суббота, 30 июня 2012 г.

სველი წერტილების გარეშე დარჩენილ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ევროპული ფასებით მკურნალობენ

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, კახეთში ჩაპაევის დროს აშენებული სველი წერტილების გარეშე დარჩენილ საავადმყოფოში ევროპული ფასებით მკურნალობენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსიაშვილმა პარტიის თელავის ოფისში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა..

როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა კახეთის რეგიონში არსებული სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა.

„ძირითადად გვხვდება ერთი და იგივე პრობლემა: ესენია საავადმყოფოების არასათანადოდ აღჭურვა, მოძველებული, გაუმართავი სამედიცინო აპარატურა და შეუსაბამოდ მაღალი ტარიფები. რეგიონში არ არსებობს არცერთი აბსოლუტურად გამართული სტაციონარი. მაგალითისთვის თუ კი ახმეტაში არსებობს ახლად გახსნილი ლამაზი იერსახის საავადმყოფო, იქ არ არსებობს ისეთი დანადგარები, რომელიც აუცილებელია სხვადასხვა სახის მოტეხილობის მკურნალობის დროს, ანუ არ არსებობს ელემენტარულად აუცილებელი რენტგენული დანადგარი. ეს ის საავადმყოფოა, პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ ზარზეიმით რომ გახსნა“,– აცხადებს კახა კუკავას პარტიის წარმოამდგენელი

მისივე თქმით, დედოფლისწყაროში მდებარე საავდმყოფოს მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან საავდმყოფოს შენობაზე მცენარეებია ამოსული, არის ისეთი პალატები, სადაც მინებია ჩამსხვრეული, ზოგადი ანტისანიტარიაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სველი წერტილები არ ფუნქციონირებს.

„დედოფლისწყაროში სხვა სამწუხარო რეალობასთან ერთად, კიდევ უფრო საგანგაშო მდგომარეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ქმნის, მაგალითად სოფელ საბათლოში სასწარაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ავადმყოფის სტაციონარში გადასაყვანად მინიმუმ ოთხი საათი სჭირდება. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაცია მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს და არსებულ ხელისუფლებას, შეზღუდონ რესურსები პარტიული პიარკამპანიისთვის და თანხები მიმართონ ადამიანებისათვის ელემენტარული ჯანდაცვის საკითხების მოგვარებისკენ“, _ აცხადებს გიორგი მოსიაშვილი. /ქიზიყი/

четверг, 28 июня 2012 г.

ინციდენტი სოციალურ სააგენტოში – ზურაბ ზურაშვილი ჟურნალისტებს ისევ ემალება

27 ივნისს ინციდენტი მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს ფილიალში. სააგენტოს უფროსმა ზურაბ ზურაშვილმა გაჭირვებულ მოქალაქეთა პრობლემებზე და სააგენტოს მხრიდან გამოჩენილ უყურადღებობაზე ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და კაბინეტიდან გაიქცა.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში მცხოვრები, მარტოხელა პენსიონერი ლოლა სეფიაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს არაობიექტურ მუშაობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სოციალურმა აგენტმა იმდენად მაღალი ქულები დაუწერა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისითაც კი ვერ სარგებლობს. სოციალური სააგენტოს მუშაობით უკმაყოფილონი არიან სეფიაშვილის მეზობლებიც.

„ინფო 9“-ის გადამღები ჯგუფი ვითარების გარკვევის მიზნით ზურაშვილთან შეხვედრას შეეცადა, თუმცა მცდელობა ინციდენტით დასრულდა. დედოფლისწყაროს რაიონის სოციალური სააგენტოს უფროსი, ზურაბ ზურაშვილი „ინფო 9“-ის კამერის დანახვამ იმდენად გააღიზიანა, სამუშაო ადგილი დატოვა. შეგახსენებთ, ზურაშვილის მხდიდან ჟურნალისტებთან დამალვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ის ამ სამსახურს ორიოდ თვეა რაც ხელმძღვანელობს.

ქიზიყი.ge „ინფო 9“-ს დედოფლისწყაროს ფილიალის ჟურნალისტს მაკა სულაშვილს ექსკლუზიურად ესაუბრა. ჟურნალისტი მაშინვე ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურს. თავდაპირველად პრესსამსახურის წარმონადგენელმა გადამღებ ჯგუფს კითხვების მათთან გადაგზავნა სთხოვა, შემდეგ დროის არქონა მოიმიზეზა და ტელეფონი გათიშა.

ვიდეო ჩანაწერი და ჟურნალისტის შეფასების აუდიო კომენტარები იხილეთ www.qiziyi.ge

მესაზღვრის მიერ გამოწვეული ავტოავარიისას ბებია-შვილიშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა

ზუსტად ერთი წლის წინ, 2011 წლის 28 ივნისს სოფელ კაჭრეთში, გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე მომხდარ მასშტაბურ ავტო-ავარიას ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები ბებია ნანა არაბულისა და მისი 6 წლის შვილიშვილის დინა ჩოფიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეჯახების შედეგად კიდევ 9 მგზავრი დაშავდა, რომელთაგან 1 მძღოლის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. ის კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ სასწრაფოდ თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. პოლიციამ დედოფლისწყაროს მკვიდრი, სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს #4-ე სამმართველოს თანამშრომელი ამირან გონაშვილი დააკავა.
გასულ წელს "ქიზიყმა" თვითმხილველების ნაამბობი შემთხვევის ადგილიდან ექსკლუზიურად გაავრცელა. ჟიგულის მარკის ტაქსის მძღოლი უბედური შემთხვევის თვითმხილველია. ის გაჩერებაზე 28 ივნისს დილიდან იდგა, რის გამოც ირწმუნება, რომ მოვლენათა განვითარება თავიდანვე დეტალურად დაინახა. გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ის სკანდალურ დეტალებს იხსენებს.
,,კაჭრეთის რესტორანში 4-5 მესაზღვრე ქეიფობდა. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა ისინი სასაზღვრო სამმართველოში დაწინაურებას აღნიშნავდნენ. სპეციალური ფორმებიც ეცვათ. მალევე, როცა შეზარხოშდნენ ,,პაგონებზე" ვარსკვლავები მოიხსნეს ჭიქაში ჩაყარეს და ღვინოს ასე სვამდნენ. ძალიან ბევრი დალიეს, რის გამოც მაგრად გამოთვრნენ. მალევე ერთმანეთს დაერივნენ. ერთ-ერთს ეუბნებობნენ - უნდა მოგკლათო!... როგორც ჩანს ამ ბიჭს შეეშინდა, სუფრიდან გამოიპარა ტაქსებთან მოვიდა, სიტუაცია აგვიხსნა - მემუქრებიანო თქვა და ერთ-ერთი ტაქსით დედოფლისწყაროსკენ გაეშურა. უტაქტოდ და უხამსად იქცეოდნენ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ასე მოქცევა ნამდვილად არ შეეფერება, მითუმეტეს, როცა ფორმა გაცვია და "პაგონებს" ატარებ... მალევე თანამესუფრეებიც გამოვიდნენ და რომ გაიგეს ის ბიჭი წასული იყო, ისინიც მანქანით მთვრალები დიდი სისწრაფით მას გაეკიდნენ. ისევ იმუქრებოდნენ და ამასობაში ეს ავარიაც მოხდა. 4 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მერე გავიგეთ, რომ ადგილზე ბავშვი დაიღუპა და მისი ბებია მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფაქტიურად, ისინი რომ დაირივნენ და მთვრალები გაეკიდნენ ავარია ამან გამოიწვია.
როგორც ამბობენ, ბავშვს ბაღი დაუმთავრებია, სკოლაში მისასვლელად ემზადებოდა და ამის აღსანიშნავად ბებიას ის თბილისის ზოოპარკის დასათვალიერებლად მიჰყავდა. შეჯახებაც ამ დროს მოხდა. როგორც ამბობენ, ეს ერთ-ერთი მესაზღვრე დედოფლისწყაროში იმავე კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ბებია-შვილიშვილი. ანუ, გარდაცვლილების მეზობელი იყო და შარშიც მან გახვია", - ყვება ტაქსის მძღოლი.
საუბარში იქვე მდგომი ქალბატონიც ჩაერთო, რომელიც ლაგოდეხში გამგზავრებას ცდილობდა. მან აღნიშნა, რომ შაბათს, 2 ივლისს დედოფლისწყაროში სწორედ ბებია-შვილიშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. ისიც ადასტურებს, რომ ამ ვერსიაზე გაცილებით ბევრი საუბრობს.
ერთ-ერთი მესაზღვრე პირად საუბრებში ამბობს, რომ იმ დღეს მისი თანამშრომლები საქეიფოდ წასვლას მასაც სთხოვდნენ, მაგრამ სხვა საქმეების გამო მან რესტორანში გაყოლა ვერ მოახერხა და უბედურ შემთხვევას ასე გადაურჩა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ბებია და შვილიშვილი მანამდე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდნენ, ისინი ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე, რუსულ სკოლასთან მდებარე კორპუსებში საცხოვრებლად ახლახან გადმოვიდნენ. იმავე კორპუსის მკვიდრია დაკავებული გონაშვილიც.
შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელს ავტოავარიაში ადამიანი უკვე მეორედ შემოაკვდა. ამ ხნის მანძილზე მათ სახელზე სამი ადამიანის გარდაცვალება ირიცხება, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთიც ახალგაზრდა ბიჭია.
სოფელ არბოშიკში მცხოვრები 27 წლის გოჩა მაძღარაშვილი გასულ წელს სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ მაგისტრალზე მიცუბიშის მარკის ჯიპით სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრებ 19 წლის ბექა ჯანიაშვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა "ქიზიყს" განუცხადეს, ბექა ბენზინის საყიდლად ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. /ქიზიყი/
ვრცლად>>

среда, 27 июня 2012 г.

რა არ ათქმევინეს მოქალაქეს "ქართული ოცნების" შეხვედრაზე?!

არჩევნებმა ან შელახული ღირსება უნდა დაგვიბრუნოს, ან - სიღატაკისა და უუფლებობისთვის გაგვიმეტოს!

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეხვედრა დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობას უფრო მშვიდ და "საზეიმო" ატმოსფეროში ჩაივლიდა, რომ არა ერთი შემთხვევა... ქ. დედოფლისწყაროს მცხოვრებმა 74 წლის უშანგი სულაშვილმა შეხვედრის დასასრულ სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. ბერა ივანიშვილის ახალი კლიპის გამაყრუებელი ხმის ფონზე დაიწყო ბ-მა უშანგიმ თავისი სიტყვა. უნდა აღინიშნოს, რომ მის საუბარს ყურადღებით მოუსმინეს კახი კალაძემ, ზურაბ ზვიადაურმა, ბიძინა გუჯაბიძემ, ვახტანგ ხმალაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა და სხვებმა. უშანგი სულაშვილის სიტყვით გამოსვლის ფაქტმა ზოგში თუ მოწონება დაიმსახურა, ზოგიერთისთვის ის კრიტიკის საგნად იქცა. მან საკუთარი მოსაზრების ბოლომდე დაფიქსირება ვერ შეძლო. ამიტომ გადაწყვიტა ბ-მა უშანგიმ „ქიზიყთან“ ინტერვიუს საშუალებით განემარტა, თუ რა რჯიდა, რისი თქმა სურდა, რა გზავნილი მიაწოდა მან „ქართული ოცნების“ მესვეურებს.
- ბ-ნო უშანგი, კარგად გვახსოვს თქვენი პოლიტიკური აქტიურობა ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დასაწყისიდან…
- მართალია, სწორედ საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყების დროიდან ვარ ჩართული ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში, მე ამ საქმისთვის თავი მაქვს დადებული და ვერც ეხლა შევპირდები ვინმეს, რომ გულზე ხელს დავიკრეფ და შორიდან მივადევნებ თვალს ჩემს სამშობლოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მით უმეტეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები კარზე გვაქვს მომდგარი.
- თქვენი აზრით, რითია ეს არჩევნები ასე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი?
- იმით, რომ ამ არჩევნებს იმედის თვალით შეჰყურებს ხალხი, ამ არჩევნებმა ან უნდა დაგვიბრუნოს შელახული ღირსება, ან უარესი სიღატაკისა და უუფლებობისთვის გაგვიმეტოს.
- როგორ აფასებთ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას?
-მაშინ, როდესაც საქართველოში აბსოლიტური ავტოკრატიაა, ერთპარტიულია ქართული პოლიტიკა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღატაკია, როდესაც არ არსებობს საშუალო ფენა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ადამიანის უფლებები, სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, ჯარი პოლიტიზებულია და ერთი კაცის ნება-სურვილს ემორჩილება და ემსახურება. განა შეიძლება მე, რიგით ქართველს, ჩემი ქვეყნის შვილს არ მიხაროდეს ალტერნეტიული ძალის გამოჩენა?
- როდესაც „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე მიდიოდით, წინასწარ გქონდათ განზრახული სიტყვით გამოსვლა?
- წინასწარ განზრახული არ მქონია, თუმცა ხშირად მიფიქრია იმ სავალალო მდგომარეობაზე, როგორშიც ჩემი ქვეყანა და ხალხი იმყოფება, ამიტომაც იმედი მქონდა, „ოცნება“ უფრო მეტად დიალოგის რეჟიმში წარმართავდა შეხვედრას ხალხის სათქმელის უკეთ მოსმენის მიზნით, მაგრამ... ვინაიდან ასე არ მოხდა, გადავწყვიტე, ინიციატივა გამომეჩინა და სათქმელი მეთქვა.
- მაინც რა გზავნილი მიაწოდეთ „ქართულ ოცნებას“?
- ჩემი გზავნილი, ძირითადად, სამი პუნქტისგან შედგება: უმთავრესად მიმაჩნია საქართველოს მოქალაქისათვის ნაციონალობის სტატუსის აღდგენა პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში. ასევე, პოლიტიკური-საარჩევნო სუბიექტების მიერ ლამაზად გაფორმებულ დეკლარაციებსა თუ პროგრამებში თითოეული პუნქტი, აბზაცი, სტრიქონი თუ სიტყვა ახსნილი და განმარტებული იყოს ხალხისთვის გასაგებ ენაზე, გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მათი თითოეული წინასაარჩევნო დაპირება, მომავალი სამოქმედო გეგმა გათვლილი უნდა იყოს დროის გარკვეულ მონაკვეთებზე. მაგალითად, თუ დროულად არ გადაიხედა სამოქალაქო, ადმინისტრაციული, თუ საბანკო დარღვევების გამო მოსახლეობაზე გაწერილი საჯარიმო სანქციები, რომელთა უმეტესობასაც ვერ იხდის ხალხი და ამის შედეგად ან მამაპაპისეულ ქონებას კარგავს, ანდა მოვალეთა რეესტრის მრავალრიცხოვან სიას სამუდამოდ უერთდება, ქვეყანაში კატასტროფული სისწრაფითა და მასშტაბით გაიზრდება ისედაც არსებული უკიდურესი სიღატაკე. ამიტომაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია პოლიტიკური პარტიების მხრიდან საარჩევნო დაპირებების დროში გაწერა და მოსახლეობამდე ასეთი სახით მიტანა.
და კიდევ ერთი: არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოახდენს ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალა მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას, რა კატეგორიის ხალხი ჩაითვლება სოციალურად დაუცველად, საშუალო ფენის წარმომადგენლად თუ შეძლებულად, რათა შემდგომ სახელმწიფო სუბსიდიები, გადასახადები, ჯარიმები თუ შეღავათები ამ დეფინიციის მიხედვით იყოს განსაზღვრული.
- ჯანდაცვაზეც გააკეთეთ განსაკუთრებული აქცენტი...
- ჯანდაცვაზე მართლაც ბევრი მაქვს სასაუბრო, მაგრამ ყურადღება გავამახვილე ისეთი ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის დაფინანსებაზე სახელმწიფო თუ კერძო სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, რომლებიც ხელს უშლიან ერის გამრავლებას, ქართული გენოფონდის გაძლიერებას.
- თუ არ ვცდები, სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც შეეხეთ...
- ჩემი აზრით, სახალხო დამცველი, აბსოლიტურად თავისუფალი რაიმე პოლიტიკური იარლიყისგან, საქართველოში უნდა არსებობდეს არა ერთი და ისიც დედაქალაქში, არამედ ეს ინსტიტუტი შემოღებულ უნდა იქნას თითოეულ რაიონში, რათა ისწავლოს ხალხმა თავისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა.
- აღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბრძანდებით, მაშ რატომ გამოიწვია თქვენმა გამოსვლამ ზოგიერთების უკმაყოფილება?
-ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მხარდაჭერა არ ითვალისწინებს ბრმა ნდობას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისადმი. ნამდვილად არ მინდა ვინმემ, ეს „ქართული ოცნება“ იქნება თუ სხვა, ჩათვალოს ხალხი იმ ბრბოდ, რომელმაც 20 წლიანი უახლესი ისტორიის მანძილზე ვერა და ვერ გამოიმუშავა თავის შიგნით პოლიტიკურ-ელექტორალური კულტურა, ეს ასე არ არის! მე ამ გასაცოდავებული ხალხის წარმომადგენელი ვარ და ნამდვილად ვერ შევაფასებ, მრავალთა მსგავსად, რომელიმე საარჩევნო სუბიექტს თუნდაც „დიდი და ღრმა ჯიბით“, ჩემთვის მთავარი მათი საარჩევნო პროგრამებია; და ვინაიდან, ძალიან რთულია დღეს ხალხის ნდობის მოპოვება, ჩემს გამოსვლაში მოვითხოვე, როგორც „ოცნების”, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხალხის წინაშე წარმოდგენილი იქნას მათი მესვეურების ხელმოწერებით დადასტურებული პროგრამები, რათა შემდგომ, რომელიმე მათგანის ხელისუფლებაში მოსვლისას პროგრამით გათვალისწინებული დაპირებების შესრულების შემთხვევაში ხალხმა შეძლოს მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა, არ შესრულების შემთხვევაში კი-მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
ეს იყო ჩემი სათქმელი მაშინაც და ეხლაც და თუ ვინმე ჩემს მოსაზრებებში რაიმე ინტრიგნულს ხედავს, ანდა მიიჩნევს, რომ მე სიმართლის თქმისათვის ბოდიში უნდა მოვიხადო, ვერ დავეთანხმები და ვერც ცხენს შევკაზმავ გასაქცევად ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს... /ქიზიყი/

ესაუბრა
ნინო ჭიღიტაშვილი

понедельник, 25 июня 2012 г.

წინასაარჩევნო კამპანიისა და დარღვევების გაშუქებაში მოქალაქე ჟურნალისტებიც ჩაერთვებიან

23-24 ივნისს, ქალაქ გურჯაანში, მედია ცენტრ „კახეთისა“ და გაზეთ „კახეთის ხმის“ ოფისში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა შეხვედრა გამართა ახალი პროექტის შესახებ „მოქალაქე ჟურნალისები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“. პროექტის ხელმძღვანელია ჟურნალისტი და მედია ექსპერტი ია ანთაძე. შეხვედრას კახეთის ყველა რაიონიდან ჟურნალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. პრეზენტაციას ნეტგაზეთ "ქიზიყის" რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილიც დაესწრო.

ახალი პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქალაქე ჟურნალისტების მოძებნა და მათ მიერ საარჩევნო თემაზე საჭირო მასალის მიწოდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს 11 ქალაქში: თბილისი, გურჯაანი, გორი, ახალციხე, ხარაგაული, ქუთაისი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი. თითოეული ქალაქიდან პროექტში მონაწილეობს 2 ჟურნალისტი და ერთი კოორდინატორი, სულ 33 ადამიანი.

პროექტის განმავლობაში ყველა ქალაქში მომზადდება სტატია წინასწარ შეთანხმებულ 10 თემაზე. სულ 110 სტატია. პროექტში ასევე ჩართულები იქნებიან პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც მოქალაქე ჟურნალისტებთან ერთად მასალას მიაწვდიან ორგანიზაციას.

მასალის მიწოდება შესაძლებელია მეილზე info@cdi.org.ge და ტელეფონზე (790) 88 99 00. მიწოდებული მასალა განთავსდება ვებგვერდზე www.cdi.org.ge ანაზღაურდება მხოლოდ ის მასალა, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება გრაფაში „გადამოწმებულია“. თითოეული გადამოწმებული ინფორმაცია ანაზღაურდება 32 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. მოძიებული მასალის გაგზავნა ხდება შემდეგ მისამართზე info@cdi.org.ge. ანაზღაურდება მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტური მასალა: 1. ფოტო 2 . ვიდეო 3. აუდიოჩანაწერი 4. ნებისმიერი ჟურნალისტური პროდუქტი, რომელსაც პროფესიონალი ჟურნალისტის მხრიდან გადამოწმება არ სჭირდება.

როგორც ია ანთაძემ აღნიშნა, მოქალაქე ჟურნალისტების ანონიმურობა გარანტირებულად იქნება დაცული, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. პროფესიონალ ჟურნალისტებს აუნაზღაურდებათ ის ინფორმაცია, სტატია ან სიუჟეტი, რომელიც ექსკლუზიურად გამოქვეყნდება სამოქალაქო ინსტიტუტის ვებგვერდზე. /ქიზიყი/

суббота, 23 июня 2012 г.

დედოფლისწყაროს ამბები#13 - საინფორმაციო გამოშვება "კვირის ბოლოს" - 23 ივნისი (აუდიო)

23 ივნისი - რადიო24-ისა და “ქიზიყის” ერთობლივი პროექტი – საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება “კვირის ბოლოს”#13

* * * საგანგაშო ვითარება დედოფლისწყაროში - ორი მომაკვდინებელი დაავადების გამო დედოფლისწყაროს სოფლების უმრავლესობა რისკის ზონად არის გამოცხადებული. ცოფის კერების გარდა დედოფლისწყაროში კარანტინი ჯილეხის გამოვლენის გამოც დაწესდა. საკარანტინო მდგომარეობა ცოფისა და ახლა უკვე ჯილეხის გამოც მოქმედებს

* * * ნაცმოძრაობა დედოფლისწყაროში მაჟორიტარად ზაზა კედელაშვილის შერჩევას ადასტურებს -კედელაშვილი ამბობს, რომ შემოთავაზებები არ ყოფილა - დედოფლისწყაროელების 71 პროცენტი კი ლევან ბაღაშვილის კანდიდატურას ითხოვს. რატომ აპირებს მმართველი გუნდი არჩევანი დაბალრეიტინგულ და საზოგადოებისთვის უცნობ კანდიდატზე შეარჩიოს და რატომ თვლიან მედიის წარმომადგენლები, რომ სპორტსმენის წარდგენით ნაცმოძრაობა დედოფლისწყაროში მაჟორიტარულ არჩევნებს წააგებს

* * * მიწისძვრით დაზარალებული 6 ოჯახი დედოფლისწყაროს გამგეობას დახმარებას სთხოვს. საკრებულომ სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია შექმნა, თუმცა ეს კომისია მხოლოდ მიწის ნაკვეთების ზარალს მოიკვლევს. 7 მაისის მიწისძვრითა და წვიმებით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებზე კი გამგეობა ინდივიდუალურად ცალკე იმსჯელებს. მოისმინეთ აუდიო>>

пятница, 22 июня 2012 г.

ჯილეხის გამო დედოფლისწყაროში კარანტინია - საკრებულომ სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოყო

დედოფლისწყაროს საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯილეხის გავრცელების კერებში პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოყო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, ეს თანხა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფას მოხმარდება.

საკრებულოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯილეხის (ციმბირული წყლულის) გამოვლენის ფაქტი. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს სხდომაზე გატანილ ერთადერთ საკითხს - დედოფლისწყაროს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარის გამოყოფის თაობაზე.

ჯილეხით სოფელ არბოშიკის ტერიტორიაზე ე.წ. „მწარე წყალზე“ მდებარე ყოფილ მეცხოველეობის კომპლექსში ახმად ომაროვის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაავადდა.

როგორც ლევან ბაღაშვილმა განაცხადა, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების მიზნით დედოფლისწყაროში შეიქმნა შტაბი. ამ ტერიტორიაზე განთავსებული ფერმები გამოცხადდა არაკეთილსაიმედო ზონად, ხოლო მისი მიმდებარე ტერიტორია 4-კმ-ის რადიუსით ჯილეხის მხრივ საფრთხის შემცველ ტერიტორიად, რის გამოც კარანტინი გამოცხადდა. თბილისში სამკურნალოდ სამი ადამიანია გადაყვანილი. მათ დაავადებული პირუტყვის გატყავებაში მიიღეს მონაწილეობა.

დაავადებულ ცხოველთან კონტაქტირებულ ადამიანთა გამოვლენას, აღრიცხვას და ეპიდზედამხედველობას ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი” უზრუნველყოფს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დედოფლისწყაროს მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ ქევხიშვილმა.

"ჯილეხის განმეორებითი კერა დაფიქსირდა. ეს კერა პირველად 1952 წელს გამოვლინდა. ამჟამად 25 სული საქონელი დაეცა, აქედან, ზოგი დაიკლა, ზოგს ჩაუტარდა მკურნალობა; საქონელს და მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა დეზინფექცია, გაკეთდა სამარხი ორმოები; ფერმასთან მისასვლელ გზებზე გაკეთდა დეზობარიერები... წვიმიანი ამინდების შედეგად ნიადაგის გადარეცხვა მოხდა და მიძინებული ვირუსი წამოვიდა.

მოსახლეობამ საკარანტინო პერიოდში თავი უნდა შეიკავონ ხორცის ყიდვა-მოხმარებისგან და არამარტო ხორცის. საშიშია, ასევე, რძე და რძის პროდუქტები. სოფლის რწმუნებულებმა უნდა იზრუნონ მოსახლეობის ინფორმირებაზე, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება და ჯილეხით მოსახლეობის მასობრივი დაავადება. ასევე, საჭიროა, მოხდეს საქონლის ვაქცინაცია მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რისთვისაც მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს კერძო ვეტერინარის მომსახურება და რეკომენდაციები. გვახსოვდეს, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო იოლი და შედეგიანია, ვიდრე ვირუსის და დაავადების შედეგების ლიკვიდაცია.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს რამდენიმე სოფელში ჯილეხის გარდა კარანტინი მოქმედებს ცოფის გამოვლენის გამოც. /ქიზიყი/ ჯეონიუსი ; საქართველო&მსოფლიო ;

четверг, 21 июня 2012 г.

ილია მარტყოფლიშვილი: „კედელაშვილის წარდგენით ნაცმოძრაობა დედოფლისწყაროში მაჟორიტარულ არჩევნებს წააგებს!“

ინტერნეტგამოცემა „ქიზიყის“ რედაქტორი, ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობა კანდიდატად სპორტსმენ ზაზა კედელაშვილს დაასახელებს, მმართველი გუნდი დედოფლისწყაროში მაჟორიტარული სისტემით არჩევნებს წააგებს. ამგვარ შეფასებას ჟურნალისტი გაზეთ "ახალი თაობა"-ს დღევანდელ ნომერში აკეთებს. გამოცემა ამ საკითხზე საკმაოდ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ამ ვარაუდს ჟურნალისტს ისიც უმყარებს, რომ კედელაშვილი მშობლიური რაიონის მიმართ არც საქველმოქმედო საქმიანობით გამოირჩეოდა, მუნიციპალიტეტში საერთოდ არ ჩნდებოდა და არც პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურობდა.

„მისი დასახელების შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ მაჟორიტარული არჩევნები დედოფლისწყაროში ოპოზიციამ მოიგოს... კედელაშვილს არც ისეთი დიდი სპორტული წარმატებები აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში მისი სახელი ისევე ქუხდეს, როგორც სხვა ქართველი სპორტსმენების. ანუ, ამ მხრივ მისი პოპულარობის მაჩვენებელი არ გახლავთ იმდენად მაღალი, რომ ხელისუფლებას ამის ხარჯზე ჰქონდეს გამარჯვების იმედი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უშუალო ურთიერთობა მას მხოლოდ ქედების ზონის მოსახლეობასთან ჰქონდა, დანარჩენები კი მას სახეზეც ვერ სცნობენ. თერთმეტი წელია ჟურნალისტად ვმუშაობ და ამ რაიონის ცხოვრებას ყოველდღიურ რეჟიმში ვაშუქებ. მეტ-ნაკლებად ვიცი რა განწყობაა დედოფლისწყაროში. დამოუკიდებელი ჟურნალისტის გადასახედიდან მიმაჩნია, რომ კედელაშვილზე გაცილებით უფრო გამოცდილი და რაიონის პრობლემებში დაწვრილებით გარკვეული კადრებიც არიან. მოსახლეობაში მათი ცნობადობაც ძალზე მაღალია და ვფიქრობ, რომ სხვა კანდიდატს გაცილებით მეტი შანსი აქვს მაჟორიტარული სისტემით გაიმარჯვოს. ეს ადგილობრივმა გამოკითხვებმაც დაადასტურა... რაც ყველაზე მთავარია, ზაზა კედელაშვილი საერთოდ არ იცნობს დედოფლისწყაროსა და მის სოფლებს, წარმოდგენა არ აქვს რა უჭირს აქ მცხოვრებ ხალხს და ბუნებრივიცაა, რომ პარლამენტში ადგილობრივების ინტერესებს ვერ დაიცავს. ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მისი საპარლამენტო მუშაობა მოსახლეობისთვის არაფრისმომცემი და უნაყოფო იქნება,“ - აღნიშნავს გაზეთ "ახალ თაობასთან" საუბარში ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი.

გაზეთი "ახალი თაობა" წერს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად 71% მაჟორიტარ კანდიდატად დედოფლისწყაროს საკრებულოს თვმჯდომარის ლევან ბაღაშვილის წარდგენას ემხრობა. გაზეთის ცნობით, ლევან ბაღაშვილი ადგილობრივ მოსახლეობაში საკმაოდ დიდი სიმპათიით სარგებლობს. /ახალი თაობა/ 21 ივნისი

среда, 20 июня 2012 г.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მაჟორიტარად ზაზა კედელაშვილის შერჩევა დაადასტურეს

საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე ადასტურებენ, რომ ყოფილი სპორტსმენი, ძიუდოისტი ზაზა კედელაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

როგორც "ივერონს" მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ხელისუფლება კედელაშვილის კანდიდატურას დედოფლისწყაროს მოსახლეობას ოფიციალურად ივლისში წარუდგენს...

შეგახსენებთ, თავად კედელაშვილი ამტკიცებს, რომ ამის შესახებ მმართველი პარტიისგან არანაირი შეთავაზება არ ჰქონია და ჯერჯერობით არც მოლაპარაკებები შემდგარა.

კედელაშვილი საჯაროდ პირველად 19 აპრილს მმართველი გუნდის მიერ დედოფლისწყაროში გამართული შეხვედრის დროს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. მოგვიანებით შეხვედრა მის მშობლიურ სოფელში გაიმართა, რომელიც კედელაშვილის კანდიდატად წარდგენად შეფასდა. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის სახეები კედელაშვილის შესაძლო წარდგენას ამ დრომდე არ ადასტურებდნენ.

რომ ზაზა კედელაშვილი 2006 წელს "ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად მუშაობდა, რის შემდეგაც პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ გამოჩენილა. ზაზა კედელაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან ყოველთვიურად 1 500 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მეექვსე წელია იღებს. /ქიზიყი/

ზაზა კედელაშვილმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა

დედოფლისწყაროელმა სპორტსმენმა ზაზა კედელაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე პირველი კომენტარი გააკეთა. უკვე ყოფილი სპორტსმენი, ძიუდოისტი ზაზა კედელაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობა კედელაშვილს დედოფლისწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილავს. ამის თაობაზე ინფორმაცია მედიაში აქტიურად ვრცელდება. თუმცა, როგორც თავად ძიუდოისტმა აღნიშნა, ამის შესახებ მმართველი პარტიისგან მას არანაირი შემოთავაზება არ ჰქონია.

"არანაირ შემოთავაზებას და არანაირ მოლაპარაკებას ნაციონალური მოძარობის მხრიდან ჯერ-ჯერობით ადგილი არ ჰქონია. არ ვიცი ვინ ავრცელებს ჩემს მაგივრად ამ ინფორმაციას,"- განუცხადა "ივერონს" ზაზა კედელაშვილმა.

მისივე განმარტებით, შემოთავაზების მიღების შემთხვევაში ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმას არ გამორიცხავს: "გამორიცხული არაფერი არ არის. თუ ჩემს ქვეყანას ჩემი დახმარება დასჭირდება, შემოთავაზების შემთხვევაში უარს სავარაუდოდ არ ვიტყვი" - განმარტა კედელაშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭისყრას გეგმავს. 19 აპრილს მმართველი გუნდის მიერ დედოფლისწყაროში გამართული შეხვედრის დროს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კედელაშვილი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მოგვიანებით შეხვედრა მის მშობლიურ სოფელში გაიმართა, რომელიც კედელაშვილის კანდიდატად წარდგენად შეფასდა. თუმცა მმართველი გუნდი აღნიშნულ ინფორმაციას ამ დრომდე არ ახმაურებს და აცხადებს, რომ დედოფლისწყაროში "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო კანდიდატის ვინაობა ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ზაზა კედელაშვილი 2006 წელს "ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად მუშაობდა, რის შემდეგაც პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ ზაზა კედელაშვილი შსს-სთან დაახლოებული პირიცაა, კერძოდ, გენინსპექციის ყოფილი უფროსის ვასილ სანოძის ახლო მეგობარია და შსს-ს "ქსივითაც" არის უზრუნველყოფილი.

вторник, 19 июня 2012 г.

სოფელ გამარჯვებაში 23 წლის ბიჭი მოძველებულ ელექტროსადენებს ემსხვერპლა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში 23 წლის ბიჭს დენმა დაარტყა. ადგილობრივი მკვიდრი ირაკლი ხუციშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგი გიორგი ბოსტოღანაშვილი აცხადებს, სტაციონარში მიყვანისთანავე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა.

სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ელგუჯა წიკლაურის განმარტებით, უბედური შემთხვევა გარდაცვლილის მეზობლად მდებარე ბინაში მოხდა. „ქიზიყის“ ინფორმაციით, ირაკლი ხუციშვილი მეზობლის სახლის ჭერზე იმყოფებოდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

"საოცრად კარგი ახალგაზრდა იყო, ყველა კარგად ახასიათებს. 19 ივნისს მეზობლის ბინაში იმყოფებოდა და როგორც ვიცი დენმა იქ დაარტყა. როგორ მოხდა და რამ გამოიწვია გარდაცვალება, ვერ გეტყვით. ამას გამოძიება დაადგენს," - აცხადებს ელგუჯა წიკლაური.

მომხდართან დაკავშირებით შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. მომხდარი მოძველებულ ელექტროსადენებს უკავშირდება. /ქიზიყი/ მედიანიუსი ; ფრონტნიუსი ; ჯეონიუსი ;

მიწისძვრით დაზარალებული 6 ოჯახი დედოფლისწყაროს გამგეობას დახმარებას სთხოვს

EXCLUSIVE - 7 მაისის მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი ბინების დაზიანების ფაქტზე დედოფლისწყაროს გამგეობაში ექვსი ოჯახის განცხადებაა შესული. ამის შესახებ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში განუცხადეს.

„ყველაზე მეტად დახმარებას საზღვრისპირა სოფლებიდან, ქედების ზონის მოსახლეობა ითხოვს. მათი ბინები მხოლოდ მიწისძვრას არ დაუზიანებია, თუმცა თავად მიიჩნევენ, რომ რყევების შედეგად საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამგებლის სახელზე რამდენიმე განცხადებაა შემოსული, რომელიც შესწავლის პროცესშია,“ – აღნიშნავს მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს სპეციალისტი გოგიტა რობიტაშვილი.

დედოფლისწყაროს საკრებულომ „სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის დამდგენი კომისია“ შექმნა, თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილმა განმარტა, კომისია მხოლოდ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზეა ორიენტირებული. ამდენად, კომისია ბინების მდგომარეობით ვერ დაინტერესდება.

„საკითხს გამგეობის შესაბამისი სამსახური შეისწავლის. თუ დაიდო დასკვნა, რომ რომელიმე მათგანის საცხოვრებელი ბინა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ამ შემთხვევაში გამგეობა ოჯახს დროებით საცხოვრებელ ფართს მოუნახავს და ბიუჯეტიდან ბინის ქირით უზრუნველყოფს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ზაზა ფიროსმანაშვილმა.

5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მისწისძვრა მიმდინარე წლის 7 მაისს, დაახლოებით 8:40 წუთზე მოხდა. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 25 კილომეტრის დაშორებით, აზერბაიჯანში,ზაქათალას რაიონში დაფიქსირდა. რყევები საქართველოშიც მძლავრად იგრძნობოდა. /ქიზიყი/ ჯეონიუსი ; საქართველო&მსოფლიო ;

понедельник, 18 июня 2012 г.

ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბი სააკაშვილს დედოფლისწყაროელი ქალბატონის მოტყუებაში ადანაშაულებს

მედიაში გავრცელებული შეფასებების მიხედვით პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოფელ ქვემო ქედში ვიზიტისას C ჰეპატით დაავადებული ქალი, რომელსაც დახმარებას დაპირდა, შეცდომაში შეიყვანა და მოატყუა.

„ამბულატორიები და საავადმყოფოები, რაც გახსნილია საქართველოში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ადამიანი იქ ვერ მკურნალობს, ოპერაციას ვერ იკეთებს. არცერთი გადაუდებელი მკურნალობა ფაქტობრივად, დაფინანსებული არ არის სახელმწიფოს მიერ და სრული კატასტროფაა ამ მიმართულებით. ჩემი თვალით რომ არ მენახა, შესაძლოა სხვისთვის არ დამეჯერებინა. დედოფლისწყაროში იყო სააკაშვილი ჩაბრძანებული და ქალმა შესჩივლა C ჰეპატიტი მჭირს, რამე მიშველეთო, იცით რა უთხრა ბატონმა სააკაშვილმა? პროგრამას ვაკეთებთ C ჰეპატიტიანებისთვის, მოგვაკითხეთ და გეშველებათო. ექიმის ოჯახში ვარ გაზრდილი და ვიცი, ეს ისეთი დაავადებაა, შესაძლოა, ერთ წელიწადში ადამიანი დაიღუპოს. სოფლებში შეხვედრისაც შემხვედრიან ქალბატონები, რომლებსაც მკერდის სიმსივნე აქვთ და ოპერაციებს ვერ იკეთებენ, ჩიყვით დაავადებულები ექიმთან ვერ მიდიან, მკურნალობა ძალზე ძვირია“, - აცხადებს პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი.

იგივე აზრისაა ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე, თინა ტურძილაძეც.

„საქართველოში კოსმიურად მაღალია სადისტრიბუციო დარიცხვები. იმპორტირებული წამლის ფასი ფორმირდება სიფ(CIP) თბილისის სადისტრიბუციო კომპანიის საოპერაციო ხარჯებით ლოჯისტიკაზე, პერსონალზე, მენეჯმენტზე და რეკლამაზე, როცა ამას ემატება სადაზღვეო და ჰოსპიტალური ბიზნესი, ეს საოპერაციო ხარჯებიც წამლის ფასში აისახება. ამიტომაცაა ქართულ ბაზარზე წამალი ასე კატასტროფულად ძვირი.

კომპანიებს მოუხდათ ჰოსპიტალების მშენებლობასა თუ გარემონტებაში სერიოზული ინვესტიციების გაღება, რაც შესაბამისად, ხარჯებში და წამლის თვითღირებულებაში აისახა. ამას დაემატა იმ აგრესიული „პრომოუშენის“ ხარჯები. ზოგიერთი კომპანია ექიმებს პირდაპირ ნაღდი ფულითაც უხდის, იმისათვის, რომ მისი წამლები დანიშნონ.

საქართველოში წამალი რომ ძვირია, რამდენიმე ვალიდური კვლევითაც დადასტურდა (ბოლო იყო „კურაციოს“ კვლევა, რომელმაც დაადასტურა რომ ქართულ ბაზარზე წამლის მარჟა მაღალია და ქართული ფასები აღემატება ევროპულ ბაზარზე იგივე წამლების ფასს). როდესაც ვაფასებთ, რამდენად ეფექტურია ლოჯისტიკა ან სადისტრიბუციო სისტემა, უნდა გავითვალისწინოთ რომ მთავარი მოთამაშე ბაზარზე მწარმოებელია, ყველა სხვა ეკონომიკური აგენტი, დისტრიბუტორი თუ ე.წ. „დისპენსერი“, ის ინსტრუმენტებია, რომლებიც უზრუნველყოფენ წამლით პაციენტის დაინტერესებას და მისთვის ამ პროდუქტის მიწოდებას, მაგრამ თუკი სადისტრიბუციო სისტემა უფრო ძვირი ჯდება ვიდრე თავად პროდუქტის წარმოება, ცხადია ეს სისტემა უვარგისია“. /ქიზიყი/

воскресенье, 17 июня 2012 г.

გამოკითხულთა 71 % მმართველი გუნდის მაჟორიტარ კანდიდატად დედოფლისწყაროში ლევან ბაღაშვილის დასახელებას ითხოვს

ვის ისურვებდით "ნაცმოძრაობიდან" მაჟორიტარ კანდიდატად? - ამ შინაარსის გამოკითხვა დედოფლისწყაროში ერთი თვის მანძილზე მიმდინარებოდა. მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ინტერაქტივში სავარაუდო კანდიდატები გავრცელებულ ვერსიებზე დაყრდნობით შევიდა.

როგორც შედეგების მიხედვით ირკვევა, გამოკითხულთა 71 % მმართველი გუნდის მაჟორიტარ კანდიდატად დედოფლისწყაროში ლევან ბაღაშვილის დასახელებას ითხოვს. ბაღაშვილი დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარეა.

19%-ი მიიჩნევს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დედოფლისწყაროში პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად სპორტსმენი ზაზა კედელაშვილი უნდა დაასახელოს. ხოლო, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა დაუჭირა მხარი.

გამოკითხულთა 4%-ი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა არჩევანი არცერთ ჩამოთვლილ მათგანზე არ უნდა შეაჩეროს და ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის სულ სხვა კანდიდატი შეარჩიოს.

ნეტგაზეთ „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ ინტერნეტგამოკითხვის მსვლელობისას ობიექტურობა მაქსიმალურად დაცული იყო. მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ერთი კომპიუტერიდან ხმა მხოლოდ ერთხელ ფიქსირდებოდა, ხმების განმეორებით განხორციელება შეუძლებელი იყო. ამ პრინციპის დაცვით კი მოსახლეობის აზრის ამსახველი რეალური სურათის გარკვევა მოხერხდა. ამდენად, არცერთ მხარეს გამოკითხვის შედეგების ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.
მარტყოფლიშვილის განმარტებით, გამოკითხვაში 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც რაიონის მასშტაბებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი ყველაზე მაღალრეიტინგული კადრი - ლევან ბაღაშვილი მეოთხე წელია დედოფლისწყაროში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. 2008 წლიდან ის დედოფლისწყაროს გამგებლად აირჩიეს, ხოლო 2010 წლის ადგილობრივი თვითართველობის არჩევნების დროს საკრებულოს თავმჯდომარედ. მანამდე ის სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

ადგილობრივების განმარტებით, ლევან ბაღაშვილი სუფთა წარსულითა და კარგი რეპუტაციით გამოირჩევა, ამდენად მომავალ არჩევნებში მას გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ დედოფლისწყაროსა და მის ყველა სოფელში არსებულ პრობლემებს დეტალურად იცნობს. /ქიზიყი/ ნიუსლაინი>>

суббота, 16 июня 2012 г.

დედოფლისწყაროს ამბები – საინფორმაციო გამოშვება "კვირის ბოლოს” #12 (აუდიო)

16 ივნისი - რადიო24-ისა და “ქიზიყის” ერთობლივი პროექტი – საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება “კვირის ბოლოს”#12

პრეზიდენტს დედოფლისწყარო გაახსენდა - მიხეილ სააკაშვილი დედოფლისწყაროელებს ბოდიშს უხდის, რომ ამ სოფლებამდე ჩამოსვლა აქამდე ვერ მოახერხა. ფერმერთა მომსახურების ცენტრი და განახლებული წყლის სისტემა ქედების ზონაში. სოფელში შეხვედრაზე საგანგებოდ მიყვანილი აქტივისტები

რატომ გახდა უსაფრთხოების თვალსაზრისით დედოფლისწყაროში ცხოვრება სახიფათო - გასულ კვირას სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მძღოლი დააკავეს, კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტს კი საბათლოში განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს. გახშირებული ინციდენტები დედოფლისწყაროში

пятница, 15 июня 2012 г.

სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დედოფლისწყაროშიც იწყება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტუდენტების სტაჟირების პროგრამას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალგაზრდა სპეციალისტებს, (უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს აგრონომის კვალიფიკაცია, დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი) ივლისიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ობიექტებზე სთავაზობს 2 კვირიანი სტაჟირების ინტენსიურ პროგრამას.

როგორც სამინისტროს პრესცენტრიდან „ქიზიყს“ აცნობეს, სტაჟირების მსურველებს გასულ წელს დედოფლისწყაროში გახსნილი ბაჩუკი გონაშვილის მექანიზაციის ცენტრიც მიიღებს.

სტაჟირების დაწყების წინ ჩატარდება ტესტირება და შერჩეული კანდიდატები გაივლიან გადამზადების კურსს. შერჩევის შემდეგ თითოეულ ჯგუფში 3-5 სტუდენტი გადანაწილდება. პროგრამაში შედის სხვადასხვა რაიონებში გახსნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ობიექტები. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში თითოეული სტუდენტი მიიღებს შესაბამის (სტაჟირების) სერტიფიკატს.

სტაჟირების პროგრამის გავლის მსურველებს აპლიკაციის ფორმა შეუძლიათ იხილონ სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შევსებული აპლიკაციების მიიღება წარმოებს მისამართზე: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მარშალ გელოვანის გამზირი #6. ტელ: +(99532) 237 80 14; ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით სარგებლობა: მისამართზე: kadrebi@moa.gov.ge

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 31 აგვისტო. სტაჟირების მსურველ ახალგაზრდების რიცხვი შეზღუდული არ არის. /ქიზიყი/

четверг, 14 июня 2012 г.

მიხეილ სააკაშვილმა დედოფლისწყაროში ფერმერთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა (video)

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიასთან ერთად დედოფლისწყაროში ფერმერთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა.

“სოფლებიდან ჩამოვიყვანოთ ხალხი და ვაჩვენოთ, რა გაკეთდა აგრონომიულ ცენტრებში. ჯერჯერობთ სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობა გვაქვს როგორც ჩამორჩენილ ქვეყანას და ოფისები და შესაძლებლობები - როგორც წამყვან ევროპულ ქვეყანას. კონკრეტულ, გაჭირვებულ სოფლის მაცხოვრებელთან უნდა მივიდეს ეს ყველაფერი”, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ასევე ფერმერთა მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და იმის გარკვევა სცადა, რამდენად დაინტერესდა ადგილობრივი მოსახლეობა მათი მომსახურებით.
“ჩვენი ამოცანაა, სოფლის მეურნეობის წარმოება გავაორმაგოთ. ეს გაკეთებადია. ცოდნა უნდა შევიტანოთ სოფელში და ცოდნა შეცვლის ყველაფერს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტთან ერთად დედოფლისწყაროში იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც. შეხვედრას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილი.

უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ფერმერთა მომსახურების 12 ახალი ცენტრი ამოქმედდება. ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება დედოფლისწყაროშიც. „ქიზიყის“ ინფორმაციით, მისი გახსნის ცერემონია თვის ბოლომდე იგეგმება. როგორც ადგილზე დასაქმებული პერსონალი აცხადებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ცენტრების შესახებ ახლახან გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემაც ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ ცენტრებში ფერმერებს და გლეხებს შემდეგი სერვისით სარგებობის შესაძლებლობა ექნებათ: 42 სახეობის აგრარული ოპერაცია, რაშიც ნიადაგის მოხვნა, მოსავლის აღება, კულტივაცია, ბოსტნეულის თესვა, შეღავათიან ფასებში შხამქიმიკატებისა და მექანიზაციის მარაგნაწილების რეალიზაცია, საერთაშორისო და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება, სასოფლო მეურნეობის ტექნიკის მომსახურეობა და სხვა მომსახურებები იგულისხმება.

მანჯგალაძისივე განმარტებით, ფერმერები ასევე მიიღებენ 5 სახის ლაბორატორიულ მომსახურეობას. „ეს არის ნიადაგის ანალიზი, ცხოველთა მოვლის კვებისა და დაავადებების გამოკვლევა, შხამქიმიკატების ანალიზის ლაბორატორია, კლიმატური პირობები და პროგნოზირებების ლაბორატორია“,– განმარტა მანჯგალაძემ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი



პრეზიდენტი ქვემო ქედშიც ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედს ესტუმრა, სადაც წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა, სიმბოლურად, პირველი მილის შედუღების პროცესში მიიღო მონაწილეობა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის 2010-2015 წლების მოდერნიზაციის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათგან ახალი იდეები და, ამასთანავე, პრობლემები მოისმინა.
პროექტი, რომლის ღირებულება 480 ათასი ლარია, ორი ახალი ჭაბურღილის, ასევე წყალმომარაგების მაგისტრალური და შიდა ქსელების მოწყობას და თანამედროვე სატუმბო სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2 ათას 700 ადგილობრივი მოსახლე წყალს ყოველდღიურად, 12-საათიანი გრაფიკით მიიღებს. მშენებლობაზე 60-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. /ქიზიყი/

среда, 13 июня 2012 г.

სოფელ საბათლოში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტი 25 წლის ატო ოვსეპიანი განსაკუთრებული სისასტიკით ცემეს

დედოფლიწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტი 25 წლის ატო ოვსეპიანი განსაკუთრებული სისასტიკით ცემეს. ამის შესახებ “ქიზიყს” პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციიდან აცნობეს.

როგორც ატო ოვსეპიანის დედა ლიანა ოვსეპიანი აცხადებს, მისი შვილი უგონო მდგომარეობაშია, პოლიცია და სასწრაფო კი შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ მისულან. “ქიზიყის” ინფორმაციით, დაშავებულს დედოფლისწყაროს სტაციონარში უახლოეს საათებში გადმოიყვანენ.

„მინდორში იყო წასული, საზამთროს ბაღში მუშაობს. იქ რა მოხდა, არ ვიცი. შემატყობინეს, რომ უგონოდ იყო. ძლიერად არის ნაცემი. ვინ ცემა და რა მოხდა ჯერ ვერ გეტყვით“, – აცხადებს ლიანა ოვსეპიანმა.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის განცხადებით, ერთი კვირის წინ, ატო ოვსეპიანს პარტიის გაზეთი გაატანა სოფელში გასავრცელებლად, რის გამოც სოფლის გამგებელი ატო ოვსეპიანს დაემუქრა. „ემუქრებოდნენ, რომ ოპოზიციას თავს თუ არ დაანებებ, პრობლემები შეგექმნებაო. ლიანას და ბიბლიოთეკაში მუშაობს და ისიც დაიბარეს გამგეობაში. სოფლის გამგებელმა დავით გუნდაძემ ატო არაერთხელ გააფრთხილა, ფრთხილად იყავიო“, – განაცხადა გურაშვილმა.

გურაშვილის განმარტებით მათი მისამართით ზეწოლის ფაქტები ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა. /ქიზიყი/

დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გია პოპიაშვილი დააკავეს

დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა პოლიციისთვის არდამორჩილების ბრალდებით კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გია პოპიაშვილი დააკავეს. სასამართლომ მას 10 დღით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის უფროსმა ლექსო თამაზაშვილმა განaცხადა, პოპიაშვილი კოალიციის აქტიური მხარდამჭერია. „ერთადერთი მძღოლია, რომელსაც არ შეეშინდა და თბილისში რომ იყო „ქართული ოცნების“ აქცია, მხარდამჭერები წაგვიყვანა. ასევე, დედოფლისწყაროში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე სოფლებიდან ხალხის ტრანსპორტირებაში დაგვეხმარა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხოლოდ მან გაბედა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ტრანსპორტირება და ამის გამო დასაჯეს“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოში პროცესი ჩუმად ჩატარდა და მათ საქმეში ადვოკატის ჩართვაც ვერ მოასწრეს.

გია პოპიაშვილის დაკავების ფაქტზე განცხადება შსს–მაც გაავრცელა. „ა/წ 10 ივნისს ქ. დედოფლისწყაროში, პოლიციის მიერ გაჩერებულ იქნა დარღვევით მოძრავი ა/მანქანა ,,ფორდ ტრანზიტი“, რომელსაც უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები გია პოპიაშვილი. საჯარიმო ქვითრის შედგენისას მან პოლიციელების მიმართ გამოხატა არდამორჩილება, იქცეოდა აგრესიულად და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ შეეფარდა 10(ათი) დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა“, – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.

დედოფლისწყაროში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გრძელდება

უკვე მესამე თვეა ქალაქ დედოფლისწყაროში, პროექტის ,,კლიმატის ცვლილების ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება, ფარგლებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხორციელდება საპილოტე პროექტი ,,საერთო სარგებლობის საძოვრების მდგრადი მართვა“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია: საძოვრის განახლების რამდენიმე მეთოდის ცდაზე დაყენება, 25 ჰა საძოვარზე აზოტოვანი სასუქის შეტანა და როგორც ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა – საერთო სარგებლობის საძოვრის ტერიტორიაზე მდებარე საქონლის დასარწყულებელი წყაროს მილის რეაბილიტაცია.

საძოვრების საკითხით დაინტერესდა არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,Mercy Corps“, მან პროექტში ჩართვის და დაფინანსებაში თანამონაწილეობის სურვილი გამოხატა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან 29 მაისს გამართულ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე გაირკვა,რომ ამორტიზირებული მილის შეცვლის გარდა, წყლის დებეტის გასაზრდელად საჭირო იყო ნიკორციხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, შეხვედრაზეც სწორედ ამასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები იქცა განხილვის ძირითად თემად.ამ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ზაზა ფიროსმანაშვილი–მუნიციპალიტეტის თავმჯდომრის მოადგილე, ილია კვანჭილაშვილი–მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი, ელიზბარ იმერლიშვილი–საქართველოს პარლამენტის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, რეზო გეთიაშვილი – პროექტის ხელმძღვანელი,CENN-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, კობა ალუღიშვილი– ,,Mercy corps”-ის წარმომადგენელი, შეხვედრის ბოლოს შეთანხმდნენ, რომ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა გაარკვევდა ბუნდოვან საკითხებს და მომავალი შეხვედრისთვის უკვე კონკრეტულად ჩამოყალიბდებოდნენ საჭირო თანხებსა და საქმიანობებზე.

პროექტის ექსპერტმა იოსებ სარჯველაძემ, თავის კოლეგასთან ჯემალ ჯინჭარაძესთან ერთად, საცდელ ნაკვეთზე ჩაატარა სხვადასხვა სამუშაოები, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალაქ დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები: თორღვა ცისკარაული, გიორგი ქადაგიძე, გელა ქოქიაშვილი და ნიკა ჭინჭარაული. ამ დღეებში მოხდება აზოტოვანი სასუქის შეტანა 25 ჰექტარ საძოვარზე. /qiziyi/

среда, 6 июня 2012 г.

"ხორბლის მოსავალი 15-20 პროცენტით შემცირდება“

მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 2012 წელს ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 35%_ს მიაღწევდა, სინამდვილეში კი 8%_მდე ჩამოვიდა. გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, შარშან ხორბალი 10 ათასი ჰექტარით ნაკლებ ფართობზე დაითესა, ვიდრე შარშანწინ. მთავრობა კი 2012 წლიდან მოსავლიანობის გაზრდასა და ადგილობრივი ხორბლით მოთხოვნის 35%_ით დაკმაყოფილებას გეგმავდა.

ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში, პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ მოსავლიანობის გასაზრდელად არაფერი განსაკუთრებული არ გაკეთებულა. „უკვე მივეჩვიეთ, რომ ჩვენი მთავრობისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგი არ არის. სანამ ჩვენი ხელისუფლება გონზე არ მოვა და პრობლემას სერიოზულად არ შეხედავს, არაფერი გამოვა“, – ამბობს კოღუაშილი.

საერთაშორისო ბირჟებზე მდგომარეობა მუდმივად იცვლება. ვინაიდან მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხორბლის 91% საქართველოს უცხოეთიდან შემოაქვს, ამიტომ ქართველები შიშით ელოდებიან, როგორი იქნება მოსავალი ყაზახეთში, უკრაინასა თუ რუსეთში, რათა პურის ფასი არ გაიზარდოს და მძიმე სოციალური ტვირთი კიდევ უფრო არ გაუარესდეს _ ვკითხულობთ გაზეთ “რეზონანსში”.

ამჟამად, საქართველოში დაახლოებით 800 ათასი ტონა ხორბალსა და ხორბლის ფქვილს მოიხმარენ. იმისათვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ მოხმარების 35% უზრუნველყოს, მინიმუმ 280 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი უნდა მოვიდეს.

вторник, 5 июня 2012 г.

ირაკლი ღარიბაშვილი: „დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების პირველ ნაწილში დედოფლისწყარო არ მოხვდება“

EXCLUSIVE - ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების პირველ ნაწილში დედოფლისწყარო არ მოხვდება. ღარიბაშვილი ნეტგაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ დედოფლისწყაროში კოალიცია სწორედ მის კანდიდატურას განიხილავს და ამ საკითხზე თვადაც ფიქრობს, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„გიდასტურებთ, რომ დედოფლისწყაროში მაჟორიტარული სიით ჩემი კანდიდატურა განიხილება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დატვირთული გრაფიკი და ძალიან ბევრი საქმე მაქვს, შესაძლოა, ვერ მოვახერხო. ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერ არ ვართ, თუმცა ყველაფერი ივნისის მეორე ნახევარში გაირკვევა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მაჟორიტარი კანდიდატების პირველ ნაწილში, რომელსაც კოალიცია სულ მალე დაასახელებს დედოფლისწყარო არ მოხვდება,“ - განუცხადა „ქიზიყს“ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ის დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ ვრცელი და კრიტიკული სიტყვით გამოვიდა. თანარაიონელების ნაწილმა მისი ეს ჟესტი საკუთარ რაიონში საარჩევნო კამპანიის დაწყებად შეაფასა.

პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების ნახევარზე მეტი უკვე შერჩეული ჰყავს. მათი მტკიცებით ივნისის პირველ ნახევარში მაჟორიტართა პირველი ნაწილის გვარები გამოქვეყნდება.

რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რჩება ხუთიდან ათამდე რეგიონი, სადაც ჯერ გადაწყვეტილებაც მიღებული არ არის.

„ჩვენ კარგი ასარჩევი ხალხი გვყავს ჩვენი გუნდიდან. ეს კარგი პროცესია და აუცილებლად მოვახერხებთ მაჟორიტარების არჩევას. დაახლოებით 7-8 რაიონში ჯერ კიდევ ვერ გამოიკვეთა კანდიდატი. მაჟორიტარების ვინაობის დასახელებას დავიწყებთ არა უგვიანეს 1 ივნისიდან, შემდეგ პროპორციულად ივნისის შუა რიცხვებამდე, ალბათ, მაჟორიტარების მაქსიმალურ რაოდენობას დავასახელებთ“, _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კოალიციის შიგნით საარჩევნო სიაში პოლიტიკოსების ნომრების შესახებ ჯერჯერობით მსჯელობა არ ყოფილა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გიორგი წიკლაურის ლექსები

დედოფლისწყაროში მცხოვრები გიორგი წიკლაური ჯერ მხოლოდ ოცდაორი წლისაა, მაგრამ ცხოვრებამ ბევრი გამოცდა მოუწყო, აღმა_დაღმა ატარა და... " მოიყვანა". ქალაქ ბათუმში, დედულეთში ვლადიმერ და ვარდო ირემაძეების ოჯახში დაიბადა. გიორგი წიკლაური ეთერ ირემაძის და ემზარ წიკლაურის პირველი შვილია, მას მერე ორი გოგონა დაიბადა. ხან ქობულეთში ცხოვრობდნენ, ხან თელავის რაიონის სოფელ ფშაველში, ხან სოფელ გამარჯვებაში, ბოლოს ბინა ქალაქ დედოფლისწყაროში დაიდეს, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება და.. მამამ ოჯახი მიატოვა. მერე გიორგის ცხოვრებაში ყველაზე დიდი "ჭკუის სასწავლებელი" პერიოდი დადგა.

სოფელ წითელწყაროს ქართულ_რუსული სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობდა. სწავლობდა თითქმის საშუალოდ, მაგრამ ატესტატი ვერ აიღო, იჩხუბა და... ორი წელი ციხეში მოუწია ყოფნამ. სწორედ იქ მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში ფასეულობათა გადაფასების დრო დადგა. ხომ გაგიგონიათ, ჯერ მწარე უნდა ჭამოო, _ ამბობს თავადაც. მიხვდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უფალი და სიყვარულია, უფლის და ადამიანის სიყვარული, ოჯახის პატივისცემა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა. მერე მუზა შეუჩნდა და პირველად უფალს გაანდო თავის ფიქრები ლექსებად, უცებ კი სიყვარული მოვარდა, შმაგი, ვნებიანი, დაუცხრომელი.. ჯერ მხოლოდ თვრამეტი წლის იყო, მისი რჩეული თამთა ბასილაშვილი კი თითქმის ბავშვი. თავისი "გაიტანეს", ოჯახი შექმნეს, ახლა პატარა ეთო მთელი ოჯახის დიდი სიყვარულია და "რიგის ყანწივით" ხელიდან ხელში საგოგმანები, როგორც დღევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობას, არც მას აქვს სტაბილური სამუშაო, მაგრამ არაფერს თაკილობს, შრომობს, ცდილობს, დიდი ოჯახის რჩენაში დედას შეეშველოს. სწავლასა და პროფესიის შეძენაზე ოცნებობს. _ კაცი ცხოვრების გეგმის გარეშე წარმოუდგენელიაო, _ ამბობს და საბუთები კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ "აისში" მეღვინეობის განხრით შეიტანა. ცხოვრების გაწამაწიის მიუხედავად მუზა თითქმის ყოველდღიურად სტუმრობს, უფლის სადიდებელთან ერთად გაჩნდა ლექსები სამშობლოზე, სიყვარულზე... "მიდი, თქვი, ლექსო, სათქმელი, ამოიოხრე გულიდან, სამყარო სხვაფრად მაჩვენე, შეგეშველები, თუ გინდა, მე უყველაფროდ ვიცხოვრებ, მაგრამ უშენოდ არ მინდა” - ამბობს ერთ ლექსში, სხვაგან კი ასე გადმოსცემს თავის ნააზრევს:
"მე ერთი წვიმის წვეთიც მაცოცხლებს
და გაზაფხულის მხოლოდ სურნელი,
ჭეშმარიტებას ლექსში დავეძებ
და სიყვარული მიდევს უბეში".
გალაქტიონის "მესაფლავე“ პირველად რომ წაიკითხა, შოკში ჩავარდა, როგორც მთის სისხლის კაცს ხიბლავს და იზიდავს ვაჟა. გრძნობს, რომ მის ლექსს აკადემიურობა აკლია, ეს ბუნებით მიმადლებული აზრის მხატვრულად გადმოცემის უნარია და მას დახვეწა, ცოდნით შევსება სჭირდება. სწორედ ამიტომ ხშირად სტუმრებს უფროს კოლეგებს დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციაში, ცდილობს, უფრო მეტი იკითხოს. მის სამაგიდო წიგნს კი ბიბლია და სახარება წარმოადგენს. მოდით, დღეს ჭაშნიკი გავუსინჯოთ მის რამოდენიმე ლექსს, სამომავლოდ კი _ თვალყური მივადევნოთ, ვნახოთ, როგორ გაიზრდებიან ის და თავისი ლექსები.

ნაირა გორაშვილი
ვფიცავ
უეცრად გულში ადუღდა სისხლი
და თითქოს ლოდი დამაწვა მხრებზე,
მაშინ ვიგრძენი პოეტის ჟინი,
რომ დამათენა ფიქრებმა შენზე.
თითქოს ვარსკვლავთა ქორწილი ვნახე
და ნეფის გვერდით მჯდომარე ვიყავ,
ახლა არ მინდა, ვიდგე სხვასავით,
გამომეცალე ფეხიდან მიწავ!
ვიცი, ვეღარას დამაკლებს შიში,
ხელებაწვდილი ზეცისკენ ვფიცავ
და საქართველოს სიმწარე დიდი
გავუზიარო ჩემს გულსაც მინდა,
უკვე ყმაწვილურ თამაშებს ვტოვებ,
ასპარეზს ვიწყებ მეომრის ფარით,
თუ ჩემს სამსობლოს შელახავს ვინმე
ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ ხმალით.
X X X
ჩემო მამულო, ჩემო სამშობლოვ,
მე ლექსს რატომ ვწერ, როგორ გგონია?
შენთვის გრძნობები რომ გამემხილა,
მე ასეთი რამ მომიგონია.
ლექსის მწერალო, ქვეყნის ერთგულო,
ბევრი სიმდიდრის მატარებელო,
ბევრისთვის ღამის თევის მიზეზო,
და ჩემი გულის გამხარებელო,
რასაც ვერ გეტყვი ჩემს სათქმელს ლექსში,
შენ, საქართველოვ, მე არ მიწყინო,
ჩემს ყველა სტრიქონს იმიტომ ვეტრფი
რომ წაგიკითხო, შენ კი მისმინო.

X X X
უცხო სამყაროს უცხო ქალაქში
ურცხვად, თამამდ დავიარები,
უცხო გრძნობების აზრებს გადავშლი
და ამ სირცხვილში დავიმალები.
უცხო სიყვარულს, უცხო სინაზეს,
ურცხვად ავიღებ ბრიყვად გამოწვდილს.
დილით ვაბრალებ არყით სიმთვრალეს,
ცოდვით ცხოვრება რატომ გამომდის?
ცოდვების გუდას მოვირგებ მხარზე.
და უსირცხვილოდ ავიღებ სირცხვილს.
მე გამიშვებენ გოლგოთას მთაზე,
მერე უგულოდ დავიწყებ ტირილს.
წამებში წუთები თუ დაეტევა,
მაშინ ჩემს გულში სამყაროს ჩავდებ,
თუკი სიკვდილში რწმენა ეტევა
მაშინ სიცოცხლეს სასწორზე დავდებ.
”აღარ ვუნდივარ სამყაროს ბერი“

ჰეი, გავლილი წლების მეფენო,
თხოვნით მოგმართავს მოხუცი კაცი
ცაში აფრინდით თეთრო მტრედებო.
წლებთან მაქვს უკვე მე დიდი ვალი.
თხოვნა მეფესთან ასე ჟღერს მისი.
ერთი ვარსკვლავით დამტოვე უკან,
არ მინდა ცოდვა ვატარო სხვისი.
ისეც ამევსო ამხელა გუდა.
აღარ ვუნდივარ სამყაროს ბერი,
მგონი სიკვდილსაც გადავავიწყდი.
ვთვალე ამდენი ცოდვილი წლები,
ჩემო ბავშვობავ, შენც დამავიწყდი.
მინდა სიბერეს უსმინო გულით,
იმ ძველ ფურცლებში ბევრს წაიკითხავთ,
ნუ გადმოხედავთ ამაყი სულით.
სიბრძნეს მიიღებთ რაც მეტს იკითხავთ.
შენთვის
თუ კი გული ამღერდება,
მხოლოდ შენთვის, მხოლოდ შენთვის
ქოხიც თუ კი ამაღლდება,
ქალო, ეგეც მინდა შენთვის,
ხოხობი თუ აფრინდება,
მასაც ვესვრი, ქალო შენთვის,
ანგელოზი თუ გამიწყრა
ეგეც მხოლოდ, ქალო, შენთვის,
სატანაც რომ დამეჭიდა,
მასაც მოვერიე შენთვის.
თუ კი ტკივილს ცრემლი მოჰყვა,
წვიმა მომაქვს მე კი შენთვის,
თუ შეგცივდა და შეწუხდი,
ზაფხული მაქვს ისიც შენთვის!?
სასახლიდან თუ დაბრუნდი,
ის ქოხი მაქვს ისევ შენთვის,
შენ, სატანავ, აქ დადუმდი,
ღმერთო, ჯვარი თუ გაქვს ჩვენთვის!?
ადამიანო
ადამიანო, არ დაივიწყო სახელი შენი,
არ დაივიწყო, მტვერი ხარ მიწის.
ადამიანო, საითკენ ილტვი,
წუთების დათვლა ხომ ადვილია?
სამოთხის კართან ძირს რატომ ითხრი,
სადაც სულისთვის ბევრად ტკბილია?
ადამიანო, კიბეს ნუ დადგამ,
რომ თანატოლად მოხვიდე ჩემთან,
მეფე ხარ ამაყი, ქვეყანას მართავ,
მიდი და ეზიარე იმ წმინდა ბერთან.
ადამიანო, გახსოვდეს სული,
წუთიერ გრძნობებს ნუ გადაჰყვები,
ნუ აამაღლე შენს ზევით ფული,
აფთარზე მეტად ნუ გაავდები.
თქვენი სხეული ის ტაძარია,
მარად და მარად რომ იყოს წმინდა,
თქვენი სული კი ის სანთლებია,
ჩაუქრობლად რომ ატაროთ მინდა.
გესმის?
თუ გამოიცნო მელოდია
შექმნილი ჩვენთვის,
ასეთი ნაზი და..
აღელვებული ლამაზი ტექსტიც.
ხედავ?
დამიხატია პორტრეტი შენი,
ამასღა ვბედავ,
ნახე ფერები უნიჭო
მე რომ ჩემებრღა ვხედავ.
ვგრძნობ?
ამ შენ სინაზეს, ლამაზო,
უკვე რამდენხანს ვთმობ
და მაგ თვალების სიგიჟეს
დიდიხანია ვგმობ.
გიყვაარს?
შენ კი არა და უკვე
ვეღარავინაც მიტანს,
თუ შეგიყვარდა ლექსი,
თვითონ კალამიც რითმავს.
გტკივა?
ამ სიტყვის გულში,
უკვე ბევრი რამ მინდა,
რომ ჩამოვწყვიტო ვარსკვლავი
და გადმოვფრინდე ციდან.
გწაამს?
ქრისტე, რომელიც ლოცავს
ყველა გაქცეულ წამს,
და რომ გაგიქრობს გულში,
ყველა დამჩნეულ დაღს.

”არ დამიჯერებთ“
არ დამიჯერებთ, მაგრამ აღმოვთქვამ
მეფედ ვცხოვრობდი ცოტა ხნის უკან
გვირგვინი თავზე ოქროსი მედგა
და საქართველო შევკარი მუშტად.
არ დაიჯერებთ, ამასაც გეტყვით:
ღმერთი ვიყავი თქვენი ლოცვების,
როცა გიმძიმდა სულის ვაება,
გვახსოვს, ცრემლებით ჩემთან მოხვედი,
მგელიც ვყოფილვარ, ტყეში ნადირად
და დამიშლია ირმების გუნდი.
ასე გიყვებით ახლა მარტივად
თან მახსენდება ის თქვენი ხუნდი,
ერთ დროს ვიყავი თვით საქასრთველოც
და საქართველოს გული მტკიოდა,
გმირიც ვიყავი, ხანჯლად გაყრილი
და პატრიოტის სისხლი მდიოდა.
ხმალიც ვიყავი, ბასრი და მჭრელი,
გმირების ხელში ნატრიალები,
იმ ჩვენი მტრების სისხლიც ვიგემე,
ვისგანაც გვქონდა ნაიარევი.
მე თქვენი გულიც ვიყავი კიდეც,
ვისაც გიცემდათ მკერდში სიამით,
ვინც დედის ამაგს ეფერებოდა
და დაჩოქილმა ვარდი მიართვით.
ანგელოზადაც მივსულვარ ჯართან,
რჩეულ მამულის შვილებთან მეთქვა.
უფლის პირჯვარი დავწერე ყველას,
ვიღვარე ლოცვის სიტყვებთან ერთად.
ახლა კაცი ვარ, სახეზე მშვიდი,
მაგრამ დარდებით სავსე მაქვს გული,
ახლა ლანდი ვარ შეუმჩნეველი,
უხილავ გრძნობებს მიჰყვება სული.

გიორგი წიკლაური - გაზეთი "შირაქი"

понедельник, 4 июня 2012 г.

ოპოზიციის მტკიცებით, დედოფლისწყაროში სოფლის პროგრამა არაეფექტურად ხორციელდება

პარტია "თავისუფალი საქართველო" სოფელ ხორნაბუჯში სოფლის დახმარების პროგრამის არაეფექტურობას აპროტესტებს.

"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის განცხადებით, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში, ჩოლოყაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები სოფელში მიმდინარე წყალმომარაგების ქსელის მოწყობაზე უკმაყოფილებას გამოხატავენ”.

"როგორც მოსახლეობა აღნიშავს, ჩოლოყაშვილის ქუჩის გარდა, სოფლის 8 ქუჩა განსახორციებელ სამუშაოთა პროექტში უკვე არის შეტანილი. ჩვენ ამ საკითხის გასარკვევად რაიონის გამგებელს მივმართეთ, რომელმაც არც კი მიგვიღო და ყურადღებაც არ მოგვაქცია. მთელი დედოფლისწყარო ჩვენს სოფელში მდებარე წყაროს წყალით მარაგდება, ასევე გამგეობის წინ მდებარე შადრევანიც. სოფლის მაცხოვრებლები დღემდე წყალს ურიკებით ეზიდებიან. დავიტანჯეთ, ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან და მოსახლეობა ორად დაყვეს. რანაირი სამართალია ზოგს მიექოდებოდეს წყალი, გზის მეორე მხარეს კი წყლის შეყვანის უფლებას არ აძლევენ და გზის გათხრაზე უარს ეუბნებიან,"- აღნიშნავს მოსახლეობა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწყაროს ორგანიზაცია ამ ფაქტს გმობს და მიაჩნია, რომ ნაციონალური თვითმმართველობის მიერ მოსახლეობის და ქუჩების დისკრიმინაციული დაყოფა და დახარისხება ხდება. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სოფლის დახამარების პროგრამით 2010 წელს მუნიციპალიტეტში სულ 357 277 ლარის სამუშაოები განხორციელდა, 2011 წელს - 355 753 ლარის, 2012 წელს კი 471 852 ლარის სამუშაოებია გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის დახმარების პროგრამაზე მილონზე მეტი დაიხარჯა, სოფლის მაცხოვრებლები შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ყველგან გამოთქვამენ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოფლის დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები ხელისუფლების მოჩვენებითი სპექტაკლია ხალხის ვითომდა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სინამდვილეში, სოფლის დახმარების სამუშაოები უხარისხოდ, თანხები სრულდება და არამიზნობრივად იხარჯება. საბოლოო ჯამში, ამ პროგრამის წარმატებულობა არა ხალხზე, არამედ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე ისახება დადებითად, ვინც ამ სამუშაოებს ასრულებს. უკეთესი იქნება, რომ შესაბამისმა საკანონმდებლო ორგანოებმა და კონტროლის პალატამ არა ოპოზიციური პარტიების შემოწირულობები მოიკვლიოს, არამედ თვითმმართველობის ბიუჯეტის და სოფლის დახმარების თანხების ხარჯვის მიზნობრიობა განახორციელონ”, - განაცხადა გურაშვილმა. /ქიზიყი/

суббота, 2 июня 2012 г.

"ქართული ოცნების" შეხვედრა დედოფლისწყაროში და ტერორი სოფლებში (აუდიო) video

2 ივნისს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დედოფლისწყაროში შეხვედრა გამართეს, სხდომა კულტურის სახლის შენობაში ზუსტად დღის 14:00 საათზე დაიწყო. ამ აქციით, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა კოალიციამ წინასაარჩევნო კამპანია დედოფლისწყაროს რაიონშიც გახსნილად გამოაცხადა.

ადგილობრივ მოსახლეობას კახი კალაძე, ზურაბ ზვიადაური, ბიძინა გუჯაბიძე და ვახტანგ ხმალაძე შეხვდნენ. შეხვერაზე დასასწრებად მშობლიურ რაიონში ჩამოვიდა ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, ირაკლი ღარიბაშვილიც.

ზეწოლების მიუხედავად კოალიციამ დარბაზის შევსება მოახერხა. შეხვედრას 350-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, თუმცა თბილისიდან ჩამოყვანილი მხარდამჭერიც მრავლად იყო. „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა და სოფლის რწმუნებულებმა მოსახლეობა დააშინეს, რის გამოც შეხვედრაზე დასწრება ბევრმა ვერ გაბედა.

ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება სოფელ ოზაანში შეიქმნა, სადაც შეხვედრაზე წასასვლელად გამზადებულმა ხალხმა სოფლის რწმუნებულის სოსო თევზაძის და ოზაანის მაჟორიტარის ტრისტან ქურხულიშვილის უშუალო ჩარევის შემდეგ ოპოზიციასთან შესახვედრად წასვლა ვეღარ მოახერხა.

სცენაზე თავდაპირველად კახი კალაძე ავიდა. მან 5 წუთს ისაუბრა. ზურაბ ზვიადაურმა 3 წუთს. შემდეგ ტრიბუნა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, რომლის გამოსვლაც 7 წუთს გაგრძელდა. მისი სიტყვა ხელისუფლების კრიტიკას და ბიძინა ივანიშვილის სახით მოსახლეობაში გაჩენილ იმედს შეეხებოდა. ამ პოლიტიკური ძალის მაჟორიტარ კანდიდატად დედოფლისწყაროში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი მოიაზრება, ამიტომ მისი გამოსვლა განსაკუთრებით ემოციური იყო.

სააგიტაციო მასალა, ან რაიმე სახის ბუკლეტი მოსახლეობისთვის არ დაურიგებიათ. მაყურებელს მხოლოდ პარტიის უფასო გაზეთი გადასცეს, სადაც „ქართული ოცნების“ დეკლარაცია და სხვადასხვა შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. მათი თქმით, ჯანდაცვა იქნება უფასო, ყველა ადამიანი იქნება დაზღვეული 100%-იანი პაკეტით, მაგრამ იქნება დიფერენცირება, დაზღვევა სოციალურად დაუცველებს და საშუალო ფენას უფრო ეკუთვნის, ვიდრე მინისტრებს, პარლამენტის წევრებს და ა.შ მაპატიონ მინისტრებმა და უფრო მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ სახელმწიფო დააზღვევს, მაგრამ გადასახადი უფრო მეტი ექნებათ, თქვენ გექნებათ მიზერული გადასახადი, სოციალურად დაუცველები საერთოდ არაფერს გადაიხდიან.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა ბიძინა გუჯაბიძემ სცენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, კახეთში ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1 ლარზე ნაკლები არ იქნება. „ქართული ოცნების“ წევრის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე მზად აქვს კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტში მათი უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში მიიღებენ.

როგორც „ქიზიყს“ სოფელ ზემო ქედის მაცხოვრებლებმა აცნობეს, შეხვედრას თვალყურს ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი აქტივისტებიც ადევნებდნენ. ახალგაზრდები არ მალავდნენ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრასთან დაკავშირებით, 31 მაისს დედოფლისწყაროს გამგეობაში დახურული საგანგებო თათბირი ჩატარდა. თათბირს საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გარდა კერძო ორგანიზაციების, მათ შორის ბანკების მენეჯერებიც ესწრებოდნენ. რაიონის ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ 2 ივნისს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ შეხვედრას არცერთი დასაქმებული პირი, მათი ოჯახის არცერთი წევრი და ახლობელი არ უნდა დასწრებოდა.
დედოფლისწყაროელები ღიად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა მოსახლეობა მასობრივად დააშინეს და კოალიციის შეხვედრაზე დასასწრებად კულტურის სახლში მისვლა კატეგორიულად აუკრძალეს. /ქიზიყი/



წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы