
ინტერნეტ-გაზეთი “ქიზიყი” წერს, რომ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი თავართქილაძის განცხადების მიუხედავად, თითქოს ცხედრის გადმოსვენება 28 ივლისს ათენი–თბილისის რეისით მოხდებოდა, გადმოსვენება მაინც ვერ მოხერხდა. ელჩი ირწმუნება, რომ ჟამურელის გადმოსვენების გაჭიანურება ოჯახის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს გარდაცვლილის ოჯახი, მათი თქმით, პროცესი დოკუმენტების არარსებობის გამო გაჭიანურდა.
ემიგრანტის ცხედარი საბერძნეთში, კუნძულ კორსიზე 11 ივლისს იპოვეს. ჟამურელის ოჯახს საბერძნეთიდან ოფიციალურად აცნობეს, რომ სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა და ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჟამურელი სამსახურებრივი მოტოციკლეტით მოძრაობდა, რა დროსაც ბორდიულს შეეჯახა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო.
ბერძნული გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი, ისინი საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვენ.
როგორც სოფელ ზემო ქედში განმარტავენ, რევაზ ჟამურელი საბერძნეთში ლეგალურად იმყოფებოდა. კუნძულ კორსიზე ის 1 წლის წინ გაემგზავრა და ტურისტულ სააგენტოში ველოსიპედებს აქირავებდა./ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий