდენობა არ გააჩნია და დებეტის შევსება საჭიროა სხვა სოფლების წყაროებიდან ან არტეზიური ჭის მეშვეობით. დღემდე არ გამოინახა თანხა, რომ სოფელმა ეს პრობლემა მოაგვაროს.
დავით ჯამასპიშვილი (მაჩხაანის მკვიდრი): "ძალიან გვიჭირს წყალი. წარმოიდგინეთ, ოჯახს რამდენი წყალი სჭირდება და მისი შორიდან მოტანა რა ძნელია. რომ იყოს საუბნო ონკანები მაინც, ესეც შეღავათი იქნებოდა. გადასახადსაც გადავიხდიდით. ასე უფრო ძვირი გვიჯდება, წყალს ვყიდულობთ.”
დედოფლისწყაროს გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის, თქმით, წელს ზემო მაჩხაანში წყლის პრობლემა მოგვარდება. ამისათვის სოფლის განვითარების პროგრამიდანაც და მუნიციპალური განვითარების პროგრამიდანაც საკმარისი თანხა არის გამოყოფილი. ზემო მაჩხაანის მოსახლეობის ნაწილი წყლით მარაგდება თავწყაროდან და ნაწილობრივ სოფელ არბოშიკიდან. მაგრამ ეს არ არის საკმარისი წყალი და მას ვერ მიაწვდიან მთელ სოფელს. არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც წყალი შეიკრიბება გედიქზე და იქიდან მოხდება დენის ტუმბოთი სოფელ ზემო მაჩხაანამდე წყლის ატანა. /7დღე/ ნინო ჭაბაშვილი
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы