ეს ინფორმაცია ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს გარდაცვლილი მარინა მაისურაძის დედამ ნუშო თეთრაძემაც დაუდასტურა, რომელიც იმავდროულად პატიმრობაში მყოფი კასიანოვების ბებიაც გახლ
დედოფლისწყაროში, ხორნაბუჯის ქუჩაზე მცხოვრები 54 წლის მარინა თეთრაძე-მაისურაძე 2008 წლის 5 აპრილს, საკუთარი დეიდის შვილიშვილმა რომან კასიანოვმა ორ თანამოაზრესთან ერთად, სასტიკი წამებით მოკლა და თავი ლეტნიკის ტყეს შეაფარა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჯაფარიძელ პენსიონერს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა კასიანოვები კიდევ ერთ თანამოაზრესთან ერთად ფულის გამოძალვის მიზნით ესტუმრნენ. მოხუცი ფულის გამოჩენაზე უარს აცხადებდა, რის გამოც ის აწამეს და მარტოხელა ასაკოვანი ქალბატონი სასტიკად ცემეს. მიღებული დაზიანებების შედეგად შურა გვრიტიშვილი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, თუმცა როგორც ქიზიყმა გაარკვია, მოხუცმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა და დამნაშავეთა დასახელება მოასწრო. მიუხედავად ყველაფრისა, ადგილობრივ პოლიციას ბოროტმოქმედები მაშინვე არ დაუკავებია.
ჯაფარიძელი პენსიონერის ცემიდან რამდენიმე დღეში, რომან და ვალერი კასიანოვები ქალაქ დედოფლისწყაროში თამარის ქუჩაზე მცხოვრებ გივი ჭინჭარაულის ბინაში საღამოს ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. ძლიერად ნასვამ მდგ
ისინი დაახლოებით ღამის 10 საათისთვის 54 წლის მარინა მაისურაძეს კარი შეუმტვრიეს და თავს დაესხნენ. როგორც გაზეთ ქიზიყის საგამოძიებო ჯგუფმა გაარკვია, რომა კასიანოვი თავისივე ნათესავებს მარინა მაისურაძესა და მის ოჯახს ბოლო დროს მუდმივად ემუქრებოდა და ამის შესახებ განაცხადი დედოფლისწყაროს პოლიციაშიც შეტანილი იყო. ნასვამმა ბოროტმოქმედებმა ქალს ყელზე მავთული შეაბეს, აქეთ-იქით პირუტყვივით დაათრევდნენ, სასტიკად ცემდნენ და აიძულებდნენ ფული გამოეჩინა.
ალიკა მაისურაძე (გარდაცვლილის ვაჟი): ,,მეძინა, დაახლოებით 22:30 წუთზე ქუჩიდან ხმაურმა გამაღვიძა. რომკას ხმა ვიცანი, დედაჩემს დაჰყვიროდა - მალე, მალეო... ხმაზე შევატყვე, რომ დედაჩემი ძლიერად ნაცემი და დასუსტებული იყო, ნამტირალევი ხმა ჰქონდა... ვიცოდი, რომკას გამოჩენა ჩვენთვის სახიფათო იყო. უცებ მესერზე რკინების რახუნის ხმა გავიგონე, შემეშინდა და უკანა ფანჯრიდან ეზოში გადავხტი. მეზობელთან გავიქეცი და მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ. სულ რაღაც 3 წუთში უკან მოვბრუნდი. ფანჯრიდან გარკვევით დავინახე ერთ-ერთი თავდამსხმელი ზურგით იდგა და დედაჩემს სკამის ფეხს გამეტებით თავში ძლიერად ურტყამდა... ღამე იყო და მისი ამოცნობა ვეღარ მოვასწარი, თან ნიღბებით იყვნენ. ჩვენი ნათესავი რომკა კი ხმაზე ვიცანი. 5-6 წუთში პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც მოვიდა, მაგრამ დედაჩემი უკვე გარდაცვლილი იყო, სხეულზე ძლიერი დაზიანებები აღენიშნებოდა. ვეღარ იცნობდით, ისე ჰქონდა სხეული ჩაშავებული. ოთახში საშინელი სურათი დაგვხვდა. - განუცხადა გაზეთ ქიზიყს გარდაცვლილის ერთადერთმა ვაჟმა.
შემთხვევის ადგილზე დედოფლისწყაროს მკვიდრი გივი ჭინჭარაულის დაკავება მოხერხდა, რომელიც ძლიერად ნასვამ მდგომარეობაში იყო. კასიანოვებმა კი მიმალვა მოახერხეს. პოლიციამ ჭინჭარაულს ჯიბეში ტელევიზორის პულტი და მოსაპარად გამზადებული ელექტრო-ტექნიკა აღმოაჩინა.
მალევე გაირკვა, რომ რომან და ვალერი კასიანოვები თავს ტყეს აფარებდნენ. დედოფლისწყაროს პოლიციამ ისინი მესამე დღეს ე.წ. ლეტნიკის ტყეში აიყვანა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მაისურაძის გვამი, რომელსაც უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა და ტვინი და თვალები მთლიანად ამოცლილი ჰქონდა, დედოფლისწყაროს პროზექტურაში გადაასვენა.
კახეთის კრიმინალური განყოფილების ექსპერტის ვალერი მესხის მიერ გაცემულ დასკვნაში წერია, რომ მკვლელობამდე 2 თვით ადრე დედოფლისწყაროს პოლიციამ კასიანოვის ბინიდან ამოიღო სამხედრო დანიშნულების ნაღმსაძებნი ხელსაწყო და ორლულიანი თოფი... (!)
სადისტურად მიკლული მარინა მაისურაძის ოჯახი გაზეთ ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ ნათესავური კავშირის მიუხედავად, რომან კასიანოვი მათ ხშირად ემუქრებოდა. როგორც ქიზიყმა შეიტყო, კონფლიქტური ვითარება მათ მანამდე ჰქონდათ.
ნუშო თეთრაძე (გარდაცვლილის დედა): ,, მკვლელობამდე წელიწადნახევრით ადრე მარინა სახლიდან ცხვრები და საოჯახო ნივთები დაკარგა. ზამთარი იყო და ჩემი შვილი კვალმა კასიანოვების ბინასთან მიიყვანა. ამის გამო მარინამ პოლიციაში განცხადებაც შეიტანა. ღომკა მას შემდეგ გადაგვემტერა. სულ გვემუქრებოდა, არაერთხელ გამაგონა შვილს და სახლს გაუფრთხილდითო... არადა, რომკა ჩემი გაზრდილია, ბავშვობაში ჩვენთან ხშირად რჩებოდა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად ბოლო დროს კობრას მეძახდა. რა ვიცოდი, შვილს თუ მომიკლავდა. წარსულშიც რამდენჯერმე ნასამართლევია. როდესაც ჯაფარიძეში პენსიონერ დააყაჩაღეს და ისიც სასიკვდილოდ სცემეს, დედოფლისწყაროს პოლიციამ დამნაშავეთა ვინაობა იცოდა, თუმცა მანმადე არ დააპატიმრა, სანამ ჩემი შვილიც არ შეიწირეს. არაადამიანურად ჩადენილი მკვლელობა იყო. ყელზე მავთული ჰქონდა წაჭერილი, მკვლელობამდე პირუტყვივით დაბმულს დაათრევდნენ და ეზოშიც აწამებდნენ. თვალები დათხარეს, ტანსაცმელიც სულ შემოწეწილი ჰქონდა. არსებობს ვერსიაც, რომ გააუპატიურეს კიდეც. ძარცვის მოტივს საერთოდ გამოვრიცხა
ექსპერტ ეთერ ზარდიაშვილის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ჭინჭარაულის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ ტანსაცმელზე არსებული სისხლი გარდაცვლილ მაისურაძის სისხლის ანალოგია.
ექსპერტის დასკვნა: ,,შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხის ექვს ჯოხზე, ლითონის მილზე, ელექტროსადენებზე, მობილური ტელეფონის სახურავზე აღმოჩენილი სისხლი, ასევე მაისურაძის ჯგუფისაა. საბანზე, ბალიშზე და ქსოვილის ნაჭერზე აღმოჩნდა ადამიანის სიხლი, რომელიც გარდაცვლილის ჯგუფს განეკუთვნება. გვამიდან აღებულ სინჯებზე სპერმა-ტოზოიდების კვალი არ აღმოჩნდა.
კახეთის სამხარეო პროკურატურამ წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ საქმე განსახილველად დედოფლისწყაროს სასამართლოს გადასცა. პროკურატურა დამნაშავეთა 17 წლით დაპატიმრების შუამდგომლობას აყენებდა, დაზარალებულები კი მათ სამუდამო პატიმრობას ითხოვ
საქმის განხილვის შემდეგ დედოფლისწყაროს სასამართლომ რომან კასიანოვს 18 ხოლო ვალერი კასიანოვსა და გივი ჭინჭარაულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბოლო ინფორმაციით კი, ციხის ადმინისტრაციამ მათი პატიმრობის ვადა 40 წლამდე გაზარდა, რომელსაც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან.
საყურადღებოა, რომ გარდაცვლილ მარინა მაისურაძეს მკვლელობამდე 2 წლით ადრე 26 წლის უმცროსი ვაჟი ხვიჩა მაისურაძე თბილისში მოუკლეს, რომელიც მხოლოდ 19 დღის შემდეგ იპოვეს. გვამი თბილისის ზღვამ გამორიყა. საქმე ამ დრომდე გაუხსნელია და მკვლელები კვლავაც ღია ცის ქვეშ არიან.
ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий