пятница, 29 апреля 2011 г.

სასამართლომ 5 არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყველაშვილმა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობის ქურდობის ფაქტზე დაკავებულ 5 ადგილობრივ არასრულწლოვანს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ამ დროისთვის სიღნღის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც "ქიზიყმა" გარკვია, მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ  გირაოს სახით 5 000 – 5 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, რის შემდეგაც ისინი პირობითი პატიმრობით საპყრობილიდან გათავისუფლებას შეძლებენ. 

"ქიზიყის" ინფორმაციით, სამი დაკავებულის ოჯახი გირაოს გადახდას ახერხებს, დანარჩენი ორი მოზარდი კი, სავარაუდოდ, პატიმრობაში დარჩება, რომელთაც მშობლების ინფორმაციით, გლდანის საპყრობილეში გადაიყვანენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

კულტურის სახლის შენობის ქურდობისთვის პოლიციამ 5 არასრულწლოვანი დააკავა

დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობიდან ფერადი ლითონების ქურდობისთვის შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ხუთი არასრულწლოვანი დააკავეს.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს პოლიციაში განუცხადეს, ამოღებულია მოპარული ნივთმტკიცება, მიყენებულმა ზარალმა 3 000 ლარს მიაღწია. დაკავებულები არიან მიხეილ ნა-შვილი; ერეკლე მ-ა; გიორგი ნი-შვილი; ბექა ჩ-ძე და გოჩა პო-შვილი.
დედოფლისწყაროს პოლიციაში მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში არასრულწლოვანებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

четверг, 28 апреля 2011 г.

დედოფლისწყაროს გერბსა და დროშას საკრებულო დაამტკიცებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომას 29 აპრილს დღის 14 საათზე გამართავს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, დედოფლისწყაროს რაიონს სულ მალე საკუთარი გერბი და დროშა ექნება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა სიმბოლიკის შესარჩევმა კომისიამ საუკეთესო ესკიზის შერჩევის მიზნით კონკურსი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოაცხადა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" საკრებულოს პრეს-სპიკერმა ინგა შიოლაშვილმა აცნობა, კონკურსის შედეგად უკვე გამოვლინდა დედოფლისწყაროს სიმბოლიკის საუკეთესო ესკიზი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მოწონებულ გერბისა და დროშის ესკიზს დედოფლისწყაროს ოფიციალურ სიმბოლოებად დაამტკიცებს.
ამ საკითხს საკრებულო კენჭს სწორედ 29 აპრილის სხდომაზე უყრის. დეპუტატები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკას-გერბსა და დროშას დაამტკიცებენ, მოისმენენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ასევე საკრებულოს კომისიების ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტისთვის ოფიციალური სიმბოლიკის დამტკიცება ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. საკრებულოს მიერ დროშისა და გერბის დამტკიცების შემდეგ იგეგმება დედოფლისწყაროს ოფიციალურ ვებ-გვერდის ლოგოზე განთავსებული საქართველოს სახელმწიფო გერბის ჩანაცვლება ახლადდამტკიცებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გერბით. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

среда, 27 апреля 2011 г.

"ქიზიყის" რედაქტორის პირველი ნაბიჯები, გულახდილი საუბრები და უფროსისგან აღებული ინტერვიუს ამბავი

ეს ერთადერთი სტატიაა, რომელიც რედაქტორის თანხმობის გარეშე მომზადდა. თუ რატომ, ამას მალე შეიტყობთ. ჩვენმა მკითხველმა როგორც შენიშნა, ახლახან, ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყში" ა-პოლიტიკური ინტერვიუების სერია დაიწყო. რაკი მოსახლეობას ხშირად პოლიტიკაზე მეტად თანარაიონელების ადამიანური მხარეები აინტერესებს, ამიტომ გადავწყვიტეთ კარგად ნაცნობი ადამიანები უცნობი კუთხით გაგაცნოთ და მათი ადამიანური მხარეები დაგანახოთ.
__ 28 აპრილს ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის დაბადების დღეა. ამიტომ, პატარა სიურპრიზის სახით სხვადასხვა კითხვების დასმა რედაქციის თანამშრომლებს მისთვისაც მოგვინდა. როცა რედაქტორს ვუთხარი, რომ ინტერვიუს მომზადება მასთანაც მინდოდა - მკაცრად გამომიცხადა, აქ დავალებებს მე გავცემ და არა თქვენო. ერთი სიტყვით გამაჩუმა... იუბილარ რედაქტორს იმდენი ვეხვეწეთ, დაბადების დღის ხათრით მაინც დავითანხმეთ.
მკითხველმა შეიძლება იფიქროს სხვა ვერავინ ნახესო, მაგრამ, იუბილარია და გვეპატიება... თანაც, გულწრფელად გითხრათ, ვიდრე მარტყოფლიშვილს პირადად გავიცნობდი, ყოველთვის სამართლიანობისთვის მებრძოლ ახალგაზრდად მიმაჩნდა. ახლაც ასე ვფიქრობ და ახლა უფრო ასმაგად დავრწმუნდი ჩემს შთაბეჭდილებებში, რადგან ილია მარტყოფლიშვილი დედოფლისწყაროში ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც უკანასკნელ თანხას დახარჯავს იმაში, რომ სიმართლე გავრცელდეს და ფართო მასების ყურამდე მივიდეს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ურიგო არ იქნება, რომ მისი ინტერვიუც შემოგთავაზოთ.

-- ილია, მართალია ჩვენი ხელმძღვანელი ხარ, მაგრამ მოდი 15 წუთით დავივიწყოთ და შენს შესახებ გულწრფელად ვისაუბროთ. პირველ რიგში მინდა გკითხო, რატომ არჩიე, გამხდარიყავი ჟურნალისტი?
-- შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ არ გადამიწყვეტია. უფრო სწორად, არც მიფიქრია იმაზე, რა უნდა გამოვსულიყავი. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა. თუმცა, ყველა მეუბნებოდა, რომ თუ გავლენიანი ადამიანის შვილი არ ხარ, ასეთ ფაკულტეტზე ვერც ჩააბარებ და ვერც კარიერაში გაიკვალავ გზასო. ჩემს შორეულ სანათესაოშიც კი არავინ ყოფილა ჟურნალისტი, მაგრამ რატომღაც ამ პროფესიის ხიბლი ადრეული ასაკიდანვე გამიჩნდა. ამდენი შეგონებების მერე, რომ გლეხის შვილი, ანუ ილია მარტყოფლიშვილი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვერ მოხვდებოდა, საბედნიეროდ ცრუ აღმოჩნდა. გამიმართლა და პირველივე წელს ჩავირიცხე თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
-- მოდი, გაიხსენე, როგორ მოდიოდი ჟურნალისტიკაში? რა გზა განვლეთ დღევანდლამდე?
-- ძალიან საინტერესოდ მახსენდება ის პერიოდი. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან 3 კვირაში პირველ არხზე ყველა ცნობილ ჟურნალისტს ვიცნობდი (მაშინ მხოლოდ რუსთავი 2 და პირველი არხი იყო). ისე ძლიერ მიყვარდა ეს სფერო რომ თბილისში ახლად ჩასული ბიჭი, რომელმაც გზებიც არ ვიცოდი წესიერად ასე მოკლე დროში წამყვან ჟურნალისტებს ვხვდებოდი და გადაცემების მზადებას ვესწრებოდი. ეს ყველაფერი კი სულ რამდენიმე დღეში მოვახერხე. ანუ სწავლა 1 სექტემბერს დავიწყე და ზუსტად მახსოვს 20 სექტემბერს უკვე ყველას ვიცნობდი. ეს კი რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილის ნინო დარასელის დამსახურებაა, რომელიც მაშინ მოამბის წამყვანი იყო. უზომოდ მიყვარს ეს ადამიანი. მას მერე ტელევიზიის კარი შეიძლება ითქვას ატალახებული მქონდა. დღესაც მიკვირს ამდენი ხნით და ასე ხშირად რატომ დავდიოდი ან რატომ არ მბეზრდებოდა. მერე ეკა ბერიძის თოქ-შოუშიც სულ ვიღებდი მონაწილეობას. კოკა ყანდიაშვილის გადაცემებშიც...
-- უშუალოდ პირველი სამსახური როგორ დაიწყე მედიაში? მოსახლეობაში ხშირად მსმენია სხვამ გააქაჩინაო და მოდი არ დაგვიმალო და პირდაპირ თქვი...
-- დასამალი ნამდვილად არაფერია. პირველად ჟურნალ თბილისელებში ვმუშაობდი. ანუ, ქალაქ თბილისში 20 დღის ჩასული ვიყავი და მე და ჩემმა ჯგუფელმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომელიმე რედაქციაში სათანამშრომლოდ მივსულიყავით. რომელი რედაქციის შენობაც ვაკეში, უნივერსიტეტთან ახლოს იქნებოდა იქ უნდა წავსულიყავით, და ასეთი აღმოჩნდა ჟურნალი თბილისელები. რედაქტორს თანამშრომლობა მორიდებით ვთხოვეთ და დავძინეთ, პირველ კურსელები ვართ და დიპლომი არ გვაქვსო. თბილისელებს ახლაც ზაზა ახობაძე რედაქტორობს. ძალიან კარგი ადამიანია და ის პერიოდი კარგად მახსენდება. ასე თქვა, თქვენი დიპლომი რად მინდა, მთავარია როგორ წერთო... დაგვავალეს რამდენიმე თემა და ზუსტად მახსოვს, რომ 1 თვე ვწერდი ისე მეშინოდა მისი წაღება.
-- თუ გახსოვს რაზე მოამზადე პირველი სტატია?
-- პირველი ინტერვიუ 2001 წელს გავაკეთე ამჟამად ცნობილ ჟურნალისტთან, რუსთავის 2-ის პროდიუსერთან, ნინო შუბლაძესა და ამჟამად მის მეუღლესთან ალეკო ფარულავასთან. თუმცა, მაშინ ნინო და ალეკო 1 არხზე გადაცემა ალიონის წამყვანები იყვნენ, გვერდიგვერდ ისხდნენ სტუდიაში და მხოლოდ მეგობრობდნენ. მახსოვს ძალიან სახალისო სტატია გამოვიდა. საცდელად რედაქტორს რომ შევუტანე, შენიშვნების მოსასმენად იქვე ჩამოვჯექი. კითხვა რომ დაიწყო, სულ სიცილით კითხულობდა და რამდენჯერმე ხმამაღლა გადაიხარხარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასალა ძალიან მოეწონა, ეს კი იმის გარანტია იყო, რომ ჩემი სტატია აუცილებლად დაიბეჭდებოდა. იმავე ორშაბათს მთლიანი გვერდები დაეთმო ამ მასალას. ვერ აგიღწერთ, ეს რამხელა სიხარული იყო ჩემთვის. მით უფრო, რომ თბილისელები ძალზე პოპულარული ჟურნალია, მე კი ჩემი გვარის გაზეთში მოხვედრაზე ვვოცნებობდი. იმდენად დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ სტატია ალბათ 20-ჯერ ზედიზედ წავიკითხე და ბოლოში ჩემი გვარი სახელი რომ ეწერა, ის მგონი 100-ჯერ დამარცვლით გადავიკითხე, მართლა ჩემი სტატიაა თუ მეჩვენება-თქო. არ მჯეროდა ილია მარტყოფლიშვილი თბილისელების ფურცლებზე რომ ეწერა. ამის მერე ხშირად ვაქვეყნებდით ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებს.
-- ანუ ჟურნალ თბილისელებში აიდგი ფეხი?
-- ასე შეიძლება ითქვას. თბილისელები ჩემთვის უდიდესი სკოლა იყო. საოცარი შთაბეჭდილებები მაქვს. შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჟურნალ თბილისელებში ერთად მივედით და ვიმუშავეთ, ერთ წელიწადში საკუთარი ჟურნალი დავაფუძნეთ. 48 გვერდიან ფერად ყოველკვირეულ ჟურნალს ჩვენვე ვრედაქტორობდით, რომელსაც ერქვა ,,კვირის ბოლო. რედაქციაში სულ 18 წლის ბავშვები ვიყავით და ისეთ რაღაცეებს ვახერხებდით, ახლაც მიკვირს. კოკა ყანდიაშვილს ისე გაუკვირდა 18 წლის რედაქტორები რომ ვიყავით და სულ სტუდენტი კორესპონდენტები რომ გვყავდა და თანაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალის 48 გვერდს ვავსებდით, ჩვენზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა... ძალზე პოპულარული გადაცემა ჰქონდა, გახსოვთ ალბათ, პროგრამა _ რა ხდება! მოგვიანებით კი ძალიან დაგვეხმარა და პირველ არხზე 10 ათასი ლარის სარეკლამო დრო გვაჩუქა, რამაც ჩვენი ტირაჟი გაასამმაგა. ჩვენი ჟურნალის რელკამა დღეში სამჯერ საუკეთესო დროს გადიოდა ეთერში. სერიალში ,,ძილის წინ, მეორედ სერიალში ფიორელა და მესამედ ყანდიაშვილის გადაცემაში. ანუ, სამივე გადაცემა მაღალრეიტინგული იყო და ცხადია, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად რამდენიმე თვეში დავიქსაქსეთ და...
-- თუ არ ვცდები მერე რადიოშიც მუშაობდით...
-- ამ ჟურნალის შემდეგ დედოფლისწყაროს ტელევიზიაში გადავედი. უფრო სწორად თავიდან შევქმენით. ერთ დღეს, ჩემს ჟურნალთან ერთად დეზერტირების ბაზრის ოფისში ლაერტ ზუბადალაშვილს ვესტუმრე ჟურნალი ვაჩვენე და გავეცანი, რომ დედოფლისწყაროელი ვარ და ამ ჟურნალის რედაქტორი გახლავართ-მეთქი. საპარლამენტო არჩევნები 3 თვეში მოდიოდა და ვთხოვე, ადგილობრივი ტელევიზია, რომელიც დედოფლისწყაროში მანმადე მისი წყალობით მუშაობდა, კიდევ აღგვედგინა. კარგად ვისაუბრეთ და სულ მალე ბატონმა ლაერტმა თანამედროვე იაპონური ახალი გადამცემი შეიძინა, სადაც დედოფლისწყაროში რუსთავი 2-ის გადაცემები ჩავრთეთ, მაშინ რაიონში ესეც დიდი მიღწევა იყო და მითუმეტეს ამავე სიხშირეზე ყოველდღიურად საღამოს 7 საათიდან ადგილობრივი ტელე-გადაცემები გადიოდა. იყო ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება ,,სპექტრი, რომლის წამყვანი მე ვიყავი. დედოფლისწყაროში მიმდინარე ამბები ყოველდღიურად ეკრანზე გადიოდა და მოსახლეობას მოსწონდა, რადგან მაინც ახალი ხილია საკუთარი თავი და ახლობლები თუ ნაცნობები ეკრანზე იხილო. გადაცემებს ოპერატორ გია ყაჭაშვილთან ერთად ვამზადებდი და ეს პერიოდიც ულამაზეს მოგონებად მახსოვს. მაშინ დედოფლისწყაროელებმა ფაქტობრივად პირველად გამიცნეს და 19 წლის ბიჭისთვის დიდი ბედნიერება იყო, როცა ქუჩაში მცნობდნენ. მე ის მიკვირდა ეკრანიდან გაქრობიდან 4 წლის შემდეგაც მცნობდნენ და არ მივიწყებდნენ. ზუბადალაშვილმა დიდი მადლი ქნა და რაიონს ახალი გადამცემი აჩუქა. ის გადამცემი აპარატი სად არის დღემდე ვერ მივაკვლიე. არადა, რამდენჯერმე ვეცადე... მაშინ, ზუბადალაშვილის ბიუროს ხელმძღვანელს ტარიელ ღარიბაშვილს უნდა მიექცია ყურადღება. აპარატი დედოფლისწყაროს ანძაზე ალბერტ ალუღიშვილს ჰქონდა ჩაბარებული, მაგრამ არ ვიცი, რა ბედი ეწია. ძალიან გამიხარდება, თუ დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობიდან ვინმე ამ საკითხით დაინტერესდება.
-- ანუ, ტელევიზიის შემდეგ გადახვედით რადიოში?
-- ტელევიზიაში მუშაობის შემდეგ საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. მერე კი ისევ თბილისში რადიო უნივერსში გადავედი FM 103.9, რომელსაც ახლა რადიო პალიტრა დაერქვა. იქ ყოველსაათიანი საინფორმაციო გადაცემის წამყვანიც ვიყავი, საპარლამენტო კორესპონდენტიც და გამომშვები რედაქტორიც. შემდეგ დედოფლისწყაროში, ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოება კამბეჩოვანის ბაზაზე 2003 წელს გამოვუშვით ისტორიულ-შემეცნებითი შინაარსის ბეჭდვური გაზეთი ქიზიყი. რამდენიმე ნომერი გამოვიდა და გაჩერდა. შემდეგ თბილისის პირველ რადიოში გადავედი FM 106.4-ზე. იქაც საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, პროდიუსერი და საპარლამენტო კორესპონდენტიც ვიყავი. შემდეგ იყო თავისუფალი გაზეთი, გაზეთი ვერსია, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, გაზეთი კამარა, და ასე შემდეგ. ბევრგან მიმუშავია და ზოგი რამ არც კი მახსენდება.
-- თავისუფალი დრო როდის გრჩებათ, ან რითი ხარ ამ დროს დაკავებული?
-- ისეთ პროფესიას ვემსახურები, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა გვაქვს.
-- ქართული სამზარეულოდან რომელი კერძები გიყვართ?
-- უპრეტენზიო ვარ კვებაში. ანუ, არ არსებობს საკვები რომელზეც ვიტყვი, რომ არ მიყვარს. თუმცა, ცხადია, მაქვს გამორჩეულად საყვარელი კერძები. მიყვარს ხინკალი, ღორის მწვადი და ხაჭაპური...
-- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მანდილოსნის შეფასებისას მისი ჩაცმულობა?
-- მნიშვნელოვანი კი არა, ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესია. მოძველებული აზროვნება, ან რაიმე სახის კომპლექსები არ მაწუხებს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ქალს თავისებური სინაზე და შარმი უნდა ეტყობოდეს. აუტანელია ჩემთვის, როცა ქაჯურად იცვამენ, ამას კი ახალი თაობის გოგონების დიდი ნაწილი აკეთებს. თუ არ უხდება, მხოლოდ მოდის ტენდენციების გამო არ უნდა იცვამდნენ.
-- ქალის ადგილს სად უფრო ხედავთ, სამზარეულოში თუ კარიერაში?
-- ცუდი მიდგომაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მანდილოსანი მხოლოდ სამზარეულოში საფუსფუსოდ, ან შვილების აღსაზრდელად არის საჭირო. მე ასე არ მიმაჩნია.
-- რამდენად განიჭებთ პროფესიული საქმიანობა სიამოვნებას?
-- უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ამაზე ბედნიერება არაფერია, როცა აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს. ესაა ის საქმე, რითიც არასოდეს ვიღლები. ხშირად ღამის 4 საათამდე ვწერ, დილით ისევ ადრე ვიღვიძებ და კვლავაც ვმუშაობ. შემიძლია ეს საქმე შეუსვენებლად ვაკეთო.

ესაუბრა
თამილა გურაშვილი

ქარიშხლის შედეგად დაზარალებულები ამჯერად წვიმამ აზარალა

25 მარტს დედოფლისწყაროში სტალინის ქუჩაზე მდებარე ქარიშხლის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები ამჯერად წვიმამ აზარალა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, საცხოვრებელი კორპუსი ერთი თვის შემდეგაც გადაუხურავია, რის გამოც ათამდე ბინა ხელმეორედ დააზიანა.
ნალექიანი ამინდების შედეგად წვიმამ გიორგი აფთარაშვილის, ელიზბარ იმერლიშვილის, სევერი აფციაურის, მამუკა ყაჭაშვილის, ვაჟა სეხნიაშვილის, მერაბ სუხაშვილის და ნელი კოტაშვილის საცხოვრებელი ბინები დააზიანა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ქარიშხლის შედეგად დაზიანებული კორპუსის გადახურვითი სამუშაოები მართლაც საგრძნობლად გაჭიანურდა, თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ თუნუქის შესყიდვაზე პრობლემები შეექმნა:
დავით ჯიბღაშვილი: ,,კომპანია, რომელიც სახურავის გადახურვას აწარმოებს, პრობლემები შეექმნა თუნუქის შესყიდვასთან დაკავშირებით და გაჭიანურება ამან გამოიწვია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები დაირღვა, რის გამოც ეს კომპანია დაჯარიმდება. რაც შეეხება მოსახლეობის ზარალს, ამის ანაზღაურების შესახებ მე ვერაფერს გეტყვით."
ნინიყაჭაშვილი (დაზარალებული): ,,ახალშეუღლებული წყვილი ვართ და ევრო რემონტი გავაკეთეთ. მეხუთე სართულზე ვცხოვრობთ..აი, თქვენი თვალით ნახეთ (ოთახებს გვათვალიერებინებს) მისაღებში, საძინებელში, ლოჯში, აბაზანაში, მეტლახი გაგვიფუჭდა, კედლებიც სულ გაიჭღენთა. ჭერიც ჩამოინგრა... ვინ აგვინაზღაურებს ზარალს? ძალიან ცუდ დღეში ვართ".
სევერი აფციაური (დაზარალებული): ,,3 დღეში გადავხურავთო, ასე დაგვპირდნენ, თუმცა მაგრამ 1 თვე გავიდა და ჩვენი კორპუსი ისევ უსახურავოდ არის დარჩენილი. ჯერ ქარიშხალმა დაგვაზიანა ახლა წვიმა ჩამოგვდის და კედლები გაგვიუბედურდა".
ნინო სეხნიაშვილი: ,,წყალი ჩამოგვდის და ჟოლაბი რომ გააკეთეს ზედ კედლებზე ესხმება წვიმის წყალი და უფრო უარესი ვითარება შეიქმნა. იმედი არა მაქვს, რომ ამ მთავრობამ ზარალი აგვინაზღაუროს".
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი ამ საკითხზე კომენტირებისას "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ სამუშაოს ვადებზე და ხარისხზე პასუხისმგებელი ისმპანიაა, რომელსაც გამგეობამ სამუშაოები დაუკვეთა. /ქიზიყი/თამილა გურაშვილი, ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 25 апреля 2011 г.

აღდგომის ღამის უხამსი ნაციონალური ღრეობის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

აღდგომის ღამეს დედოფლისწყაროში ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია... საჯარო მოხელეთა ერთმა ნაწილმა ქალაქ დედოფლისწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში მოიყარა თავი. ცნობისთვის: ბინა, სადაც ნაციონალური ღრეობა გაიმართა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სპეციალისტს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის ტექნიკურ რედაქტორს ოთარ კოვზირიძეს ეკუთვნის. ინციდენტი იმ დონემდე მივიდა, რომ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება და გამოძიების დაწყება გახდა საჭირო.
ღამის 4 საათზე ინტერნეტ-გაზეთ“ქიზიყის" კორესპონდენტი თამილა გურაშვილი, რომელიც კოვზირიძის საცხოვრებელი ბინის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, ყვირილის, სტვენისა და გინების ხმამ გამოაღვიძა.
,,ზოგადად, კოვზირიძის ბინაში, ბოლო დროს ღრეობა და სხვადასხვა სახის თავყრილობები ხშირად ეწყობა. ამჯერად, გვიან ღამით გინება და ნასვამი მამაკაცების ღრიალი შემომესმა. საათს რომ დავხედე 4 საათი იყო. ცოტა ჩავთვლიმე, მაგრამ სულ მალე მივხვდი, რომ გინება ჩვენი მისამართით იყო... გაღიზიანებული მამაკაცები აღდგომის დღესასწაულმაც არ დააბრკოლა და პირდაპირ ასე ყვიროდნენ: ,,თამილააა, შენი დედა მოვ... თქვენს გაზეთს შევე... თქვენი რედაქტორის... ოეე... თქვენს კეთილებს მოვტ---ნავთ... მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და ძალიან შემეშინდა, უკვე გვიანი იყო, მეზობელთან ჩავედი და მანაც მოისმინა როგორ გვაგინებდნენ. იქვე იყო ე.წ. კოლხოზნიკის მარკის ავტომანქანა, რომელსაც ბოლო ხმაზე აღმუვლებდნენ და აბუქსავებდნენ. სავარაუდოდ, ეს მანქანა დასუფთავების სამსახურის უფროსს ზურაბ ყოჩიაშვილს ეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში მე მის მანქანას მივამსგავსე. რომ აღარ გაჩუმდნენ, იძულებული გავხდი დასახმარებლად პოლიციაში დამერეკა... უნდა აღინიშნოს, რომ საპატრულო პოლიციის სამორიგეო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე 15 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა. როდესაც ისინი მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე, არცთუ ნაყოფიერად იმუშავეს და შემთხვევის ადგილი მალევე დატოვეს. გარდა იმისა, რომ მათ დიდი ოდენობით ალკოჰოლი მიიღეს, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სავარაუდოდ, ისინი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაც იყვნენ. ფანჯრიდან ვხედავდი, ისე არაადექვატურად იქცეოდნენ და იატაკზე გორაობდნენ, აშკარად დაბოლილები ჩანდნენ... პოლიციამ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, პირადად მე კი იქ შეკრეფილი ახალგაზრდების ნარკოლოგიურ შემოწმებასაც ვითხოვ..." - აცხადებს თამილა გურაშვილი.
იმავე ღამეს, საქმეში დედოფლისწყაროს კრიმინალური პოლიციის უფროსი ნოშრევან ნატროშვილი ჩაერთო და საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.
მეორე დილით "ქიზიყის" რედაქციამ მომხდარის გარკვევა სახლის მეპატრონესთან, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ აქტივისტთან, ამჟამად საჯარო მოხელე ოთარ კოვზირიძესთან გასაუბრებით სცადა. ჩვენდა გასაკვირად, ოთარ კოვზირიძე მომხდარს ადასტურებს და ბოდიშს იხდის, თუმცა დანარჩენი თანამოსუფრეების დასახელება არ სურს.
-- ოთარ, საინტერესოა, ასეთი რა დაგიშავეთ, რომ ასე გვლანძღავდით და არც აღდგომამ დაგაბრკოლათ?...
-- არაფერი, მე არ მიგინებიხართ...
-- აბა ვინ იყვნენ, ვისთან ერთად ქეიფობდით?
-- ჩემი მეგობრები მყავდა... რაიონელები არ არიან... პოლიცია რომ მოვიდა, მე ფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი.
-- რას ამბობ, თუ დედოფლისწყაროელები არ იყვნენ, თამილა გურაშვილი, ანდა ინტერნეტ-გაზეთი ქიზიყი ასე რატომ ადარდებდათ?
-- დედოფლისწყაროელებიც იყვნენ, მაგრამ ისინი ჩემი მეგობრები არ არიან, ისე შემთხვევით მოხვდნენ ჩვენს სუფრასთან...
-- ანუ, დედოფლისწყაროელი საჯარო მოხელეებიც იყვნენ?...
-- კი, იყვნენ... მაგრამ ვინ იგინებოდა სახელს ვერ დაგისახელებ...
-- როგორც გინდა, ნუ დაასახელებ... გამოძიებასთან დასახელება მაინც მოგიწევს და მერე გავიგებთ...
-- მე არ მიგინებიხართ, მაგრამ ბოდიშს გიხდი, რადგან ეს ყველაფერი ჩემს ოჯახში მოხდა... არ იყო ლამაზი... არც ის იყო ლამაზი, რომ პატრული მოვიდა და გაუგებრობა შეიქმნა. ის, ვინც იგინებოდა, ჩემს ოჯახში ვეღარ შემოვა, რადგან კარგად არ მოიქცა... ავუკრძალე ჩემთან მოსვლა...
-- იქნებ დაასახელო, ვის აუკრძალე? თუ რამე პრეტენზია აქვს იქნებ პირადად ეთქვა. შეგნებულად დაგველაპარაკეთ, რა ცხოველებივით იქცევით, თუ რამით უკმაყოფილოა საპასუხო სტატიას დავუბეჭდავდით, გინება რა საჭიროა...
-- არა, ვერ დავასახელებ... რა ვქნა...
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მომხდარზე შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მი მდინარეობს გამოძიება. /ქიზიყი/

суббота, 23 апреля 2011 г.

მგელმა სამთაწყაროში ორ ოჯახს მარჩენალი პირუტყვი გაუნადგურა

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში მგელმა ორ ოჯახს რქოსანი პირუტყვი გაუნადგურა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ხელმოკლე ოჯახებისთვის საქონელი ერთადერთი მარჩენალის როლს ასრულებდა.
,,მეწველი ძროხა მყავდა და მგელმა დამიგლიჯა. სამი დღის წინ კი ჩემს მაზლსაც იგივე დაემართა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. შიმშილისგან თავის დაღწევას რძე-მაწონის საშუალებით ვახერხებდით. ხან ყველს ვაკეთებდით და თავი ასე გაგვქონდა, ახლა რა გვეშველება არ ვიცი. გვინდა, რომ ჟურნალისტებიც ჩამოხვიდეთ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმო
მადგენლებიც. ძალიან გთხოვთ მოდით და საკუთარი თვალით ნახეთ რა პირობებში გვიწევს ცხოვრება და როგორი გაჭირვებაა," - აცხადებენ ადგილობრივები მაია და თენგიზ ტაკიძეები.
,,ჩვენი მეზობელი 58 წლის მარტოხელა ქალი მერი გუნდაძე ძალიან გაჭირვებულია. არადა, სოფლის რწმუნებულმა პაატა ნადირაშვილმა ასე უთხრა შენ არც დენის ვაუჩერი გეკუთვნის და არც სურსათისო. რა ქნას მარტოხელა ქალმა, თავი რითი ირჩინოს? სააკაშვილმა ათასჯერ თქვა ვაუჩერი განურჩევლად ყველა ოჯახს ეკუთვნისო და ეს ნადირაშვილი ასეთი ვინ არის, რომ პრეზიდენტის ბრძანებას არად აგდებს და თავის კანონებს აწესებს? იქნებ იმიტომ, რომ მეტი დარჩეს და კარგად იხეიროს? მტაცელბები ხომ გვავიწროვებენ, მაგრამ სოფლის რწმუნებული უარესად... იმიტომაც არის, რომ ადგილობრივი ეკომიგრანტების დიდი ნაწილი აჭარაში დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს. მოგვხედეთ, სანამ გვიან არ არის," - აღშფოთებას ვერ ფარავენ ადგილობრივები.
შეგახსენებთ, მტაცებლების თავდასხმისგან დაცვას სამთაწყაროს გარდა სოფელ წითელწყაროს მოსახლეობაც ითხოვს. მხოლოდ აპრილის თვეში დედოფლისწყაროში მგლების შინაურ პირუტყვზე თავდასხმის უკვე ორი ფაქტი დაფიქსირდა, სოფელ წითელწყაროსა და სამთაწყაროში. მოსახლეობა დახმარებას უშედეგოდ ელის. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
თვითმმართველობების მიმართულებით სამეცნიერო მუშაობის დასაწყებად კავკასიური ცენტრი იქმნება
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასთან (NALA) და მეზობელ ქვეყნებთან ერთად, სამხრეთ კავკასიური ცენტრის შექმნას გეგმავს, რაც თვითმმართველობის მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობას და ერთობლივი გეგმების შემუშავებას გულისხმობს.
კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ბალავაძის განცხადებით, ასევე შეიქმნება კომიტეტის ვებგვერდი, სადაც კანონპროექტები განთავსდება და თვითმმართველობების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში მონაწილეობა მიიღონ პროექტების განხილვის პროცესში. /ქიზიყი/

четверг, 21 апреля 2011 г.

გამგებლის მოადგილეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ

კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები მთავრდება. ადგილობრივი ფერმერების მონაცემებით, დედოფლისწყაროს რაიონში სახნავ-სათესი მიწების 40%-ია დამუშავებული. საწვავის სიძვირის გამო გლეხებმა ყველაზე მეტად მიწების დამუშავება ქედების ზონაში ვერ მოახერხეს.

მიწების დაუმუშავებლობის კიდევ ერთ მიზეზად გლეხები ტექნიკის არ ქონას ასახელებენ. „ტრაქტორები, რომლებიც სერვის-ცენტრებს მისცეს, მხოლოდ იმ ადამიანებს ემსახურება, ვისაც 5 ჰექტარზე მეტი ნაკვეთი აქვთ. ვისაც ცოტა მიწა გვაქვს, უნდა შევგროვდეთ და დაველოდოთ რიგი როდის მოგვიწევს. ამასობაში დაგვიანდა და მიწის დამუშავება ვერ მოვახერხეთ“, - აღნიშნა სოფელ ქვემო ქედში მცხოვრებმა გიორგი ბენიაიძემ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ემზარ ჯანაშვილმა, რომელიც მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სფეროს კურირებს, განაცხადა, რომ არ იცის რაიონში რამდენი ჰექტარი სახნავ-სათეში მიწაა და აქედან რამდენია მოხნული.

„რა ყელში წამიჭირეთ... არ ვიცი რამდენია. რა, დანაშაულია?!“, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

ეს ინფორმაცია, ჯანაშვილის კომენტარის თანხლებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. გაზეთი "ქიზიყი" დაინტერესდა, მართლა ფლობს თუ არა გამგებლის მოადგილე დეტალებს, რის დასაზუსტებლადაც ემზარ ჯანაშვილს დავუკავშირდით, თუმცა ჩვენც მოულოდნელი პასუხი მივიღეთ მისგან.

ემზარ ჯანაშვილი: ,,ვალდებული ნამდვილად არ ვარ, ზეპირად ვიცოდე, სად რამდენი ჰექტარია და რამდენი მოიხნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა და გაავრცელოს, მე რა ვქნა... ვისაც რამე აინტერესებს, დავაზუსტებ და ვეტყვი, ზეპირად არ ვიცი..." /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

სამხედრო–სააღრიცხვო სამსახურში ტესტირების შედეგად 3 მოხელე ჩაიჭრა


16 და 17 აპრილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელთა, ასევე არხილოსკალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ატესტაცია ჩატარდა.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ატესტაციის დასკვნის მიხედვით, დედოფლისწყაროს სამხედრო–სააღრიცხვო სამსახურის ცხრა თანამშრომლიდან სამი სპეციალისტი აკაკი ოზაშვილი, ვაჟა ჩოხელი და ზვიად პაპიაშვილი დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება.

ყველაზე მაღალი ქულათა ოდენობა ტესტირების შედეგად გაწვევის სამსახურის უფროსმა გიორგი გონაშვილმა მოაგროვა, რომელმაც 100–დან 84 კითხვას გასცა სწორი პასუხი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ატესტაცია ორ ტურად მიმდინარეობდა - ტესტირებისა და გასაუბრების სახით. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში "ქიზიყს" განუცხადეს, ვაკანტურ ადგილებზე საკონკურსო–საატესტაციო კომისია უახლოეს მომავალში კონკურსს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, ახლახან დედოფლისწყაროს გამგეობასა და საკრებულოში ატესტაციის შედეგად 9 საჯარო მოხელე ჩაიჭრა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ქვრივიშვილებს ფიროსმანის მიერ მოხატული კარი პოლიციამ წაართვა

დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მცხოვრებ ვანო ქვრივიშვილის ოჯახს ფიროსმანის მიერ მოხატული კარი წაართვეს.

„სახლი და მარანი, სადაც ეს კარი იყო ჩამოკიდებული, ჩვენ ვიყიდეთ და დავშალეთ. კარი ჩამოვხსენით და ჩვენი საკუთრება იყო. მოვარდნენ და კარი სახლიდან გამტაცეს. გვითხრეს, ბელგიაში მცხოვრები კაცი ჩივის, რომ მისი სახლი უნებართვოდ გაიყიდა. კარის მისაკუთრებას სახელმწიფო ცდილობს“, - აღნიშნეს ქვრივიშვილების ოჯახის წევრებმა.

ქვრივიშვილების პოლიციის თანამშრომლებმა დღის 3 საათითვის მიაკითხეს. დედოფლისწყაროს პოლიციის გამომძიებელმა დავით პოპიაშვილმა ქვრივიშვილებს უთხრა, რომ კარი „გადაუდებელი აუცილებლობის“ გამო წაიღო, თუმცა „გადაუდებელი აუცილებლობის“ მნიშვნელობა არ განუმარტავს.

ფიროსმანის მიერ მოხატულ კართან დაკავშირებით, გამოძიება დედოფლისწყაროს პოლიციაში მიმდინარეობს. პოლიციის უფროსის გელა ბუნტურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე თვითნებობის მუხლით, ბელგიაში მცხოვრები ავთანდილ ოზაშვილის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

იხილეთ სტატია და ფოტორეპორტაჟი ვრცლად>>>

* * *

შემოსავლების სამსახურმა კახეთში პენსიებზე ინკასო მოხსნა

შემოსავლების სამსახურმა კახეთში პენსიებზე ინკასო მოხსნა. როგორც შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, საგადასახადო სამსახურმა აღნიშნული ქმედება განახორციელა იმ მიზეზით, რომ პენსიონერები ინდ.მეწარმეების სტატუსით იყვნენ დარეგისტრირებულნი. თუმცა როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ამ დროისათვის პრობლემა აღმოფხვრილია და პენსიებზე ინკასო მოხსნილია.
კახეთში იმ ადამიანებს, რომლებსაც საგადასახადო სამსახურის მიმართ დავალიანება გააჩნათ ინკასო საპენსიო ანგარიშებზე დაუდეს, რის გამოც მათ მიმდინარე თვეში პენსია არ მიუღიათ.
როგორც რადიო „ჰერეთს“ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის მოსახლეობამ აცნობა, მხოლოდ მათ სოფელში ინკასო 100–მდე პენსიონერის ანგარიშს დაედო, მიზეზად კი მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ყოველწლიური გადასახადის გადაუხდელობა დაუხასელეს. /ჰერეთი/
* * *

ხანძრით დაზარალებულ ბეკოშვილებს გამგეობა და ფონდი "ნუგეში" დაეხმარება

სოფელ ჯაფარიძეში ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურებული თამაზ ბეკოშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი ბინა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოინახუილეს. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განუცხადა, ბეკოშვილებს გამგეობამ ბინის ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.

,,სამწუხაროდ, მიმდინარე წელს ეს ჩვენს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ბინის განადგურების უკვე მესამე შემთხვევაა. ორ ოჯახს ბინის ქირას უკვე მუნიციპალიტეტი უხდის და ამჯერად უკვე ბეკოშვილების ოჯახიც არჩევს შესაბამის საცხოვრებელ ფართს, რის საფასურსაც გამგეობა აუნაზღაურებს," - აცხადებს შანშიაშვილი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პაკეტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ხანძრითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულ ოჯახებს ბინის ქირის საფასურს ბიუჯეტი გადაუხდის. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება მათი ბინით უზრუნველყოფა.

"ქიზიყის" ინფორმაციით, ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად ფონდის „ნუგეში“ დამფუძნებლებიც იძიებენ თანხებს და მათ საკვებ პროდუქტსა და პირველადი მოხმარების საგნებს შეუძენენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 19 апреля 2011 г.

დედოფლისწყაროს მოსამართლეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ და იუსტიციის საბჭოში უჩივიან

დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლეს შორენა ყაველაშვილს და ადვოკატ ნათელა გოდერიძეს მოქალაქეები გიორგი და ქეთევან მჭედლიშვილები უჩივიან. მათი თქმით, მოსამართლემ და ადვოკატმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„განაჩენის გამოტანის შემდეგ მოსამართლე ყაველაშვილმა ასე მითხრა „ქალო, ენა ჩაიგდე მუცელში, თორემო.... ადვოკატმა გოდერიძემაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და რაც მთავარია, გოდერიძემ წერილობით განმარტებაშიც შეურაცხმყოფელი ფრაზებით მომიხსენია. ნამდვილად არ ვაპირებთ დანებებას და ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო. ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს,“ – აცხადებენ მჭედლიშვილები.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, მოსამართლეზე საჩივარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევიდა. ინფორმაციას სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინარული სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი იოსებ აბრამიძეც ადასტურებს.

ხოლო ადვოკატ ნათელა გოდერიძის მიმართ მოქალაქეთა საჩივარი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ განიხილა. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2011 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელსაც ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ემზარ პაქსაძე აწერს, გოდერიძის მიმართ დისციპლინარული დევნა აღიძრა.

,,დაკმაყოფილდეს საჩივრის ავტორების მოთხოვნა და ადვოკატ ნ. გოდერიძის მიმართ დაიწყოს დისციპლინარული დევნა. საპროცესო კოლეგიის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება“ – ნათქვამია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

* * *

სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებნი გზის მოასფალტებას ითხოვენ

ქალაქ დედოფლისწყაროში, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებნი ადგილბრივ ხელისუფლებას გზის მოასფალტებას სთხოვენ. ამ საკითხზე დახმარების თხოვნით მათ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" მიმართეს. მათი თქმით, უკვე მერამდენე წელია ასფალტის საფარის მოწესრიგება აღარ მომხდარა, ამორტიზებული გზა კი ადგილობრივების ყოფას კიდევ უფრო ართულებს და დამატებით პრობლემებს ქმნის.

,,ძალიან გვიხარია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მესამე წელია დედოფლისწყაროში გზების მოწესრიგებას დიდი ყურადღება დაუთმო და ამ ნაბიჯით ქალაქი შედარებით გალამაზდა და გადაადგილება გაადვილდა. იქნებ ჩვენი თხოვნაც გაითვალისწინონ და დაგვეხმარონ. იმედი გვაქვს, ჩვენი ახალგაზრდა ხელისუფლება ამ თხოვნას გაითვალისწინებს და რეალიურ ნაბიჯებს მალე დაინახავს," - აცხადებენ სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებნი.

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ამ კუთხით სამუშაოები კვლავაც გაგრძელდება. /ქიზიყი/ გიორგი ხაჩიაშვილი

ველისციხეში 70 წლის ქალბატონი ცოცხლად დაიწვა

უბედური შემთხვევა კახეთში. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მცხოვრები 70 წლის ქალბატონი ცოცხლად დაიწვა. ბაბულია გელიტაშვილი საკუთარ ვენახში გამხმარ ბალახს წვავდა, რა დროსაც ცეცხლი მის ტანსაცმელსაც წაეკიდა.

მოხუცებულმა ტანსაცმლის დროულად გახდა ვერ შეძლო. მოგვიანებით ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს და დაზარალებული გურჯაანის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მომხდარზე გურჯაანის რაიონული პოლიცია მოკვლევას ატარებს. /ჰერეთი/

* * *

Freedom House-ს დასკვნის თანახმად საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელი გაიზარდა

Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებაა შეფასებული. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელი გაიზარდა. 2011 წლის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში 2009 წლის შემდეგ ინტერნეტის წვდომის შეზღუდვები 15 ქულიდან 12-მდე შემცირდა.

ასევე, შემცირებულია შინაარსთან დაკავშირებული შეზღუდვები და 15-ის ნაცვლად 10 ქულა შეადგინა. უცვლელი - 13 ქულით შეფასდა ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დარღვევები. საბოლოოდ, საქართველო იგივე ქვეჯგუფში დარჩა, რომელშიც 2009 წელს იყო და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ინტერნეტის და ინტერნეტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელი, ასევე, კავშირისა და მომსახურების ხარისხი გაიზარდა.

დოკუმენტის ავტორები სოციალური ქსელების საიტების, განსაკუთრებით კი Facebook-ის პოპულარობის ზრდასაც აღნიშნავენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ინტერნეტის გამოყენება საკუთარი სერვისის მისაწოდებლად საჯარო სამსახურებმაც დაიწყეს და ამის მაგალითად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისია დასახელებული.

воскресенье, 17 апреля 2011 г.

სოფელ ჯაფარიძეში ძლიერმა ხანძარმა ბეკოშვილების ბინა გაანადგურა

გვიან ღამით გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა სოფელ ჯაფარიძეში თამაზ ბეკოშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი ბინა მთლიანად გაანადგურა. დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო სამსახურში შეტყობინება დაგვიანებით, ღამის 3 სათზე შევიდა, რის გამოც, საცხოვრებელი სახლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

,,შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოვცხადდით, თუმცა დაგვიანებით გვაცნობეს. ოპერატიულად გავედით, მაგრამ სახლი უკვე მთლიანად დამწვარი დაგვხვდა. იმდენად გაძლიერებული ხანძარი იყო, სახლი მთლიანად ცეცხლში გახვეული იყო. ჩვენმა ჯგუფებმა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ ცეცხლი ეზოში და მეზობლად მდებარე სხვა ნაგებობებზე არ გადასულიყო და ზარალის მასშტაბურობა თავიდან აგვეცილებინა,“ – აცხადებს სახანძროს თანამშრომელი ვლადიმერ ნატროშვილი.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ხანძრის გავრცელების კერა შენობის სახურავზე დაფიქსირდა, მიზეზი კი, წინასწარი მონაცემებით, მოძველებული ელექტროგაყვანილობა გახდა. როგორც

დეტექტივ–გამომძიებელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, მომხდარზე შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

* * *
მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე უცხოელი პედაგოგების შემოდინების წინააღმდეგია


დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე, პოეტი ჯუმბერ უთრუთაშვილი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტს "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" - ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ქართველი მასწავლებლების უფლებები იზღუდება...
ჯუმბერ უთრუთაშვილი:
,,როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს გული იმაზე მწყდება, რომ ქართული ენა რატომღაც სრულიად იგნორირებულია. კარგია, რომ უცხო ენების შესწავლა გვინდა, მაგრამ საქართველოში პრიორიტეტული ქართული ენა უნდა იყოს. თუ დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სხვა ერები და ქვეყნები გაცილებით მეტ პატივს სცემენ საკუთარ ენას, ვიდრე ჩვენ... არასწორია ისეთი პედაგოგების ჩამოყვანა, რომლებიც პროფესიონალი პედაგოგები არ არიან და შესაბამისი განათლება არ აქვთ. ყველას გვახსოვს ინციდენტი, რომელიც ზუგდიდში, უცხოეთიდან ჩამოსულ პედაგოგს შეემთხვა, როცა მისი უხამსი გართობის ფოტოები პრესაში და ტელევიზიით გამოქვეყნდა და სამარცხვინო ვითარებაში აღმოვჩნდით. თუ უცხოენოვანი პედაგოგების მასობრივი მოზღვავება დაიწყება და ერთდროულად რამდენიმე ენის პედაგოგს ჩამოიყვანენ, ეს საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ჩვენზე და შესაბამის კვალს დატოვებს. ვფიქრობ, რომ თავს გვახვევენ. ჩვენი ხელისუფლება ზედმეტად ცდილობს თავს მოგვახვიოს უცხო ენები. მხოლოდ ინგლისური ენის პედაგოგები რომ ჩამოეყვანათ ამხელა პროტესტს არ გამოიწვევდა, მაგრამ ნელ-ნელა მადა გაეხსნათ და უამრავი ადამიანი ჩამოჰყავთ, მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას. ამ ფონზე, ჩვენმა არცთუ ფინანსურად გამართულმა ქვეყანამ ათიათასობით უცხოელი პედაგოგი შეინახოს და დააფინანსოს, გაუმართლებლად მიმაჩნია. მათ ხომ ქართული ენა და ჩვენი მენტალიტეტი არ იციან... საეჭვო რეპუტაციის ხალხი ჩამოგვყავს და არ ვიცით, ისინი რა თაობებს აღზრდიან," - აცხადებს უთრუთაშვილი და ქართველ ერს პოზიციის თამამად დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
პედაგოგების ნაწილი ჟურნალისტებთან პირისპირ საუბარში პროტესტის ღიად დაფიქსირებას ერიდება, თუმცა პირად საუბრებში უარყოფით პოზიციას გამოხატავენ, მათ შოირის ინგლისური ენის ქართველი პედაგოგებიც. /ქიზიყი/ ილია მარტყოFლიშვილი

пятница, 15 апреля 2011 г.

სოფელ საბათლოში უჩვეულო ქვა აღმოაჩინეს

დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფელ საბათლოში ადგილობრივი მკვიდრის იაშა აღაჯაიანის მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს უჩვეულო ფორმის ქვა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეების სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა აცნობა.

როგორც სოფელ საბათლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დავით გუნდაძე "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, აღმოჩენა რამდენიმე დღის წინ გაკეთდა.

,,ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. მინისტრი ნიკოლოზ რურუა საქმის კურსში ჩავაყენე და რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია ეს ქვა, ამას სპეციალისტები შეისწავლიან. ამჟამად, აღმოჩენილი ნივთი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევით ცენტრში ინახება," – განაცხადა დედოფლისწყაროს კულტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა.
სავარაუდოდ, ნივთის შესწავლის მიზნით, დედოფლისწყაროს შესაბამისი სპეციალისტები უახლოეს დღეებში ეწვევიან. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

პრობაციის ბიურომ დედოფლისწყაროში 2 პირობითი მსჯავრდებული დაასაქმა


კახეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, ექვსი პირობითი მსჯავრდებული დასაქმდა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს რაიონის პრობაციის ოფიცრის ლევან გოზალიშვილის შუამდგომლობით, ერთ–ერთი პირობით მსჯავრდებული სარდიონ ბ-შვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის კომპანია "GIZ"–ის ხელმძღვანელობამ დაასაქმა.

,,დედოფლისწყაროში ამჯერად 2 პრობაციონერი დასაქმდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს და შემოსავალიც გაუჩნდებათ. გელა ჯ. ქვის კარიერზე ოპერატორად დასაქმდა, რაშიც 300 ლარს მიიღებს. მრავალშვილიანი პრობაციონერის დასაქმების თხოვნით კირქვის მწარმოებელი კომპანია „კალციტის“ ხელმძღვანელობას პრობაციის ოფიცერმა მიმართა," - განუცხადა "ქიზიყს" ლევან გოზალიშვილმა.

პრობაციონერი, რომლის გვარიც კონფიდენციალურია, დეგრადირებული ლანდშაფტის აღდგენის პროექტის ფარგლებში, სოფელ შირაქის ქარსაცავი ზოლის შექმნაზე იმუშავებს და ყოველდღიურად 30 ლარს გამოიმუშავებს.

დანარჩენი 4 პირობითი მსჯავრდებული, ლაგოდეხსა და ახმეტაში დასაქმდნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

четверг, 14 апреля 2011 г.

საავადმყოფო და პოლიკლინიკა ერთ შენობაში განთავსდება

დედოფლისწყაროს საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება ებრაულმა კომპანიამ, შპს „ადითმა“ შეიძინა. ინფორმაციას საავადმყოფოს ხელმძღვანელობაც ადასტურებს. მათი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი უკვე დასრულებულია.

ქარელსა და დედოფლისწყაროში სულ მალე დაიწყება შესაბამისი შენობების რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა. როგორც საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარმა ექიმმა ვანო ნატროშვილმა „ქიზიყთან“ საუბარში განაცხადა, საავადმყოფო და პოლიკლინიკა ერთ შენობაში განთავსდება და ის პოლიკლინიკის ბაზაზე დაიდებს ბინას.

ვანო ნატროშვილი: ,,ექიმთა შტატები არ შემცირდება, პირიქით. მოხდება მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად ჩვენ არ გვყავს ტრავმატოლოგი, ამდენად, ერთ–ერთი ქირურგის გადამზადებას მოვახდენთ. პოლიკლინიკა და საავადმყოფო ერთ შენობაში, ანუ ამჟამინდელ პოლიკლინიკის შენობაში განთავსდება. იგეგმება შენობის გაფართოებაც. სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე ციფრული რენტგენის დამონტაჟება მოხდება, რაც დიდად წაადგება დედოფლისწყაროს მოსახლეობას უფრო ზუსტი დიაგნოზის დადგენაში. რაც შეეხება მოსახლეობის შენიშვნებს სამედიცინო პოლისებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ პოლისი სახელფო პროგრამის ფარგლებში კვლავაც იმოქმედებს და მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება. რაც შეეხება ექიმთან ვიზიტის ფასის შეცვლის საკითხს, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩემთვისაც არაფერია ცნობილი. ინვესტორებს არცერთი ექიმი არ გაუთავისუფლებიათ, სტომატოლოგები ბაბუცი ჯორკოშვილი, ეკა გიორგანაშვილი და კიდევ რამდენიმე სპეციალისტი თავისი სურვილით წავიდა და როგორც ვიცი, ისინი კერძო კლინიკის გახსნას გეგმავენ, ეს მათი უფლებაა და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. სტომატოლოგიური კლინიკების კუთხით დედოფლისწყაროში საკმაოდ კონკურენტული გარემოა და პაციენტი თავად აირჩევს, რომელ კლინიკას ეწვიოს. ეს პროცესი მისასალმებელია, რადგან ჯანსაღი კონკურენტული გარემო იქმნება, რაც საბოლოო ჯამში, პაციენტებზე დადებითად აისახება. მუშაობის ელექტრონულ სისტემაზე გადავდივართ. ბუღალტრის შტატი გაუქმდა და ყველაფრის აღრიცხვა თანამედროვე სისტემით მოხდება. ამჟამად დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცესში ვართ“.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ხსენებული ებრაული კომპანია კახეთის რეგიონში 9 სამედიცინო დაწესებულების ინვესტირებას მოახდენს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

რატომ აჭიანურებს ფინანსური პოლიცია დასუფთავების სამსახურის შესწავლის პროცესს?...

დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურიდან შპს "სერვისი 2007"–იდან გათავისუფლებული თანამშრომლები ხელმძღვანელობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ და ეჭვობენ, რომ ფინანსურ პოლიციასთან გარიგებას ცდილობენ და გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება.

ლონგო ყოჩიაშვილი (გათავისუფლებული მუშა): ,,თვეზე მეტია ფინანსური პოლიცია დარღვევებს სწავლობს. თუ ზურაბ ყოჩიაშვილმა გამოძიებასთან საქმე არ ცააწყო, ამდენს რას იკვლევენ?... საეჭვოდ ჭიანურდება... ჩვენს სამსახურში იმდენი დარღვევები იყო, აქამდე ვინმე უნდა დაეჭირათ... პარალიჩიანი და ინვალიდი ადამიანები ჰყავდათ შტატში ჩასმული, მუშაობა კი არა ხელფასის ასაღებად ჯიბეში ხელს ვერ იდებდნენ, რომ სახელფასო კარტა ამოეღოთ და ასეთი ხალხი მუშად როგორ იმუშავებდა?... მაგ ყოჩიაშვილს რაიონის ხელმძღვანელობა და კუდ–ი მფარველობს. თუ საფინანსო პოლიცია სამართლიან გამოძიებას არ აწარმოებს და ამათ გაურიგდება, გათავისუფლებული თანამშრომლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან დავსხდებით და პროტესტს დავაფიქსირებთ... ისე ვართ გაღიზიანებული, შესაძლოა იარაღიც ვიხმაროთ“..

ტრისტან ფილაური: ,,მიზეზი მაინც ეთქვათ, რატომ გაგვათავისუფლეს. რაც თქვენს გაზეთში პროტესტს გამოვხატეთ და მერე ყოჩიაშვილმა სამსახურში დიდი კრება ჩაგვიტარა ამ საკითხზე, მას შემდეგ აგვითვალწუნა და რომ დააკვირდეთ ზუსთად ის ხალხი გაგვათავისუფლა, რომლებიც გაზეთში დავფიქსირდით. ორ მცირეწლოვან შვილიშვილს მე ვზრდი, დაავადებულები არიან და კვებითაც ვერ ვუზრუნველყოფ. ,,პაპა, გვშია, გვშიაო, შემომჩივიან და ცარიელი პურიც არ მაქვს, რომ გავაჩუმო. დახმარებასაც არ მაძლევენ“

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის პრეს–სამსახურის უფროსი ნინო ჩუტკერაშვილი გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ოფიციალური კომენტარი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ამ საკითხზე გამოძიების შემდეგ გააკეთებს კომენტარს,“– აცხადებს პრეს–მდივანი.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურში ფინანსური პოლიციის შესვლის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად ექსკლუზიურად სწორედ "ქიზიყმა" გაავრცელა. ეს ფაქტი სამსახურის უფროსმა ზურაბ ყოჩიაშვილმაც დაგვიდასტურა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
სოფელ წითელწყაროში ჯაგაშვილების სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

სოფელ წითელწყაროში მეგობრობის ქუჩა #81–ში მცხოვრები ნიკო ჯაგაშვილის სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის რამდენიმე წევრი სამედიცინო დახმარებასაც საჭიროებს, თუმცა ფინანსების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს, მათ ერთადერთ შემოსავალს კი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის გათვალისწინებული დახმარება შეადგენს, რომლითაც კომუნალური გადასახადების გასტუმრებასაც ვერ ახერხებენ.
ოჯახის უფროსი ნიკო ჯაგაშვილსაც ოპერაცია ესაჭიროება, თუმცა უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო კურსის ცატარებას ვერ ახერხებენ.
,,ორი თვის წინ ჩვენს ერთ–ერთ შვილს სასწრაფოდ ოპერაციის ჩატარება დასჭირდა და გამგეობას ვთხოვეთ დახმარება. 400 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩაგვირიცხეს, თორემ ამასაც ვერ მოვახერხებდით და საავადმყოფოშიც არ შეგვახედებდნენ. მას შემდეგ გამგეობისთვის კიდევ რაიმეს თხოვნას ვეღარ ვკადრულობთ. ბანკიდან ფული წინასწარ გამოვიტანეთ, რომ წამლები გვეყიდა და 2 თვე ვერც ამ დახმარების ფულს მივიღებთ. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს, იქნებ რამით დაგვეხმარონ,“ – აცხადებენ ჯაგაშვილები.
თხევადი აირის ბალონების შეძენა მათი ოჯახის ბიუჯეტს კიდევ უფრო აზარალებს და მძიმე ტვირთად აწვება.უკვე მერამდენე თვეა ისინი ბუნებრივი აირის შესაყვანად ფულს აგროვებენ, თუმცა სხვადასხვა ყოფითი პრობლემების გამო ვერ ახერხებენ, არადა ისინი ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის შეყვანა მათ მძიმე ყოფას ბევრად შეამსუბუქებს და ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს. /ქიზიყი/ გიორგი ხაჩიაშვილი, წითელწყაროდან
* * *

სარწყავი სისტემების დანერგვისთვის ხუთი მილიონი დაიხარჯება

სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის მტკიცებით, დამატებითი 150 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის დარგში 9 პროგრამის განხორცელებაზე დაიხარჯება. დედოფლისწყაროსა და გარდაბანში დაწვიმებით მორწყვითი სისტემების დანერგვისთვის კი ხუთი მილიონი დაიხარჯება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნული თანხიდან სახელმწიფო მონაწილეობა მინიმალური იქნება და დანარჩენი თანხების მოზიდვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და კერძო კაპიტალიდან მოხდება.
"ამ პროექტებში მონაწილეობის სურვილი ძირითადად უცხოურმა კომპანიებმა გამოთქვეს, რომელებიც თანადაფინანსებით განხორციელდება. კომპანიები ამ პროექტების დაფინანსებაში რა თანხებსაც ჩადებენ იმის ადეკვატური წილი ექნებათ და საშუალება მიეცემათ ქართულ ბაზარზე გააგრძელონ ოპერირება", - აღნიშნა კვეზერელმა და აქვე დასძინა, რომ უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას ექნება გარანტირებული ბაზარი და რეალიზაცია.
რაც შეეხება, 150 მილიონ ლარს, როგორც მინისტრი განმარტავს ეს თანხა არის დამატებითი იმ ასიგნენბებისა, კერძოდ კი 69 მილიონის, რომელიც წლის დასაწყისში იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის.
"უკვე გამოყოფილი 69 მილიონი ლარის გარდა ეს თანხები დამატებით დაიხარჯება, რომელთა ნაწილიც გამოყოფილი იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ფონდებიდან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში ეხმარებიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ 150 მილიონში სახელმწიფოს მონაწილეობა იყოს ნაკლები და უფრო მეტის მოზიდვა მოხდეს", - აღნიშნა კვეზერელმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით სოფლის მეურნეობის მინისტრი კონკრეტულ თანხას ვერ ასახელებს, თუ რამდენი იქნება 150 მილიონ ლარში სახელმწიფოს მონაწილეობა.
კვეზერელის მტკიცებით, 150 მილიონი ლარი შემდეგ პროექტებზე გადანაწილდება - სოფლის მეურნეობის პროდუქციის ლოჯისტიკური ცენტრი - 40.5 მლნ. ლარი (გარდაბანი); სიმინდის საშრობი და შესანახები - 22 მლნ. ლარი (ლაგოდეხი); მექანიზაცია (ტრაქტორები, კომბაინები და აგრეგატები) - 29.5 მლნ. ლარი; სარგავი მასალის სათბურები (ბოსტნეულის ჩითლის წარმოაბა (ზუგდიდი) - 15 მლნ. ლარი; საცდელი მეურნეობა წვეთოვანი მორწყვით (სოფელი ნიქოზი) - 5 მლნ. ლარი; დაწვიმებით მორწყვითი სისტემების დანერგვა (გარდაბანი; დედოფლისწყარო) - 5 მლნ. ლარი; სადრენაჟო კოლექტორების აღდგენა დასავლეთ საქართველოში - 5 მლნ.ლარი; მოცვის სადემონსტრაციო ფართობის მოწყობა (აჭარა, გურია, იმერეთი) - 3 მლნ. ლარი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები 25 მლნ. ლარი.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტებიდან ნაწილის განხორციელება უკვე დაწყებულია, ხოლო დანარჩენზე მოლაპარაკებები მიმდინარებს. პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე, მცირე ნაწილი კი 2012 წლის დასაწყისში დასრულდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თბილისიდან

вторник, 12 апреля 2011 г.

სოფელ ჯაფარიძისა და ოზაანის სკოლებში პრეტესტებზე დასაკვირვებლად სამინისტროს წარმომადგენლები გვეწვივნენ

დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში ჯაფარიძისა და ოზაანის საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელებმა პრეტესტები 12 აპრილს გაიარეს. პროცესზე დასასწრებად  დედოფლისწყაროს ესტუმრნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გერონტი ხიდეშელი და ია ჩოხელი.

როგორც დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადეს, მათი სკოლის მოსწავლეებმა პრეტესტები ინტერნეტის მეშვეობით გაიარეს, ხოლო, იმ სკოლებისთვის, რომელთაც შესაბამისი ტექნიკური ბაზა არ ჰქონდათ ტესტირების იმიტაცია დამატებით ცალკე ჩატარდა.

 „ქიზიყის“ ინფორმაციით, ჯაფარიძისა და ოზაანის საჯარო სკოლები დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ შეირჩა. /ქიზიყი/ რუსუდან ყოჩიაშვილი, ჯაფარიძიდან

* * *

საქონლის გადაადგილების წესის დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება

საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევაზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და გურჯაანის მაჟორიტარი გიორგი ჩივიაშვილი არიან.

"სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტით, პასუხისმგებლობა მკაცრდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ნივთის შემოტანა სპეციალური სამალავით ან ეკონომიკური საზღვრის უკანონო გადაკვეთის გზით ხორციელდება. კერძოდ, სამალავით ან ეკონომიკური საზღვრის უკანონო გადაკვეთის გზით ნივთის შემოტანის შემთხვევებთან მიმართებაში, დიდ ოდენობად განისაზღვრება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა 5 ათას ლარს აჭარბებს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად განისაზღვრება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა 15 ათას ლარს აჭარბებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი დიდ ოდენობად კვლავ ჩაითვლება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა აჭარბებს 15 ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა 25 ათას ლარს აჭარბებს. /ქიზიყი/ გიორგი ხაჩიაშვილი

* * *

ამერიკელი ინსტრუქტორების წვრთნები ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში

დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, ამერიკელი ინსტრუქტორები ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის გასული წლის განმავლობაში „ინვესტირებული ცოდნის“ კონკრეტული პირობებისთვის ადაპტირების ხელშემწყობ ტრეინინგებს ატარებენ.
როგორც ¨ქიზიყს¨ დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრეს'სამსახურში განუცხადეს, სასწავლო წვრთნა დედოფლისწყაროში 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის წვრთნა უკვე ჩაუტარდა თუშეთის და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოდან გვაცნობეს, უახლოეს მომავალში აღნიშნული ტრენინგი ლაგოდეხის, კოლხეთის, მტირალას, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება. /ქიზიყი/

понедельник, 11 апреля 2011 г.

„სოკარ ჯორჯია–კახეთი გაზი“–ს დედოფლისწყაროს ფილიალის თანამშრომლებს თაღლითობაში ადანაშაულებენ

„სოკარ ჯორჯია–კახეთი გაზი“–ს დედოფლისწყაროს ფილიალის თანამშრომლებს მოსახლეობა თაღლითობაში ადანაშაულებს. ქალაქ დედოფლისწყაროს სამთოელებისა და პრესის ქუჩის მცხოვრებნი გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებენ, რომ გაზიფიკაციის თანამშომლებმა ნოდარ ლაპიაშვილმა და ალექსანდრე ჭუაძემ ისინი მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც მათ დამატებითი თანხების გადახდას აიძულებენ. ამჯერად მოსახლეობამ დასახმარებლად დედოფლისწყაროს ფილიალის ხელმძღვანელს თემურ გოგილაშვილს სპეციალური განცხადებით მიმართა, რომლის ასლი „ქიზიყს“ ხელში ჩაუვარდა. განცხადებას თან ახლავს აბონენტების ხელმოწერებიც.

„გასული წლის დეკემბერში გაზიფიკაციის თანამშრომლებმა ალექსანდრე ჭუაძემ და ნოდარ ლაპიაშვილმა ჩვენი ქუჩების ათზე მეტი ოჯახი შეცდომაში შეიყვანა. მათ არ გავუფრთხილებივართ, რომ ჩვენი მრიცხველების შემოწმება შეიძლებოდა, რის შემდეგაც დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ახალი მრიცხველის გადასახადს თავიდან ავიცილებდით. ჩამოგვართვეს ჩვენი გამართული მრიცხველები და საწყობში გამოკეტეს. გაირკვა, რომ დეკემბერში იმ მრიცხველების შემოწმების ვალდებულება სწორედ დედოფლისწყაროგაზს ეკისრებოდა. ეს ინფორმაცია თანამშრომლებს დროულად რომ მოეწოდებინათ, დაუყოვნებლივ მოვახდენდით შემოწმებას, თუმცა დედოფლისწყაროგაზის თანამშრომლების მიერ შეცდომაში შევედით, რის გამოც არათანაბარ პირობებში აღმოვჩნდით და მნიშვნელოვნად დავზარალდით... ახლა კი ქვითრები მოგვივიდა, სადაც მოხმარებული აირის გარდა დამატებით კიდევ 160 ლარის გადახდას გვაიძულებენ... ვითხოვთ, რომ გაგვათავისუფლონ უსამართლოდ დარიცხული გადასახადისგან და მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა არ გვქონდეს ამ კომპანიაში არსებული განუკითხაობის შეგრძნება და თანაბარ პირობებში აღმოვჩნდეთ, “ – აცხადებენ უკმაყოფილო აბონენტები.

როგორც „სოკარ ჯორჯია–კახეთი გაზი“–ს დედოფლისწყაროს ფილიალის ხელმძღვანელი თემურ გოგილაშვილი ამბობს, ამ საკითხის ირგვლივ საქმის კურსშია და აბონენტების დახმარებას შეეცდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა

კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. როგორც ლაგოდეხის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ განაცხადა, 10 ათასი ჰექტარი მიწა, რომელზეც სიმინდი უნდა დაითესოს უკვე მოხნულია. უახლოეს პერიოდში მარცვლეულის დათესვა დაიწყება. ლაგოდეხში ხორბალი ტრადიციულად ნაკლები დაითესა, რადგან ძირითადი აქცენტი სიმინდზე გაკეთდა. მიწის მოხვნის სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა დედოფლისწყაროს რაიონშიც.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი ამბობს, რომ ძირითადი საგაზაფხულო კულტურები რაიონში ქერი, მზესუმზირა და სიმინდია. მისივე ინფორმაციით, დედოფლისწყაროში 12 ათას ჰექტარზე სიმინდი, ხოლო 30 ათასზე ხორბალი დაითესა. მზესუმზირის და ქერის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. /ჰერეთი/

* * *

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ 9 აპრილის მემორიალი შეამკო

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად, დედოფლისწყაროს ცენტრში აღმართული 9 აპრილის მემორიალი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და ბავშვებმა ყვავილებით შეამკეს. მოგვიანებით, ქალაქ დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა ნიკოლოზ ლომსაძემ პარაკლისი გადაუხადა 9 აპრილს დაღუპულ მამულიშვილებს. შემდეგ კი ადგილობრივ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა ხსოვნის საღამო. მემორიალთან სანთლები დაანთო თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელმა, რომელთაც აქ მოიყარეს თავი და საქართველოს ეროვნული გამთლიანების დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალთან შეკრებილი ყველა ადამიანი ერთხმად აღნიშნავდა, რომ 22 წლის შემდეგაც ეს თარიღი კვლავ რჩება საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ. შეგახსენებთ, დღემდე სადაო რჩება მემორიალის უკან მდებარე შენობის საკითხი, რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ 9 აპრილის მუზეუმს ეკუთვნოდა და თანამშრომლები იქიდან გამგეობის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის ბრძანებით იძულებით გამოასახლეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა ქვრივი დედა თვითმკვლელობით იმუქრება

ქალაქ დედოფლისწყაროში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები მარტოხელა, მცირეწლოვანი ბავშვის ქვრივი დედა ელენე წიკლაური მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამშრომელს, სოციალური სამსახურის სპეციალისტს გოგიტა რობიტაშვილს შეურაცხყოფის მიყენებასა და უტაქტო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

,,მეუღლე 1 წლის წინ გარდამეცვალა, მყავს 3 წლის შვილი. უკიდურესად გვიჭირს. ბავშვი თავიდანვე სუსტი იყო და მუდმივად ავადმყოფობს. 1,5 წლის წინ გავუკეთე ოპერაცია, ახლა კიდევ თირკმელაში კენჭები აღმოაჩნდა და სისტემატიური მკურნალობა სჭირდება. ბავშვის პენსიითა და დახმარებით ვარსებობთ, სხვა არანაირი შემოსავალი არ მაქვს. უმუშევარი ვარ, ვერაფერს ვახერხებ, ბავშვიც ვერ დამიტოვებია, რომ ლუკმა პური ვიშოვო. მინდოდა სათნოების სახლში ჩამწერონ და გამგეობა კვებით მაინც დამხმარებოდა. განცხადება ნოემბერში დავწერე, მაგრამ დღემდე უშედეგოდ... როცა გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მივაკითხე რობიტაშვილმა უხეში, უტაქტო და ვირული პასუხი გამცა. „წადი, იმუშავე და ბავშვი არჩინე, ახალგაზრდა ქალი ხარ, აქ რას მოდიხარ, ჩვენ რას გვთხოვო“. როცა შევეპასუხე ასე მითხრა, ქალო, შენ ენაზე აცრა არ გჭირდება, რა ბევრი ლაპარაკი გცოდნიაო“ ძალიან დამცირებული წამოვედი იქიდან. სახლზეც გარკვეული პრობლემები მაქვს, ხან ისე ვნერვიულობ, თვითმკვლელობაზეც სერიოზულად ვფიქრობ, მაგრამ არ მინდა ჩემი მტრები გავახარო და თავს ვიკავებ,“ – აცხადებს მარტოხელა ქვრივი დედა. „ქიზიყი“ დეტალების დასაზუსტებლად მმბ–ს თანამშრომელს გოგიტა რობიტაშვილს დაუკავშირდა და მარტოხელა დედის ბრალდებები გააცნო: „მაგაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ!“ – განაცხადა რობიტაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი.

четверг, 7 апреля 2011 г.

სოფელ წითელწყაროში მგლებმა პირუტყვი და სახედარი გაანადგურა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ წითელწყაროს მგლები შეესივნენ. როგორც წითელწყაროს მცხოვრებმა ხათუნა ბიკაშვილმა ¨ქიზიყს¨ აცნობა, მტაცებლებმა მისი სახედარი ¨დაგლიჯეს, რამდენიმე დღის წინ კი მეზობლის ცხვრები გაანადგურეს.
„სახედარი წყლის დასალევად წყაროზე ჩავიყვანეთ, არ ვიცი საიდან, მაგრამ უცებ მგელი გამოვარდა და პირუტყვს ეცა. მე და ჩემი შვილებივუყურებდით მგელი როგორ გლეჯდა, მაგრამ ახლოს ვერ მივედით. მკვდარი ჯორი ახლაც სოფლის წყაროზე გდია და ძაღლები ესევიან. დიდი ალბათობაა, რომ ძაღლებზე ცოფი გავრცელდეს და ადამიანებსაც საფრთხე შეექმნათ. ბოლო პერიოდში მტაცებლები სოფელს ხშირად ესხმიან თავს. საქონელი გაგვინადგურეს. რამდენიმე დღის წინ მეზობლებს ცხვრები შეუჭამეს. მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია და დახმარებას ვითხოვთ. მაგრამ ჩვენს დასახმარებლად და ვითარების გასარკვევად არც სოფლის რწმუნებული მოსულა და არც გამგეობა დაინტერესებულა. ეს სახედარი ჩვენი ერთადერთი მარჩენალი იყო, გამგეობას ვთხოვთ დახმარება გაგვიწიოს“, - აღნიშნა ხათუნა ბიკაშვილმა.

ადგილობრივი მკვიდრი ავთანდილ არაბული აცხადებს, რომ შებინდებისას მის ეზოში მოთარეშე 2 მგელი უკვე რამდენჯერმე შენიშნა, რის გამოც ეზოში გამოსვლასაც ერიდებიან. როგორც ¨ქიზიყს¨ადგილობრივებმა აცნობეს, სოფელში მგლებმა პირუტყვიც დაგლიჯა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ალუღიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა გამგეობას დახმარებისთვის მიმართავს, შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარებიან. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

8 8 8

სამოქალაქო საზოგადოების გასააქტიურებლად შეხვედრა გაიმართა

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის „სტუდენტური ნაბიჯი პროგრესისკენ” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ამირან ლაფაჩიძე, გამგეობის წევრები დავით გაგუა და კახა კოტაშვილი დედოფლისწყაროს სტუმრობდნენ. ისინი დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის სპეციალისტის ლალი მანგოშვილის მოწვევით ჩამობრძანდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას „იდეა+“ შეხვდნენ.
ორგანიზაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გაცნობა და მათ ინტერესთა სფეროში გარკვევა, სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარების და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ამირან ლაფაჩიძემ მოისმინა მოკლე ინფორმაცია ამ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების და საქმიანობების შესახებ და აქვე გამოიკვეთა პარტნიორობის შესაძლო ვარიანტებიც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამომავლო პროექტებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართვაზე და სხვადასხვა მიმართულებით მათ გააქტიურებაზე. ამ მხრივ საინტერესო წინადადებები წარმოადგინეს დედოფლისწყაროს მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა თამაზ წიკლაურმა, „ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ამირან კოდიაშვილმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საბჭო-რეგისტრირებული კავშირი“-ს თავმჯდომარემ თამარ ბაღაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ანა ბენაშვილმა.
„შირაქის ფერმერთა სახლის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ კიკილაშვილმა კი ახალ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და ამ მიზნით საგადასახადო კოდექსზე მომუშავე ფოკუს-ჯგუფთან შეხვედრაში დახმარების პირობაც მიიღო ბატონი ამირანისგან.
სტუმრებმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ „შედეგი ერთობლივ თანამშრომლობას აუცილებლად მოჰყვება“. /საკრებულოს პრეს'ცენტრი/

როგორ შეეგუა დედოფლისწყაროს ინგლისურის უცხოელი პედაგოგი?

გაზეთი "შირაქი" უკვე იუწყებოდა, რომ ინგლისური ენის ორი უცხოელი პედაგოგი დედოფლისწყაროშიც ჩამოვიდა და სოფელ ზემო ქედისა და ჯაფარიძის საჯარო სკოლებში გადანაწილდა. ამჯერად, სოფელ ჯაფარიძეს ვეწვიეთ და შრომის ქუჩაზე ჯუმბერ ნატროშვილის ოჯახი მოვინახულეთ. 31 წლის შოტლანდიელი პედაგოგი მაიკლ ბრაუნი სწორედ ამ ოჯახში დაბინავდა.
ჩვენ დავინტერესდით, რამდენად მოერგო ჯაფარიძის საჯარო სკოლის უცხოელი მასწავლებელი ქართულ გარემოს, რას ფიქრობს ქართულ სამზარეულოზე, რა მიზნით ჩამოვიდა დედოფლისწყაროში და რას ელის საქართველოსგან? ჩვენს კითხვებს მაიკლ ბრაუნი საკმაოდ გულწრფელად პასუხობს.

,, -- შოტლანდიის მაღალმთიან რაიონში დავიბადე, დავამთავრე ზოოლოგიური ფაკულტეტი. ვმუშაობდი ქალაქ ოქსფორდში, ფქვილის სინჯებს ვიღებდი და ვახარისხებდი. შემდეგ მამა ავად გახდა და იძულებული გავხდი, მშობლიურ სოფელში დავბრუნებულიყავი, სადაც ერთ-ერთ საწარმოში მანქანების შემკეთებლად ვმუშაობდი.
-- საქართველოს არსებობის შესახებ მანამდე რა იცოდით და საიდან იღებდით ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის შესახებ?
-- ტელევიზიიდან და გაზეთებიდან ვიგებდი ახალ ამბებს, შემდეგ კი ინფორმაცია ინტერნეტით მოვიპოვე. რასაც ველოდი, იმაზე ბევრად უკეთესი ქვეყანა აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ უაღრესად თბილი, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, თუმცა, გულწრფელად გითხრათ, მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ბუნებაც ძალიან ლამაზი და მომნუსხველია...
-- უშუალოდ, საქართველოს განათლების სამინისტროს ამ პროექტზე ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია და რატომ გადაწყვიტეთ აქ ჩამოსულიყავით?
-- დროს ინგლისური ენის კურსები გავიარე და როცა დავამთავრე, ამ სასწავლებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ასეთი პროექტი ხორციელდებოდა. იყო შესარჩევი ტური: ცენტრალური აფრიკა, ამერიკა, ან საქართველო. თქვენი ქვეყანა ავირჩიე, რადგან ქართულმა ენამ და ხალხმა დამაინტერესა. სანამ აქ ჩამოვიდოდით, 2 კვირიანი კულტურული ტრენინგი გავიარეთ. გაგვაფრთხილეს, რომ ქართველებს ალკოჰოლის სმა უყვართ და ისეთ ოჯახში არ მოვხვედროდით, სადაც ხშირად გამოგვათრობდნენ და მეორე დღეს გაკვეთილზე შესვლას ვეღარ შევძლებდით. ცოლ-შვილი არ მყავს, იქ არც შეყვარებული მელოდება და წამოსვლა არ გამჭირვებია. ჩავთვალე, რომ სიახლე მჭირდებოდა და ამიტომ წამოვედი. საინტერესოს და რაღაც ახალს ვეძებდი. მინდოდა, ცოტა რუსული მესწავლა, მაგრამ ქართული უფრო უკეთესად ავითვისე. ვცდილობ, უფრო მეტი ვისწავლო.
-- ქართული სოფლების უმრავლესობაში სკოლების შენობები და სასწავლო ინვენტარი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია, ამ მხრივ როგორ შეეგუეთ ჩვენს გარემოს?
-- ქვეყანაში ინფრასტრუქტურა გაცილებით უკეთესად არის მოწყობილი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მეც სოფელში გაზრდილი ვარ და ადაპტაცია არ გამჭირვებია. ჩემი ის მეგობრები, რომლებიც საქართველოში დიდი და განვითარებული ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, ამ გარემოს რთულად ეგუებიან, ზოგიერთი ისევ შოკშია. აქ რომ მოვდიოდით გაგვაფრთხილეს, რომ შეგვხვდებოდა ისეთი სკოლებიც, სადაც დაფები, ფანქრები, ცარცი ან სხვა ნივთებიც არ იქნებოდა. იმდენად შევშინდით, რომ პირადად მე, უამრავი ფანქარი და ყველანაირი საკანცელარიო ნივთი ჩამოვიტანე. მეგონა, აქ არაფერი დამხვდებოდა. საბედნიეროდ, ჯაფარიძის სკოლაში ნორმალური პირობებია. არის სკოლები, სადაც უფრო რთული ვითარებაა. ამას საქართველოში ჩამოსული ჩემი მეგობრებიც არ მალავენ. რასაც ველოდით, ზოგგან იმაზე რთული ვითარება დაგვხვდა.
-- როგორ შეაფასებთ ქართველი მოსწავლეების შესაძლებლობებს და რამდენად ყურადღებით გისმენენ გაკვეთილზე?
-- არიან ბავშვები, რომლებსაც ინგლისურად საუბარი უკვე შეუძლიათ. როცა კლასში შევდივარ, ყველა ერთხმად მესალმება. შემდეგ, რატომღაც, ყველა მთხოვს, რომ მის გვერდით ჩამოვჯდე. ალბათ, აქ შორიდან რომ ჩამოვედი, ბავშვებს ამით ვაგულიანებ და გარკვეულწილად სტიმულს ვაძლევ. ჩემი ჩამოსვლით სკოლა გამოცოცხლდა. ის ბავშვები, რომელთაც ინგლისურის შესწავლა ნაკლებად აინტერესებთ, ხელს ნამდვილად არ მიშლიან. ცდილობენ, ჩუმად ისხდნენ. გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი უამრავ კითხვას მისვამენ და ვცდილობ, მაქსიმალურად გულწრფელი პასუხი გავცე და მათი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო.
-- რაც შეეხება ინგლისური ენის ქართველი პედაგოგების ცოდნის დონეს...
-- მათი ინგლისური და გამოთქმა ზოგადად კარგია, მაგრამ ხშირად გამოთქმისას შეცდომას უშვებენ. ეს კი იმის ბრალია, რომ ისინი ინგლისელებთან არ მომზადებულან და ამ გარემოებამ თავისი გავლენა იქონია.
-- ახსენეთ, რომ ზოგიერთ თქვენს კოლეგას ქართულ გარემოსთან შეგუება გაუჭირდა. თუ დაფიქსირდა კონტრაქტის ნაადრევად დარღვევის ფაქტი, ან რომელიმე თქვენი კოლეგა ხომ არ გეგმავს საქართველოდან დროზე ადრე წასვლას?
-- როგორც ვიცი, კონტრაქტის ვადაზე ადრე დარღვევის ფაქტი ჯერ არ ყოფილა. თუ ვინმე დროზე ადრე მოინდომებს სამშობლოში დაბრუნებას, მაშინ კონტრაქტის მიხედვით, ის დაჯარიმდება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის ყველა იმ დანახარჯის ანაზღაურება მოგვიწევს, რაც თქვენმა სახელმწიფომ ჩვენს ჩამოყვანასა და გადამზადებაში დახარჯა. უკან დაბრუნების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, რამდენიმე პედაგოგმა საცხოვრებელი ოჯახები ზედიზედ რამდენჯერმე გამოიცვალა. იყო გუთავებელი ოჯახური კონფლიქტები, ზოგ ოჯახში თავად მოსწავლე იყო დაუდევარი და უხასიათო, რის გამოც, მათი თანაცხოვრება და ერთობლივი მუშაობა ვერ მოხერხდა. ზოგიერთი ოჯახი ეკონომიურად გაჭირვებული იყო, უცხოელმა მასწავლებელმა ასეთ ყოფას ვერ გაუძლო და საცხოვრებელი გამოიცვალა.
-- სოფელ ჯაფარიძესა და მასპინძელ ოჯახზე რას იტყოდით?
-- მოხარული ვარ, რომ ჩამოვედი. გამიმართლა, რომ ამ ოჯახში მოვხვდი. ძალიან კარგი ოჯახია და კმაყოფილი ვარ. სოფელი ჯაფარიძე ძალიან მომწონს, თუმცა, რაც ჩამოვედი, სულ ცივი დღეებია და ბევრი რამის მონახულება ჯერ ვერ მოვახერხე. როცა დათბება, დაწვრილებით დავათვალიერებ. სიცივე ძალიან არ მიყვარს და ეს ხელს მიშლის.
-- რას ელი საქართველოსგან? როცა უკან დაბრუნდები, რას წაიღებ ჩვენი ქვეყნიდან?
-- ვნახავ ქვეყანას, რომელიც ძალიან მაინტერესებდა, ახლოს გავეცნობი ახალ კულტურას. ახალ გარემოში მოვხვდი, ახალ მეგობრებს შევიძენ. ჩემი ჩამოსვლის ძირითადი მიზანი იყო ქართველ ხალხს ინგლისური ენის შესწავლაში დავხმარებოდი და პატარა წვლილი შემეტანა.
-- ფინანსური დაინტერესება რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის და თუ შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, ყოველთვიურად რა თანხას გიხდით ქართული სახელმწიფო?
-- ამ საკითხზე უამრავი ჭორი ვრცელდება. სოფელში ბევრი ეჭვის თვალით მიყურებს, ფიქრობენ, რომ ათასობით დოლარს მიხდიან, თუმცა, ეს ასე არ არის. როცა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ყველამ ვიცოდით, რომ საქართველოში ფინანსური ინტერესებისთვის არ მოვდიოდით. მხოლოდ ქართული მხარე გვაფინანსებს. იმდენს გვიხდიან, რომ ხარჯებში და სხვა ქალაქებში სიარულისთვის გვყოფნის. დამატებით არაფერს გვიხდიან. კვების ხარჯები მასპინძელ ოჯახზეა გათვლილი. აქ იმიტომ არ ვართ, რომ ფული ვიშოვოთ, ყველა ასეთ აზრზეა.
-- ანაზღაურებით კმაყოფილი ხართ? გყოფნით ქართული ხელფასი?
-- სიმართლე გითხრათ, აქ ბევრად უფრო ნაკლები ანაზღაურება მაქვს, ვიდრე წამოსვლისას ჩემს ქვეყანაში მქონდა, მაგრამ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ელემენტარულ ხარჯებში მყოფნის, თუმცა, როცა ხანდახან დამაკლდება ხოლმე, ჩემი სამშობლოდან ჩამოყოლილი დანაზოგიდან ვხმარობ.
-- ცოლ-შვილი რომ არ გელოდებათ, გასაგებია, მაგრამ მშობლები როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას?
-- აღელვებულები იყვნენ, მაგრამ უხაროდათ, რომ ამ ქვეყანას ვნახავდი. ზოგიერთ მსურველს აქ ჩამოსვლაზე წინააღმდეგობები შეხვდა და ვეღარ მოახერხა. ჩემი მშობლები ფიქრობდნენ, რომ საქართველოში ჩამოსვლა რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული. ამერიკის გარდა, სხვა ქვეყანას არ მირჩევდნენ. აქაურ გარემოში და ამ ოჯახში ყოფნა იმდენად მსიამოვნებს, რომ დიდ მონატრებას ჯერ ვერ ვგრძნობ. ვიცი, რომ დავბრუნდები და ნოსტალგია ჯერ არ მაწუხებს.
-- ქართველი გოგონები რამდენად გიზიდავთ და შესაძლებელია თუ არა, ბედი ქართველ მეუღლეს დაუკავშიროთ?
-- ძალიან მომწონს ქართველი ქალები. არავინ იცის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მზად ვარ შემოთავაზებებისთვის (იცინის) ჩემი გული ღიაა. თუმცა, არ შემიძლია მოსწავლეს სხვა თვალით შევხედო.
-- ქართული კერძებიდან რამ უფრო მოგხიბლათ?
-- ძალიან მადლობელი ვარ ამ ოჯახის, რადგან ამ მხრივ, ძალიან მანებივრებენ. ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი თამრიკო ცდილობს, ყოველდღიურად სხვადასხვა კერძი მოამზადოს. ბევრი რამ გავსინჯე: მომეწონა ტოლმა, ხაჭაპური და ხინკალი. საერთოდ, უპრეტენზიო ვარ, ნებისმიერ საკვებს ვჭამ, წუნია არ ვარ. ყველა კერძი გემრიელი გამოსდის, მაგრამ განსაკუთრებით კარგად ხაჭაპურს აცხობს. მომწონს, მაგრამ ნოყიერია და ბევრს ვერ ვჭამ. ძალიან გამიმართლა, რადგან ბევრი ჩამოსული პედაგოგი მეკონტაქტება და აღნიშნავენ, რომ კვების პრობლემები აქვთ, ზოგიერთი მხოლოდ ყველითა და პურით იკვებება.
-- რა არ მოგწონს ამ სოფელში?
-- ჩვენს სოფელში არანაირი გასართობი არ არის. თავდაპირველად ბავშვებს რომ ვკითხე, საღამოობით რითი ერთობოდნენ, ისეთი პასუხები მივიღე, გაოცებული დავრჩი. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს თავშესაქცევი და გასართობი ადგილები არ აქვთ. ყველაზე მეტად ეს პრობლემა იყო ჩემთვის თვალშისაცემი და მოულოდნელი. თუმცა, ასეთი დონის სოფელში ცხოვრება არ მიჭირს.
-- საკმაოდ გულწრფელად საუბრობ, რა არის ამის მიზეზი?
-- პირადად მე დასამალი არაფერი მაქვს. ვფიქრობ, რომ ამ პროექტისთვის ცუდი რეკლამა არ ვიქნები. პრესა მოსახლეობას რეალურ სურათს კარგად აჩვენებს. ეს ინტერვიუ კარგი საშუალება იქნება იმისთვის, რომ არასასიამოვნო ჭორები განეიტრალდეს. თქვენი გაზეთის თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობდი, გულწრფელი პასუხები გამეცა.

ესაუბრა ილია მარტყოფლიშვილი

8 8 8

დედოფლისწყაროში 3 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა

დედოფლისწყაროს რაიონში მიწისძვრა მოხდა. როგორც სოფელ ლენინოვკის მაცხოვრებელმა ხათუნა ბიკაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.

,,ოთახში ვიყავი და ბავშვს საჭმელს ვაჭმევდი, როცა ვიგრძენი, რომ მიწა შეტოკდა. ვიფიქრე მომეჩვენაო, მაგრამ ნათურა ქანაობდა და მივხვდი, რომ მიწისძვრა იყო. ძლიერი ბიძგები არ იყო, მაგრამ იაპონიის მაგალითით დაშინებულები ეზოში გამოვცვივდით"

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ - დასავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკაში, 4 აპრილს, 12:16 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3 ბალს შეადგენდა.

შეგახსენებეთ, 23 მარტს მიწისძვრა მოხდა საგარეჯოს რაიონშიც. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ საგარეჯოდან აღმოსავლეთით, 11 კილომეტრში, სოფელ ბურდიანში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,3 ბალს შეადგენდა. 14 იანვარს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა დედოფლისწყაროს რაიონში. ეპიცენტრი საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,4 ბალს შეადგენდა. /ქიზიყი/
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/










ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.

სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы