ხელაშვილი მანამდე გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში ქონებისა და მიწის მართვის განყოფილების სპეციალისტად მუშაობდა.
როგორც დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსმა ნინო ჩოხელმა "ქიზიყს" განუცხადა, სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
"ქიზიყის" ინფორმაციით, ხიხაძე საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც გაცილებით მაღალანაზღაურებად სამსახურში გააგრძელებს მუშაობას. თუმცა, მან გათავისუფლების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. /ქიზიყი/თამილა გურაშვილი
* * *
უნიკალური ქვის შესასწავლად ექსპედიცია დედოფლისწყაროში ჩამოდის
ექსპედიცია დედოფლისწყაროს რაიონში – საქართველო-აზრებაიჯანის საზღვართან აღმოჩენილი სვეტის შესასწავლად არქეოლოგთა ჯგუფი 3 მაისს ჩამოვა. სპეციალისტები მთელ ტერიტორიას დეტალურად შეისწავლიან.
სვეტი, რომელიც სოფელ საბათლოში მიწის დამუშავებისას ერთ-ერთმა მცხოვრებმა შემთხვევით აღმოაჩინა, სამომავლოდ შეიძლება დიდი აღმოჩენების საწინდარი გახდეს. სვეტის ძირი კი ამ დროისთვის უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრშია მოთავსებული. იგი ძველი წელთაღრიცხვით, მეხუთე-მეოთხე საუკუნით თარიღდება.
არქეოლოგთა თქმით, სვეტი ტაძრის ან სხვა ტიპის არქიტექტურული ნაგებობის ნაწილია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებისა და სტუდენტებისგან შემდგარი ექსპედიცია თბილისში 8 მაისს დაბუნდება.
შეგახსენებთ, სოფელ საბათლოში უნიკალური ქვის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია "ქიზიყმა" ექსკლუზიურად გაავრცელა. /ქიზიყი/
* * *
დედოფლისწყაროს ბიუჯეტი 490 000 ლარით გაიზარდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტი კიდევ 490 000 ლარით გაიზარდა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, შემოსავლების მატება სპეციალურ ტრანსფერს უკავშირდება. შესაბამისი ცვლილებები დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე უკვე დაამტკიცეს.
,,იყო მოლოდინი, რომ წლის განმავლობაში ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზრდებოდა და მისასალმებელია, რომ ასეც ხდება. ამჯერად, დამატებული თანხები ცალკეულ საკითხებზე გაიწერა. წყალსადენი ქსელების რეაბილიტაციის თანხას 103 800 ლარი დაემატება, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას 60 000, შიდა საუბნო გზების შეკეთებას 324 200 ლარი დაემატება. ასევე, ცვლილება შევიტანეთ გამგებლის სარეზერვო ფონდში. სარეზერვო ფონდს მოაკლდა 25 000 ლარი და ეს თანხა გადავიდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ხარჯებში. ამას გარდა, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გაწვეული ყველა გმირის სახელის უკვდავსაყოფად ვგეგმავთ მემორიალური დაფის გახსნას. უკვე გამოცხადებულია კონკურსი და გამარჯვებული ნამუშევრის ავტორისთვის დაწესებული გვაქვს 500 ლარიანი ჯილდო, ისევე როგორც ეს გერბისა და დროშის შემთხვევაში მოხდა," – განმარტავს ლევან ბაღაშვილი.
თუკი აქამდე მუნიციპალიტეტი სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ისეთ ოჯახებს ეხმარებოდა, რომელთა სარეიტინგო ქულა მხოლოდ 100 ათასზე ქვემოთ იყო, ამჯერად დეპუტატებმა ცვლილება შეიტანეს და დაადგინეს, რომ ზღვარი 150 000 ქულამდე გაიზარდოს. ანუ, ამიერიდან ცვლილება შეეხებათ დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომლებიც დახმარებას ვერ იღებენ, თუმცა მათი სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ლესელიძის ქუჩის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება
აღდგომის ღამეს, დედოფლისწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს პოლიციაში გამოძიება კვლავაც გრძელდება. გამოძიებას ჩვენებები მისცეს როგორც მხარეებმა, ისე მოწმეებმა. მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ ღამით კიდევ სხვა საჯარო მოხელეებიც იყვნენ კოვზირიძის ბინაში. თუმცა, როგორც გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, გამგეობის ტექნიკური თანამშრომლის, ოთარ კოვზირიძის გარდა, იმ ღამით, შემთხვევის ადგილზე დედოფლისწყაროს გამგეობის არცერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა.მომხდარით დაინტერესდა და ვითარების გარკვევა სცადა მუნიციპალიტეტის გამგებელმაც. გამოიკვეთა, რომ სხვა საჯარო მოხელეები მომხდარ ინციდენტში ჩართულნი არ ყოფილან. გაირკვა, რომ არც დასუფთავების სამსახურის უფროსს და მის ავტომობილს არ აქვს მომხდართან კავშირი. ე.წ. კოლხოზნიკის მარკის ავტომობილი, რომელიც თამილა გურაშვილის ვარაუდით ზურაბ ყოჩიაშვილის უნდა ყოფილიყო, გაირკვა, რომ ოთარ კოვზირიძის მამას ეკუთვნოდა.
თავად კოვზირიძე ბოდიშს იხდის იმასთან დაკავშირებით, თუ მისი ბინიდან ვინმე შეწუხდა, თუმცა აცხადებს, რომ პირადად თვითონ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. მისი თქმით, გინების ფაქტი მართლაც იყო, თუმცა არა გაზეთის, ანდა გურაშვილის მისამართით, არამედ – იგინებოდნენ ზოგადად... გამოძიება კვლავაც გრძელდება, საბოლოო შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий