пятница, 12 августа 2011 г.

უწყლოდ დარჩენილი დედოფლისწყაროს სოფლები და უკმაყოფილო დამსვენებლები

თბილისში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი "7 დღე" დედოფლისწყაროს სოფლებში არსებულ ვითარებას ვრცელ სტატიას უძღვნის. ჟურნალისტებმა პრობლემების თაობაზე სტატიის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში დასასვენებლად ჩასულებს უწყლოობის პრობლემა დახვდათ, ამის გამო ვერც წყურვილი მოიკლეს და ვერც ხელის გადაბანა მოახერხეს. დედოფლისწყაროში სტუმრად მყოფი ჟურნალისტები აქ არსებულ ვითარებას ძველ მონათმფლობელურ პერიოდს ადარებენ და ვითარებას გაუსაძლისს უწოდებენ. სხვათაშორის, ამ გაზეთის რედაქტორი ლია ტოკლიკიშვილი წარმოშობით სწორედ სოფელ მაჩხაანიდან გახლავთ.

მათი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბენააშვილი (რომელიც სხვათაშორის წარმოშობით სოფელ ზემო მაჩხაანიდან გახლავთ) არაკომპეტენტურ პასუხებს იძლეოდა და დამაიმედებელს ვერაფერს ამბობს. "ქიზიყი" უცვლელად გთავაზობთ სტუმარი ჟურნალისტების შთაბეჭდილებებს.

მონებივით ურიკებში შებმული კახელები

აქ ყველაფერი ისეა, როგორც 15–20 წლის წინ იყო მთელ საქართველოში, კიდევ უფრო ადრე, ასეული წლების წინ კი, ყველგან: წყალი ორ დღეში ერთხელ საუბნო წყლებზე 2–3 საათის განმავლობაში, ნიავის დაბერვაზე – დღეების განმავლობაში გამორთული შუქი, დახევებული, ქვა–ღორღით სავსე გზები სოფლის იმ ნაწილებში, რომლებზეც არასდროს გაივლიან მაღალი რანგის სტუმრები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებიდან. ადგილობრივი მმართველებისა და მათი გარემოცვის წევრების სახლებს იცნობთ ყველაფრით: არც ნაციონალების დროშითა და არც, როგორც თბილისში, სახლის სადარბაზოებთან ჩამომდგარ Renault Meagane-ებთან გაჭიმული ფერმკრთალსახიანი მძღოლებით. იცნობთ ასფალტის გზებით, რომლებიც სოფლებზე გამავალი დიდი გზებიდან მხოლოდ მათი სახლებისკენ უხვევს და ამ სახლების ეზოებში მთავრდება. ამ ეზოებიდან უწყლობისგან გადამხმარ სოფლებში დარხეული უხვი წყლის ჩქაფუნა ხმით, ყველაფრით, რაც მხოლოდ მათ აქვთ, სხვებს კი არა.

შვებულებას ერთ ასეთ სოფელში ვატარებ. სიღნაღიდან ათიოდე კილომეტრში, დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო მაჩხაანში, მეგობრის სტუმარი ვარ. სოფელში ჩამოსულებს დღის ბოლომდე უწყლოდ მოგვიწია ყოფნამ – ხელის დაბანაზე აღარ ვოცნებობდით, თბილისიდან ჩამოყოლილ წყლის ბოთლებს დიდხანს ვწუწნიდით, როგორც მატყუარა საწოვარებს, საიდანაც წყლის უკანასკნელი წვეთები დიდი ხნის გამოწოვილი გვქონდა. ჩემი მასპინძელიც ჟურნალისტია. წყლის ბოთლს რომ ვეღარაფერი დააკლო, ჯერ მეზობლისგან ერთი „ბალონი“ წყალი ითხოვა (აქ რკინის დიდი ბიდონები ყველაზე პატივსაცემი ჭურჭელია. თუ სხვაგან, მაგალითად, ფაიფურის თუ ბროლის ჭურჭელი ფასობს, კახეთის ასეთ სოფლებში პირველ რიგში – ასეთი „ბალონი“). მერე კი გაიკითხ–გამოიკითხა და რაიონის წყალმომარაგების სერვისცენტრის მენეჯერს დაურეკა.

მენეჯერი გიორგი ბენაშვილი ამავე სოფლის ყოფილი გამგებელია. პარტიით – ნაციონალი, წარმოშობით ამ, მგონი, დედამიწაზე ყველაზე უწყლო სოფლიდან. ჩემს მეგობარსა და რაიონის მთავარ წყალმომმარაგებელს შორის მწვავე საუბარი გაიმართა და იგი უშედეგოდ დასრულდა, ბენაშვილმა იმედი გადაგვიწურა, მკაფიოდ და კატეგორიულად გვითხრა, რომ წყალი არ ექნება სოფელს – ჩვენ სწორედ ასე გვესმოდა მისი ნათქვამი, რომ სოფელს წყალი ექნება ძველი გრაფიკით – 2 დღეში ერთხელ 4–5 საათი ( მენეჯერმა სატელეფონო საუბარში გრაფიკით წყლის მოწოდების ხანგრძლივობა აშკარად გაზარდა და მის სასახელოდ – თუ ჩვენს სასახელოდ უნდა ითქვას – რომ ჩვენს აქ ყოფნაში წყალს ნამდვილად გახანგრძლივებული დროით უშვებს მენეჯერი). 

საღამოს მას პირადად შევხვდით, სრულიად შემთხვევით, „ბალონებით“ წყალზე მიმავლებმა. უნდა ნახოთ, როგორ ხდება საუბნო წყლიდან წყლის მოტანა – ისე, როგორც ძველ აღმოსავლეთში მონები აკეთებდნენ ამას თავიანთი მფლობელებისთვის. ყველა ოჯახს დამზადებული აქვს წყლის ბალონის დასადები, რკინის გორგოლაჭებიანი პატარა ურიკა. ურიკას გრძელი ღერძი აქვს, რომელიც რკინის სახელურით მთავრდება. ურიკა ორგვარად შეიძლება მართო: წინ წაიგდო და სახელურით მთელი ძალით მიაწვე – მთელი ძალით, რადგან ნახევარი ძალა არ გეყოფა ორფუთიანი ქვებით სავსე გზის გადასალახად – ან ურიკას წინ წაუძღვე, როგორც შებმული ცხენი „კაჩკას“, მოითრიო, მოითრიო მთელი ძალით და მიიტანო საუბნო წყლამდე, ასე შებმულები გადავეყარეთ წყლის მენეჯერს. რა მნიშვნელობა ჰქონდა, ასე თუ სხვანაირად. 

საუბარი ისევ შედგა, ჩემდა გასაკვირად (არ ვიცი, რატომ გამიკვირდა) წყლის უფროსი არც აღელვებულა და არც გაკვირვებია ურიკაში შებმული ჟურნალისტების დანახვა. საუბარი იქვე შედგა. სად და როგორ არ ამიღია ინტერვიუ, აი, აქ და ასე კი არასდროს, თავჩაღუნულსა და ურიკაში შებმულს. მენეჯერთან დიდხანს ვისაუბრეთ, უფრო ჩემი მასპინძელი საუბრობდა, თორემ მე დაღლისა და უჩვეულო მდგომარეობაში ყოფნით დაბნევისგან თავს მაღლა ვერ ვწევდი. იგი ყველა კითხვაზე ერთნაირად სცემდა პასუხს:
– მე, ქალბატონო, ვემსახურები რაიონს და... 
–მე, ქალბატონო, ვერაფერს შეგპირდებით.
– ქალბატონო, ამ და ასეთ სოფლებს წყალი 21–ე საუკუნეში კი არა, 30–ეშიც არ ექნება... წყლის ხარჯვა არის გაზრდილი... წვიმა ორი თვეა არ მოსულა...

საუბრიდან ვიგებდი მხოლოდ იმას, რომ ჩვენ, ურიკაში შებმულები, ვიყავით ქალბატონები. სხვა არაფერი მესმოდა... რას ლაპარაკობდა ეს პატივცემული: რა შუაშია წვიმა, სად არის რეგიონების განვითარების პროგრამა, ინფრასტრუქტურისა და ასეთების მინისტრი, რომელიც მგონი საუკუნის ადამიანად გამოაცხადა რაღაც ჟურნალმა, ან რას აკეთებენ ადგილობრივი დეპუტატები, ოპოზიციონერები, სხვანი და სხვანი, თუ ადამიანები ყველაზე ბუნებითს – წყალსა და ჰაერს ვეღარ მიიღებენ.ვხედავდი მხოლოდ წყლისკენ მიმავალ სხვა ურიკებს, რომლებმაც გადაგვასწრეს და ბალონების გრძელ რიგში ჩვენზე წინ დაიკავეს ადგილები. ვხედავდი და ხელს მაგრად ვუჭერდი ჩემი ურიკის სახელურს, რომ საუბრის დამთავრებისთანავე მივწოლოდი წყლისკენ.

ნანა დავითაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы