
ბავშვთა დაცვის დღეს, ე.წ. „ჯარის წყლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილი სპორტული კომპლექსის შენობაში სადღესასწაულოდ გაიხსნა საბავშვო გასართობი ცენტრი.
მოზრდილ დარბაზში განთავსებული თანამედროვე ტიპის ატრაქციონები, უამრავი სათამაშო, საკარნავალო ფორმები, პანორამით მოხატული პატარა სცენა, საბავშვო მაგიდები და სკამები - საკმაოდ მომხიბლავად გამოიყურებოდა და პატარებისთვის საკმაოდ სასიამოვნო გარემოს ქმნიდა.
ეკრანზე გადიოდა მულტფილმები და მოეწყო კარაოკე. დედოფლისწყაროელი პატარები ცენტრის გახსნის დღეს მშობლებთან ერთად უფასოდ იყვნენ მოწვეულები. მათთვის და მათი მშობლებისთვის ამგვარი სიახლის შემოტანა რაიონში ნამდვილი სიურპრიზი გახლდათ. ამ მშვენიერი საქმის წამომწყებები კი, ყველასთვის კარგად ცნობილი, ბიძინა პაპაშვილის და მარინე ცხვედიაშვილის ოჯახი გახლავთ.
ღონისძიების დიჯეიმ ბავშვებს ბავშვთა უფლებების დაცვის და წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა, ხოლო შემდეგ პატარებს სცენაზე ასვლა სთხოვა.
მშობლები კმაყოფილებას და ბავშვების ცენტრში ხელახლა მიყვანის სურვილს გამოთქვამდნენ.

როგორც მარინე ცხვედიაშვილი ამბობს, მომსახურების ფასებზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა, ის უკვე იცის, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. თითოეული ბავშვის ცენტრში შესვლა და დაახლოებით 2 საათიანი გართობა 5 ლარის ფარგლებში იმერყევებს, სადაც გაზიანი სასმელის მომსახურებაც შევა.
„სამსახურის გარეშე ყოფნა ძალიან გამიჭირდა, საკმაოდ დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები ჩემი საყვარელი არსებები არიან, ასეთი სახის ცენტრის გახსნა გადავწყვიტე. ვფიქრობ, გაამართლებს.“ - აღნიშნა მარინე ცხვედიაშვილმა. /ქიზიყი/ ლალი მეხრიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий