9 ივლისს დილის 10:00 საათიდან ქალაქ დედოფლისწყაროს მობილური კლინიკა ეწვევა. მედიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს და სამედიცინო გამოკვლევებს პოლიკლინიკის ეზოში ჩაუტარებს. აქცია ბერძნული ფონდის "ჰიპოკრატესა" და საერთაშორისო ასოციაცია, "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის, ეგიდით მიმდინარეობს.
როგორც გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტმა ლალი მანგოშვილმა აცნობა, უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. აქციის ფარგლებში დედოფლისწყაროში 2 ავტო-კლინიკა ჩამოვა. მსურველებს წამყვანი სპეციალისტები მოემსახურებიან. ადგილზე იქნება ნევროპათოლოგი, გინეკოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, თვალის ექიმი, ექოსკოპია, კარდიოგრამა და სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა. რაც მთავარია, გამოკვლევები ჩაუტარდებათ უფასოდ და საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასოდ გადაეცემათ შესაბამისი მედიკამენტები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, 9 ივლისს დილიდან პოლიკლინიკის ეზოში მივიდეს და საჭირო პროცედურები ჩაიტაროს," - აცხადებს ლალი მანგოშვილი. /ქიზიყი/
* * *
აზერბაიჯანში თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთ კავშირად გაერთიანების იდეა გაახმოვანეს
აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირში გაერთიანების ინიციტივით, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი აჰმედ შირინოვი გამოდის. აჰმედ შირინოვი აღნიშნავს, რომ ამ იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეთავაზებული იქნეს თურქეთისათვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის კავშირის შექმნა, იგივე პრინციპების საფუძველზე, რა პრინციპებითაც ევროკავშირია შექმნილი ანუ შეიქმნას ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცე - ერთიანი ვალუტით და ერთიანი საბაჟო სივრცით საზღვრებზე შიდა კონტროლის გარეშე და ა.შ. რაც ასევე მოითხოვს ერთიანი პარლამენტის, მთავრობისა და სხვა საკოორდინაციო სისტემების შექმნას.
"აზერბაიჯანი ახლა ავითარებს თავის წარმოებას და ერთიანი ბაზრის არსებობა, ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ გაფართოებას", _ აცხადებს შირინოვი.
ხოლო რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთს, შირინოვის აზრით, ამ უკანასკნელისათვის ეს იქნება საშუალება, უპირველეს ყოვლისა, შექმნას ალტერნატიული კავშირი თავისი მონაწილეობით იმისათვის რათა კიდევ ერთხელ აჩვენოს ევროკავშირს, რომ თურქეთი არის საიმედო და ერთგული პარტნიორი თანამედროვე დაგეგმარებისა და განვითარების საკითხებში. "ეკონომიკური მოგება აქაც თვალსაჩინოა", _ აცხადებს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი და აღნიშნავს, რომ საქართველოზე კი უკვე საუბარიც ზედმეტია.
რაც სეეხება საქართველოს, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ"იგი საერთოდ, აზერბაიჯანისა და თურქეთის წყალობით არსებობს, ასე, რომ ჩემი აზრით იგი ამ ორ ქვეყანაზე მეტად მოიგებს".
მისივე აზრით, ახალ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა რეგიონის ყველა ქვეყანას ექნება. რა თქმა უნდა ეს ღია კავშირი იქნება და "იგი კიდეც უნდა იყოს ღია მათთვის, ვინც პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და ამ კავშირის სხვა წევრების ტერიტორიულ მთლიანობას".
Комментариев нет:
Отправить комментарий