დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ წითელწყაროს მგლები შეესივნენ. როგორც წითელწყაროს მცხოვრებმა ხათუნა ბიკაშვილმა ¨ქიზიყს¨ აცნობა, მტაცებლებმა მისი სახედარი ¨დაგლიჯეს, რამდენიმე დღის წინ კი მეზობლის ცხვრები გაანადგურეს.„სახედარი წყლის დასალევად წყაროზე ჩავიყვანეთ, არ ვიცი საიდან, მაგრამ უცებ მგელი გამოვარდა და პირუტყვს ეცა. მე და ჩემი შვილებივუყურებდით მგელი როგორ გლეჯდა, მაგრამ ახლოს ვერ მივედით. მკვდარი ჯორი ახლაც სოფლის წყაროზე გდია და ძაღლები ესევიან. დიდი ალბათობაა, რომ ძაღლებზე ცოფი გავრცელდეს და ადამიანებსაც საფრთხე შეექმნათ. ბოლო პერიოდში მტაცებლები სოფელს ხშირად ესხმიან თავს. საქონელი გაგვინადგურეს. რამდენიმე დღის წინ მეზობლებს ცხვრები შეუჭამეს. მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია და დახმარებას ვითხოვთ. მაგრამ ჩვენს დასახმარებლად და ვითარების გასარკვევად არც სოფლის რწმუნებული მოსულა და არც გამგეობა დაინტერესებულა. ეს სახედარი ჩვენი ერთადერთი მარჩენალი იყო, გამგეობას ვთხოვთ დახმარება გაგვიწიოს“, - აღნიშნა ხათუნა ბიკაშვილმა.
ადგილობრივი მკვიდრი ავთანდილ არაბული აცხადებს, რომ შებინდებისას მის ეზოში მოთარეშე 2 მგელი უკვე რამდენჯერმე შენიშნა, რის გამოც ეზოში გამოსვლასაც ერიდებიან. როგორც ¨ქიზიყს¨ადგილობრივებმა აცნობეს, სოფელში მგლებმა პირუტყვიც დაგლიჯა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ალუღიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა გამგეობას დახმარებისთვის მიმართავს, შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარებიან. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
8 8 8
სამოქალაქო საზოგადოების გასააქტიურებლად შეხვედრა გაიმართასაქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის „სტუდენტური ნაბიჯი პროგრესისკენ” დამფუძნებელი და თავმჯდომარე
ამირან ლაფაჩიძე, გამგეობის წევრები
დავით გაგუა და
კახა კოტაშვილი დედოფლისწყაროს სტუმრობდნენ. ისინი დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის სპეციალისტის
ლალი მანგოშვილის მოწვევით ჩამობრძანდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას „იდეა+“ შეხვდნენ.

ორგანიზაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გაცნობა და მათ ინტერესთა სფეროში გარკვევა, სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარების და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.
ამირან ლაფაჩიძემ მოისმინა მოკლე ინფორმაცია ამ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების და საქმიანობების შესახებ და აქვე გამოიკვეთა პარტნიორობის შესაძლო ვარიანტებიც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამომავლო პროექტებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართვაზე და სხვადასხვა მიმართულებით მათ გააქტიურებაზე. ამ მხრივ საინტერესო წინადადებები წარმოადგინეს დედოფლისწყაროს მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა
თამაზ წიკლაურმა, „ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა
ამირან კოდიაშვილმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საბჭო-რეგისტრირებული კავშირი“-ს თავმჯდომარემ
თამარ ბაღაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა
ანა ბენაშვილმა. „შირაქის ფერმერთა სახლის“ ხელმძღვანელმა
ვახტანგ კიკილაშვილმა კი ახალ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და ამ მიზნით საგადასახადო კოდექსზე მომუშავე ფოკუს-ჯგუფთან შეხვედრაში დახმარების პირობაც მიიღო ბატონი ამირანისგან.
სტუმრებმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ „შედეგი ერთობლივ თანამშრომლობას აუცილებლად მოჰყვება“.
/საკრებულოს პრეს'ცენტრი
/
Комментариев нет:
Отправить комментарий