
საინფორმაციო გამოშვებას ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი სახე - თამთა სანიკიძე წაიყვანს.
„ინტერნეტ.ჯი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, თამარ რუხაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხდა, რომ ის ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„მე ვერ გავაკეთებ ამ თემაზე კომენტარს. შეგიძლიათ დაურეკოთ მას, ვინც უფლებამოსილია, რომ „მე-9 არხის“ სახელით ამ ტელევიზიაზე ისაუბროს“-განაცხადა რუხაძემ.
„ინტერნეტ.ჯი“ არხის გენერალურ დირექტორს კახა ბექაურსაც დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ თამთა სანიკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ გასულ წელს დატოვა და მიზეზად საზღვარგარეთ სწავლა დაასახელა.
ამდროისთვის „მეცხრე არხზე“ დღეში სამჯერ გადის საინფორმაციო გამოშვება.
15:00 და 18:00 საათზე ახალი ამბები სოფო ჩაკვეტაძეს მიჰყავს, ხოლო 21:00 საათზე საინფორმაციო გამოშვებას ნათია ლაზაშვილი უძღვება. internet.ge
"ქიზიყს" მეცხრე არხის თანამშრომლებმა დაუდასტურეს, რომ თამთა სანიკიძეს უკვე ტელეკომპანიაში ხედავენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий