თბილისის მიმართულებით, შაბათს, 21 მაისს დედოფლისწყაროს ავტოსადგურიდან სამარშრუტო ხაზების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმოძრავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამართალდამცავებმა დააშინეს და მგზავრთა დედაქალაქში გადაყვანა კატეგორიულად აუ
კრძალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი და ოჯახის წევრების სამსახურიდან დათხოვნითა თუ სხვადასხვა სახის პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეისები ჩაიშალა, დედოფლისწყაროს ავტოსადგურის შპს "ტრანსპორტელის"
მძღოლები "ქიზიყთან" საუბარშიც ადასტურებენ, თუმცა ზეწოლაზე არ საუბრობენ.
ნოდარ ტარყაშვილი (8:30 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,ექსკურსიაზე მივდივარ და არ მცალია... შაბათს რეისში ამიტომ ვერ ვიქნები".
ჯუმბერ ნატროშვილი (9:30 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,არ ვმუშაობ, მე ჩემი საქმეები მაქვს და 21-ში თბილისში ვერ მივდივარ".
სპარტაკ ლაპიაშვილი (12:30 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,მე ჩემი საქმეები მაქვს და შაბათს თბილისში ვერ წავალ... რამდენიმე დღით ადრე ღამით ჩემთან მოვიდნენ და მკითხეს ვგეგმავდი თუ არა თბილისში წასვლას, ან შევძლებდი თუ არა ხალხი თბილისში დაგეგმილ აქციაზე წამეყვანა. მე უარი ვუთხარი, თუმცა ვერ ვიცანი ვინ იყვნენ.. არ მცალია ამ დღეს".
ამირან ქისტაური (11:30 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,ოპოზიცია არ მაინტერესებს, მაგრამ ექსკურსია მაქვს შეკვეთილი და შაბათს რეისში არ ვიქნები. თბილისში როგორ წავიდე, როცა ექსკურსია შევათანხმე?...
დავით ტოკლიკიშვილი (13:00 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,ჯერ არ ვიცი. გაურკვეველია გამოგვიშვებენ თუ არა. ტელეფონში ასეთ რაღაცეებზე ნუ მალაპარაკებთ, პირადად ვისაუბროთ მაგაზე"....
სოსო ნასრაშვილი (8:30 საათიანი მარშრუტის მძღოლი): ,,მეც არ მივდივარ თბილისში. 21-ში ვერ წავალ, რა ვქნა აბა, მე ჩემი საქმეები მაქვს მაგ დღეს".
მამუკა ლეკაშვილი (9:00 საათიანი მარშრუტი): ,,21 მაისისთვის ამჟამად 4 მგზავრი უკვე შეთანხმებული მყავს. მაგრამ, დანამდვილებით არ ვიცი რა იქნება და წავალ თუ არა თბილისში. თუ გაგვიშვეს და რეისი გვექნება წავალ...
"ქიზიყი" შპს "ტრანსპორტელის" დირექტორთან კარდინალ ბაღაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ამ ეტაპზე მისი პოზიციის მოსმენა ვერ მოხერხდა. თუმცა, ფაქტია, რომ გრაფიკით გათვალისწინებული რეისების დიდი ნაწილის ჩაშლა ოფიციალურად უკვე დასტურდება, მიზეზად კი ოჯახური პირობები და პირადი დაკვეთები სახელდება.
როგორც ცნობილია, 21 მაისს 15:00 საათისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე წარმომადგენლობითი სახალხო კრება და დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ გავაშელიშვილების ოჯახს, სადაც ოთხი ობოლი ბავშვი იზრდება, არც ელექტროენერგიის და არ სურსათის ვაუჩერები არ მისცეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბავშვების მამიდამ მაია გავაშელიშვილმა განუცხადა, მან დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოფლის გამგებელს, რაიონის გამგეობას, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ობოლი ბავშვები ვერც პენსიას იღებენ და ვერც სოციალურ დახმარებას, რის გამოც მათ უკიდურესად უჭირთ.
მაია გავაშელიშვილმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიმართა. ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, კახეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ადვოკატირების პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციის იურისტები გავაშელიშვილების ოჯახის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ბავშვებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ, რომ პენსია და საარსებო შემწეობა დაენიშნოთ. /ICK/
Комментариев нет:
Отправить комментарий