
„ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიასთან, პირველ საჯარო სკოლის შენობასთან, პოლიციის შენობის შესახვევთან და კიდევ რამდენიმე ადგილას ბარიერებს დავამონტაჟებთ, რათა უსაფრთხოების ნორმები დედოფლისწყაროში განსაკუთრებულად იყოს დაცული. გზების თანამედროვე სტანდარტებით დახაზვაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება, ამიტომ, გადავწყვიტეთ, სპეციალური ოთხკუთხა სანათები დამონტაჟდეს, რომელიც აპრობირებული მეთოდია და ამ შემთხვევაში ყოველწლიურად განახლება აღარ დასჭირდება და დამატებით სამუშაოებს თავიდან ავიცილებთ,“ - განუცხადა „ქიზიყს“ ლევან ბაღაშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ბიუჯეტის ზრდის შედეგად სხვადასხვა კატეგორიების დაფინანსების ზრდაც მოხერხდა. ითქვა, რომ მუნიციპალიტეტში საგზაო ნიშნების დამონტაჟებისთვის ამჯერად 5 000 ლარი გაიწერა.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს ბიუჯეტი რამდენიმე დღის წინ კიდევ 489 000 ლარით გაიზარდა, საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ბაღაშვილის განმარტებით, რაიონს გასულ წლებთან შედარებით ამჯერად გაორმაგებული ბიუჯეტი აქვს. ამ დროისთვის დედოფლისწყაროს ბიუჯეტი 9 018 100 ლარით განისაზღვრა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий