понедельник, 1 ноября 2010 г.

ღატაკები უფასო სასადილოს პერსონალს ჩაგვრაში ადანაშაულებენ და საკვების უხარისხობაზე წუხან

დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის უფასო სასადილოს თანამშრომლებს ბენეფიციარები ჩაგვრაში ადანაშაულებენ და არაერთ ბრალდებას უყენებენ. როგორც უმწეოები გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში აცხადებენ, მომსახურე პერსონალი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უხეშად ეპყრობა. ისინი ასევე ჩივიან, რომ საკვები ხშირად უხარისხოა და ულუფაც არ ჰყოფნით. როგორც მოკვლევისას გავარკვიეთ, ისინი განსაკუთრებით მზარეულის მარინა ბოსტოღანაშვილის უტაქტობითა და უხეში დამოკიდებულებით არიან შეწუხებულნი. ,,საკვებს ცხიმი საერთოდ არა აქვს, არც ულუფა გვყოფნის. პურის დამატება რომ ვითხოვოთ მუდმივად პანღურით გველაპარაკებიან – დაგვცინიან!... ხმამაღლა გვიყვირიან, თუ არ გინდათ წადითო... საკვების უხარისხობაზე მორიდებული შენიშვნა რომ მივცეთ, მზარეული გვემუქრება – გაგაგდებთო!. სასადილოს მზარეულის მარინა ბოსტოღანაშვილის ჩაგვრის ატანა უკვე შეუძლებელი ხდება. გეფიცებით, იქ მისვლა აღარ გვინდა. ყველა გეტყვით, რომ ძალიან დამამცირებლად და უხეშად გვექცევა. საკვები რომ არ მოგვწონს, იმის უფლებასაც არ გვაძლევენ, რომ პატარა შენიშვნები მივცეთ. რაიონის ხელმძღვანელობას თვითნებურად ჰყავს ისინი მიშვებული და არ აკონტროლებს, თორემ ასეთი განუკითხაობა არ იქნებოდა". – აცხადებენ სასადილოს მომსახურებით უკმაყოფილო ბენეფიციარები მზია გარსენიშვილი, ეთერ ნატროშვილი, ლალი აბულაძე, გიორგი მჭედლიშვილი და სხვები. მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ამ საკითხის დარეგულირებას თხოვენ.
დედოფლისწყაროს გამგეობისა და სასადილოს თანამშრომლები ამგვარ ადამიანებს მუდმივად ინტრიგანებად მოიხსენიებენ და მათი შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებენ.
ნაციონალური მოძრაობის უფასო კვების სასადილოს ხელმძღვანელი ნუნუ თათარაშვილი გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ბენეფიციარების პრეტენზიები ესმის, თუმცა ულუფის გაზრდა ვერ მოხერხდება. თათარაშვილი განმარტავს, რომ მოხუცებს შეუძლიათ მენიუს შეცვლა მხოლოდ მომავალ წელს მოითხოვონ: ,,ჩვენ მენიუ გრამებში გაწერილი და დამტკიცებული გვაქვს. რომ არ ჰყოფნით გასაგებია, მაგრამ წელს ვეღარაფერი შეიცვლება. მისი ცვლილება მომავალი წლიდან უნდა მოითხოვონ და შეიძლება 2011 წელს რაიმე შეიცვალოს. ახლა ცვლილებები ნამდვილად შეუძლებელია" – აცხადებს თათარაშვილი. ამგვარი პრეტენზიები ხსენებულ დაწესებულებაში გახსნის დღიდან ისმის.

ხელმძღვანელობის რამდენჯერმე ცვლილების მიუხედავად, უმწეოები ყოველთვის იმ ფაქტზე მიანიშნებენ, რომ სასადილოს პერსონალი საკვებით უკმაყოფილო მოხუცებს მუდმივად კარისკენ უთითებდა, იყო მუქარისა და აბუჩად აგდების ფაქტებიც. შეიძლება ითქვას ხსენებულ სასადილოს მუდმივად სკანდალები უკავშირდებოდა, თუმცა რაიონის ხელმძღვანელობა მისი იმიჯის აღდგენისთვის არასოდეს გარჯილა და პრობლემის დასარეგულირებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
ტელეარხებით გავრცელებულ კვლევას ვერსად მიაკვლევთ

Greenberg Quinlan Rosner–ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელიც ორიოდ დღის წინ თითქმის ყველა მედია საშუალებამ ზარ-ზეიმით გაავრცელა და რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას მოსახლეობის 67%–იანი მხარდაჭერა აქვთ, „ნეტგაზეთმა“ ვერ მიაკვლია. ჟურნალისტური გამოძიებისას გამოცემამ დაადგინა, რომ კვლევა კონფედენციალურია. ის არ დევს კომპანიის საიტზე, ხოლო ქართული ორგანიზაცია, რომელმაც საველე სამუშაოები ჩაატარა, ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა შეკვეთილია, ის არ არის საჯარო. შესაბამისად, მისი გავრცელება მათ მიერ არ მომხდარა. „რუსთავი 2“, რომელმაც ერთ–ერთმა პირველმა გაავრცელა აღნიშნული კვლევის შედეგი, აცხადებს, რომ კვლევა მათ პოლიტიკური პარტიისგან მიიღეს.

„კურიერის“ პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ წყაროს არ დაასახელებს: „ეს კვლევა პარტიებს დაეგზავნათ. ზუსტად ვიცი, რომ ეს კვლევა აქვთ ალასანიას პარტიას, ქრისტიან–დემოკრატებსა და ნაციონალურ მოძრაობას“,–ამბობს ლაფერაშვილი. გამოცემა დასახელებულ პარტიებს დაუკავშირდა, თუმცა ალასანიას პარტიასა და „ქრისტიან–დემოკრატებში“ განაცხადეს, რომ არავითარი კვლევა მათ არ მიუღიათ. რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ცენტრალურ ოფისში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ქეთევან ქოჩრაშვილმა განაცხადა, რომ კვლევა არ აქვს და დოკუმენტი პარლამენტშია. საპარლამენტო უმრავლესობის აპარატში კი გიორგი პატარაიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კვლევა მასაც არ აქვს.სხვა საინფორმაციო არხები, რომლებიც ასევე აქტიურად აშუქებდნენ კვლევის შედეგებს, ვერ ასახელებენ კვლევის ზუსტ წარმომავლობას. „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერის თქმით, მას კვლევა „უფროსმა“ გაუგზავნა. პირველ არხზე მაკა გაფრინდაშილმა კი განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, კვლევა მეილზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ელისო ჯარიაშვილმა მიიღო. ჟურნალისტმა კი აღნიშნა, რომ ის არ აშუქებდა აღნიშნულ მოვლენას და დღის ეს ახალი ამბავი მხოლოდ გაახმოვანა. გაფრინდაშვილთან ხელახალი ზარის შემდეგ, იგი დაპირდა „ნეტგაზეთს,“ რომ კვლევის მიღების წყაროს გაარკვევდა, თუმცა შემდეგ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა თამარ რუხაძემ აღნიშნა, რომ მისი არხი, აღნიშნული ფაქტის გაშუქებისას, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო. თავის მხრივ, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსში“ განაცხადეს, რომ ისინი ტელეკომპანიის ეთერით გადაცემულ ამბებს დაეყრდნენ. „აისითი“ ქართული კომპანია, რომელმაც აღნიშნული კვლევისათვის საველე სამუშაოები ჩაატარა, აცხადებს, რომ კვლევა კონფედენციალურია, რადგან შეკვეთილია. ამ მიზეზით არ დევს ის Greenberg Quinlan Rosner–ის ოფიციალურ საიტზე. კომპანიის პიარ მენეჯერმა გიორგი კალატოზიშვილმა აღნიშნა, რომ მის კომპანიას არ გაუვრცელებია აღნიშნული კვლევა და მედიისთვის არ მიუწოდებია.

Greenberg Quinlan Rosner–ის საიტზე ჩამოთვლილია ის კომპანიები და პირები, რომლებიც მათი შემკვეთები არიან. მათ შორის არიან: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თბილისის მერი გიგი უგულავა.

იმის გაჟღერებამ, რომ კვლევის დამკვეთად ავტორიტეტული ორგანიზაცის უცხოენოვან საიტზე სააკაშვილი და უგულავაა მითითებული, მოსახლეობის ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა და შედეგებისადმი უნდობლობა კიდევ უფრო გაუმძაფრა, თუმცა ახლა, როცა ირკვევა, რომ შედეგები თვალით არავის უნახავს და ზეპირი გადმოცემით გავრცელდა, ნაცმოძრაობის უსახური ადამიანების უნიჭო პიარს თვალსა და ხელს შუა "ფუშავს"...

P.S. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი

* * *
ამიერიდან წყალი მოსახლეობისთვის 72%-ით გაიაფდა, ორგანიზაციებისთვის 10-ჯერ გაძვირდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სასმელი წყალი მოსახლეობისთვის საგრძნობლად გაიაფდა. აქამდე, აბონენტები, რომლებიც სასმელ წყალს საკუთარ ეზოებში 24 საათიანი გრაფიკით იღებდნენ, 1 ტონა წყლის მოხმარებისთვის 70 თეთრს იხდიდნენ.

როგორც “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ბენაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, ამიერიდან მოსახლეობა 70-ის ნაცვლად 1 ტონა წყალზე მხოლოდ 20 თეთრს გადაიხდის: ,,რა მიზეზით მოხდა ტარიფის დაწევა ვერ გეტყვით, მაგრამ, ჩვენ თბილისიდან მიღებული ოფიციალური ბრძანების საფუძველზე ვიმოქმედეთ, რის მიხედვითაც წყლის ტარიფი 20 თეთრამდე შემცირდა. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია" - განმარტავს ბენაშვილი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის MGF-ის დაფინანსებით დედოფლისწყაროს მცხოვრებთა თითქმის უმრავლესობა სასმელ წყალს საკუთარ ონკანებზე 24 საათიან რეჟიმში იღებს. მოსახლეობა მთლიანად გამრიცხველიანებულია და აბონენტებს სრულიად განახლებული წყალსადენი მაგისტრალი ემსახურება, თუმცა ადგილობრივებს წყლის ხარისხზე პრეტენზიები მაინც აქვთ.

როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან, სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" ჟურნალისტებმა აცნობეს, ორგანიზაციებისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა და 1 კ.მ-ზე 5 ლარს მიაღწია. ამ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის ლაგოდეხის სერვის-ცენტრის მენეჯერი დავით გოგოლაძეც ადასტურებს. სემეკ-ის გადაწყვეტილებით ბოლო ერთ თვეში ორგანიზაციებისთვის წყლის ტარიფი 10 ჯერ გაიზარდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

* * *
მინისტრმა იცრუა – პრობაციის თანამედროვე სტანდარტების ოფისი დედოფლისწყაროში არ გახსნილა

ორიოდ დღის წინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ საგარეჯოში, კახეთის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი პირადად გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოფისი კახეთის ცალკეულ რაიონებში პირობით მსჯავრდებულთა აღრიცხვისა და კონტროლის, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციონერთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე იმუშავებს. საგარეჯოს პარალელურად კახეთის რეგიონში, სულ 7 რაიონული ოფისი გაიხსნა - დედოფლისწყაროში, ყვარელში, ლაგოდეხში, ახმეტაში, წნორსა და გურჯაანში.

ხათუნა კალმახელიძის თქმით, პრობაციის ახალი ოფისების ამოქმედებით სამინისტრო ხელს უწყობს ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას, არასაპატიმრო სასჯელის ეფექტურად წარმართვას და პრობაციის სამსახურის გაძლიერებას. ახალ თანამედროვე ოფისებში პრობაციონერების მომსახურების პირობების გამარტივების გარდა, ოფიცრებს პირობით მსჯავრდებულებთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება ეძლევათ, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პრობაციონერთა რესოციალიზაციას.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად პრობაციის ბიუროპები თანამედროვე სტანდარტების ოფისებში განთავსდა, თუმცა, როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ქალბატონი მინისტრი ცრუობს და არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი ამ საკითხზე კომენტირებისას ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ანუ, ხელისუფლება უნებლიედ მორიგ ტყუილში გამოვიჭირეთ.

მაშინ, როცა მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად კახეთში იმყოფებოდა და ახალი ოფისების ერთიანად გახსნით ტრაბახობდა, სინამდვილეში იმ დღეს დედოფლისწყაროში არც ახალი ოფისი გახსნილა და არც თბილისიდან ჩამოსულა ვინმე. ალუღიშვილი ამბობს, რომ ამ დღეს სხვა რაიონების მსგავსად დედოფლისწყაროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, არადა მინისტრი ტელეკამერების წინაშე თავს იწონებდა და გვარწმუნებდა, რომ იგივე დედოფლისწყაროშიც მოხდა. გამგებლის მოადგილის თქმით, პრობაციის ბიურო დედოფლისწყაროში დახლოებით 2 წელია არსებობს. ალუღიშვილი განმარტავს, რომ თავდაპირველად ისინი პროკურატურის შენობაში მუშაობდნენ, ახლახან კი მათი ოფისი გამგეობის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში განთავსდა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, დედოფლისწყაროში პრობაციის ბიუროს ლევან გოზალიშვილი ხელმძღვანელობს.

aსე ჩაუფუშა "ქიზიყმა" მორიგი პიარ-აქცია ცრუპენტელა ხელისუფლებას, რომელიც საზოგადოების მოტყუებას და ჩვენთვის თვალებში ნაცრის შეყრას ურცხვად გეგმავდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი; თამილა გურაშვილი
* * *
საკრებულოს სხდომაზე თეთრაულს სარჩელის შეტანისთვის შენიშვნა მისცეს
ხუთშაბათს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ცალკეული საკითხები განიხილეს. სხდომის დაწყებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარეს გელა თეთრაულს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო სხდომაზე საჯაროდ შენიშვნა მისცა და ილია მარტყოფლიშვილისგან ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის მიზეზებით დაინტერესდა.

ბაღაშვილს "ქიზიყი" სხდომის დასრულების შემდეგ შეხვდა და გაესაუბრა: ,,სხდომის დაწყებისთანავე პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ თეთრაულს სახალხოდ შენიშვნა მივეცი და დავინტერესდი, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი. თუმცა, მან ახსნა და საკუთარი მოსაზრებები გამოხატა. ეს მისი პირადი საქმეა. მე საქმის კურსში არ ვყოფილვარ. ამ საკითხზე კომენტარისთვის დღეს ათზე მეტმა ჟურნალისტმა დაგვირეკა მეც და თეთრაულსაც". - განუცხადა "ქიზიყს" ლევან ბაღაშვილმა. იქვე, ლევან ბაღაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ხაზს უსვამს, რომ ეს თეთრაულის არჩევანი იყო და მის გადაწყვეტილებაში ის ვერანაირად ვერ ჩაერეოდა. ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი სპეციალურ შესაგებელს დედოფლისწყაროს სასამართლოში 10 დღის ვადაში შეიტანს, რის შემდეგაც მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი მოსამზადებელ სხდომას ჩანიშნავს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
ვანო ნატროშვილი: "შენობები რამდენიმე ინვესტორმა დაათვალიერა"

"ქიზიყის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას უცხოელი ინვესტორები შეისყიდიან. ინფორმირებულმა წყარომ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" აცნობა, რომ საავადმყოფოს შეძენის სურვილი ებრაულმა მხარემ გამოთქვა.
დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი, საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ხელმძღვანელი ვანო ნატროშვილი გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ამ საკითხზე კომენტირებისას ადასტურებს, რომ ინვესტორებმა საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის შენობები პირადად უკვე მოინახულეს:

,,ბოლო დროს ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენი მონაცემები დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდა და ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი დედოფლისწყაროში უკვე ჩამოსული იყო. აქაურ პირობებს გაეცნენ, შენობები დათვალიერეს... ბოლო მომენტში ებრაელ ინვესტორებს ვუმასპინძლეთ. დაწვრილებით გავაცანით ჩვენი მდგომარეობა. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ამ ეტაპზე კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია. ინვესტორის შემოსვლის შემდეგ კი საავადმყოფოს განახლება მოხდება" - აცხადებს ვანო ნატროშვილი. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
დედოფლისწყაროს ყოფილ სამხედრო ბაზაში არსებულ ფეთქებად მასალებს "დელტა" გააუვნებელყოფს

სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტა“ პროექტის „ვადაგასული, უვარგისი და ზენორმატიული საბრძოლო მასალების უტილიზაციის შესახებ“ ფარგლებში დედოფლისწყაროს ყოფილ სამხედრო ბაზაში არსებულ ფეთქებად მასალებს გააუვნებელყოფს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, პროექტის მიზანია საქართველოს სამხედრო ბაზებში თავმოყრილი, მიზნობრივად გამოუყენებადი და ამასთან, ფეთქებადი, ცეცხლგამჩენი საფრთხისა და ეკოლოგიური თვალსაზრისით მაღალი რისკფაქტორის მქონე სხვადასხვა დანიშნულების სახელობისა და კალიბრის საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფა - უტილიზაცია. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა 26 ნოემბერს, დედოფლისწყაროში, დედოფლისწყაროს საუტილიზაციო ბაზის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება. გზშ-ს ანგარიში და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახური, ქ. თბილისი, გულუას ქ. №6; სსიპ „დელტა“. /ქიზიყი/
* * *
ჟურნალისტისგან 10 000 ლარის მოთხოვნით ნაციონალმა დეპუტატმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, გამგებლის ყოფილი მოადგილე გელა თეთრაული ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდას ითხოვს. ნაციონალური მოძრაობის სიით გასულმა დეპუტატმა შესაბამისი სასარჩელო განცხადებით დედოფლისწყაროს სასამართლოს უკვე მიმართა.

სარჩელში დეპუტატი გელა თეთრაული აღნიშნავს, რომ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მიერ წლების მანძილზე სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებით მას და მის საქმიან რეპუტაციას მორალური ზიანი მიადგა. დეპუტატს რატომღაც თმენის ვალდებულება არ გამოუყენებია და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

ილია მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ინფორმაცია არასოდეს გამოუქვეყნებია და მზად არის სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ის საჯარო მოხელის ნაბიჯს ზეწოლად და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის მცდელობად აფასებს.

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ამ საკითხზე კომენტირებისას ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. /ქიზიყი/
* * *
გაუჩინარებული მამაკაცი 4 დღის შემდეგ ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს


სახლიდან გაუჩინარებული სოფელ წითელწყაროში მცხოვრები 55 წლის თამაზ მაზიაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ მაზოვკის ტყეში, ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მაზიაშვილმა სახლიდან გასვლამდე მეუღლესა და შვილებს წერილი დაუტოვა, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ ის თვითმკვლელობას გეგმავდა. წერილში თვითმკვლელობის მიზეზებზეც არის საუბარი, თუმცა გარდაცვლილის ოჯახი მის შინაარსს არ ახმაურებს.

როგორც გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ეს დედოფლისწყაროში ადამიანის დაკარგვის უკვე მეორე შემთხვევაა, დედოფლისწყაროს პოლიცია არხილოსკალოში მცხოვრებ 14 წლის ვასილ წიკლაურს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
ჩინოსნების ტაშ-ფანდური, გამოცარიელებული თვითმმართველობა და დიდი სხადნიაკი "დიდნაურში"

ერთ ცისმარე დღეს, წესით და რიგით ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, თუმცა დედოფლისწყაროს საკრებულოსა და გამგეობაში ოფიციალური პირების ჭაჭანება არ იყო... მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო საათები ჯერ დასრულებული არ იყო, შენობა ერთიანად გამოცარიელებულიყო. იფიქრებთ, ალბათ, რაიონის თავკაცები ხალხში გაჭრილან, მოსახლეობის კეთილდღეობაზე საზრუნავადო... მაგრამ, ჰოი საოცრებავ...

დედოფლისწყაროელი მაღალჩინოსნების მთელი შანტრაბა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კაფე-რესტორან "დიდნაურში" ჩამსხდარა, "სხადნიაკი" მოუწყიათ და გემოზე მოულხენიათ. მიზეზიც ჰქონიათ... როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, სუფრაზე გერმანელი სტუმარი დიტერ მიულერიც იმყოფებოდა. დღის 4 საათზე სამუშაო საათების მიუხედავად მათ თავი ერთიანად განცხრომას მისცეს, ფეხი ფეხზე გადაიდეს და ტაშ-ფანდური გააჩაღეს. იქვე, კაფე "დიდნაურის" წინ იდგა GTZ-ს ავტომობილიც. გამგეობის შენობაში ვითარების დასაზუსტებლად კიდევ ერთხელ შევბრუნდით. ოფიციალური პირებისგან შენობა გამოცარიელებულიყო. მხოლოდ ვირთხები დარბოდნენ... (ეშმაკსაც წაუღია მოსახლეობა...) თვითმმართველობის ორგანოში ვინმე მოქალაქე რომ მისულიყო და რაიმე საკითხზე დახმარება სდომებოდა, პასუხის გამცემიც არ ჩანდა...

შენობაში მხოლოდ გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი შევნიშნეთ და ისიც მხოლოდ იმ დროს, როცა კიბეებზე ჩამოდიოდა. აშკარად ჩანდა, რომ მასაც სადღაც მიიჩქაროდა... ვერ გეტყვით, ბენაშვილსაც იმავე სუფრაზე აგვიანდებოდა, თუ გამგეობის შენობიდან დროულად გაცლას ლამობდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩქარობდა. კაფე-რესტორან "დიდნაურის" წინ ამვლელ-ჩამვლელი იმ ფაქტს იხსენებდა, რომ გერმანულმა მხარემ დედოფლისწყაროში ხეების დასარგავად ახლახან 150 ათასზე მეტი ლარი გამოყო და სტუმრად გერმანელი ბავშვებიც ჩამოიყვანა.

დედოფლისწყაროელების ნაწილი ეჭვობდა, რომ ზედმეტად დარჩენილი თანხით კმაყოფილი მაღალჩინოსნები ცხოვრებით ტკბებოდნენ. როგორც ცნობილია, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის დაფინანსებით დედოფლისწყაროში გაუდაბნოებასთან საბრძოლველად საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. დედოფლისწყაროელები კი მიანიშნებენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ჩართული დედოფლისწყაროელი მაღალჩინოსნების დიდმა ნაწილმა ცხოვრება აიწყო. მოსახლეობას არც ის ფაქტი გამორჩენია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა სწორედ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინა. საგრძნობლად შეიცვალა მათი ფინანსური მდგომარეობა.

დიტერ მიულერი დედოფლისწყაროში ნერგებისა და ტყის გაშენების მასშტაბური პროექტის ხელმძღვანელია. მიულერის დედოფლისწყაროში მორიგი ვიზიტისა და რესტორანში მოლხენის შესახებ ორიოდ კითხვა "ქიზიყმა" გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს ანა ბენაშვილს დაუსვა. გვაინტერესებდა, ამ დღეებში კონკრეტულად რა მიზნით ეწვია მიულერი დედოფლისწყაროს. როგორც ანა ბენაშვილმა განმარტა, დიტერ მიულერი დროის დიდ ნაწილს დედოფლისწყაროში ატარებს, სასტუმროში ცხოვრობს და ხშირად აქ რჩება. რესტორანში გამართული სხადნიაკის შესახებ ბენაშვილმა არაფერი იცის. სამაგიეროდ, ყველაფერი კარგად დაინახეს დედოფლისწყაროელებმა და გაზეთ "ქიზიყის" კორესპონდენტმა. რეალური სურათის შესაქმნელად ესეც კმარა... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
მგლები საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში პირუტყვს ანადგურებს

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას მერამდენე დღეა თავს მგლები ესხმიან. ინფორმაცია ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმაც დაუდასტურა:

,,ამ ეტაპზე მაქვს ინფორმაცია, რომ სოფლიდან 2 კილომეტრით მოშორებით მდებარე ერთ-ერთ ფერმას მტაცებლები დაესხნენ და პირუტყვი დაგლიჯეს" – აცხადებს გამგებელი.

ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ დედოფლისწყაროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მათ თავდაცვის მიზნით თოფის გამოყენებას უკრძალავენ. როგორც ადგილობრივებმა გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, სოფელ სამთაწყაროში ბოლო ერთ კვირაში მგლებმა მარჩენალი პირუტყვი სარდალაშვილების, მალაყმაძეებისა და შაინიძეების ოჯახებს გაუნადგურა. ზარალი 4 000 ლარს აღწევს.

სანდრო ხილაძე (სამთაწყაროს მკვიდრი): ,,მარტო ოთარ მალაყმაძის ოჯახს მგლებმა 4 სული საქონელი დაუგლიჯეს. სამთაწყაროში მგლების რაოდენობამ იმატა, რადგან ამ პერიოდში ცხვარი აქეთ მოდის. უკვე აცივდა და მტაცებლები პირდაპირ დასახლებაში ჩამოდიან. ძალიან გვეშინია, მაგრამ თავდაცვის საშუალებას არ გვაძლევენ. ,,ჩვენი სოფლები საერთოდ უყურადღებოდაა მიტოვებული. ხელისუფლებას არ ვაღელვებთ, მაგრამ არც იმის საშუალებას გვაძლევენ, რომ მტაცებლისგან თავი საკუთარი ძალებით მაინც დავიცვათ და ზარალი ავირიდოთ. სოფლებში ბევრი ოჯახის მარჩენალი მხოლოდ ძროხაა, რძე-მაწვნით გადაგვაქვს შიმშილის საფრთხე და ამასაც მგელი გვინადგურებს. ვისაც საქონელი ეხოცება, არცერთისთვის ხელისუფლებას დახმარება არ აღმოუჩენია. – აცხადებენ ადგილობრივები ჯულიეტა შაინიძე და ლუიზა სარდალაშვილი. დედოფლისწყაროს გამგეობაში განმარტავენ, რომ ამგვარ შემთხვევებში ადგილობრივი ბიუჯეტი დაზარალებულთა დახმარებას არ ითვალისწინებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი; თამილა გურაშვილი

* * *
შირაქის ველებზე თაგვის მომრავლება ყოფილ გამგებელს ბრალდება

რა კავშირშია ექს-გამგებლის მიერ რუსეთიდან ვაგონებით შემოტანილი "პრესი" შირაქის ველებზე თაგვის გავრცელებასა და მოსავალის განადგურებასთან?!

დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე უცნაური ჯიშის თაგვი გავრცელდა და ხორბლისა და ქერის მოსავალი მთლიანად გაანადგურა. დედოფლისწყაროელებმა ეს უცნაურობა ხელისუფლებას დააბრალეს, ჩვენი გაკოტრება უნდათ და გვებრძვიანო. როგორც ჩანს, ამ ვარაუდის საწინააღმდეგოდ, ერთი-ორი კვირის თავზე, ახალი სახელისუფლებო ვერსიები გაჩნდა. თურმე 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსებმა შირაქის ველიც დაბომბეს (კომუნისტების დროს, აქ გასაიდუმლოებული სამხედრო აეროპორტი მდებარეობდა), ჩამოყარეს უცნაური არსებები, რომლებიც ორი წლის შემდეგ, ყოვლისმმუსვრელ თაგვებად იქცნენ და კახელების იმედებს, ზამთარში პური მაინც გვექნებაო, ცივი წყალი გადაასხეს.

შემდეგი ვერსია ასეთია: დედოფლისწყაროს ყოფილმა გამგებელმა, რუსეთიდან შემოიტანა რამდენიმე ვაგონი "პრესი", რომელშიც ზემოთ ხსენებული უცნაური ჯიშის თაგვები ისხდნენ. დედოფლისწყაროს ვაგზალზე შემოსული თაგვები როგორ მოხვდნენ შირაქის ველზე, ამ დეტალის დაზუსტებით თავი არავის შეუწუხებია. ჩვენ ბევრი ვეცადეთ, გამგებელყოფილს დავკავშირებოდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ (ამიტომ მის გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ). ალბათ, კარგია, რომ ვერ მოვახერხეთ, რადგან რა პასუხს მივიღებდით ამ აბსურდულ ბრალდებაზე, ძნელი მისახვედრი არ არის. რაც რეალობის ჩარჩოებს არ სცილდება, ის არის, რომ თაგვმა შირაქიდან ალაზნის ველზე გადაინაცვლა და ახლა იქ დაერია მოწეულ მოსავალს. ალაზნის ნაპირებზე, ძირითადად, საზამთროს ბაღებია. როგორც აქაურები ჰყვებიან, ერთი შეხედვით, საზამთრო მოსაწყვეტად მზად არის. მოჰკიდებ ხელს და ნახავ, რომ მიწაზე დადებული მხარე მთლიანად გამოჭმულია. თაგვები არც ბაღჩეული კულტურების განადგურებაზე ამბობენ უარს. რა არის ამ მონათხრობში ჭორი და მართალი, ძნელი გასარკვევია. ფაქტი ერთია, რომ მოსახლეობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა და განადგურებული მოსავლის გამო დახმარება სთხოვა. ამის პასუხად, სამინისტრომ დედოფლისწყაროსა და სიღნაღში სპეციალური ჯგუფი მიავლინა და გლეხებს "დახმარება" შესთავაზა: ერთ კილოგრამ სათესლე ხორბალს ერთ დოლარად შემოგიტანთო, რაც საბაზრო ფასთან შედარებით 50 პროცენტით ნაკლებია. კახელებს ეს შეთავაზება სასაცილოდ არ ეყოთ, ერთ ჰექტარზე სულ ცოტა 300კგ თესლი მაინც არის საჭირო. სამასი დოლარი, ანუ 500 ლარი თუ თესლში გადავიხადეთ, ხარჯებს ყველაზე კარგი მოსავალიც ვერ გაგვისტუმრებსო. კახელები მაინც ელოდებიან, იქნებ ხელისუფლებამ რამე შეღავათი მოიფიქროს და ეს წელიწადი როგორმე გადაგვაგორებინოსო. როგორც ჩანს, ლოდინი დიდხანს არ მოუწევთ, რადგან ხელისუფლებამ განსაკუთრებული "სიურპრიზები" უკვე მოიფიქრა და შესთავაზა კიდეც.

პრეზიდენტის მოულოდნელი "შტუკები" ---> კახეთში ყოველ ოჯახს 1,25 ჰექტარი სახნავი მიწა კერძო საკუთრებაში აქვს გატარებული. ეს მოცულობა თავის სარჩენად ნამდვილად არ არის საკმარისი; მაგრამ ჩვეულებრივ, ოჯახების უმეტესობას მიწები იჯარით აქვთ აღებული. ორი წლის წინ, მათ ამ მიწების გამოყენებისთვის უფლება მიიღეს, თუ თანხის 50 პროცენტს ერთდროულად გადაიხდიდნენ, მეორე ნახევარი ჩამოეწერებოდათ, და ფართობი საკუთრებაში გადაეცემოდათ, ვისაც ერთბაშად შესყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდა, შეეძლო, გადასახადი რამდენიმე წელიწადში დაეფარა. ოჯახების უმეტესობა ამ თანხას ნელ-ნელა ისტუმრებდა და ბოლომდე დაფარავდა კიდეც, რომ არა პრეზიდენტის აგვისტოს განკარგულება.

გიორგი ყოჩიაშვილი: _ ,რაღაცა რომ შეიცვლებოდა, ვხედავდით და ვგრძნობდით, მაგრამ გვეგონა, საპარლამენტო სესიის დაწყებამდე ყველაფერი ძველებურად დარჩებოდა. აგვისტოს დასაწყისში გავიგეთ, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, ახალი ვადები დაგვიწესეს. თუ 9 აგვისტომდე არ დავფარავდით გამოსასყიდ თანხას, 10 აგვისტოდან 20-ჯერ ძვირის გადახდა მოგვიწევდა. ვისაც შესაძლებლობა გვქონდა, სასწრაფოდ ჩავედით თელავში და რეგიონულ სასამართლოში განაცხადი შევიტანეთ, რომ თანახმა ვიყავით დაგვეფარა გამოსასყიდი. ჩვენმა ოპერატიულობამ სასამართლოს თანამშრომლები ძალიან აღაშფოთა. წესიერად არც დაგველაპარაკნენ და გვითხრეს, პასუხს წერილობით გაცნობებთო. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ახლობლებისგან არაოფიციალურად შევიტყვეთ, რომ ჩვენი განაცხადები შემდეგი რიცხვით გაატარეს და, ალბათ, ისევ გაზრდილი თანხის გადახდა მოგვიწევს. დღეს კახეთში ბევრს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასე ერთბაშად ორჯერ გაზრდილი გამოსასყიდი დაფაროს. ამიტომ ძალიან ბევრი იძულებული გახდება, ხელი აიღოს იმ მიწაზე, რომელიც მისთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. როგორც ცნობილია, მოგვიანებით ეს სასოფლო-სამეურნეო მიწები აუქციონზე გავა და ვინც მეტს გადაიხდის, მფლობელიც ის გახდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ასევე იზრდება მიწის გადასახადიც, სულ ცოტა, სამჯერ მაინც. მოიჯარეებს ვადა წლის ბოლომდე აქვთ მიცემული. თუ გაზრდილ ფასს არ გადაიხდიან, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიწები აუქციონზე გავა და გაიყიდება. კახელები იმასაც ჩივიან, რომ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ, ოფიციალურად არაფერი სმენიათ და შემთხვევით ერთმანეთისგან შეიტყვეს ინფორმაცია. ეს ამბავიც მთავრობამ როგორც შეეძლო, გაასაიდუმლოვა და ამანაც კიდევ დამატებითი ეჭვი გაუჩინა მიწის პოტენციურ მეპატრონეებს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, "თაგვების სკანდალსაც" და ზემოთ მოყოლილ სხვა ამბებსაც ერთი ქვეტექსტი აქვს: კახელები ხედავენ და ხვდებიან, რომ ყველაფერი მათ წინააღმდეგ მუშაობს. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ხელი ააღებინოს და მათი ერთადერთი მარჩენალი აუქციონზე გაიტანოს. ვინ იქნება მყიდველი, ძნელი გამოსაცნობი და მისახვედრი არ არის. ამის შესახებაც კახეთში უამრავი ჭორი დადის.

P. S. ცნობისათვის, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში დასაქმებულ მილიონ 600 ათასი კაციდან, მილიონ 20 ათასი სოფლის სექტორზე მოდის. ისინი მიწაზე თვითდასაქმებული ხალხია. ფაქტობრივად, ისინი ხელისუფლებას პირს წმენდენ, რადგან რომ არა მათ მიერ მიწიდან მიღებული შემოსავალი, ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა ოფიციალურად 50 პროცენტზე მეტი იქნებოდა. გაისად, ალბათ, ასეც იქნება, რადგან ხელისუფლება სწორედ ამ ხალხს ართმევს მიწას, შესაბამისად, თავის რჩენის შესაძლებლობას.
მანანა გეგიძე
სპეციალურად "საერთო გაზეთისთვის"

Комментариев нет:

Отправить комментарий

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы