среда, 29 июня 2011 г.

დედოფლისწყაროელი ბებია და შვილიშვილი კაჭრეთში ავტოავარიისას დაიღუპნენ

28 ივნისს მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ კაჭრეთთან. ავარიის შედეგად ქალაქ დედოფლისწყაროში მიკრორაიონის დასახლებაში მცხოვრები ბებია ნანა არაბული და მისი 5 წლის შვილიშვილი ნათია ჩოფიკაშვილი დაიღუპნენ.
"ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელიც რუსთავიდან დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, საბურავი გაუსკდა და ოთხი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად კიდევ 9 მგზავრი დაშავდა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ბებია და შვილიშვილი მანამდე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდნენ, ისინი საცხოვრებლად ქალაქ დედოფლისწყაროში ახლახან გადმოვიდნენ.
განსაკუთრებით მძიმე იყო ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც კატასტროფის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება. /ქიზიყი/

воскресенье, 26 июня 2011 г.

დედოფლისწყაროელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

9 ივლისს დილის 10:00 საათიდან ქალაქ დედოფლისწყაროს მობილური კლინიკა ეწვევა. მედიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს და სამედიცინო გამოკვლევებს პოლიკლინიკის ეზოში ჩაუტარებს. აქცია ბერძნული ფონდის "ჰიპოკრატესა" და საერთაშორისო ასოციაცია, "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის, ეგიდით მიმდინარეობს.

როგორც გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტმა ლალი მანგოშვილმა აცნობა, უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. აქციის ფარგლებში დედოფლისწყაროში 2 ავტო-კლინიკა ჩამოვა. მსურველებს წამყვანი სპეციალისტები მოემსახურებიან. ადგილზე იქნება ნევროპათოლოგი, გინეკოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, თვალის ექიმი, ექოსკოპია, კარდიოგრამა და სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა. რაც მთავარია, გამოკვლევები ჩაუტარდებათ უფასოდ და საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასოდ გადაეცემათ შესაბამისი მედიკამენტები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, 9 ივლისს დილიდან პოლიკლინიკის ეზოში მივიდეს და საჭირო პროცედურები ჩაიტაროს," - აცხადებს ლალი მანგოშვილი. /ქიზიყი/

* * *
აზერბაიჯანში თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთ კავშირად გაერთიანების იდეა გაახმოვანეს

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირში გაერთიანების ინიციტივით, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი აჰმედ შირინოვი გამოდის.

აჰმედ შირინოვი აღნიშნავს, რომ ამ იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეთავაზებული იქნეს თურქეთისათვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის კავშირის შექმნა, იგივე პრინციპების საფუძველზე, რა პრინციპებითაც ევროკავშირია შექმნილი ანუ შეიქმნას ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცე - ერთიანი ვალუტით და ერთიანი საბაჟო სივრცით საზღვრებზე შიდა კონტროლის გარეშე და ა.შ. რაც ასევე მოითხოვს ერთიანი პარლამენტის, მთავრობისა და სხვა საკოორდინაციო სისტემების შექმნას.

კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რა სარგებელი ექნება აზერბაიჯანს ამგვარი კავშირის შექმნით აჰმედ შირინოვი პასუხობს, რომ აზერბაიჯანის სარგებელი ამგვარი კავშირის შექმნით თვალნათელია: "უპირველეს ყოვლისა ეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან სომხეთის სრული პოლიტიკურ-ეკონომიკური იზოლაციაა, ასევე მისი საბოლოო გეოპოლიტიკური გამოყოფაა ძირითადი პარტნიორისგან - რუსეთისგან. საქმე იმაშია, რომ თუ შემოღებული იქნება ახალ კავშირში შესვლა-გამოსვლის საერთო პრინციპები, აზერბაიჯანს საშუალება ექნება დააყენოს მოთხოვნა არსებითი შეზღუდვების დაწესებისა სოხეთის მოქალაქეებისათვის ყველა აქედან გამომდინარე შედეგით", _ აცხადებს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება ეკონომიკური მოგების თვალსაზრისს, მისივე აზრით, აქაც ყოველივე თვალნათელია.

"აზერბაიჯანი ახლა ავითარებს თავის წარმოებას და ერთიანი ბაზრის არსებობა, ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ გაფართოებას", _ აცხადებს შირინოვი.

ხოლო რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთს, შირინოვის აზრით, ამ უკანასკნელისათვის ეს იქნება საშუალება, უპირველეს ყოვლისა, შექმნას ალტერნატიული კავშირი თავისი მონაწილეობით იმისათვის რათა კიდევ ერთხელ აჩვენოს ევროკავშირს, რომ თურქეთი არის საიმედო და ერთგული პარტნიორი თანამედროვე დაგეგმარებისა და განვითარების საკითხებში. "ეკონომიკური მოგება აქაც თვალსაჩინოა", _ აცხადებს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი და აღნიშნავს, რომ საქართველოზე კი უკვე საუბარიც ზედმეტია.

რაც სეეხება საქართველოს, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ"იგი საერთოდ, აზერბაიჯანისა და თურქეთის წყალობით არსებობს, ასე, რომ ჩემი აზრით იგი ამ ორ ქვეყანაზე მეტად მოიგებს".

მისივე აზრით, ახალ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა რეგიონის ყველა ქვეყანას ექნება. რა თქმა უნდა ეს ღია კავშირი იქნება და "იგი კიდეც უნდა იყოს ღია მათთვის, ვინც პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და ამ კავშირის სხვა წევრების ტერიტორიულ მთლიანობას".

пятница, 24 июня 2011 г.

შადრევანი _ საარსებო წყაროს ნაცვლად (!)

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფლებს ქართველები ტოვებენ!


სამთაწყარო და ფიროსმანი დედოფლისწყაროს რაიონში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფლები და ძალიან შეგვაშფოთა ინფორმაციამ, რომ ამ სოფლებს ქართველები ტოვებენ. გვესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი:
_ საზღვრისპირა სოფლებში _ სამთაწყაროსა და ფიროსმანში აჭარის მაღალმთიანი ზონიდან ჩამოსახლებულები და ინგილოები ცხოვრობენ. ისინი ერთხმად ამბობენ, რომ მათი ცხოვრება აუტანელი გახდა, მოსახლეობა ამ სოფლებიდან წასვლას აპირებს. ბევრი უკვე გადასახლდა სხვა ადგილებში _ ზოგიაჭარაში დაბრუნდა, ზოგი სად და ზოგი _ სად…ნახევარი სამთაწყარო უკვე ბათუმშია, მე თვითონ ვიცნობ რამდენიმე ოჯახს, რომელიც იქ გადავიდა საცხოვრებლად.
_ ქალბატონო თამილა, რატომ გახდა ეს ხალხი იძულებული, რომ სახლ-კარი მიეტოვებინა?
_ სოფლებში უამრავი პრობლემაა, რომლის მოგვარებაზეც არავინ ზრუნავს. მიწები ალაზნის ადიდების შედეგად იტბორება. ამ მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოები რომ ჩატარებულიყო და ჯებირები გაკეთებულიყო, მოსახლეობას წყალდიდობის შიში მაინც არ ექნებოდა. მიწის დიდი ნაწილი ამ სოფლებში ისედაც აუთვისებელია, რადგან გლეხებს ეკონომიკურად ძალიან უჭირთ, არადა, ყველაფერს ფული უნდა _ მოხვნასაც და დათესვასაც. რაც დამუშავებული აქვთ, ისიც ადიდებულმა ალაზანმა დატბორა. მათი ძირითადი შემოსავალი სწორედ ეს იყო, მიწას ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. თავის დროზე გლეხებს ფული მისცეს, რომ ვაზი გაეჩეხათ და ის ტოტი მოუჭრეს, რომელზეც ისხდნენ. კარტოფილი და ბოსტნეულიც ვეღარ მოჰყავთ. სოფლებში, სადაც საშინელი გვალვა იცის, სარწყავი სისტემა მოშლილია. მთავრობა ხელს არ გვიწყობს და ცხოვრება სატანჯველად გვექცაო, _ ჩივის ხალხი.
_ აჭარაში დაბრუნებას ბევრი ითხოვს?
_ საიდანაც ჩამოგვასახლეს, ისევ იქ დაგვაბრუნონო, მოითხოვენ. იმედი აქვთ, რომ აჭარაში მათი ყოფა შედარებით გაუმჯობესდება, რადგან იქ ტურიზმი ვითარდება და შედარებით უკეთესი სიტუაციაა. ნაზი აბაშიძე, მიხეილ ვაშაყმაზე, ვახტანგ აბუსერიძე, თამაზ წილოსანი და სხვები მიიჩნევენ, რომ ამ სოფლებში ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება, რადგან ხალხს შემოსავლის წყარო აღარა აქვს. სამთაწყაროს გამგებელს პაატა ნადირაშვილს რომ მივმართეთ, გვითხრა _ დაამუშაონ მიწები, ვინ უშლითო. როგორ, რა სახსრებით უნდა დაამუშაონ, ამას არავინ კითხულობს. ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ფიროსმანში, რომელიც სანახევროდ დაცლილია, არადა, ეს ხალხი საქართველოს საზღვარს ამაგრებს. კიდევ ერთი პრობლემა აქვთ ფიროსმანისა და სამთაწყაროს მცხოვრებთ: ეს არის ზონა, სადაც გავრცელებულია მალარიის გადამტანი კოღო. ვეტერინარულ სამსახურში ორად ორი ადამიანი მუშაობს, მაგრამ ორმა კაცმა რა უნდა გააკეთოს? მუნიციპალურ მთავრობაში ამბობენ, რომ მოსახლეობას მალარიის საწინააღმდეგო წამალი დაურიგეს, მაგრამ ხალხი სოფლებში ვეღარ ჩერდება, იმდენი კოღოა. ბავშვები დასიებულები და დაკბენილები არიან. გარეთ ვერ გამოსულან, ფანჯარა ვერ გამოუღიათ და ვერ დაუძინიათ. მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ წამალი ვადაგასული იყო და ამიტომ არ იმოქმედა. სამთაწყაროში ოჯახი არ არსებობს, სადაც ერთ წევრს მაინც მალარია არ ჰქონდეს გადატანილი. უხსენებლები და მგლები არ ასვენებთ, ამას ერთვის კოღო და მალარია... ბუნებრივია, გაუსაძლის მდგომარეობაში ყოფნა მოჰბეზრდათ.
_ ინგილოები რას ამბობენ, მათაც წასვლა უნდათ?
_ საინგილოსთან საზღვარი ჩაკეტილია და წლების განმავლობაში ვერ გადადიან. ბევრს იქ ნათესავები, დედ-მამა ჰყავს, შემოვლითი გზა უნდა გაიარონ მაშინ, როდესაც საზღვარი იქვეა და 15 წუთში შეიძლება გადასვლა. სხვათა შორის, ვიდრე საზღვარს ჩაკეტავდნენ,
იქიდან იაფად შემოდიოდა საწვავი, პროდუქტი, ბაღჩეულობა და ეს მოსახლეობისათვის დიდი შეღავათი იყო. ეტყობა, ვიღაცის ბიზნესინტერესი იყო, საინგილოსთან საზღვარი ჩაკეტილიყო. ხელისუფლება ხშირად იმეორებს, ქართველობა უნდა შევუნარჩუნოთ საზღვრის იქით მცხოვრებ ინგილოებსო, როგორ უნდა შევუნარჩუნოთ, როდესაც ხალხს საზღვარზე გადასვლისა და ახლობლების ნახვის საშუალებას არ ვაძლევთ? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წყალიც კი არა აქვს საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას _ სატუმბი სადგური გააკეთეს და ჰპირდებოდნენ, რომ ქვემო ქედი, ზემო ქედი და არხილოსკალო უნდა მოემარაგებინა წყლით, მაგრამ არც ერთ სოფელს წყალი არ მიეწოდება. საათობით დგანან, რომ ჭურჭელი აავსონ და შინ წაიღონ. ფიროსმანი და სამთაწყარო უკვე სანახევროდ დაცლილია და თუ ასე გაგრძელდა, საზღვრისპირა სოფლები სულ დაცარიელდება.
_ რამე თუ გაკეთდა მოსახლეობის საკეთილდღეოდ?
_ გაკეთდა ის, რომ სახელმწიფო პროგრამით შემოვიდა სიმინდი, რომელზეც ამბობენ გენმოდიფიცირებულიაო. ჩვენი რაიონი ერთ დროს ცნობილი იყო, როგორც საქართველოს ხორბლის ბეღელი, რადგან შირაქის ველი აქვეა. მთელი საქართველო აქედან მარაგდებოდა ხორბლით. დღეისათვის აქაურობა ხორბლის ბეღელი კი არა, თაგვის ბეღელი უფროა. რატომღაც ჩვენს რაიონში გამოგზავნეს სიმინდი, ქართლში კი, სადაც ყოველთვის სიმინდი ითესებოდა და უხვი მოსავალიც მოდიოდა, ხორბალი ჩაიტანეს. ე.ი. უკუღმა გააკეთეს ყველაფერი. რატომ მოიქცნენ ასე, ვერ გეტყვით. საბოლოო ჯამში კი ხელის შეწყობა კი არა, ხელის შეშლა გამოვიდა. უბრალო გლეხი ხომ ვეღარაფერს აკეთებს, მაგრამ ვისაც ფერმერს ეძახიან და 50-100 ჰექტარი მიწა აქვს, ისინიც გაკოტრების პირას არიან, რადგან ბანკიდან კრედიტები აქვთ გამოტანილი, სახლები აქვთ ჩადებული, მოსავალი კი ვერ მოჰყავთ. დაედებათ ვალი და გაკოტრდებიან, ბოლოს კი შემოვლენ უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც ხელისუფლება და ხელს უწყობს. დედოფლისწყაროს მიწების ნახევარი ისედაც უცხოელ ინვესტორებს აქვთ ნაყიდი _ ებრაელებს, ინდოელებს და სხვებს. ჩვენს მიწას უცხოელები დაეპატრონებიან, ქართველებს კი სამშობლოდან გასაქცევად აქვთ საქმე.
_ ადგილობრივი ხელისუფლება რით პასუხობს ხალხის პრეტენზიებს?
_ ზარმაცები არიან და მიწასაც იმიტომ ვერ ამუშავებენო, ამტკიცებს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი. საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ბაღაშვილი კი გეგმავს რაიონში, მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შადრევანი გააკეთოს, ამისათვის ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარი გამოიყო (!). ეს ამბავი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამ თანხით საზღვრისპირა სოფლებს რომ დაეხმარონ, რამდენი კარგი საქმე გაკეთდებოდა. სოფლები გვეცლება და ჩვენს `ბედნიერებას~ მხოლოდ შადრევანი აკლია თურმე.

ხათუნა ჩიგოგიძე

პალიტრა მედია – გაზეთი "ყველა სიახლე" 22 ივნისი

вторник, 21 июня 2011 г.

"თავისუფალი საქართველო" დედოფლისწყაროს ხელმძღვანელების ს/ს პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს

მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც ოპოზიციურ პარტიაში განმარტავენ, ახლახან ფინანსურმა პოლიციამ ქალაქ დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ყოჩიაშვილი დააკავა. სიღნაღის პროკურატურამ სამსახურის უფროსს 182 და 341-ე მუხლები წაუყენა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.
პარტიის დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ვინაიდან დასუფთავების სამსახური დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე ზედამხედველობას სწორედ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ახორციელებს, პასუხისმგებლობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ნიკოლოზ შანშიაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილსაც ეკისრება.
,,აუცილებლად უნდა დაისვას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ვინაიდან, შპს "სერვისი 2007" დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი უკანონო მუშაობის ანგარიშს სწორედ დედოფლისწყაროს გამგეობა იბარებდა. ამას გარდა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვენთან საუბარში არ მალავენ, რომ ყოჩიაშვილი ზემდგომების მითითებით მოქმედებდა და რომ ის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე ამდენ დარღვევას და თანხების გაფლანგვას ვერ გაბედავდა. დედოფლისწყაროში ცნობილი ფაქტია, რომ ყოჩიაშვილი იმდენად დაახლოებულია დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარესთან, მის კაბინეტში მუდმივად კარზე წიხლის კვრით შედიოდა. ჩვენი ინფორმაციით, ყოჩიაშვილს კუდ-ის ადგილობრივი თანამშრომლებიც აქტიურად მფარველობდნენ. მოვითხოვთ, საგამოძიებო ორგანოებმა შეისწავლონ ამ დანაშაულებრივ სქემაში დედოფლისწყაროს გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობის საკითხი და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ," - ნათქვამია "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობის კახეთის ოფისის ინფორმაციით, ყოჩიაშვილი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა, ხოლო მისი მეუღლე ნინო ჩოხელი დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს.
* * *
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბოლო ხანებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თანხების არამიზნობრივად ხარჯვისა და მსგავსი დანაშაულების ფაქტები გახშირდა, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა პასუხისნგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დასმულა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებს მფარველობას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უწევენ". ამასთანავე, დაკავებული და შემდგომში გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი ვლადიმერ ხატიაშვილი, რომელსაც ქრთამის აღება ედებოდა ბრალად. საეჭვო ვითარებაში გათავისუფლებულნი არიან ასევე არხილოსკალოს და ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები იოსებ კვირტიძე და დავით ნატროშვილი. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მინიმუმ, დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რადგან იგივე დასუფთავების სამსახური მუნიციპალიტეტის მხრიდან ფინანსდება და კონტროლდება" - განაცხადა მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილმა.
პარტიაში ეჭვობენ, რომ გამორიცხული არაა, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საეჭვო გარიგებებს ჰქონოდა ადგილი. /pirveli.com.ge/
* * *

ზემო ქედისა და არხილოსკალოს რწმუნებულები გათავისუფლდნენ

სოფელ ზემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბეჟან სუხაშვილი და სოფელ არხილოსკალოს რწმუნებული სოსო კვირტიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, რწმუნებულებმა წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერეს და მიზეზად ოჯახური პირობები დაასახელეს. მოსახლეობის ნაწილი მათ გადადგომას საეჭვოს უწოდებს და სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს.
არაერთი მცდელობის მიუხედავად "ქიზიყი" გადამდგარ რწმუნებულებს ვერ დაუკავშირდა. სოფელ ზემო ქედის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ეფრემ გამხიტაშვილი ბეჟან სუხაშვილის გადადგომის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს, ის აცხადებს, რომ მუშაობის გაგრძელება რწმუნებულმა სხვა საქმეების გამო ვეღარ შეძლო და თანამდებობის დატოვება არჩია:
,,ბეჟანი ჩემი ოჯახის ახლობელია, მაგრამ რეალურ მიზეზს არავინ ამბობს... ასე თქვა, დრო აღარ მრჩება, ნაკვეთები მაქვს და ვეღარ ავუდივარო. რა ვიცი... ნამდვილ მიზეზს არავინ იტყვის," - აცხადებს გამხიტაშვილი.
კულუარებში და თავად სოფელ ზემო ქედში საპირისპიროს ამტკიცებს მოსახლეობა. ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ბოლო დროს სუხაშვილი ხშირად ამბობდა ,,ამდენ განუკითხაობას და უსამართლობას ვერ ავიტან და უნდა წავიდეო"... ამ საკითხის კომენტირებისას დუმილი ამჯობინეს სოფელ ზემო ქედის ტერიტორიულ ორგანოში. თავის დროზე სუხაშვილმა "ქიზიყთან" საუბარში უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რას გულისხმობდა უსამართლობაში და რამ დაღალა რწმუნებული. ორიოდ თვის წინ სუხაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, რომ გადადგომას არ გეგმავდა და როცა დააპირებდა ამაზე მერე გვიპასუხებდა.
სოფელ არხილოსკალოს ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი თენგიზ ჭინჭარაულიცადასტურებს, რომ მათი რწმუნებულიც თანამდებობიდან გადადგა, თუმცა მიზეზებს ვერც ჭინჭარაული აკონკრეტებს: ,,ვერ გეტყვით, არაფერი ვიცი... ამის შესახებ თავად კვირტიძეს უნდა კითხოთ, მიზეზები ჩემთვის უცნობია," - განაცხადა სპეციალისტმა. /ქიზიყი/

უნარშეზღუდული ოჯახი სოციალურ სააგენტოსა და გამგეობას გამიზნულად შეცდომაში შეყვანაში ბრალს სდებს

ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები უნარშეზღუდული ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. II-ე ჯგუფის ინვალიდი ნუგზარ ნატროშვილი და მისი I ჯგუფის ინვალიდი მეუღლე ჟანა ნატროშვილი დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოსაც ემდურის. მათი თქმით, სოც-სააგენტომ მათთვის განკუთვნილი ინფორმაცია მიზანმიმართულად დამალა, რის შედეგადაც ისინი დღემდე სოციალური დახმარების გარეშე რჩებიან და უკიდურეს სიდუხჭირეში უწევთ ცხოვრება.
ორი არასრულწლოვანი ვაჟის დედას ჟანა ნატროშვილს ნერვის ანთების შედეგად ქვედა კიდურების სრული პარალიზება განუვითარდა, რის გამოც საწოლს მიეჯაჭვა. გადაადგილება უჭირს მის მეუღლესაც, რაც მათი ოჯახის ყოფას კიდევ უფრო ართულებს.
,,ინვალიდობის პენსიაც დიდი წვალების და ბრძოლის შემდეგ ახლახან დაგვინიშნეს. წამდაუწუმ დედოფლისწყაროს სოციალურ სააგენტოში დავდიოდით, ჩვენი ოჯახის ვითარება დაწვრილებით იციან. მათთვის ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენს ოჯახს არანაირი შემოსავალი არა აქვს და ბავშვების გამოკვებას ძლივს ვახერხებთ. ამის მიუხედავად სოციალურ სამსახურს იმაში ვადანაშაულებთ, რომ შეგნებულად შეგვიყვანეს შეცდომაში და არ აუხსნიათ, რომ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილი საარსებო შემწეობაც გვეკუთვნოდა. როცა დახმარება ვთხოვეთ, მათ არ უთქვამთ, რომ ყოველთვიური დახმარების მისაღებად განაცხადი უნდა შეგვეტანა. აშკარაა, რომ სოციალური სააგენტო პირადი ინტერესებით მოქმედებს. მიზანმიმართულად შეგვიყვანეს შეცდომაში, რომ ჩვენზე თანხები არ გამოყოფილიყო," - აცხადებენ უნარშეზღუდული ნატროშვილები.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ოჯახის დიასახლისი, წლების განმავლობაში ინვალიდთათვის განკუთვნილი ეტლის არარსებობის გამო ვერც გადაადგილებას ახერხებდა. ქალბატონს ეტლი ახლახან არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჩუქრად გადასცეს. უკვე მერამდენე წელია ისინი ვერც მუშაობას ახერხებენ, რის გამოც კვლავაც შემოსავლის გარეშე რჩებიან.
,,გასულ წელს დედოფლისწყაროს გამგეობა ინვალიდებზე ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახში 2 ინვალიდია, ეს დახმარება რატომღაც არ შეგვახვედრეს და თანხა ფაქტობრივად დავკარგეთ... გვიან გაგვაგებინეს და მერე აღარ მოგვცეს. წელს კი გამგეობა უნარშეზღუდულებს ელექტროენერგიის გადასახადში ეხმარება. თუმცა, ჩვენ ახლაც დენის დავალიანება გვაქვს, არც ეს თანხა ჩარიცხულა და შესაძლოა, ელექტროენერგიაც შეგვიჭრან და ბნელაში დავრჩეთ," - განუცხადეს "ქიზიყს" ნატროშვილების ოჯახში.
ოჯახის უფროსი ბევრი ყოფითი პრობლემის გადაჭრას მხოლოდ იმ მიზეზით ვერ ახერხებს, რომ გადაადგილება უჭირს. ამის მიუხედავად ამბობს, რომ არაფერს თაკილობს. შვილების გამოსაკვებად ვაჭრობაც სცადა, მაგრამ არც ამან გაუმართლა. ამბობს, რომ ბევრს წვალობს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტის შესაძლებლობას არ აძლევს. უნარშეზღუდულებისა და სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარება კი მათ ამ დრომდე არც სოციალურმა სააგენტომ არგუნა და არც გამგეობამ. თუმცა, როგორც ნატროშვილები აღნიშნავენ, სწორედ "ქიზიყთან" საუბრის შემდეგ ისინი სოციალურ სააგენტოში საარსებო შემწეობის მოთხოვნით განაცხადს უახლოეს დღეებში შეიტანენ. /ქიზიყი/

понедельник, 20 июня 2011 г.

მასშტაბური ფესტივალი მირზაანში და პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრად დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა სახალხო ფესტივალს უმასპინძლა. 18 ივნისს ფოლკლორული ფესტივალი "არტ-გენი" სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას მეუღლესა და ქალიშვილებთან ერთად დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ მეუღლესა და შვილებთან ერთად ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები დაათვალიერა. მათ მასპინძლობას მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი უწევდა.
მოგვიანებით, დავით ბაქრაძემ და გიორგი ღვინიაშვილმა ახლადაღდგენილი მარანი და ნიკალას საგვარეულო ზედაშეც მოინახულეს.
ფესტივალში მონაწილობას იღებდნენ ანსამბლი "წინანდალი"; თელავის ანსამბლი "შემოძახილი"; უხუცესი მომღერალი ანდრო სიმაშვილი და მისი მოწაფეები;
დედოფლისწყაროს რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "ხორნაბუჯი"; დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის ფოლკლორული თეატრი "ბარის ფშავლები"; ასევე, დედოფლისწყაროს მომღერალ ბიჭუნათა ანსამბლი"ქიზიყი" და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი "მანდილი". ამას გარდა მონაწილეობას მიიღებს გუნდი "ხორნაბუჯი" და ქორეოგრაფიული ანსამბლები "იმედი" და "ხორნაბუჯი". თელავის რაიონის სოფელ ართანის ანსამბლი "სიღერეთი"; ახმეტის რაიონის ანსამბლი "პანკისი"; ახმეტის რაიონის ანსამბლი "კესელო"; წნორის ედიშერ გარაყანიძის სახელობის ანსამბლი "ამერ-იმერი"; თელავის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ორონთა"; საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის ანსამბლი "კაკაბელები"; საგარეჯოს ფოლკლორული ანსამბლი "გარეჯი"; ანსამბლი "ბალავარი"; გურჯაანის სახელმწიფო ანსამბლი და ა.შ.
წლევანდელ "არტ-გენს" უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებიც ჰყავდა. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებდა მომღერლების ჯგუფი ნეპალიდან. ასევე, ნიკალას ეზოში გაიმართა ხალხური რეწვისა და სახვითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. სტუმრები თბილისიდანაც იყვნენ: თსუ-ს გოგონათა ანსაბლი "გორდელა"; რუსთავლის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გოგონათა ანსამბლი "ფიცვერცხლი" და კავშირი "საბრძოლო ხელოვნება".
"არტ-გენში" მონაწილეობას საინგილოში მცხოვრები ქართველებიც გეგმავდნენ. ფესტივალზე მოწვეული იყო ალიბეგლოს მოცეკვავეთა ანსამბლი და კახინგილოს შვიდკაცა. თუმცა, როგორც ორგანიზატორებმა გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, ინგილოებმა მირზაანში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს.
ზაზა კორინთელი, ზუმბა (ფესტივალის დამფუძნებელი): ,,ფიროსმანობის დღესასწაულზე მირზაანში კონცერტები ადრეც ჩაგვიტარებია.
ამიტომ, ახლა გვინდოდა, რომ კიდევ ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა მაყურებლისთვის. გადაწყდა, რომ ფესტივალი "არტ-გენი" დედოფლისწყაროში, ნიკალას ეზოში გახსნილიყო. ძალიან მიხარია, რომ ამ ფესტივალის ფარგლებში აწორედ ახლახან მოხერხდა მარანისა და ფიროსმანაშვილების საგვარეულო ზედაშეს აღდგენა. ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ნაბიჯით კიდევ უფრო მეტი ხალხი ჩამოვიდა მირზაანში და უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რომ ასეთი კარგი ადგილი არსებობს ქიზიყში. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი "არტ-გენი", მისი 7 წლის არსებობის თავზე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დასწრებადი ღონისძიება საქართველოში, რომელიც ღიაა ყველა თაობისთვის",- განაცხადა ზაზა კორინთელმა.
ფესტივალზე დასასწრებად დედოფლისწყაროში ევრკავშირის წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ. როგორც ცნობილია, "არტ-გენის" ფინანსურ მხარდაჭერას სწორედ ევროკავშირი
უზრუნველყოფს. ამას გარდა, დედოფლისწყაროს ეწვია პოლონელების 5 კაციანი დელეგაციაც. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, ჩამოსულები იყვნენ მელბურგისა და შტუმის ოლქებიდან. ბაღაშვილის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში მათთან დამეგობრებას გეგმავს. როგორც ბაღაშვილმა აღნიშნა, სავარაუდოდ აგვისტოს თვეში დედოფლისწყაროსა და პოლონელებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სახალხო ფესტივალი სწორედ მირზაანიდან დაიწყო და მას კახეთის რეგიონი მასპინძლობს," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილმა.
"ქიზიყის" ინფორმაციით, მირზაანიდან "არტ-გენი" რუსთავსა და ფოთში გადაინაცვლებს. 14 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება და 25 ივლისს დაიხურება.
კავშირ "არტ-გენის" დამფუძნებლის ზაზა (ზუმბა) კორინთელის თაოსნობით ხალხური რეწვისა და ფოლკლორის ფესტივალი "არტ-გენი" 2003 წლიდან იმართება.
ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ასევე ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, მირზაანიდან

четверг, 16 июня 2011 г.

კატასტროფის ცენტრმა ავტოავარიისას დაშავებული 18 წლის გოგონა თბილისში გადაიყვანა

EXCLUSIVE კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ ავტოავარიის შედეგად დაზარალებული 18 წლის მარიეტა ქურხულიშვილი დედოფლისწყაროდან თბილისის #1 საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს მთავარმა ექიმმა ვანო ნატროშვილმა განუცხადა, პაციენტს კრუნჩხვითი სინდრომი განუვითარდა.
,,გოგონას კისრის მალების ტრავმა აღენიშნებოდა. ბოლო დროს საკმაოდ ემოციური იყო და ამიტომ დამძიმდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ კონტაქტზე გამოდიოდა, მაგრამ მისი განძრევა არ შეიძლებოდა, პაციენტმა კი წამოდგომა სცადა და საპირფარეშოში გასვლა დააპირა, რის გამოც კრუნჩხვითი სინდრომი განუვითარდა. ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად კატასტროფის ცენტრი გამოვიძახეთ და გოგონა თბილისში გადავიყვანეთ," - აცხადებს ვანო ნატროშვილი.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, გოგონას თავის ტომოგრაფია უტარდება, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ის არამეანცის საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.
სოფელ ოზაანში მცხოვრები მარიეტა ქურხულიშვილი რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავდა, პაციენტი ამ დრომდე მკურნალობას დედოფლისწყაროს საავადმყოფოში განაგრძობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი მისი თბილისში გადაყვანის აუცილებლობა დადგა.
როგორც შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში "ქიზიყს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *

წყლის მიწოდება დედოფლისწყაროს 17 ივნისიდან აღუდგება


14 ივნისიდან დედოფლისწყაროს წყლის მიწოდება შეუწყდა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა ცენტრალური რეზერვუარის გაწმენდითი სამუშაოების დაწყებას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ფარნა მაყაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, დედოფლისწყაროში წყლის მიწოდების ხარისხით და რეზერვუარის მდგომარეობით "ქიზიყში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაინტერესდა და რეაგირებისთვის მისი მოადგილე გელა ზოზიაშვილი დედოფლისწყაროში მოავლინა.
,,თქვენი სტატიის საფუძველზე დედოფლისწყაროში ვითარება ადგილზე შევამოწმეთ. ოზაანის რეზერვუარი უკვე გავწმინდეთ, მოსახლეობის შენიშვნები გათვალისწინებულია. კარგია, რომ ჟურნალისტები წყლის ხარისხზე ასე ზრუნავთ," - განაცხადა ზოზიაშვილმა.
"ქიზიყის" ინფორმაციით, დედოფლისწყაროს წყლის მიწოდება 17 ივნისიდან აღუდგება. /ქიზიყი/

среда, 15 июня 2011 г.

კასრისწყლის მოსახლეობა შველას ითხოვს

სოფელი კასრისწყალი უცნაური ტერიტორიული კუთვნილების გამო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. სოფელი ახმეტის შემადგენლკობაში შედის, თუმცა დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მდებარეობს. არადა, ახმეტისგან 300 კილომეტრით არის დაშორებული. სიშორის გამო მოსახლეობა საკუთარ რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. კასრისწყლელები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
კასრისწყალი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედების სიახლოვეს მდებარეობს, თუმცა უკვე მერამდენე წელია ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენობაშია. წვიმიან ამინდებსა და ზამთარში უკიდურესად დაზიანებული გზების გამო რაიონთან დაკავშირება შეუძლებელია.
როგორც ადგილობრივებმა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს აცნობეს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები, მათ შორის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურიც კასრისწყალში მცხოვრებთა დახმარებაზე უარს ამბობს. მიზეზი ის არის, რომ სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში შედის, შესაბამისად მომსახურებაც ახმეტის სამსახურებსგან უნდა მიიღოს.
დანგრეული გზების გამო კასრისწყლელები არათუ ახმეტაში, დედოფლისწყაროში ჩასვლასაც ვერ ახერხებენ. ფაქტობრივად სოფელი კასრისწყალი სრულიად უყურადღებოდაა მიტოვებული. ადგილობრივების დიდი ნაწილი სღარიბის დაძლევის პროგრამითაც ვერ სარგებლობს. ადგილობრივების ნაწილი კვლავაც დედოფლისწყაროს შემადგენლობაში დაბრუნებას ითხოვს და შესაბამის სტრუქტურებს ამ საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/
* * *

დედოფლისწყარომ "ანტიგიურზინის" 2 ვაქცინა მიიღო


გველის მიერ დაგესლილი ადამიანების გარდაცვალების საფრთხე დედოფლისწყაროში აღარ არსებობს. ამგვარ განცხადებას დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ვანო ნატროშვილი აკეთებს. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ნატროშვილი ამბობს, რომ ახლახან დედოფლისწყარომ "ანტიგიურზინი" უკვე მიიღო, 2 ვაქცინა საავადმყოფოში ინახება და საჭიროების შემთხვევაში პრობლემა აღარ შეიქმნება.
,,ვაქცინის შემოტანა ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით ამჟამად ანტიგიურზინი უკვე შემოვიტანეთ და მოსახლეობაში პანიკის საფუძველი აღარ არსებობს. მზად ვართ დროული რეაგირებისთვის," - განუცხადა "ქიზიყს" ვანო ნატროშვილმა.
შეგახსენებთ, ორი კვირის წინ, დედოფლისწყაროში მდებარე მეცხოველეობის ერთერთ ფერმაში გველის მიერ დაგესლილი 3 წლის ამილ გასანოვი შხამის საწინააღმდეგო შრატის არარსებობის გამო გარდაიცვალა. მოსახლეობა ირწმუნება, რომ ქვეწარმავლები უკვე ქალაქის დასახლებებშიც მრავლად გამოჩნდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
გველის შხამის საწინააღმდეგო შრატის შემოტანაში აქტიურად იყო ჩართული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც. ისინი არ მალავენ, რომ "ანტიგიურზინის" ადვილად შემოტანა ვერ მოხერხდა.
ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე კი პრეზიდენტის შენიშვნის შემდეგ ირწმუნებოდა, რომ ყველა რეგიონში შრატის საკმარისი მარაგია და ნებისმიერ მსურველს მისი გატანა ადვილად შეეძლო, რაც სიცრუე აღმოჩნდა. /ქიზიყი/

вторник, 14 июня 2011 г.

პროკურორი 9 წლის ბავშვის დაკავებას და ქურდობაში დადანაშაულებას უარყოფს

სიღნაღის პროკურატურის პროკურორმა დავით დუღაშვილმა პოლიციის მიერ სოფელ წითელწყაროში მცხოვრები 9 წლის ბავშვის ქურდობაში დადანაშაულების ფაქტზე კომენტარი გააკეთა. დუღაშვილის განცხადებით, პოლიციამ არასრულწლოვანის მამა დააკავა და ბავშვი მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა, ამდენად, არასრულწლოვანის დაკავება არ მომხდარა:
,,კანონები ნამდვილად არ გვეშლება. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რაც უნდა ის გაავრცელოს, ჩვენ ბავშვის მამა დავაკავეთ, ხოლო ბავშვი დაკითხვაზე დავიბარეთ. როგორც იცით, ბავშვს, რომელსაც საუბარი შეუძლია უკვე მოწმედ ითვლება და ამიტომაც დავკითხეთ, მისი დადანაშაულება არ მომხდარა. უბრალოდ, სოფელ მაზოვკაში მცხოვრები ეს ოჯახი კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის ნათესავია და სწორედ ამიტომ ამ მედიასაშუალებამ საკითხს თავისებური ინტერპრეტაცია მისცა. ჩვენ კანონი ნამდვილად არ დაგვირღვევია," - განმარტა პროკურორმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებს მოზარდი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.
ამასთან, პოლიციის თანამშრომლებმა მოზარდი მშობლების გარეშე დაკითხეს, თუმცა პოლიციის სამმართველოში ბავშვის დაკითხვისა და დაკავების ოფიციალური ოქმი არ აქვთ. სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსით დანაშაულზე პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან დგება. /ქიზიყი/
* * *

ავტო-ავარიის შედეგად გოგონა დაშავდა


ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში - ავარიის შედეგად ახალგაზრდა გოგონა დაშავდა. ტაქსის მძღოლი ნოდარ გონაშვილი ცენტრალურ მოედანზე ჯიპის მარკის ავტომობილს დაეჯახა, რომელსაც ზაზა ქურხულიშვილი მართავდა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა განუცხადა, გოგონას კისრის მალების ტრავმა აღენიშნება.
,,ავტომანქანების შეჯახების შედეგად, სოფელ ოზაანში მცხოვრები 18 წლის მარიეტა ქურხულიშვილი დაშავდა. შეტყობინების შემოსვლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე გავედით და პაციენტი სტაციონარში გადავიყვანეთ. გოგონას კისრის მალების ტრავმა აღენიშნებოდა," - აცხადებს ზურიკაშვილი.
ამ დროისთვის პაციენტი დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. "ქიზიყის" ინფორმაციით, ქურხულიშვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 13 июня 2011 г.

ქალაქ დედოფლისწყაროში ქვეწარმავლების მომრავლებაა, რამდენიმე დასახლებაში 4 გველი მოკლეს

ქვეწარმავლების მომრავლებას ამჯერად ქალაქ დედოფლისწყაროს მოსახლეობა უჩივის. მოზრდილი ზომის გველები სხვადასხვა უბნებში აღმოაჩინეს. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" ადგილობრივებმა აცნობეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთ დასახლებაში 4 გველი მოკლეს. მათი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვები დაგესვლას შემთხვევით გადაურჩნენ.
ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ფირუზ ჯამასპიშვილი აცხადებს, რომ საკუთარ ეზოში, დღისით, მეტრანახევარი სიგრძის გიურზა შენიშნა, რომელიც მეზობლების დახმარებით მოკლეს.
ასევე, ქალაქ დედოფლისწყაროში, მიკრორაიონის დასახლებაში მაცხოვრებლებს ერთი დღის მანძილზე ორი გველის მოკვლა მოუხდათ. მომხდარის გამო ადგილობრივები პანიკაში არიან და ბავშვების ეზოში გაშვების ეშინიათ.
,,ამას გარდა, გუშინ, 9 აპრილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეც კიდევ ერთი გველი მოკლეს. საავტომობილო გზასთან ნახეს, ეს კი მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ხალხი შეშინებულია, ქუჩაში გავლას ვეღარ ვახერხებთ. მინდვრებში რომ ქვეწარმავალი ყოველთვის მომრავლებული იყო ვიცოდით, მაგრამ, ახლა აღმოჩნდა, რომ ზედიზედ მერამდენე შემთხვევა პირდაპირ დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც 3 წლის ბავშვი შრატის არარსებობის გამო გველის ნაკბენით დაიღუპა და ახლა ქუჩებში წამდაუწუმ გველებს ვაწყდებით, ძალიან შეშინებულები ვართ. დაკბენის საფრთხე გაიზარდა და ისიც არ ვიცით შრატი არსებობს, თუ ჩვენც სასიკვდილოდ ვართ განწირულები? ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ," - აცხადებს ადგილობრივი ლია ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, ორი კვირის წინ, დედოფლისწყაროში მდებარე მეცხოველეობის ერთერთ ფერმაში გველის მიერ დაგესლილი 3 წლის ამილ გასანოვი შხამის საწინააღმდეგო შრატის არარსებობის გამო გარდაიცვალა. მოსახლეობა ირწმუნება, რომ ქვეწარმავლები უკვე ქალაქის დასახლებებშიც მრავლად გამოჩნდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
მრავალშვილიანი ოჯახი ხელისუფლებას პირადი ინტერესებით მუშაობაში ადანაშაულებს

სოფელ ოზაანში, სტალინის ქუჩაზე მცხოვრები აკაკი გარსენიშვილის ოჯახი დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი პირადი ინტერესების წყალობით, უამრავი ხელმოკლე ოჯახი საარსებო შემწეობის გარეშე რჩება, ყოველთვიურ დახმარებას კი ისეთი ოჯახები იღებენ, რომელთა ფინანსური მდგომარეობაც საკმაოდ მყარია. ამას გარდა, ოჯახი ირწმუნება, რომ მესამე შვილისთვის გათვალისწინებული ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება დედოფლისწყაროს გამგეობამ მათ უკანონოდ არ გამოუყო.
გარსენიშვილებს სამი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. უფროსი სკოლაში დადის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ნაჩუქარი ტანსაცმელი და ნათხოვარი სასწავლო წიგნები აქვს. უკიდურესად გაჭირვებულ 6 სულიან ოჯახში არ მალავენ, რომ სახელმძღვანელოებისა და სასკოლო ნივთების შეძენა მათ საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს.
,,უმცროსი 2 ბავშვი საბავშვო ბაღში დაგვყავს, მაგრამ ხშირად ბაღის გადასახადსაც ვერ ვიხდით. შემოსავალი არსაიდან გვაქვს, საბავშვო ბაღის გამგე შეღავათს გვიწევს და არაფერს ამბობს, თორემ აქამდე ბავშვებს ბაღიდანაც გამორიცხავდნენ. სხვა საშუალება რომ არ გვაქვს იაფფასიან ფქვილს ვყიდულობთ და მუდმივად შავ პურს ვჭამთ. ისე ვცხოვრობთ, როგორც ომიანობის ხანაში, ესაა სააკაშვილის აღორძინებული ქვეყანა?... მხოლოდ 3 ქათამი და ძველი ავტომობილი გვაქვს, რომელიც არ მუშაობს, სხვა არაფერი გაგვაჩნია და მხოლოდ ამის გამო სოციალური მომსახურების სააგენტომ დახმარება არ მოგვცა. სააგენტოს უფროსმა ზურა ნატროშვილმა ასე მოგვაძახა, ჩემზე მდიდრები ხართო, არადა სახლს ფანჯრებზე მინები რომ არა აქვს შიფრები ავაკარით, ესაა სიმდიდრე?... არ ვიცი რა იგულისხმა, მაგრამ ჩემზე მდიდრები ხართო, არადა თვითონ თანამედროვე მანქანით დაბრძანდება... ჩვენ კი ბავშვების გამოკვებას ვერ ვახერხებთ. შემოსავალი საიდან უნდა გვქონდეს, როცა არც სამსახური გვაქვს და აღარც გასაყიდი დაგვრჩა რამე. გულის დაავადებების გამო ვერც ფიზიკურად მუშაობას ვახერხებთ და ვართ ასე ღვთის ანაბარა," - აცხადებენ ხელმოკლე ოჯახის წევრები "ქიზიყთან" საუბარში.
სოფლის რწმუნებულის მხრიდან რაიმე სახის თანადგომა და დახმარება გარსენიშვილებმა "ქიზიყთან" საუბარში ვერ გაიხსენეს. რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ექს-ძალოვან ტრისტან ქურხულიშვილს, ოზაანელები არ მალავენ, რომ დეპუტატთან რაიმე საკითხზე მისვლა მისი პიროვნებიდან გამომდინარე ეუხერხულებათ და ამიტომაც მისი შეწუხებისგან მუდმივად თავს იკავებენ.
,,გასულ წელს მესამე შვილი რომ შეგვეძინა სწორედ იმ წელს გამგეობა ახალშობილებზე 1 000 ლარს გასცემდა. ეს თანხა ჩვენც გვეკუთნოდა, მითუმეტეს, რომ მესამე შვილი ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. ამ მოთხოვნით მაშინვე მივაკითხე დედოფლისწყაროს გამგეობას, მაგრამ ხელცარიელი გამომიშვეს, არ გეკუთვნისო. არადა ყოველთვის გაიცემა ახალდაბადებულ ბავშვებზე ერთჯერადი თანხა, მითუმეტეს იმ წელს ათასი ლარი იყო, მაგრამ ამ დრომდე ჩვენთვის არაფერი მოუციათ. გამგეობაში მიითვისეს, თუ რატომ არ მოგვცეს, ვერ გავარკვიე... მეუღლემ ჩვენს სამშობიაროში იმშობიარა, მაგრამ მაინც არ დაგვაჯილდოვეს... საერთოდ, ამბობენ, რომ ეს ჯილდო მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი ორსული დედოფლისწყაროს სამშობიაროში შევა, სხვა შემთხვევაში თურმე თანხას არ გასცემენ. ესეც ვიღაცის ინტერესებზე და უფლებების შეზღუდვაზე მიანიშნებს," - აცხადებს აკაკი გარსენიშვილი.
როგორც ხელმოკლე ოჯახში აცხადებენ, ყოველთვიური საარსებო შემწეობის მიღების მოთხოვნით სააგენტოს მათ ორჯერ მიმართეს, თუმცა ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღეს. მას შემდეგ, რაც ხელმოკლეს ოჯახს სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ნატროშვილმა ისიც კი მიაძახა ჩემზე მდიდრები ხართო, გარსენიშვილებს იმედი ისე გაუცრუვდათ, კიდევ ერთი შემოწმება აღარც მოუთხოვიათ და ბედს შეეგუვნენ. მათი თქმით, ხელისუფლების მიერ გამომეტებული მიზერული დახმარება თავმოყვარეობის შელახვის ფასად სულაც არ ღირს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, ოზაანიდან

суббота, 11 июня 2011 г.

ოპოზიცია საპარლამენტო კომიტეტის გასვლით სხდომას არაფრისმომცემს და პიარკამპანიის ნაწილს უწოდებს

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" დედოფლისწყაროში გამართულ საპარლამენტო კომიტეტის გასვლით სხდომას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, სხდომა არაფრისმომცემი იყო და მხოლოდ ხელისუფლების პიარკამპანიის ნაწილს შეადგენდა. მოძრაობა ხელისუფლებას დედოფლისწყაროში, სამთაწყაროს ჩაკეტილი ხიდის გახსნისკენ მოუწოდებს.
"თავისუფალი საქართველო"-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ პარლამენტარებს ინგილოების ბედი რეალურად ადარდებდათ, სოფელ სამთაწყაროში უნდა ჩასულიყვნენ და მათი აზრი პირადად მოესმინათ:
,,იმის ნაცვლად, რომ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ, უმჯობესი იქნებოდა, კომიტეტის წევრები დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროს სტუმრობდნენ და იქ მცხოვრები ინგილოების შენიშვნები ადგილზე პირადად მოესმინათ. მათ საკუთარ მაგალითზე ყველაზე უკეთ იციან, რა ხარვეზებია ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში და რა აფერხებთ მათ საკუთარ ნათესავებთან კონტაქტში. უკვე მერამდენეჯერ ჩაიკეტა სამთაწყარო-საინგილოს დამაკავშირებელი ხიდი და დღემდე ვერავინ დაადგინა, კონკრეტულად ვისი ბრძანებითა და გადაწყვეტილებით აუკრძალეს ინგილოებს მიმოსვლა. რეალურად კი გარკვეულ ბიზნეს-ინტერესებსაც ჰქონდა ადგილი. ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანთა პირად ინტერესებს კი ინგილოების ბედი ეწირება და ამ ფონზე ხიდის ჩაკეტვით ყველაზე მეტად სწორედ ადგილობრივმა ინგილოებმა იზარალეს," - აცხადებს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თამილა გურაშვილი.
მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" გავრცელებულ განცხადებაში ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიხსნას სამთაწყაროს ხიდი, რათა მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს საფრთხე არ დაემუქროს. /ქიზიყი/
* * *

დედოფლისწყაროში მომუშავე ჟურნალისტი კახა კუკავას პარტიაში გაწევრიანდა

დედოფლისწყაროს რაიონში მომუშავე ჟურნალისტი თამილა გურაშვილი კახა კუკავას პარტია "თავისუფალ საქართველოში" გაწევრიანდა - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის პრეს-სამსახურიდან აცნობეს. გურაშვილის თქმით, მიუხედავად ჟურნალისტური საქმიანობისა, თვლის, რომ იყო წარმატებული, გადაწყვიტა, მომავალი საქმიანობა პოლიტიკაში გააგრძელოს.
,,ჩემი გადაწყვეტილება განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობით, რომელსაც დემოკრატიულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ და რომელიც დიდი ნაბიჯებით მიექანება ავტოკრატული რეჟიმიდან სრული დიქტატურისკენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი მივიღე მშვიდობიანი მოსახლეობის 26 მაისის სისხლიანი დარბევის შემდეგ. საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებიდან კახეთში არცთუ ბევრი პოლიტიკური სუბიექტია წარმოდგენილი.
პარტიებიდან აქტიურობით ცალსახად გამოირჩევა პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველო". სწორედ კახა კუკავას პრინციპულმა და სწორუპოვარმა მოქმედებებმა მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევსულიყავი ისეთ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც სრულ თანხვედრაშია ქართული საზოგადოების ღირებულებებსა და ფასეულობებში," - განუცხადა რადიო "ჰერეთს" თამილა გურაშვილმა. /ჰერეთი; მედიანიუსი/

пятница, 10 июня 2011 г.

საინგილოში ქართველების დასაცავად საპარლამენტო კომიტეტმა ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე დედოფლისწყაროში იმსჯელა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა დედოფლისწყაროში გამართა. განხილვის მთავარი თემა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და აზერბაიჯანის ქართული დიასპორა იყო. მოხსენებით კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური გამოვიდა.
მან საინგილოში მცხოვრები ქართველების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქართველ ოჯახებს ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევას უკრძალავს. წიკლაურის განმარტებით, ქართული სახელების მქონე მოზარდებს აზერბაიჯანის ხელისუფლება პირადობის მოწმობებს არ აძლევს და სახელის გადაკეთებას აიძულებს. დოკუმენტების არარსებობის გამო კი ქართველი ოჯახები ბავშვებს ვერც სკოლაში ატარებენ და განათლების მიღების საშუალებაც წართმეული აქვთ.
ნუგზარ წიკლაური: ,,სამაგალითოა ზაქათალაში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს. უფროსი შვილი ნათია 7 წლისაა, მაგრამ განათლების მიღებას ვერ ახერხებს, რადგან ქართული სახელის გამო მას არც პირადობის მოწმობა მისცეს. ამ ოჯახმა საქართველოს პარლამენტს დახმარების თხოვნით წერილი გამოუგზავნა. ნათიას მშობლები არ მალავენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სახელის გადაკეთებას აიძულებს, ამას ისინი არ თანხმდებიან, დოკუმენტების გარეშე კი გოგონა ვერც საბავშვო ბაღში შეიყვანეს და ვერც სკოლაში.
ამ საკითხებზე უკვე ვესაუბრეთ საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში და ის დაგვპირდა, რომ აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი ჩაერევა და პრობლემის მოგვარებას ეცდება. ზოგადად, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად თანამშრომლობდეს მოსაზღვრე აზერბაიჯანის ცალკეულ რაიონებთან. ასეთი მუნიციპალიტეტები ჩვენთან ლაგოდეხი და დედოფლისწყაროა, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ, გასვლითი სხდომა დედოფლისწყაროში გამართულიყო. ლაგოდეხში კულტურული გაცვლა ხშირად ხდება, თეატრებისა და ანსამბლების სახით. სერიოზულად განსახილველი საკითხია საინგილოში ქართული სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის საკითხი. ამჟამად საინგილოში ქართული სკოლა არ არსებობს. მართალია არის ქართული სექტორები, მაგრამ რადგან საბავშვო ბაღი არ არის, საწყის ეტაპზე პატარები აზერბაიჯანელ მოზარდებთან ურთიერთობენ და თავიდანვე მათ ენაზე ეჩვევიან.
რაც დრო გადის, მით ნაკლები ქართული სექტორი რჩება. ზაქათალაში ამჯერად 2 ქართული სექტორია და აქედან 1 გაუქმების პირასაა. როცა ადგილობრივ ხელისუფლებას მიზეზებზე ვეკითხებით, ამბობენ, რომ კონტინგენტი არ არსებობს, ცოტა ბავშვი დადის და იძულებული არიან დახურონ. არ არსებობს ქართული ტოპონიმი. მხოლოდ 1 იყო - ვერხვიანი და ისიც შეცვალეს. ყოველი წელი იქ მცხოვრებ ადამიანებს ქართულ ენასთან სულ უფრო აშორებს. ელჩთანაც გვქონდა შეხვედრები, მათ კულტურის სამინისტროსთანაც, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება, ვითარება უარესდება. სოფელ ალიაბადში დაიხურა ქართული სკოლა და საბავშვო ბაღი.
სერიოზულად დასაფიქრებელი ვითარებაა. არ უნდა გვქონდეს უკან სვლა. უნდა შევჯერდეთ, რომ მთელი სახელმწიფო ჩავერთოთ პროცესში. სერიოზული კომიტეტის სხდომა უნდა ჩავატაროთ. აუცილებელია მეტი ჩართულობა, სხვაგვარად არაფერი გამოვა. წელიწადში ერთხელ ჩასვლა და 10 ბურთის ჩატანა არაფერს შეცვლის. მომავალ ჩასვლაზე ისევ იგივე პრობლემები დაგვხვდება," - აცხადებს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.
სხდომას სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატები ნუგზარ აბულაშვილი და ავთანდილ ლეკაშვილიც ესწრებოდნენ. ასევე იმყოფებოდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საკითხებით თავდაცვის კომიტეტიც აქტიურად არის დაინტერესებული
ცნობისთვის, სხდომის გასაშუქებლად მისულ "ქიზიყის" კორესპონდენტს სხდომაზე დაშვებისას დაბრკოლება შეუქმნეს გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილმა და გამგებლის მდივანმა.
დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახლახან, ნინოობის დღესასწაულზე, სოფელ ალიბეგლოში გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია, სადაც ავთანდილ ლეკაშვილი და დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილიც იმყოფებოდნენ. როგორც სხდომაზე აღნიშნეს, ეს საინგილოში უკვე მეორე ქრისტიანული ტაძარია. მათი თქმით, ტაძარი მრევლით მუდმივად სავსეა. ლეკაშვილმა აღნიშნა, რომ ახლახან შეიქმნა "ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია", რომელიც საინგილოში მრევლის გაზრდაზე და ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაზე აქტიურად მუშაობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

გაუჩინარებული მოზარდი

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები 14 წლის ვასიკო წიკლაური 26 სექტემბერს გაუჩინარდა. დღემდე მის კვალს უშედეგოდ ეძებენ. ვასიკოს ოჯახს იმედი აქვს, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალია და ის ტრეფიკერებმა აზერბაიჯანში გადაიყვანეს. 
პოლიციას სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს აღძრული. 
სოფელი არხილოსკალო აზერბაიჯანის საზღვართან ხუთ კილომეტრში მდებარეობს. 26 სექტემბერს ვასიკო და მისი მეგობარი დათო ბურდული ტყეში წავიდნენ. თან მაძებარი ძაღლი წაიყვანეს. ორიოდე საათში ბურდული მარტო დაბრუნდა და ძაღლიც მოიყვანა. წიკლაური კი მას შემდეგ არავის უნახავს. 

თეა ჩოხელი, (ვასიკო წიკლაურის დედა): „ვასიკო ტელევიზორს უყურებდა, როცა დათო უკანა ეზოდან მოვიდა და დაუძახა. გამიკვირდა, უკანა ეზოდან რატომ მოდის-მეთქი. ასე არასდროს მოსულა. ტყეში წავიდნენ. ჩემმა პატარა ბიჭმა ჰკითხა, სად მიდიხართო და საქმე გვაქვსო, უპასუხეს“. 

თავად ბურდული ამბობს, რომ ის და ვასიკო იქვე გორაზე ორი საათის განმავლობაში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. მერე თვითონ სახლში წამოვიდა, რადგან მეორე დღეს ორშაბათი იყო და სკოლისთვის უნდა მომზადებულიყო. ვასიკო კი დარჩა. 
დათო ბურდული: „ასე თქვა, ტყეში შევალ, ძაღლმა იქნებ რამე კვალი აიღოსო. მე წამოვედი. მერე სოფელში ვნახე, რომ ძაღლი გზაზე დარბოდა მარტო და სახლში წამოვიყვანე. სხვა არაფერი ვიცი. კიდევ ერთი ის იყო, რომ სანამ გორაზე ვისხედით, სამჯერ სროლის ხმასავით გავიგონე. მეოთხე გასროლა წამოსვლისას მომესმა“. 

დათოს ნაამბობში ვასიკოს ოჯახის წევრებს ეჭვი ეპარებათ. ისინი ფიქრობენ, რომ ბიჭი რაღაცას მალავს. 

ირაკლი წიკლაური, (ვასიკო წიკლაურის ძმა): „ვასიკო და დათო რომ მიდიოდნენ, ვკითხე, სად მიდიხართ-მეთქი. აგერ იქითკენ ვიჯდებითო. ნახევარ საათში მეც ავედი იმ ადგილას და არავინ დამხვდა, არადა, დათო როგორც ამბობს, ორი საათი იქ იყვნენ“. 

როგორც დაკარგულის მშობლები აცხადებენ, ბავშვი ყველგან ეძებეს - ტყეშიც, ახლო-მახლო მიდამოებში, წყალშიც, მაგრამ ის ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი. გაუჩინარებული კინოლოგებმაც ეძებეს. ძაღლებმა კვალი სამანქანო გზასთან დაკარგეს. ამის საფუძველზე მშობლები ფიქრობენ, რომ 14 წლის ვასიკო ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. ისინი ბურდულების ოჯახს ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ ვასიკო დათომ და მისმა მშობელმა მოტყუებით გაიყვანეს და მანქანაში ჩასვეს. მათი ვარაუდით, ამჟამად მოზარდს აზერბაიჯანში უხელფასო მუშახელად იყენებენ. 

თეა ჩოხელი: „დათომ იცის ყველაფერი და მალავს“. 
დათო ბურდული დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს. ის ვასიკოს საუკეთესო მეგობარი იყო. მამა გარდაცვლილი ჰყავს. ოჯახი კრიმინალში შემჩნეული არასოდეს ყოფილა. 
ვასიკო წიკლაურის საქმესთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი - დათო ბურდულს სახლში თოფი ჰქონდა. თეა ჩოხელი ვარაუდობს, რომ დათომ იმ დღეს თან თოფიც წაიღო. 
თეა ჩოხელი: „უკანა ეზოდან შეიძლება იმიტომ მოვიდა, რომ თოფი სადმე იქვე ჰქონდა შენახული. პოლიციამ ეს თოფი შეამოწმა. გადამალული ჰქონდა ოჯახს. ასე თქვეს, გაფორმებული არ იყო და იმიტომ გადავმალეთო. შემოწმებით კი შეამოწმეს, მაგრამ ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ბოლოს როდის გაისროლეს ამ თოფიდან“. 
თავის მხრივ, დათო ბურდული ამბობს, რომ იმ დღეს თოფი არ წამოუღია და საერთოდ, სანადიროდ არც არასოდეს დადიოდა. 

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დათო ბურდული ვასიკო წიკლაურის გაუჩინარებაში დამნაშავეა. მიუხედავად ამისა, მთელი სოფელი მაინც მის წინააღმდეგაა განწყობილი, რამაც შეიძლება მოზარდს სერიოზული საფრთხე შეუქმნას. 

რაც შეეხება თავად საგამოძიებო მოქმედებებს, როგორც ვასიკო წიკლაურის მშობლებმა განაცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უშუალოდ გაუჩინარებასთან დაკავშირებით ცალკე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში არ არის. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, საქმე რომელიმე მსგავსი მუხლით იღძვრება. 

თამაზ წიკლაური, (ვასიკო წიკლაურის მამა): „თავგზა აგვიბნიეს. თავიდან ისიც კი თქვეს, ქუთაისელმა სტუმრებმა ნახეს ბავშვი, მინდორში გარბოდაო. მერე გაირკვა, რომ სხვა ყოფილა. ერთი გონებადაქვეითებული ბავშვია მეორე სოფელში, სულ ეგრე დარბის ხოლმე“. 
ამჯერად წიკლაურები ნაკლებად განიხილავენ იმ ვერსიებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყოს. 

აღწერილი სიტუაციის მიხედვით მოვლენები შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით განვითარებულიყო: 
1). თუკი დათო ბურდულს მართლაც ჰქონდა თოფი წაღებული, შესაძლოა, რომელიმე მათგანს ეს თოფი გაუვარდა კიდეც. თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ ორ საათში 14 წლის ბავშვს საფლავის გათხრა და გვამის გადამალვა მოესწრო. ამ ვერსიას წიკლაურებიც გამორიცხავენ. 
2). დათო ბურდული რადგან ამბობს, რომ მას სროლის ხმები ესმოდა, არ არის გამორიცხული, ტყეში სხვა პირები, სავარაუდოდ, მონადირეებიც ყოფილიყვნენ. შესაძლოა, ვასიკოს ბრმა ტყვია მოხვედროდა. თუ აღნიშნული პირები მანქანით იყვნენ, ისინი ადვილად მოახერხებდნენ, გვამის გადამალვას. კინოლოგების ძაღლებმა კვალი სწორედ საავტომობილო გზასთან დაკარგეს. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, დათო ბურდული იმ პირებმა დააშინეს კიდეც და აუკრძალეს, სიმართლე ეთქვა. 
3). შესაძლებელია, ვასიკო წიკლაური საავტომობილო შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც გვამი დამნაშავე მძღოლმა გადამალა. ასეთ შემთხვევაში, საჭირო იყო გზის კარგად დათვალიერება და დამუხრუჭებული საბურავების ან სისხლის კვალის პოვნა. 
4). ნაკლებად სავარაუდოა, ბავშვს თავი მოეკლა. ამ შემთხვევაში მის სხეულს შედარებით ადვილად იპოვიდნენ. გარდა ამისა, ოჯახის წევრები და დათო ბურდულიც ამბობენ, რომ ვასიკოს არანაირი პრობლემა არ აწუხებდა და არც შეყვარებული ყოფილა. 

სოფლიდან ხუთ კილომეტრში საზღვარია. პირად საუბარში მესაზღვრეები აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათ არაფერი იციან. მათ არც არავინ უნახავთ და არც სროლის ხმა გაუგიათ. 
არსებობის უფლება აქვს ტრეფიკინგის ვერსიასაც, რაზედაც ოჯახის წევრები ეჭვობენ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრეფიკინგი ორგანიზებული დანაშაულია და სპონტანურად ადამიანის გატაცება-გაყიდვა ადვილი არ არის. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, ტრეფიკერებს მუშად მაინცდამაინც 14 წლის ბიჭი დასჭირვებოდათ. 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა, გაეგო, თუ რა ღონისძიებები ტარდება გამოძიების კუთხით. ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში არ მოუწოდებია. 

თეა თოფურია

среда, 8 июня 2011 г.

ფარნა მაყაშვილი მედიით გავრცელებულ ბრალდებებზე რეაგირებას იწყებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელი ფარნა მაყაშვილი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თელავიდან ეხმაურება და რეაგირებას გეგმავს. როგორც ფარნა მაყაშვილმა გაზეთ "ქიზიყს" აცნობა, მედიით გავრცელებული ბრალდებების ადგილზე შესასწავლად დედოფლისწყაროში თავისივე მოადგილე გელა ზოზიაშვილი მოავლინა. ზოზიაშვილი ადგილზე შეისწავლის რამდენად დაბინძურებულია წყლის რეზერვუარები დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში.
,,ინტერნეტ-გაზეთიდან თქვენს მიერ გავრცელებული სტატია - "გამრიცხველიანების მიუხედავად ოზაანში წყლის საფასურს სულადობრივად ახდევინებენ" დილითვე ამოვბეჭდეთ და რეაგირების მიზნით ჩემი მოადგილე დედოფლისწყაროში ჩამოვიდა. სტატიის ასლი მასაც თან აქვს და მოსახლეობის მიერ იქ დაფიქსირებულ ყველა ბრალდებას პირადად გადაამოწმებს. რაც მთავარია, ყველა რეზერვუარში არსებულ ვითარებას ფოტოზე დააფიქსირებს და დეტალურად შევისწავლით... თუ რეზერვუარები მართლაც დაბინძურებულია და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ბრალდებები სამართლიანია, ამ შემთხვევაში რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ და დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის თანამშრომლებს პასუხს მოვთხოვთ," - აცხადებს მაყაშვილი.
როგორც მაყაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აღნიშნავს, მან დედოფლისწყაროს სერვის ცენტრში მომხდარი ინციდენტის შესწავლაც დაიწყო. მისი თქმით, რეაგირებას მათი ოფისიდან ჟურნალისტების გაძევების ფაქტზეც მოახდენს. 7 ივნისს დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის ოფისიდან ჟურნალისტები სრულიად უცხო ადამიანებმა გამოაძევეს. მომხდარის ირგვლივ შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შედეგად, ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ, რაც მოქმედი კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა.
კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელის მტკიცებით, ინციდენტის ირგვლივ რეაგირების მოსახდენად, მომხდარის ადგილზე გარკვევას მისი მოადგილე შეეცდება.
,,სამარცხვინო ფაქტია, გარეშე პირებს იქ არაფერი ესაქმებათ. ეს ჩემს თანამშრომელს რომ გაერკეთებინა, დაუყოვნებლივ გავათავისუფლებდი. ძალიან ვწუხვარ და მიმაჩნია, რომ ჟურნალისტებთან ამგვარი მიდგომა დაუშვებელია," - განმარტავს მაყაშვილი. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

გამრიცხველიანების მიუხედავად ოზაანში წყლის საფასურს სულადობრივად ახდევინებენ

ოზაანელები წყლის უხარისხობას აპროტესტებენ და დახმარებას ითხოვენ
სოფელ ოზაანის მაცხოვრებლები გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრს უპირისპირდებიან, სასმელი წყლის უხარისხობას ღიად აპროტესტებენ და რეაგირებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ წყალს ჭიაყელები მოჰყვება, ჟანგის ფერი აქვს და მისი სასმელად გამოყენება შეუძლებელია. "ქიზიყი" მათი პრობლემებით დაინტერესდა და ერთი დღე ოზაანის მაცხოვრებლებთან გაატარა.
,,ჩემს სახლთან მილი გასკდა, წყალკანალიდან მოვიდნენ, გაგვაფრთხილეს ხელი არ ახლოთ, თორემ დაგაჯარიმებთო. მაგრამ დღემდე არავინ აკეთებს. განუკითხაობა და უყურადღებობაა, ჩვენს სოფელს პატრონი არ ჰყავს," - აცხადებს ადგილობრივი მამუკა გარსენიშვილი.
,,ჩვენს სოფელს ე.წ. გედიქის წყალი წაართვეს და სოფელ ზემო მაჩხაანს მისცეს. სრული განუკითხაობაა. წყალი ზოგგან 24 საათით მოდის, ზოგ უბნებში კი საერთოდ არ მოდის. ზოგს გრაფიკითაც არა აქვს. რაც მთავარია, სოფლის გამგებელთან წყალი მუდმივად მოდის. სოფლის რწმუნებული მარტო ხელფასს იღებს, ყველაფერზე გაიძახის მე არ მეხებაო." - აღშფოთებულია ოზაანის მკვიდრი მთხოვარა ალადაშვილი.
,,წყლის მრიცხველები დააყენეს, მაგრამ მრიცხველის მიხედვით არ გვახდევინებენ, გაუგებარია ეს ხარჯი რისთვის გავწიეთ და გამრიცხველიანება რისთვის მოხდა, თუკი აღრიცხვა არ მოხდებოდა. სულზე 75 თეთრს გვახდევინებენ. თუ მრიცხველზე ბევრია დაწერილი მაშინ ჩვენების მიხედვით ვიხდით, თუ არადა სულადობის მიხედვით. რაც მთავარია ბასეინი საშინლად დაბინძურებულია და რეზერვუარს რომ არ რეცხავენ ასე უხარისხო წყალი იმიტომ გვაქვს. გედიქიდან მოყოლებული წყლის მილები ისევ კომუნისტური დროის დაფინეს, ისინი ჟანგიანია, არავის გამოუცვლია, საშინლად მოძველებულია და ამიტომაცაა, რომ დაბინძურებული წყალი მოდის," - აცხადებენ სტალინის ქუჩის მცხოვრებნი.
მოსახლეობის ბრალდებები "ქიზიყმა" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი ბენაშვილს და კახეთის რეგიონალურ ხელმძღვანელს ფარნა მაყაშვილს გააცნო:
,,ოზაანის რეზერვუარი შარშან გაიწმინდა, წელს გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, ჯერ ქალაქ დედოფლისწყაროს რეზერვუარებს გავრეცხავთ და რამდენიმე დღეში სოფლებსაც მივყვებით. უახლოეს დღეებში ოზაანის რეზერვუარიც გაიწმინდება," - განუცხადა "ქიზიყს" დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის ხელმძღვანელმა გია ბენაშვილმა.
სოფელ ოზაანის მაცხოვრებლები ბენაშვილის ამ განცხადებას ცინიკურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი ცრუობს. ისინი ირწმუნებიან, რომ სოფლის რეზერვუარში მეტრაზე მეტი სიმაღლის ტალახია დალექილი და ის დიდი ხანია არავის გაუწმენდია. მათი თქმით, რეზერვუარი არც გასულ წელს გაწმენდილა და არც ახლა აქვთ მისი გარეცხვის იმედი. ოზაანელები შესაბამის სამსახურებს მათი პრობლემით დაინტერესებას სთხოვენ და რეაგირებას ელიან. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი, ოზაანიდან

понедельник, 6 июня 2011 г.

ზურაბ ყოჩიაშვილი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პირობითი პატიმრობით გაათავისუფლეს

დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის, შპს "სერვისი 2007"-ის უფროსი ზურაბ ყოჩიაშვილი, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ მიმდინარე წლის 10 მაისს დააკავა, უკვე გათავისუფლებულია. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, ყოჩიაშვილს აღმკვეთი ღონისძიება, გირაოს სანაცვლოდ, პირობითი პატიმრობით შეეცვალა. სარწმუნო წყაროს ცნობით, ზურაბ ყოჩიაშვილი სახელმწიფოს სასარგებლოდ 10 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
ამ საკითხის ირგვლივ, სასამართლო უწყებაში კონკრეტულ განაჩენზე ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. მოსამართლის თანაშემწეებმა და კანცელარიის უფროსმა "ქიზიყს" განუცხადეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ პასუხს წერილობითი ფორმით გაგვცემდნენ და მათ პოზიციას მხოლოდ წერილის ჩაბარებიდან 10 დღის შემდეგ მივიღებდით.
ამგვარი პასუხების მიღების შემდეგ "ქიზიყმა" დეტალების დაზუსტება სხვადასხვა წყაროებთან სცადა. როგორც "ქიზიყს" საფინანსო პოლიციის პრეს-სპიკერმა ნინო ჩუტკერაშვილმა განუცხადა, ყოჩიაშვილს სისხლის სამართლის 182-ე და 341-ე მუხლები წაუყენეს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩუტკერაშვილი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ ეს უკვე მათ კომპეტენციაში აღარ შედის და ამიტომაც შედეგით აღარ დაინტერესებულან.
დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახური ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. შპს "სერვისი 2007"-ის თანამშრომლები "ქიზიყთან" საუბარში არ მალავენ, რომ კორუფციულ გარიგებებს ადგილი ინტენსიურად ჰქონდა:
,,ჩვენ უფროსს ვაფრთხილებდით, რომ ეს კანონდარღვევა იყო, მაგრამ ყურს არ გვიგდებდა. ვხვდებოდით, რომ ხელს ისეთ რაღაცეებზე ვაწერდით, რაც დაუშვებელი იყო. მეორე მხრივ, ზურას ვერ გავამტყუვნებთ. რასაც ზემოდან ავალებდნენ იმას აკეთებდა. ჩვენ ფინანსურ პოლიციასთან ვითანამშრომლეთ, რადგან იძულებით გვაწერინებდნენ ხელს საბუთებზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ზემოდან მითითებებს იღებდა და ყოჩიაშვილი ასე იმიტომ მოქმედებდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ყოჩიაშვილმა გირაოს თანხა 52 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ამბობენ, რომ გირაოს გადახდის მერე სამსახურის დირექტორობა ისევ სურს, მაგრამ წესით ეს დაუშვებელია... ბუღალტერმაც გამოძიებასთან ყველა დარღვევაზე ღიად ისაუბრა და ისიც ჩივილს გეგმავს. ჩვენმა ბუღალტერმა ბევრი სკანდალური რამ იცის და არაფერი დაუმალავს, ყველაფერი გაამხილა," - აცხადებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
საფინანსო პოლიცია დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურში არსებული დარღვევების შესწავლას ყოჩიაშვილის დაკავებამდე 3 თვით ადრე აწარმოებდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ფესტივალი ”არტ-გენი“ 18 ივნისს დედოფლისწყაროში, ფიროსმანის ეზოში გაიხსნება

EXCLUSIVE ყოველწლიური ფესტივალი ”არტ-გენი“ წელს დედოფლისწყაროში გაიხსნება. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით,18 ივნისს ფესტივალის მონაწილეებს სოფელ
მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზო უმასპინძლებს.
პოპულარული ფესტივალის სოფელ მირზაანში ჩატარების იდეა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ბაღაშვილს გაუჩნდა:
,,ნიკალას ეზო ძალიან ახლოს არის ამ ფესტივალის შინაარსთან. გაჩნდა იდეა, რომ ნიკალას მშობლიური სოფლის პოპულარიზაციის მიზნით, ფესტივალი სწორედ აქ ჩაგვეტარებინა. დავუკავშირდით ორგანიზატორებს, პირადად გვქონდა საუბარი ზაზა კორინთელთან და ჯგუფი 33ა-ს წევრებთან. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, იდეა მათაც მოიწონეს და გადაწყდა, რომ წელს ფესტივალი სწორედ მირზაანში გაიხსნას. ეს აქცია თავისი შინაარსით იქნება როგორც დიდი მხატვრის, ისე სოფელ მირზაანის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალება და მოხარული ვართ, რომ ორგანიზატორებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება, ორგანიზატორებს მხარში მაქსიმალურად დაუდგება და ვეცდებით, ფესტივალმა ჩვეული წარმატებით ჩაიაროს," - განუცხადა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა.
ფესტივალი ”არტ-გენი“ ყოველწლიურად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იმართება და ტრაციციული სახე აქვს. მასში მთელი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება რეგიონებიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებიც.
”არტ-გენი“ მუსიკოსების ზაზა კორინთელის (ზუმბას) და ნიაზ დიასამიძის ინიციატივით 2003 წელს დაფუძნდა. ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ასევე, ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *

გვიან ღამით ბაზრის ტერიტორიაზე 32 წლის მამაკაცი დაჭრეს

დედოფლისწყაროში მცხოვრები 32 წლის რევაზ გურაშვილი საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. პაციენტს ბასრი ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დედოფლისწყაროს სტაციონარში გადაიყვანა.
როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა:
,,სამორიგეოში შეტყობინება დაახლოებით ღამის 12 საათისთვის შემოვიდა და მორიგე ექიმთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა. ავადმყოფი წამოდგომას ცდილობდა, თუმცა ვერ ახერხებდა. სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადავიყვანეთ," - აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.
,,პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მიღებისთანავე ჭრილობები დაუმუშავდა, ამჯერად მისი მდგომარეობა სტაბილურია," - აცხადებს ქირურგი ნუკრი ბაღაშვილი.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ რევაზ გურაშვილის სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე ადგილობრივი მკვიდრი მინდია გიგაური დააკავა. დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმადაკავებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დამნაშავე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

пятница, 3 июня 2011 г.

მოსამართლემ დაკავებული ექიმის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

EXCLUSIVE დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა გველის ნაკბენით გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე დაკავებულ ექიმს გიორგი სეხნიაშვილს 3 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სიღნაღის პროკურატურა განსასჯელისთვის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
როგორც "ქიზიყის" კორესპონდენტი სასამართლო სხდომიდან იუწყება, დაკავებულის დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, დაკავებული ექიმი სახელმწიფოს სასარგებლოდ 4 ათასი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ, თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
,,სხდომაზე გიორგი სეხნიაშვილი დავახასიათე, როგორც დადებითი პიროვნება და კარგი ექიმი. მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ამიტომ გათავისუფლებას ვითხოვდით, რაც სამწუხაროდ, მოსამართლემ არ გაითვალისწინა. დაველოდებით მორიგ სხდომას და შეფასებებს მას მერე გავაკეთებთ," - აცხადებს დაკავებული მედიკოსის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, მორიგი სასამართლო სხდომა 4 ივლისს გაიმართება. გიორგი სეხნიაშვილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8-ე საპყრობილეში მოათავსებენ. თავად დაკავებული ექიმი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

დედოფლისწყაროს სასამართლო საჯარო ინფორმაციას მალავს?!

დედოფლისწყაროს სასამართლო უკვე მერამდენე თვეა ჩანიშნული პროცესების შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო დაფაზე აღარ ფენს. დადგენილი წესის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, განსახილველ საქმეთა თარიღები თვალსაჩინო ადგილას საჯაროდ წინასწარ გამოფინოს.
გაზეთ "ქიზიყის" რედაქცია ამ კუთხით სასამართლოს მონიტორინგს 7 თვეზე მეტია ახორციელებს, არაერთი სტუმრობის მიუხედავად საინფორმაციო დაფაზე დედოფლისწყაროს სასამართლოში ჩანიშნული სხდომების სია გამოკრული არ იყო. იგივე დავაფიქსირეთ 3 ივნისსაც.
აღნიშნული დარღვევის შესახებ "ქიზიყი" სასამართლოს პოზიციითაც დაინტერესდა. სასამართლო კანცელარიაში ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს და შენიშვნა მოსამართლის თანაშემწეს აცნობეს.
ჟურნალისტების ჩარევიდან 10 წუთში სასამართლო მანდატურმა ცხრილი საინფორმაციო დაფაზე გააკრა, თუმცა, ის მხოლოდ 1 კვირის მონაცემებს ასახავდა, ისიც მხოლოდ სამოქალაქო საქმეების შესახებ. ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი სასამართლოში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეთა შესახებ.
იურისტების განმარტებით, ამ ნაბიჯით დედოფლისწყაროს სასამართლო ინფორმაციის დამალვას ცდილობს. მათი თქმით, დედოფლისწყაროს სასამართლო განსახილველ საქმეთა ნუსხას და ჩანიშნულ თარიღებს მისსავე საინფორმაციო დაფაზე ინტენსიურად უნდა ანახლებდეს, რაც ამ დრომდე არ ხდება. /ქიზიყი/

четверг, 2 июня 2011 г.

14 წლის მოზარდი კატასტროფის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა

EXCLUSIVE ბოტულიზმის შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. 9 ძმის ქუჩაზე მცხოვრები 14 წლის გიორგი არაბული დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში მწვავე ინტოქსიკაციით მოათავსა. როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, მოზარდის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო:
,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოზარდმა კიტრის კონსერვი მიირთვა, შემდეგ კი შებოლილი თევზეული მიიღო, რის შემდეგაც დაავადების ნიშნები გამოუვლინდა. სავარაუდოდ, ინტოქსიკაცია ორივე საკვებს შეეძლო გამოეწვია. ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად კატასტროფის ცენტრის ბრიგადა გამოვიძახეთ და პაციენტი თბილისში გადავიყვანეთ," - აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.
"ქიზიყის" ინფორმაციით მოზარდი თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის რჩება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

პროკურატურამ გველის ნაკბენით გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე მორიგე ექიმი დააკავა


EXCLUSIVE სიღნაღის პროკურატურამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგი გიორგი სეხნიაშვილი 2 ივნისს დააკავა. ეს ინფორმაცია ინტერნეტ გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს საავადმყოფოსა და პროკურატურაშიც დაუდასტურეს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, გველის მიერ დაგესლილი ბავშვის სტაციონარში მიღების მომენტში დედოფლისწყაროს საავადმყოფოში სწორედ სეხნიაშვილი მორიგეობდა.
პროკურორ დავით დუღაშვილის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ 130-ე მუხლით აღიძრა. აღნიშნული მუხლი სამედიცინო მუშაკის მიერ პაციენტის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. პროკურორის განმარტებით, არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში სხვა პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს:
,,130-ე მუხლი, სამედიცინო მუშაკის მიერ პაციენტისადმი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობას გულისხმობს, რამაც ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შესაძლოა, დამატებით რომელიმე მედიკოსის პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ გამოიკვეთოს. ძიება გრძელდება," - აცხადებს პროკურორი.
ინტერნეტ გაზეთ "ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექიმს 3–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პრეზიდენტისა და ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, 3 წლის ამილ გასანოვის გარდაცვალების გამო საქმის შესწავლა რამდენიმე დღის წინ სამედიცინო რეგულირების სააგენტომაც დაიწყო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

среда, 1 июня 2011 г.

პოლიციის ახალი შენობის ეზოსა და მიმდებარე სკვერის მოსაწყობად საკრებულომ 140 000 ლარი გამოყო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გათვალისწინებულ თანხებს 140 000 ლარი ჩამოაჭრა და ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში მშენებარე, პოლიციის თანამედროვე, გამჭვირვალე შენობის ეზოსა და მიმდებარე სკვერის მოსაწყობად გადაამისამართა. დეპუტატებმა ცვლილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
,,ეს თანხა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა კონკრეტულად რაზე დაიხარჯებოდა წინასწარ გაწერილი არ იყო. ახლა, როცა რამდენიმე თვეში ჩვენს ქალაქს ახალი, თანამედროვე სტანდარტების პოლიციის გამჭვირვალე შენობა შეემატება, გადავწყვიტეთ, რომ მისი ეზო და მიმდებარე სკვერი კეთილმოეწყოს... სწორედ ამ მიზნით გამოვყავით ეს თანხა," - განუცხადა "ქიზიყს" ლევან ბაღაშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიციის რაიონული სამმართველოები ცენტრალურ დაფინანსებაზე იმყოფებიან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათთვის თანხების გამოყოფას არასამთავრობო სექტორი და იურისტები არასწორს და გაუმართლებელს უწოდებენ. მით უფრო, რომ პოლიციის მუშაობისთვის ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტებიდან საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება.
ცნობილია, რომ გასული წლის 30 ივლისს, დედოფლისწყაროს საკრებულოს მიერ სოფელ არხილოსკალოში თანამედროვე პოლიციის გამჭვირვალე შენობის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარი გამოიყო, რაც აჟიოტაჟის საბაბი გახდა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ოპოზიციური პარტიების კრიტიკის მიზეზად იქცა.
პოლიციის ახალი შენობის მშენებლობა ამჯერად ქალაქ დედოფლისწყაროში, ყოფილი კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. როგორც შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსმა გელა ბუნტურმა გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, შენობის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.
მოსახლეობის პროტესტი ასწლოვანი წიწვოვანი ხეების უმოწყალოდ გაჩეხვამაც გამოიწვია. სხვათაშორის, ამავე ადგილას სკვერის კეთილმოწყობისთვის გასულ წლებში ადგილობრივმა ბიუჯეტმა საკმაოდ სოლიდური თანხები დახარჯა, პოლიციის შენობის მშენებლობის დაწყებისთანავე კი წიწვოვანი ხეების განადგურების გარდა, მიმდებარე სკვერის ნაწილიც მწყობრიდან გამოვიდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
დედოფლისწყაროს ბიუჯეტი კიდევ 40 000 ლარით გაიზარდა

31 მაისს დედოფლისწყაროს საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე, რომელსაც 16 დეპუტატი დაესწრო, სხვადასხვა საკითხებში ცვლილებები შეიტანეს. გაირკვა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი ამჯერად კიდევ 40 000 ლარით გაიზარდა.
დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის გამგეობის I კვარტლის ანგარიში მოისმინეს და დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. მოხსენება გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა თამარ მათეშვილმა წარმოადგინა. საკრებულოს სხდომას გამგებლის მოადგილეები ალექსანდრე ალუღიშვილი და ემზარ ჯანაშვილიც ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომაზე ცვლილებები შეიტანეს დედოფლისწყაროს სათნოების სახლის წესდებაში, სადაც დაემატა, რომ სათნოების სახლს დღის ცენტრი შეემატება, სადაც უნარშეზღუდულ ადამიანებს პირადი ჰიგიენის და გასართობი საშუალებები ექნებათ. ამას გარდა, დეტალურად გაიწერება ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დათვლილი ქულების მიხედვით მოხდება.დეპუტატებმა ამ საკითხსაც დაუჭირეს მხარი. სხდომას სათნოების სახლის დირექტორი ნუგზარ მახარაშვილიც ესწრებოდა.
სხდომის დასასრულ, დეპუტატებმა კენჭი უყარეს საკრებულოს თავმჯდომრის ლევან ბაღაშვილის უკრაინაში მივლინების საკითხს. როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უკრაინის ქალაქ ალექსანდროვსკას დაუმეგობრდა. ბაღაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინიდან მიიღეს მოწვევა, რის გამოც უახლოეს დღეებში დედოფლისწყაროს თვითმმართველობის წევრები დამეგობრებულ ქალაქში პირადად ჩავლენ. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ლევან ბაღაშვილის უკრაინაში მივლინების საკითხს.
სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლევან ბაღაშვილის მივლინების პერიოდში საკრებულოს თავმჯდომრის მოვალეობის შესრულება თავმჯდომრის მოადგილეს ზაზა ფიროსმანაშვილს დაეკისრება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/










ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.

სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы