ოჯახის უფროსი და რობიზონ ჭყოიძე მისი მეუღლე ზინა ტყემალაძე მუდმივად ავადმყოფობენ. გაზეთ ქიზიყთან საუბრისას ისინი ამბობენ, რომ ბინის კედლების გამაგრებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს ყოველდღიურად საარსებო ლუკმის შოვნაც უჭირს, ამიტომ ღია კედლების აღდგენა ამ დრომდე ვერაფრით შეძლეს.
სოფელ ოზაანში მცხოვრები ჭყოიძეების ოჯახის რთული ვითარების შესახებ თავდაპირველად გაზეთი ქიზიყი დაინტერესდა და ვრცელი რეპორტაჟი ჯერ კიდევ 9 თვის წინ გამოაქვეყნა. ფოტო-მასალისა და ვითარების გაცნობის შემდეგ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა გაზეთ ქიზიყს განუცხადა, რომ თუკი ჭყოიძეები გამგეობას განცხადებით მიმართავდნენ, ასეთ შემთხვევაში მათი ბინის რეაბილიტაცია ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა და ასეთი კატეგორიის ბინებისთვის გათვალისწინებულ თანხას გამოუყოფდნენ. ბინის სარეაბილიტაციო სამუშაოებში დახმარებას ჭყოიძეებს გამგეობის წარმომადგენლები პირადადაც დაპირდნენ, თუმცა როგორც ჭყოიძეებმა გაზეთ ქიზიყს აცნობეს, დედოფლისწყაროს გამგეობიდან რეალური ნაბიჯები არ ჩანს დაპირება კი მხოლოდ ლიტონ სიტყვებად დარჩა.
ზინაიდა ტყემალაძე-ჭყოიძე: ,,-- წელიწადნახევარია ვიბრძვით, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. ავად ვართ, არც ამდენი სიარული შეგვიძლია და არც დედოფლისწყაროს გამგეობაში სიარულის ფინანსები გვაქვს. რამდენჯერმე სოფლის რწმუნებულს ვთხოვეთ და მანქანით იმან წაგვიყვანა, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. ზამთარში წავიქეცი და მოტეხილობები მქონდა, ჩემი ამდენი სიარული არც კი შეიძლება, მაგრამ სხვა გზა რომ არ იყო და სახლს დროზე მიხედვა უნდა, დედოფლისწყაროს გამგეობაში ბოლოს სამჯერ კიდე ვიყავით, განცხადებაც შეტანილი გვაქვს, მაგრამ რეალური პასუხი არ ჩანს... ჯერ არჩევნებია და მერეო. ხან არჩევნებს იმიზეზებდნენ, ხან რას. სო
-- გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ოჯახი განცხადებას შემოიტანს თანხას გამოვუყოფთო. დედოფლისწყაროში 700 ლარამდე დახმარება ასეთი კატეგორიის ბინებში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა უკვე მიიღო და განცხადება ნამდვილად თუ შეიტანეთ არც თქვენ უნდა შეგქმნოდათ პრობლემა, მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით თანხები გაიცა...
-- არ ვიცი შვილო, თვეებია განცხადება დავწერეთ და გამგეობაში შევიტანეთ. სოფლის რწმუნებულს სოსო თევზაძესაც რამდენჯერმე შევახსენე, მაგრამ ჯერ არჩევნებია და მოიცადეთო. ამ არჩევნებმაც ჩაიარა და თვეც გავიდა, მაგრამ არაფერი ისმის... არადა ყოველთვის რომ რაიონში გამოვიდეთ და ყურადღება მივაქციოთ არც ამის საშუალება გვაქვს...
-- განცხადება ნამდვილად ბინის გამაგრების თაობაზე დაწერეთ? რას ითხოვთ ამ განცხადებით?
-- შენობის გამაგრებაში დახმარების გაწევას ვითხოვთ. ესაა ჩვენი ოჯახის მთავარი საწუხარი, სხვა რა უნდა მოგვეთხოვა. ბინის თაობაზე გვაქვს განცხადება შეტანილი. რა ვიცი, დაიცადეთ, დაიცადეთო
-- ზუსტად გახსოვთ, რომ გამგეობას მიმართეთ? იქნებ სოციალური მომსახურების სააგენტოში იყავით და განცხადებაც იქ შეიტანეთ...
-- არა, სოციალურ სააგენტოში არა... ბოლო დროს კი რწმუნებულმა წამოგვიყვანა და გამგეობის მესამე სართულზე ვიყავით. (შეგახსენებთ, მესამე სართულზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და მისი სამსახურები ფუნქციონირებს, მათ შორის სოციალური და ინფრასტრუქტურის სამსახურები.) ზუსტად არ ვიცი, სამსახურს რა ჰქვია, მაგრამ ბინის გამაგრების თაობაზე განცხადება ნამდვილად თვეების წინ შევიტანეთ...
მაშინ, როცა ჭყოიძეების დახმარებაზე კომანტარი ლევან ბაღაშვილმა გაზეთ ქიზიყთან საუბრისას თვეების წინ თავისივე სურვილით გააკეთა და დაზარალებულ ოჯახს დახმარებას პირადადაც დაპირდნენ, ამ ფონზე გაუგებარია, რატომ ჭიანურდება მათთვის რეალური დახმარების აღმოჩენა. ეს მაშინ, როცა ვითარება მართლაც საგანგაშოა. შენობა რომ დანგრევის საფრთხის წინაშე დგას ამაზე ფოტო-რეპორტაჟიც მეტყველებს. იმედია, ჭყოიძეები ფინანსურ დახმარებას მალე მიიღებენ და მათი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღარ დადგება. გაზეთი ქიზიყი პრობლემის მოგვარებას თვალყურს კვლავაც აქტიურად მიადევნებს.
ილია მარტყოფლიშვილი
ვეტ-სამსახური ტრიქინელოზის საფრთხეს ხედავს და ღორის ხორცის შეძენისას სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის დედოფლისწყაროს სამმართველო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ტრიქინელოზის დაავადების გავრცელების საშიშროებაზე მიანიშნებს. სამმართველო მოსახლეობას დაავადების თავიდან აცილების მიზნით სიფრთხილისკენ მოუწოდებს.,,მოგმართავთ თხოვნით, თქვენი კეთილდღეობის მიზნით გარემოვაჭრეებიდან შეუმოწმებელი ხორცის შეძენაზე თავი შეიკავოთ, ხოლო იმ ვეტექიმებს, რომლებსაც რაიონის ბაზრის და სხვადასხვა მაღაზიებთან აქვთ დადებული ხელშეკრულება და ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან, ევალებათ აწარმოონ ყოველი დაკლული ღორის ტან-ხორცის აუცილებელი გამოკვლევა ტრიქინელოზზე. -- ნათქვამია დედოფლისწყაროს სამმართველოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
გაზეთი ქიზიყი იმის გარკვევას შეეცადა, ხომ არ გამოვლინდა ტრიქინელოზის შემთხვევა ადამიანებშიც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში აცხადებს, რომ საბედნიეროდ, ამ ეტაპზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრიქინელოზის ადამიანზე გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა და მათთვის არავის მიუკითხავს, თუმცა საფრთხე არსებობს.
ტრიქინელოზის დაავადება ღორებში ძირითადად პირუტყვის ნაგავსაყრელებზე ხეტიალისას ვრცელდება და დაავადებული ხორცის საკვებად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
ОтветитьУдалить(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.