четверг, 30 сентября 2010 г.

თუშური ვოიაჟები, პირადული ფოტოები, ხინკლის ფესტივალი და....

EXCLUSIVE

გინახავთ ოდესმე დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი შინაურულ გარემოში, ამგვარ ფორმაში?... დამეთანხმებით - არა!... მეტად საინტერესო ფოტოები მიაწოდეს "ქიზიყს"... სურათები, რომელიც ხელში მოულოდნელად ჩაგვივარდა, თუშეთში, ხინკლის ფესტივალზეა გადაღებული. მაგალითად, პირველ ფოტოზე ლევან ბაღაშვილი სავარაუდოდ, ხინკლის მირთმევის შემდეგ უნდა იღოს გადაღებული. ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ მშვენიერ ხასიათზე ჩანს და დროს ატარებენ...

მის გვერდით კი ბაღაშვილის პირადი მძღოლი ბესიკ სეფიაშვილი გახლავთ... თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ, პირადად მე, ბაღაშვილის ასეთი "შინაურული" ფოტო არ მინახავს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, მისი თქვენთვის ჩვენებაც საინტერესო იქნებოდა... ბოლოსდაბოლოს ბაღაშვილი დედოფლისწყაროს პირველი პირია და მის შესახებ ყველას ყველაფერი აინტერესებს...

"ქიზიყი" მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა უყოყმანოდ აქვეყნებს ამ ფოტო-მასალას. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბაღაშვილი კვლავაც დასაქორწინებელია... ამდენად, მისი ფიგურა მკითხველისთვის ორმაგად უფრო საინტერესო ხდება... ვინ იცის, იქნებ ბაღაშვილის არაოფიციალური და არასაქმიან გარემოში გადაღებული სურატების ხილვისას ვინმემ საკრებულოს თავმჯდომარეს ოდნავ უფრო სხვა თვალით შეხედოს და...

ეჭვი მაქვს სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ხელმძღვანელობას ბაღაშვილის ქორწილში არ დაპატიჟებენ, მაგრამ, არა უშავს... მთავარია რაღაცით ხელი მაინც შევუწყოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ და მკითხველისთვის მისი სხვადასხვა კუთხით წარმოჩენა შევძლოთ... დანარჩენს მოსახლეობა თავად გადაწყვეტს...

გავაგრძელოთ... თუშეთი, დართლო - ხინკლის ფესტივალი. მეორე სურათზე, მარჯვნივ განცალკევებით გელა თეთრაული დგას... იმ დროისთვის გამგებლის პირველი მოადგილე. ხომ იცით, თეთრაული განსაკუთრებულია და ამიტომაც დადგა ყველასგან მოშორებით... გვერდიდან შესცქერის მოვლენებს... უფრო სწორად, თანაგუნდელების ფოტოკამერასთან პოზირებას თვალყურს ადევნებს... დოინჯი კი დაურტყამს და... თქვენ რაც გნებავთ, ის იფიქრეთ...

ალბათ იცანით, შემდეგი ლევან ბაღაშვილია, მას მაშინდელი აპარატის უფროსი ალექსანდრე ალუღიშვილი მოსდევს. ალუღიშვილს დავით აღმაშენებლად წოდებული, გამგეობის ინფრასტრუქტურის უსტაბაში, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ჯიბღაშვილი უმშვენებს მხარს... ბოლოს კი შინდისფერი მაისურით, ბაღაშვილის მძღოლი ბესიკ სეფიაშვილია აღბეჭდილი... მეექვსე პიროვნება, ანუ ამ შემთხვევაში გამგეობის მაღალჩინოსნების "ფოტოგრაფი" ვინ იყო, ან ისიც დედოფლისწყაროდან იყო თუ არა თუშური ხინკლით დართლოში გასაძღომად წასული - ამას სამწუხაროდ ვერ გეტყვით...

თუმცა, მეტად საინტერესო ფაქტს გადავაწყდით მესამე ფოტოში. ეს ფოტო ყველაზე ბოლოს მოგვაწოდეს. ისიც დაახლოებით იგივე შინაარსისაა და იგივე ფონი იშლება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ აქ ალექსანდრე ალუღიშვილი აღარ ფიგურირებს. ეს კი იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ მესამე ფოტო ალუღიშვილმა პირადად გადაიღო...

ალუღიშვილის მიერ ფოტოს გადაღებით შეგვიძლია სავარაუდოდ, წინა შემთხვევებში ფოტოების ავტორი დავადგინოთ... "ქიზიყის" ვარაუდით, დანარჩენი სურათები იმ გოგონას უნდა გადაეღო, რომელიც ლევან ბაღაშვილსა და დავით ჯიბღაშვილს შუა ჩამდგარა...

სამწუხაროდ, ამ ქალბატონის ვინაობა "ქიზიყმა" ვერ დაადგინა. რაკი ფოტო ოდნავ შორიდანაა გადაღებული და ვერც ხარისხით დაიკვეხნის, ერთადერთი მანდილოსნის ამოცნობაც ამ მიზეზით ვერ მოვახერხეთ... ჩვენთვის უცნობი დარჩა, ეს დედოფლისწყაროდან წაყვანილი რომელიმე მათი კოლეგა გახლავთ, თუ ადგილზე გაცნობილი სტუმართაგანი... ჭეშმარიტებასთან ახლოსაა ის აზრი, რომ ის ვინც მეორე ფოტოს კადრს უკან იმალება, მესამე სურათში გამოჩენილიყო...

ამგვარად, ვფიქრობ, ძალზე საინტერესოდ ჩაუვლია ბაღაშვილი-აღუღიშვილი-თეთრაული-ჯიბღაშვილის თუშურ ვოიაჟებს...

ღვინო, დუდუკი, ქალები-ს რა მოგახსენოთ, მაგრამ საოცარი სანახაობა, ხინკალი და ქალბატონი, რომ იყო - ეს ჩვენს მიერ მოპოვებულ ფოტოებზეც ნათლად ჩანს... არც ის გამოეპარება დამთვალიერებელს, რომ ბაღაშვილი და მისი ქვეშევრდომებიც საუკეთესო ხასიათზე არიან... ახლა, ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რამდენად შეზარხოშებულნი არიან დედოფლისწყაროს მმართველები, ანდა რამდენი ჭიქა აქვთ მირთმეული, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დღე საინტერესოდ აღბეჭდილა მათ ცხოვრებაში... /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი

* * *
დედოფლისწყაროს ყველა შესასვლელ-გასასვლელს პოლიცია აკონტროლებს


დედოფლისწყაროს რაიონში ყველა შესასვლელ გზას პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" პოლიციის რაიონულ სამმართველოში განუცხადეს.

ვარაუდობდნენ, რომ მოზარდი შესაძლოა მტაცებლებს დაეგლიჯა, თუმცა ის ჯერ შირაქის ველებზე შემდეგ კი სოფელ ჯაფარიძესთან შენიშნეს. შესაძლოა, მისი გაუჩინარება პროტესტით და ოჯახთან კონფლიქტით იყოს გამოწვეული. პოლიციის დამატებით ჯგუფებთან ერთად საძიებო სამუშაოებში დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველო და სიღნაღის პოლიციაც ჩაერთო, თუმცა უკვე 4 დღეა წიკლაურის ძებნა უშედეგოდ გრძელდება.

როგორც პოლიციაში "ქიზიყს" განუცხადეს, იმისათვის რომ მოზარდმა რაიონის ტერიტორია არ დატოვოს, სამართალდამცველები ყველა გასასვლელს აკონტროლებენ. /ქიზიყი/
* * *
წიკლაურის ძებნაში სასაზღვრო სამმართველო და სიღნაღის პოლიციაც ჩაერთო


კვლავ არაფერია ცნობილი სოფელ არხილოსკალოში დაკარგული 14 წლის ვასილ წიკლაურის ადგილსამყოფელის და მისი მდგომარეობის შესახებ. საძიებო სამუშაოებში სიღნაღის პოლიციის სამმართველო და დედოფლისწყაროს სასაზღვრო პოლიციაც ჩაერთო.

უკვე 4 დღეა დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს დამატებითი ჯგუფებიც მთლიანად საზღვრისპირა სოფლებში მოზარდის მოსაძებნად არიან გადასროლილნი. ძიების პროცესს დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი გელა ბუნტური ადგილზე პირადად აკონტროლებს. გავრცელებული ვერსიის თანახმად, შესაძლოა მოზარდის გაუჩინარება ოჯახში არსებულ უთანხმოებებს უკავშირდებოდეს, თუმცა წიკლაურები კონფლიქტს უარყოფენ.

დაკარგულის დედა თეო ჩოხელი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მოზარდი თოფის ყიდვას ითხოვდა, ნადირობა უყვარდა და ძაღლსაც ამიტომ წვრთნიდა. მისი თქმით, ოჯახს თოფის შესაძენი თანხა არ გააჩნდა. დედა ამბობს, რომ ვასიკო ნაწყენი არ იყო და სახლიდან ჩვეულებრივ გავიდა, ძაღლი დაბრუნდა, თუმცა მოზარდი კვლავ დაკარგულია. /ქიზიყი/

среда, 29 сентября 2010 г.

ნაციონალური "ფანდარასტობა" და პასკვილები მიშიკო ბიკაშვილს, ლევანა ბაღაშვილს და ანა ბენაშვილს...

გავიგე, საჯარო სამსახურში დასაქმება თუ გინდა – მიშა ბიკაშვილი უნდა ნახო და ეგ ამბავიც მოგვარდებაო... ხომ იცით, ეს ის დედოფლისწყაროსდიპლომიანი ბიკაშვილია ერთ დღეს კონსერვატორების ლიდერი რომ იყო, მეორე დღეს კი დედოფლისწყაროს ნაციონალური საკრებულოს იურისტი...
ჰოდა, რაკი ასეა, გადავწყვიტე მეც მას მივმართო... ვინ იცის, ეგება მიშიკოს წყალობით მეც გამოვკრა რაიმე სარფიან სავარძელს ხელი...

მიშა, ძმაო... მიდი, თუ ღმერთი გწამს, ემანდ სადმე ჩემზეც ჩააგდე ერთი-ორი "სმეშნოი" სიტყვა (შენებურად) რააა... იმედი მაქვს, არ დამზარდები... არ მინდა ვიფიქრო, რომ თამილა გურაშვილისთვის ნათქვამი სიტყვები: „მოდი, ჟურნალისტიკას შეეშვი... ეგ „პაპკა“ მარტყოფლიშვილს მიაგდე და მერე სადაც საჭიროა შენზე სიტყვას მე ჩავაგდებ და მოგხედავთ!“-ო ფუჭი და წყლის ნაყვა არ იყო...

ისე, მაგრად მიმუშავიაო სწორედ შენ უნდა თქვა... ნაციონალურ გუნდში გადასვლის პირველივე დღეებში თუ იმას ტრაბახობ "სიტყვის ჩაგდება დასაქმება და ადამიანების მიხედვა შემიძლიაო" – წარმოგვიდგენია ორიოდ თვეში რამხელა გავლენას მოიპოვებ... თვით ბაღაშვილის ადგილის პრეტენზიაც შეიძლება გაგიჩნდეს ორიოდ დღეში... არც ეს იქნება გასაკვირი და მოულოდნელი... აბა შენ იცი, ასე გააგრძელე...

კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, რომ წინ დაჯექი და უფრო მალე ჩახვალ... თან ზურგს ბაღაშვილი თუ გიმაგრებს, სულიერი ვერ შეგაფერხებს ამქვეყნად და შენებურად შეუბერეეე...

ჰო, მართლა... კარგი ვაკანსიები რომ გამოჩნდება ემანდ სადმე, მეც გამითვალისწინე და არ დაგავიწყდე... სიმართლე უნდა ითქვას, ერთი მინუსი მაქვს... სახლში თსუ-ს დიპლომი მიდევს და არ ვიცი ეს განათლება რამდენად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს... მართალია, დედოფლისწყაროს კოლეჯთან თსუ ვერ მოვა, მაგრამ იქნებ ეს ერთი ხარვეზი მომიტევოთ... მთავარია, რომ უმაღლესი განათლება მაქვს... დანარჩენი კი როგორც ამბობ-ხოლმე "სიტყვა ჩააგდე და მომხედეთ"... არც მე დაგრჩებით ვალში, ჩავუსხდეთ სადმე მე, შენ, ლევანა ბაღაშვილი და თუ გინდ თქვენი ნაზირ-ვეზირებიც მოვიწვიოთ და ერთი ხოშიანი "ტაშფანდური" მოვაწყოთ... ოღონდ ძმური რჩევა მექნება, თქვენ ბევრს ნუ დალევთ, თორემ ვინ იცის, მერე ალკოჰოლმა გონება ისე დაგიბინდოთ, რომ რაღაც ისეთი წამოგცდეთ, საჯარო სამსახურში მყოფებს რომ არ ეკადრებათ...

ისე, დამეთანხმებით, ჩვენი საკრებულოს თავმჯდომრის ლევან ბაღაშვილის პოზიციაც საინტერესო იქნებოდა... გამოუცდელობით რომ მოსდით და რაღაცეები თავში უვარდებათ, ესეც გასაგებია, მაგრამ მაინც უზომოდ საინტერესოა, რას ფიქრობს ლევან ბატონი ბიკაშვილის ამგვარ გამოვლინებებზე?... ბატონო ლევან, ასეთი რა გავლენის სადავეები უბოძეთ ექს-კონსერვატორ ბიკაშვილს, რომ პირველივე დღეებში მამალ ბუზს ცხვირზე არ ისვამს?... ვაჟკაცურად, იქნებ გულწრფელად გვითხრათ, ასეთი რა საქმე გაგიკეთათ მიშიკო ბიკაშვილმა რომ ყველაფერი ასე დაგვირგვინდა?...

არა, ჩვენ კი ყველაფერი მშვენივრად ვიცით, მაგრამ, უბრალოდ გვაინტერესებს რამდენად თამამად იტყვით და გვინდა ეს ყველაფერი თქვენი პირით გავიგონოთ, თორემ... ისედაც ყველასთვის ყველაფერი ნათელია...

თქვენი ნაციონალური ფანდარასტობა უკვე სასაცილოა და მეტი არაფერი... ნუთუ იმდენსაც ვერ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი კომიკურ სახეს იღებს... რა გაგიკვირდათ, ეხლა გაიცანით ეს ნაციონალები თუ რაა... საერთო სენი გვჭირს, "ნაციონალური"...

ნორმალურ რაიონში ამ ფაქტებზე პრეს-სამსახური უნდა ავრცელებდეს სპეციალურ განცხადებას და განმარტებებს აკეთებდეს, მაგრამ ვინაა განმკითხავი?... დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი კვლავაც დასვენების რეჟიმშია დარჩენილი... "ღმერთმანი, ბენაშვილს სულ დასვენების დღეები არ აქვსო" - აქვე შემედავებოდნენ ჩემი კოლეგები და მართლებიც იქნებიან... ხმის ამოსაღები არაფერი მექნება... შვებულება იქით იყოს და დედოფლისწყაროში არც დანარჩენ დღეებში გამოირჩეოდა როდესმე ეს სფერო აქტიურობით, ასე რომ აგვისტო და შვებულება აქ არაფერ შუაშია... არც ხელმძღვანელობა ითხოვს მისგან ამგვარ აქტიურობას, ჰოდა, გასდით და გაჰყავთ-ო, ნათქვამია!...

გულწრფელად გითხრათ, გასაკვირიც არაფერია, სიღნაღის თვითმმართველობის მედიასთან ურთიერთობის მოგვარებაზე 4 კაცია დასაქმებული, ახმეტის გამგებელს 6 პრეს-მდივანი ჰყავს... დედოფლისწყაროში კი ეს საქმე ერთადერთ და განუმეორებელ ანა ბენაშვილს აქვს მინდობილი...

მერედა, ხომ იცით, ბენაშვილი ისეთი ენერგიით აგვარებს პრესასთან ურთიერთობის და პიარ-საკითხებს, რომ ბაღაშვილ-შანშიაშვილისთვის ერთი ანა ბენაშვილი იმ ექვს კაცს უდრის და ცოტა ზედმეტიც არის... აკი შედეგიც სახეზეა...
დედოფლისწყაროში საოცრად მოგვარებულია მაღალჩინოსნების მედიასთან ურთიერთობის საკითხები, არც სკამზე წამომსხდარი ჩინოსნები უშვებენ შეცდომებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან და ვართ ასე "შეხმატკბილებულად"...

არც არავის აღელვებს, ვინ დაუშვებს შეცდომას და ვინ დაასხამს დედოფლისწყაროს თვითმმართველობის იმიჯს თავზე ლაფს... არაუშავს, სადაც თქვენი დაიკვეხოთ, იქ ჩვენიცა თქვით!... თქვენს იმიჯს აზარალებს ეს ყოველივე, თორემ აკი სააკაშვილმაც ახსენა "მახათი"...

ემანდ დედოფლისწყაროს საკრებულოსა და გამგეობაში ზოგიერთებს საქმე თუ არა აქვთ და "ქიზიყის" საქმიანობაში ერთ ადგილს უადგილოდ ჰყოფენ, დააჭერინეთ ბატონო ხელში ვეებერთელა მახათი და ეგება როგორმე დამშვიდდნენ... /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი

* * *

,,კომპიუტერი დღეში ერთ ლარად” თითქმის ორი მილიონი ადამიანისთვის ხელმიუწვდომელია"


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, კომპიუტერი დღეში ერთ ლარად, მოსახლეობის თითქმის ნახევარისთვის ოცნებად რჩება. აღნიშნულის მიზეზი საქართველოს მოსახლეობის ბანკებთან გაფუჭებული ურთიერთოებებია.
დღეისათვის "კრედიტინფოს საქართველოს" მონაცემთა ბაზაში 1 მლნ. 900 ათასი ადამიანია შეყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები კომერცული ბანკების "შავ სიაში" არიან და ისინი 5 წლის განმავლობაში ბანკთან ურთიერთობაში გარკვეულწილად შეზღუდულნი იქნებიან.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს 2 მილიონამდე ადამიანი სწორედ იმ ასაკშია, როცა კომპიუტერი მნიშვნელოვანი გამოყენების საგანს წარმოადგენს, სავარაუდოდ, მთავრობის ინიციატივა ჰაერში გამოკიდებული დარჩება, ისევე როგორ დასაქმების პოროგრამა, იაფი კრედიტი, იაფი დაზღვევა და სხვა უმარავი "იაფი ინიციატივა". მთავრობას რომ აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული არ ჰქონდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ისინი საქმის კურსში არ არიან, გასცემენ თუ არა ბანკები "შავ სიაში" მყოფ კლიენტებზე მიზნობრივ სესხს.
მართალია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინიციატივის გაჟერებისას აღნიშნა, ინიციატივაში ბანკებიც ჩაერთვებიანო, მაგრამ განათლების მინისტრი ამ მხრივ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.
"გაიცემა თუ არა განვადებით კომპიუტერები ბანკების "შავ სიაში" მყოფ ადამიანებზე, ეს თავად ბანკების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული", _ განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
ამ დროისთვის დუმილის უფლებას იტოვებენ თავად კომერციული ბანკები, რადგანაც ჯეჯერობით სახელმწიფოს კომპიუტერების მომწოდებელ კომპანიასთან "ინტელთან" ხელშეკრულება არ გაუფორმებია და შესაბამისად არც პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკებია გამოვლენილი.
ასეთ პირობებში მთავრობის ინიციატივა "იფფასიანი ტრიუკს" ემსგავსება, რადგან საქართველოში დღეს რამდენიმე კომპიუტერული ფირმა ბანკებთან შეთახმებით (განვადების სისტემით) თითქმის იმავე და უფრო დაბალ ფასებშიც კი გასცემს სესხებს.
ვითარების პოზიტიური შემობრუნება სახელმწიფოს კომერციულ ბანკებზე ზედწოლით შეუძლია, ან იგივე სამთავრობო გარანტიით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ახალი სახელმწიფო პროგრამის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
"განათლების სამინისტრომ "ინტელთან" მოლაპარაკებები დაასრულა. ამ მოლაპარაკებების შედეგად, რამოდენიმე კვირაში ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას დღეში 1 ლარად, განვადების პრინციპით, "ინტელის" მიერ წარმოებული კომპიუტერის ყიდვა შეეძლება.
ეს არ არის პირველადი პროექტი, 90-იანი წლების ბოლოს აღმოსავლეთ ევროპაში რამოდენიმე კომპანიას (ამგვარი პროექტი) უკვე განხორციელებული აქვს, რაც საკმაოდ წარმატებული იყო.
პირველი ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობას კომპიუტერის დღეში 1 ლარად 2 წლიანი განვადებით შეძენა და გამოყენება შეეძლება"- განაცხადა მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
დაკარგული მოზარდის ძებნაში მთელი სოფელი ჩაერთო

კვლავაც უშედეგოდ გრძელდება რამდენიმე დღის წინ საზღვრისპირა სოფელ არხილოსკალოში სახლიდან დაკარგული 14 წლის ვასილ წიკლაურის საძიებო სამუშაოები. მოზარდი შინიდან ძაღლის დასაგეშად გავიდა და აღარ დაბრუნებულა. წიკლაურის ძებნის პროცესში მთელი სოფლის მოსახლეობა არის ჩართული, მობილიზებულია სამართალდამცველების დამატებითი ჯგუფები. შემთხვევის ადგილზე იმყოფება შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსი გიორგი ბუნტურიც. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მოზარდის კვალი უკანასკნელად შირაქის ველებზე შენიშნეს, რომელიც თანასოფლელ ბიჭს უნახავს. ბიჭი ამბობს, რომ წიკლაური გონებაარეული იყო... მომხდარზე დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სამართალდამცველები ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ამბობენ, რომ ძებნა აქტიურად გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია გარკვეული. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
დიაბეტით დაავადებული ოჯახი სოც-სააგენტოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს


ქალაქ დედოფლისწყაროში სტალინის ქუჩაზე მცხოვრები 62 წლის ლედი ჯანაშვილი და მისი ვაჟი, 43 წლის ზაზა ჯანაშვილი უკვე მერამდენე წელია დიაბეტით არიან ავად და ინსულინს მოიხმარენ... ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს, შიმშილს კი თავი სოციალური დახმარების წყალობით დააღწიეს.

როგორც ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყს“ ოჯახის დიასახლისმა ლედი ჯანაშვილმა განუცხადა, სულ ახლახან სახელმწიფომ ამ ოჯახს მარჩენალი სოც-დახმარება შეუწყვიტა, რის გამოც მათი ბედი გაურკვეველი დარჩა. ინსულინდამოკიდებული ქალბატონი ამბობს, რომ ოჯახის ვითარება გაცილებით უკან წავიდა, სოციალური აგენტების შემოწმების შემდეგ კი ზედმეტად მაღალი ქულები მიიღეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ჯანაშვილები საარსებო შემწეობას ვეღარ მიიღებენ: „დახმარება შეგვიწყვიტეს, შვილო... არ ვიცი ახლა რა გვეშველება... ლუკმას ამით ვჭამდით და ახლა პური რით უნდა ვიყიდოთ, ესეც გაურკვეველია. ამ ქულების მიხედვით გამოდის, რომ თითქოს ჩვენი ოჯახის მდგომარეობა გამოსწორდა, რაც სასაცილოა. სინამდვილეში საქმე უკან წავიდა. ასე მასხრად აგდება როგორ შეიძლება?...“ - აცხადებს ლედი ჯანაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს არაობიექტურ მუშაობაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ნატროშვილი გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში ქულები უსამართლოდ ნაწილდება, თუმცა ამ ყველაფერს ნატროშვილი „კომპიუტერის თავისებურებით“ ხსნის: „ბევრს არ ეკუთვნის, მაგრამ ისეთი ქულა მოსდით, დახმარება მაინც ენიშნებათ, ვისაც ეკუთვნით, მათ კი შეუწყდებათ ხოლმე... ეს ჩვენი ბრალი არ არის... კომპიუტერი ასე აფიქსირებს...“ - აცხადებს ნატროშვილი. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

არხილოსკალოში მესამე დღეა 14 წლის ბიჭს უშედეგოდ ეძებენ


დედოფლისწყაროს რაიონში, აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფელ არხილოსკალოს მაცხოვრებლები სოფლის მკვიდრ არასრულწლოვან ბიჭს, 14 წლის ვასილ წიკლაურს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც წიკლაურებმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, მოზარდი შაბათს სახლიდან ძაღლის დასაგეშად გავიდა და მესამე დღეა არსად გამოჩენილა. სოფელში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა არასრულწლოვანი ტყეში მგლებმა დაკბინეს.
შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, რომ მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე - მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, საზღვრისპირა სოფელ არხილოსკალოში პოლიციის დამატებითი ჯგუფებია მობილიზებული, მოზარდის ძებნა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *


წარმატებულმა ქირურგმა ეკლესიას დედოფლისწყაროს ცენტრში ბინა აჩუქა


წარმოშობით დედოფლისწყაროელმა წარმატებულმა ქირურგმა გიორგი ტოკლიკიშვილმა, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოღვაწეობს ქალაქ დედოფლისწყაროში, სტალინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ერთოთახიანი ბინა ეკლესიას საჩუქრად გადასცა.

ინფორმაცია ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზ ლომსაძემაც დაადასტურა. თუმცა, მამა ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ ტოკლიკიშვილმა ბინა არა ეკლესიას, არამედ - პირადად მას უსახსოვრა.

"მართალია, ეს ბინა ტოკლიკიშვილმა საჩუქრად გადმოგვცა... ეს დასაწერი თემა არ არის... პირადად მე მაჩუქა და არა დედოფლისწყაროს ეკლესიას... სტუმრები რომ ჩამოგვდიან ხოლმე საჭიროებისთვის ვიყენებთ და გვჭირდებოდა. ეს შიდა სამზარეულოა" - განუცხადა გაზეთ "ქიზიყს" მამა ნიკოლოზმა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 2/3 აზერბაიჯანულ მხარესთან უკვე შეთანხმებულია

აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორი მესამედი აზერბაიჯანულ მხარესთან უკვე შეთანხმებულია. ამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, "სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელზეც ძირითადად ტექნიკური საკითხები განიხილება". "დელიმიტაციის ფარგლებში სახელმწიფო საზღვრის ორ მესამედზე კონსენსუსი უკვე მიღწეულია, დარჩა მხოლოდ ერთი მესამედი, რომელზეც მუშაობა როგორც ექსპერტების, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გაგრძელდება", - განმარტა კალანდაძემ.


შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ბალაქენის რაიონში საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფოთაშორისი კომისიის მორიგი სხდომა რამდენიმე დღის წინ გაიმართა. საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის ნამიკ ალიევის ინფორმაციით, მხარეები სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთების შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ.

კითხვაზე, მიღწეულია თუ არა სადღეისოდ რაიმე კონკრეტული შედეგები დელემიტაციის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ირგლივ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ალიევმა განაცხადა, რომ "ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ ჩანს და მსგავსი შეხვედრები სწორედ სადავო საკითხებში მხარეთა პოზიციების დაახლოების მიზნით იმართება". მისივე მონაცემებით, კომისიამ, რომელიც 1996 წლიდან მოქმედებს, 480 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლიდან დღემდე 300 კმ-იანი მონაკვეთის შეთანხმება შესძლო და ამ დროისთვის გრძელდება სამუშაოები დარჩენილი 180 კმ-ის შესათანხმებლად. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი თბილისიდან
* * *

პროვოკატორები, მთავრობის მხარდამჭერები და ჟურნალისტების "კეთილისმსურველები"...


,,ბევრ სიახლეს ვკითხულობთ, მაგრამ ეს ყველაფერი პროვოკაციაა.. ილია როგორ შეიძლება ხედავდე მარტო ცუდს და კარგს არაფერს“... - ამგვარი შინაარსის კომენტარი ვინმე „ჯონი“-მ „ქიზიყის“ პორტალზე 26 სექტემბერს დატოვა. ბატონო ჯონი, ვფიქრობთ, თუ აღქმის პრობლემა არ გაქვთ, დამოუკიდებლადაც უნდა შეგემჩნიათ, რომ „ქიზიყი“ კარგსაც წერს და ცუდსაც... სამწუხაროა, ამისი ახსნა რომ გვიწევს...

შეგახსენებთ, გამგეობის ბიუჯეტიდან არ ვფინანსდებით და, დიდი ბოდიში, თუ დღედაღამ ბაღაშვილი-შანშიაშვილის საქმიანობაზე ტაშფანდურა სტატიებს არ ვწერთ... არც გვევალება და ალბათ, არც ის იქნებოდა კარგი, დღედაღამ ლაქიებივით მთავრობის საქებარი სტატიები გვეწერა... ვეჭვობ, „ქიზიყი“ ყურადღებით არც ბოლო დღეებში დაგითვალიერებიათ, თორემ მეტი დაკვირვებით რომ წაგეკითხათ, უთუოდ აღმოაჩენდით, რომ ბოლო დღეების მანძილზე, სულ მცირე, 10-ზე მეტი კარგი სტატია გამოქვეყნდა. სულაც არ გვევალებოდა, ამისთვის დედოფლისწყაროს გამგეობას არც ფინანსები გამოუყვია, თუმცა, ჩვენ როგორც დამოუკიდებელმა გამოცემამ ეს ყველაფერი საკუთარი ხარჯებით მოვამზადეთ და გავავრცელეთ...


რაკი დამოუკიდებლად ვერ ამჩნევთ, ნება გვიბოძეთ, შეგახსენოთ:

1) „ნიკო ფიროსმანაშვილის სიმბოლური საფლავი მთაწმინდაზე მოეწყობა“;
2) ,,ვაშლოვანის ალესილების ნახვისას თავი აფრიკის შუაგულში გვეგონა";
3) „საზღვრის გარკვეული მონაკვეთების შესათანხმებლად მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს“;
4) „კახეთში პოლიციის 5 ახალი შენობა იხსნება“;
5) „მდინარის კალაპოტის ცვლილებით ჯუმასყურის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს“;
6) „მოცეკვავეები ფესტივალზე წარმატებით გამოვიდნენ“;
7) „ფიროსმანის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს“;
8) „დედოფლისწყაროში დამსახურებულ ადამიანებს პროფკავშირები დააჯილდოვებს“;
9) „მირზაანის გაუქმებულ სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა“;
10) „ვაშლოვანის ნაკრძალში კიდევ 20 ჯეირანს გაუშვებენ“

საკმარისია, თუ კიდევ გავაგრძელოთ?...
ეს იმ სტატიების სულ მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე გამოქვეყნდა. არადა გვიკიჟინებთ კარგს ვერ ხედავთო... მირზაანში ნიკალას მუზეუმს რომ რეაბილიტაცია უკეთდება ეს შევნიშნეთ, გაუქმებული სკოლა რომ აღდგა ისეც... ყველაფერსაც ვამჩნევთ, მაგრამ, მოდით, პირდაპირ თქვით, თქვენ ის გაღიზიანებთ, რომ ჩვენ რაც ზოგიერთებს არ უნდა იმასაც ვხედავთ და ისეთ საკითხებსაც ვაქვეყნებთ, რომელიც ბევრს არ სიამოვნებს... რას ვიზამთ, ჟურნალისტიკა სწორედ ესაა და არა ხელისუფლებისთვის პიარის კეთება... მითუფრო, რომ ბიუჯეტიდან არ ვფინანსდებით...

გაზეთი „შირაქი“ კარგ სტატიებს თუ წერს, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 20 000 ლარი ერიცხებათ, თორემ როგორ გგონიათ, ლევანა ბაღაშვილისა და ნუკრი შანშიაშვილის ლამაზი თვალების გულისთვის კი არ წერენ მათ საქებარ-სადიდებელ სტატიებს... ჟურნალისტიკა უფრო სხვა რამეს გულისხმობს... იმაში მაინც ნუ შეგვედავებით, რაც ვიცით!... ასე, რომ პროვოკაციაზე თქვენ უფრო მოდიხართ... აბა, დაუკვირდით...


პატივისცემით:
ილია მარტყოფლიშვილი
„ქიზიყის“ რედაქტორი.

* * *

ლეიბორისტები დედოფლისწყაროს სოც-სააგენტოსთან აქციებს გამართავენ


ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს კოორდინატორი ბესიკ ცისკარაული დედოფლისწყაროში სოციალური დახმარებების მასობრივი შეწყვეტით დაინტერესდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს ფილიალის ხელმძღვანელს ზურაბ ნატროშვილს შეხვდა, ახსნა-განმარტებები მოსთხოვა და აქციების შესახებ გააფრთხილა.

ცისკარაულმა მომხდარი დაგმო და გაზეთ "ქიზიყთან" საუბრისას დასძინა, რომ დღიურად დასაქმების გამო სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებები არ უნდა უწყდებოდეთ: "სამარცხვინო ფაქტი მოხდა, როცა ორი-სამი დღით სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებს სააგენტომ საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. აქ ვითარების გასარკვევად მოვედით. ლეიბორისტული პარტია ასეთ ადამიანებს, რომელთა რიცხვი 100-ს აღემატება გვერდით დაუდგება და მომავალ კვირას საპროტესტო აქციებს დავიწყებთ." - განაცხადა ბესიკ ცისკარაულმა.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ლეიბორისტები დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან საპროტესტო აქციის გამართვას, სავარაუდოდ, 29-30 სექტემბრისთვის გეგმავენ, რომელშიც ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად თბილისიდან ლეიბორისტული პარტიის ზოგიერთი სახეც მიიღებს მონაწილეობას. ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალურმა სამსახურმა ამ ოჯახებს დახმარება ფინანსთა სამინისტროს სიების საფუძველზე შეუწყვიტა და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მათი რიცხვი ამ დღეებში შესაძლოა 400-მდე გაიზარდოს" - აცხადებს დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ნატროშვილი. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *


საზღვრის გარკვეული მონაკვეთების შესათანხმებლად მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს


დედოფლისწყაროს რაიონში მწვავედ დგას აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთის დაზუსტების საკითხი. იმის გამო, რომ ორ ქვეყანას შორის გამყოფ ზოლს დედოფლისწყაროს მონაკვეთში მხოლოდ მდინარე ალაზანი ქმნის ცალკეული ტერიტორიები დაკარგვის საფრთხის წინაშე ხშირად დგება.

ხშირია მდინარის კალაპოტის ხელოვნური ცვლილების ფაქტებიც. ექსპერტები და დედოფლისწყაროს ინტელიგენციის წარმომადგენლები საზღვრის დემარკაციას და სასაზღვრო ზოლის დაკონკრეტების აუცილებლობას ხედავენ. დედოფლისწყაროში, ბევრ მონაკვეთში ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, კონკრეტულად სად გადის საქართველო-აზერბაიჯნის საზღვარი. გაირკვა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

როგორც ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყს“ აცნობეს, აზერბაიჯანის ბალაქენის რაიონში საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფოთაშორისი კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. 2-დღიან სხდომაში მონაწილეობის მისაღებად უკვე გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, რომელიც კომისიის ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა. შეხვედრას მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ხალაფ ხალაფოვიც ესწრება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და სხვა დეტალები მოგვიანებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფოთაშორისი კომისიის სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს, 23 სექტემბერს"1news.az"-მა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის ნამიკ ალიევის ინფორმაციაზე დაყრდნობისთ გაავრცელა. მისი ინფორმაცით, მხარეები სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთების შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. კითხვაზე, მიღწეულია თუ არა სადღეისოდ რაიმე კონკრეტული შედეგები დელემიტაციის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ირგლივ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ალიევმა განაცხადა, რომ "ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ ჩანს და მსგავსი შეხვედრები სწორედ სადავო საკითხებში მხარეთა პოზიციების დაახლოების მიზნით იმართება". მისივე მონაცემებით, კომისიამ, რომელიც 1996 წლიდან მოქმედებს, 480 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლიდან დღემდე 300 კმ-იანი მონაკვეთის შეთანხმება შესძლო და ამ დროისთვის გრძელდება სამუშაოები დარჩენილი 180 კმ-ის შესათანხმებლად. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
გამგეობის მიერ დღიურად დასაქმებულ 150-მდე მუშას სოც-დახმარება მასობრივად შეუწყდა

ინციდენტი მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს ფილიალში. ათეულობით სოციალურად დაუცველი მოქალაქე შემწეობის შეწყვეტას სააგენტოს ოფისში აპროტესტებდა. რამდენიმე მათგანი შეხლა-შემოხლისა და კამათის დროს შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს გამგეობის მიერ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დღიურად დასაქმებული მუშების დიდ ნაწილს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილი საარსებო შემწეობა სწორედ დღიური ხელფასის გამო გაუუქმეს: ,,ოჯახები შიმშილით რომ არ დაგვეხოცოს, ფიზიკურ სამუშაოებზე გავედით. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ორი-სამი დღის ნამუშევარი ხელფასი კომპიუტერმა დააფიქსირა და სოციალურმა სააგენტომ დახმარება ამიტომ შეგვიწყვიტა“. - აღშფოთებას ვერ ფარავენ დედოფლისწყაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველები.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილს შპს „ტექნოსერვისი-1“ ახორციელებს. გამგეობის ხელმძღვანელების რეკომენდაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები მუშად სწორედ ამ ორგანიზაციამ დაიქირავა. შპს „ტექნოსერვისი-1“-ს ხელმძღვანელი ბიძინა პოპიაშვილი ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ მუშები დღიური ხელფასის მიღების შემდეგ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ბაზიდან ამოვარდნენ და დახმარება მას შემდეგ შეუჩერდათ: „უამრავი აღშფოთებული ხალხი მოგვაწყდა. ათეულობით ცნობა გავეცი, რომ ისინი ჩვენს ორგანიზაციაში მხოლოდ რამდენიმე დღით დასაქმდნენ და რომ ამჟამად ჩვენთან აღარ მუშაობენ... სოფლებიდანაც ამოდიან... მოსახლეობა დავობს, დახმარებები მასიურად შეგვიწყდაო“ - აცხადებს ბიძინა პოპიაშვილი. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ამგვარი პრობლემა დედოფლისწყაროში 150-მდე ადამიანს შეექმნა. ისინი დახმარების აღდგენას ითხოვენ და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. დედოფლისწყაროს სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ვითარებას სწავლობენ და ასეთმა ოჯახებმა ხსენებული ორგანიზაციებიდან ცნობები უნდა წარმოადგინონ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

მოსახლეობა დედოფლისწყაროს დასუფთავებისთვის დახარჯული დიდი თანხების შედეგს ვერ ხედავს


ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასუფთავების სამსახურის დასაფინანსებლად ერთ დღეში გამგებელმა სამი ბრძანება ერთმანეთის თანმიმდევრობით გამოსცა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის 15 სექტემბრის # 419-ე, 420-ე, და 421-ე ბრძანებების საფუძველზე შპს ,,სერვისი 2007"-ს ჩაერიცხა 28 430 ლარი. პირველი ბრძანების მიხედვით გამოყოფილია 21 455 ლარი - გარემოს დაცვისთვის გათვალისწინებული ხარჯებიდან. აგვისტოს თვეში მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად. მეორე ბრძანების მიხედვით გადარიცხულია 835 ლარი, ქალაქ დედოფლისწყაროს; სოფელ წითელწყაროსა და ჯაფარიძის დასუფთავების მოსაკრებლის ხარჯების დაფარვის მიზნით. მესამე ბრძანება ეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების მომსახურების და ექსპლოატაციის სამუშაოების ანაზღაურების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს, რაზედაც შპს "სერვისი 2007"-ს 6 140 ლარი უბოძეს.

დედოფლისწყაროელები მიიჩნევენ, რომ თუ ყოველთვიურად ადგილობრივ ბიუჯეტს მუნიციპალიტეტის დასუფთავება ამხელა თანხები უჯდება, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ათეულობით ათასების ფონზე დედოფლისწყაროს არაფერი ეტყობა... მოსახლეობის ნაწილი ღიად საუბრობს, რომ დასუფთავების სამსახურის მსუყე დაფინანსება მისი ხელმძღვანელის ზურა ყოჩიაშვილისთვის სასათბურე პირობების შექმნას უკავშირდება და პირადი ინტერესებით არის გამოწვეული. ოპოზიციური წარსულის მიუხედავად ყოჩიაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმდენად დაახლოებულად ითვლება, რომ გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომრის კაბინეტში სულ კარზე წიხლის კვრით შედის... შეგახსენებთ, რომ ყოჩიაშვილის მეუღლე ნინო ჩოხელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *


გერმანელი ჟურნალისტები ქიზიყს სტუმრობენ


სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანს გერმანელი ჟურნალისტების 25 კაციანი დელეგაცია ეწვია. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" რადიო "ჰერეთიდან" აცნობეს, უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით "კავკასიური სახლის" ოფისში გაიმართა. კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ნანა ქოქიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი რეგიონში არსებულ პრობლემებს, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებს შეეხო: "გერმანიის სახელმწიფო ტელევიზიების, რადიომაუწყებლობის, გაზეთების რედაქტორების, პარტიებისა და ფონდების პრესსამსახურების, არასამათვრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაცნობა, შეფასება და გერმანულ თუ ზოგადად ევროპულ მედიაში გაშუქებაა", - განაცხადა ქოქიაშვილმა. გერმანელი ჟურნალისტები საქართველოში 25 სექტემბრამდე დარჩებიან და კახეთის გარდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, შიდა ქართლსა და დარიალის ხეობას. /ქიზიყი/

вторник, 21 сентября 2010 г.

კახეთის მუნიციპალიტეტებში კლანური მმართველობა გრძელდება, გუბერნია ვითარების გარკვევას აპირებს!...

კახეთის რეგიონში, საჯარო სამსახურებში შექმნილი კლანური მმართველობის შესახებ ადგილობრივ მედიასაშუალებებში ინტენსიურად იწერება. როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ახმეტის მუნიციპალიტეტშია, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ახმეტას არც დედოფლისწყაროს თვითმმართველობა ჩამოუვარდება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს გამგეობაში ნათესავები ჰყავს დასაქმებული. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გამგებელი მისი მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის მეჯვარეა; გამგებლის თანაშემწე - გიორგი მაისურაძე კობა მაისურაძის ბიძაშვილია; გამგებლის ბიძაშვილია მისი მძღოლიც - ბესო მაისურაძე; გამგებლის მდივანი ნინო მაილაშვილი კობა მაისურაძის ბიძაშვილის შვილია.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სურათი იმით განსხვავდება, რომ ლევან ბაღაშვილის მოსვლის შემდგომ თვითმმართველობაში მისი ნათესავების გარდა მეგობრები და ახლობლები ქუჩიდან პირდაპირ ხელმძღვანელი პირების სავარძლებზე აღმოჩნდნენ. მართალია ბაღაშვილი ახლაც ამტკიცებს, რომ მისი ოჯახის წევრი თანამდებობაზე ვერ დაინიშნება, თუმცა სამაგიეროდ, მისი საძმაკაცოდან დაუსაქმებელი აღარავინ დარჩენილა...
ნიშანდობლივია ისიც, რომ ბაღაშვილის ხელმძღვანლად მოსვლის შემდეგ აქცენტი არა პიროვნების განათლებასა და მის გამოცდილებაზე, არამედ, ბაღაშვილის შეხედულებებსა და პირად დამოკიდებულებაზე კეთდება... ზოგ შემთხვევაში ხელმძღვანელი პირების სავარძლები სრულიად გამოუცდელი ადამიანების ხელში აღმოჩნდა.
გამგეობის კულუარებში დღესაც ბევრს საუბრობენ, რომ ბაღაშვილს ზოგიერთი მათგანი ბუტაფორიულად ჰყავს გაფორმებული, გადაწყვეტილებების მიმღები კი თავად გახლავთ... გამოუცდელი კადრების ხელმძღვანელებად დანიშვნას ბევრი სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს, რომ ისინი ადვილად სამართავები გახდნენ და მარტივად რომ ვთქვათ, გაგებაში არ არიან...
ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ დედოფლისწყაროში ბევრი მიიჩნევს, რომ სამსახურის ხელმძღვანელების უმრავლესობა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი გვარი სახელია და მეტი არაფერი... ამბობენ იმასაც, რომ მათი უმრავლესობა საკუთარი პოზიციის გამოხატვას ვერ ახერხებს...

დასაწყისში ნათესავებისა და ოჯახის წევრების დასაქმებაზე ვსაუბრობდით. ვახსენეთ ლევან ბაღაშვილის მყარი პოზიციაც... ჟურნალისტებთან საუბარში ის მუდმივად აპელირებს, რომ ოჯახის წევრებს თანამდებობაზე ვერ ნახავთ.
მართალია პირდაპირი წესით საჯარო სამსახურში ბაღაშვილის ოჯახის წევრები არ დასაქმებულან, თუმცა ირიბი გზით, მაინც დასაქმდნენ...

როგორც ამბობენ, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის ძმა მამუკა ბაღაშვილი უცხოური ორგანიზაციების მიერ დედოფლისწყაროში დაფინანსებულ სხვადასხვა სამუშაოებს აქტიურად კურირებს. საქმეში ჩახედული ადამიანები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომრის ძმა ამგვარ სამუშაოებში ფინანსურ მხარესაც განკარგავს...

ლევან ბაღაშვილის დედა, თამარ ბაღაშვილი უკვე რამდენიმე წელია დედოფლისწყაროს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ხელმძღვანელობს... მუნიციპალიტეტის განათლების სისტემაში ახლახან დასაქმდა ლევან ბაღაშვილის ძმის ცოლიც...
ბევრს საუბრობენ, რომ ახლადდაკომპლექტებული საკრებულოც ბაღაშვილმა პირადი ინტერესებით შეავსო. სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდება საკრებულოს აპარატის უფროსის - ხათუნა გონაშვილის, იურისტის - მიხეილ ბიკაშვილის და სხვათა შერჩევის გზების შესახებ...

ამ ყველაფრის შემდგომ ძალზე საინტერესო გახლავთ კახეთის გუბერნიის პოზიცია.
გიორგი სიბაშვილი (კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე): „გამგებელს უფლება აქვს მძღოლი და მდივანი თვითონ შეარჩიოს, ვისაც ენდობა. ვერ გეტყვით. გადავამოწმებთ და კანონის ფარგლებში თვითმმართველობას მივცემთ რეკომენდაციას“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა.
- ბატონო გიორგი, რამდენად მისაღებია თქვენთვის ის ფაქტი, რომ გამგებლის ამდენი ნათესავი მუშაობს გამგეობაში?
- როცა ინფორმაციას გადავამოწმებ და მის მასშტაბებს გავარკვევ, კომენტარს მერე გავაკეთებ“. -- ასეთი კომენტარი ვიცე-გუბერნატორმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. კომენტარიდან აშკარაა, რომ სამხარეო ადმინისტრაცია ამ ფაქტების დაწვრილებით შესწავლას გეგმავს. ვნახოთ რა რეაგირებას მოახდენს გუბერნია მუნიციპალიტეტებში არსებულ კლანურ მმართველობაზე და დაუქნევენ თუ არა თითს თელავიდან გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი

* * *

ფიროსმანის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში, ნიკო ფოროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის დირექტორმა ანზორ მაძღარაშვილმა განუცხადა, რეაბილიტირებული მუზეუმი საზეიმო ვითარებაში ფიროსმანობისთვის, ოქტომბერში გაიხსნება. მისივე თქმით, ფოროსმანობისთვის მირზაანში გერმანელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, გაიმართება ტრადიციული ზეიმი და სპორტული ღონისძიებები. რეაბილიტაციამდე ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი მძიმე მდგომარეობაში იყო. მუზეუმის შენობაში სახურავიდან წყალი ჩადიოდა და კედლები დაობებული იყო. დანესტილი იყო ფიროსმანის ნამუშევრებიც. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო 1898 წელს აშენებული, ნიკო ფიროსმანაშვილის დის კუთვნილი სახლი, სადაც ფიროსმანის სკივრი და სხვა ნივთებიც ინახება. ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი 1960 წელს გაიხსნა. მუზეუმს ყოველწლიურად დაახლოებით 2000 - 2500 დამთვალიერებელი ჰყავს.
* * *

სოფელ ფიროსმანში მხოლოდ 100 ტონა ყურძენი მოიკრიფა

საზღვრისპირა სოფელ ფიროსმანში წელს მხოლოდ 100 ტონამდე ყურძენი მოიკრიფა, რაც გასულ წლებთან შედარებით კატასტროფულად დაბალია. ინფორმაციას ჟურნალისტებთან საუბარში სოფლის რწმუნებული ოთარ ხოზრევანიძეც ადასტურებს.
ადგილობრივების თქმით, მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთ წყაროს ვენახი წარმოადგენს, თუმცა წელს ყურძნის მოსავალი ბევრად მცირე და უხარისხო იყო: „წინა წლებში ათეულობით ტონას ზოგჯერ თითო ოჯახი მოკრეფდა ხოლმე, ახლა კი მთელმა სოფელმა ასი ტონა ძლივს მოაგროვა... ეს რა მოსავალია... უამინდობამ და ათასგვარმა დაავადებებმა ასეთი შედეგი მოიტანა... მთავრობა რომ ამბობს, დედოფლისწყაროში რთველმა მშვიდად ჩაიარაო, მოსავალი თითქმის არ იყო და მშვიდად ჩაივლიდა, აბა რა იქნებოდა... რაც არ გვაქვს, რისი ჩაბარება გაგვიძნელდებოდა?... ყურძენი ცოტა იყო და რთველიც უცებ დასრულდა... ასეთი სასაცილო ვითარება ჩვენთან ჯერ არ ყოფილა...“ - აღშფოთებას ვერ ფარავენ საზღვარზე ჩასახლებული მევენახეები და ზამთრის მოახლოებას შიშის თვალით უყურებენ... დედოფლისწყაროს გამგეობაშიც ადასტურებენ, რომ დედოფლისწყაროშე წელს ყურძნის დაბალი მოსავალი იყო... თუმცა, მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი ხაზს უსვამს, რომ რთველმა განსაკუთრებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მევენახეებს დაბრკოლებები არსად შექმნიათ. /ქიზიყი/
* * *

პოლიციამ ყოფილი სამხედრო ბაზიდან ფერადი ლითონების ძარცვისთვის 2 პირი დააკავა

შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ დედოფლისწყაროში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან ფერადი ლითონების ქურდობის ფაქტზე დედოფლისწყაროში მცხოვრები თენგიზ ჯალიაშვილი და ნოდარ ჭუჭულაშვილი დააკავეს. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, ჭუჭულაშვილი ბაზის საწყობის გამგედ მუშაობს, ჯალიაშვილი კი ოფიცერია.
როგორც პოლიციის სამმართველოში ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, ბოროტმოქმედებმა მოპარული ფერადი ლითონები 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ ვენერა ხუროშვილს ჩააბარეს. პოლიციის თანამშრომლებმა ნაქურდალი უკვე ამოიღეს: ,,სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული. მიმდინარეობს გამოძიება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნება" - აცხადებენ დედოფლისწყაროს პოლიციაში.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, საქმეში მონაწილე პირების ნაწილი გამოძიებამ უკვე დაკითხა. საყურადღებოა, რომ საქმეში სოფელ საბათლოს მკვიდრი ვინმე მარინა ჩოვუშიანიც ფიგურირებს. შეგახსენებთ, ჩოვუშიანის სახელს უკავშირდება 2005 წელს დედოფლისწყაროს გამგებლის გელა იაკობიშვილის დაპატიმრებაც. "ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, დამნაშავეები სწორედ ჩოვუშიანმა გასცა... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

суббота, 18 сентября 2010 г.

რა გზით ეხუტება ადგილობრივი ოპოზიცია გამგეობის მაღალჩინოსნებს და რა არის საჭირო ნაციონალური სავარძლის მოსაღებად?!

დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე, ფოსტის შენობაში გახსნილ კოლეჯსაც „შესაშური ფასი დაედო“... თუ თბილისში ვერ ჩააბარეთ, ან დედაქალაქში სწავლის ფინანსები თქვენს ოჯახს არ გააჩნია, გულს ნუ გაიტეხთ... კარიერის აწყობა და მსხვილ თანამდებობებზე წამოსკუპება დედოფლისწყაროში მიღებული უმაღლესი განათლებითაც შეიძლება...
გაზეთი „შირაქი“ იუწყება, რომ დედოფლისწყაროს კოლეჯმა 2010-11 სასწავლო წლისთვის მიღება დაიწყო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ აქ მიღებულ ე.წ. უმაღლეს განათლებას ბევრი ამრეზით უყურებს... სამაგიეროდ, ასე არ ფიქრობს დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი... ის მიიჩნევს, რომ ამ კოლეჯში გამოზრდილ ახალგაზრდას პროფესიონალიზმში ვერავინ გაეჯიბრება... ბევრი ეძება თუ ცოტა ეძება, ლევან ბატონმა დედოფლისწყაროში კვალიფიციურ, საუკეთესო უმაღლესი განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტს ვერ მიაგნო... (!) მაშინ, როცა ყოველი მეორე იურიდიულზე აბარებს, ბაღაშვილს რატომღაც საუკეთესოს მოძებნა გაუჭირდა... ან იქნებ სულაც არ უცდია... ეშმაკმა უწყის...

პირადად ჩვენ, ამ კოლეჯში ჩატარებული ლექცია ჯერ არ გვინახავს... თუ არ ჩავთვლით, რომ ხანდახან ერთი-ორი ახალგაზრდა შესასვლელ კართან დიდხანს არის ხოლმე ატუზული... ალბათ ამიტომაა, რომ ბევრისგან გაიგებ, დედოფლისწყაროში დიპლომს პირდაპირ იყიდი, ლექციებზე სიარულიც არ დაგჭირდებაო...

ყველაფრის მიუხედავად, როგორც სჩანს ხსენებული კოლეჯი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებსაც კი უწევს კონკურენციას. მაგალითად, თსუ-სა და სხვა მსხვილი უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული კურსდამთავრებულების ნაწილი ისევ სახლში ზის და დიპლომს ვერაფერში იყენებს. დედოფლისწყაროს კოლეჯის მიერ გამოშვებული „სპეციალისტები“ კი ადგილობრივ ხელისუფლებაში წამყვან თანამდებობებზე ელვის სისწრაფით ინიშნებიან...

მთავარია ეს დიპლომი იყიდო, ნამუსი კი „გაყიდო“...

სოფელ მირზაანის მკვიდრი მიხეილ ბიკაშვილი ბოლო წლების მანძილზე ოპოზიციურ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩაბმული. მოგვიანებით ის კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარედ დანიშნეს. ალბათ ამიტომაც, უმაღლესი განათლების მიღება ვეღარ მოახერხა... „უდიპლომო სასიძო“ რომ არ დარქმეოდა საბუთები დედოფლისწყაროს კოლეჯში შეიტანა. ვერ გეტყვით, 2 წლის მანძილზე ასეთი რა ასწავლეს, მაგრამ ფაქტია, რომ ლევან ბაღაშვილი ისე მოინუსხა მისი შესაძლებლობებით, საკრებულოში გადასვლისთანავე სავარძელი ამ უკანასკნელსაც უბოძა!... ბიკაშვილის საკრებულოს იურისტად დანიშვნაში ხელი არც დედოფლისწყაროში მიღებულ განათლებას შეუშლია და არც ის გამხდარა შემაფერხებელი გარემოება, რომ კონსერვატორებისლიდერი გახლდათ და წლების მანძილზე ოპოზიციურად იყო განწყობილი...

სხვათაშორის, სულ რაღაც ორიოდ თვის წინ, ბიკაშვილი არც ლევან ბაღაშვილის ნაბიჯებს იზიარებდა, მიაჩნდა რომ არასწორად მუშაობდა და საჯაროდ ხშირად გაუკრიტიკებია... ახლა კი ექს-ოპოზიციონერმა და ახლა უკვე განაციონალებულმა ბიკაშვილმა პლასტინკა მთლიანად ამოაბრუნა და საპირისპიროდ აჭიკჭიკდა...

არადა „ქიზიყის“ მკითხველს კარგად ემახსოვრება რამდენიმე თვის წინ ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული სტატია, სადაც ბიკაშვილი იკვეხნიდა: „პრინციპებს არასოდეს ვღალატობ“-ო... ღმერთმანი, ალბათ ერთ დღეს რომ ოპოზიციის ლიდერი გქვია და მეორე დღეს ნაციონალურ სავარძელში ჩასკუპდები, ეს პრინციპების ღალატი არ ყოფილა...

სხვათაშორის, დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში აქტიურად ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ოპოზიციური წარსული შემაფერხებელი ფაქტორი არ არის და კადრების შერჩევისას პოლიტიკურ შეხედულებებს ყურადღება არ ექცევა, აქცენტი კი ვითომ განათლებასა და გამოცდილებაზე კეთდებოდეს... სინამდვილეში კი არც ისე წვიმს, როგორც ქუხს... ძაღლის თავი აქ სხვაგანაა დამარხული...
დედოფლისწყაროში უცხო აღარავისთვისაა და ყველა გეტყვით, რომ ბიკაშვილმა ეს სავარძელი ლევანა ბაღაშვილისგან „ფეშქაშად“ არჩევნებში გაწეული ღვაწლისთვის მიიღო...

მოგეხსენებათ, ის უკანასკნელ არჩევნებზე საოლქო-საარჩევნო კომისიაში შედიოდა და როგორც ამბობენ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერს და საკრებულოს მომავალ თავმჯდომარეს, კონსერვატორების ადგილობრივმა ლიდერმა დიდი სამსახური გაუწია და სულ რაღაც ერთ თვეში დაუფასეს კიდეც...

შესაბამისი დასკვნები დედოფლისწყაროელებს ამ მოვლენების ფონზე უკვე გაკეთებული აქვთ, თუმცა „ქიზიყი“ შეეცადა ფართო მასებისთვის გარკვეული დეტალები შეეხსენებინა. ნათელია, რომ დედოფლისწყაროში ოპოზიციონერების დაწინაურება განათლებისა და გამოცდილების მიხედვით კი არ ხდება, არამედ, იმის მიხედვით, რამდენად „მიეყიდები“ მმართველ გუნდს, რამდენად ყურმოჭრილ მონად იქცევი და სავარძელსაც ის მიიღებს, ვინც მათ დაკრულზე იცეკვებს... საუკეთესოებს ღვაწლი უდაოდ დაუფასდებათ... აბა თქვენ იცით, იმოქმედეთ... /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი

* * *


სააკაშვილი მთავრობის წევრებს კახეთიდან ემუქრება

როგორც კი ვინმე თავზე ხელს აიღებს, მოსტყდებათ ის ხელები ძირში


საქართველო კორუფციის განეიტრალების კუთხით ევროპულ ქვეყნებზე მეტს აკეთებს , - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის კოკა ფრუიძის დაკავებასთან დაკავშირებით კახეთში ყოფნისას განაცხადა.მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირების დაკავება გასაკვირი არაა. "აბა რა ეგონათ?!", _ აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ყველა დამნაშავე სრული სიმკაცრით დაისჯება.

სააკაშვილის განცხადებით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა. "ჩვენი მთავრობის დროს დაკავებულია რამდენიმე მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის 4 თუ 5 წევრი. მე არ ვიცი სხვა ევროპული ქვეყანა, რომელიც კორუფციის გასანეიტრალებლად ამდენს აკეთებს. ის, რომ მაღალი თანამდებობის პირებს დააკავებენ, არ უნდა იყოს გასაკვირი. აბა რა ეგონათ?! დავჩლუნგდით?! დავძაბუნდით?! თუ კადრები ხშირად იცვლება, არ ნიშნავს, რომ ამ კადრებს ვერ ვაკონტროლებთ. როგორც კი ვინმე თავზე ხელს აიღებს, მოსტყდებათ ის ხელები ძირში. ამისთვის არის ქართული საპატიმროები და ისინი კანონის სრული სიმკაცრით მოიხდიან სასჯელს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფოს ყველა რგოლში გაგრძელდება. ამის შესახებ სააკაშვილმა კახეთში ახალი კომლექსის გახსნისას განაცხადა.მისი თქმით, ყველა დაისჯება ვინც სახელმწიფო ფულს მოიპარავს. ,,თუ ზემოთ არის კორუფცია ქვემოთ აუცილებლად იქნება. ის რომ მარალი რანგის პირებს აკავებენ, ეს არავის უნდა გაუკვირდეს. ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს არ ეგონოთ, რომ ყურადღება მოვადუნოთ. ნურავის გონია, რომ თავს გამოსყიდის, ყველამ სრული სასჯელი უნდა მოიხადოს. კაბინეტიდან მოლიპულ გზაზე დოგმას ციხის გარემონტებულ საკნებამდე მიყავს”,- განაცხადა სააკაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთში ვიზიტის ბოლოს თელავში დრამატული თეატრის რესტავრირებული შენობა დაათვალიერა. პრეზიდენტმა თელაველებს პირობა მისცა, რომ ქალაქის კულტურული კერა - თეატრი მალე აღდგება.,,აუცილებლად უნდა აღორძინდეს სიმფონიური ორკესტრი და მუსიკალური სკოლა, რადგან ამ მხრივ აქ საკმაოდ დიდი რესურსია და ადგილობრივებს დასაქმების საშუალება ამ მიმართულებითაც უნდა მიეცეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.ცნობისათვის: თელავის დრამატული თეატრის სარესტავრაციო სამუშაოსთვის თანხა ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. დარბაზში დამონტაჟდა გათბობის სისტემა, გაკეთდა საორკესტრო ორმო, რაც თეატრს საოპერო სპექტაკლების მასპინძლობის საშუალებასა მისცემს. შეგახსენებთ, რომ თეატრი კახეთში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან არსებობს.სააკაშვილი სოფლის მეურნეობის აკადემიის არსებობის აზრს ვერ ხედავს , - ამის შესახებ, პრეზიდენტმა დღეს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, სასტუმროს გახსნისას განაცხადა.სააკაშვილის თქმით, სოფელი მაღალი დონის სპეციალისტებს ელოდება, აკადემიაში კი ამ მხრივ არაფერი კეთდება."სოფლის მეურნეობის აკადემიაში გვჭირდება სერიოზული რეფორმა. სოფელი ელოდება მაღალი დონის სპეციალისტებს. აქ ბევრად უფრო მეტი კეთდება, ვიდრე სოფლის მეურნეობის აკადემიაში. ამ შემთხვევაში ამ აკადემიის არსებობას აზრი არ აქვს. არ ვაპირებთ, მუქთამჭამელები შევინახოთ რომელიმე სისტემაში, განსაკუთრებით განათლების სისტემაში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.სააკაშვილის თელავში ვიზიტი საკმაოდ მკაცრი განცხადებებით გამოირჩეოდა. პრეზიდენტის გამოსვლები უამრავ მუქარას შეიცავდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი თელავიდან
* * *

მცირეწლოვანი ბავშვების მარტოხელა დედა მერამდენე თვეა უშუქოდაა

ქალაქ დედოფლისწყაროში, მიკრო-რაიონის დასახლებაში მცხოვრები 2 მცირეწლოვანი შვილის მარტოხელა დედა 42 წლის ლია ბატიაშვილი უკიდურეს სიდუხჭირესა და გაუსაძლის ვითარებაზე საუბრობს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, 4 წლის ლიზი ბატიაშვილი თანდაყოლილი გულის მანკითაა ავად, რის გამოც ხელმოკლე ოჯახს დამატებითი თავსატეხი გაუჩნდა. როგორც მარტოხელა დედამ "ქიზიყს" განუცხადა, უკვე რამდენიმე თვეა გადაუხდელობის გამო დენის მიწოდებაც შეუწყვიტეს, რამაც მათი ყოფა კიდევ უფრო აუტანელი გახადა: ,,იქნებ არც დამიჯეროთ, მაგრამ აი, 120 ლარის წამლები აფთიაქიდან ნისიად გამოვიტანე, სხვა გზა არ მქონდა. შემოსავალი თითქმის არსაიდან მაქვს. მშივრები რომ არ დავიხოცოთ სკოლაში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა, მაგრამ ჩემს შვილებს უპატრონოდ ვტოვებ და ისეთი ხელფასი მაქვს, გაგეცინებათ... თვეში 65 ლარს ვიღებ... ამით შვილები როგორ ვარჩინო... ჯანმრთელები მაინც იყვნენ, ამდენი წამალ-ექიმი აღარ დაგვჭირდებოდა და ოდნავ უკეთესად ვიქნებოდით... ძალიან რთული ვითარება გვაქვს, რაიონის ხელმძღვანელობა იქნებ იმაში მაინც დამეხმაროს, რომ დენის პრობლემა მოვაგვარო. სიბნელეში ვზივართ ასე მშივრები..." -- ამბობს მცირეწლოვანი ბავშვების დედა და ხელისუფლებისგან დახმარებას ელის. ლია ბატიაშვილი იქვე იმასაც დასძენს, რომ დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მას უკმეხად უპასუხეს, რომ ბავშვის ავადმყოფობა და მისი დოკუმენტები "არ ჭრისო". /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

საკრებულოს იურისტად დანიშნულ ექს-ოპოზიციონერს ჟურნალისტების გადაბირებაში ადანაშაულებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტად ახლახან დანიშნული მიხეილ ბიკაშვილი დამოუკიდებელი ჟურნალისტების გადაბირებას და მოსყიდვას აქტიურად ცდილობს. ბიკაშვილი ორიოდ თვის წინ კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარიგების შემდეგ ბიკაშვილი საკრებულოს თავმჯდომრის ლევან ბაღაშვილის გადაწყვეტილებით, საკრებულოს იურისტად დანიშნეს. როგორც ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ (სიღნაღი-დედოფლისწყარო) რედაქციაში განმარტავენ, პირადი შეთავაზების შემდეგ ბიკაშვილმა ჟურნალისტ თამილა გურაშვილის გადაბირება კიდევ ერთხელ სცადა. ექს-ოპოზიციონერმა ამგვარი შინაარსის წერილი გურაშვილს გამოუგზავნა და ჟურნალისტიკას ჩამოშორება კიდევ ერთხელ ურჩია: „მოდი, ჟურნალისტიკას შეეშვი... ეგ „პაპკა“ მარტყოფლიშვილს მიაგდე და მერე სადაც საჭიროა შენზე სიტყვას მე ჩავაგდებ და მოგხედავთ!“ - ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება მიხეილ ბიკაშვილის პირადი მობილური ტელეფონის ნომრიდან 8(98) 16 52 60 გაზეთ „ქიზიყის“ ჟურნალისტმა მიიღო.

ჟურნალისტი თამილა გურაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში გადასულმა მიხეილ ბიკაშვილმა მას ჟურნალისტიკის დატოვება რამდენჯერმე პირადადაც ურჩია, ბოლოს კი მისი გადაბირება ტელეფონით სცადა. გაზეთ „ქიზიყის“ რედაქციაში მომხდარს გმობენ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად და პროფესიულ საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებენ და დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრისგან რეაგირებას ითხოვენ.

ილია მარტყოფლიშვილი (გაზეთ „ქიზიყის“ მთავარი რედაქტორი): „სამწუხაროდ, ეს ჟურნალისტის გადაბირების მცდელობის პირველი შემთხვევა არ გახლავთ. მანამდე დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ალექსანდრე ალუღიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ჯიბღაშვილი ცდილობდნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტების გადაბირებას. სხვადასხვა სახის ზეწოლის ფაქტები ყოველდღიურად ფიქსირდება, ზოგჯერ მუშაობა შეუძლებელიც კი ხდება. სამწუხაროდ, დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში არ არსებობს ისეთი კადრი, რომელიც საჯარო მოხელეთა მედიასთან ურთიერთობას დაარეგულირებს... ამას ისიც ემატება, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ზეწოლის ფაქტები ახლა ხელისუფლებაში „გადაბარგებულმა ფსევდო-ოპოზიციონერებმა“ გააგრძელეს. სახელისუფლებო სამსახურში სავარძლის მიღებიდან ორიოდ თვეში ბიკაშვილი საგრძნობლად გააქტიურდა და რატომღაც მიაჩნია, რომ ჟურნალისტებიც პროფესიულ სტანდარტებს ისევე ადვილად უღალატებენ, როგორც მან სულ ახლახანს გააკეთა და მრწამსი მთლიანად შეიცვალა. მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან მედია და სიტყვის თავისუფლება არაფერზე იყიდება და არც იცვლება“.
"ქიზიყის" რედაქცია მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან კი დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის ფაქტების გამოვლენის შემდეგ რეაგირებას და კონტროლის გამკაცრებას ელის. /ქიზიყი/
* * *
სიღნაღი–დედოფლისწყაროში 1 570 ლარის უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოიღეს

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა სიღნაღი-დედოფლისწყაროს სატყეო უბნის მე-5 სარეინჯეროს მე-2 კვარტლის შემოწმების შედეგად, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გამოავლინეს. ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1 570 ლარი შეადგინა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა. მიმდინარეობს მოკვლევა. /ქიზიყი/

მირზაანის სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანის საჯარო სკოლაში ოთხი წლის წინ შეწყვეტილი სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. როგორც რადიო „ჰერეთს“დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მარინა მეხრიშვილმა განუცხადა, სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2006 წელს დაიწყო და სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდა.
"მირზაანის სკოლამ ოთხი წლის წინ ოპტიმიზაციის შედეგად ფუნქციონირება შეწყვიტა. სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელიც უკვე დასრულებულია. სკოლა მუშაობას საჯაროს სტატუსით განაახლებს", - ამბობს მარინა მეხრიშვილი.

* * *
წყალს დანატრებული დედოფლისწყარო


"ახლა პურიც საოცნებო გახდება..." "სტუმრის მოსვლის ეშინია ქართველ კაცს, ამაზე მეტი უბედურება რაღა გვინდა?!" პურის ქვეყანაში პური დელიკატესად მექცა, სიბერეში რას მოვესწარი, პურს ეკონომიურად ვჭამ, განა შეიძლება ქართველი კაცი ევროპელივით დიეტაზე გადაიყვანო? - კითხულობს 65 წლის გურამა პაპა. - იყო დრო, როცა თითოეულ დედოფლისწყაროელს ოჯახში 5-10 და ზოგჯერ - 50 ტონა ხორბალიც შეჰქონდა. აი, ასეთი მადლიანი და ბარაქიანი იყო ჩვენი შირაქის მიწები. პური? - პური რა სანატრელი იყო, ყველას თონეში ცხვებოდა, ხალხი პურს ერთიმეორეს უგზავნიდა, ცხელი პურით უნდოდათ ერთმანეთის გულის გათბობა. რაც იყო, იმის ფასს ვერ ვგრძნობდით, აღარ გვაქვს და ფასიც ახლა გავიგეთ. ფარატინა, რეზინივით გაწელილ-გამოწელილი პურიც, რომელსაც არც გემო აქვს და არც ყუათი, სანატრელია. ახლა ვითვლი, დღეში თითო პური რომ ვიყიდო, პენსიის ფული მხოლოდ ამაზე მეყოფა თუ არა? სტუმრის მოსვლის ეშინია ქართველ კაცს, ამაზე მეტი უბედურება რაღა გვინდა?! - ამბობენ დედოფლისწყაროში ბირჟაზე გამოსული ბერიკაცები, რომლებმაც ამ დილით შეიტყვეს, რომ პური 5 თეთრით კიდევ გაძვირებულა და 65 თეთრი გამხდარა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ქიზიყელი გლეხკაცი; წარმოიდგინეთ, არც შეძლებული ფერმერები არიან კარგ დღეში. ჯერ იყო და, მოსავალი აქაური მოსახლეობის მხოლოდ ათმა პროცენტმა მიიღო, ისიც - ძალიან მწირი და უხარისხო, დანარჩენებმა მიწა დაუმუშავებელი დატოვეს, რადგან მიწის დამუშავებისათვის საჭირო თანხა არა აქვთ. მოსავალი დანახარჯს ვერ ანაზღაურებს, ხალხი აღარ თესავს, მიწა მოუსავლიანი გახდა და გაუდაბნოების პირსაა მისული. არადა აქაურებისთვის ამ გაძვირებული ცხოვრების ფონზე, მაშინ, როცა ერთი ტომარა ფქვილი 50 ლარი ღირს და 1კგ ხორბალი - 70 თეთრი, ერთადერთი მარჩენალი მიწაა, უფრო სწორად, უნდა იყოს, მაგრამ ამ მოუსავლიანი მიწის შენარჩუნებაც სათუო გაუხდათ მიწათმოქმედებს. პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც მიწის შესასყიდ ფასად საბაზისო ღირებულების არა ათმაგ, არამედ ოცმაგ ოდენობას აწესებს. აღნიშნული კანონპოროექტის განხილვამ დიდი საფიქრალი გაუჩინა დედოფლისწყაროელებს. თუ პარლამენტარებმა ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, ცხადი გახდება, რომ ხალხის განადგურებას გეგმავენ. "ისეთ მდგომარეობაში ჩავცვივდით, შვილო, რომ ერთ ჰექტარ მიწასაც ვეღარ ვამუშავებთ, ყველაფერი გაძვირდა და დამუშავებაც და საიჯარო გადასახადის გადახდაც გვიჭირს, მაგრამ მიწა გვინდა გვქონდეს, დაკარგვა არ გვინდა! გადასახადებს ვერ ვიხდით და ოცმაგად შევისყიდით მიწას?! ხომ ცხადია, რომ მივატოვებთ და მაგათ დარჩებათ გასაყიდად, ამბობენ, არაბებსა და თურქებს უნდა მიჰყიდონო, ისინი კარგ თანხას - 3.000 დოლარს გადაუხდიანო. რა თქმა უნდა, ეს ურჩევნიათ, ჩვენ კი არავის ვედარდებით! გუშინ სააკაშვილი გამოვიდა ტელევიზიით, კახეთის გუბერნატორი იკითხა, დედოფლისწყარო რომ არასდროს უხსენებია, ღმერთს მადლობა, ახლა იკითხა და რა თქვა, იცით? - გუბერნატორისაგან გაიგო, რომ ჩვენთან 54 ლარი ღირს ერთი ტომარა ფქვილი. რა, ის ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს და არ იცის, რომ ყველაფერი გაძვირდა? ბრძანა, დაარეგულირეთ პურის ფასი და აღარ გააძვიროთო, მაგრამ ეტყობა, მის სიტყვას ფასი არა აქვს, დილას გამოვედი მაღაზიაში, პური 5 თეთრით გაძვირებულია, 65 თეთრი გადავიხადე" - ამბობს 70 წელს მიტანებული ჯემალ ოზბეთალაშვილი. "ხალხი ისეთ დღეში ჩავარდა, მოსავალი ვერ მიუღია, მიწა გამოიფიტა, საშველი არაფერია, გარდა სამელიორაციო სისტემის აღდგენისა. კომუნისტების დროინდელი სარწყავი სისტემა მთლიანად მოშლილია, წლებია, მიწა აღარ მორწყულა; ეს თუ არ აღდგა, თანდათან უარესი მოხდება. ახალგაზრდობას შრომა უნდა და არ იცის, როგორ იშრომოს, როგორ შექმნას მეურნეობა. ეს ყველაფერი უნდა შემუშავდეს, უნდა შეიქმნას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა", - აცხადებს დედოფლისწყაროს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ახლა უკვე ფერმერი ბეჟან გონაშვილი.

ძნელია იმის თქმა, რა გველის მომავალში, რა ელის ჩვენს მიწა-წყალს, და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს! ნუთუ სწორედ ის, რისი გაფიქრებაც არ გვინდა და რის წარმოდგენაც გვზარავს!

ლალი მეხრიშვილი - "კვირის პალიტრა"

* * *
მაჩხაანში მარტოხელა ქალს საარსებო შემწეობა მაგთი-ფიქსის შეძენისთვის შეუწყვიტეს

სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრებ 80 წლის მერი მაძღარაშვილს უკვე სამი თვეა საარსებო შემწეობა შეუწყვიტეს. მარტოხელა ქალბატონი არაობიექტურ მუშაობაში დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დახმარება უკანონოდ მოუხსნეს. ამბობს, რომ დახმარების შეწყვეტის შემდეგ მისი ვითარება საგრძნობლად გართულდა: ,,ავადმყოფი ქალი ვარ, სახელმწიფოს თანადგომა მჭირდება და სწორედ ახლა შემიწყვიტეს საარსებო შემწეობა... ამასწინათ ავად გავხდი, 5 თვე თბილისში ვმკურნალობდი, რაც რამ მებადა ჩემს გამოჯანმრთელებას მოვახმარე. დანაზოგით მაგთი-ფიქსის ტელეფონი ვიყიდე, რომ უპატრონოდ არ მოვკვდე... ვიფიქრე, ცუდად რომ გავხდე ექიმს მაინც გამოვუძახებ და ვინმეს მაინც გავაგებინებ, რომ მომეშველონ მეთქი. სოც-აგენტმა ტელეფონი რომ ნახა, ასე წამომაძახა მაგთი-ფიქსის ტელეფონი შეგიძენიაო... ტელეფონი რაა, ზოგიერთებივით მეც საჭორაოდ და გასართობად ხომ არ ვიყიდე... წამდაუწუმ ცუდად ვხდები და ექიმთან დასარეკად მჭირდება და დანაზოგი ფულით ვიყიდე. ამ ტელეფონში 25 ლარი მივეცი და ნუთუ ეს ფუფუნების საგნად ითვლება?... როგორც ჩანს, ტელეფონი მიზეზი გახდა და დახმარება შემიწყდა. ახლა კი ვარ ასე, ხან წამალი მინდა, ხან ექიმი, არ ვიცი ასე რა მეშველება. ესაა სამართალი?"... - აცხადებს მარტოხელა მოხუცი და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ განუკითხაობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დახმარების დანიშვნას პირადი შეხედულებებისამებრ ახდენენ. მისი თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარება დედოფლისწყაროშია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
ოზაანელები ბენაშვილის დაკავებას ამჟამინდელი რწმუნებულის ინტერესებს უკავშირებენ

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანის ყოფილ გამგებელს გიორგი ბენაშვილს, რომელსაც წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, გამოძიება სოფლის ტრაქტორის უკანონოდ გასხვისებას ედავება. ოზაანელები კი ამბობენ, რომ მას ტრაქტორი არ გაუყიდია და ბენაშვილი ამჟამინდელ სოფლის რწმუნებულთან სოსო თევზაძესთან დაპირისპირების გამო ჩამოიშორეს და ეს გაუჩალიჩეს. გიორგი ბენაშვილის ოჯახის წევრები კი გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში აცხადებენ, რომ ის ტრაქტორი, რომელსაც გამოძიება ედავება, 2006 წელს პირადად ბენაშვილმა სპეციალური აქტით მუნიციპალიტეტს ჩააბარა: ,,ტრაქტორი გაქირავებული იყო ადგილობრივ ბაიდო ჩიკვაიძეზე. ბოლო სამი წლის მანძილზე ის აღარ ამუშავებს და მერე ზაზა ქურხულიშვილმა იქირავა. ამჟამად ეს ტრაქტორი სოფელ თავწყაროში ვინმე სულიკოსთან დგას, გაფუჭებულია და აღარ მუშაობს. ნამდვილად ვიცით, რომ ის ტრაქტორი, რის გასხვისებასაც გამოძიება აბრალებს, მას ნამდვილად არ გაუყიდია. ჩვენს აზრს არავინ ითვალისწინებს, მაგრამ ოფიციალურად დასტურდება, რომ ბენაშვილმა ეს ტრაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ 2006 წელს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალური აქტით გადასცა... ანუ, ტრაქტორი ბოლოს კვლავაც მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. გაუგებარია რას ედავებიან... ყველაფრის მიუხედავად, მას წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ამჟამად ის გლდანის საპყრობილეშია გადაყვანილი". -- აცხადებს დაკავებულის ოჯახის წევრი, მისი ძმიშვილი, 27 წლის გია ბენაშვილი. გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ სოფელ ოზაანის მაცხოვრებლებს. "ქიზიყის" საგამოძიებო ჯგუფი სოფელში მომხდარის შესახებ ადგილობრივების პოზიციებს მთელი დღის მანძილზე ისმენდა. ოზაანელებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ბენაშვილის დაკავებაში ხელი სოფლის ამჟამინდელ რწმუნებულს სოსო თევზაძეს ერიოს. ადგილობრივები იხსენებენ, რომ რწმუნებულს ბენაშვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და შესაძლოა, ეს ყველაფერი მისი თავიდან მოსაშორებლად დაიგეგმა. ამას გარდა, ოზაანში ირწმუნებიან, რომ სოფლის ტრაქტორით გლეხებს არც მანამდე და არც ბოლო წლებში არ უსარგებლიათ.




ვაჟა გარსენიშვილი (ოზაანის მკვიდრი): ,,საერთოდ უმუშევარი ვარ. 1 ჰექტარი მიწა მაქვს მხოლოდ. თავს ამით ვირჩენ... სოფლის ტრაქტორებით არასოდეს მისარგებლია და ვისაც გინდა ჰკითხოთ, ყველა იგივეს გეტყვით, რომ უბრალო ხალხს ეს ტექნიკა არც თვალით გვინახავს და მითუმეტეს, არც გამოგვიყენებია.
ნოშრევან თევზაძე (ადგილობრივი გლეხი): ,,არა, რას ამბობთ... სოფლის ტრაქტორით მეც არასოდეს მისარგებლია... საჩვენოდ ვინ გახდის რამეს?...
სოსო თევზაძე (სოფელ ოზაანის რწმუნებული): ,,უძრავ-მოძრავი ქონება მთლიანად აღწერილია და მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ვიცი, რომ ის სადავო ტრაქტორი ამჟამად მუშა მდგომარეობაში არ არის და თავწყაროშია გაჩერებული. რაც შეეხება გია ბენაშვილთან ჩემს დამოკიდებულებას, მე არაფერი ვიცი... ნამდვილად ვერაფერს გეტყვით და, მას ვერაფერში დავადანაშაულებ!... არ ვიცი... რა გითხრათ, აბა... ვიცი, რომ ეს ტექნიკა 2006 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ აქტით ჩაიბარა... - აცხადებს გამგებლის რწმუნებული, რომელმაც ჩვენთვის მოულოდნელად, თავადაც დაადასტურა, რომ ბენაშვილმა ტექნიკა მუნიციპალიტეტს აქტით ჩააბარა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, გიორგი ბენაშვილი სოფელ ოზაანის გამგებელი 13 წლის მანძილზე გახლდათ. "ქიზიყის" ინფორმაციით, ექს-გამგებელი ფინანსურმა პოლიციამ დააკავა. როგორც დაკავებულის ოჯახის წევრებმა ქიზიყს აცნობეს, ბენაშვილი ამჟამად გლდანის საპყრობილეშია მოთავსებული. "ქიზიყის" საგამოძიებო ჯგუფი მოვლენათა განვითარებას კვლავაც აქტიურად მიადევნებს თვალყურს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი; ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ზემო მაჩხაანში ელექტროენერგიის საფასურს სამმაგი ოდენობით ახდევინებენ

ზემო მაჩხაანის მაცხოვრებლები სს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" დედოფლისწყაროს სერვისცენტრს უპირისპირდებიან და დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივები გაზეთ "ქიზიყის" საგამოძიებო ჯგუფს დაუკავშირდნენ, მათი გასაჭირით დაინტერესება და დახმარება ითხოვეს. მათი თქმით, ელექტროენერგიის საფასურს გასამმაგებული ოდენობით იხდიან. მაჩხაანელები ირწმუნებიან, რომ გადასახადზე დანამატის ოდენობა ხშირად მოხმარებულს ორჯერ აღემატება, რის გამოც მოსახლეობა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც "ქიზიყი" ადგილზე გავიდა და მათი პრობლემების მოსმენა სცადა, უმალ თავი 60-მდე მცხოვრებმა მოიყარა და ყველა მათგანი ამ პრობლემას პირველ ნომრად განიხილავდა.
ციალა ჯანაშვილი (75 წლის): ,,გადასახადტან ერთად ყოველთვიურად უამრავი დანამატის გადახდას გვაიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გვაშინებენ, ჩაჭრით გვემუქრებიან და დაგვყვირიან, რომ საურავი დაგვერიცხება. ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს, მონებივით პირში წყალი ჩავიგუბეთ და ვიხდით. ერთხელ, ყველამ მოვილაპარაკეთ და ზედმეტად დამატებული დანაკარგის თანხა აღარ გადავიხადეთ, მაგრამ მომავალი თვის გადასახადს დაარიცხეს და მაინც ამოიღეს... მეტის მოთმენა უკვე აღარ შეგვიძლია... აუტანელია ჩვენი ყოფა, ღამითაც ვერ ვანთებთ ნათურას, რომ დენი დავზოგოთ და ესენი ამდენს გვახდევინებენ. ყველა შეწუხებულია... დავიღალეთ, როდემდე შეიძლება ასე ცხოვრება?"...
მერი მაძღარაშვილი (80 წლის): ,,ამასწინად ავად გავხდი და თბილისში საავადმყოფოში ვიწექი. 5 თვე სოფელში ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. ცხადია, ამ 5 თვეში არაფერი უნდა გადამეხადა, მაგრამ 50 ლარი გადამახდევინეს. ინკასატორმა ასე მითხრა, წადი და იმ მეზობლებს მოჰკითხე, ვინც დენს იპარავსო... ვინმე თუ იპარავს ხალხმა რა დააშავა?... კომპანია ვალდებულია დანაკარგზე და ხარვეზებზე თავად იზრუნოს... გეფიცებით, ასეთი განუკითხაობა არსად არის...
გივი (62 წლის): ,,სხვა გზა არ არის, რადიკალურ ზომებს უნდა მივმართოთ და მთელმა სოფელმა ხმა ამოვიღოთ, თორემ წურბელებივით გვაზიან და სისხლს გვწოვენ... ადგილობრივ ხელმძღვანელობას, მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვთ, რომ რამენაირად ჩაერიონ ამ საკითხში და გვიშველონ, თორემ, ამათ თავგასულობას საზღვარი უკვე აღარ აქვს... მთელს სოფელს გვინდა, რომ ტელე-იმედის გადამღები ჯგუფი ჩამოვიყვანოთ და ტელევიზორში ჩვენც ვილაპარაკებთ რა დღეშიც ვართ, იქნებ ვინმემ ჩვენი გასაჭირიც მიიტანოს გულთან... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, მაჩხაანიდან
* * *
წყალმომარაგების კომპანიამ ალადაშვილის გათავისუფლების მიზეზები განმარტა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თბილისის ოფისში დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრიდან მარინა ალადაშვილის გათავისუფლების თაობაზე ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. ცენტრალური ოფისის მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფის უფროსი თემურ ხვედელიძე "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში შემოწმებაზე პირადად იმყოფებოდა. ხვედელიძე არც იმას მალავს, რომ უკმაყოფილო ბევრი გარემოების გამო იყო.

თემურ ხვედელიძე: ,,დედოფლისწყაროში ახლახან ვიყავი ჩამოსული. რაც შეეხება ალადაშვილის გათავისუფლების საკითხს, მისთვის განცხადების დაწერა არავის დაუძალებია. მისი კომპეტენციით უკმაყოფილო ვიყავი. ამ ადამიანს არგუმენტები დავულაგე... წინ დავულაგე, რომ არც კომპიუტერის მოხმარებაში ერკვევა, არც უმაღლესი განათლება აქვს... კიდევ სხვა გარემოებებიც იყო... ესენი რომ ვუთხარი, ამ ყველაფრის შემდეგ ადგა და იმავე წუთში განცხადება თავისივე ხელით დაწერა და გათავისუფლება ითხოვა. ასე რომ, იძულებით არ გათავისუფლებულა"... - განმარტა ხვედელიძემ. შესაძლოა, ალადაშვილის გათავისუფლება ხელმძღვანელობამ ქიზიყში გამოქვეყნებული მამხილებელი მასალების გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვიტა. იმის გამო, რომ მარინა ალადაშვილს სამსახურეობრივი ტელეფონის ნომერი უკვე ჩამოერთვა, მასთან გასაუბრება "ქიზიყმა" ამ დრომდე ვერ მოახერხა. ალადაშვილი, წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფის უფროსი გახლდათ, მის შემცვლელს კომპანიაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
ოზაანის ექს-გამგებელი სოფლის ტრაქტორის გასხვისებისთვის დააპატიმრეს

სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანის ყოფილი გამგებელი გია ბენაშვილი დააკავეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბენაშვილი თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიცია მას სოფლის კუთვნილი ტრაქტორის უკანონო გასხვისებას ედავება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის განცხადებით, გია ბენაშვილი სოფელ ოზაანის გამგებელი "ვარდების რევოლუციამდე" იყო. ბენაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეს სიღნაღის რაიონული პროკურატურა იძიებს. "ქიზიყი" დამატებითი დეტალების გარკვევასაც შეეცადა. შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აცხადებენ, რომ რწმუნებულის დაკავების შესახებ არაფერი იციან და ამის შესახებ სწორედ "ქიზიყის" ჟურნალისტებისგან შეიტყვეს. /ქიზიყი/
* * *
მარინა ალადაშვილი წყალმომარაგების კომპანიიდან დაითხოვეს

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მეტროლოგია-სტანდარტიზაციის ჯგუფის უფროსი მარინა ალადაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სერვის-ცენტრის უფროსი გიორგი ბენაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, ალადაშვილი თბილისიდან სპეციალური ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. "ქიზიყს" დედოფლისწყაროს წყალკანალში დაუდასტურეს, რომ ალადაშვილის გათავისუფლება თბილისიდან დედოფლისწყაროში შემოწმებაზე ჩამოსულმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა. შეგახსენებთ, ახლახან "ქიზიყმა" ალადაშვილის მამხილებელი სტატია გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ მას უმაღლესი განათლება არ გააჩნია, ის ორ თანამდებობას ერთდროულად იკავებდა. მარინა ალადაშვილის ანაზღაურება წყალკანალში 650 ლარს შეადგენდა, ხოლო ამის პარალელურად სს „დედოფლისწყარო რაიგაზი“-ს მდივნადაც მუშაობს, სადაც მისი ყოველთვიური ანაზღაურება 250 ლარს შეადგენს. ჟურნალისტური მოკვლევისას "ქიზიყმა" გაარკვია, რომ თბილისის ცენტრალურ ოფისში ალადაშვილი თანამშრომლების გასათავისუფლებლად საჩივრებს გზავნიდა, თუმცა როგორც გაირკვა, სავარძელთან გამოთხოვება თავადვე მოუხდა...

ვითარების გარკვევა "ქიზიყმა" კომპანიის ხელმძღვანელობასთან სცადა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თბილისის მთავარ ოფისში, მეტროლოგია სტანდარტიზაციის ჯგუფის უფროსი თემურ ხვედელიძე "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ალადაშვილისგან მოხსენებითი ბარათი მიიღო, სადაც ის საკუთარი თანაგუნდელების დაუმორჩილებლობასა და არაკომპეტენტურობაზე საუბრობდა. როგორც სჩანს, კომპანიის ხელმძღვანელობამ არგუმენტები შეისწავლა და ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო. სხვათაშორის, ის თანამშრომელი, რომლის გათავისუფლებასაც ალადაშვილი ითხოვდა, კვლავაც სამსახურში მუშაობს, სავარძელი კი ხელმძღვანელობამ სწორედ მომჩივან ალადაშვილს დაატოვებინა.

კომპანიის ხელმძღვანელები ადასტურებენ, რომ ალადაშვილი არაკომპეტენტურობის გამო გაათავისუფლეს. "ქიზიყი" მარინა ალადაშვილის პოზიციის დაფიქსირებასაც ეცადა, თუმცა მისი სამსახურეობრივი ნომერი 8(91) 40 38 66 მუდმივად გამორთული იყო, მოგვიანებით კი გავარკვიეთ, რომ კორპორაციული ნომერი ალადაშვილს აღარ აქვს, რის გამოც მასთან გასაუბრება ვეღარ მოხერხდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
ლუდა ხალადნოვას მკვლელობაში მისივე მეუღლეს ადანაშაულებენ

6 სექტემბერს დედოფლისწყაროში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში 59 წლის ლუდა ხალადნოვა შვილებმა თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც გაირკვა, სტალინის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი დაკეტილ ბინაში მეუღლესთან კამათის შემდეგ გვიან ღამით წავიდა, დილით კი გარდაცვლილი ნახეს. სტალინის ქუჩის მაცხოვრებლები გაზეთ '"ქიზიყთან" საუბარში აცხადებენ, რომ ხოლოდნოვები მუდმივად სვამდნენ და იმასაც იხსენებენ, რომ გარდაცვლილს საკუთარი მეუღლე ვოვა ხალადნოვი მუდმივად სცემდა და ემუქრებოდა. ხალადნოვების მეზობლები აცხადებენ, რომ მათი კონფლიქტებით მაცხოვრებლები იმდენად შეწუხდნენ, რამდენიმე თვის წინ პოლიციაში განცხადება შეიტანეს და დახმარება ითხოვეს. "ეს ოჯახი ხშირად სვამდა და კონფლიქტური ვითარებაც ხშირი იყო. ქალი თითქმის ერთი წელია გამოსწორდა და სასმელს იმდენად აღარ ეძალებოდა. საოჯახო საქმეებსაც აკეთებდა. მეუღლე კი მუდმივად სცემდა და კონფლიქტი ჰქონდათ. ჩხუბობდნენ. მეზობლები ვეჭვობთ, რომ შესაძლოა, ლუდა საკუთარმა ქმარმა ვოვა ხალადნოვმა მოკლა."- ამბობს სტალინის ქუჩის მკვიდრი ვლადიმერ ბალიჩევი. გარდაცვლილის შვილები დიმიტრი ხალადნოვი და ლენა კოტაშვილი მეუღლის მხრიდან ზეწოლას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ქალმა თავი ავადმყოფობის გამო ჩამოიხრჩო: "დედა სიმსივნით იყო დაავადებული და შესაძლოა აუტანელ ტკივილებს ვეღარ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით ამიტომაც დაასრულა. ოჯახური კონფლიქტები არაფერ შუაშია" - აცხადებენ ხალადნოვები. მომხდარზე საქმე შს დედოფლისწყაროს სამმართველოშიც აღიძრა. თვითმხილველთა და მეზობლების ნაწილი უკვე დაკითხულია. თავად გარდაცვლილის მეუღლემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
კახეთში „გარიგება 20 წლის შემდეგ“ გადაღებები მიმდინარეობს

რეჟისორი და მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, მიმდინარე წლის ბოლოს მაყურებელს შესთავაზებს ფილმს „გარიგება ოცი წლის შემდეგ“. ფილმში ძველ სახეებთან ერთად, ახალი სახეებიც გამოჩნდებიან, მათ შორისაა რეჟისორი და მსახიობი გოჩა კაპანაძე. „ძალიან უცნაური და საინტერესო როლი შემომთავაზეს. ჩემი გმირი სამეჯლისო ცეკვის მასწავლებელია. სცენარის მიხედვით, მარომ კახეთში გააკეთა შპს „გარიგება“ და მიმიწვია ცეკვის მასწავლებლად. ჩემი გმირის მოვალეობაა სასურველ და მიმზიდველ ფორმაში ჩააყენოს როგორც გაუთხოვარი ქალბატონები, ისე მარტოხელა მამაკაცებიც. შევასწავლო ტანგო, ვალსი, ჩა-ჩა-ჩა, სუმბა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდი იუმორის ფონზე მოხდება. ჯერ სულ რამდენიმე ხანია, რაც გადაღებები დავიწყეთ და მთელ გადამღებ ჯგუფს არაჩვეულებრივი განწყობა და იუმორი გვახასიათებს", – განაცხადა გოჩა კაპანაძემ. ზაზა კოლელიშვილის ფილმს „გარიგება _ ოცი წლის შემდეგ“ მაყურებელი წლის ბოლოს ნახავს. /medianews/

ღია წერილი გაზეთ "ქიზიყის" რეიტინგით შეშფოთებულ მოსემწერალ ნაციონალებს...


ამასწინათ, ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთაში "დაფრთიანებული" და ლევან ბაღაშვილისგან სამსახურნაბოძები ვაჟბატონი ოთარ კოვზირიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან იკვეხნიდა, “მაშინ მეც დავწერ ილია მარტყოფლიშვილზეო”...
ერიჰაააა, ასე ყველა განაწყენებულმა ნაციონალმა ჟურნალისტობა რომ მოინდომოს, კარგად გვექნება საქმე... ისეც ტელევიზიების დიდი ნაწილი სააკაშვილის ლაქია-ჟურნალისტებით გაივსო და ახლა პარტიულმა წევრებმაც თუ ჟურნალისტობა მოისურვეს, რაღა გვიჭირს... მართალია ამჯერად ავტორი არ მიუთითებიათ, მაგრამ ახლახან, გარკვეული რეპლიკები ინტერნეტ-სივრცეში უკვე გაჩნდა.
ასე მაგალითად: - ,,ინტერნეტ გაზეთი "ქიზიყი" რეიტინგით ყველაზე დაბალ საფეხურსზე ბლოგზე და ნეტავ რატომ არ აუქმებენ "ქიზიყის" რედაქტორები? - ასეთ სრულიად გაუმართავ წინადადებას მოულოდნელად გადავაწყდით... იმდენად ღიმილისმომგვრელი იყო, რომ გადავწყვიტეთ, ჩვენი მკითხველის ყურადღებაც მიგვეპყრო.
მოკლედ, ბატონებო, ვისაც "ქიზიყის" დამთვალიერებელთა ოდენობასა და რეიტინგში ეჭვი ეპარება, მათ გასაგონად გეტყვით, რომ საშუალოდ დღეში, გაზეთ "ქიზიყის" საიტის დამთვალიერებელთა რიცხვი ყოველდღიურად 200-ს აჭარბებს. რაც ასეთი პატარა რაიონისთვის დაგვეთანხმებით მართლაც საკმარისია. მით უფრო, რომ დედოფლისწყაროში ინტერნეტის პრობლემა არცთუ ისე მოგვარებულია...
მაგალითად, 6 სექტემბერს ქიზიყის საიტი 231-მა ადამიანმა დაათვალიერა. ვისაც არ სჯერა, საიტის ბოლოს შესაბამისი მრიცხველებია (ანუ ე.წ. სოჩიკები) განთავსებული და შეგიძლიათ ქვემოთ ჩაუყვეთ და ყოველდღიურად გააკონტროლოთ. ოღონდაც, თუ ღმერთი გწამთ, ბოღმით ნუ გასკდებით... ან, საინტერესოა, სად მოიკვლიეს, ან რას შეადარეს და რაზე დაყრდნობით ქადაგებენ, რომ ქიზიყი დაბალ საფეხურზე დგას და თანაც ყველაზე დაბალზე... ანდა, რატომ გაშფოთებთ ასე, რეიტინგულია თუ არა "ქიზიყი" და კითხულობენ თუ არა მას... მითუმეტეს, თუ მიგაჩნიათ, რომ არავინ კითხულობს, მაშ რა გაცოფებთ, ძვირფასებო?... ჩვენი რეიტინგი თქვენი სანერვიულო და განხილვის საგანი თუ გახდა, ეს მხოლოდ მისასალმებელია და ძალზე გვახარებს, ჩვენზე ფიქრში რომ გიღამდებათ... დიდი პატივია, რითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის... რატომ არ ხურავენ გაზეთს რედაქტორებიო - უნებურად საჯაროდ წამოცდათ ნაც-ბიჭებს...
რა იყო, ასე ხმამაღლა კი არ უნდა იოცნებოთ... გასაგებია, რომ "ქიზიყის" დახურვა უკვე ოცნებად გექცათ, მაგრამ, გული არც ამ დონეზე უნდა გადაგვიშალოთ, რომ ყველაფერი ამოვიკითხოთ... სამწუხაროდ, ვერაფრით დაგაიმედებთ ძმებო!!!... ამ მხრივ თქვენთვის სასიხარულოს არაფერს ვგეგმავთ, ალბათ, უფრო პირიქით... თანაც ერთს გირჩევდით, თქვენთვის არც "ქიზიყის" გახსნა შეგვითანხმებია და ალბათ ხვდებით, რომ არც დახურვაზე გკითხავთ თქვენი ბრძნული აზრების გადმოფრქვევას... ბოდიში მოგვითხოვია და, რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა, არამკითხესავით ცხვირს რომ ჰყოფთ და ენას არ აჩერებთ... მახათის მაძებარი კაცებივით, მეტი საქმე არ გაქვთ, თუ "ქიზიყის" გახსნა-დახურვით ასე რატომ ინტერესდებით?... მოდი, საქმეს მიხედეთ, თუ ღმერთი გწამთ...
დავწერო, რომ იქადნებით, დაწერეთ, ბატონო!!!... აგერ ვართ ჩვენც და ერთად ვნახოთ, კალამი ვის უფრო გაუჭრის... ისიც ნათლად გამოჩნდება, ამ ქიშპობით რა ბუს კვერცხებს დაიჭერთ ხელში... ამასაც ვნახავთ... ნუ გავიწყდებათ, რომ საჯარო სამსახურში ხართ და სანამ ასე იქნება, ანუ იმ დრომდე ვიდრე პარტიულობის პრეტენზია გექნებათ და ვიდრე ხელფასს ბიუჯეტიდან აიღებთ, სიამოვნებით გავხდით თქვენს ყველა ნაბიჯს საჯაროს... სულაც არ დაგზარდებით, ახალ-ახალი სტატიები ვაცხოთ თქვენს დაუფიქრებელ და ტუტუცურ ნაბიჯებზე...
ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიამოვნებას გვანიჭებს, როცა აბრაკადაბრა ვაი-ნაციონალებზე და მათ ხუშტურებზე ვწერთ სტატიებს. მართალია, ზოგიერთებს ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ ასეთ არსებებს მმართველი პარტიისთვის დადებითი შედეგი მოაქვთ და ჰგონიათ, რომ ხმებისთვის მუშაობენ, მაგრამ... კვლავაც ჩვეული ერთგულებით გავაგრძელებთ ნაციონალური მოძრაობის ასეთი გულუბრყვილო წევრების ლაფში ამოსვრას... ცხადია, კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით... სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, მხოლოდ დედოფლისწყაროს მაგალითზეც ნათელია, რომ ამის საბაბს დედოფლისწყაროში ჯერ კიდევ ბევრი იძლევა და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ... პოლიტიკა უნდათ, სკამებზე ოცნებობენ, თანამდებობები ესიზმრებათ, დედაბუდიანად ბიუჯეტის ფულებზე სხედან, ცოლები და საყვარლებიც კი საჯარო სამსახურებში დაასაქმეს და კიდევ აქეთ კიჟინებენ - ნუ გვეხებით, შეგვეშვითო... როგორც მიხეილ თავისებური იტყოდა – ნურას უკაცრავად!!!...
P.S. და ბოლოს... თქვენ რეიტინგული გაზეთი "შირაქიც" გეყოფათ...

პატივისცემით,
გაზეთ "ქიზიყის" ადმინისტრაცია
* * *
დედოფლისწყაროში ლუდა ხალადნოვა ჩამომხრჩვალი იპოვეს

დედოფლისწყაროში მცხოვრები ლუდა ხალადნოვა, ქმართან კამათის შემდეგ საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ხალადნოვა მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. როგორც გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეზობელმა ნუგზარ ჯანაშვილმა განაცხადა, ცოლ-ქმარს აღნიშნული სახლი დაკეტილი ჰქონდათ და სხვაგან ცხოვრობდნენ, ადგილზე კი იშვიათად მიდიოდნენ. „როგორც გავიგეთ, ცოლ-ქმარს ღამით ჩხუბი მოუვიდა და ლუდა ხალადნოვა ამ სახლში გამოიქცა. დილით კი მეუღლემ ჩამომხრჩვალი ნახა“, - განაცხადა ნუგზარ ჯანაშვილმა. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროს დედოფლისწყაროს რაიონულ განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება. /ჰერეთი/

* * *
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები დაწვას გადაურჩა

დედოფლისწყაროში მდებარე ვაშლოვანის ნაკრძალის დაცული ტერიტორიები ცეცხლისგან განადგურებას მუნიციპალიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. ამის შესახებ დედოფლისწყაროს სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნიკალა ფიროსმანაშვილმა გვაცნობა. მისი თქმით, საფრთხე ნაკრძალთან ახლოს გაჩენილმა ხანძარმა შექმნა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ნაკრძალი რაიონულ ცენტრს საკმაოდ მოწყვეტილია, რეაგირება დროულად მოხერხდა: "ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალის გვერდით, ძალიან ახლოს დაფიქსირდა, მაგრამ ჯგუფის გასვლა და ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა. ამიტომ, ცეცხლი აღკვეთილის ტერიტორიაზე აღარ გავრცელებულა. ზაფხულის განმავლობაში დედოფლისწყაროში საველე-საგუშაგოებიც მოქმედებს, რაც დროული რეაგირების საშუალებას გვაძლევს და მარცვლეული კულტურების ნათესებიც ხანძრის შედეგად განადგურებისგან გაცილებით მეტად დაცულია." - აცხადებს ფიროსმანაშვილი. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, წელს, ზაფხულის განმავლობაში დედოფლისწყაროში ხანძრის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა განსაკუთრებული ზარალის თავიდან აცილება დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ თვითმმართველობა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს, რადგან დედოფლისწყარო სპეციფიური რაიონია და სახანძრო უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

суббота, 4 сентября 2010 г.

რატომ აღარ ეღირსა ნაცმოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციას ბოლო 5 წელია ხელმძღვანელი?!

ვინ არის და რა გზა განვლო სოსო ბენაშვილმა?!
დედოფლისწყაროში სოსო ბენაშვილი, როგორც ფიგურა ასპარეზზე ვარდების რევოლუციის შემდეგ გამოჩნდა... ვერ გეტყვით, რისი წყალობით, მაგრამდროშებით გადიდკაცებული სოსო ხაჩიაშვილის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად სწორედ ის დანიშნეს. დედოფლისწყაროში დღესაც კარგად ახსოვთ, რომ ბენაშვილს ნაცმოძრაობის უფროსად ყოფნის პერიოდში მშობლიური რაიონისთვის სასარგებლო დიდი ვერაფერი გაუკეთებია...
საარქივო მასალებს რომ გადახედოთ, მის პერიოდში მხოლოდ 1 მინი-მოედანი გაიხსნა, ქალაქში, კულტურის სახლის შენობის უკან...

მალევე, დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ნაცმოძრაობის ლიდერი დავით კირკიტაძე გვეწვია. ყველასგან მოულოდნელად, მან აღსარება პირდაპირ დარბაზში სახალხოდ წარმოსთქვა და ღიად აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას დედოფლისწყაროში არაფერი გაუკეთებია... ამ ხმაურიანი განცხადების შემდეგ კირკიტაძემ რაიონული ორგანიზაციის შეფის გამოცვლის შესახებ პირდაპირ სცენიდანვე გამოაცხადა. სოსო ბენაშვილი მაშინ ნიკო ბენიაიძემ შეცვალა, თუმცა ადგილობრივების იმედების გამართლება ვერც ამ უკანასკნელმა მოახერხა... არადა, ორივე მათგანის ამბიციები რატომღაც მუდმივად ხელმძღვანელის სავარძლებთან ტრიალებს... თუმცა, იქამდე ასულები, თავს ვერაფრით გვამახსოვრებენ... ბენაშვილის მსგავსად ბენიაიძის პერიოდსაც რომ გადახედოთ, ვერაფერს აღმოაჩენთ, გარდა იმისა, რომ თბილისელ სტუმრებთან ერთად დედოფლისწყაროს კულტ-სახლის შენობაში უფასო-სასადილოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა...

მაშინ თბილისში გამომავალი გაზეთები ბევრს "ღადაობდნენ" იმ ფაქტზე, რომ დავით კირკიტაძეს დედოფლისწყაროში რაიონული ორგანიზაციის ლიდერების ცხვირსახოცებივით ყოველთვიურად ცვლა მობეზრდა, "ამათ ხომ დამღალეს და გამაჭაღარავესო" წუხდა კირკიტაძე – ბენიაიძის შემდეგ რაკი ეს პოსტი ვეღარავის ანდო, ადგა და ნაცმოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობები რაიონის იმჟამინდელ გამგებელს გელა იაკობიშვილს შეუთავსა.

იქნებ დავისვენოთო, ფიქრობდნენ პარტიის ლიდერები, მაგრამ იაკობიშვილმაც იმედების გაცრუება რეკორდულად მცირე დროში მოახერხა. როგორც ცნობილია გელა იაკობიშვილი პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

მიუხედავად კირკიტაძის უარყოფითი შეფასებებისა და საჯაროდ, სცენიდან გაკიცხვისა, სოსო ბენაშვილს ფარ-ხმალი არ დაუყრია, თუმცა პარტიულ საქმიანობაში კრახის შემდეგ ის ძალოვან სისტემაში ვიხილეთ...

ალბათ, სწორედ ამ ვაკხანალიის დამსახურება იყო, რომ მას შემდეგ დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის იმიჯი მოსახლეობაში ლამის მინუსებამდე დაეცა. მათი რეიტინგი კატასტროფულად ეცემოდა და ეს არჩევნების შედეგებზეც მუდმივად აისახებოდა. დედოფლისწყაროდან მიღებული არჩევნების შედეგებით უკმაყოფილებას თვით სააკაშვილიც ღიად გამოხატავდა.

ვითარების განსამუხტად, იაკობიშვილის დაპატიმრების შემდეგ, პარტიის იმიჯის ჩამოსარეცხად ნაცმოს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად სუფთა წარსულის მქონე, ცნობილი სპორტსმენი ზაზა კედელაშვილი დაინიშნა. კედელაშვილი წარმოშობით დედოფლისწყაროდან გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ნდობა გამოუცხადეს, კედელაშვილს მშობლიურ რაიონზე ზრუნვა საერთოდ არ უცდია და ხელმძღვანელის პოსტს ისე ითავსებდა, დედოფლისწყაროში ჩამოსვლაც არ ახსენდებოდა... არადა, ჟურნალისტებიც კი ვფიქრობდით, რომ პარტიის ადგილობრივ ლიდერად ასეთი კადრის დანიშვნა დადებითი მოვლენა იქნებოდა, თუმცა შევცდით...

სხვათაშორის, კედელაშვილის პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა დედოფლისწყაროდან 32 პროცენტზე მეტი ვერ მიიღო, რასაც ფაქტობრივად კახეთის გუბერნატორიც შეეწირა და დედოფლისწყაროს გამგებელი დავით ლეკიშვილიც...

ისიც ღიმილისმომგვრელი გახლდათ, რომ ზაზა კედელაშვილი ასეთი თანამდებობის მიუხედავად დედოფლისწყაროში მხოლოდ ერთხელ შევნიშნეთ და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა რაიონული ბიუჯეტიდან 2 000 ლარი ჩაახუტეს... სხვა შემთხვევაში ალბათ არც მაშინ იკადრებდა დედოფლისწყაროში ჩამოსვლას... როგორი გაბრწყინებული გამოვიდა გამგებლის კაბინეტიდან, მისი სახის გამომეტყველება დღესაც გვახსოვს... ეს თანხა მას ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად დედოფლისწყაროს სახელით გადასცეს, მაგრამ როგორც მახსოვს, მაშინ კედელაშვილმა ეს გამოსვლა, სამწუხაროდ, წააგო...

ამ მოვლენებიდან 5 წელი გავიდა, თუმცა დღესაც რომ იკითხოთ, ვინ არის დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი – ამ კითხვაზე პასუხს თითქმის ვერავინ გაგცემთ... დიდი მოკვლევის შემდეგ ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავარკვიეთ, რომ ბენაშვილი-ბენიაიძის იმედგაცრუებების შემდეგ ნაცისტების დედოფლისწყაროს ორგანიზაციას ხელმძღვანელი ამ დრომდე არ აღირსეს... სხვათაშორის თავმჯდომრის მოვალეობას ამჯერადაც ლევან ბაღაშვილი ასრულებდა. ბაღაშვილს ეს მოვალეობა მისი გამგებლობის დროს შეუთავსეს... /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი


ქველმოქმედება თუ ფულის "მოტეხვის" საშუალება - მუშების სკანდალური ბრალდებები

სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ წითელწყაროში ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებასა და ეჭვებს, რომ სასაფლაოს შემოღობვის დროს ათიათასობით თანხები ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა დაინაწილეს და სამუშაოებისთვის მასალები მეწარმეებს უსასყიდლოდ მოატანინეს, ამავე სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმაც დაადასტურეს.
დეტალების გარკვევის დროს "ქიზიყმა" საკმაოდ სკანდალური ინტერვიუები ჩაწერა და ჩვენდა გასაკვირად მუშებმა კონკრეტული გვარებიც დაასახელეს. სამუშაოებზე დასაქმებულმა ადამიანებმა იმაზე გაცილებით მეტი იცოდნენ, ვიდრე წარმოვიდგენდით

დედოფლისწყაროს მკვიდრი, 50 წლის ნოდარ შეითნიშვილი გაზეთ "ქიზიყთან" საუბრისას ამბობს, რომ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ზურაბ ყოჩიაშვილმა და სოფელ წითელწყაროს რწმუნებულმა ტარიელ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დატუქსეს.

ნოდარ შეითნიშვილი (მძღოლი): ,,თითქმი 10 წელია კომუნალური სამსახურის მანქანა გაზ- 53-ზე ვზივარ. ამასწინათ "ქიზიყის" ჟურნალისტებს ინტერვიუ მივეცით წყლის პრობლემასთან დაკავშირებით. მისი გამოქვეყნებისთანავე ჯერ რწმუნებული მოვიდა და მკაცრი ტონით მისაყვედურა, როგორ ბედავთ ჟურნალისტებთან ასე საუბარსო, სულ მალე კი დასუფთავების სამსახურის უფროსმა ზურა ყოჩიაშვილმა მანქანიდან გადმომსვა და აღარ ვმუშაობ... არადა, რამდენჯერაც ფუჭდებოდა მანქანას ყოველთვის მე ვაკეთებდი... ფაქტიურად იმიტომ დამსაჯეს, რომ ჟურნალისტებთან გამგეობა გავაკრიტიკე... საერთოდ, გელა თეთრაული, ტარიელ ღარიბაშვილი და ილია ჯინაშვილი არიან მაფიოზები. არ ამალაპარაკონ, კიდევ ბევრ რამეს ვიტყვი!...
-- მოსახლეობა ამბობს, სოფლის პროგრამაზე თეთრიც არ დაუხარჯავთ, მასალები მეწარმეებს "შეაწერეს" და უსასყიდლოდ აშენდაო... ამ სამუშაოებს პირადად ასრულებდით და რა იცით ამაზე?
-- ხალხი მართალია... ქვები ჯერ კიდევ ძველი გამგებლის გელა იაკობიშვილის მიერ წლების წინ მოზიდული იყო და ის გამოვიყენეთ... მძღოლი მე ვიყავი და გელა ბიღიაშვილის კარიერიდან 10 რეისი ქვიშა პირადად მე მოვზიდე. ზუსტად ვიცი, რომ ბიღიაშვილმა აჩუქა. ცემენტი მარლენ კვაჭანტირაძემ აჩუქა, კირი გურამ ნატროშვილმა მოგვცა... მერე დიდნაურიდან ერთი რეისი თეთრი ქვა ამოვიტანე და ეგ იყო... დანარჩენი ყველაფერი აშენდა მუქთად... 500 - 500 ლარი 2 მუშას მოგვცეს, დანარჩენი მასალები უფასო იყო და ეს ათი ათასები სად წავიდა, ღმერთმა იცის... ამიტომაც ხალხი ამბობს, რომ თეთრაულმა, ჯინაშვილმა და ღარიბაშვილმა გაინაწილესო...

ედგარ ამბარიანი (მშენებელი): ,,ბოძებიც ჩავყარეთ და ბადე შემოვავლეთ, მაგრამ დღეს ეს აღარსადაა... ამაში 50 ლარი გადაგვიხადეს. ორნი ვიყავით დასაქმებულნი... არადა ათასობით ლარი გამოიყო...

ტარიელ ღარიბაშვილი (წითელწყაროს რწმუნებული): ,,არანაირი შენიშვნა არ მიმიცია შეითნიშვილისთვის, მითუმეტეს, ჟურნალისტებთან ურთიერთობის გამო... ქვიშა ნამდვილად გელა ბიღიაშვილმა გვაჩუქა, ცემენტიც გვაჩუქეს, მაგრამ მე თანხებთან შეხება არ მქონია, გამგეობამ ამ ორგანიზაციას ჩაურიცხა და ვერ გეტყვით რაში გადაანაწილეს, სად წაიღეს და ვის რა მისცეს... ახლა, ხალხი რომ ამბობს მკვდრებს ფული მოპარეს და გაინაწილესო, ეს არის ტყუილი. პირადად მე არანაირ თანხებთან შეხება არ მქონია...

ზურაბ ყოჩიაშვილი (დასუფთავების სამსახურის უფროსი): ,,ის მანქანა ახლა ჩვენთან დგას და ეგ აღარ მუშაობს... მაგრამ ერთი მაგას რატო არა კითხეთ, როდის იყო გაფორმებული... არანაირი ჟურნალისტების გულისთვის ეგ არავის არ დაუსჯია. ეს მანქანა გამგეობის ბალანსზეა და გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ...

ნიკოლოზ შანშიაშვილი (დედოფლისწყაროს გამგებელი): ,,მანქანის ჩამორთმევა იმიტომ მოხდა, რომ ეს დასუფთავების სამსახურს გადაეცეს, მოწესრიგდეს და მუნიციპალიტეტმა გამოიყენოს. როგორც ვიცი, შეითნიშვილი ამ მანქანას უკანონოდ 3 წელი ამუშავებდა და ახლახანს ჩამოართვეს"... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

რედაქტორის მინაწერი:

ის, რომ რომელიმე მეწარმე ან ბიზნესმენი მუნიციპალიტეტს, ან რომელიმე სოფელს რაიმეს საჩუქრად გადასცემს, ეს მისასალმებელიც კია და მოხარულები ვართ ქველმოქმედების სურვილი თუ უჩნდებათ, მაგრამ აქ შემაშფოთებელი ის ფაქტი გახლავთ, რომ მავანთა ქველმოქმედება არა ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ საქმეში მონაწილე ორგანიზაციების სასარგებლოდ გაკეთდა. ანუ, მასალები რომლებიც ფეშქაშად გადასცეს სოფელს, სინამდვილეში ამაზე საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ათიათასობით თანხა იყო გათვალისწინებული. გამოდის, რომ ბიზნესმენები დაეხმარნენ არა რიგით წითელწყაროელებს, არამედ ამ შემთხვევაში ილია ჯინაშვილის ორგანიზაციას.
ვერ გეტყვით ასეთ დროს რას აკეთებს ქალაქის ზედამხედველობის სამსახური და მისი უფროსი ავთანდილ თეთრაული, მაგრამ ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა და რაიონის ხელმძრვანელები ამგვარი ფაქტების მიმართ ძალზე ლოიალურები არიან და საკითხს ორი ყურის პრინციპით უდგებიან. თუკი წითელწყაროში სასაფლაოს მოწესრიგება ქველმოქმედების ხარჯზე უფასოდაც შეიძლებოდა, მაშინ ხელშეკრულების გაფორმება და თანხების გამოყოფა საჭირო აღარ იყო. ქველმოქმედების წყალობით პრობლემა მოეგვარებინათ, სოფლის პროგრამის თანხა კი დამატებით სხვა საკითხისკენ მიემართათ და ამით ზემოთხსენებული ორგანიზაციის ნაცვლად მოსახლეობა ისარგებლებდა და ყველა კმაყოფილი დარჩებოდა...

როგორც სჩანს, ამ საკითხში მართლაც ბევრი მაღალჩინოსანის ინტერესი იყო ჩადებული და ასე ამოტომაც მოხდა... განმკითხავი მაინც არავინაა და...

ილია მარტყოფლიშვილი
"ქიზიყის" რედაქტორი

სასაზღვრო სამმართველო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა?!

სასაზღვრო პოლიციელები საზღვარზე რთველის გამო გადაისროლეს?

უკვე მეორე დღეა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" #4-ე დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლები პირად საუბრებში უდასტურებენ, რომ ხელმძღვანელობამ ისინი საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა და ამისათვის საგუშაგოებზე დამატებითი ჯგუფებიც გაგზავნა.
სასაზღვრო პოლიციაში ზოგიერთმა დასაქმებულმა "ქიზიყს" დაუდასტურა, რომ საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ, თუმცა არც გვარის გამხელა ისურვეს და არც ის დააკონკრეტეს, რას უკავშირდება მათი მობილიზება დედოფლისწყარო-აზერბაიჯანის საზღვარზე.

"ქიზიყი" ინფორმაციის გადამოწმებას უკვე მეორე დღეა სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელობასთან ცდილობს, თუმცა სამმართველოს ხელმძღვანელი პოლკოვნიკი დემურ კეკენაძე მეორე დღეა "ქიზიყის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მოგვიანებით, ორდღიანი მცდელობის შემდეგ ჩვენს ზარს უპასუხა ამავე სასაზღვრო სამმართველოს შტაბის უფროსმა მაიორმა გია თეთრაშვილმა.
თეთრაშვილი ადასტურებს, რომ გუშინ ჯგუფები საზღვრის შესაბამის საგუშაგოებზე სამმართველოდან მართლაც წაიყვანეს, თუმცა ის ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ "ჩვეულებრივი გეგმიური ცვლა" განხორციელდა. საეჭვო დამთხვევაა ისიც, რომ მესაზღვრეები ძირითადად იმ სოფლებთან არიან, სადაც რთველი იწყება...

"ქიზიყის" კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება სასაზღვრო პოლიციელთა მასობრივი მობილიზება რთველის დაწყებას, თეთრაშვილმა განმარტა, რომ ეს ასე არ არის...

თეთრაშვილის ამგვარი პასუხის შემდეგ "ქიზიყი" შეეცადა ინფორმაცია საზღვარზე დასაქმებულ ახალგაზრდებში გადაემოწმებინა. ირკვევა, რომ საზღვარზე წასვლა ისეთებსაც მოუხდათ, ვისაც გრაფიკით ჯერ არ ეკუთვნოდა.

დედოფლისწყაროელების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამგვარი ნაბიჯები მართლაც რთველის დაწყებას, ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის დაშინებასა და პროცესის გაკონტროლებას უკავშირდება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

თვითმმართველობის ორგანოს საკუთარი უფლებების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში შეეძლება

მუნიციპალიტეტებს, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საკუთარი უფლებების დაცვა ამიერიდან საკონსტიტუციო სასამართლოში შეეძლებათ. აღნიშნულ საკითხს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
პროექტი საზოგადოებრივი განხილვის ჯგუფმა პარლამენტში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან განიხილა, რომლებიც უმცირესობების საკითხებზე მუშაობენ.
როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გასაძლიერებლად ახალ კონსტიტუციაში იქნება მთლიანად ახალი თავი და რაც მთავარია, ჩადებულია მუხლი, რომ თვითმმართველ ორგანოს საშუალება ექნება მთავრობის ნებისმიერი აქტი გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში თუკი ჩათვლის რომ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღნიშნულ თავს. ,,ეს არის საუკეთესო საშუალება თვითმმართველობისათვის თავის დასაცავად", - აცხადებს შარმანაშვილი.

განხილვაზე დამსწრე საზოგადოებამ ეს სიახლე დადებითად შეაფასა და იმედი გამოითქვა, რომ ამ უფლებას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები რეალურადაც გამოიყენებენ და მთლიანად ხელისუფლების დაკრულზე არ იცეკვებენ.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა საკუთარი რაიონებისთვის პრიორიტეტები დამოუკიდებლად განსაზღვრონ და მუშაობაში მეტი თავისუფლება ჰქონდეთ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი თბილისიდან

ექს-ოპოზიციონერი საკრებულოს იურისტი კუდ-მა ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვის სცემა

კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ბიკაშვილი, რომელიც ერთი თვეა დედოფლისწყაროს საკრებულოს იურისტად დანიშნეს, კუდ-ის ადგილობრივმა თანამშრომელმა ილია ნატროშვილმა სცემა.

მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას მხარეებთან შევეცადეთ. თავად ილია ნატროშვილი გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ საქციელით ჭკუა ასწავლა, რადგანაც ის პირადულ საქმეებში ჩაერია: „ჩემი მეუღლე საოლქო-საარჩევნო კომისიაში რომ დაასაქმეს, ეს ამბავი ჟურნალისტებს მესიჯით შეატყობინა და ეს მეწყინა. ადამიანურად მოვიქეცი, ჩემი სამსახური არაფერ შუაშია. პირადულში ჩაერია და ჩემს ოჯახს შეეხო“ - ამბობს ნატროშვილი.

თავად ექს-ოპოზიციონერი მიხეილ ბიკაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში მომხდარს არც უარყოფს, არც ადასტურებს, თუმცა ამბობს: „ნაცემი რომ ვიყო, რამე ხომ უნდა მეტყობოდეს. არაფერი მემჩნევა ნაცემის...“ - გვითხრა ბიკაშვილმა.

კუდ-ის თანამშრომლის ილია ნატროშვილის მეუღლის რუსუდან ლათიბაშვილის დედოფლისწყაროს #14-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში დასაქმების შესახებ ინფორმაცია გაზეთ „ქიზიყს“ ამასწინათ მიხეილ ბიკაშვილმა ოპოზიციაში ყოფნის დროს მიაწოდა, რამაც ნატროშვილის გაღიზიანება გამოიწვია. /ქიზიყი/

ქვემო ქედში, ილო თუშიშვილის ღვინის ქარხანას ჯართის სახით შლიან

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში მდებარე ბიზნესმენ ილო თუშიშვილის ღვინის ქარხნიდან დანადგარებისა და ცისტერნების ჯართის სახით გატანა დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივები გაზეთ „ალია“-ს დაუკავშირდნენ და ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდეს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინ თუშიშვილი ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ იძულებული გახდა მოსახლეობისგან დიდი ოდენობით ყურძენი მიეღო. მისი გადამუშავება და რეალიზება კი რუსული ემბარგოს ფონზე ვერ მოხერხდა, რის გამოც საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მევენახეებს 2005 წელს მოკრეფილი ყურძნის ფული ამ დრომდეც არ აუღიათ.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, ჯართის დაჭრის პროცესში დედოფლისწყაროს აღმასრულებელი და „ლიბერთი ბანკიც“ არიან ჩართულნი. ადგილობრივების დავალიანების ნაწილის დაფარვა ამ გზით უნდა მოხდეს, თუმცა მევენახეთათვის გადასახდელი თანხა საკმაოდ სოლიდურია, რის გამოც მას შემდეგ ბიზნესმენი ილო თუშიშვილი მოსახლეობასთან გამოჩენას თავს არიდებს. ადგილობრივები კი მის საკუთრებას ნაწილ-ნაწილ ეზიდებიან... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გარდაცვლილ პოპიაშვილის დედა გამგეობას და საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ვახტანგ პოპიაშვილის დედა, ლალი პოპიაშვილი ხელისუფლებას და დედოფლისწყაროს გამგეობას ემდურება. შვილმკვდარი დედა აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან თანადგომა ასეთ რთულ დღეებშიც ვერ იგრძნო.
„თურქეთში 6 ქართველთან ერთად იყო. მათი გვარები არ ვიცით, მხოლოდ მათი ტელეფონები ვიცი, მაგრამ ვრეკავთ და იმალებიან, ვეღარ ვუკავშირდებით... ეს ეჭვებს უფრო ამძაფრებს, რომ მკვლელობა ფულის გამო მოხდა.
სულ ვედავებოდი, აღარ წახვიდე მეთქი, მაგრამ ბოლოს თქვა, ერთხელაც წავალ და მორჩაო... საკონსულოში მივედით და არაფერი დახმარება არ გაუწევიათ. ნაცნობ მეგობრებში მოვაგროვეთ 1 000 დოლარი და დამოუკიდებლად, ჩვენი სახსრებით უნდა ჩამოვასვენოთ... დედოფლისწყაროს გამგებელთან მივედით დახმარებაზე, ვიფიქრეთ, იქნებ გვერდში ამოგვიდგნენო, მაგრამ არ შეგვიძლიაო, ასეთ რთულ მომენტშიც უარით გამომისტუმრა... გაოგნებული დავრჩით...“ - განუცხადა გაზეთ „ქიზიყს“ გარდაცვლილის დედამ ლალი პოპიაშვილმა.
გარდაცვლილის ახლობლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ გვამს თურქეთიდან დედოფლისწყაროში ხუთშაბათს 2 სექტემბერს ჩამოასვენებენ.
„ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი ის არის, რომ მიცვალებული მიწას მივაბაროთ. ამისათვის საჭირო თანხები კი არ გაგვაჩნია. დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვთ, რადგან ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს“, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

27 წლის ვახტანგ პოპიაშვილი სტამბულში ჩამომხრჩვალი იპოვეს

დედოფლისწყაროში სტალინის ქუჩაზე მცხოვრები 27 წლის ვახტანგ პოპიაშვილი თურქეთის ქალაქ სტამბულში საცხოვრებელ ბინაში ჩამომხრჩვალი ნახეს.
თურქული მხარე თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, თუმცა გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ ახალგაზრდა დაგროვილი ფულის გამო მოკლეს.

როგორც პოპიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადეს, უკვე რამდენიმე თვეა ის თურქეთში სამუშაოდ დადიოდა და ქორწილისთვის ფულს აგროვებდა. ოჯახის ეჭვებს ის ფაქტიც ამყარებს, რომ პოპიაშვილთან ერთად თურქეთში მყოფი კიდევ ორი ქართველი რამდენიმე დღეა მიმალვაშია. პოპიაშვილები აცხადებენ, რომ მათ გარდაცვლილის დანაზოგის შესახებ იცოდნენ.

„ვახოს თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა. თურქეთში საქმე კარგად ააწყო. მცირე დანაზოგი გააკეთა და რამდენიმე თვეში დაქორწინებას გეგმავდა. ფულსაც ამიტომ აგროვებდა, სამთვიანი ვიზა ჰქონდა და მალე უკან უნდა დაბრუნებულიყო. თავს არ მოიკლავდა. ეს არის მკვლელობა. ვინც მისი ფულის ამბავი იცოდა ისინი მოკლავდნენ. ამიტომაც არის, რომ ვერსად ვპოულობთ“ - აცხადებენ პოპიაშვილები.

დაზარალებული ოჯახი უკვე მეორე დღეა გარდაცვლილი ვახო პოპიაშვილის ცხედარის სამშობლოში ჩამოსვენებას ვერ ახერხებს. ჭირისუფლები აცხადებენ, რომ საელჩო ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნის და გადმოსვენებაში დიდ ფულს ითხოვს. პოპიაშვილები ხელისუფლებისგან დახმარებას, სამართალდამცველებისგან კი სიმართლის დადგენას მოითხოვენ. /ქიზიყი/ ბესიკ გულაშვილი

საკრებულომ "ქუჩების სახელდების კომისიის" წევრები შეცვალა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31 აგვისტოს სხდომაზე კენჭი ეყარა საკითხს, დედოფლისწყაროს ქუჩებისა და მოედნების სახელდების კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროში საბჭოური დასახელებისა და სახელწოდების გარეშე დარჩენილი ქუჩების საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულომ დაიწყო. საკრებულოში ამ საკითხზე მომუშავე სპეციალური კომისიაც შეიქმნა და რამდენიმე ქუჩების დასახელებების ახალი ვარიანტებიც გაჟღერდა. ასე მაგალითად, ქალაქ დედოფლისწყაროში სამთოელების ქუჩას შესაძლოა სოლომონ დოდაშვილის სახელი ეწოდოს, პრესის ქუჩას კი მიხეილ ჯავახიშვილის და ა.შ...

ვინაიდან წინა მოწვევის საკრებულოს ვადა ამოეწურა, უფლებამოსილება შეუწყდა და დეპუტატთა ახალი შემადგენლობა მოვიდა, ამიტომ კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდა...
დედოფლისწყაროს ქუჩებისა და მოედნების სახელდების კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი აირჩიეს, ხოლო მის მოადგილედ დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი. კომისიის წევრთა შორის არიან რაიონის ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. "ქიზიყმა" სიას თვალი ყურადღებით გადაავლო. მათ შემადგენლობაში არიან მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯუმბერ უთრუთაშვილი, ქ. დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ლაპიაშვილი, ახალი მემარჯვენეების ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სოსო ბეჟანიშვილი და სხვები...

კომისიის ძველ წევრებს ოცამდე ქუჩის ახალი სახელწოდება ჰქონდათ მომზადებული და თბილისში განსახილველად გადაგზავნილი. ვნახოთ, რამდენად ნაყოფიერად იმუშავებს ახალი კომისია და გაითვალისწინებენ თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. გაზეთ "ქიზიყის" სახელით კი ერთსაც დავძენდით, ამ საუკუნეში როცა სოფლებს ისევ "ჯაფარიძე"; "წითელწყარო"; "მაზოვკა"; "ლენინოვკა"; ქუჩებს კი შრომის; სტალინის, 1 მაისის და ამგვარი საბჭოური გადმონაშთები ჰქვია, ეს ყველაფერი დედოფლისწყაროელების სირცხვილია. ამაზე კი თავი და ერთი ადგილი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ უნდა შეატოკოს და ხარვეზი გამოასწოროს... ეს მათი მოვალეობაა და ამისთვის მხოლოდ მოსახლეობის სურვილი ან მედიის აქტიურობა არ კმარა... სხვა თუ არაფერი, ეს სახელწოდებები მართლაც საშინლად ჟღერს, მის საბჭოურ წარმომავლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...
იმედია, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა ხელისუფლება ამ საკითხსაც მალე გააახალგაზრდავებს!!!... თქვენი იმედი გვაქვს ბატონებო... იმოქმედეთ... /ქიზიყი/

წითელწყაროელები თანხების ,,მოტეხვაზე" ალაპარაკდნენ

სოფელ წითელწყაროს მაცხოვრებლებს გასულ წელს სოფელში განხორციელებული სოფლის პროგრამის სამუშაოების თანხების მიხნობრიობა აეჭვებთ, ყურადღებას ფულის "მოტეხვაზე" ამახვილებენ. ადგილობრივები კონკრეტულ გვარებსაც ასახელებენ და ეჭვობენ, რომ თანხები სოფლის დეპუტატმა გელა თეთრაულმა, წითელწყაროს რწმუნებულმა ტარიელ ღარიბაშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა დაინაწილეს...

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, 2009 წელს სოფელ წითელწყაროში რუსულ სასაფლაოზე 250 გრძივი მეტრი ძეძვით შემოიღობა. აღნიშნულ სამუშაოებზე სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან 1013,20 ლარი დაიხარჯა. შემოღობვის სამუშაოები შპს "დიდოსტატი-1" მა შეასრულა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხსენებულ შპს-სთან #103-ე ხელშეკრულება 2009 წლის 20 მარტს გააფორმა.

სოფლის მაცხოვრებლებს აეჭვებთ, რომ ძეძვი და ქვიშა, რომლითაც სამუშაოები შესრულდა უფასო იყო, გამოყოფილი თანხა კი მაღალჩინოსნების ჯიბეში წავიდა.

სხვათაშორის, წითელწყაროელები ბევრ ყურადსაღებ ფაქტსაც იშველიებენ და კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებენ... მათი თქმით, გზის მოხრეშვაც ერთ-ერთ კარიერს "დაავალეს" და სრულიად უფასოდ გააკეთებინეს, არადა ამისთვისაც სერიოზული თანხა იყო გამოყოფილი... თემა უდავოდ საინტერესოა, "ქიზიყი" ამ კუთხით აქტიურ მოკვლევას კვლავაც განაგრძობს და დეტალურ ინფორმაციებს მომავალშიც ინტენსიურად მოგაწვდით.

უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლისწყაროში სოფლის პროგრამის ხარისხს წელსაც არაერთი სოფლის მოსახლე უწუნებს... თავწყაროელებმა, ჯაფარიძელებმა და კიდევ რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებმა უკმაყოფილება ადგილობრივი მედიით ღიად გამოხატეს. /ქიზიყი/

48 წლის მამაკაცი II სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა


უბედური შემთხვევა ქალაქ დედოფლისწყაროში. სტალინის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულის აივნიდან ადგილობრივი მკვიდრი, 48 წლის თენგიზ ფიროსმანაშვილი ჩამოვარდა. როგორც გაზეთ "ქიზიყს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ფიროსმანაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილას დაუყოვნებლივ გამოცხადდა და გვამი ექსპერტიზის ჩასატარებლად წნორის სტაციონარში გადაასვენა.

როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, სიკვდილი გულმა გამოიწვია: ,,ადგილზე მისულებს უკვე გვამი დაგვხვდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რაკი ოჯახს საშუალება არ ჰქონდა, ექსპერტიზაზე ჩვენ გადავასვენეთ. წნორში ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პაციენტის სიკვდილი არა სიმაღლიდან დაცემას, არამედ გულთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება, რომელსაც ფიროსმანაშვილი მანამდეც უჩიოდა". – აცხადებს ზურიკაშვილი.

შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, რომ მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/










ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.

სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы