вторник, 31 мая 2011 г.

ლევან ბაღაშვილი: ,,წელს ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 11 350 ლარი დაიხარჯება"

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციას დედოფლისწყაროში ცოფის გავრცელების რისკის ზრდასთან დაკავშირებით ეხმაურება და კომენტარს აკეთებს. ბაღაშვილი ადასტურებს, რომ რისკი ნამდვილად დიდია და ამის ალბათობა ყოველთვის იყო. საკრებულოს თავმჯდომარე აღიარებს, რომ წელს დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლების პრევენციის მხრივ არანაირი ღონისძიებები არ ტარდება.
ლევან ბაღაშვილი: ,,საკრებულომ 3 თებერვალს მიიღო განკარგულება, რის მიხედვითაც ჯანდაცვის რაიონული ცენტრის მიერ წარმოდგენილი ცოფთან ბრძოლის პროგრამა 11,350 ლარით დაფინანსდა. მასში შედის ანტირაბიული კაბინეტის ფუნქციონირება, პერსონალის გადამზადება, მოსახლეობის პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო საქმიანობა და ა.შ. ვფიქრობ, რომ მაწანწალა ძაღლების ლიკვიდაციის ძველი მიდგომა არაეფექტურია და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე ვმუშაობთ. საშიშროება დედოფლისწყაროში ნამდვილად არის, თუმცა ეს საფრთხე ყოველთვის იყო და რაიმე ახალს ვერ ვხედავ... ჯერჯერობით, დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლების პრევენციის არცერთი სახე არ არსებობს და ახლა ვმსჯელობთ, როგორ მივუდგეთ ამ საკითხს. დედოფლისწყაროში უკვე წლებია ასეთი ძაღლების ლიკვიდაცია მუნიციპალიტეტის მხრიდან არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე, რასაც მუნიციპალიტეტი აკეთებს, გახლავთ ის, რომ ვცდილობთ, ქალაქი ნაგვისგან გაიწმინდოს, რათა მათი თავყრილობის კერები არ შეიქმნას. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სუფთა ქალაქი გვქონდეს, რომ ქუჩის ძაღლებმა აღარ იარსებოს. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ დახურული ურნები შევიძინოთ, ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ძვირი საკითხია და დედოფლისწყაროსთვის ფუფუნებაა. რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ოფიციალურად აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ოფიციალურად ეცნობება და შესაბამისი ზომების გატარება დაიგეგმება," - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
ლევან ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ამ საკითხების დასარეგულირებლად გაცილებით ჰუმანური გზები მოიძებნოს, რაზეც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დედოფლისწყაროში ცოფის გავრცელების რისკის ზრდას ხედავს

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარიეტა გონაშვილი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მაწანწალა ძაღლების კატასტროფულ მომრავლებაზე მიანიშნებს. მისი აზრით, წელს დედოფლისწყაროში ამ კუთხით განსაკუთრებით რთული ვითარებაა. სხვათაშორის, ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის წელს ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის
მარიეტა გონაშვილი: ,,წელს დედოფლისწყაროში ცოფის 3 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა, საბედნიეროდ, ადამიანებში არ დაფიქსირებულა. სამივე შემთხვევა ცხოველებში აღინუსხა... ეს იყო სოფელ არბოშიკსა და ქედების ზონაში... რა თქმა უნდა, პროფილაქტიკის მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდა მათი ყველა ოჯახის წევრის აცრა. დედოფლისწყარო ცოფის გავრცელების მხრივ რისკის ზონაშია. ჩვენს რაიონში მომრავლებულია მელა, ტურა, მგელი და მაწანწალა ძაღლები, სწორედ ისინი ითვლებიან ცოფის გადამტან ცხოველებად. ასევე, მაწანწალა ძაღლების სიმრავლით დედოფლისწყაროში წელს საკმაოდ რთული ვითარებაა და არსებობს დიდი საშიშროება ცოფი, რომელიც საშიში დაავადებაა, ადამიანზეც გავრცელდეს... როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გასულ წელს დედოფლისწყაროში მაწანწალა, ქუჩის ძაღლების ლიკვიდაცია განხორციელდა, წელს კი ეს არ მომხდარა. არადა, მათი ლიკვიდაცია აუცილებელია," - აცხადებს მარიეტა გონაშვილი და შესაბამის სამსახურებს რეაგირებას სთხოვს.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, 2011 წლის განმავლობაში დედოფლისწყაროში 100-მდე ადამიანის დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაც შესაბამისი მკურნალობის კურსი გაიარეს. ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ დაავადების პრევენციის მიზნით, აუცილებელია ოჯახში მყოფ ცხოველებს წელიწადში ერთხელ ცოფის საწინააღმდეგო აცრები ჩუტარდეს. თუმცა, როგორც "ქიზიყს" ჯანდაცვის რაიონულ ცენტრში განუმარტეს, აცრა, რომელიც გასულ წლამდე უფასო იყო, წელს ფასიანი გახდა, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა.
როგორც დედოფლისწყაროს ვეტერინარიის სამსახურში "ქიზიყს" განუცხადეს, წელიწადში ერთხელ მათი სამსახური მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მაწანწალა ძაღლების მომრავლების შესახებ ინფორმაციას აწვდის და სთხოვს მათი ლიკვიდაციის ღონისძიებები გატარდეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლების ლიკვიდაციას შპს "სერვისი 2007" უნდა ახდენდეს, რაც არ ხორციელდება.
ცნობისთვის, გასულ წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების ხარჯებისა და მომსახურებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 8,2 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მიმდინარე წელს ამ კუთხით დედოფლისწყაროში თანხები გათვალისწინებული არ არის. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
ექიმთა პროფესიული რეგულირების საბჭო დედოფლისწყაროელი მედიკოსების საქმეს სწავლობს

ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის დავალებით, ექიმთა პროფესიული რეგულირების საბჭოს წევრები დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ეწვივნენ და საქმის ადგილზე მოკვლევა დაიწყეს. როგორც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ანდრო ვარძიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროფესიული რეგულირების საბჭო საბოლოო დასკვნას რამდენიმე დღეში დადებს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ზოგიერთი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის გარდა სისხლის სამართლის პასუხისგების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.
,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს საავადმყოფოში იმ მომენტში მხოლოდ მორიგე ქირურგი იყო, სხვა პირების ჩართულობა ამ საქმეში ჯერ არ გამოკვეთილა. მოკვლევა კვლავაც მიმდინარეობს და დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ," - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ლადო კეპულაძე.
როგორც ცნობილია, გველის ნაკბენით 3 წლის ამილ გასანოვის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს მკაცრი მითითება მისცა და დაუდევარი მედიკოსების დასჯა მოითხოვა.
დედოფლისწყაროიელი მედიკოსები აცხადებენ, რომ საავადმყოფოში გველის შხამის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ, ის თბილისიდან უნდა მიეღოთ, რაც ამ დრომდე არ მიუღიათ. მათივე თქმით, "ანტიგიურზინი" არც თბილისიდან ჩამოსულმა კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ ჩამოიტანა, რამაც ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია.
ამის საპასუხოდ, რეგულირების საბჭოში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ თბილისსა და რეგიონებში ვაქცინის საკმაო მარაგი არსებობს. ხელმძღვანელის მოადგილის, მაია ციბურაშვილის განმარტებით, მარაგი კახეთის რეგიონშიც დიდია: ,,მათ შორის თელავში 8 ვაქცინა ინახება, ამიტომ თავისუფლად შეეძლოთ ამით ესარგებლათ, რაც არ მოხდა. გაუგებარია, რატომ არ მოითხოვა დედოფლისწყაროს საავადმყოფომ ახლომდებარე რაიონებიდან ვაქცინა, რომლის მარაგი ადგილზე ნამდვილად არსებობს," - აცხადებს ციბურაშვილი.
შეგახსენებთ, კატასტროფის ცენტრის ბრიგადა დედოფლისწყაროში 4 საათის დაგვიანებით ჩამოვიდა, 3 წლის ამილ გასანოვი კი მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
,,ჯერ 55 ლარი გადაგვახდევინეს, მერე თქვეს კატასტროფის ბრიგადას რომ დავურეკეთ ფული დაიხარჯა და მონო ბარათისთვის 10 ლარი კიდევ გადაგვიხადეთო. ფული კიდევ დაგვამატებინეს. თავიდანვე რომ ეთქვათ, შრატი არ გვაქვსო, მაშინვე თბილისში გადავიყვანდით და სიცოცხლეს შევუნარჩუნებდით. კატასტროფის ცენტრის მანქანამ დააგვიანა და ამდენი საათი ტყუილად გვალოდინა," - აცხადებენ დაზარალებულები.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ექიმთა პროფესიული რეგულირების საბჭო გახმაურებული სკანდალის ირგვლივ საბოლოო დასკვნას ჟურნალისტებს რამდენიმე დღეში წარუდგენს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 30 мая 2011 г.

სააკაშვილი დედოფლისწყაროში დაუდევარი ექიმების დასჯას მოითხოვს

ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" მიერ გავრცელებულმა ექსკლუზიურმა ინფორმაციამ პრეზიდენტის ყურამდე მიაღწია და რეაგირების მითითებაც გაიცა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დედოფლისწყაროში 3 წლის ბავშვის გველის ნაკბენით გარდაცვალების შესახებ სკანდალური კომენტარი ცენტრალური ტელევიზიების ეთერში გააკეთა.
სააკაშვილი უყურადღებო მედიკოსების დასჯას მოითხოვს და აცხადებს, რომ ამ განუკითხაობის მოთმენას არ აპირებს.
მიხეილ სააკაშვილი: "დედოფლისწყაროში პატარა ბავშვს, მწყემსის შვილს უკბინა გველმა, მიიყვანეს დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შვიდი საათი ჰყავდათ ისე, რომ არაფერი გაუკეთეს, ელემენტარულად მას შრატის გაკეთება სჭირდებოდა. მერე, რომ მიხვდნენ, რომ უკვდებოდათ, თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ ბავშვმა ვეღარ ჩამოაღწია. ალბათ ექიმებმა იფიქრეს, რომ იყო უპატრონო, მწყემსის შვილი, მოყვანილი საიდანღაც, საძოვრებიდან და ალბათ ზედაც არ შეაფურთხეს. მინდა ვთქვა, რომ ვიდრე ასეთი რაღაც ხდება, რამეზე სერიოზული ლაპარაკი ძალიან რთულია. არა მხოლოდ ეს ექიმები უნდა დაისაჯონ სამაგალითოდ, არამედ, უნდა შევქმნათ სისტემა და ამაზე ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან. ნამდვილად არ ვაპირებ, ეს მოვითმინო, რომ ასეთი რამეები კიდევ ხდებოდეს საქართველოში და ერთი ბავშვი მაინც გახდეს მსხვერპლი ვიღაცის დაუდევრობის და ფეხებზე დაკიდების", _ განაცხადა სააკაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მითითებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. /ქიზიყი/

* * *
გასანოვების ოჯახი დედოფლისწყაროს მედიკოსებს ბავშვის გარდაცვალების გამო უჩივის
დედოფლისწყაროში გველის ნაკბენით გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი, 3 წლის ბავშვის სიკვდილში ადგილობრივ ექიმებს ადანაშაულებს.მათი განმარტებით, პატარას ვაქცინა არ გაუკეთეს. ის რომ, ბავშვს ვაქცინა არ გაუკეთეს ამას დედოფლისწყაროს კლინიკის მთავარი ექიმიც ადასტურებს. მისი თქმით საავდმყოფოს შესაბამისი პრეპარატი არ აქვს.
ცნობილია, რომ გიურზამ ბავშვს ფეხზე უკბინა, რის შემდეგაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა 8 საათიანი მკურნალობის შემდეგ ოჯახს განუცხადეს, რომ საჭირო ვაქცინა არ ჰქონდათ. ამის შემდეგ კი ბავშვი გარდაიცვალა - იუწყება რადიო "ჰერეთი".
,,მწყემსად ვმუშაობთ დედოფლისწყაროში. ბავშვები თამაშობდნენ და ამ დროს გველმა უკბინა. იქვე მეგობრის მანქანა გვქონდა და დაკბენიდან 20 წუთში, მაქსიმუმ ნახევარ საათში ბავშვი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მივიყვანეთ. გვითხრეს, კარგია დროულად რომ მოხვედითო და ბავშვი დააწვინეს. 7-8 საათი გავიდა და საავადმყოფოში მერე გვითხრეს თბილისში გადაიყვანეთ, აქ ვაქცინა არა გვაქვსო... დროულად რომ ეთქვათ მოვასწრებდით, მაგრამ მერე თბილისში გადაყვანა უკვე გვიანი იყო და ბავშვი დაიღუპა... ფაქტიურად, ექიმების უყურადღებობით დაგვღუპეს, თბილისში გადაყვანა ვეღარ მოვასწარით," - აცხადებენ გარდაცვლილის მშობლები. ოჯახის წევრების ეს კომენტარი ყველა ქართული მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებამ გადასცა.
დაზარალებული გასანოვები, უახლოეს დღებში, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მედიკოსების მიმართ სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
"ქიზიყის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომხდარ ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის და მედიკოსების პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ეს ინფორმაცია ცენტრალურმა ტელე და რადიომაუწყებლებმა ვრცლად გააშუქეს. ცნობა მთელი დღის მანძილზე ვრცელდება ახალი ამბების სააგენტოებითაც. დაზარალებულები სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

воскресенье, 29 мая 2011 г.

ერთ-ერთ ფერმაში გველმა ორი მოზარდი დაკბინა, 3 წლის გოგონა გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე მეცხოველეობის ფერმაში ორი მოზარდი გველმა დაკბინა. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში მყოფი 3 წლის გოგონა, ფატია მალიევი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ვანო ნატროშვილიც ადასტურებს.
მისი თქმით, გოგონას ნაკბენი ქვედა კიდურზე აღენიშნებოდა: ,,პაციენტის ვითარება განსაკუთრებით რთული იყო, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო," - აცხადებს ნატროშვილი.
სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ის თბილისში ჩაყვანამდე გზაში გარდაიცვალა. მედიკოსები მიზეზად დაგვიანებულ მკურნალობას ასახელებენ. ფერმა, სადაც შემთხვევა მოხდა, რაიონული ცენტრისგან მოწყვეტილია, რამაც გოგონას დროული ტრანსპორტირება შეაფერხა.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, მეცხოველეობის ფერმაში გველმა კიდევ ერთი მოზარდი დაკბინა. დედოფლისწყაროელი მედიკოსების განცხადებით, ამილ კასანოვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ის საგარეჯოს რაიონში ცხოვრობს და დედოფლისწყაროს ერთ-ერთ ფერმაში მუშაობს.
შეგახსენებთ, ეს ფაქტი დედოფლისწყაროში გველის ნაკბენით გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს, სოფელ სამთაწყაროში სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, 34 წლის ნარგიზა ხოზრევანიძე ვენახში ყოფნისას სწორედ ქვეწარმავალის დაკბენის შედეგად გარდაიცვალა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

დედოფლისწყაროს თვითმმართველობა უკრაინაში სამუშაო ვიზიტს გეგმავს

ივნისის მეორე ნახევარში დედოფლისწყაროს თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრებიან. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა განუცხადა.
როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უკრაინის ქალაქ ალექსანდროვსკას დაუმეგობრდა. ამ მიზნით, უკრაინელები რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროს სტუმრობდნენ.
დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქ ალექსანდროვსკას მერმა ნიკოლაი გრეკოვმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 11 აპრილს მოაწერეს.
,,ამ მემორანდუმის მიხედვით ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. მინდა გითხრათ, რომ სამომავლო თანამშრომლობის გეგმა საკმაოდ მოცულობითია და თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ისინი ცალკეულ პუნქტებად არის გაწერილი და მასზე მუშაობა სწორედ ახლა მიმდინარეობს. დაწვრილებით ჯერ არაფერია ცნობილი, არც ის ვიცით, კონკრეტულად ვინ გავემგზავრებით, თუმცა სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გამგზავრებას ვგეგმავთ," - განუცხადა "ქიზიყს" ლევან ბაღაშვილმა.
დამეგობრებული ქალაქები სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობას გეგმავენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 26 мая 2011 г.

ქვემო ქედში საქონელი ჯილეხით იხოცება, რომელთაც დასახლებასთან ახლოს მარხავენ

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში საქონელი ციმბირის წყლულით იხოცება. ინფორმაციას ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნუგზარ პაპიაშვილი და ვეტერინარი ტრისტან ზაქაიძეცადასტურებენ.

ქვემო ქედის მკვიდრი ალექსანდრე ბექაური "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, მათი მეწველი ძროხა ციმბირის წყლულის, ე.წ. ჯილეხის დაავადებით მოკვდა.

,,ბექაურების ოჯახი ჩემთან მოვიდა და მთხოვა მომაკვდავი პირუტყვი დამეთვალიერებინა. როდესაც მივედი აღმოვაჩინე, რომ ციმბირის წყლულის პირველი ნიშნები აღენიშნებოდა. სისხლის დენა ცხვირიდან და უკანა ტანიდან. ასევე პირუტყვი გაბერილი იყო. ვურჩიე, რომ მისი დაკვლა და საკვებად გამოყენება აკრძალული იყო. მივუთითე, რომ ღრმად დაემარხათ, მაგრამ როგორც ვიცი სოფელთან ახლოს, 2 მეტრის სიღრმეზე დამარხეს, რაც დაუშვებელია და დაავადების კერა გახდება," - განუცხადა "ქიზიყს" სოფლის ვეტერინარმა ტრისტან ზაქაიძემ.

,,ამავე ოჯახის ეზოსთან, 100 მეტრის მოშორებით ტრაქტორმა ორმო ამოთხარა და იქ დავმარხეთ," - აცხადებს სოფლის რწმუნებული ნუგზარ პაპიაშვილი.

დედოფლისწყაროს ვეტერინარიის სამსახური მთელი დღის მანძილზე დაკეტილი გახლდათ, რის გამოც "ქიზიყმა" უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები ვერ მოისმინა. ვეტერინარი ტრისტან ზაქაიძე კი მომხდარით აღშფოთებულია და აცხადებს, რომ დაავადება მომავალში ისევ იფეთქებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

მომწამვლელი გაზი, რეზინის ტყვიები, სპეცრაზმი და წყლის ჭავლი რუსთაველზე ისევ გამოჩნდა - დაიღუპა 2, დაშავდა 40-მდე ადამიანი







 სასტიკი დარბევა

სპეცრაზმმა წუხელ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია. მომიტინგეებს წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები დაუშინეს. გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. ათობით დემონსტრანტი, რომელიც ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა, სპეცრაზმელებმა დააკავეს, ხელბორკილები დაადეს, ძირს დაყარეს და ხელკეტებით სხეულის დაზიანებები მიაყენეს. ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 37 ადამიანი კი დაშავდა. ზოგიერთი მომიტინგის და ოპოზიციის ლიდერის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.  

ფოტორეპორტაჟი ვრცლად >>

среда, 25 мая 2011 г.

დედოფლისწყარო-აზერბაიჯანის საზღვართან სპეცრაზმი განთავსდა

24 მაისიდან დედოფლისწყაროში ე.წ. ურალის მარკის ავტომობილებით ათეულობით თავდაცვის სამინისტროს მანქანა დედოფლისყაროს შირაქის ქუჩის გავლით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისკენ გაემართა.

თვითმხილველები გიორგი ლაპიაშვილი და ემზარ არაბული "ქიზიყთან" საუბარში აცხადებენ, რომ რაზმის წევრებით დაკომპლექტებული ათამდე სამხედრო მანქანა პირადად ნახეს. სამხედრო პირები შეიარაღებულები იყვნენ, რის გამოც მოსახლეობა შიშმა მოიცვა. ინფორმაციის გადამოწმება "ქიზიყმა" დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს უფროსთან პოლკოვნიკ დემურ კეკენაძესთან სცადა.

დემურ კეკენაძე: ,,ჩვენ ურალის ტიპის ავტომობილები არ გვყავს. მითუმეტეს ათამდე მანქანა ჩვენი არ იქნებოდა. არაფერი ვიცი, ჩვენი მესაზღვრეების გადაჯგუფება ან ცვლილება არ მომხდარა და ვერაფერს გეტყვით".

მომხდარის შესახებ ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმაც გაავრცელა. მათი ცნობით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გაძლიერებულია. ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გარდა, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმიც იცავს. სასაზღვრო პოლიციაში სასაზღვრო - გამშვები პუნქტების დაცვის ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა სპეცრაზმის საზღვრებთან მობილიზება სწორედ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდეს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

вторник, 24 мая 2011 г.

სოფელ გამარჯვებაში ობოლ ბავშვებს არც პენსია აქვთ, არც დახმარება და ვერც ვაუჩერები მიიღეს

2010 წლის 12 სექტემბერს, ონის რაიონის სოფელ გლოლაში შემზარავი მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა საკუთარი მეუღლე 13 წლის შვილის თანდასწრებით, დანით მოკლა. მკვლელობის შედეგად 4 არასრულწლოვანი დაობლდა. ბავშვების მამას სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 15, 13, 12 და 10 წლის მოზარდები მარტო დარჩნენ. ისინი კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.
ბავშვებს იმავე სოფელში მცხოვრები მამიდა პატრონობს, რომელიც მეურვეობის უფლების მიღებას უკვე რვა თვეა ელოდება. მოზარდები მარჩენალდაკარგულის პენსიას ვერ იღებენ და არც სოციალური დახმარება აქვთ. ბავშვებს არც ელექტროენერგიის და კვების ვაუჩერები მიუღიათ.
„გასული წლის ოქტომბერში დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების ცენტრში განცხადება შევიტანე ჩემი ძმისშვილების ოჯახის გადამოწმების თაობაზე. სოციალურმა აგენტმა გადაამოწმა, მაგრამ სახლი არც დაუთვალიერებია. ბავშვებს გამოჰკითხა რაღაცეები და 2 ხბო მეწველ ძროხად ჩაწერა. 70 000 ქულამდე მოუვიდათ. სააგენტოში მითხრეს, მარცვლეულის საროში ჰქონიათ სახლში, ე.ი შემოსავალი აქვთ და დახმარება არ ეკუთვნითო. ამ წისქვილის გამო არც კვების და ელექტროენერგიის ვაუჩერები მისცეს, ინდმეწარმეები ხართო, არადა საროში გაფუჭებულია, თვეებია აღარ მუშაობს და ბავშვებს კაპიკი შემოსავალი არ აქვთ. ვერც ობლობის პენსიას იღებენ. ოქტომბრიდან ველოდები მეურვეობას, მაგრამ აჭიანურებენ. ვის ადარდებს ობლები შიმშილით დაიხოცებიან თუ არა?“- აღნიშნა ბავშვების მამიდამ მაია გავაშელიშვილმა.

მოზარდების საცხოვრებელი სახლი ავარიულია. პირველ სართულზე ოთახები დანესტილია, იატაკი დაზიანებულია, ნესტისგან კედლებიდან ბათქაში ცვივა. მეორე სართულზე კი ჭერი ჩამოწეულია და კედლები დაბზარული.

სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ გავაშელიშვილების ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტო განმეორებით გადაამოწმებს. კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, შესაბამისი შუამდგომლობით სააგენტოს გუბერნატორის ადმინისტრაცია მიმართავს.
„ოჯახი შეყვანილია დამატებით სიაში და ვაუჩერებს ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროდან. მარჩენალის პენსია ბავშვებს უახლოეს დღეებში დაენიშნებათ. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ჩვენ ვუშუამდგომლებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომ ოჯახი განმეორებით გადამოწმდეს. ამასთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი განყოფილება ამ საქმეს ინდივიდუალურად განიხილავენ“, - განუცხადა სიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ფოტორეპორტაჟი და სტატია იხილეთ ვრცლად>>

* * *

კახეთის გამგეობებში საჯარო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაციას ბლოკავენ?!

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ადგილობრივ საჯარო მოხელეთა სახელფასო დანამატებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციას მალავს. ამის შესახებ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი მტკიცებით ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშია.

,,კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ხელფასების, დანამატებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოდან მიმდინარე წლის 30 აპრილს გამოითხოვა. კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლის მიუხედავად, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ახმეტის გამგეობებიდან, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან სრულყოფილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია," - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
მათი ცნობით, რეგიონში ადგილობრივი ბიუჯეტების თითქმის 30% ადმინისტრაციულ ხარჯებს შეადგენს.

გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელფასთან ერთად პრემიას წელიწადში რამდენჯერმე იღებენ. 2010 – 2011 წლებში ხელფასთან ერთად პრემიები აქვთ მიღებული მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებსა და გამგებლებსაც.
გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა პრემია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რამდენიმე თვის წინ მიიღეს, რასაც ოპოზიციური პარტიების საპროტესტო განცხადებები მოჰყვა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 23 мая 2011 г.

დედოფლისწყაროში 4 ათას ჰექტარზე კალია გავრცელდა

დედოფლისწყაროს რაიონში, ე.წ. „ჩათმის“ ტერიტორიაზე, დაახლოებით 4 000 ჰექტარზე კალია გავრცელდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერმა ზურა თეთვაძემ განუცხადა, კალია სწრაფად მრავლდება და მავნებლის სალიკვიდაციოდ ღონისძიებები სასწრაფოდ არის გასატარებელი.
„ვცდილობ, რომ საკუთარი ძალებით შევწამლო სახნავ - სათესი ნაკვეთები. კალია ხორბლის და სიმინდის ნათესებს ჭამს და თუ ტერიტორია მალე არ შეიწამლა, მოსავალს გაანადგურებს“, - აღნიშნა ზურა თეთვაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ისეთი მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც არის იტალიური ან მაროკოული კალია, ამერიკული თეთრი პეპელა.
„საფრთხის ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებები წელსაც გატარდება, დაახლოებით მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში“, - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ვერიკო გულუამ. /ICK/

* * *

სოფელ ლენინოვკაში მცხოვრებ ბოშებს დაბადების მოწმობები გადაეცათ

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში მცხოვრებ ბოშებს დაბადების მოწმობები გადასცა. დოკუმენტები გადაეცა მრავალშვილიან ქალბატონს და მის ხუთ შვილს. მათ მოწმობები საერთოდ არ ჰქონდათ და ამიტომ მათთვის დაბადების იურიდიული ფაქტების დადგენა გახდა საჭირო.

ბოშების დოკუმენტაციის საკითხზე ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა“ იმუშავა თავისი პროექტის, სახელწოდებით „მოქალაქეობის არმოქნე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში. ეს ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებიც მოქალაქეობის არქონის საფრთხის წინაშე დგანან.

„სამოქალაქო რეესტრი ეხმარება ყველა იმ ადამიანს, ვისაც საინდენტიფიკაციო დოკუმენტი სჭირდება. პირადობის მოწმობა და დაბადების მოწმოები ბოშებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისინი უკვე გახდნენ საქართველოს მოქალაქეები და ქვეყნის სრულუფლებიანი წევრები. მათ უკვე შეუძლიათ იმუშაონ საქართველოში. ჩვენი მესიჯია დროულად აიღოს ყველამ საბუთები და გახდნენ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, 21 მაისს, თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბოშათა ფესტივალი გაიმართა. ბოშების კულტურის საღამო ორგანიზაციების - „უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრისა“ და „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ერთობლივი ინიციატივით გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაციები საქართველოში მცხოვრები ბოშების პრობლემების მოგვარების მიმართულებით მუშაობენ.

რადიო „თავისუფლების“ ვიდეომასალა>>

суббота, 21 мая 2011 г.

მძღოლებს მიკროავტობუსები დედოფლისწყაროშიც ჩამოართვეს

მძღოლებს მიკროავტობუსები დედოფლისწყაროშიც ჩამოართვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველებმა აცნობეს, დღეს, დილიდან, სამარშუტო ტაქსების გაჩერებაზე დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან და მძღოლებს აჯარიმებენ.
„ოპოზიციის მხარდამჭერების გარდა თბილისში წასვლას ის მოქალაქეებიც ვცდილობთ, რომლებსაც აქციასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, მაგრამ ვერ ვახერხებთ. სამარშრუტო ტაქსებს თბილისში არ უშვებენ“, - აღნიშნეს თვითმხილველებმა.
„გუშინ პოლიციის თანამშრომლებმა მანქანა წაიღეს. მიზეზი არ უთქვამთ,“ - აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი გივი ტუხაშვილი. /ICK/

пятница, 20 мая 2011 г.

ექიმ მარინა ღვინიაშვილის 15 წლიანი ნამუშევრების გამოფენა მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში გაიხსნა

დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში დედოფლისწყაროელი ექიმის მარინა ღვინიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც დამთვალიერებელთა სიმრავლით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა აშკარა თვალშისაცემი იყო. როგორც ღონისძიების წამყვანმა, კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა ნონა ჯიბღაშვილმადამსწრე საზოგადოებას განუმარტა, დარბაზში წარმოდგენილი იყო 15 წლის მანძილზე შესრულებული ნამუშევრები. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ამ დღეს ნამუშევრების ავტორი იუბილარი გახლდათ, ამდენად საღამო ორმაგად საზეიმო ხასიათს იძენდა.
,,იმდენი რამ ჩააქსოვა ქალბატონმა მარინამ ამ ნახაქარგებში, აუცილებელია რაიონის ფარგლებს გასცდეს და ფართო საზოგადოებამ იხილოს," - განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ.
ოფიცილური ნაწილის დასრულების შემდეგ "ქიზიყი" ხელოვან მედიკოსს წარმოდგენილ შემოქმედებაზე პირადად გაესაუბრა.
მარინა ღვინიაშვილი (გამოფენის ავტორი): ,,ყველა ნამუშევარი ძვირფასია ჩემთვის, ვერცერთს ვერ გამოვარჩევ. ყველა მათგანი საკუთარი შვილივით მიყვარს. ასე რომ, თითეულ მათგანზე დიდი ამაგი მაქვს, ისევე როგორც თითეულ შვილზე. ერთ ნაქარგზე დაახლოებით თვენახევარი 2 თვე ვმუშაობ. როდესაც ლამაზ სურათს ვუყურებ, მონახაზის სახით გადმომაქვს და შემდგომ ვქარგავ. ხან ისეც ხდება, რომ ესკიზის იდეა თავად მებადება და ტილოზე გადამაქვს".
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი და კულტურისა და სპორტის ცენტრის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოგვიანებით, კულტურის სახლის დირექტორმა ცარო მარტიაშვილმა მარინა ღვინიაშვილს ლექსი მიუძღვნა. ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, დარბაზში დედოფლისწყაროს ინტელიგენციამ თითქმის სრული შემადგენლობით მოიყარა თავი.
შთაბეჭდილებების წიგნთან დიდი რიგი ხანგრძლივად იდგა, დამთვალიერებლები თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ და აღფრთოვანებას ღიად გამოხატავდნენ. საღამო ტრადიციულად ალა-ფურშეტით დასრულდა. გაზეთ "ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში მარინა ღვინიაშვილის ნამუშევრების გამოფენა კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

* * *

გიორგი ყაჭაშვილმა დედოფლისწყაროში ნანატრი კონცერტი გამართა

დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში თბილისის კონსერვატორიის სტუდენტის, პრეზიდენტის სტიპენდიანტის გიორგი ყაჭაშვილის კონცერტი გაიმართა. ის წარმოშობით დედოფლისწყაროდან გახლავთ და ხშირად სტუმრობს ჩვენს რაიონს. საღამო დედოფლისწყაროს მწიგ
ნობართა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის კონსერვატორიის რექტორატის პატრონაჟით ჩატარდა. ის გამოჩენილი მექანიზატორის მიხეილ ჭიჭინაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ფორტეპიანოზე წარმოდგენილი იყო ბეთჰოვენის, შუბერტის, ბახის, შოპენის, ბრამსის და ლისტის ნაწარმოებები. დასასრულ კი გიორგი ყაჭაშვილმა რევაზ ლაღიძის კომპოზიციები შეასრულა და მსმენელს დაემშვიდობა.
კონცერტის დასრულების შემდეგ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" პიანისტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, დედოფლისწყაროში კონცერტის ჩატარებაზე დიდხანს ოცნებობდა.
გიორგი ყაჭაშვილი: ,,დედოფლისწყარო ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადგილია. გარდა იმისა, რომ აქ ბევრი ახლობელი და ნათესავი მყავს, აქ ჩამოსვლა ხშირად მიწევს. სიმართლე გითხრათ, დედოფლისწყაროში კონცერტის ჩატარება ჩემთვის ოცნება იყო, კარგია რომ ჩამოსვლა მოვახერხე და ლამაზი საღამო შედგა. გამოგიტყდებით და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ხალხისგან დიდი სითბო და თანადგომა ვიგრძენო. ასმაგად უფრო ბედნიერებაა ჩემთვის ის, რომ სიამოვნება ჩემს თანამემამულეებს მივანიჭე. საწყისი მუსიკალური განათლება არ მაქვს, ცოტა მოგვიანებით დავინტერესდი მუსიკით და ძალიან ღრმად გამიტაცა. ახლა უკვე ამის გარეშე ვეღარ ვძლებ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მე მხოლოდ სმენით ჩავაბარე... დიდი სამომავლო გეგმები მაქვს. წელს ვამთავრებ თბილისის კონსერვატორიას და უკვე მაქვს მიწვევა გერმანიაში. დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში გავემგზავრები გერმანიაში, სადაც მაგისტრატურას გავივლი."
საღამოს დასასრულ, შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მექანიზატორ მიხეილ ჭიჭინაძის ქალიშვილმა ნანა ჭიჭინაძემ დედოფლისწყაროს მწიგნობართა ასოციაციის სახელით გიორგი ყაჭაშვილს მადლობა გადაუხადა დედოფლისწყაროში ჩამოსვლისა და ლამაზი საღამოს ჩატარებისთვის, შემდეგ კი დააჯილდოვა.
მაყურებელი მქუხარე აპლოდისმენტებს არ იშურებდა და დარბაზს კმაყოფილი ტოვებდა. ნორჩი პიანისტი სამომავლოდ კვლავაც აქტიურ შემოქმედებას გვპირდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

დედოფლისწყაროდან თბილისის მიმართულებით 21 მაისს სამარშრუტო ხაზები არ იმოძრავებს?!

თბილისის მიმართულებით, შაბათს, 21 მაისს დედოფლისწყაროს ავტოსადგურიდან სამარშრუტო ხაზების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმოძრავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამართალდამცავებმა დააშინეს და მგზავრთა დედაქალაქში გადაყვანა კატეგორიულად აუკრძალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი და ოჯახის წევრების სამსახურიდან დათხოვნითა თუ სხვადასხვა სახის პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეისები ჩაიშალა, დედოფლისწყაროს ავტოსადგურის შპს "ტრანსპორტელის"
მძღოლები "ქიზიყთან" საუბარშიც ადასტურებენ, თუმცა ზეწოლაზე არ საუბრობენ.
ნოდარ ტარყაშვილი (8:30 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,ექსკურსიაზე მივდივარ და არ მცალია... შაბათს რეისში ამიტომ ვერ ვიქნები".
ჯუმბერ ნატროშვილი (9:30 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,არ ვმუშაობ, მე ჩემი საქმეები მაქვს და 21-ში თბილისში ვერ მივდივარ".
სპარტაკ ლაპიაშვილი (12:30 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,მე ჩემი საქმეები მაქვს და შაბათს თბილისში ვერ წავალ... რამდენიმე დღით ადრე ღამით ჩემთან მოვიდნენ და მკითხეს ვგეგმავდი თუ არა თბილისში წასვლას, ან შევძლებდი თუ არა ხალხი თბილისში დაგეგმილ აქციაზე წამეყვანა. მე უარი ვუთხარი, თუმცა ვერ ვიცანი ვინ იყვნენ.. არ მცალია ამ დღეს".
ამირან ქისტაური (11:30 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,ოპოზიცია არ მაინტერესებს, მაგრამ ექსკურსია მაქვს შეკვეთილი და შაბათს რეისში არ ვიქნები. თბილისში როგორ წავიდე, როცა ექსკურსია შევათანხმე?...
დავით ტოკლიკიშვილი (13:00 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,ჯერ არ ვიცი. გაურკვეველია გამოგვიშვებენ თუ არა. ტელეფონში ასეთ რაღაცეებზე ნუ მალაპარაკებთ, პირადად ვისაუბროთ მაგაზე"....
სოსო ნასრაშვილი (8:30 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,მეც არ მივდივარ თბილისში. 21-ში ვერ წავალ, რა ვქნა აბა, მე ჩემი საქმეები მაქვს მაგ დღეს".
მამუკა ლეკაშვილი (9:00 საათიანი მარშრუტი): ,,21 მაისისთვის ამჟამად 4 მგზავრი უკვე შეთანხმებული მყავს. მაგრამ, დანამდვილებით არ ვიცი რა იქნება და წავალ თუ არა თბილისში. თუ გაგვიშვეს და რეისი გვექნება წავალ...
"ქიზიყი" შპს "ტრანსპორტელის" დირექტორთან კარდინალ ბაღაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ამ ეტაპზე მისი პოზიციის მოსმენა ვერ მოხერხდა. თუმცა, ფაქტია, რომ გრაფიკით გათვალისწინებული რეისების დიდი ნაწილის ჩაშლა ოფიციალურად უკვე დასტურდება, მიზეზად კი ოჯახური პირობები და პირადი დაკვეთები სახელდება.
როგორც ცნობილია, 21 მაისს 15:00 საათისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე წარმომადგენლობითი სახალხო კრება და დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ ოთხ ობოლ ბავშვს ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერები არ მისცეს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ გავაშელიშვილების ოჯახს, სადაც ოთხი ობოლი ბავშვი იზრდება, არც ელექტროენერგიის და არ სურსათის ვაუჩერები არ მისცეს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბავშვების მამიდამ მაია გავაშელიშვილმა განუცხადა, მან დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოფლის გამგებელს, რაიონის გამგეობას, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ობოლი ბავშვები ვერც პენსიას იღებენ და ვერც სოციალურ დახმარებას, რის გამოც მათ უკიდურესად უჭირთ.

მაია გავაშელიშვილმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიმართა. ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, კახეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ადვოკატირების პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციის იურისტები გავაშელიშვილების ოჯახის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ბავშვებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ, რომ პენსია და საარსებო შემწეობა დაენიშნოთ. /ICK/

среда, 18 мая 2011 г.

საოლქო კომისიის ოპოზიციასთან შეხვედრა ჩაიშალა

დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ შედგა. შეხვედრაზე ოპოზიციის მხოლოდ ორიოდ წარმომადგენელი გამოცხადდა, რის გამოც საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ბუჩუკურმა წუხილი გამოთქვა და ოპოზიციის ადგილობრივ წევრებთან თანამშრომლობისა და მათი შენიშვნების გაზიარებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარინა ოთარაშვილმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ მას დედოფლისწყაროში მუშაობისთვის არც რაიმე სახის დაბრკოლება აქვს და არც შენიშვნის წარდგენას გეგმავდა, ამიტომაც დარბაზი მალევე დატოვა.

„ქიზიყთან“ წინასწარ გაკეთებული პირობის მიუხედავად, სხდომაზე არც ლეიბორისტების, არც „ახალი მემარჯვენეებისა“ და არც სხვა პარტიების წარმომადგენლები გამოჩენილან.
გაზეთი „ქიზიყი“ იმის გარკვევას ეცადა, რატომ არ გამოცხადდნენ ოპოზიციონერები სხდომაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ მათ დიდ ნაწილს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
,,დამავიწყდა და ვერ მოვედი. გვიან გამახსენდა. ოჯახური პირობების გამო ვერ მოხერხდა,“ - განუცხადა „ქიზიყს“ „ახლების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოსო ბეჟანიშვილმა.
,,ჩვენ ყველა ოპოზიციონერს დავუკავშირდით და პირადად ვაცნობეთ, რომ 12 საათისთვის გამოცხადებულიყვნენ. დიდი ხანი ველოდეთ, მაგრამ არავინ გამოჩენილა,“ - აცხადებს დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივანი ნინო ბულაშვილი.

საოლქო-კომისიაში აღნიშნეს, რომ მათი გამოცხადების შემთხვევაში სხდომაზე დაყენებულ შენიშვნებს ცესკო-ს გადაუგზავნიდნენ, სადაც ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები საკითხს თბილისშიც დააყენებდნენ, თუმცა სამწუხაროდ, დედოფლისწყაროელმა ოპოზიციონერებმა საოლქო კომისიასთან თანამშრომლობა არ ისურვეს და ბოიკოტს მიმართეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ცხოველების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ცხოველების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განაცხადეს, ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციის მიერ სამეცნიერო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნამარხი _ ფაუნის პალეო ნტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩენეს.

აღმოჩენილია, მასტოდონტის, ხმელთაშუაზღვის კუს, თანამედროვე შვლის წინაპრის, ანტილოპას, ჰიპარიონის - ცხენის სამთითა წინაპრის, გარეული ღორის წინაპრის და ხმელეთის ლოკოკინების ახალი სახეობების ნამარხები. /ქიზიყი/

вторник, 17 мая 2011 г.

დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისია ოპოზიციურ პარტიებს შეხვდება

დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივ ოპოზიციურ პარტიებთან და მათ ხელმძღვანელ პირებთან 18 მაისს დღის 12:00 საათზე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს #14-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ნინო ბულაშვილმა აცნობა.
ბულაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხები იქნება განხილული, ამასთან კომისია ოპოზიციის შენიშვნებსა და წინადადებებს მოისმენს.

"ქიზიყის" ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს. რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიოზაციის ლიდერი ნოდარ ტოკლიკიშვილი შეხვედრას იმ მიზეზით არ დაესწრება, რომ მათ შენიშვნებს საოლქო კომისია არასოდეს ითვალისწინებს. ოპოზიციის დანარჩენი კანდიდატები კი სხდომაზე სხვადასხვა საკითხების დაყენებას გეგმავენ:
,,ლეიბორისტები შეხვედრას დავესწრებით, გვინდა დავსვათ საკითხი, თუ რატომ არის დაკომპლექტებული საოლქო კომისია მთლიანად ნაციონალური მოძრაობის კადრებით და რატომ არ არის მათ შემადგენლობაში ნამდვილი ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი მაინც... ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ რა საკითხიც უნდა დავაყენოთ, ყველა მათგანი ხელისუფლების სასარგებლოდ წყდება-ხოლმე," - აცხადებს ლეიბორისტების ადგილობრივი კოორდინატორი ბესიკ ცისკარაული.
შეხვედრაზე დასწრებას გეგმავენ ახალი მემარჯვენეების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წევრებიც. შეგახსენებთ, საოლქო კომისიამ ამგვარი შეხვედრები ადრეც გამართა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

მწვავე პნევმონიით 1 წლის გოგონა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

კატასტროფის ცენტრმა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედიდან 1 წლის ნინო რაზიკაშვილი ფილტვების მწვავე პნევმონიით თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმმა ანა ლამაზოშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, პაციენტს გრიპის გართულებული ფორმა, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა:
,,ორშაბათს საღამოს სოფელ ქვემო ქედიდან სტაციონარში 2010 წლის 20 მაისს დაბადებული გოგონა შემოიყვანეს. რთული დიაგნოზია და თბილისში გავაგზავნეთ,"- აცხადებს ექიმი.
პაციენტის დედის, მარიამ რაზიკაშვილის განცხადებით, ბავშვი ამჟამადაც რეანიმაციაში განაგრძობს მკურნალობას. გოგონას მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

понедельник, 16 мая 2011 г.

წითელწყაროელები გზის მოწესრიგებას ითხოვენ და რწმუნებულსა და სოფლის მაჟორიტარს ემდურიან

სოფელ წითელწყაროში ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე მცხოვრები 100–მდე ოჯახი უკვე მერამდენე თვეა საუბნო გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მოსახლეობა სოფლის რწმუნებულს ტარიელ ღარიბაშვილსა და მაჟორიტარ დეპუტატს გელა თეთრაულს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მათი გზა მთლიანად დაჭაობებულია და არსებობა უკვე აუტანელი გახდა. დროს კოკისპირულმა წვიმებმა ვითარება უკიდურესად გაართულა.

,,მთელ ქუჩაზე დიდი გუბეები დგას, გადაადგილებასაც ვერ ვახერხებთ. დღეს სახლიდან რომ გავსულიყავი შემოვლითი გზით ვისარგებლე და გზა 4 კილომეტრით დავიგრძელე. ხან გვეჩქარება ხოლმე მაგრამ ვერაფერს ვახერხებთ. გაუსაძლისი ვითარებაა. გეფიცებით, სასწრაფოს გამოძახებასაც ვერ ვახერხებთ. ამ ბოლო დროს ხშირად გვიხდება სასწრაფოს გამოძახება, მაგრამ მანქანაც ვერ მიუდგება ისეთი ვითარებაა. ამას ანტისანიტარიაც ემატება. რწმუნებულ ღარიბაშვილს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ არაფრად ჩაგვაგდო, დამცინავი პასუხი გაგვცა ,,თქვენთვის რომ ჭრით და კერავთ, მასე არ არისო"... ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს გელა თეთრაულს შვილებს გეფიცებით, ბევრი სახეზეც ვერ სცნობს. დაგვპირდნენ, წყალსაც გავიყვანთო, მაგრამ 21 წელია აქ ვცხოვრობ და ვერაფერი მოხერხდა," – აცხადებს დუმბაძის ქუჩის მკვიდრი მარინე ნანობაშვილი, რომელსაც სხვებიც ეთანხმებიან.

იგივე პრობლემაზე მიანიშნებენ დანარჩენი მაცხოვრებლებიც. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ რადგან სოფელი ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული, ადგილობრივი ხელისუფლება მათ უყურადღებოდ ამიტომ ტოვებს"
,,დუმბაძის ქუჩა ძირითადად სხვადასხვა ეროვნების მაცხოვრებლებით დასახლებული უბანია. ბევრი მიიჩნევს, რომ ამიტომ გვჩაგრავენ. ჩვენი ბედი და პრობლემები არავის აინტერესებს. არც რწმუნებული გვაქცევს ყურადღებას და დეპუტატსაც საერთოდ არ ვახსენდებით. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქართულიც არ იცის და იმედი გადაწურული აქვთ, რომ ყურადღებას მაინც არავინ მიაქცევს. ძალიან მიტოვებული სოფელია წითელწყარო. ხელისუფლებას რატომღაც დავავიწყდით. დავიღალეთ, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ..." – აღშფოთებას ვერ ფარავენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხსენებული სოფლის მოსახლეობა რწმუნებულსა და მაჟორიტარს მასიურად უპირისპირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით მოქალაქეთა პრეტენზიები ბოლო დროს ინტენსიურ ხასიათს იძენს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გაუჩინარებული მამაკაცის ძიების ახალი დეტალები

სოფელ ქვემო ქედიდან რამდენიმე დღის წინ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 34 წლის ემზარ გოგოლაური, რომელსაც პოლიცია უშედეგოდ ეძებს, ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ექსლკუზიური ინფორმაციით, ამ ხნის მანძილზე თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში, მისივე კუთვნილ ბინაში იმყოფებოდა.

მათე გოგოლაური (დაკარგულის მამა): ,,რამდენიმე დღეა ახალი ამბავი შევიტყვეთ. ჩემს შვილს თიანეთში, სოფელ სიმონიანთხევში საკუთარი სახლი აქვს. ტელევიზიით ამ ამბის გაშუქების შემდეგ იქიდან მეზობლები დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ დაკარგული ბიჭი იქ იმყოფებოდა. როგორც მეზობლებმა გვითხრეს, მშვიდად იყო, განსაკუთრებული გაღიზიანება არ აღენიშნებოდა. თვითონ ემზარს მეზობლებისთვის უთქვამს, მშობლები ინერვიულებენ, დიდი ხანია აღარ დამირეკია, არც ფული მაქვს არც ტელეფონი და იქნებ რამე გააგებინოთო. თვითონ ამ მეზობლებმა მარშუტკაზე დასვეს და გამოაცილეს, საცაა ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ უვნებელი დაბრუნდება. "

ამ ინფორმაციის თაობაზე "ქიზიყმა" შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო საქმის კურსში ჩააყენა. მეორე დღეს კი სოფელში ჩასულ გოგოლაურის ოჯახის წევრებს დაკეტილ ბინაში აჩეჩილი საწოლი და ფეხსაცმლის ნაფეხურები მართლაც დახვდათ, თუმცა იმავე მეზობლებმა, რომლებმაც დაკარგულის ადგილსამყოფელი მშობლებს ტელეფონით თავად შეატყობინეს, ამჯერად ყველაფერი გადათქვეს. დაკარგულის ძმა ვარაუდობს, რომ მეზობლები სიმართლეს მალავენ.
უკვე მერამდენე დღეა ხსენებული მეზობლების დაკითხვას და აგარაკის დათვალიერებას თიანეთის პოლიცია აწარმოებს. უნდა აღინიშნოს, რომ მშობლებთან დაკავშირება მეზობლებმა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც უარყვეს.

,,თიანეთში რომ ჩავედით დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ემზარი იქ რამდენიმე დღით ნამდვილად იყო. აშკარაა, რომ ოთახებში დადიოდა და ეძინა. მაგრამ ჩვენი გაკვირვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მეზობლები ყველაფერს უარყოფენ და გადათქვეს... ახლა ირწმუნებიან, რომ ბიჭი არ უნახავთ. არადა, სწორედ მათ დაგვირეკეს. ვერ ვხვდებით რატომ მალავენ... ამჯერად პოლიცია ძიებას ისევ განაგრძობს, მაგრამ ჩვენ გვინდოდა იმ ადამიანებს პირადად გავსაუბრებოდით, ვინც გაუჩინარების შემდეგ ემზარი ნახეს. საკუთარი ძალებით ვეძებთ და ვცდილობთ მისი ადგილსამყოფელი დავადგინოთ. ამჟამად ქალაქ წნორში ვართ. ტაქსის მძღოლის ოჯახში მივედით და მას ვესაუბრებით. რაღაც დეტალებს ეს ადამიანიც იხსენებს. შოფლის აგარაკიდან უკან რომ გამობრუნდა და მეზობლებმაც რომ დაგვირეკეს, გვეგონა ორიოდ დღეში გამოჩნდებოდა, მაგრამ ფაქტია ამ ბინიდანაც წავიდა დ ავერ გავარკვიეთ ამჟამად სად უნდა იყოს," – აცხადებენ დაკარგულის ოჯახის წევრები.
შეგახსენებთ, ემზარ გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. დაკარგულის ოჯახი "ქიზიყთან" საუბარში თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავდა და აღნიშნავდა, რომ სოციალურ პრობლემებთან ერთად ვაჟს ბოლო დროს ფსიქოლოგიური პრობლემები და შიშები დასჩემდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

რა ხდებოდა ჟურნალისტის წინააღმდეგ გამართულ სასამართლოზე და რატომ შეამცირა თეთრაულმა თანხის ოდენობა?!

მოსამართლემ საკრებულოს თავმჯდომრის დაკითხვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა


დედოფლისწყაროს სასამართლომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გელა თეთრაულის სარჩელის განხილვა დაიწყო. დეპუტატი სასარჩელო განცხადებაში ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარს ითხოვდა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მომჩივანმა აღნიშნა, რომ მის მიზანს ჟურნალისტისგან მატერიალური ზიანის ანაზღაურება და ფულის მიღება არ წარმოადგენს, ამიტომ მოთხოვნა 3 000 ლარამდე შეამცირა.

მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა დააკმაყოფილა მოპასუხე ჟურნალისტის შუამდგომლობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის სხდომაზე გამოძახებისა და მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ გამგებლის მოადგილის პოსტი ჟურნალისტის კრიტიკული წერილების გამო დატოვა და იძულებული გახდა საკრებულოში გადასულიყო. ჟურნალისტმა კი თეთრაულის საკადრო ცვლილების მიზეზებზე ოფიციალური პოზიციის მოსასმენად ლევან ბაღაშვილის დაკითხვა მოითხოვა.

ილია მარტყოფლიშვილმა სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალდებები მისგან არ მოდის და ციტატა, რომელზეც დეპუტატს განსაკუთრებული პრეტენზია აქვს სოფელ წითელწყაროს მკვიდრს ნოდარ შეითნიშვილს ეკუთვნის, რომელიც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სწორედ ეს ადამიანი გამოსთქვამდა ვარაუდს, რომ სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები, შესაძლოა, სოფლის რწმუნებულმა, მაჟორიტარმა და სამუშაოების მწარმოებელი ფირმის ხელმძღვანელმა მიითვისეს. სადაო სტატიის სათაურიც ამ მოქალაქის კომენტარიდან ამოღებული ფრაზაა:
,,ამავე სტატიას სოფლის რწმუნებულისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის კომენტარებიც ახლავს, სადაც საუბარია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ თანხებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. შესაბამისად, სტატია ცალმხრივად, ანდა გადაუმოწმებლად ვერ ჩაითვლება. თანხის მითვისების ბრალდებაზე ადრესატების პასუხი ამავე სტატიაში ფიქსირდება, თუმცა თუ თეთრაულს დამატებით სურდა პოზიციის გამოხატვა, შეეძლო სასამართლოსთვის მიმართვამდე ჯერ რედაქციისთვისგან საპასუხო წერილის გამოქვეყნება ეთხოვა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდებოდით. თუმცა, რატომღაც მას ეს უფლება არ გამოუყენებია. ბრალდებები ჟურნალისტისგან არ წამოსულა. ჩვენ დღესაც მზად ვართ მისი პოზიცია უცვლელად დავაფიქსიროთ," - აცხადებს ილია მარტყოფლიშვილი.

მორიგი სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს 15:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც ძირითადი მოწმეების დაკითხვაც იგეგმება.

დეპუტატმა სასამართლოში ისეთი მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობაც დააყენა, რომელთაც საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

სხდომაზე განსაკუთრებულად აქტიურობდა სოფელ წითელწყაროში გამგებლის რწმუნებული ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც განხილვის პროცესში იმდენად ხშირად ერთვებოდა, რომ მოსამართლემ შენიშვნა რამდენჯერმე მისცა და გააფრთხილა, რომ თავშეუკავებლობის შემთხვევაში მას ან დარბაზი დაეტოვებინა, ანდა კანონის შესაბამისად დააჯარიმებდნენ. /ქიზიყი/

საკრებულოს დეპუტატმა ჟურნალისტისგან ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა მთლიანად მოხსნა


დედოფლისწყაროს სასამართლოში საკრებულოს დეპუტატის გელა თეთრაულის მიერ ჟურნალისტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა გრძელდება. მოსარჩელე თეთრაულმა სასამართლო სხდომაზე ფულადი მოთხოვნა ოფიციალურად მოხსნა და ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან მხოლოდ ინფორმაციის გაქარწყლებას ითხოვს.

სხდომაზე მოწმის სახით დაბარებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი არ გამოცხადებულა, ბაღაშვილმა მიზეზად მივლინებაში ყოფნა დაასახელა.

მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა, დაგვიანების მოტივით, მოპასუხე მხარის დამცველი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისის იურისტილია ხუროშვილი სხდომათა დარბაზში არ დაუშვა.

მთავარ სხდომაზე ყველა სადავო სტატია მოთხოვნებიდან მოიხსნა, დარჩა მხოლოდ ორი სტატია: ,,გამოყოფილი ათიათასები თეთრაულმა ღარიბაშვილმა და ჯინაშვილმა ჩაიჯიბეს" და ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისსტატია ,,კახეთში, ადგილობრივი ხელისუფლება ქურდებთან თანამშრომლობს". 2007 წლის 29 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის კომენტარი, სადაც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრალდებები არასწორია.

მოსამართლემ მოწმეთა დიდი ნაწილი დაკითხა. სოფელ წითელწყაროს მკვიდრი ნოდარ შეითნიშვილი აღნიშნავს, რომ კორესპონდენტისთვის არ დაურეკია და მიცემულ ინტერვიუში გელა თეთრაული საერთოდ არ უხსენებია. თუმცა, შეითნიშვილმა ასევე განმარტა, რომ სოფელ წითელწყაროს რწმუნებულმა სხვა საკითხთან დაკავშირებით უსაყვედურა, თუ რატომ ესაუბრა ჟურნალისტებს. მან განმარტა, რომ სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ წითელწყაროს სასაფლაოზე მძღოლად მუშაობდა.

მოწმე თამილა გურაშვილმა განმარტა, რომ სადავო სტატია არა ილია მარტყოფლიშვილის, არამედ მისი (გურაშვილის) მომზადებულია. მისი თქმით, სოფლის მკვიდრი ნოდარ შეითნიშვილი ნამდვილად ესაუბრა და გამოქვეყნებული ინფორმაცია უცვლელად არის გავრცელებული და ყველა სიტყვა შეითნიშვილს ეკუთვნის. გურაშვილმა აღნიშნა, რომ სტატიის მომზადებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოფელ წითელწყაროდან მასთან ანონიმური სატელეფონო ზარები 5-6 ჯერ განხორციელდა. უცნობი მოქალაქე ჟურნალისტისგან მათი პრობლემებით დაინტერესებას ითხოვდა. კორესპონდენტმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ ანონიმურ ზარების შემდეგ შეითნიშვილთან პირადად საუბრისას მისი სპეციფიური ხმა ამოიცნო, რომ ის ურეკავდა და სტატიის მომზადებას სთხოვდა.

მოპასუხე მარტყოფლიშვილი მიიჩნევს, რომ მოწმეებმა ნოდარ შეითნიშვილმა და თამარ ფოცხვერაშვილმა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად არასწორი ჩვენებები მისცეს. მოწმე თამილა გურაშვილმა სხდომაზე სასამართლოს განუცხადა, რომ მასთან საუბარში გელა თეთრაული საკუთარ კაბინეტში იმუქრებოდა, რომ მარტყოფლიშვილს სახლს გააყიდინებდა და მოწმე ნოდარ შეითნიშვილს კი ჟურნალისტისთვის მიცემულ სადავო კომენტარს აუცილებლად გადაათქმევინებდა. გურაშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრის ფარული აუდიო ჩანაწერი თეთრაულის კაბინეტში გააკეთა.

მოსარჩელე მხარის ადვოკატი მაია დემეტრაძე ამბობს, რომ მზად არიან მორიგებისთვის თუ მოპასუხე მხარე მორიგებაზე წამოვა. თავის მხრივ მოპასუხე აღნიშნავს, რომ სადავო სტატიებისგან არცერთი პირადად მისი მომზადებული არ არის, დანარჩენ დეტალებზე კი მზად არის არგუმენტებით ისაუბროს. მარტყოფლიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტა, რომ თეთრაულის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ ამოძრავებს.

სხდომის დაწყებამდე სასამართლო დარბაზში მყოფმა სოფელ წითელწყაროს რწმუნებულმა ტარიელ ღარიბაშვილმა გაღიზიანება არ დაფარა, ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არც მუქარა დაიშურა.

მორიგი სასამართლო სხდომა მხარეთა პაექრობით 24 დეკემბერს 15 საათზე გაგრძელდება. სავარაუდოდ, მოსამართლეც საბოლოო განაჩენს ამ დროისთვის გამოაცხადებს. /ქიზიყი/

სოც-სააგენტოში "დაწუნებული" გოგიტა რობიტაშვილი გამგეობის სოც სამსახურში დასაქმდა

ერისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ნაციონალური ღვაწლისთვის გამგეობაში სავარძლით დაჯილდოვდეს ვაჟბატონი გოგიტა რობიტაშვილი!


გოგიტა რობიტაშვილი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გახლდათ და ყველა ღონე იხმარა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხმები უკანონო გზებითაც მიეღო. მის საარჩევნო გმირობას, რომელიც საკუთარი თვალით ვიხილე, ოდნავ მოგვიანებით გაგახსენებთ, ახლა კი იმის შესახებ, თუ რა უცნაური ფაქტების მოწმენი გავხდით.

რამდენიმე თვის წინ იგივე რობიტაშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებაში სოც-აგენტად მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღეს, თელავიდან სააგენტოს რეგიონალური ხელმძღვანელი ოთარ სესიკაშვილი ჩამოვიდა და სააგენტოს შემოწმება დაიწყო. სესიკაშვილი აღშფოთებული საუბრობდა, რომ სოც-აგენტების არაობიექტური და მიკერძოებული მუშაობის კუთხით დედოფლისწყაროში საგრძნობლად მძიმე ვითარება იყო. სულ მალე სესიკაშვილმა გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ დედოფლისწყაროში ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ნათელაძეების ოჯახი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილ დახმარებას იღებდნენ, მაშინ, როცა ისინი თბილისსა და დედოფლისწყაროში რამდენიმე ბინას და პურის ბიზნესს ფლობდნენ. ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას აღშფოთებული სოც-სააგენტოს რეგიონალური ხელმძღვანელი ამბობდა, რომ სოციალური აგენტების არასწორი მუშაობის გამო დედოფლისწყაროში დახმარებები არაობიექტურად იყო გადანაწილებული.სესიკაშვილი თანამშრომლების გათავისუფლებით დაიმუქრა, სულ მალე კი გაირკვა, რომ სოციალური სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილება ორმა სოც-აგენტმა დატოვა. სამსახურიდან ხმაურით დაითხოვეს აგენტები გია გუგენიშვილი და გოგიტა რობიტაშვილი. მათი გათავისუფლების შესახებ სააგენტოს კახეთის რეგიონული ხელმძღვანელობა მწვავე შეფასებებს აკეთებდა. კრიტიკული მასალები გამოქვეყნდა პრესაშიც და სპეციალური გადაცემები მიეძღვნა რადიო "ჰერეთის" პირდაპირ ეთერშიც.

ამდენად, გოგიტა რობიტაშვილის გათავისუფლება სკანდალურად შეფასდა. უნდა ითქვას, რომ "ქიზიყს" მისი მუშაობით უკმაყოფილო ათობით მოქალაქე ახსოვს, რომლებიც რობიტაშვილს არაობიექტურ მუშაობაში ადანაშაულებდნენ.

იმის გამო, რომ რობიტაშვილი არჩევნებზე ხელისუფლების სასარგებლოდ იბრძოდა და თვალს ბევრ დარღვევაზე ხუჭავდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა როგორც სჩანს მისმა გათავისუფლებამ ძალზე შეაწუხა...

მიუხედავად იმისა, რომ რობიტაშვილი სოციალურ სააგენტოში მუშაობისთვის დაწუნებულ იქნა და ხმაურით გათავისუფლდა, უხელფასოდ დარჩენილი თანაგუნდელისთვის ახლახან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ელვისებრი სისწრაფით ახალი შტატი შექმნა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რობიტაშვილი გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტად დაამატეს... ანუ, იმავე საქმისთვის "დაწუნებული" და სკანდალით დათხოვნილი კადრის თვითმმართველობის ორგანოში დასაქმება სულ რაღაც ორიოდ თვეში მოხდა...
ეს კი უხელფასოდ დარჩენილი თანაგუნდელისთვის ადგილის გამონახვის მცდელობას უფრო წააგავს, ვიდრე სოციალურად დაუცველთათვის მუშაობისთვის პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
ალბათ, მის ახლო წარსულზე რაიონის ხელმძღვანელებმა თვალი იმ მარტივი მიზეზის გამო დახუჭეს, რომ ხელისუფლება რობიტაშვილთან ვალშია... ექსკლუზიურად მისთვის ახალი შტატის დამატებაც სწორედ ღვაწლის დაფასებას ჰგავს... ახლა, ამ ყველაფერს გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე რომ არ გადაწყვეტდა და დირექტივა უფრო ზემოდან წამოვიდოდა, ამას ბავშვიც მიხვდებოდა... იმასაც მშვენივრად მიხვდებოდნენ, რომ ეს ნაბიჯი მათი იმიჯისთვის არცთუ სახარბიელო და გამართლებული იქნება და მითქმა-მოთქმის საბაბად დიდხანს დარჩება... (!)

ასე არ ფიქრობს დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი. ის რატომღაც მიიჩნევს, რომ რობიტაშვილი ამ სფეროში საუკეთესო სპეციალისტია, ბადალი არ მოეძებნება და მისი დანიშვნა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. შანშიაშვილი ხაზს უსვამს, რომ რობიტაშვილისთვის შტატის დაშვებასთან მისი არჩევნებზე მუშაობა არაფერ კავშირში არ არის...
,,რასაც თქვენ მეკითხებით გოგიტა რობიტაშვილის იმიჯზე და მის სკანდალით გათავისუფლებაზე, ჩვენი მხრიდან ინფორმაცია გადამოწმებული იყო, მაგრამ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან უხეშ მოპყრობაში დადანაშაულებული არ იყო... ვიცი, რომ არჩევნებზე მუშაობდა, მაგრამ ეს მის გამგეობაში დასაქმებასთან დაკავშირებული არ არის. გამგეობას სოციალური სააგენტოს მომსახურებით განაწყენებული ბევრი მოქალაქე აკითხავს, ამიტომ, რობიტაშვილი ის კადრია, რომელიც ამ სფეროში ძალზე გარკვეულია. ვფიქრობთ, რომ ის ერთადერთია, რომელიც ამომწურავ და კომპეტენტურ პასუხს გასცემს ასეთ მოქალაქეებს და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღეთ," - აცხადებს გამგებელი...

ახლა კი იმის შესახებ, თუ რატომ აღმოჩნდა რობიტაშვილი რაიონის ხელმძღვანელებისთვის ერთადერთი და განუმეორებელი.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გოგიტა რობიტაშვილი #3 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გახლდათ. ეს უბანი ქალაქის #4 საბავშვო ბაღის შენობაში მდებარეობდა და იმხანად ყველა იმაზე მიანიშნებდა, რომ ყველაზე რთული ვითარება რობიტაშვილის საარჩევნო უბანზე იყო. დღის 18:00-დან 20:00 საათამდე, ანუ საარჩევნო უბნების დაკეტვამდე სწორედ ამ უბანზე ვესწრებოდი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი საათის მანძილზე საარჩევნო ოთახში ყვირილი, აურზაური და ზეწოლის აშკარა ფაქტები განუწყვეტლივ ფიქსირდებოდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამით საარჩევნო პროცესი ფერხდებოდა და ამომრჩეველს ნაციონალური კონცერტების ხილვა უხდებოდა, უბნის თავმჯდომარე ვაჟბატონი რობიტაშვილი ისე იყო გატრუნული, თითქოს მედიასაშუალების დამკვირვებელზე ამგვარი იერიშის მიტანა და მისი ოთახიდან გაძევება კანონდარღვევა არ ყოფილიყოს... ალბათ, პარტიის ლიდერებისგან ისეთი მსუყე დაპირებები ჰქონდა მიღებული, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო, თხასავით გაიყიდა, სინდის-ნამუსიც გვერდით გადადო და არც ბინძურ მეთოდებს მოერიდა...
მხედრული მამაცობისთვის და ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მიართვით ბუს კვერცხები რობიტაშვილს!!!... /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ამონარიდი ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მიერ მომზადებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის დასკვნიდან, რომელიც 2008 წლის ივნისში რამდენიმე რესპუბლიკურ გაზეთში ვრცლად დაიბეჭდა.
* * *
კენჭისყრის დასრულებამდე 40-იოდე წუთი რჩებოდა, ჩვენ კი დედოფლისწყაროს #3 უბანზე ვიმყოფებოდით. უკვე უბნის დატოვებას ვაპირებდი, მაგრამ რამდენიმე წყაროდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ მმართველი პარტია ,,ჩაყრას" სწორედ ამ უბანზე აპირებდა, ამიტომ გადავწყვიტე მოვლენათა განვითარებას აქ დავკვირვებოდი. ანონიმური წყაროები გვატყობინებდნენ, რომ ხსენებული უბნის პერსონალთან და მათ შორის ოპოზიციურ დამკვირვებლებთან საქმე "მოგვარებული" იყო და ამიტომაც იყო, რომ ჩვენი დარჩენა არავის ესიამოვნა და ყველა მათგანი მამის მკვლელის თვალით მომჩერებოდა. აშკარა იყო, რომ რამდენიმე მხრიდან დაიგეგმა ჩემი განეიტრალება.

მახსოვს, უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ფოცხვერაშვილი ოთხჯერ თუ ხუთჯერ მომიგზავნეს, ცოტა ხნით გარეთ გაგვყევიო. ცხადია, არსად გასვლას არ ვაპირებდი... დასკვნა თქვენ გამოიტანეთ და ამ არჩევნების შემდეგ სულ მალე ფოცხვერაშვილიც ხელისუფლების ბანაკში აღმოჩნდა და გამგეობაში დაასაქმეს... მალევე, რობიტაშვილის უბანზე 5_6 ნაც-აქტივისტი შემოლაგდა, რომელთა უმრავლესობა პრესის წარმომადგენლად იყო გაფორმებული. გაზეთი "ხორნაბუჯი" - ასეთი მოწმობა ჰქონდათ. ეს გაზეთი დედოფლისწყაროში არჩევნებამდე ორი წლის წინ გამოვიდა და მხოლოდ ორიოდ ნომერი გამოიცა. ის მხოლოდ ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის გახლდათ და პოლიტიკასთან საერთო არ ჰქონდა. მისი დამფუძნებელი იმჟამად დედოფლისწყაროს კულტურის სამსახურის სპეციალისტი ნელი გობეჯიშვილი გახლავთ. ჩვენ პრესის წარმომადგენელთა მრავალრიცხოვან სიას თვალი ყურადღებით გადავავლეთ, თუმცა ჟურნალისტიკასთან ოდნავ მაინც მიახლოვებული არავინ შეგვინიშნავს. უდავო იყო, რატომ მოხდა ჟურნალისტის მოწმობას ამოფარებული აქტივისტების მასიური მობილიზება უბნებზე.

ერთი სიტყვით, უბნის დაკეტვამდე რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა, ვითარება მით უფრო მწვავდებოდა. მეგობრული რჩევების შემდეგაც უბნის დატოვებაზე რომ უარი ვთქვი, მმართველი პარტია აგრესიასა და მუქარაზე ღიად გადავიდა... გამორჩეულად აქტიურობდა ცესკო-დან დედოფლისწყაროში მოვლენილი იურისტი გოგა თარაშვილი. როგორც სჩანს, მას მმართველი პარტიისთვის დიდი ოდენობით ხმების მოგროვება ევალებოდა.
კენჭისყრა დასასრულს უახლოვდებოდა და რაკი ჩაყრაში ხელს ილია მარტყოფლიშვილი უშლიდა, თბილისიდან მოვლენილმა თარაშვილმა პირდაპირ უბანზე, ამომრჩეველთა ნაკადის თანდასწრებით სპექტაკლი გაითამაშა. ტელეფონი ყურთან მიიდო და ვითომ რომელიღაც უბნიდან აცნობეს, საარჩევნო უბანი დაარბიეს და ყუთი გაიტაცესო. ვაჟბატონმა თარაშვილმა ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და მიბრძანა სასწრაფოდ შემთხვევის ადგილზე გავყოლოდი. გიჟვრაცუა თარაშვილს შევახსენე, რომ საქმე სახელისუფლებო დაფინანსების გაზეთთან არ ჰქონდა და მარტყოფლიშვილი თავად გადაწყვეტდა სად დაესწრებოდა კენჭისყრას. ამის გაგონებაზე თარაშვილი გაცოფდა და ჩემი აკრედიტაციის შემოწმება სცადა. ჯერ თავისი მოწმობის წარმოდგენა მოვთხოვე. წამით მაჩვენა, თუმცა გვარი-სახელის გარდა ვერაფრის ამოკითხვა ვერ მოვასწარი და მოწმობა ღრიალით ხელიდან გამომგლიჯა, სააკაშვილის ლაქიამ არც შეურაცხყოფის მოყენება ითაკილა. მემუქრებოდა, რომ ჩემს გვარ-სახელს ჩაიწერდა და სადაც საჭიროა იქ განაცხადებდა. მოგვიანებით, თავისივე ავტომანქანით წაყვანა შემომთავაზა... (არ ვიცი სად აპირებდა ჩემს გადამალვას) ვთხოვე, დაეკონკრეტებინა სად და რომელ უბანზე მოხდა დარბევა, თუმცა თარაშვილი ამან უფრო გააღიზიანა და ყვირილით გავარდა უბნიდან. დიდსულოვნად დაიქადნა, სხვა ჟურნალისტებს წავიყვანო და გაზეთ "ხორნაბუჯის" ფსევდო-ჟურნალისტები გაიყოლა. თან, ამომრჩევლის თანდასწრებით მიკერძოებული და არაობიექტური გაზეთი გვიწოდა. არცერთმა ოფიციალურმა წყარომ, არც არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა თარაშვილის მიერ შეთხზული დარბევის ფაქტი არ დაადასტურა და ვინ იყო მიკერძოებული თავად განსაჯეთ.

სულ მალე, 19:34 წუთზე პირად ტელეფონზე მოქალაქე დამიკავშირდა, რომელსაც ვინაობა არ დაუკონკრეტებია. 8(93) 97 57 57-დან მირეკავს და აცხადებს, რომ ნაცმოძრაობის შტაბიდან მიკავშირდება. ,,შტაბში ბრიფინგი იმართება და ილია მარტყოფლიშვილი დაუყოვნებლივ შტაბში გამოცხადდესო. თავად მმართველი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს ავთანდილ ლეკაშვილს სურდა დაუყოვნებლივ ჩემთან შეხვედრა და სასწრაფოდ მივსულიყავი"... მოგვიანებით, გავარკვიე, რომ ეს ნომერი ირაკლი, თუ კახა ხოსროშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე ნაცმოძრაობის გუნდშია.

არც ისე ვაპირებდი ნაციონალურ შტაბში გაქცევას, მაგრამ თავად ავთო ლეკაშვილმაც უარყო და დასძინა, რომ არც ჩვენს მიერ დასახელებული ნომერი ეცნობოდა, არც ბრიფინგის გამართვა დაუგეგმია და არც მარტყოფლიშვილის ნახვა დაუვალებია ვინმესთვის. მალევე კიდევ რამდენიმე ფარული თუ ღია ნომრით განხორციელდა ანონიმური ზარები. უცნობი მამაკაცი მოგვიწოდებდა ,,ენის ტლიკინისთვის თავი დაგვენებებინა და დაბრმავებული თვალებით ნაციონალების გაკეთებული საქმეებიც დაგვენახა, დარღვევებზე კი ტრა...ი დაგვეჭირა"...
ამ ყველაფერს კი თვალყურს გატრუნული და სულგანაბული ადევნებდა ჩვენი გოგიტა რობიტაშვილი... სამწუხაროდ, მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეუსრულებია და მომხდარზე რეაგირების მოხდენა არცერთხელ არ უცდია. თუ რატომ, ამას მშვენივრად მიხვდებით... მოკლედ, კენჭისყრის დასრულებამდე და უბნის დაკეტვამდე გავძელით, თუმცა ათასგვარი ხრიკებითა და მაქინაციებით, უბანი იძულებით დამატოვებინეს და ხმის დათვლის პროცესს ვეღარ დავესწარი.

P.S. ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ ბაღაშვილის მმართველობის პერიოდში რა პრინციპებით ხდება სავარძლების გადანაწილება. ფაქტია, რომ უპირატესობა ენიჭება არა კომპეტენციას, ან რეპუტაციას, არამედ იმას, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა ნაციონალური ხმების მოგროვებაში და შტატებიც იმის მიხედვით ემატება, რომელიმე მათგანი უხელფასოდ რომ არ დარჩეს...

ჰოდა, ჩემო გოგიტა, ხომ ხედავ უხელფასოდ არც შენ დაგტოვეს... ასე რომ, ამაოდ არ გარჯილხარ, დაგიფასდა ძმაო, დაგიფასდა... ვაშა!!! რაც არ უნდა მოხდეს, სანამ სააკაშვილის რეჟიმი იქნება, მიდი შენც იბლატავე და შენებურად შეუბერე... გწამდეს, რაიონის ხელმძღვანელები შენს გვერდით დგანან... ჩვენ კი არ დავიღლებით საზოგადოებისთვის მუდმივად იმის შეხსენებით, რომ ბინძურ თამაშებში გაქვთ ხელები გასვრილი, რომ უამრავ უმსგავსობაზე დახუჭეთ თვალი და შთამომავლობას სიამოვნებით მოვუყვებით, როგორ აყალბებდა ურცხვად არჩევნებს ნაციონალური ბანდა რობიტაშვილებისა და მისთანების დახმარებით...

ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 12 мая 2011 г.

კახეთის გუბერნატორი: "ეს ფაქტი ყველასთვის მაგალითი იქნება"

ფინანსური პოლიციის მიერ დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის – შპს "სერვისი 2007"-ის დირექტორის ზურაბ ყოჩიაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა ექსკლუზიური კომენტარი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში გააკეთა. გუბერნატორი შეფასებების გაკეთებას სასამართლოს დასრულების შემდეგ გეგმავს, თუმცა ღვინიაშვილი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ეს ფაქტი ყველასთვის მაგალითი იქნება.
გიორგი ღვინიაშვილი (კახეთის გუბერნატორი): ,,ვიდრე სასამართლო საბოლოო შედეგს არ დადებს და დამნაშავედ არ სცნობს, მანამდე გუბერნიის მხრიდან კომენტარი მართებული არ იქნება. მაგრამ, თუ სასამართლო ამ სამსახურის ხელმძღვანელს დანაშაულს დაუმტკიცებს და წაყენებული ბრალდება დაუმტკიცდება, ცხადია ძალიან სამწუხარო იქნება და ეს ფაქტი ყველასთვის მაგალითი იქნება, ვინც დანაშაულს ჩაიდენს და საბიუჯეტო თანხების არასწორ ხარჯვაშია ეჭვმიტანილი... სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება, იქამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ".
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზურაბ ყოჩიაშვილი დედოფლისწყაროდან მიმდინარე წლის 11 მაისს აიყვანა. "ქიზიყის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მას 182-ე და 341-ე მუხლებს წაუყენებენ, რაც რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შპს "სერვისი 2007" დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბოლო დროს ხელმძღვანელს სამსახურის თანამშრომლებიც უპირისპირდებოდნენ. დასუფთავების სამსახურში არსებულ განუკითხაობაზე უამრავი ეჭვი არსებობდა, რომელზეც სხვადასხვა სახის ბრალდებები მედიასაშუალებებით ინტენსიურად ვრცელდებოდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ხორნაბუჯმა" კონცერტი გამართა


ქალაქ დედოფლისწყაროს კულტურის სახლში 11 მაისს ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ხორნაბუჯმა" მორიგი საანგარიშო კონცერტი გამართა. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა, მთავარმა ქორეოგრაფმა ლევან ხუნაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, დედოფლისწყაროელმა მოცეკვავეებმა მაყურებლის წინაშე სულ 14 სახეობის ცეკვა წარმოადგინეს, რომლებიც კუთხური ტრადიციების მიხედვით იყო დადგმული.
,,გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გვინდოდა კიდევ ერთი ღონისძიება გაგვემართა და ჩვენი შემოქმედების შესაფასებლად მოგვეწვია როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ისე ადგილობრივი მოსახლეობა. თუმცა, იმის გამო, რომ გიორგობის დღეს დედოფლისწყაროდან ბევრი საინგილოში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის მოსალოცად წავიდა, ჩვენმა კონცერტმა ოდნავ გადმოიწია და დაგვიანებით გაიმართა. სასიამოვნოა, რომ კონცერტმა წარმატებით ჩაიარა," – აცხადებს ქორეოგრაფი ლევან ხუნაშვილი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან კონცერტს მხოლოდ დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი ესწრებოდა.
/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

среда, 11 мая 2011 г.

ფინანსურმა პოლიციამ დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის უფროსი დააკავა

ფინანსურმა პოლიციამ დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის შპს „სერვისი 2007“–ის ხელმძღვანელი ზურაბ ყოჩიაშვილი დააკავა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს რაიონიდან ინტერნეტ–გაზეთი „ქიზიყი“ ავრცელებს. ამ ფაქტს ადასტურებენ დედოფლისწყაროს თვითმმართველობაშიც.

საფინანსო პოლიციის პრეს–სამსახურის უფროსი ნინო ჩუტკერაშვილი ყოჩიაშვილის დაკავების ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს. მისი თქმით, დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელს ბრალს 182–ე მუხლის მეორე ნაწილით და 341–ე მუხლით წაუყენებენ, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დოკუმენტების გაყალბებას ითვალისწინებს.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, საფინანსო პოლიცია აღნიშნული სამსახურში ჯერ კიდევ სამი თვის წინ შევიდა. შპს „სერვისი 2007“–ის თანამშრომლები პირად საუბრებშიც ადასტურებენ, რომ შტატები მნიშვნელოვნად გაბერილია:

,,რეალურად 20 კაცი ვმუშაობთ, არადა 70 ადამიანი იღებს ხელფასს. უმრავლესობა სამსახურში მხოლოდ ხელფასის ასაღებად ჩნდება,“ – აცხადებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

შეგახსენებთ, პროტესტის ნიშნად მეეზოვეებმა ორიოდ თვის წინ დედოფლისწყაროში ცოცხები დაყარეს და ქალაქის დასუფთავებაზე დროებით უარი თქვეს.

ექს–ლეიბორისტი ზურაბ ყოჩიაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი მეუღლე, დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი ნინო ჩოხელი „ქიზიყის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

вторник, 10 мая 2011 г.

ხანძრის შედეგად დაზარალებული მრავალშვილიანი დედა სათნოების სახლით სარგებლობას ითხოვს

სოფელ წითელწყაროში მცხოვრები ხანძრის შედეგად დაზარალებული მრავალშვილიანი დედა ლია წიკლაური უფასო კვების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას სათნოების სახლში ჩაწერას სთხოვს. მისი თქმით, ხანძრის შედეგად ყველაფერი განადგურდა, მათ კი 5 მცირეწლოვანი შვილის გამოკვების სახსრები აღარ აქვთ.
,,გამგეობაში უკვე რამდენი თვეა ვითხოვ, რომ სათნოების სახლში ჩამწერონ, რადგან შვილების გამოკვება შევძლო. სხვანაირად ვერაფერს ვახერხებთ. ოჯახში რაც რაიმე გვებადა ყველაფერი ცეცხლმა გაანადგურა, საერთოდ ვერაფრის გადარჩენა შევძელით. სხვა გზა არ მაქვს, მაგრამ მეუბნებიან ჯერ ვერ ხერხდება, რომ სიაში ჩაგწეროთო. მე კი ავუხსენი, რომ ჩემი ახლობლისთვის მის ულუფა საკვებს სახლში ვეზიდები, ყოველდღიურად მიწევს სათნოების სახლში მისვლა და კარგად ვიცი იქ რა სიტუაციაა. ისიც ვიცი, რამდენი ბენეფიციარი აცდენს და რისი საშუალება არსებობს. მპირდებიან, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოხერხდა. ვნახოთ, მომავალში რა იქნება, იქნებ ადგილი ჩემთვისაც გამოინახოს," - აცხადებს წიკლაური.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, წიკლაურების მრავალშვილიანი ოჯახი, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ამჯერად ისინი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, მის ხარჯებს კი ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტის გამგეობა ფარავს.

მრავალშვილიან წიკლაურების საცხოვრებელ სახლს სოფელ მაზოვკაში ცეცხლი მიმდინარე წლის 21 იანვარს გაუჩნდა. ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა ადგილობრივი სახანძრო სამაშველო სამსახურის დროულად გამოძახება იმ მიზეზით ვერ შეძლეს, რომ საკონტაქტო ტელეფონის ნომრები არ იცოდნენ. როგორც ოჯახის დიასახლისი "ქიზიყთან" საუბრისას აცხადებს, ხანძარი ოთახში დანთებულმა სანთელმა გამოიწვია, საიდანაც ცეცხლი შემთხვევით ფარდას წაეკიდა. შედეგად, ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 9 мая 2011 г.

სოფელ ქვემო ქედში მერამდენე დღეა 34 წლის მამაკაცს ეძებენ

EXCLUSIVE დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფელ ქვემო ქედში ადგილობრივ მცხოვრებს 34 წლის ემზარ გოგოლაურს ეძებენ. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა.
უკვე მერამდენე დღეა უგზოუკვლოდ გაუჩინარებულ გოგოლაძეს შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები უშედეგოდ ეძებენ. "ქიზიყის" ინფორმაციით, გოგოლაური მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა, რამდენიმე თვის წინ კი ქვეყნიდან დეპორტით გამოაძევეს. დაკარგულის ახლობლები იხსენებენ, რომ მამაკაცს ცვლილებები სწორედ მას შემდეგ დაეტყო და ოჯახთან განშორებას მწვავედ განიცდიდა.
დაკარგულის მამა მათე გოგოლაური "ქიზიყთან" საუბარში თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს, ის ამბობს, რომ ბოლო დროს სოციალურ პრობლემებთან ერთად მის ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები და შიშები დასჩემდა:
,,გაუჩინარების წინა ღამეს უკვე გვიანი იყო, ღამის 4 საათი იქნებოდა, როცა მისი ოთახიდან ხმაური შემომესმა. კარი შევხსენი და დავინახე, რომ წინ თოფი ედო და სასხლეტს აწვალებდა (ტირის). დავამშვიდე, ვთხოვე დაეძინა, მაგრამ მთელი ღამე თეთრად გავათენეთ... რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ ჰქონდა, რომ ამის გამო თვითმკვლელობაზე ეფიქრა. ბოლო დროს ემოციური გახდა, ყველაფერზე ნერვიულობდა, მშივრები დავიხოცებითო – ამბობდა. შვილები ძალიან ენატრებოდა, სულ მათ სურათებს დაჰყურებდა. ვაპირებდით, რომ ნევროპათოლოგთან წაგვეყვანა და გვემკურნალა, მაგრამ არ დაგვცალდა... ეზოდან რომ გადიოდა, რამდენჯერმე ვთხოვე შეჩერებულიყო, მაგრამ სანამ მოვტრიალდი, უკვე აღარსად ჩანდა. გაოცებულები და დაბნეულები ვართ. პოლიცია პირველივე დღიდანვე გამოვიძახეთ. გაწვრთნილი ძაღლებიც მოიყვანეს, ყველგან ეძებეს, მაგრამ ამ დრომდე ვერაფერს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ კვალი მდინარე ალაზნის ნაპირთან გზაზე იკარგება. პირველად შირაქის ტერიტორიაზე ნახეს. შემდეგ სოფელ ოზაანშიც შენიშნეს, წნორის ტაქსის მძღოლს უნახავს ტიბაანში, სპორტული ტანსაცმელი ეცვაო," - განუცხადა "ქიზიყს" მათე გოგოლაურმა.
,,არც ალკოჰოლთან ჰქონდა მიდრეკილება და როგორც ვიცი, არც ოჯახური პრობლემები აქვთ. ეს პიროვნება სოფელში უარყოფითად არ ხასიათდება, არც ვალები აქვს. ეს მოულოდნელი ამბავი მისი თანაკლასელებისგან შევიტყვე, - აცხადებს სოფელ ქვემო ქედის რწმუნებული ნუგზარ პაპიაშვილი.
შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო მოსახლეობას მოუწოდებს დაკარგულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ სამორიგეო განყოფილებას ნომერზე 877 52 71 97. დახმარების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ქიზიყის" რედაქციასაც. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *

ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი დედოფლისწყაროში 66-მა ვეტერანმა იზეიმა

9 მაისს ტრადიციული ხალხმრავლობა იყო დედოფლისწყაროს შესასვლელში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა უკვდავსაყოფად აგებულ მემორიალთან, სადაც საგანგებო ღონისძიება გაიმართა. საპატიო სტუმრებად მოწვეულნი იყვნენ დედოფლისწყაროში მცხოვრები ომის ვეტერანები, რომლებიც საზეიმო განწყობით დილიდან სულმოუთქმელად ელოდნენ ღონისძიების დაწყებას.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ შეკრებილი ვეტერანები მემორიალთან გადაიყვანეს, სცენაზე განათავსეს, ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი მიულოცეს და თითეულ მათგანს მხნეობა და ტკბილი სიბერე უსურვეს.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ამ საზეიმო შეხვედრაზე სიმბოლური იყო ის ფაქტიც, რომ წელს ფაშიზმზე გამარჯვების 66 წლისთავი დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრებმა 66-მა ვეტერანმა იზეიმა. ანუ, ამ დროისთვის დედოფლისწყაროში მხოლოდ 66 ომის ვეტერანია ცოცხალი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის უფროსები, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. ასევე, ძალოვანი სტრუქტურებისა და სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელები. საზეიმო ნომრების შემდეგ სცენაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი ავიდა, რომელმაც ომის ვეტერანებს და მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა.
9 მაისისადმი მიძღვნილი შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ომის ვეტერანები სუფრასთან მიიწვია, სადაც კიდევ ერთხელ დააფასეს მათი გმირული ამაგი, პატივი მიაგეს მათ ღვაწლს. პარლამენტარმა ავთანდილ ლეკაშვილმა ომის ვეტერანებს უსურვა, რომ მომავალ წელს ისევ იმავე შემადგენლობით შეხვედროდნენ და დასძინა, რომ მოხარული იქნება, თუ 100 წლის იუბილესაც ასევე საზეიმოდ აღნიშნავენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილი სოფელ ზემო მაჩხაანში გაემგზავრა, სადაც იქ მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა და 9 მაისის დღესასწაული პირადად მიულოცა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი



















* * *
ოპოზიციის მტკიცებით დედოფლისწყარომ ჯუმასყურეს 150 ჰა მიწა დაკარგა
“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” განცხადებით, დედოფლისწყაროს რაიონში მდინარე ალაზნის კალაპოტის შეცვლის გამო დაახლოებით 150-მდე ჰექტარი ქართული მიწა აზერბაიჯანის შემადგენლობაში გადავიდა.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა შოთა ჯამასპიშვილმა განაცხადა, აზერბაიჯანის ხელისუფლება სისტემატიურად ატარებს ნაპირსამაგრ სამუშაოებს, საქართველოს ხელისუფლებას კი ეს არ გაუკეთებია. ალაზნის კალაპოტის შეცვლის გამო ქართული მიწების დაკარგვა სწორედ ხელისუფლების უმოქმედობამ გამოიწვია. დროთა განმავლობაში საზღვრისპირას მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობა ქართულ მიწებს სრულად აითვისებს და საქართველოს თავისი ტერიტორიის დაბრუნება გაუჭირდება.
,,დედოფლისწყაროს რაიონში მდინარე ალაზანზე გადის საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მდინარემ შეიცვალა კალაპოტი და გადმოინაცვლა საქართველოს საზღვრის შიგნით, რამაც გამოიწვია საქართველოს ტერიტორიის შემცირება დაახლოებით 150-მდე ჰექტარი მიწის ფართობით. მივმართავთ გარემოსა დაცვის სამინისტროს, რომ ჩაატაროს ნაპირსამაგარი სამუშაოები და დაკარგული ქართული მიწა დაუბრუნოს სახელმწიფოს”, - განაცხადა ჯამასპიშვილმა. /ჰერეთი/

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი ხელისუფლებას საინგილოში მცხოვრები ქართველების ყურადღებისკენ მოუწოდებს

გიორგობისთვის კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა აღავლინა. წირვის შემდეგ მეუფემ იქადაგა, რა დროსაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას საინგილოში მცხოვრებ ქართველებს ყურადღება მიაქციოს.
„რაც აქ ხდება, ძალიან ცუდია. მრევლი შემცირებულია. მე ძმობა ცალმხრივი არ ვიცი. მოვუწოდებ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ენას და სარწმუნოებას, ყურადღება მიაქციოს“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.
კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვა-ლოცვას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგლია და ნიკა ლალიაშვილი, ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ესწრებოდნენ. მათ შორის იყო დედოფლისწყაროელი მრევლი და საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები, რომლებმაც საინგილოში ნათესავების საფლავებიც მოინახულეს.
ქადაგების შემდეგ მეუფე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიას ეწვია, სადაც პარაკლისი აღავლინა. ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო აზერბაიჯანის პოლიცია. ისინი ყველა იმ ადგილობრივ ქართველს აღრიცხავდნენ, რომლებიც საქართველოდან ჩასულ ჟურნალისტებს ან პოლიტიკოსებს ესაუბრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია დაკეტილი აქვს და მას წელიწადში მხოლოდ ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღებს.
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოსაც ესტუმრა, სადაც წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იქაურ ქართველებს შეხვდა. ადგილობრივებმა მეუფეს შესჩივლეს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ეკლესიაში პარაკლისები ვეღარ ტარდება, მოძღვარს ამის საშუალებას აზერბაიჯანის უშიშროების თანამშრომლები არ აძლევენ. მათივე თქმით, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, აზერბაიჯანის უშიშროების თანამშრომლებმა მოძღვარი სასაფლაოზე არ გაუშვეს, რომ პარაკლისი გადაეხადა. მეუფე მელქისედეკი ალიბეგლოს მაცხოვრებლებს დახმარებას დაპირდა. მან აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ივნისში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია მოქმედი გახდება. შეხვედრის დასრულებამდე ეპისკოპოსმა ალიბეგლოს მოსახლეობას პატრიარქის სახელით გიორგობა მიულოცა და მისი უწმინდესობის წერილი გააცნო. პატრიარქი საინგილოში მცხოვრებ ქართველებს ამხნევებს. /ICK/

суббота, 7 мая 2011 г.

გულთბილი საღამო და მედიკოსების რჩევები სოფელ ჯაფარიძის ბიბლიოთეკაში

სოფელ ჯაფარიძის ბიბლიოთეკაში, ამავე ბიბლიოთეკის გამგის მაყვალა მილაძის ორგანიზებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ძირითად სტუმრებად მოწვეულნი იყვნენ სოფლის ღირსეული წარმომადგენლები, სახელგანთქმული ექიმები დიმიტრი ყოჩიაშვილი, გულნარა გონაშვილი და თეა გიგოლაშვილი. თავდაპირველად ღონისძიების წამყვანმა მაყვალა მილაძემ მსმენელს დამსახურებული ექიმების ბიოგრაფიული მონაცემები თანმიმდევრულად გააცნო.
,,ყველამ კარგად იცის ამ ადამიანების განვლილი გზისა, თუ დამსახურებების შესახებ, მაგრამ სათქმელი კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ითქვას," - განაცხადა მაყვალა მილაძემ.

მოგვიანებით, საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მედიკოსებმა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სხვადასხვა სახის რეკომენდაციები მისცეს. საუბარი შეეხო უამრავ საჭირბოროტო და ძალზე აქტუალურ საკითხს. გინეკოლოგმა გულნარა გონაშვილმა ორსულობის ასაკის მკვეთრად გაახალგაზრდავებაზე და მის თავისებურებებზე ისაუბრა.

გულნარა გონაშვილი: (გინეკოლოგი): ,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე 15-16 წლის მშობიარეებიც გვხვდებიან, რაც მედოკოსების აზრით არასასურველია. მათი თქმით, რეკომენდირებულია ორსულობა 20 წლის ასაკიდან დაიგეგმოს. მაშინ, როცა დედის ორგანიზმი მთლიანად ჩამოყალიბებულია და მზადაა ორსულობისთვის".

დიმიტრი ყოჩიაშვილი: ,,პირველ რიგში დედებს ვურჩევდი, რომ აუცილებელია ძუძუთი კვება. ამ შემთხვევაში დედა შვილს ყველა აუცილებელ ნივთიერებას გადასცემს. ასე რომ, გახსოვდეთ - დედის რძესთან ახლოს ვერცერთი საკვები ვერ მოვა. აქამდე მიღებული იყო, რომ ძუძუთი ჩვილის გამოკვება 1 წლის ასაკამდე მომხდარიყო, ახლა ეს შეცვლილია და უკვე მისაღებია, თუ ახალშობილს 2 წლის ასაკამდე დედის რძით გავზრდით. იმუნიტეტის ამაღლება ჯანსაღი კვებით უნდა მოხდეს... ტემპერატურის ერთჯერადი მატება არ ნიშნავს, რომ ბავშვს მაშინვე ანტიბიოტიკი მივცეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკები უამრავ გვერდით მოვლენას და უკუჩვენებას იწვევს. უმჯობესი იქნება, ასეთ დროს, ნატურალური წვენები და სხვა ისეთი საშუალებები გამოვიყენოთ, რომელიც უკუჩვენებას არ გამოიწვევს. ხშირია გლანდების გართულებაც, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია ნუშისებრი ჯირკვლების მოკვეთა... პირადად მე მისაღებად მიმაჩნია, წელიწადში 1-ხელ ან 2 ჯერ ბავშვმა ანგინა გადაიტანოს, ვიდრე გლანდების ოპერაციას მივმართოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ნუშისებრი ჯირკვლები, თავის მხრივ, უდიდეს დამცავ როლს ასრულებენ და მათი შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია. მისი ამოკვეთა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, თუ წელიწადში რამდენჯერმე გვხვდება გართულებები".

თეა გიგოლაშვილი (ნევროპათოლოგი): ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი და ხარისხიანი სიცოცხლე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ადამიანის ცხოვრება უნდა იზომებოდეს არა ხანგრძლივობით, არამედ სიცოცხლის ხარისხით. მთავარი ისაა, რამდენად ენერგიულად და ხარისხიანად ვცხოვრობთ. ცხოვრების წესი, კვება, გენეტიკური და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს... ჯანმრთელობა ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური მდგომარეობა. უნდა გვახსოვდეს, რომ მწეველებში 1,7 ჯერ მეტია სიკვდილიანობის რისკი. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია უარი ვთქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე და ა.შ. აუცილებელია აცრები, ფიზიკური აღზრდა"...

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ადგილობრივ მოზარდ გოგონათა გუნდი, რომელსაც კულტურის სახლის თანამშრომელი ესმა ჭყონია ხელმძღვანელობდა. პატარებმა, ასევე წაიკითხეს ლექსებიც. სხვადასხვა სტუმრებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი, სოფელ ჯაფარიძის რწმუნებული ვლადიმერ ჭუჭულაშვილი და სოფლის დეპუტატი საკრებულოში ილია ტალიაშვილი. ასევე, ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები.

საღამო ალა-ფურშეტით დასრულდა, სადაც კიდევ ერთხელ დალოცეს როგორც მოწვეული სტუმრები, ისე შეხვედრის ორგანიზატორები და მასპინძლები. უსაზღვრო კმაყოფილებით ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ეს საღამო დანარჩენებისგან რადიკალურად განსხვავებული, ძალზე ნაყოფიერი და სასარგებლო იყო თითეული იქ მყოფი ადამიანისთვის. მედიკოსებისგან მიღებული რჩევები კი მათ პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოადგებათ. ამგვარი შეხვედრები კი სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი - ჯაფარიძიდან

четверг, 5 мая 2011 г.

მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროში არსებულ განუკითხაობაზე მიუთითებს

მიუხედავად ხელისუფლების მრავალი დაპირებისა,როგორც საქართველოს მოსახლეობისადმი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, გამოუძიებელი არ დარჩებოდა არც ერთი ფაქტი,რომელიც შეეხებოდა ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან სამართალდარღვევას,როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში პირობა მხოლოდ პირობად რჩება.
ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ქალაქ დედოფლისწყაროშია, სადაც გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან ხდება როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური ზეწოლის ფაქტები და რაც უფრო აღმაშფოთებელია არის ის, რომ არცერთი კონკრეტული ჩინოვნიკი არაა დასჯილი, მეტიც ხშირ შემთხვევაში ასეთი „ჩინოვნიკები“წახალისებულიც კი არიან.
ზეწოლის ფაქტები მრავლადაა, მოვიყვან ბოლო ორ ინციდენტს რომელიც განხორციელდა დედოფლისწყაროში.
25 აპრილს გვიან ღამით მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის ოთარ კოვზირიძის საცხოვრებელი ბინიდან „შეზარხოშებულმა“ ჩინოვნიკებმა სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრებ თამილა გურაშვილს,საქმე აღიძრა მაგრამ „რეფორმირებულ პოლიცია“-ს გაუჭირდა იქ მყოფი პიროვნებების დადგენა.
ასევე აღსანიშნავია თავისუფალი მედიის წარმომადგენლის გაზეთ „ქიზიყი“-ს მთავარი რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტი, როდესაც იგივე მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტარიელ ღარიბაშვილმა ჟურნალისტს ხელი შეუშალა ჟურნალისტურ საქმიანობაში,მიაყენა სიტყვიერი შეურაწყოფა და დაემუქრა ფიზიკური ანგარიშწორებით.ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სამწუხაროდ,მიუხედავად იმისა, რომ სსს აღიძრა, საქმე არაა გამოძიებული,რაც მიუთითებს გამოძიების ტენდენციურობაზე.
მივმართავთ თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებს,საერთაშორისო ორგანიზაციებს,მედიის წარმომადგენლებს დაინტერესდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნილი მდგომარეობით,რომელიც გამოირჩევა თავისი სიმწვავით კახეთის რეგიონში.

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“
კახეთის ორგანიზაციის პრესსამსახური
ლალი გოგოჭური
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/










ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.

სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы