суббота, 26 июня 2010 г.

სამშობიაროდან გაძევებული მშობიარე, დაბადების მოწმობის გარეშე გაზრდილი ბავშვები და სხვის ჭერქვეშ შეფარებული მრავალშვილიანი მარტოხელა დედის ამბავი

36 წლის ხათუნა ბიკაშვილი სოფელ წითელწყაროში, გამსახურდიას ქუჩა #8-ში ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს. ცალკე გადასვლა მეუღლესთან განშორების შემდეგ მოუხდა. მარტოხელა მრავალშვილიანი დედა თავშესაფრის არარსებობის გამო იძულებული გახდა რუსული ტიპის მომცრო ბინა დაექირავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში რჩებოდა.
ის ხელისუფლებისგან სრულ უყურადღებობას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ოთხ შვილს უზრდის, ირწმუნება, რომ არანაირ დახმარებას არ იღებს... უფრო მეტიც, ხათუნა ამბობს, რომ ბავშვების დოკუმენტაციაც არ აქვს, რადგან, სამშობიაროში თანხა ვერ გადაიხადა და გინეკოლოგმა ნოდარ ბოჭორიშვილმა გამოაძევა... (!)
ყოველთვიურად თავშესაფარში 30 ლარის გადახდა უწევს, ამბობს, რომ ბინის ქირის ფულს დიდხანს აკოწიწებს და მისი გადახდა ყოველთვის უჭირს. ამბობს, რომ ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებათ და უნდათ, თუმცა მათი მინიმალური სურვილების ასრულებასაც ვერ ახერხებს.
ხათუნა ბიკაშვილი: ,,უფროს ბავშვებს ასაკთან შედარებით საკმაოდ მძიმე სამუშაოების შესრულება უწევთ, რომ მშივრები არ დავრჩეთ და თავი ვირჩინოთ. გული მტკივა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს... თავის დროზე როცა დედოფლისწყაროს სამშობიაროში ვიმშობიარე, ფული ვერ გადავიხადე და გინეკოლოგმა ნოდარ ბოჭორიშვილმა ასე მითხრა, სანამ მშობიარობის ფულს არ მოიტან, მანმადე არ დამენახო, ოფიციალურად ვერ გაგიფორმებ და ვერც დაბადების მოწმობას მიიღებო... ორ უმცროს შვილს, რომლებიც 5 და 3 წლისანი არიან, მოწმობები დღემდე არა აქვთ. რა მექნა აბა, გადასახადი ფული არ მქონდა და ასე დამრჩნენ ბავშვები. საბუთები რომ არ აქვთ, ეს დამატებით უამრავ პრობლემას მიქმნის. ამის გამო, მრავალშვილიანი დედებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი დახმარებებითა თუ საჩუქრებითაც ვერასოდეს ვსარგებლობ. წასასვლელიც არსად მაქვს და ამ პირობებში პატარა ბინაში ვართ. არ ვიცი, ასე როდემდე გაგრძელდება ან რა გვეშველება. /ქიზიყი/თამილა გურაშვილი

* * *

მრავალშვილიანი ქვრივი დედა ხელისუფლებას და სოციალურ სააგენტოს უყურადღებობაში ადანაშაულებს


სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები სამი შვილის დედა შუშანა ქარცივაძე წელიწადნახევრის წინ დაქვრივდა. ამბობს, რომ უკიდურესად უჭირთ და შვილების გამოკვებას ვერ ახერხებს. მისი მეუღლე რომა 4 წლის მანძილზე სამთაწყაროს ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა. მისი თქმით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მათი ოჯახის ყოფა მნიშვნელოვნად გაუარესდა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან უყურადღებობას გრძნობს. სამშვილიანი ქვრივი დედა იქვე იმასაც დასძენს, რომ უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად არც სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს და არანაირ დახმარებას არ იღებს. ქარცივაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს სამსახურის სოციალურ აგენტებს საარსებო შემწეობის მიკერძოებით განაწილებაში და არაობიექტურ მუშაობაში ადანაშაულებს.
შუშანა ქარცივაძე (სამთაწყაროს მკვიდრი): ,,ნაღვლის ბუშტის დაავადებაც მაქვს, ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს, რომ ფიზიკურად მაინც ვიმუშაო, მაგრამ არც სამუშაოა სადმე. ძალიან რომ გაგვიჭირდა მხოლოდ ვენახი გვებადა და ისიც კრედიტში ჩავდე, რომ მშივრები არ დავხოცილიყავით. ახლა აღარც ვენახი გვაქვს დასაერთოდ არაფერი გვაბადია. არ ვიცი სოციალურმა აგენტებმა ისეთი რა ჩაწერეს, რომ დახმარება არ გვეძლევა. ფაქტია, რომ ღარიბად არ მთვლიან. ხელისუფლების თანადგომას ვერაფერში ვგრძნობ, მითუმეტეს, რომ ქვრივი ვარ და სამ შვილს დამოუკიდებლად ვუზრდი სამშობლოს. არადა, მთავრობის გვერდში დოგმა სწორედ ასეთებს გვჭირდება. მაგრამ, სამართალს მაინც ვერსად იპოვი... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახს, რომლის ყველა წევრს სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება და საკუთარი ჭერიც არ აქვს დახმარება მოუხსნეს


სოფელ წითელწყაროში ე.წ. მაზოვკის დასახლებაში,
ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა #108-ში მდებარე ბინაში 44 წლის
სოფია აზოვი ორ შვილთან ერთად უნდა ცხოვრობდეს.
იმის გამო, რომ შენობა საცხოვრებლად უვარგისია, ოჯახს
კი მისი მოწესრიგების საშუალება არ აქვს, ისინი მეზობლად
მდებარე ბინას დროებით აფარებენ თავს.
ამბობს, რომ ქირას არ იხდის, რადგან ფულადი შემოსავალი საერთოდ არა აქვთ. შენობაში ცხოვრების სანაცვლოდ ისინი მეპატრონის საქონელს უვლიან. ასაკის მიუხედავად ოჯახის სამივე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. უკვე ერთი წელია სოციალურმა აგენტებმა დახმარებაც შეუწყვიტეს, რამაც მათი ყოფა კიდევ უფრო აუტანელი გახადა. სამივეს გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება, თუმცა ექიმთან მისვლას ვერ ახერხებენ.
სოფია აზოვი: ,,7 თვეა ოპერაცია მჭირდება, მუცელში კისტა მაქვს, 21 წლის ბიჭს კუჭის სიმსივნე დაუდგინდა, პატარა ბიჭს კი ბოლო 5 წელია თავის ძლიერი ტკივილები აქვს ტომოგრაფია სჭირდება და ვერცერთი მკურნალობას ვერ ვახერხებთ. (ტირის) პატარას რა სჭირს იმის დადგენაც კი ვერ მოვახერხეთ. იმდენიც არ შეგვიძლია, რომ ექიმთან გასასინჯად ერთხელ მაინც მივიდეთ. მეც ამხელა მუცელი გამიხდა და დროზე თუ არ მივხედავ შესაძლოა კიბოში გადაიზარდოს. არც პოლისი გვაქვს, არც არანაირი დახმარება გვეძლევა. არადა, ჩვენი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გარდა იმისა, რომ გვიჭირს, ჯანმრთელობის მდგომარეობაც საგანგაშოა. მეუღლეს გავშორდი და ასე უპატრონოდ ვართ მიტოვებულები. ისიც სვამს და არც ისაა კარგ დღეში. სოციალურ დახმარებას მხოლოდ სამი თვის მანძილზე ვიღებდით. მერე მოვიდნენ, კიდევ შეამოწმეს და შეგვიწყვიტეს. ასე უკაპიკოდ დავრჩით, შემოსავალი აღარსაიდან აღარ გვაქვს და თავის რჩენაც გვიჭირს.
-- გასაგებია, რომ სხვის ბინას შეაფარეთ, მაგრამ საინტერესოა, თავს რითი ირჩენთ, კვებას როგორ ახერხებთ?
-- ბინის მეპატრონე ჯემალ კოტაშვილი რომ მოდის ხოლმე, საკვები ჩვენთვისაც მას მოაქვს. ფაქტიურად პურს ის გვაჭმევს. თუ მოსვლა ვერ მოახერხა ვრჩებით ასე მშივრები. ის რომ არ იყოს, აქამდე მშივრები ღია ცის ქვეშ დავრჩებოდით და ასე დავიხოცებოდით. (ცრემლს იწმენდს) მთავრობისგანაც არანაირ ყურადღებას არ ვგრძნობთ.
-- სამსახურის პოვნას ვერ ახერხებთ, თუ მუშაობა ფიზიკურად არ შეგიძლიათ?
-- სად არის სამსახური?... აბა, სად უნდა ვიმუშაოთ... თანაც, ყველა წევრს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გვაქვს, რომ სულ ბედის ანაბარა ვართ მიტოვებული. ყურადღებას ვერ ვაქცევთ ამ დაავადებებს და არ ვიცი, ასე როდემდე გავძლებთ. (ტირის) რა ვქნა, ექიმთან წასასვლელი ფული არ გვაქვს. ჯანმრთელობის პრობლემა მაინც რომ არ გვქონდეს, თავს გავიჭირვებდით ვიმუშავებდით და ასე რთულად აღარ ვიქნებოდით.
-- ვის ადანაშაულებთ, რა პრეტენზიები გაქვთ?
-- სოციალური სააგენტო უსამართლოდ მოგვექცა. რადგან დახმარება დაგვინიშნეს ესეიგი გვეკუთვნოდა, მაგრამ არც შეგვარგეს. მხოლოდ სამჯერ ავიღეთ და შეგვიწყვიტეს. მას შემდეგ ჩემი ოჯახის ვითარება უფრო გაუარესდა და ჯანმრთელობაც დაგვიმძიმდა და საკითხავია, რა ჩაწერეს აგენტებმა ისეთი, რომ დახმარება შეგვიწყვიტეს.
-- მთავრობა რომ არ გეხმარებათ გასაგებია, მაგრამ არც კერძო პირები დაგხმარებიან?!
-- მამა ნიკოლოზ ლომსაძე დაგვეხმარა. ჩემს შვილს, რომელსაც კუჭის სიმსივნე დაუდგინდა, თბილისში ექიმებთან წასვლაში მოძღვარი დაეხმარა. ჩვენი სახსრებით ამას ნამდვილად ვერასოდეს მოვახერხებდით. თბილისში კი არა, რაიონში ასვლასაც ვერ ვახერხებთ ხოლმე.
მამა ნიკოლოზ ლომსაძე: ,,ჩვენ ბევრს ვეხმარებით ხოლმე, ზოგს ფინანსურად, ზოგსაც შეძლებისდაგვარად... ხან შეძლებულ ადამიანებს ვთხოვთ ხოლმე, რომ ასეთ ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინონ. კონკრეტულად ამ ახალგაზრდის შესახებ ახლა არაფერი მახსენდება. ვერ გეტყვით რა სახის დახმარება გავუწიეთ, მაგრამ ჩვენ არავის ვყოფთ, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით.
დავემშვიდობეთ დიასახლისს და მათი რთული ვითარების მოსმენის გამო მთელი დღე უხასიათოდ გავატარეთ. აღარც დახმარება აქვთ და არც ის იციან, უყურადღებოდ მიტოვებული ავადმყოფობა რა შედეგებამდე მიიყვანს თითოეულ მათგანს.გაზეთი ქიზიყი მოხარული იქნება, თუ მკითხველთაგან რომელიმე ნებისმიერი სახის დახმარებას აღმოუჩენს და ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს მათ, ასე აუტანელ ყოფას.

ილია მარტყოფლიშვილი


* * *


ნერგების ერთჯერადი მორწყვა დედოფლისწყაროს ბიუჯეტს 11 ათასი ლარი უჯდება


მაშინ, როცა კახეთი წყალს მიაქვს დედოფლისწყაროს გამგეობაში საკმაოდ უცნაური ბრძანებები გამოიცემა. მუნიციპალიტეტის გამგებლის 18 ივნისის #321-ე ბრძანების საფუძველზე შპს ტექნოსერვისი I-ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენის ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ხარჯებიდან 10 793 ლარი გამოეყო.
როგორც ქიზიყმა გაარკვია, ახლადარჩეულმა გამგებელმა საკრებულოს მიერ ნდობის გამოცხადების პირველივე დღეს 11 ათასამდე ლარი ორგანიზაციას ნერგების მხოლოდდამხოლოდ ერთჯერადი მორწყვისთვის გადაურიცხა. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, წყალდიდობების ფონზე, რატომ გახდა აუცილებელი და გადაუდებელი ამ ხელშეკრულების გაფორმება.
ტექნოსერვისს დაევალა ქალაქ დედოფლისწყაროში ელიას მთასთან, შირაქში და სოფელ წითელწყაროში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნერგები ერთჯერადად მორწყოს.
ქიზიყმა დედოფლისწყაროს გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის ბრძანება ქუჩაში, რიგით გამვლელებს გააცნო და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. ხალხის მოსაზრებები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
მოსახლეობას ის ფაქტიც აეჭვებს, რომ ხელშეკრულება სწორედ გახშირებული წვიმების დროს გაფორმდა. ადგილობრივებს თანხებიც ზედმეტად გაბერილი ეჩვენებათ და მიიჩნევენ, რომ გახშირებული წვიმებისა და ღვარცოფების ფონზე ამგვარ ღონისძიებებში თანხების ხარჯვა დაუდევრობა და წყალში გადაყრილი ფულია. თუმცა, დედოფლისწყაროელები ეჭვობენ, რომ ჭარბი ნალექების ფონზე ორგანიზაციას მორწყვა სულაც არ განეხორციელებინა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

სახელოვანი ძიუდოისტები სტუმრად დედოფლისწყაროში, გაასმაგებული პატრიოტიზმი და ტაშფანდური რესტორან ნიკალაში


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა შაბათს 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ძიუდოში გამარჯვებულებს უმასპინძლა. შეხვედრა კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა.

კონცერტი სახელოვან ფალავნებს ვალერი ლიპარტელიანს, გურამ მოდებაძეს, შალვა ქარდავას და ზვიად ხანჯალიაშვილს მიეძღვნა. თბილისელ სპორტსმენებთან ერთად საღამოზე საპატიო რანგში მოწვეულნი იყვნენ დედოფლისწყაროელი სახელოვანი სპორტსმენები ზაზა კედელაშვილი და ლევან წიკლაური. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მდივანი ანზორ მარტყოფლიშვილი, რომელიც ასევე წარმოშობით დედოფლისწყაროდან გახლავთ.

სახელოვან სპორტსმენებს, რომელთა გამარჯვებასაც სულ ახლახან ვლადიმერ პუტინიც ფეხზე წამომდგარი ტაშს უკრავდა დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრმა შესანიშნავი ღონისძიება მიუძღვნა. მასში ადგილობრივი ცეკვისა და ხალხური სიმღერების გუნდები მონაწილეობდნენ. საღამოს ასევე, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, ახლადარჩეული გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი, პარლამენტარი ავთანდილ ლეკაშვილი, დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი გელა ბუნტური და ყოფილი პარლამენტარი ლაერტი ზუბადალაშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებას კულტურის სახლის დირექტორი ცარო მარტიაშვილი ჩვეული ოსტატობით უძღვებოდა. რამდენიმე ნომრის შემდეგ წამყვანმა სცენაზე ანზორ მარტყოფლიშვილი იხმო და სიტყვა დაუთმო.

ანზორ მარტყოფლიშვილი (ძიუდოს ფედერაციის მდივანი): ,,დიდი მადლობა ყველას, ასეთი ლამაზი საღამოს მოწყობისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრით. ვალში არც ძიუდოს ნაკრები გვრჩება. ძალებს არ იშურებენ, რომ ახალ-ახალი წარმატებები მოგვიტანონ. მათი გამარჯვებები კი უდიდესი სტიმული მომავალი თაობებისთვის. ძალია მიხარია, როცა ვხედავ, რომ მოზარდებში სპორტისადმი სიყვარული და ინტერესი იზრდება. გუშინ დამირეკეს, რომ თურმე დედოფლისწყაროში გამოჩნდა ჩემი მოგვარე სულ ახალგაზრდა, 15 წლის მოჭიდავე არსენ მარტყოფლიშვილი, რომელიც ამ დღეებში ირანში მიემგზავრება საასპარეზოდ. მინდა უდიდესი წარმატებები ვუსურვოთ მას და ბედნიერი ვარ, როცა ასეთი ამბები მესმის.
ძიუდოს ფედერაციის მდივნის სიტყვის დასრულების შემდეგ ღონისძიების წამყვანმა სცენაზე ანზორ მარტყოფლიშვილის მეგობარი, ბიზნესმენი და სპორტის ქომაგი მარლენ კვაჭანტირაძე მიიწვია, რომელმაც სიტყვა წარმოსთქვა, შემდეგ კი ანზორ მარტყოფლიშვილი სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვა და ხანჯალი უსახსოვრა.
მარლენ კვაჭანტირაძე: ,,ქართველები გენეტიკურად ძლიერები ვართ. საქართველომ ევროპას დაუმტკიცა, რომ ჩვენ მრავალი ჩემპიონი გვყავს. ასეთ პატარა ქვეყანას უფრო მეტი ჩემპიონი ჰყავს, ვიდრე სხვა ქვეყნებს, ეს კი ბევრს ნიშნავს.

ამირან ტოტიკაშვილი (ძიუდოისტთა მწვრთნელი): ,,ჩვენ ამაყები ვართ, რომ კახეთი ძიუდოსადმი დიდი გულშემატკივრობით გამოირჩევა. 1 ივლისს მივემგზავრებით მოსკოვში. ვემზადებით მსოფლიო პირველობისთვის. ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, ფაქტიურად შეუძლებელი შეძლეს. დედოფლისწყაროელმა სპორტსმენებმა, რომელთაც ყველა კარგად იცნობს, ლევან წიკლაურმა და ზაზა კედელაშვილმა წარმოუდგენელი შეხვედრა ჩაატარეს. ასევე, ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანა.
მოგვიანებით სცენაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ავიდა და ის დღე გაიხსენა, როცა გამგეობის მიერ სპორტსმენებთან მოწყობილი წინა შეხვედრისას სპორტსმენებმა გამარჯვებების პირობა დადეს და ის პირნათლად აასრულეს კიდეც.
ლევან ბაღაშვილი: ,,დედოფლისწყაროელების სახელით მადლობა მინდა ვუთხრათ ამ სპორტსმენებს, რომელთაც ჩვენი რაიონისა და მთლიანად საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მსოფლიო მასშტაბით გააქვთ.

ჩვენდა გასაკვირად, დედოფლისწყაროს გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი სცენაზე საერთოდ არ ასულა და საპატიო სტუმრებისთვის სიტყვით არ მიუმართავს.

ლევან წიკლაური: ,,მინდა გითხრათ, რომ ამ წარმატებით არ შემოვიფარგლებით. უფრო მეტს გავაკეთებ ჩემი სოფლისთვის, დედოფლისწყაროსთვის და მთლიანად საქართველოსთვის. მადლობას გიხდით ასეთი შეხვედრისთვის.
სპორტსმენებს საკუთარი ლექსი მიუძღვნა და სცენაზევე ძალზე ემოციურად წაიკითხა ქ. დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან ნათელაძემ. ევროპის ჩემპიონები ნორჩმა პოეტმა იმდენად მოხიბლა, რომ მათ ქეთევანს ლექსის ასლის გადაცემა სთხოვეს, მან კი სულ მალე ავტოგრაფით დამშვენებული საკუთარი ლექსების კრებული გადასცა, რომელშიც მათივე ლექსიც იყო შესული.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სახელით სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ. შემდეგ კისტუმრები და მასპინძლები ტრადიციულად რესტორან ნიკალაში გაემართნენ, სადაც ე.წ. მეორე განყოფილება გაიმართა და სტუმრებს ქიზიყური სტუმართმოყვარეობითა და კერძებით გაუმასპინძლდნენ. როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყისთვის გახდა ცნობილი, სახელოვანი სპორტსმენების საპატივსაცემოდ სუფრის გაწყობა ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ამირან თეთვაძემ და მარლენ კვაჭანტირაძემ ითავეს. ორგანიზატორებს ტრადიციულად მეორე განყოფილებაზე მედიის წარმომადგენლები აღარც გახსენებიათ, ისე გაეშურნენ ნიკალაში სატაშფანდუროდ... როგორც წესი, ჟურნალისტები ამჯერადაც მხოლოდ იმ დრომდე ახსოვდათ, ვიდრე ყველა სპორტსმენს საგაზეთო სურათებს საგულდაგულოდ გადაუღებდნენ...

რეპორტაჟი მოამზადეს:
ილია მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი

* * *

გუბერნატორს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვების გამოყენების იდეა არ მოსწონს
კახეთში გახშირებული სეტყვის მიუხედავად, ხელისუფლება სეტყვის საფრთხის შემცვლელი ღრუბლების გასაფანტად სპეციალური ჭურვების გამოყენებას არ აპირებს. როგორც კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, ამის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნული ჭურვები უსაფრთხო არ არის და წლების წინ, მის გამოყენებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, რადგან ჭურვი ჩვეულებრივი ბომბივით ფეთქდება. მისივე თქმით ამასთან აღნიშნული ჭურვები არც ისე ეფექტური იყო, ამიტომ უკვე დიდი ხანია საქართველოში მისი გამოყენება აიკრძალა. შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონი წელს სეტყვამ სერიოზულად დააზიანა ზოგიერთ რაიონში მოსავალი მთლიანად განადგურებულია. /ჰერეთი/


დიდი ოდენობით იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ კირვალიძეს 5 ივლისს გაასამართლებენ


ორიოდ თვის წინ, შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ დიდი ოდენობით იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ადგილობრივი მკვიდრი, დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსის თამაზ კირვალიძის მამა, ვალოდია კირვალიძე დააკავა. როგორც დედოფლისწყაროს სასამართლოში გაზეთ ქიზიყს განუცხადეს, კირვალიძეს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი მიმდინარე წლის 5 ივლისს გაასამართლებს. სასამართლო მოსმენა დღის 14 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო სხდომა 16 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო 5 ივლისისთვის გადაიდო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სავარაუდოდ, დაკავებულს 8 წლამდე პატიმრობა ელის. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

четверг, 24 июня 2010 г.

მეწყერის საფრთხის ნახევრად მოგვარებული პრობლემა, უკმაყოფილო არბოშიკელები, უყურადღებო ინფრასტრუქტურის სამსახური და ზედმეტად მაღალი თანხების ამბავი


მეწყერით დაზარალებულები ჩატარებული სამუშაოებით
უკმაყოფილებას გამოხატავენ

აპრილში ხანგრძლივი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელ არბოშიკში ბაღაშვილების საცხოვრებელი ბინები დანგრევის საფრთხის წინაშე დააყენა. ოჯახებმა დასახმარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. შედგა პროექტი და სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა ბაღაშვილები მიიჩნევენ, რომ მათი აზრი არავის გაუთვალისწინებია. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხის ქვეშ ორი ბინა დადგა პროექტის ფარგლებში მხოლოდ ავთანდილ ბაღაშვილის ბინის გამაგრება მოხდა. გამგეობას მეორე საცხოვრებელიდან მიწის გატანის გარდა პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებია და არც ბინის გამაგრებაზე უზრუნია. სწორედ ეს ოჯახი გამოსთქვამს ეჭვებს და ამბობს, რომ ცალცალკე შეტანილი განცხადებების შემდეგ პროექტი ერთიანად არ უნდა შეედგინათ. ნადია ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ მათი ოჯახი სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა და საფრთხის აღმოსაფხვრელად რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ისინი წუხან, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები პრობლემით გულითადად არ დაინტერესდნენ და საკითხს ზედაპირულად მიუდგნენ, დაზარალებული ოჯახები კი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის 7 მაისის #252 ბრძანების საფუძველზე სოფელ არბოშიკში ხანგრძლივი წვიმების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის გასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 6 000 ლარი გამოიყო. გამგებლის სახელზე მოხსენებითი ბარათი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დაწერა.

სოფელ არბოშიკში ავთანდილ ბაღაშვილის კუთვნილი ბინა, რომელიც ფერდობზეა აგებული, სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა. ხანგრძლივმა წვიმებმა გრუნტის დალბობა და ტერასის ჩამოშლა გამოიწვია. ნაშალი გრუნტი გვერდით მდებარე დავით ბაღაშვილის საცხოვრებელი სახლის უკანა კედელს მიეყარა. ავთანდილ ბაღაშვილის ბინის აღმოსავლეთის კედელი მთლიანად, ხოლო სამხრეთის 1,5 მეტრიანი მონაკვეთი ჰაერში უსაფუძვლოდ დარჩა. შეიქმნა შენობის დანგრევის საშიშროება.
ავთანდილ ბაღაშვილის ბინის კედლების დემონტაჟისა და მის ქვეშ რკინა-ბეტონის საძირკვლის მოწყობისა და კედლების აღდგენის მიზნით სპეციალური პროექტი შედგა. გამგეობამ ხელშეკრულება შპს ტექნოთერმთან გააფორმა, სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.

ზოგადად, ავარიული ბინების გასამაგრებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობა თითო ოჯახზე 500 ლარს არ აღემატება ხოლმე. გაზეთი ქიზიყი დაინტერესდა, რატომ გამოიყო რეკორდულად დიდი თანხა ბაღაშვილების პრობლემის აღმოსაფხვრელად, რამდენად ხარისხიანად ტარდება სამუშაოები და კმაყოფილნი არიან თუ არა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები. ვითარების გასარკვევად ქიზიყის საგამოძიებო ჯგუფმა ერთი დღე არბოშიკში, სწორედ ამ ოჯახებში გაატარა.
აღმოჩნდა, რომ ავარიულ ბინებში მცხოვრები სხვა დედოფლისწყაროელებისგან განსხვავებით რეკორდულად მაღალი თანხით დაფინანსებული ოჯახები სამუშაოებით კმაყოფილები არ არიან. ბაღაშვილები აცხადებენ, რომ პროექტის შედგენისას მათი აზრი არავის უკითხავს და არც მათი შენიშვნები გაუთვალისწინებიათ.
ნადია ბაღაშვილი (დავით ბაღაშვილის მეუღლე): ,,საერთოდ არა ვარ კმაყოფილი, ისე მოვიდნენ და მუშაობა ისე დაიწყეს, არავინ შეგვკითხებია რა გინდათ, ან როგორ გავაკეთოთ, რას ითხოვთო... მოვიდნენ, სურათები გადაუღეს და პროექტი ისე შეადგინეს ჩვენი აზრი საერთოდ არ გაითვალისწინეს და რაც მინდოდა ისე არ კეთდება. ასე კი პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის. სახელდახელოდაა გაკეთებული. ჩვენი სახლის უკან ხეები რომ არ ყოფილიყო მეწყერი მთლიანად წალეკავდა ჩვენს სახლს და უბედურება დატრიალდებოდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ჯიბღაშვილმა ბანკში წამიყვანა, რაღაცაზე ხელი მომაწერინა. არც ვიცი ხელი რაზე მოვაწერეთ, ან რამდენი თანხით დავფინანსდით. ეპილეფსიით დაავადებული მეუღლე მყავს. ავადმყოფები გავედით რაიონში.
-- რატომ გაეჭვებთ ეს პროექტი?
-- ჯერ ერთი მიკვირს ეს ორი ოჯახის სამუშაოები რატომ გააერთიანეს. მე განცხადება ცალკე მქონდა დაწერილი და დახმარებას ვითხოვდი, იმათაც ცალკე. თანაც, მათი დახმარება მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ჩვენი ეზოდან ჩამოშლილი მასა გაიტანეს. ამხელა თანხით დაფინანსების მიუხედავად სხვა გამაგრებითი სამუშაოები არაფერი ტარდება და გამოდის, რომ გამგეობა მხოლოდ მიწის გატანაში დაგვეხმარა. მინდოდა კედელთან მოებიტონებინათ, რომ იგივე საფრთხე კიდევ აღარ განმეორდეს და ცოტა დაცული ვყოფილიყავით, მაგრამ არავინ გაითვალისწინა. საქმეში საერთოდ არ ჩაგვახედეს და თვითნებურად გააკეთეს. ესაა საეჭვო. ჩაშლილი მასა კი ამოიღეს, მაგრამ მისი გამაგრება არ ხდება, ამიტომ დაზღვეულები არ ვართ, რომ ხვალაც იგივე არ განმეორდება.

სტიქიის შედეგად დაზარალდა მესამე ოჯახიც. ანუ, ჩამოშლილი ტერასა, რომელმაც ავთანდილ ბაღაშვილის სახლს საფრთხე შეუქმნა გოგი გოგიშვილის ეზოს ეკუთვნის. როგორც ქიზიყმა გაარკვია, სამუშაოებით უკმაყოფილოა 72 წლის მარტოხელა პენსიონერი გოგი გოგიშვილიც. მისი თქმით, სამუშაოები გულდასმით არ სრულდება, რის გამოც ტერასის ჩამოშლის საფრთხე ისევ არსებობს, პროექტის ავტორებმა კი მის აღმოსაფხვრელად არ იზრუნეს და იქ მცხოვრებთა აზრი საერთოდ არ გაითვალისწინეს. მოხუცი ამბობს, რომ მათ არავინ მოუსმინათ.
გოგი გოგიშვილი: ,,რადგან დავით ბაღაშვილის ეზოსა და ჩემს ეზოს შორის დიდი ხევია, მანამდე აქ ბეტონის მესერი იყო და ის გვიცავდა. მას შემდეგ რაც ტერასამ ჩანგრევა დაიწყო, მას შემდეგ ორი ძროხა ჩამივარდა ამ ადგილას და ვიზარალე. არადა მარტოხელა ვარ და ჩემთვის ეს დიდი დანაკლისი იყო. სოფლის რწმუნებული რობიზონ დათუკიშვილი ახლო არ გვიკარებს. ფაქტიურად, ამ სტიქიის შედეგად ყველაზე დაზარალებული მე აღმოვჩნდი, რადგან ეზოს ვკარგავ და ინგრევა. ჩაშლილი მასა კი ამოიღეს, მაგრამ მისი გამაგრება არ ხდება. არადა ამ ადგილის გამაგრებაზე არავის უზრუნია. ეს ჩანგრევას ყოველ წვიმაზე ისევ გააგრძელებს. ან ასე ღიად დატოვება როგორ შეიძლება. აქამდე ხეები იჭერდა, ახლა ისიც გამოაცალეს და უფრო რთული ვითარება შეიქმნება. პატარა მესერი მაინც გაეკეთებინათ, რომ ოდნავ გაემაგრებინა და აღარც გადავარდნის საფრთხე ყოფილიყო. მთქმელს გამგონე უნდა და შესრულება უნდა შვილო... ენა გადავიტყავე და ათასჯერ ვთქვი, მაგრამ ვინ გვაქცევს ყურადღებას? მაინც არავინ ითვალისწინებს. ეს არის სანახევროდ გაკეთებული საქმე. სამი ოჯახი დაზარალდა და ძირითადად მხოლოდ ავთო ბაღაშვილის ბინის გამაგრება მოხდა, სხვა არაფერი გაუკეთებიათ.
აკაკი ბეგიაშვილი (ინჟინერი, სამუშაოთა მწარმოებელი, შპს ტექნოთერმი): ,,დროთა განმავლობაში მიწა ისევ ჩაიშლება, მაგრამ ავთო ბაღაშვილის შენობა რკინა-ბეტონის სვეტებზე დაიდგა. წინა ორი ოთახი მნიშვნელოვნად გამყარდა და სახლს დანგრევა აღარ ემუქრება. 8 ადგილობრივი მუშაა დასაქმებული, რამდენიმე დღეში სულ დავასრულებთ. სამუშაოებს 2 კვირა დასჭირდა.
ადგილობრივებს პრეტენზია პროექტის ავტორებთან აქვთ და მიიჩნევენ, რომ თუ გამგეობას პრობლემის რეალურად აღმოფხვრა სურდა, მაშინ დაზარალებულებისთვის აზრი უნდა ეკითხათ და მუშაობა ისე დაეწყოთ. ბაღაშვილები სამუშაოების დასრულებას უიმედოდ უყურებენ და აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში გაწვიმების შემთხვევაშიც ტერასის ჩამოშლის საფრთხე კვლავაც დიდია. განსაკუთრებით რისკის ქვეშ დავით და ნადია ბაღაშვილების საცხოვრებელი ბინა რჩება, სადაც გამგეობას მიწის გატანის გარდა პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებია. პროექტის მიხედვით, მხოლოდ ავთანდილ ბაღაშვილის ბინის გამაგრება მოხდა...

რეპორტაჟი მოამზადეს
ილია მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი
* * *
გამგებლის მოადგილეებად კულუარებში ალექსანდრე ალუღიშვილსა და ზურაბ ყოჩიაშვილს მოიაზრებენ


საკრებულოს თავმჯდომრისა და გამგებლის არჩევის შემდეგ დედოფლისწყაროში აჟიოტაჟი გამგებლის მოადგილეების შესაძლო კანდიდატურებზე ატყდა. კულუარებში ბევრს საუბრობენ ამა თუ იმ საჯარო პირის გამგებლის მოადგილედ გადაყვანის თაობაზე.აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ გამგებლის მოადგილის სავარძელი, შესაძლოა, ამჟამად გამგეობის აპარატის უფროსმა ალექსანდრე ალუღიშვილმა დაიკავოს. თავად ალუღიშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია.

გავრცელებული ხმების თანახმად, გამგებლის კიდევ ერთი მოადგილის პოსტს დასუფთავების სამსახურის შპს სერვისი 2007-ის ხელმძღვანელს დავით ხიხაძეს, ანდა მის მოადგილეს ექს-ლეიბორისტ ზურაბ ყოჩიაშვილს უწინასწარმეტყველებენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ყოჩიაშვილი განსაკუთრებით ჩახუტებული ჯერ კიდევ ლეიბორისტებში ყოფნის დროსაც იყო, რისი წყალობითაც მისმა მეუღლემ გამგებლის თანაშემწის სავარძელი ფეშქაშად მიიღო, ექს-ოპოზიციონერი კი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის ადგილზე გაამწესეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სულ უფრო ბევრი საუბრობს იმაზე, რომ მოადგილედ ყოჩიაშვილი გადაჰყავთ.დედოფლისწყაროს გამგეობაში, ამ ეტაპზე, კონკრეტული კანდიდატურების და ვარაუდებისგან თავს იკავებენ. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
ლევან გოგილაშვილის მკვლელობის დეტალები - ტაქსის გამო მას დანა გულში დაარტყეს

დედოფლისწყაროში მცხოვრები 28 წლის ლევან გოგილაშვილი თბილისში, თავისივე ნათესავის შოთა ბეგიაშვილის მეუღლის დაბადების დღეზე გაემგზავრა. იქიდან წამოსულს კი უცნობებთან შეკამათება მოუხდა, რა დროსაც გოგილაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.მკვლელობა ვარკეთილში, ზემო პლატოს დასახლებაში კალაუბნისა და თრიალეთის ქუჩების კვეთაზე შაბათს, ღამის 2 საათზე მოხდა. ქეიფის შემდეგ შოთა ბეგიაშვილი სტუმარს, ლევან გოგილაშვილს კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად აცილებდა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ახალგაზრდების ორმა ჯგუფმა გვიან ღამით ერთი და იგივე ტაქსი გააჩერა. როგორც ქიზიყმა გაარკვია, მოკლულ გოგილაშვილს და მის ნათესავ ბეგიაშვილს უცნობებმა უთხრეს, რომ ტაქსმა ამ უბანზე მხოლოდ მათთვის გამოიარა და მძღოლი მხოლოდ მათ უნდა მომსახურებოდა.
შეხლა-შემოხლის დროს მუცლის არეში დაიჭრა შოთა ბეგიაშვილი, ხოლო დანით გულის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გოგილაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე მათგანი თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბეგიაშვილი მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.
გია აზმაიფარაშვილი (ქირურგი): ,,ორივე დაშავებული სტაციონარში ერთდროულად შემოიყვანეს. ერთი იყო გვამი, ხოლო ბეგიაშვილს ოპერაცია პირადად მე გავუკეთე. მისი მდგომარეობა სტაბილურია. გრძელდება მკურნალობა.
მკვლელობას თვითმხილველები არ ჰყავს. დაჭრილის მეგობრები ამბობენ, რომ თავდამსხმელებს ისინი არ იცნობდნენ და მათ ერთმანეთი პირველად ნახეს.ტელეკომპანია იმედი იუწყება, რომ უკვე დადგენილია იმ ტაქსის მარკა და მოდელი, რის გამოც ვარკეთილში ჩხუბი მსხვერპლით დასრულდა. მოკლული გოგილაშვილი მანამდე შსს სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობდა და სპორტსაც აქტიურად მისდევდა.გარდაცვლილის ცხედარი დედოფლისწყაროში უკვე გადმოასვენეს. ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყის ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიებას ისანი-სამგორის პოლიცია იძიებს. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 21 июня 2010 г.

რატომ გაუყენეს გელა თეთრაული საკრებულოს გზას და რამ გამოიწვია მისი ჩაჩოჩება?!...

როგორ მოიპოვა გელა თეთრაულმა არჩევნებში გამარჯვება
და რატომ აღარ ისურვა ბაღაშვილმა მისი მოადგილეობა?
რატომ დააქვეითეს გამგებლის მოადგილე, ამოწურა თუ არა
რესურსი და ვის გაუჩნდა მისი ჩამოშორების სურვილი?
ამჯერად, გამგებლის უალტერნატივო მოადგილედ წოდებული
გელა თეთრაულის ბოლ
ოდროინდელ ნაბიჯებს გადავავლებთ
თვალს და საინტერესო ფაქტებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აქტიურად საუბრობდნენ, რომ მმართველი გუნდი საკრებულოს თავმჯდომრის სავარძელს დედოფლისწყაროში გელა თეთრაულს უმზადებდა, რომელიც მანამდე არაერთი ცვლილების მიუხედავად გამგებლის მოადგილის სავარძელს ურყევად ინარჩუნებდა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური აქტივობით ან მეორე პირისთვის დამახასიათებელი გავლენებით ის არასოდეს გამოირჩეოდა, პირველი პირის ცვლილების მიუხედავად მან თანამდებობის შენარჩუნება მაინც მოახერხა. თეთრაულის მფარველებზე მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ მას შემდეგ დაიწყო, რაც სრულიად გამოუცდელი კადრი დედოფლისწყარო რაი-გაზიდან პირდაპირ გამგებლის მოადგილის სავარძელში ჩასვეს და ასე სამ წელზე მეტი გაატარა.
ამ ფონზე, საფუძველს მოკლებული არავის ეჩვენებოდა, რომ შესაძლოა თეთრაული საკრებულოს თავმჯდომარედ გაეყვანათ. ასეა თუ ისე, ამ საკითხზე მედიაც ბევრს წერდა და დედოფლისწყაროშიც აჟიოტაჟი არ ცხრებოდა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ისიც ითქვა, რომ თეთრაულის არათუ დაწინაურება, არამედ მისი ჩამოშორება სურთ და ბევრი ამტკიცებდა, რომ მას დააქვეითებდნენ.
რაიონში აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ თეთრაულის პირადი ინტერესების გამო გამგეობის სოციალური სამსახურის ახალმა უფროსმა ლევან ნატროშვილმა პროტესტი ღიად გამოხატა, მუშტიც დააბრახუნა და თეთრაულის მეუღლის ფიქრია წიკლაურის უფასო სასადილოს ხელმძღვანელობიდან წასვლასაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ. სხვათაშორის, იმავე პერიოდში, მაშინდელმა გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა გაზეთ ქიზიყთან საუბარშიც არ დამალა, რომ თავის მოადგილეს, ანუ გელა თეთრაულს მისი მეუღლის უფასო სასადილოში მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ღიად უთხრა და ისიც დასძინა, რომ ამ სასადილოსთან მიმართებაში ბევრი პრეტენზია არსებობდა. გამგებლის ამგვარი კომენტარის შემდეგ კულუარებში პირდაპირ ალაპარაკდნენ, რომ ლევან ნატროშვილმა და ლევან ბაღაშვილმა თეთრაულს უფასო სასადილოში ხელების ფათურისგან თავის შეკავება და განზე გადგომა ურჩიეს...
ვერ გეტყვით რამდენად მართალია, მაგრამ საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. ამბობენ, რომ ნატროშვილი გაცილებით კატეგორიული იყო და უფასო კვების ობიექტში თეთრაულის ინტერესების არსებობას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა. უცნაური დამთხვევაა ისიც, რომ სოციალური სამსახურის უფროსად ლევან ნატროშვილის გადაყვანის შემდეგ თეთრაულის მეუღლემ სასადილოს ხელმძღვანელის პოსტი სულ რამდენიმე დღეში დატოვა, აღარც მზარეულად მუშაობა ისურვა და განაცხადა, მირჩევნია დრო შვილებს დავუთმოო. უცნაურია ისიც, რომ ლევან ნატროშვილმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ უფასო ნაციონალურ სასადილოს ესტუმრა, ბენეფიციართა გაბერილი სიის გაცხრილვა და მკაცრად გაკონტროლება მოითხოვა.

ძალზე საინტერესო მინიშნებებს გადავაწყდით ჩვენს არქივში:
,,თუ თეთრაულის მუშაობა ნაყოფიერი არ იქნება და რესურსს ამოწურავს, სხვების მსგავსად მასაც სახლში წასვლა მოუწევს - ამგვარ კომენტარს ლევან ბაღაშვილი, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებლად რამდენიმე დღის დანიშნული იყო, ორი წლის წინ, ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილთან საუბრისას აკეთებდა:
-- ბატონო ლევან, თქვენმა მოადგილემ, გელა თეთრაულმა იმდენი ,,იწვალა`` მეორე პირის სავარძელს კიდევ ერთხელ გამოჰკრა ხელი. მისი დანიშვნა მოსახლეობამ და არასამთავრობოებმა ჯერ კიდევ თქვენს წინამორბედსაც შეცდომად შეუფასეს... ნუთუ, სხვა კადრი ვერ გამონახეთ, რატომაა გელა თეთრაული მუდმივად უალტერნატივო და უცვლელი მოადგილე?...
-- ვთვლი, რომ თეთრაულს გამოცდილება აქვს, ამიტომ, ვნახოთ რა იქნება...
-- მოადგილის პოსტზე ლევან ჯამალაშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა. მასთანაც კარგი ურთიერთობა გქონდათ და რატომ ვერ მოიპოვა თქვენი ნდობა?
-- ჯამალაშვილი ასე გამოკვეთილი არ ყოფილა. არაერთი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა ასე გადაწყდა. საბოლოო სიტყვას კი მათი მუშაობის შედეგები იტყვის...
-- ანუ, თეთრაულთან დაკავშირებით თქვენი გადაწყვეტილება გადახედვას აღარ საჭიროებს?...
-- წინასწარ არავინ არაფერი იცის, მოვლენები როგორ განვითარდება და რა იქნება... არაფერია გამორიცხული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს... (23 აპრილი 2008 წელი; სტატია გამოქვეყნებულია თავისუფალ გაზეთში)

სხვათაშორის ამ დროს თეთრაულს გამგებლის მოადგილის სავარძლის შესანარჩუნებლად უცნაური ხრიკების გათამაშებაც დასჭირდა. მაშინ, როცა კახეთის გუბერნატორს გია ნაცვლიშვილს წყალი შეუყენეს და დედოფლისწყაროს მაშინდელი გამგებლის დავით ლეკიშვილის ბედიც გაურკვეველი იყო, როგორც ჩანს გელა თეთრაულს კარიერის გაფუჭების შეეშინდა და სკამის შესანარჩუნებლად უცნაურ სვლებს მიმართა. გამგებლის გადადგომამდე მოადგილის პოსტი თავადვე დატოვა, სულ მალე კი თავი კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის ვაკანტურ ადგილს შეაფარა. (!) მას შემდეგ, რაც რაიონის თავკაცის ბედი საბოლოოდ გაირკვა, თეთრაულს კვლავაც მეორე პირის სავარძლის ნოსტალგია გაუჩნდა, ამბიციები ვერ დაიცხრო და როგორც ჩანს საერთო ენა ახლადდანიშნულ გამგებელთან ლევან ბაღაშვილთანაც გამონახა. ასე წავიდა მეორე წრეზე, სადაც სამ წელზე მეტი გაატარა.
ბოლოს კი მოვლენები ძალზე უცნაურად განვითარდა. ვერ გეტყვით პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელები რას დაპირდნენ, ან როგორ დაითანხმეს, მაგრამ ფაქტია, რომ თეთრაული შვებულებაში გავიდა და კენჭი მაჟორიტარული სისტემით საკრებულოში შესასვლელად იყარა. უცნაურია ისიც, რომ მისი კანდიდატურა არა ქალაქიდან (სადაც ცხოვრობს და მოღვაწეობს), არამედ მეზობელი სოფლიდან წამოაყენეს. ან იქნებ ქალაქ დედოფლისწყაროში თეთრაულის იმიჯი იმდენად დაბალია, რომ მმართველ გუნდს მისი გამარჯვების იმედი ნაკლებად ჰქონდა, ვერ გარისკეს და ამიტომაც გადატყორცნეს სოფელში.
წითელწყაროდან გამარჯვების მიუხედავად, თეთრაულს მაღალი რეიტინგი არც ამ სოფელში რომ აქვს ამაში ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლებიც დარწმუნებულნი არიან და მის გამარჯვებას ეჭვის თვალით უყურებენ. #1 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი თენგიზ ტუხაშვილი დარწმუნებულია და დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ მისი კანდიდატურა, ხელისუფლების ჩარევით, მისგან უნებართვოდ რომ არ მოეხსნათ და არჩევნებში თეთრაულს გაჯიბრებოდა 80 პროცენტით დაამარცხებდა. ამბობს, რომ გელა თეთრაულის რეპუტაცია ამ სოფელში 10 პროცენტს ოდნავ აღემატება და მხოლოდ სახელისუფლებო რესურსების დახმარებით ის ხმების 20 პროცენტზე მეტის მოგროვებას ვერ შეძლებდა.
თენგიზ ტუხაშვილი: ,,ეს კარგად იცოდნენ ლევან ბაღაშვილმაც და გელა თეთრაულმაც, ამიტომ როგორც გაიგეს, რომ ქრისტიან-დემოკრატებიდან მე ვიყრიდი კენჭს, მაშინვე ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელზე გოდერძი აბულაშვილზე განახორციელეს ზეწოლა და კანდიდატურა ბოლო დღეს ისე მოხსნეს არაფერი ვიცოდი.. აბულაშვილის ვაჟი და მეუღლე საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და ამით აიძულეს, ასე მოქცეულიყო. აბულაშვილმა არც ჩემთან საუბრისას დამალა, წნეხში ვარო, მეუღლის და შვილის გამო მაიძულებენო. ასე რომ არ ყოფილიყო თეთრაულს 80 პროცენტით მოვუგებდი, ვერც საკრებულოში შევიდოდა და მანდატის გარეშე დავტოვებდი. ამ სოფელში ვცხოვრობ, უამრავი საახლობლო და მეგობრები მყავს. ამას გარდა, წლების მანძილზე სკოლის დირექტორი ვიყავი. უამრავი მოსწავლე მყავს გამოზრდილი, მათი მშობლები... ბევრი მცნობს და ცხადია, თეთრაულთან შედარებით მე უფრო რეალური შანსები მქონდა... სამწუხაროდ, ოპოზიციად წოდებულმა გოდერძი აბულაშვილმაც ორმაგი თამაში ითამაშა და ჩემს უკითხავად მოხსნა ჩემი კანდიდატურა... - აცხადებს ტუხაშვილი.

ეს რაც შეეხებოდა იმას, თუ როგორ მოიპოვა გელა თეთრაულმა გამარჯვება და საკრებულოს მანდატი. ახლა ჯერი იმაზე მიდგა, მართლა დაიკავებდა თუ არა საკრებულოს თავმჯდომრის სავარძელს, მაგრამ ასე არ მოხდა. იყო ვარაუდი, რომ მოადგილის პოსტს მაინც უწილადებდნენ, მაგრამ როგორც სჩანს ლევან ბაღაშვილმა თეთრაულის მოადგილეობა სულაც აღარ ისურვა.

საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ამ ეტაპზე გელა თეთრაული საკრებულოს რიგითი წევრია და მეტი არაფერი... მარტივად რომ ვთქვათ - თეთრაული დააქვეითეს!... არც საკრებულოს თავმჯდომრის სავარძელი შეხვდა, არც მოადგილის და გამგებლის პოსტიც სხვამ დაიკავა... იმის გათვალისწინებით, რომ თეთრაულისთვის ხელმძღვანელის სავარძელი ვერსად მოინახა, იმის ეჭვებს აჩენს, რომ შესაძლოა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაში ის ბევრს აღარ ეპიტნავება, მისი ჩამოჩოჩება სურდათ და სწორედ ამიტომ გაუყენეს საკრებულოს გზას...

ილია მარტყოფლიშვილი


* * *

ახალგაზრდა მამაკაცი გულში დანის დარტყმით მოკლეს

დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ლევან გოგილაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შაბათს ღამით ერთ-ერთ კაფე-ბარში მოკლეს. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა... როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგილაშვილს სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში დანით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი კაფეში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ჩხუბი მოხდა...
წინასწარი ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჩხუბში რვამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
როგორც ქიზიყმა გაარკვია, გარდაცვლილის ცხედარი თბილისიდან დედოფლისწყაროში უკვე გადმოასვენეს. გოგილაშვილი მანამდე სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობდა და სპორტსაც მისდევდა.
ქიზიყმა ამ დრომდე ვერ გაარკვია, დაკავებულია თუ არა ინციდენტში მონაწილე რომელიმე პირი, ან ცნობილია თუ არა კონკრეტული ეჭვმიტანილის ვინაობა. მკვლელობის მოტივისა და დამნაშავეთა დადგენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება.
/ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი

пятница, 18 июня 2010 г.

საკრებულოს თავმჯდომრის პირველი ინტერვიუ

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომის
დასრულების შემდეგ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ
ლევან ბაღაშვილმა პრეს-კონფერენცია გამართა და
თანარაიონელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
გაზეთ ქიზიყის ადმინისტრაცია მოხარულია, რომ
ბაღაშვილის პირველი ინტერვიუ საკრებულოს

თავმჯდომრის რანგში, სხვა მედიასაშუალებებზე
უფრო
ადრე, ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს
პორტალზე გამოაქვეყნოს.

ლევან ბაღაშვილი: ,,შედეგები ძალიან საინტერესო იყო. წარმატებას ველოდი, მაგრამ დამაჯერებელი შედეგი ვაჩვენეთ. ეს ნდობა კი აუცილებლად უნდა გავამართლოთ. ამიერიდან, ხალხის აზრს უფრო მეტად გავითვალისწინებთ. ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც ხაზი გაესვა არა იმას, თუ რა კარგები ვართ, არამედ აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს დედოფლისწყაროში და მის სოფლებში.
-- რატომ გადაწყვიტეთ აღმასრულებელი ორგანოდან საკანონმდებლოში გადასულიყავით? რას უკავშირდება თქვენი ეს ნაბიჯი?...
-- ჩემი თავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში უკვე გამოვცადე. ვფიქრობ, ის 2 წელი, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებლად ვიმუშავე წარმატებული იყო. მინდა, საკუთარი შესაძლებლობები საკანონმდებლო ორგანოშიც ვცადო. მითუმეტეს, რომ საკრებულო ჩემთვის უცხო არ არის და უკვე მესამე თვითმმართველობის არჩევნებში საკმაო წარმატებებს ვაღწევ. იმედი მაქვს, ჩემი საქმიანობა ახლაც წარმატებული იქნება.
-- პირველ რიგში პრიორიტეტად რა გესახებათ?...
-- ჩემი პირველი სურვილია სოციალური პაკეტი გავზარდოთ. საერთოდ, ტრანსფერები ძირითადად ინფრასტრუქტურის კუთხით მოდის ხოლმე და ამ მხრივ დახმარება სოციალურ სფეროზე პირდაპირ ვერ აისახება. ძალიან მინდა, უფრო მოქნილი სისტემა იყოს სოციალური კუთხით. ამ ხნის მანძილზე აღმოვაჩინე, რომ სოციალური პაკეტის შესახებ ბევრ მოქალაქეს ინფორმაცია არ ჰქონდა. დედოფლისწყაროელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ბევრი კონკრეტული სოციალური ხარვეზი და არაერთხელ გაშუქებულა. გავიგე, რომ ახლახან, ერთერთი ტელევიზიითაც გავიდა სიუჟეტი ჩვენს მოქალაქეზე, რომელიც ინვალიდობის ჯგუფს ითხოვს. ჟურნალისტების მოვალეობა სწორედ ისაა, რომ ასეთი პრობლემები ჩვენამდე და მოსახლეობამდე მიიტანოს, მაგრამ ამიერიდან ვეცდებით, რომ ჩვენ უფრო აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში და არა მხოლოდ მედიის დახმარებით მივიტანოთ მაქსიმალური ინფორმაცია მოსახლეობამდე, არამედ პირადად მივიდეთ თითეულ ოჯახში და კონკრეტულად განვუმარტოთ ესა თუ ის საკითხი.
-- როგორც ვიცით, მუნიციპალიტეტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობა აქტიურად დაიწყო. კონკრეტული შედეგები თუ ჩანს?
-- გეთანხმებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გასული წლიდან მჭიდრო ურთიერთობა დავამყარეთ. წინ გადადგმული ნაბიჯები ისაა, რომ მღრღნელებთან და კალიებთან საბრძოლველად საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები გატარდა. ერთობლივი ბრძოლა კი ნამდვილად შედეგის მომტანია. იცით, რომ მინდვრის თაგვის წინააღმდეგ საბრძოლველად სამინისტრომ დედოფლისწყაროს 700 კგ შხამი გამოგვიყო და ადგილობრივებში განაწილდა. თანამშრომლობა ახლაც გრძელდება.
-- ფერმერები რამდენად ჩართულნი არიან ამ პროცესში?
-- ადგილობრივ ფერმერებს რაც შეეხებათ, მუნიციპალიტეტმა მათ ახლახან სამუშაო შეხვედრა მოუწყო სამინისტროს წარმომადგენლებთან და ყველა საინტერესო საკითხზე ინფორმაციის გაცვლა მოხდა. როგორც ვიცი, ფერმერები ახალი, საუკეთესო ხარისხის თესლის შემოტანაზე მუშაობენ. ასე, რომ სოფლის მეურნეობის კუთხითაც ძალზე გავაქტიურდით...
-- ახალი დანიშნული კადრები ადგილობრივ ჟურნალისტებს ყოველთვის მჭიდრო თანამშრომლობას პირდებით, თუმცა მალევე არაერთი პრობლემის წინაშე ვდგებით და კომენტარებისა თუ გარკვეული ინფორმაციების მიღების დროს დაბრკოლებები გვექმნება. თქვენ როგორ აპირებთ მედიასთან თანამშრომლობას?
-- ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრობლემა პირადად მე არასოდეს მქონია და ახლაც აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებ. მინდა გთხოვოთ, რომ ერთად შევქმნათ მექანიზმი და მჭიდრო კონტაქტები დავამყაროთ... გულწრფელად გითხრათ, დიდი სურვილი მაქვს, რომ პრესა ჩვენთან ახლოს იყოს და ჩვენი აზრი სწორად მიიტანოთ მოსახლეობამდე.
-- სოფელ ქვემო ქედის მოსახლეობა წყალმომარაგების პროექტის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ამბობენ, რომ პროექტი კარგად შედგენილი არ არის და სამუშაოებს უიმედოდ უყურებენ...
-- ქვემო ქედში ახალი ქსელების მშენებლობა მიდის. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ წყალს წნევა არ ეყოფოდა. სინამდვილეში კი ასე არ მოხდა და გაირკვა რომ ჰყოფნის. ამ სოფლებში 30 - 40 წლის ასაკის ადამიანებს ონკანზე წყალი საერთოდ არ უნახავთ და მათი ეჭვები გასაგებია... არც ქალაქ დედოფლისწყაროში ეგონა ვინმეს, რომ ქალაქის 100 პროცენტიანი მომარაგება 24 საათიან რეჟიმში მოხერხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ შევძელით... მრიცხველების დამონტაჟება კი იმიტომ გადაწყდა, რომ ზედმეტი ხარჯვა არ მოხდეს და წყლის დებეტი გავაწვდინოთ.
-- რაკი წყლის საკითხს შევეხეთ, სოფელ წითელწყაროელები ინდივიდუალურ ონკანებს ითხოვენ...
-- ამ ეტაპზე წითელწყაროში საუბნო ონკანები დადგება. ჩვენ იმ დილემის წინაშე რეალურად დავდექით, რომ უკვე დებეტის პრობლემა გვექნება. ამ შემთხვევაში ინდივიდუალური გაწყლოვანებისთვის წელს არც სოფლის პროგრამის თანხები აღმოჩნდა საკმარისი და ჯერ არც დებეტის პრობლემა მოგვარებულა. ახლო მომავალში ვგეგმავთ ცენტრალურ რეზერვუარში დებეტის ოდენობა 500 ტონით კიდევ გავზარდოთ და სწორედ ამის შემდეგ ვიზრუნებთ მოსახლეობის ინდივიდუალურ მომარაგებაზე.

ილია მარტყოფლიშვილი

* * *
მოსახლეობა წყლის ინდივიდუალურად გაყვანას ითხოვს და ღარიბაშვილსა და თეთრაულს მეზობლების დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაულებს

სოფელ წითელწყაროში თავისუფლების ქუჩის მცხოვრებნი
საპროტესტო აქციებით იმუქრებიან და ე.წ. მაზოვკის წყლის
გადაკეტვას აპირებენ. ადგილობრივების აღშფოთებას
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში წყალმომარაგების
სისტემის რეაბილიტაცი
ის პროექტი იწვევს. მოსახლეობა
რწმუნებულს უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს,
რომ ტარიელ ღარიბაშვილი და სოფლის მაჟორიტარი
გელა თეთრაული მეზობლების დაპ
ირისპირებას ცდილობენ...

როგორც ქიზიყმა გაარკვია, წითელწყაროს სოფლის პროგრამის მიხედვით 30.469 ლარი შეხვდა, რომელიც მთლიანად წყალგაყვანილობაზე გაიწერა. თავისუფლების ქუჩის მცხოვრებნი კი საკუთარი ხარჯებით წყლის ეზოებში შეყვანას ითხოვენ, თუმცა გამგეობა ეწინააღმდეგება.
პროექტი თავისუფლების ქუჩაზე ახალი მაგისტრალის გაყვანას და რამდენიმე საუბნო ონკანის მონტაჟს ითვალისწინებს, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ თუ ინდივიდუალურად გაყვანის უფლებას არ მისცემენ, მაშინ იძულებულნი გახდებიან ე.წ. მაზოვკის წყალი გადაკეტონ და ქალაქის წყალმომარაგება შეწყვიტონ.
თამუნა ავსაჯანიშვილი: ,,სოფელ წითელწყაროდან მარაგდება ცენტრალური რეზერვუარი და ჩვენი წყლით რაიონმა ისარგებლოს და ჩვენ უწყლოდ დავრჩეთ? ეს სახელმწიფო დანიშნულების გზაა და მეტჯერ გათხრის უფლებას აღარ მოგვცემენ. წყლის ამ ფორმით გაყვანას ვეწინააღმდეგებით. ამხელა ქუჩას ორი-სამი ონკანი ეყოფა? ქუჩის დასაწყისში ვცხოვრობ და თუ ისევ წყლის შორიდან თრევა მომიწევს, ნამდვილად მირჩევნია, რომ ძველებულარ ტონობით ვიყოდო. აქამდე თუ ვყიდულობდით ახლაც ასე ვიზამთ, სხვა გზას არ გვიტოვებენ და...
ლიზა ტუხაშვილი: ,,ხარჯებს ჩვენ თვითონ გავიღებთ და ეზოებში ჩვენვე შევიტანთ. ასე უფრო ისარგებლებს მოსახლეობა და დანაკარგი ასე უფრო ნაკლები იქნება, რადგან ინდივიდუალურად ყველა მოუფრთხილდება და საუბნო ონკანი მუდმივი დავის საგანი უნდა გახდეს. გამგებელი იმდენს იზამს ხალხს ერთმანეთს დაახოცინებს და მერე დაუამდება გული?...
თეა ტაბატაძე: ,,თანახმა ვართ, რომ ჩვენი ხარჯებით შევიყვანოთ სახლებში. თუნდაც გრაფიკით გვქონდეს, ნუ იქნება 24 საათიანი მომარაგება. ეს სამუშაოები ჩვენი მასხრად აგდებაა და მეტი არაფერი.
ანასტასია კუზანაშვილი: ,,ახლა როგორც კეთდება, ასე არანაირი აზრი არ აქვს. აღარ გვინდა, ისევ მიაყარონ მიწა და ამოავსონ. ასე 200 მეტრში თუ დააყენებენ და ისევ ურიკით უნდა ვზიდოთ, აღარ გვინდა და ამდენი წელი თუ წყალს ვყიდულობდით, ახლაც ვიყიდით. ეს პროექტი თავის მოტყუებაა.
თენგიზ ტუხაშვილი: ,,ან მოსახლეობას უფლება მისცენ, რომ ინდივიდუალურად გავიყვანოთ, ან საერთოდ არ გვინდა ასეთი დახმარება... საერთოდ, ნორმალურ ქვეყანაში მოსახლეობის ინტერესებს სოფლის რწმუნებული უნდა იცავდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტარიელ ღარიბაშვილი ამავე უბანზე ცხოვრობს და პირველად თვითონ უნდა დაინტერესებულიყო და გვერდში ამოგვდგომოდა, საერთოდ არ მოსულა და არაფერი უკითხავს...
თამარ ზურაშვილი: ,,ეს პროექტი მოსახლეობის დასაპირისპირებლად კეთდება. გვიხაროდა, ჩვენც კომფორტი გვეღირსებაო, მაგრამ მეზობლები ერთმანეთს გადავესევით, ისე გვიხდიან საქმეს. ჭები ვისაც გვქონდა სულ დაგვიშრა და ტონა წყალში 28 ლარს ვიხდიდით და მუდმივად ვყიდულობდით. 200 მეტრიდან ზიდვა თუ მოგვიწევს არ ჯობია ისევ ტონობით ვიყიდო???...
ნოდარ შეითნიშვილი: ,,პრეზიდენტის სახელზე წერილს დავწერთ, ტელევიზიებს ჩამოვიყვანთ და ჩვენს უფლებებს დავიცავთ. ამ უბანში გაუნათლებელი ხალხი არ ცხოვრობს, რომ ვინმეს თავი დავაჩაგვრინოთ. ასე თუ აპირებენ, საერთოდ აღარ გვინდა. გათხრა ისე დაიწყეს არავის არაფერი უთქვამს, არც არავინ მოსულა, არაფერი უკითხავთ. თუმცა, ჩვენ ვინ გვეტყვის რაში რას ხარჯავენ? მასხრად გვიგდებენ და ეგ არის... სოფლის წყალი ქალაქმა და სოფელ ჯაფარიძემ მოიხმაროს და ჩვენ ასე დავრჩეთ? ეს არის ხალხის დაცინვა, გვატყუებენ...
ილია ზურაშვილი: ,,სახლებში თუ არ შეგვატანინებდნენ საერთოდ ნუ დაიწყებდნენ და მომავალ წელს ერთად გაეკეთებინათ. არხი რომ გათხარეს ლითონის ძველი მილი, რომელიც მანამდე იყო ჩაფენილი, ეს ადრე ერთობლივად მოსახლეობის ხარჯით შეძენილია და უფლებაც არ მოგვცეს, რომ ჩვენი მილი ამოგვეღო. თვითონ უნდათ რომ ისიც ჩააბარონ და თავად ისარგებლონ.
ადგილობრივები გამგებლის რწმუნებულს ემდურიან და აცხადებენ, რომ ტარიელ ღარიბაშვილი ყურადღებას არ აქცევთ და მხოლოდ მოსახლეობის დაპირისპირებით არის დაკავებული: ,,რწმუნებული საკუთარ ქუჩაზეც რომ ვერაფერს გააკეთებს, დანარჩენმა სოფელმა რაღა უნდა მოსთხოვოს... მთელი დღე მაღაზიაში ზის და ნარდს თამაშობს... უმაქნისია და ასე უპატრონოდ ვართ მიტოვებულები... მეტს აღარ მოვითმენთ, აქციას მოვაწყობთ და წყალს სათავეში გადავკეტავთ, რომ ჩვენი სოფლის წყალი სხვას აღარ მოახმარონ. აქედან წყალს სხვაგან აკაჩავებენ და ჩვენ წყალზე უნდა ვდავობდეთ XXI საუკუნეში?... პირდაპირ ასე დაწერეთ, აღარ გავატარებთ ჩვენს წყალს რაიონში... იცოდეთ, ამ საქმეს ვიღაცა შეეწირება!!! - აცხადებენ თავისუფლების ქუჩის მცხოვრებნი.

P.S. სტატია გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა გაზეთ ქიზიყის რედაქციას თავისუფლების ქუჩის მცხოვრებნი დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ჟურნალისტების შემდეგ მოსახლეობას სოფლის მაჟორიტარი გელა თეთრაული და რწმუნებული ტარიელ ღარიბაშვილი შეხვდნენ და უბნის იმ ნაწილს, სადაც მაგისტრალის გაყვანა ჯერ არ დაწყებულა, დაპირდნენ, რომ მათ ინდივიდუალურად ოჯახებში წყლის შეყვანის უფლებას მისცემენ. მოსახლეობა ეჭვს გამოსთქვამს, რომ თეთრაული და ღარიბაშვილი მეზობლების ერთმანეთში დაპირისპირებას და კონფლიქტის გაღვივებას ცდილობენ.

ტარიელ ღარიბაშვილი (წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული): ,,ეგ ყველაფერი თენგიზ ტუხაშვილის მოწყობილია. აქაურ მოსახლეობაში არავითარი კონფლიქტი არ არის... თუ ვინმე აჰყვა ტუხაშვილს, არ ვიცი...
-- ბევრ ადგილობრივს ვესაუბრეთ და კმაყოფილი არავინ გვინახავს...

-- ცუდი რა ხდება, წყალი კეთდება... ამჯერად სოფლის პროგრამის თანხა მეტს არ ეყო, ამიტომ მომავალში ინდივიდუალურად გაყვანის უფლებასაც მისცემენ და ნელ-ნელა გაკეთდება.
-- ამბობენ, ღარიბაშვილი და თეთრაული მეზობლებს გვაპირისპირებენო...
-- არავითარი დაპირისპირება, რა სისულელეა, ხალხი კმაყოფილია...

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბრისას ამბობს, რომ დებეტის სიმცირის გამო მეზობელი სოფლების ინდივიდუალური გაწყლოვანება ამ ეტაპზე ვერ ხდება, რადგან შესაძლოა ამან ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების საკითხი ეჭვქვეშ დააყენოს. ლევან ბაღაშვილი ამბობს, რომ ახლა მუშაობა დებეტის გაზრდაზე მიდის, უკვე არსებობს დებეტის ზრდის გეგმა, რის შემდეგაც დღის წესრიგში წყლის ინდივიდუალურად ოჯახებში გაყვანა დადგება.

რეპორტაჟი მოამზადეს
ილია მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი


* * *

რა ხდებოდა საკრებულოს პირველ სხდომაზე...

პარასკევს, 18 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა, რომელსაც დეპუტატების სრული შემადგენლობა, სხვადასხვ სამსახურების წარმომადგენლები და ადგილობრივიურნალისტები ესწრებოდნენ. სხდომა საზოგადოებაში იმდენად დიდ ინტერესს იჩენდა, რომ დარბაზში ტევა არ იყო.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს გარეთ დარჩენილი ოპოზიციიდან სხდომას მაყურებლის რანგში მხოლოდ კონსერვატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი მიხეილ ბიკაშვილი და ქრისტიან-დემოკრატების სიის მესამე ნომერი, მაჟორიტარული სისტემით მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ია ჯანაშვილი დაესწრნენ.

საკრებულოს სხდომა დედოფლისწყაროს #14 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით ბუჩუკურმა გახსნა, რომალმაც საზოგადოებას 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები გააცნო. მისი თქმით, დედოფლისწყაროში რეგისტრირებული იყო 23 396 ამომრჩეველი, რომელთაგან ხმა 12 094-მა მოქალაქემ განახორციელა.
შედეგების გაცნობისა და მანდატების გადანაწილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ქრისტიან-დემოკრატი გოდერძი აბულაშვილი გაუძღვა და დღის წესრიგის მიხედვით იმოქმედა.
ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დეპუტატებმა სხვადასხვა კომისიები შეარჩიეს. შემდეგ კი ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ბაღაშვილის კანდიდატურა წამოაყენა. ბაღაშვილი მმართველი გუნდის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი გახლავთ. გასული ორი წლის მანძილზე ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობდა. საკითხის ირგვლივ ღია კენჭისყრა გაიმართა და აბსოლუტური უმრავლესობით საკრებულომ თავმჯდომარედ ექს-გამგებელი ლევან ბაღაშვილი ერთხმად აირჩია. დეპუტატებმა და დამსწრე საზოგადოებამ ბაღაშვილს ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მილოცვას ადგილობრივი გაზეთების რედაქტორებიც შეუერთდნენ.
ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა სხდომაზე სურვილი გამოთქვა, რომ მისი მოადგილის კანდიდატურაზე ზაზა ფიროსმანაშვილის წარდგენა სურდა. დეპუტატებმა აზრი მოიწონეს და ფიროსმანაშვილის კანდიდატურაც საკრებულომ მალევე დაამტკიცა. შეგახსენებთ, ფიროსმანაშვილი წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც გახლდათ...
ლევან ბაღაშვილმა სხდომაზე ისიც განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ კანდიდატურასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა, რის გამოც განცხადებების წარდგენის დროს პროცედურა გარკვეულ ვადებს აღარ ითვალისწინებს. ამდენად, დეპუტატებს შეეძლოთ გამგებლის კანდიდატურისთვისაც კენჭი პირველივე სხდომაზე ეყარათ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, საკრებულოში მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიციის დასაკავებლად მხოლოდ ერთი განცხადება შევიდა. კანდიდატურა მხოლოდ ნიკოლოზ შანშიაშვილმა წამოაყენა, რომელიც მანამდე ლევან ბაღაშვილის მოადგილედ მუშაობდა და ბოლო თვენახევრის მანძილზე გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.
ამ დროს სხდომაზე კურიოზული მომენტებიც დაფიქსირდა. როგორც გაირკვა, იმ დროს, როცა ბაღაშვილი გამგებლის კანდიდატურაზე საუბრობდა, შანშიაშვილი დარბაზში არ იმყოფებოდა... ბევრმა იხუმრა - ალბათ, შანშიაშვილმა გადაიფიქრაო... თუმცა, გამგებლობის მსურველმა კარი უმალვე შემოხსნა და სხდომას შემოუერთდა. შანშიაშვილის სიტყვაძუნწი გამოსვლის შემდეგ ახლადარჩეულმა დეპუტატებმა კენჭი გამგებლის ვაკანტურ პოსტზე ნიკოლოზ (ნუკრი) შანშიაშვილის კანდიდატურასაც უყარეს და უპრობლემოდ დაამტკიცეს.
ერთპარტიულ საკრებულოში თანამდებობების დანაწილება სიცილ-კისკისის ფონზე საკმაოდ მხიარულ ნოტაზე მიმდინარეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, სხვადასხვა საკითხების კენჭისყრისას არც წინააღმდეგი ყოფილა ვინმე და არც თავი შეუკავებია რომელიმე მათგანს, მათ შორის არც ოპოზიციიდან ერთ მერცხლად წარმოდგენილ გოდერძი აბულაშვილს, რომელიც უხუცეს დეპუტატად დასახელდა დედოფლისწყაროს ახალი მოწვევის საკრებულოში.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა ოფიციალური პროცედურის ამოწურვის შემდეგ ლევან ბაღაშვილმა სხდომა დახურულად გამოაცხადა. რის შემდეგაც ადგილობრივი გაზეთებისთვის საკრებულოს თავმჯდომარემ საგანგებო პრეს-კონფერენცია გამართა და დედოფლისწყაროელი ჟურნალისტების ყველა კითხვას გულწრფელი და ამომწურავი პასუხი გასცა. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 17 июня 2010 г.

შიშით გათენებული ღამეები და გამგეობისგან მოტყუებული ჭყოიძეების პრობლემები

რობიზონ ჭყოიძის ოჯახის მძიმე მდგომარეობაზე სოფელ ოზაანში ყველა საუბრობს. უკვე რამდენიმე წელია მათ ისედაც ძველ საცხოვრებელ სახლს ჩრდილოეთით მდებარე კედელი მთლიანად გადმოენგრა. ზამთარ-ზაფხულ ოთახებში მყოფი ადამიანების დანახვა ქუჩაში გამვლელებსაც თავისუფლად შეუძლიათ.
ოჯახის უფროსი და რობიზონ ჭყოიძე მისი მეუღლე ზინა ტყემალაძე მუდმივად ავადმყოფობენ. გაზეთ ქიზიყთან საუბრისას ისინი ამბობენ, რომ ბინის კედლების გამაგრებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს ყოველდღიურად საარსებო ლუკმის შოვნაც უჭირს, ამიტომ ღია კედლების აღდგენა ამ დრომდე ვერაფრით შეძლეს.
სოფელ ოზაანში მცხოვრები ჭყოიძეების ოჯახის რთული ვითარების შესახებ თავდაპირველად გაზეთი ქიზიყი დაინტერესდა და ვრცელი რეპორტაჟი ჯერ კიდევ 9 თვის წინ გამოაქვეყნა. ფოტო-მასალისა და ვითარების გაცნობის შემდეგ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა გაზეთ ქიზიყს განუცხადა, რომ თუკი ჭყოიძეები გამგეობას განცხადებით მიმართავდნენ, ასეთ შემთხვევაში მათი ბინის რეაბილიტაცია ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა და ასეთი კატეგორიის ბინებისთვის გათვალისწინებულ თანხას გამოუყოფდნენ. ბინის სარეაბილიტაციო სამუშაოებში დახმარებას ჭყოიძეებს გამგეობის წარმომადგენლები პირადადაც დაპირდნენ, თუმცა როგორც ჭყოიძეებმა გაზეთ ქიზიყს აცნობეს, დედოფლისწყაროს გამგეობიდან რეალური ნაბიჯები არ ჩანს დაპირება კი მხოლოდ ლიტონ სიტყვებად დარჩა.
ზინაიდა ტყემალაძე-ჭყოიძე: ,,-- წელიწადნახევარია ვიბრძვით, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. ავად ვართ, არც ამდენი სიარული შეგვიძლია და არც დედოფლისწყაროს გამგეობაში სიარულის ფინანსები გვაქვს. რამდენჯერმე სოფლის რწმუნებულს ვთხოვეთ და მანქანით იმან წაგვიყვანა, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. ზამთარში წავიქეცი და მოტეხილობები მქონდა, ჩემი ამდენი სიარული არც კი შეიძლება, მაგრამ სხვა გზა რომ არ იყო და სახლს დროზე მიხედვა უნდა, დედოფლისწყაროს გამგეობაში ბოლოს სამჯერ კიდე ვიყავით, განცხადებაც შეტანილი გვაქვს, მაგრამ რეალური პასუხი არ ჩანს... ჯერ არჩევნებია და მერეო. ხან არჩევნებს იმიზეზებდნენ, ხან რას. სოციალურ სამსახურშიც ბევრი ვიარეთ, მაგრამ ამაოდ... რა ვიცი, შვილო, რა გზას უნდა დავადგეთ, ვეღარ გაგვიგია...
-- გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ოჯახი განცხადებას შემოიტანს თანხას გამოვუყოფთო. დედოფლისწყაროში 700 ლარამდე დახმარება ასეთი კატეგორიის ბინებში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა უკვე მიიღო და განცხადება ნამდვილად თუ შეიტანეთ არც თქვენ უნდა შეგქმნოდათ პრობლემა, მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით თანხები გაიცა...
-- არ ვიცი შვილო, თვეებია განცხადება დავწერეთ და გამგეობაში შევიტანეთ. სოფლის რწმუნებულს სოსო თევზაძესაც რამდენჯერმე შევახსენე, მაგრამ ჯერ არჩევნებია და მოიცადეთო. ამ არჩევნებმაც ჩაიარა და თვეც გავიდა, მაგრამ არაფერი ისმის... არადა ყოველთვის რომ რაიონში გამოვიდეთ და ყურადღება მივაქციოთ არც ამის საშუალება გვაქვს...
-- განცხადება ნამდვილად ბინის გამაგრების თაობაზე დაწერეთ? რას ითხოვთ ამ განცხადებით?
-- შენობის გამაგრებაში დახმარების გაწევას ვითხოვთ. ესაა ჩვენი ოჯახის მთავარი საწუხარი, სხვა რა უნდა მოგვეთხოვა. ბინის თაობაზე გვაქვს განცხადება შეტანილი. რა ვიცი, დაიცადეთ, დაიცადეთო იძახიან და როდემდე უნდა ვიცადოთ, სანამ ჭერიც თავზე არ დაგვემხობა?... აბა როგორია ასეთ სახლში ცხოვრება. ღამე მშვიდად ვერ ვიძინებთ, ყოველთვის გვგონია რომ დაინგრევა და ცოცხლად დაგვმარხავს. დღისითან გამვლელები ყველაფერს ხედავენ შიგნით რა ხდება. ასე უმადურად ვცხოვრობთ.
-- ზუსტად გახსოვთ, რომ გამგეობას მიმართეთ? იქნებ სოციალური მომსახურების სააგენტოში იყავით და განცხადებაც იქ შეიტანეთ...
-- არა, სოციალურ სააგენტოში არა... ბოლო დროს კი რწმუნებულმა წამოგვიყვანა და გამგეობის მესამე სართულზე ვიყავით. (შეგახსენებთ, მესამე სართულზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და მისი სამსახურები ფუნქციონირებს, მათ შორის სოციალური და ინფრასტრუქტურის სამსახურები.) ზუსტად არ ვიცი, სამსახურს რა ჰქვია, მაგრამ ბინის გამაგრების თაობაზე განცხადება ნამდვილად თვეების წინ შევიტანეთ...

მაშინ, როცა ჭყოიძეების დახმარებაზე კომანტარი ლევან ბაღაშვილმა გაზეთ ქიზიყთან საუბრისას თვეების წინ თავისივე სურვილით გააკეთა და დაზარალებულ ოჯახს დახმარებას პირადადაც დაპირდნენ, ამ ფონზე გაუგებარია, რატომ ჭიანურდება მათთვის რეალური დახმარების აღმოჩენა. ეს მაშინ, როცა ვითარება მართლაც საგანგაშოა. შენობა რომ დანგრევის საფრთხის წინაშე დგას ამაზე ფოტო-რეპორტაჟიც მეტყველებს. იმედია, ჭყოიძეები ფინანსურ დახმარებას მალე მიიღებენ და მათი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღარ დადგება. გაზეთი ქიზიყი პრობლემის მოგვარებას თვალყურს კვლავაც აქტიურად მიადევნებს.

ილია მარტყოფლიშვილი

რა აფიორის მსხვერპლი გახდა მარტოხელა პედაგოგი და როგორ ითაღლითეს სოციალურმა აგენტებმა?!

დედოფლისწყაროში ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრები მარტოხელა, დიაბეტით დაავადებული ყოფილი პედაგოგი, ვარდიკო მაჭარაშვილი სოციალური მომსახურების ცენტრის აგენტებს თაღლითობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თელავიდან შემოწმებაზე ჩამოსულებმა საბუთებზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს, რის შედეგადაც უკვე ორი თვეა დახმარება შეუწყდა.
რა აფიორას ემსხვერპლა 78 წლის ქალბატონი და როგორი თაღლითური სქემა აქვთ სოციალურ აგენტებს, ამას მარტოხელა პედაგოგის ინტერვიუდან შეიტყობთ.
მაჭარაშვილი ამბობს, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ვეღარც საჭირო მედიკამენტებისა და საკვების შეძენას ახერხებს. მისი თქმით, მორიგი შემოწმების დროს აგენტებმა ზურაბ ღვედაშვილმა და კახა პატატიშვილმა ისე გაანერვიულეს, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო:
ვარდიკო მაჭარაშვილი (პედაგოგი): ,,-- ექვსი წელია დახმარების დანიშვნაზე ვიბრძვი, ძლივს მივაღწიე, თუმცა მხოლოდ 5 თვე ვიღებდი და ისეთი მაქინაციები ჩამიტარეს, 2 თვეა ისევ შემიწყდა. 24 წელია დიაბეტიანი ვარ, ცუდად ვხდები ხოლმე. თელაველი აგენტები ზურაბ ღვედაშვილი და კახა პატატიშვილი რომ მოვიდნენ შეუძლოდ ვიყავი, ასე მითხრეს გარეთ გაგვყევი მანქანასთან ხელი უნდა მოგვიწეროო. საერთოდ, წაუკითხავად ხელს არაფერს ვაწერ, მაგრამ ცუდად ვიყავი და აღარ გადავიკითხე. თან ვიფიქრე ალბათ რომ შემამოწმეს ხელმოწერა ვიზიტის დასადასტურებლად არის საჭირო მეთქი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აგენტებმა ხელი მოტყუებით იმაზე მომაწერინეს, რომ მე ამ სახლში მუდმივად არ ვცხოვრობ და ამის გამო უკვე მესამე თვეა დახმარება შემიწყდა და რთულ ვითარებაში აღმოვჩნდი. მარტოხელა ვარ და წამალ-ექიმი მუდმივად მჭირდება, მხოლოდ პენსია კი საკმარისი არ არის. ყოველ ღამე კომაში ჩავარდნას ველოდები. წამლებს კი არა პენსია კვებაშიც არ მყოფნის.
-- იძულებითი ხელმოწერა არ გააპროტესტეთ? ხელმძღვანელობასთან არ იჩივლეთ?
-- ვიბრძვი, მაგრამ სიმართლეს ვერსად მივაღწიე. თბილისში ვიჩივლე, მაგრამ პასუხი მომივიდა, რომ მათ არაფერი დაურღვევიათო. მერე განცხადება სააგენტოში ხელახლა შევიტანე. შესამოწმებლად კიდევ რომ მოვიდნენ ვითარება ავუხსენი და ვუთხარი, რომ საქმე ისე შეკერეს, თითქოს მე აქ არ ვცხოვრობ, ამიტომ ამაზე ხელს არ მოგიწერთ მეთქი. წასვლისას აგენტებმა ჩაილაპარაკეს, რომ ჩვენ იმ აგენტებს მაინც დავიცავთ და მაინც გავაკეთებთო... ისე გამანერვიულეს ცუდად გავხდი და ძლივს მომაბრუნეს. ისიც თქვეს, დროზე წავიდეთ, ეს ქალი ხელში არ შემოგვაკვდესო... ამდენი განუკითხაობა ვერ ავიტანე. ჯიბრით მეუბნებოდნენ, შენ გინდაც ხელი არ მოგვიწერო, ჩვენ მაინც ისე გავაკეთებთ, როგორც გვინდაო... ესაა მაგათი დახმარება?... ისევ დიდი ქულები მოვიდა და უარი მეთქვა დახმარებაზე. ადგილობრივმა სოც-აგენტებმა ბინის მდგომარეობა ისე აღწერეს ვეხვეწე და შიგნით არ შემოსულან. არადა ათასჯერ გავუმეორე ოთახები მძიმე მდგომარეობაშია, იატაკი ჩავარდნილია, შემოდით და ნახეთ მეთქი მაგრამ არ გაიგონეს. რაც უნდოდათ ის ჩაწერეს დეკლარაციაში.
-- გამგეობას თუ მიმართეთ და რა პასუხი მიიღეთ მათგან?
-- დიაბეტის გამო ქირუქგმა მითხრა მარცხენა ფეხი მოსაკვეთი გაქვსო. გამგეობაში ტირილით დიდხანს დავდიოდი. გამგეობის სოციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, ლევან ჯამალაშვილს 4 წელი ვეხვეწებოდი სასადილოში მაინც ჩამწერე-მეთქი, მაგრამ უხეშად მიშორებდა - ადგილი არა მაქვსო... არადა სია 60-დან 100 კაცამდე მაინც იზრდებოდა. მე აღმოვჩნდი ზედმეტი.
-- ანუ, ლევან ჯამალაშვილის ხუშტურების გამო არც უფასო კვებით სარგებლობთ?
-- ბოლოს 4 წლის შემდეგ ჩემი ახლობელი გარდაიცვალა და ჯერ დაკრძალულიც არ იყო, მივედი და მოვითხოვე ისე ხომ არ მწერთ და იმის ადგილას მაინც ჩამწერეთ მეთქი. ამასაც დიდი ბრძოლით მივაღწიე და 5 თვეა რაც უფასო სასადილოში ჩამწერეს, თუმცა კვებით მთლად კმაყოფილი არ ვარ...
პარლამენტართანაც ბევრი ვიარე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთო ლეკაშვილთან მთელი წელი დავდიოდი, მაგრამ ვერც დასაქმებაზე დამეხმარა, ვერც კვებაზე... ბევრი სიარულის შემდეგ დეპუტატის დახმარება მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ 1 ტომარა ფქვილი მომცა. საცოდავი ხალხი სამართალს ვერ ვიპოვით, სადაც არ უნდა ვიყოთ და რაც უნდა ვიბრძოლოთ... არადა, 45 წლიანი პედაგოგობის სტაჟი მაქვს და ასე უყურადღებოდ ვარ. დახმარება რომ არ მოეხსნათ, ასე რთულად არ ვიქნებოდი, თან ინსულინზე ვარ და დღეში რამდენჯერმე ინსულინს ვიკეთებ... აღარ ვიცი გამოსავალი სად ვიპოვო... -- აცხადებს უიმედოდ დარჩენილი ვარდიკო მაჭარაშვილი.
გაზეთი ქიზიყი ამ საკითხის ირგვლივ კომენტარების მოპოვებას სოციალური მომსახურების სააგენტოდან ცდილობს. მიღებისთანავე მათ მოსაზრებებსაც ვრცლად შემოგთავაზებთ. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი

ვეტ-სამსახური ტრიქინელოზის საფრთხეს ხედავს და ღორის ხორცის შეძენისას სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის დედოფლისწყაროს სამმართველო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ტრიქინელოზის დაავადების გავრცელების საშიშროებაზე მიანიშნებს. სამმართველო მოსახლეობას დაავადების თავიდან აცილების მიზნით სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
,,მოგმართავთ თხოვნით, თქვენი კეთილდღეობის მიზნით გარემოვაჭრეებიდან შეუმოწმებელი ხორცის შეძენაზე თავი შეიკავოთ, ხოლო იმ ვეტექიმებს, რომლებსაც რაიონის ბაზრის და სხვადასხვა მაღაზიებთან აქვთ დადებული ხელშეკრულება და ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან, ევალებათ აწარმოონ ყოველი დაკლული ღორის ტან-ხორცის აუცილებელი გამოკვლევა ტრიქინელოზზე. -- ნათქვამია დედოფლისწყაროს სამმართველოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
გაზეთი ქიზიყი იმის გარკვევას შეეცადა, ხომ არ გამოვლინდა ტრიქინელოზის შემთხვევა ადამიანებშიც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში აცხადებს, რომ საბედნიეროდ, ამ ეტაპზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრიქინელოზის ადამიანზე გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა და მათთვის არავის მიუკითხავს, თუმცა საფრთხე არსებობს.
ტრიქინელოზის დაავადება ღორებში ძირითადად პირუტყვის ნაგავსაყრელებზე ხეტიალისას ვრცელდება და დაავადებული ხორცის საკვებად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 10 июня 2010 г.

აფხაზეთის ომის ვეტერანის სკანდალური ბრალდებები ავთო ლეკაშვილს, ბაჩუკი გონაშვილს და სხვებს...

ეს სტატია გაზეთ ქიზიყში რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა. მასალის გაშვებისთანავე საიტს პრობლემები შეექმნა. სტატია საიტზე მხიოლოდ საათნახევრის მანძილზე იდო, შემდეგ რედაქციისგან დამოუკიდებლად მასალა პორტალიდან წაიშალა და სხვა ამორალური ფოტოები განთავსდა. სულ მალე ქიზიყის პორტალიც მთლიანად დაიბლოკა. რედაქცია ხელს არავის ადებს და არც არაფრის გადაბრალებას ცდილობს, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ იმას, რაც იყო...
იმის გათვალისწინებით, რომ ეს საინტერესო სტატია მხოლოდ ერთი საათით შემორჩა და მკითხველის დიდმა ნაწილმა მისი წაკითხვა ვ
ერ მოასწრო, კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ მას.

დედოფლისწყაროში მცხოვრები აფხაზეთის ომის მონაწილე თემურ ქენქაძე დედოფლისწყაროს მაჟორიტარებს პარლამენტარ ავთანდილ ლეკაშვილს და ექს-პარლამენტარ ბაჩუკი გონაშვილს უყურადღებობაში ადანაშაულებს, ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ომში მათ მაგივრად წავიდა. ამბობს, რომ ისინი სიცოცხლეს გადაარჩინა, თავად კი ომის მონაწილის სტატუსიც დღემდე არ აუღია. ქენქაძე თავს მოტყუებულად და
დამცირებულად გრძნობს. ამბობს, რომ ხელისუფლებისგანაც უყურადღებობას განიცდის და გაჭირვების ჟამს გვერდით არც ისინი დაუდგნენ, ვის გამოც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

--
1992 წელს ცხინვალში ჩემი სურვილით წავედი. სამშვიდობო ჯარებში ვირიცხებოდი. 3 თვე სოფელ ვანათში ვიმყოფებოდი. შემდეგ დედოფლისწყაროს იმჟამინდელმა კომისარმა იორამ ძნელაშვილმა გამგზავნა ვითომც 3 თვიან კურსებზე, მაგრამ იქიდან თავი პირდაპირ აფხაზეთში გვიკრეს. სოხუმში 3 თვე ვიყავი. შავნაბადას ბატალიონში ვირიცხებოდი, დიდი დანაკარგი იყო. ჩემი თვალებით ვხედავდი ჩემი მეგობრები როგორ იღუპებოდნენ.
-- მეორედ როგორ აღმოჩნდით ომში?
-- ხელშეკრულების შემდეგ დედოფლისწყაროში დავბრუნდი. მუშაობა ორჯონიკიძის კოლმეურნეობაში დავიწყე, რომლის თავმჯდომარეც ამჟამად პარლამენტარი ავთანდილ ლეკაშვილი გახლდათ. ავთომ თქვა, მეც ომში ვაპირებ წამოსვლას და თქვენს გვერდით მიგულეთო. აგვიყვანეს იმჟამინდელ გამგებელ
თან ბაჩუკი გონაშვილთან. გამგებელმა იარაღი მოგვცა და 13 კაცი გაგვგზავნეს. დაგვპირდნენ რცა დაბრუნდებით ყველანაირად დაგეხმარებითო, თუმცა მწარედ მოგვატყუეს.
-- რას გულისხმობთ?
-- ავთო ლეკაშვილი, ბეჟან გონაშვილი, ვახო კიკილაშვილი და ვაჟა პაპუაშვილი გამოგვყვნენ, ვითომ ისინიც ომში მოდიოდნენ, მაგრამ აეროპორტში დაგვტოვეს და დაიმალნენ. ჩვენი თავი თემურ ფიფიას ჩააბარეს, მან მეთაურ ჯუმბერ წივილაძეს გადაგვაბარა. ლეკაშვილმა და გონაშვილმა ბრძანეს თქვენ ტყვია-წამალი და საჭმელი ხომ გინდათ და ჩვენც რომ წამოვიდეთ ვიღა გამოგიგზავნით, ან რაიონს ვინ მიხედავსო. თვითონ გამობრუნდნენ და ლტოლვილები წამოიყვანეს დედოფლისწყაროში. თვითმფრინავი იმდენად გადატვირთული იყო მეომრებით ძლივს დასვეს და თავიდანვე დიდი ტრავმები მივიღეთ. ბაბუშერადან სოხუმში
წაგვიყვანეს და მაშინვე პირველ ხაზზე გაგვიყვანეს. აფხაზებსა და ქართველებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ მივიღეთ ბრძანება, რომ შეტევაზე გადავდიოდით, მაგრამ მძიმე არტელერია გვბომბავდა და ალყაში მოვხვდით. 7 დღე ასე მომწყვდეული მშიერ-მწყურვლებმა გავატარეთ. ზოგი მძიმედ იყო დაჭრილი და შველას უშედეგოდ ითხოვდა.
-- კანტუზია რა დროს დაგემართათ?
-- გულის ჯიბიდან ამოვიღე ტყვიების ჩასადები და აღმოჩნდა, რომ სნაიპერს ჩემთვის პირდაპირ გულში უსვრია და ამ საგანმა გადამარჩინა. ამ ყველაფერსა და შიშზე კანტუზია მივიღე... ამ დროს ჩვენ აზრზეც არ ვიყავით, რომ სოხუმი უკვე გაყიდული და ჩაბარებული იყო. ჩვენ შეუპოვრად ვიბრძოდით, პირადად მე ძალას არ ვიშურებდი. ფაქტიურად კი სოხუმი მოღალატე ქართველებმა გაყიდეს. მერე უკან დაბრუნების ბრძანება მოვიდა და ძლივს გამოვაღწიეთ. ჩვენი ტექნიკა, რაც სოხუმში იდგა - ერთბაშად ააფეთქეს. ყველა ვვეჭვობდით, რომ ჩვენს კოორდინატებს რომელიღაც მოღალატე შეგნებულად აწვდიდა მტერს. შემდეგ ბატალიონ მგლებში გადავედით. ვცდილობდით მტერი შეგვეყოვნებინა და ჩვენი ხალხი გადაგვერჩინა. როცა მანქანა ჭურვების მოსატანად გააგზავნეს, ცარიელი დაბრუნდა - აღარ არისო, არადა საწყობი სავსე იყო. იძულებული ვიყავით ჩვენივე ტექნიკა გაგვენადგურებინა, რომ აფხაზებს არ დარჩენოდათ და ჩვენს წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ. სვანეთის გზით უკან დავბრუნდით და ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიყოლეთ.სვანეთის უღელტეხილზე გადმოსვლას 7 დღე-ღამე მოვუნდით. ჯერ ქუთაისში გადმოვედით და შემდეგ თბილისში. ჩვენმა გამგეობამ თბილისში ავტობუსი დავგახვედრა და გამგებლის კაბინეტში მიგვიყვანა. მაშინ მცირედი დახმარება გაგვიწიეს, თუმცა მას მერე აღარავის ვახსოვართ. მთავრობისგან არც რაიმე სახის შეღავათი გვაქვს არც დახმარება და თქვენ წარმოიდგინეთ, იმის გამო, რომ ბაჩუკი გონაშვილმა ოფიციალურად არ დაგვაფიქსირა, ამ დრომდე ვეტერანის სტატუსიც კი არ გვაქვს.
-- წყენას ახლა რატომ გამოხატავთ?
-- მანამდე ასე-თუ ისე არ გამჭირვებია, ახლა კი მეუღლე ცუდად მყავს, სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია. პირველად ავთო ლეკაშვილთან მივედი, იმხელა საქმე მქონდა მისთვის გაკეთებული, მეგონა გვერდში დამიდგებოდა და ცოტა მაინც წამეხმარებოდა, მაგრამ მოვტყუვდი. მისი ფინანსური მდგომარეობა არცთუ ისე მწირია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად დეპუტატმა უარით გამომისტუმრა. არადა ოპერაცია 1 400 ლარამდე ჯდება. ავთო ლეკაშვილისთვის მე სიცოცხლე არ დავიშურე და მან ვერაფერი გაიმეტა, უარი მომახალა, გამგებელთან წადიო.
-- როგორც ვიცით, გამგეობის ძველი ხელმძღვანელობის ცოდვების გამოსწორება ახალმა ხელმძღვანელობამ სცადა და სტატუსის მისაღებად დახმარება აღმოგიჩინათ...
-- ძალიან მადლიერი ვარ ლევან ბაღაშვილის. როგორც კი გაიგო, რომ 11 კაცი დღემდე ომის მონაწილის სტატუსის გარეშე ვიყავით დარჩენილები, სასწრაფოდ გვერდში დაგვიდგა, ტრანსპორტი და საწვავი გამოყო და ახლა თელავში დავდივართ ხოლმე. ლევან ბაღაშვილისა და გამგეობის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დახმარებით სტატუსს სულ მალე მივიღებთ. თუმცა, ეს რაიმე სახის დახმარების დანიშვნას სულაც არ ითვალისწინებს. უბრალოდ ომში მონაწილეების სტატუსს, რომელიც ბაჩუკი გონაშვილის და სხვათა უნიათობის წყალობით დღემდე არ გვქონდა, ახლა სულ მალე მივიღებთ.
-- მაინც უკმაყოფილო ჩანხართ...
-- უკმაყოფილო იმით ვარ, რომ ამ ქვეყანაში არაფერს გიფასებენ, ლეკაშვილისგან ამას ნამდვილად არ ვიფიქრებდი. მაგათ მაგივრად მოტყუებით ჩვენ, რიგითი ხალხი გაგვგზავნეს ომში, საზარბაზნე ხორცად გაგვიმეტეს და იმის მაგივრად რომ გვერდში ამოგვიდგნენ, ასეთი გაჭირვების ჟამსაც ზურგი მაქციეს და მცირედ დახმარებაზეც უარი მითხრეს, რომელიც ფინანსურად მათთვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. არადა, ახლა ძალიან გამოჭირდა. მეუღლე საოპერაციო მყავს, შესაძლოა სიმსივნეში გადაიზარდოს. 13 წლის შვილი გვყავს. არსად ვმუშაობ. სეზონზე კომბაინერებს ვეხმარები ხოლმე და ეგაა ჩემი ოჯახის მარჩენალი, დანარჩენი მთელი წელი უმუშევრად ვარ და ვერაფერს ვახერხებ.
ბაჩუკი გონაშვილი: ,,- რა ნომრის ავტომატები დავურიგე იარაღის ნომრებიც კი აღრიცხულია და გამგეობაში იანა იანვარაშვილთან იქნება დაფიქსირებული. ომის შემდეგ, თითეული მებრძოლის ოჯახს ორგანიზაციები ჰყავდა მიმაგრებული რომ ფქვილი, შეშა და პროდუქტები არ მოკლებოდა. მაშინ ქვეყანაში ქაოსი იყო კომისარიატს მობილიზაციის უნარი არ ჰქონდა და ვერ აღრიცხა. სხვა მე რა შემეძლო გამეკეთებინა???... მე როგორც გამგებელს, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე და ისინი ნამდვილად გმირები არიან. როცა ვაცილებდით კომისარიც დაესწრო და ნახა ვინ წავიდნენ, მაგრამ რატომღაც ოფიციალურად არ გააფორმა.
გაზეთი ქიზიყი თემურ ქენქაძის ბრალდებების შემდეგ მაჟორიტარ დეპუტატს ავთანდილ ლეკაშვილსაც გაესაუბრა. პარლამენტარი ამბობს, რომ ქენქაძეს საკუთარი ჯიბიდანაც დახმარებია, მაგრამ ის უმადურია და ამას ვერ ხედავს. ლეკაშვილი მიიჩნევს, რომ მათთვის ყურადღება სულაც არ მოუკლია. ქენქაძე კი აცხადებს, რომ პარლამენტარის განცხადება, თითქოს ლეკაშვილი ჯიბიდანაც ეხმარებოდა - სიცრუეა. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი


რედაქტორის მინაწერი: ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის 10 წლის მანძილზე, ბაჩუკი გონაშვილის მისამართით პრეტენზიების აურაცხელი ოდენობა მომისმენია და მასზე განაწყენებულიც ბევრი მინახავს, მაგრამ ზემოთხსენებული ფაქტი ჩემთვისაც წარმოუდგენელი აღმოჩნდა. აეროპორტიდან ,,გამოქცეულ რაიონის თავკაცს იმდენი ნამდვილად უნდა მოეხერხებინა, რომ მებრძოლების უანგარო თავგანწირვა ოდნავ მაინც დაეფასებინა, აფხაზეთში გატყუებული ბიჭების გვარები შესაბამის უწყებებში ოფიციალურად გაეფორმებინა. ვფიქრიობ, ეს ნამდვილად უპატიებელი დანაშაული და სიბრიყვის საუკეთესო გამოხატულებაა.
ისე, არც ლეკაშვილს აქვს ახლა საქმე ისე, რომ ამ ადამიანისთვის ცოტაოდენი დახმარება მაინც არ გაეწია...

ილია მარტყოფლიშვილი
გაზეთ ქიზიყის რედაქტორი.


* * *

სუსტი ბავშვობიდან საუკეთესო მებრძოლად გადაქცეული ნოდარ ცხოვრებაძის ადამიანური მხარეები, გეგმები და გულახდილი საუბრები

,,სუსტი, ბავშვური ორგანიზმიდან თავისი სხეული გარდაქმნა ფიზიკურად სრულყოფილ და უძლიერეს სპორტსმენად. მის საოცრად ლამაზ სტილზე და ძლიერ დარტყმებზე ტელევიზიით ხშირად საუბრობენ. მრავალგზის საქართველოს ჩემპიონია კიკ-ბოქსინგში, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია აზერბაიჯანსა და ირანში. ჩატარებული აქვს სარეიტინგო ბრძოლები პროფესიონალურ კრივში. ახლა ნოდარი კიკ-ბოქსინგში კ-1 წესებით საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად მოიხსენება. მან შრომისმოყვარეობით და ნებისყოფით უამრავ ახალგაზრდას საუკეთესო მაგალითი უჩვენა.
-- ასეთი შეფასება სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრებმა 21 წლის ნოდარ ცხოვრებაძემ საკუთარი მასწავლებლისგან, თამაზ ყარაგვეზაშვილისგან მიიღო.
გაზეთ ქიზიყმაც გადაწყვიტა მოგითხროთ, როგორია სუსტი ბავშვიდან გამარჯვების მწვერვალებამდე მიმავალი გზა და გაგაცნოთ ნოდარის ადამიანური მხარეებიც. სპორტის გარდა მასთან ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ.
რატომ არ ჩქარობს დაქორწინებას, როგორი უნდა იყოს გოგონა, რომ ნოდარს მოეწონოს, წარმოუდგენია თუ არა მეუღლედ მოკრივე ქალი, რა არ მოსწონს და რის გამოსწორება უნდა მშობლიურ რაიონში, და რისი ეშინია ძლიერ სპორტსმენს ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მაშ ასე, კარგად ნაცნობი მებრძოლი გაიცანით სულ სხვა კუთხით...

ნოდარ ცხოვრებაძე: ,,დავიბადე სოფელ ჯაფარიძეში 1989 წლის 6 თებერვალს. შკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თსუ ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე. პარალელურად ვვარჯიშობ და სპორტს მივდევ. მყავს უმცროსი ძმა და დედ-მამა. ძმაც ჩემს გზას გაჰყვა, ისიც სპორტსმენია.
-- რატომ გადაწყვიტე სპორტს გაყოლოდი?
-- გულწრფელად გითხრათ, პატარაობისას ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი. ხშირად ვავადმყოფობდი და მშობლებმა გადაწყვიტეს ჯანმრთელობის გამო რაიმე სპორტზე ვეტარებინე. მხოლოდ ამიტომ მიმიყვანეს თამაზ ყარაგვეზაშვილის კლუბში. რამდენიმე წელი ისე ვვარჯიშობდი, არც შედეგი მქონდა... მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ ერთ-ერთ შეჯიბრზე აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი მომწონდა და დავრწუნდი, რომ შემეძლო სერიოზულად გავყოლოდი. მერე შედარებით სერიოზულად შევხედე ამ საქმეს და ვარჯიშს უფრო გულით მოვეკიდე...
-- ალკოჰოლის მიღება თუ გიწევთ...
-- ზომიერად... როგორც კახელი კაცი... არის მომენტები, როცა სპორტის გამო მეგობრების წრეშიც თავის შეკავება მიხდება.
-- თამადობა თუ გიყვარს და რომელია ყველაზე საყვარელი სადღეგრძელო?
-- არა, თამადა არ ვყოფილვარ... რატომღაც არც ინტერესი მქონია. საყვარელი სადღეგრძელო, ალბათ, დედმამიშვილების და ძმობის...
-- ვინ არის თქვენთვის მისაბაძი ადამიანი?
-- სპორტის მხრივ პიტერ აერტსი, სხვა კუმირები არ მყავს...
-- რომელია შენი ოცნების ავტომანქანა?
-- ალბათ უფრო პორშე... გადაჭარბებული სურვილი არ არის, მაგრამ ზომიერად...
-- თავისუფალ დროს რის გაკეთებას ამჯობინებ?
-- დრო ცოტა მრჩება ხოლმე, თუმცა ვცდილობ ძირითადად მეგობრებთან გავატარო, ან ოჯახს დავუთმო.
-- ხშირად ბრაზდები?
-- ნამდვილად არა. მაქსიმალურად ვცდილობ არ გავბრაზდე ხოლმე...
-- არც სამაგიეროს გადახდა გეხერხება?
-- წყენას გულში არასოდეს ვიდებ, მაგრამ შემთხვევას გააჩნია. სიმართლე გითხრათ, ხშირად მიპატიებია და ვცდილობ, რომ სამაგიერო არავის გადავუხადო.
-- ნოდარ, საინტერესოა, მოკრივე გოგონებს მხოლოდ კოლეგა-მებრძოლებად აღიქვამ, თუ ყოფილა შემთხვევა, თუნდაც სხვა ქალაქებში ყოფნისას მათთვის როგორც მანდილოსანს ისე შეგეხედა?
-- ცხადია, არის მომენტები, როცა როგორც გოგონა ისე შემიხედია. მხოლოდ მებრძოლებად არ აღვიქვამ...
-- აქვე ჩაგეკითხები, ცოლად თუ წარმოგიდგენია, რომ გყავდეს მოკრივე მეუღლე?...
-- ასე პირდაპირ არ ვიცი, მაგრამ გამორიცხული არ არის.
-- ქალისა და ვაჟის მეგობრობაზე უამრავი მოსაზრება არსებობს, შენ თუ გყავს მეგობარი გოგონები და როგორ ფიქრობ, მანდილოსანს უფრო შეუძლია ერთგულად მეგობრობა თუ ბიჭს?
-- რატომღაც მიმაჩნია, რომ გოგო და ბიჭი ვერ იმეგობრებენ. რა თქმა უნდა, მეგობრად ბიჭი მირჩევია.
-- როგორი სტილის გოგონა მიიპყრობს შენს ყურადღებას?
-- აუცილებლად უნდა იყოს სერიოზული და შეგნებული. პირველ რიგში ადამიანობას ვაყენებ. თუ გოგო შინაგანი თვისებებით არ მომეწონა, მხოლოდ სილამაზე ვერ მომხიბლავს...
-- სერიოზულად თუ გყვარებია...
-- არა, სერიოზული გრძნობით არავინ მყვარებია. უფრო სწორად, მე არ მიმიყვანია ურთიერთობა აქამდე. მიმაჩნია, რომ ჩემთვის დაქორწინება ძალიან ადრეა და ვცდილობ გრძნობებს არ ავყვე...
-- რისი გეშინია ცხოვრებაში?...
-- რაიმე შიშები საბედნიეროდ არ მახასიათებს. ზოგს რომ აქვს სიმაღლის ან სხვა შიშები. ერთადერთი, ალბათ, წყლის მეშინია... ოღონდ ბევრი წყლის, სადაც დახრჩობის საფრთხეა... ტბებს და პატარა მდინარეებს არ ვუფრთხი.
-- რამდენად მორწმუნე ხარ?
-- ტრადიციებს და რიტუალებს ძალიან ვერ ვიცავ, თუმცა ღმერთი მწამს. არც აღსარება ჩამიბარებია...
-- ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ სოფელ ჯაფარიძეში ქრისტიანული ტაძარი თითქმის არ ფუნქციონირებდა და მოსახლეობა წირვაზე სიარულს ვერ ახერხებდა.
-- არ ვიცი, ზოგადად ამან რამდენად მოახდინა გავლენა, მაგრამ ალბათ ამანაც მოსახლეობაში თავისი გავლენა იქონია.
-- საინტერესოა, რა არ მოგწონს დედოფლისწყაროში და შენს მშობლიურ სოფელ ჯაფარიძეში?
-- ინფრასტრუქტურა არ მომწონს... არ არის სათანადოდ მოწესრიგებული და ამ მხრივ დაბალი დონეა. რატომღაც დედოფლისწყარო სხვა რაიონებთან შედარებით უყურადღებოდ არის... შეიძლებოდა, აქამდე სოფელ ჯაფარიძეში 1 სკვერი მაინც გაეკეთებინათ, რომ ჩემს თაობას თავშეყრისა და გართობის საშუალება ჰქონოდა. თავშესაქცევი არაფერია და ყველა ვცდილობთ სოფლიდან გავიდეთ.
-- ანუ, ამბობ, რომ ჯაფარიძეში ახალგაზრდებისთვის არაფერი გაუკეთებიათ?
-- ჯერჯერობით ასეა... ძალიან მოწყენილობა სუფევს სოფელში. თავისუფალ დროს ყველა რაიონში ამოდის ან თბილისში წასვლას ამჯობინებენ. ასე არ უნდა ხდებოდეს. ადგილზე რომ გვქონდეს ერთი პატარა სკვერი, სოფელი ბევრად გამოცოცხლდებოდა და ასე რთული ვითარება აღარ იქნებოდა... 7 წელზე მეტია ყველგან ყველაფერი შენდება და ჩვენამდე ჯერ ვერაფერმა მოაღწია...
-- მაშინ ისიც გვითხარი, რა მოგწონს ჩვენს რაიონში...
-- მიხარია, წყლისა და გაზის პრობლემა რომ მოგვარდა. ხალხისთვის ეს დიდი შეღავათია. თუმცა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
-- ტელევიზორის საყურებლად თუ იცლი და ძირითადად რა დროს ჯდები ტელეეკრანთან?
-- უფრო საინფორმაციო გადაცემებს ვუყურებ და ქვეყანაში მიმდინარე ახალი ამბები მაინტერესებს. ხანდახან ფილმებს განტვირთვის მიზნით ვუყურებ...
-- ბევრი ფული რომ მოიგო, პირველ რიგში რას შეიძენდი?
-- ალბათ ავტომანქანას... სხვა ისეთზე არაფერზე ვვოცნებობ. მინდა ჩვენს ქვეყანაში სიღატაკეც აღარ იყოს. ასევე ვვოცნებობ, მაიკლ ტაისონივით ცნობილი გავხდე და სპორტში დიდ წარმატებებს მივაღწიო. თუ სპორტმა ის შედეგი მომცა, რისთვისაც ვიბრძვი ბედნიერი ვიქნები, თუ არადა ალბათ, პარალელურად სხვა საქმეზეც ვიფიქრებ. შამწუხაროდ საქართველოში სპორტსმენების პირობები არცთუ სახარბიელოა. იმედია, მალე მოვა დრო, როცა ჩვენი შრომა დაფასდება.
-- დღეს რამდენად შეგიძლია იმის თქმა, რომ სპორტს ბოლომდე გაყვები?
-- ვფიქრობ, რომ ბოლომდე გავყვები. არანაირი ფაქტორი არ არსებობს, რაც ამაზე უარს მათქმევინებს. ბევრს ვვარჯიშობდი, მაგრამ შედეგი დიდხანს არ ჩანდა. გული არ გამიტეხია... მერე უნივერსიტეტში ჩაბარებისას იყო პრობლემა, რომ შეიძლებოდა სპორტზე უარი მეთქვა. მაგრამ, ჯერჯერობით, ყველა ბარიერი გადავლახე. თავიდან ძალიან სუსტი ვიყავი, შედეგი მერე ვაჩვენე. ვერ აღგიწერთ, რამხელა ძალისხმევა დამჭირდა. ყველაფერი მინუსებიდან დავიწყე და აქამდე მოვედი.

ესაუბრა
ილია მარტყოფლიშვილი

* * *

დედოფლისწყაროში წყლის დალევის ეშინიათ...

თქვენი რაიონის წყალს ყველა ემდურის, ამას როგორ დავლევ - მიკვირს თქვენ როგორ სვათ...

დედოფლისწყაროელები სასმელი წყლის უხარისხობაზე წუხან და წყალკანალს არასწორად დაქლორვაში და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაში ადანაშაულებენ. შეიძლება ითქვას, წყლის უხარისხობაზე რაიონში ბევრს საუბრობენ.
სასმელი წყლის უვარგისობა ქალაქის სტუმრებმაც უმალ შენიშნეს: ,,დედოფლისწყაროს წყალს სასმელად როგორ გამოვიყენებ, ან ნაბეღლავსა და ლიკანს ვყიდულობ, ან ბოთლით წყალი ჩემი რაიონიდან გამომაქვს. ასეთი საშინელი წყალი არასად მინახავს... ერთხელ დავლიეთ და ისეთი ცუდი გემო ჰქონდა მეორე დღემდე ღებინების შეგრძნება დამრჩა და მუცელიც წამომტკივდა. მას შემდეგ აქ წყალს აღარ ვსვავთ. თქვენი რაიონის წყალს ყველა ემდურის. მიკვირს თქვენ როგორ სვავთ... - ირონიით ამბობს ლაგოდეხელი მოვაჭრე, რომელსაც დედოფლისწყაროში გამოსვლა ყოველკვირეულად უწევს.
იგივე სიმპტომებზე წუხან დედოფლისწყაროელებიც. ღებინების შეგრძნებას და მუცლის ტკივილს ადგილობრივები წყლის დალევიდან რამდენიმე წუთში გრძნობენ: ,,ზოგი ამბობს საერთოდ არ ქლორავენ და ასე იმიტომ არისო, ზოგიც იმას ამბობს უდიერად ქლორავენო. ვეღარ გაგვიგია რისი ბრალია. ადრე, პირველად რომ დაქლორეს ლაბორანტი ლეილა ბაღაშვილი გადარეული იყო, მე ამაში მონაწილეობას ვეღარ მივიღებ, ისე დაუდევრად ქლორავენ, ასე მოქცევა არ შეიძლება და სახიფათოაო. აბა მტავარი ლაბორანტი ასე რომ მოიქცევა რისი იმედიღა უნდა გვქონდეს? - აღშფოთებას ვერ ფარავენ დედოფლისწყაროელები.
წყლის უხარისხობა თავად გაზეთ ქიზიყის ჟუნალისტებმაც საკუთარ თავზე გამოვცადეთ და თავი შეუძლოდ ვიგრძენით.
შპს აღმოსავლეთისწყალის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის ახალი ლაბორანტი ხათუნა გონაშვილი ამბობს, რომ სინჯარებიც არ აქვთ, თუმცა მიუხედავად ამისა წყლის დაქლორვა ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს და მოსახლეობისთვის უსაფრთხოა: ,,დაქლორვა 20 მაისიდან დავიწყეთ. 0,3 დან 0,6 მილიგრამამდე კირ-ქლორს ვიყენებთ, რაც უსაფრთხოა და ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის. საქლორატორო აპარატი მუშაობს, რეზერვუარში ნაშთი ყოველდღიურად იქლორება. - აცხადებს ლაბორანტი.
ყველაფრის მიუხედავად დედოფლისწყაროელების უმრავლესობა იმ ფაქტზე მიანიშნებს, რომ სასმელ წყალს ქლორის გემო ზედმეტად აქვს და უცნაურ ჩივილებს გრძნობენ. სულ უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, რომელიც ამბობს, რომ სასმელად გამოყენებისგან თავს იკავებს. /ქიზიყი/
თამილა გურაშვილი

დედოფლისწყაროში გზები დაიხაზა

დედოფლისწყაროში გზები დაიხაზა
ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრალურ ქუჩებზე გზები მოძრაობის წესების მიხედვით დაიხაზა. ამიერიდან მძღოლებს გადაადგილება შედარებით გაუადვილდებათ. შეგახსენებთ, ეს ღონისძიება დედოფლისწყაროში უკვე მეორედ განხორციელდა. გზების მასშტაბური რეაბილიტაციის შემდეგ გზები ქალაქ დედოფლისწყაროში პირველად გასული წლის ნოემბერში დაიხაზა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ შემთხვევაში გზები ძალზე უხარისხოდ დახაზეს, რის გამოც მესამე დღეს საღებავი აღარც მოქალაქეთა გადასასვლელებზე ეტყობოდა და აღარც გზის გამყოფი ხაზი ჩანდა. ეს კი დედოფლისწყაროელების გაღიზიანების საბაბი გახდა. ბევრი თვლიდა, რომ ამ მხრივ გამგეობამ თანხები არამიზნობრივად დახარჯა. დედოფლისწყაროს გამგებელი ლევან ბაღაშვილი იმჟამად ამ საკითხზე კომენტირებისას აცხადებდა, რომ უხარისხოდ შესრულება არაფერ შუაშია: ,,თავიდან საცდელი დახაზვა მოხდა, რომ ადგილები მონიშნულიყო. მოგვიანებით კი ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური ნახაზებს პერიოდულად განაახლებს და ამაზე სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე იზრუნებს – განმარტავდა ბაღაშვილი, თუმცა ე.წ. ჩოტკით ხელში არც ხიხაძე გამოჩენილა ქალაქის ქუჩებში და რატომღაც ნახაზების განახლებაც მხოლოდ 8 თვის შემდეგ განხორციელდა... /ქიზიყი/

ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ დედოფლისწყაროში მსხვერპლით დასრულდა. რუსთაველის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ვოლგის მარკის ავტომობილი ამავე ქუჩაზე მცხოვრებ ქვეითად მოსიარულე 70 წლის თამარ სარალიძეს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
დედოფლისწყაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბრისას ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ ჯგუფს პაციენტის მდგომარეობა მძიმე დახვდა: ,,ქალბატონის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, უკონტაქტო და უგონო დაგვხვდა. დაუყოვნებლივ დედოფლისწყაროს სტაციონარში გადავიყვანეთ. აღმოჩნდა, რომ დიაბეტითაც ყოფილა დაავადებული. - აცხადებს 033-ის ხელმძღვანელი.
დედოფლისწყაროს საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების უფროსი ვანო ნატროშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ სარალიძის გარდაცვალების მიზეზი ქალა-ტვინის დაზიანება გახდა. დანარჩენ დეტალებს კი ექსპერტიზა სწავლობს.
როგორც შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში გაზეთ ქიზიყს განუცხადეს, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე.
დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი, ადგილობრივი მკვიდრი 55 წლის დავით აღმონაშვილი. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. /ქიზიყი/
გიორგი მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი

* * *

წელს საქართველოს ჩემპიონატზე ხვიჩა ქოქუაშვილს და ნოდარ ცხოვრებაძეს ბადალი არ ჰყავდათ, ყველა ბრძოლის მოგება მოახერხეს

საქართველოში პროფესიონალურმა კიკ-ბოქსინგმა კ-1 წესებით საკმაო პოპულარობა მოიპოვა და ახალგაზრდების დაინტერესებაც გამოიწვია. დედოფლისწყაროს კლუბ ჩემპიონის მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ყოველკვირეულად შეჯიბრებების ტრანსლაციამ დედოფლისწყაროელ სპორტსმენებს საკმაო ავტორიტეტი და გუ
ლშემატკივართა სიყვარული მოუტანა.
არაგვეზაშვილი გაზეთ ქიზიყის რედაქტორთან საუბარში ამბობს, რომ მათი მისამართით მრავალი წერილი მოდის, ურეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდანაც. ვინაიდან ბრძოლებს სატელიტური ანტენებითა და ინტერნეტით საზღვარგარეთ მყოფი უამრავი ქართველი უყურებს.
სარეიტინგო ორთაბრძოლებში ყველაზე მეტი მონაწილეობა და ყველა ბრძოლის გამარჯვებით დაგვირგვინება მოახერხეს და თავიანთ წონებში უდავო ფავორიტები გახდნენ სოფელ ჯაფარიძელი სპორტსმენ
ები ნოდარ ცხოვრებაძე (75კგ) და ხვიჩა ქოქუაშვილი (81კგ). წელს მათ საქართველოს ჩემპიონატზეც ბადალი არ ჰყავდათ.
თამაზ ყარაგვეზაშვილი: ,,კიკ-ბოქსინგი კ-1 წესებით ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ორთაბრძოლის სახეობად ითვლება. საქართველოში მიმდინარე სატელევიზიო პროექტის მსვლელობას ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც და მალე ალბათ ჩვენი რაიონის რჩეულ სპორტსმენებს დიდ ასპარეზზეც ვიხილავთ.
-- ბატონო თამაზ, საინტერესოა, ყოველკვირეულ რეჟიმში როგორ ახერხებთ დედაქალაქში გამგზავრებას და ამ შეჯიბრებაზე მონაწილეობის მიღებას? ეს ხომ გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული...
--
ამ მხრივ მართლაც მხარში გვიდგას ჩვენი რაიონის მაჟორიტარი, პარლამენტარი ავთო ლეკაშვილი. ის ჩვენი გულშემატკივარია, ხშირად ჩამოდის და პირადად ესწრება ორთაბრძოლებს. საწვავია თუ თანხა, გვეხმარება-ხოლმე. მომავალში მას ჩვენთვის ცალკე პროგრამაც აქვს და იმედია ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ რაიონის სასახელოდ.
-- როგორც ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ხვიჩა ქოქუაშვილი შეჯიბრებებზე ხშირად სასაზღვრო პოლიციის სახელით გამოდის...
--
კი, ის სასაზღვრო პოლიციის 4-ე სამმართველოში, ოცეულში მუშაობს. მან რამდენჯერმე ჩაატარა კ-1 წესებით ბრძოლა და ყველა დროზე ადრე მოიგო. მისი სპორტული ბიოგრაფია კი უამრავი მიღწევითაა სავსე. ხვიჩა ქოქუაშვილი არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი კიკ-ბოქსინგში, საქართველოს ჩემპიონი კრივში, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ქ. ბაქოში, ქ. ისფაჰანში და მრავალი სხვა.
-- როგორ ახერხებთ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობასაც, სპორტსმენების გამოწვრთნასაც და სხვადასხვა შეჯიბრებებზე სიარულსაც?...
--
შსს სასაზღვრო პოლიციის 4-ე სამმართველოს ხელმძღვანელობა (უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი დემურ კეკენაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი გია თეთრაშვილი)
ყველანაირად გვერდში მიდგანან, რომ ვარჯიშები არ შეფერხდეს. მე თვითონ ათეულ წელზე მეტია მესაზღვრე ვარ და მობილური ოცეულის უფროსის მოადგილედ ვმუშაობ. ასე, რომ მეთაურობა ჩვენი გულშემატკივარია...
-- რაც შეეხება ნოდარ ცხოვრებაძეს, ისიც ერთ-ერთი ძალზე პერს
პექტიულ სპორტსმენად სახელდება...
-- გეთანხმებით, ნოდარი არის სანიმუშო სპორტსმენი. მან თავისი შრომისმოყვარეობით და ნებისყოფით საუკეთესო მაგალითი უჩვენა უამრავ ახალგაზრდას. სუსტი, ბავშვური ორგანიზმიდან თავისი სხეული გარდაქმნა ფიზიკურად სრულყოფილ და უძლიერეს სპორტსმენად. მის საოცრად ლამაზ სტილზე და ძლიერ დარტყმებზე კომენტატორები ხშირად საუბრობენ ტელევიზიით. ამავე დროს, ნოდარი თავაზიანი და თავმდაბალია. ასევე ის უნიჭიერესი სტუდენტიცაა თსუ-ში. მრავალგზის საქართველოს ჩემპიონია კიკ-ბოქსინგში, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია აზერბაიჯანსა და ირანში. ჩატარებული აქვს სარეიტინგო ბრძოლები პროფესიონალურ კრივში. ახლა კი ნოდარი კიკ-ბოქსინგში კ-1 წესებით საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად მოიხსენება.

რედაქტორის მინაწერი:
პირადად მე, უკვე რვა წელზე მეტია ამ სპორტული კლუბის მიღწევებს თვალყურს ვადევნებ და მათზე არაერთი მასალაც მომიმზადებია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კლუბი ჩემპიონი ქვეყნის მასშტაბით მართლაც ჩემპიონია. მისი სპორტსმენები კი ყოველთვის გამორჩეული სტილის მებრძოლებად მოიაზრებოდნენ.
ერთი უდავოა, რომ ისინი გაცილებით მეტ ყურადღებას და თანადგომას იმსახურებენ, ვიდრე ახლა აქვთ. გაზულუქებული მაღალჩინოსნებისთვის წამდაუწუმ ამა თუ იმ მივლინებების დაფინანსებას, უპრიანი იქნებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას ამგვარი კლუბებისთვის დაფინანსება კიდევ უფრო გაეზარდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შედარებით მეტი ყურადღება დათმობოდა. შედეგიც არ დააყოვნებდა და დედოფლისწყაროს სახელი კიდევ უფრო შორს გავიდოდა...

ჩვენის მხრივ, ჩემპიონის სპორტსმენების მიმართ ყურადღებისა და მათ პოპულარიზაციაში წვლილის შეტანის მიზნით, ინტერნეტ-გაზეთი ქიზიყი კვლავაც უამრავი მასალის გამოქვეყნებას გეგმავს. პორტალზე პერიოდულად გამოქვეყნდება ინფორმაციები როგორც სპორტსმენების მიღწევების შესახებ, ასევე მათ პიროვნულ თვისებებსა თუ ადამიანურ მხარეებზე. რაც საშუალებას მოგცემთ თქვენთვის საყვარელი სპორტსმენები განსხვავებული კუთხითაც გაიცნოთ...
მაშ ასე, არ ჩამორჩე მოვლენებს, იმეგობრე შენს საიტთან!... - მოძებნე ქიზიყი...

ილია მარტყოფლიშვილი


* * *

ხატმწერი ოპოზიციონერის ადამიანური მხარეები

კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელს მიხეილ ბიკაშვილს რომ შევხვდით აღმოჩნდა, რომ იმ დღეს იუბილარი იყო. როგორც საინტერესო მოსაუბრე, ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტეთ, თუმცა ამჯერად მასთან არჩევნებსა და პოლიტიკაზე სულაც არ გვისაუბრია. დიალოგი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, რადგან აღმოჩნდა, რომ ის ხატების წერითაც ყოფილა დაკავებვული, რაც ჩვენთვის მართლაც მოულოდნელი იყო. ამის შესახებ ფართო მასები, ალბათ პირველად სწორედ ქიზიყის პორტალიდან შეიტყობენ. ასე, რომ ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერთან იხილეთ ა-პოლიტიკური ინტერვიუ, საინტერესო დეტალებით.


მიხეილ ბიკაშვილი: დავიბადე დედოფლისწყაროს უმშვენიერეს და ისტორიულ სოფელ მირზაანში, 1976 წლის 9 ივნისს. სკოლის დამთვავრების შემდეგ სამხედრო ვალდებულება მოვიხადე, შემდეგ კი სამედიცინო და ჰუმანიტარული კოლეჯი დავამთავრე. ვარ იურისტი.
-- მოდი, გაგვაცანი შენი ოჯახი...
-- მყავს მშობლები, ორი და და 5 დისშვილი. ვარ დასაოჯახებელი.
-- საინტერესოა, თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
-- ძირითადად ხატწერით ვარ დაკავებული. წელიწადზე მეტია სურვილი მქონდა და მოძღვარმა კურთხევა მომცა. ხატის წერის დროს სულიერად ვმშვიდდები.
ხშირად ვკითხულობ წიგნებს.
-- რამდენად ეტანებით ალკოჰოლს?
-- ხშირად არ ვსვავ, მაგრამ როცა მიწევს, ყოველთვის ზომიერად ვსვავ. სახლში ყოველთვის ჩემი ფეხით მივდივარ.
-- მიშა, თამადობა თუ გეხერხება და რომელია შენი საყვარელი სადღეგრძელო?
-- არა, თამადობა არ მეხერხება. საყვარელი სადღეგრძელო არის - მეგობრობის...
-- სიურპრიზების გაკეთება რამდენად გიყვარს?
-- კი, ნამდვილად მიყვარს და ხშირადაც ვუკეთებ გარშემო მყოფებს.
-- ვინ არის თქვენთვის მისაბაძი ადამიანი?
-- მისაბაძი ადამიანები არიან ვეფხისტყაოსნის გმირები, რომელთაც კარგად იციან მეგობრობის, სიყვარულის, ვაჟკაცობის და სიტყვის ფასი. რომელთაც შეუძლიათ მეგობრისთვის, მიჯნურისთვის და სამშობლოსთვის თავის გაწირვა.
-- თუ გყვარებიათ და როგორი შეყვარებული ხართ?
-- კი, მყვარებია, მაგრამ საჯაროდ საუბრისგან თავს შევიკავებ. თუნდაც ძალიან შეყვარებული ვიყო თავს არასოდეს ვკარგავ.
-- რომელია შენი საოცნებო მანქანა?
-- ბავშვობიდან მერსედესზე ვვოცნებობ. თუმცა, ოპელითაც კმაყოფილი ვარ.
-- ყველაზე დიდი ნატვრა რა არის შენთვის?
-- ვიცხოვრო სამართლიან ქვეყანაში.
-- რაზე გიჭირთ უარის თქმა?
-- ბევრ რამეზე... მაგრამ, გარწმუნებთ, ჩემს პრინციპებზე არასოდეს ვამბობ უარს.
-- ხშირად ბრაზდები?...
-- კი, იმიტომ, რომ ყოველ მეორე ნაბიჯზე უსამართლობას და გაჭირვებულების მიმართ გულგრილობას ვაწყდები...
-- სამაგიეროს გადახდა თუ გეხერხებათ?
-- არა, ჯობია მივუტევოთ, რომ ჩვენც მოგვეტევოს. სისხლი ხომ სისხლით არ ჩამოიბანებაო - ნათქვამია.
-- რას ვერ აპატიებ ქალს?
-- ყველაფერი შეიძლება აპატიო თუ გულწრფელად მოინანიებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობას ძველებურად გავაგრძელებ.
-- მეგობრად მამაკაცი უფრო გირჩევია, თუ მანდილოსანი?
-- უცნაური კითხვაა. მეგობარი მეგობარია, განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა. ორივესთან შეიძლება საუკეთესო მეგობრობა ააწყო.
-- რამდენად რთულია შენი გულის დაპყრობა?
-- არა მგონია ძნელი იყოს, არ ვიცი, ეს გოგონებს უნდა ჰკითხოთ...
-- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში?
-- არ მინდა ამ ცხოვრებიდან ისე წავიდე, რომ ჩემი შესაძლებლობები, ცოდნა და უნარი ვერ გამოვიყენო ჩემი სოფლის, რაიონისა და ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ.
-- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
-- მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე პატიოსნად მიცხოვრია. არასოდეს მიღალატია, ჩემი ნათქვამიდან არასოდეს გადავსულვარ. არც ნდობა გამომიყენებია ბოროტად. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ სიმართლის მხარეს. არც მომავალში ვაპირებ შევცვალო რამე. თუმცა, უფრო აქტიურად ვეცდები მოვახდინო ჩემი შესაძლებლობების რეალიზება.

ესაუბრა
თამილა გურაშვილი

* * *

სამ აზერბაიჯანელ ჯარისკაცს ერთფეროვნება მობეზრდა და... ქვედანაყოფი გააუპატიურეს

აზერბაიჯანის არმიაში მთელი ქვედანაყოფი გააუპატიურეს, მისი მეთაურები კი, დახოცეს.
აზერბაიჯანული სააგენტო “აპას” ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცები ემინ რაგიმოვი, თოღრულ ბაგიროვი და იუსუფ იუსუფოვი გაბეზრდნენ სამსახურის ერთფეროვნებით და თანამომსამსახურეების გაუპატიურება დაიწყეს და საქართველოს საზღვართან ახლოს არსებული სამხედრო ნაწილის ფაქტობრივად, მთელი ქვედანაყოფი ჰარემად გადააქციეს.
ხელშეუხებელნი მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაური და მისი მოადგილე დარჩნენ, რომლებიც მომხდარს არ იმჩნევდნენ. თუმცა, ხელმძღვანელობამ მათ საქმეში გარკვევა მოსთხოვა. გამოძიება ქვედანაყოფის უფროსმა ელშან თაგიევმა დაიწყო.
რაგიმოვმა, ბაგიროვმა და იუსუფოვმა “სექსუალური უფლების” ხელყოფა ვერ აიტანეს და ელშან თაგიევისა და მისი მოადგილის რამალ ემრახოვის მოკვლა გადაწყვიტეს. ჯარისკაცებმა ავტომატები გაიტაცეს, ემრახოვი საქვაბეში, თაგიევი კი, სამზარეულოში მოკლეს. ამის შემდეგ, ჯარისკაცები გაიქცნენ, თუმცა, ისინი მალე დააკავეს.
ბაქოს სამხედრო სასამართლომ “განზრახ მკვლელობისა” და “არაერთგზის განმეორებითი ჯგუფური სექსუალური ძალადობის” მუხლებით რაგიმოვსა და ბაგიროვს სამუდამო, იუსუფოვს კი, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს დაზარალებულის სტატუსით 28 ადამიანი ესწრებოდა. [მედიანიუსი, ბაქო]
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы