среда, 31 августа 2011 г.

დედოფლისწყარო პროკურორის გარეშე დარჩა?...

უკვე მერამდენე დღეა დედოფლისწყაროში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს პროკურორი დავით დუღაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. „ქიზიყი“ ინფორმაციის დადასტურებას ამ დრომდე ვერ ახერხებდა, თუმცა ინფორმირებულმა წყარომ „ქიზიყს“ აცნობა, რომ დუღაშვილის მოვალეობის შემსრულებლად სიღნაღის პროკურატურის პროკურორი ვასილ შაიშმელაშვილი დაინიშნა. წყარომ ასეთი რამ გვიამბო:

„დღეს სიღნაღის პროკურატურაში ვიყავი წასული. მათ ვუთხარი, რომ დედოფლისწყაროდან ვიყავი ჩასული და რაღაც საკითხის გარკვევა მინდოდა. პროკურატურაში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მესაუბრებოდა, მან ამიხსნა, რომ დედოფლისწყაროში პროკურორი აღარ გვყავს, მის მოვალეობას ამჯერად მე ვასრულებო. მოგვიანებით ეს ბიჭი ვასილ შაიშმელაშვილად გამეცნო,“ – აცხადებს წყარო.

„ქიზიყმა“ თვითმხილველის ინფორმაციის შემდეგ დუღაშვილის გათავისუფლების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება სცადა. სიღნაღის პროკურატურის პროკურორის მოადგილე იოსებ გულოშვილი დუღაშვილის გათავისუფლების ფაქტს ოფიციალურად უარყოფს.
,,არა, ეს ინფორმაცია არასწორია. დუღაშვილი ისევ მუშაობს... დაიმშვიდეთ გულები“ – განაცხადა გულოშვილმა.

თავად დუღაშვილმა მისი გათავისუფლების ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო: ,,რა, არ შეიძლება რომ აღარ ვმუშაობდე?,“ – აღნიშნა დუღაშვილმა.

შსს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც დავით დუღაშვილის სამუშაო კაბინეტია განთავსებული, ადასტურებენ, რომ დუღაშვილი სამსახურში 1 კვირაა არ გამოჩენილა, თუმცა მისი გათავისუფლების თაობაზე არავინ საუბრობს.

ბოლო დროს დედოფლისწყაროში სულ 2 პროკურორი მუშაობდა. რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია დედოფლისწყაროს კიდევ ერთი პროკურორის გოჩა ჯანყარაშვილის გათავისუფლების თაობაზეც ვრცელდებოდა, რომელსაც ოფიციალურად არ ადასტურებდნენ, თუმცა მაშინ ჯანყარაშვილმა პროკურატურა მართლა დატოვა. დუღაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში დედოფლისწყარო ამჯერად პროკურორის გარეშე რჩება. /ქიზიყი/

вторник, 30 августа 2011 г.

დედოფლისწყაროში „აბრეშუმის გზაზე“ მდებარე სავაჭრო ცენტრი აღმოაჩინეს

დედოფლისწყაროში, უძველესი ქართული ქალაქი, „აბრეშუმის გზაზე“ მდებარე ცნობილი სავაჭრო ცენტრი ვარაზ-მანავარი აღმოჩენილია. ამას არქეოლოგების ერთი ნაწილი ამტკიცებს. ამ ციხე-ქალაქის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქართულ და არაბულ ისტორიულ წყაროებშია დაცული.
დღემდე მისი ადგილმდებარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. მე–7, მე-8 საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა.
ჯერჯერობით არქეოლოგები გადაჭრით ვერ ამბობენ, არის თუ არა კახეთში არმოჩენილი ნაქალაქარი ვარაზ-მანავარი, ამის საბოლოოდ დამტკიცება მხოლოდ გათხრების და ექსპერტიზის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, დედოფლისწყაროს რაიონში ივრის ზეგანზე 129 ძეგლი აღმოაჩინეს. დათვალიერებისას ირკვევა, რომ ქალაქს რამდენიმე საუკუნის წინ გარშემო დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი საცხოვრებელ სახლებთან ერთად ეკლესია და კოშკები იყო.
არქეოლოგიური გათხრები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაფინანსების არარსებობის გამო ამ დრომდე არ დაწყებულა.

„საინტერესო არის, მდინარე იორის მარცხენა სანაპიროზე, ზუსტად უშუალოდ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირდა ციხე-სიმაგრე, ნაქალაქარი ასე ვთქვათ. შემორჩენილია კოშკები, დანგრეული ეკლესი და როგორც ამ დროის სპეციალისტები ათარიღებენ აკრეფილი კერამიკის მიხედვით, ეს არის დაახლოებით VII-VIII საუკუნეები. მთელი ქალაქი დაახლოებით 12 ჰექტარზეა გადაჭიმული და ეს არის ძალიან დიდი დასახლება. ციხე-ქალაქი მთაზეა განლაგებული და როგორც კი გადაიხედავთ მთის იქით, იქით უკვე აზერბაიჯანია“, - განაცხადა არქეოლოგმა კოტე ფიცხელაურმა.

არქეოლოგიური გათხრები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაფინანსების არარსებობის გამო, ამ დრომდე არ დაწყებულა, თუმცა სპეციალისტების თქმით შესაძლებელია არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენების მომსწრენიც გავხდეთ. /ქიზიყი/

თვითმმართველობის ხელმძღვანელები ქედების ზონის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და ანგარიში ჩააბარეს

29 აგვისტოს 16:00 საათზე სოფელ ზემო ქედში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლითი სხდომა ჩატარდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი უძღვებოდა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდნენ სოფლების: ზემო ქედის, არხილოსკალოსა და ქვემო ქედის მოსახლეობას. ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა მათ 2010 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და 2011 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შედეგები წარუდგინა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნიკოლოზ შანშიაშვილთან, საკრებულოს თანამშრომლებთან და გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებთა პრობლემებს ადგილზე გაეცნო დედოფლისწყაროს გამგეობის სოციალური სამსახურის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ივანე ხელაშვილიც. შეხვედრას ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის ადგილობრივი მენეჯერიც ესწრებოდა.

„ჩვენ გავეცანით სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მოვისმინეთ მოსახლეობის აზრი პროექტის ეფექტურობის შესახებ და, აგრეთვე, იმ პრობლემების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომლებიც მოსახლეობისთვის კვლავ აქტუალურია“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წევრების სამივე სოფელში ვიზიტისას გაირკვა, რომ მოსახლეობას, დაახლოებით, იდენტური პრობლემები აწუხებს. სოფლების მოსახლეობა კვლავ წყლისა და გზის საკითხების მოგვარებას ითხოვს. ანალოგიური პრობლემები გამოიკვეთა სხვა სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრის დროსაც.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან კვლავ გაგრძელდება, რადგან ხალხთან დიალოგი პრობლემების გაცნობისა და მათი მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.
შეგახსენებთ, რომ ახალი მოწვევის საკრებულო გასვლით სხდომას უკვე მეორედ ატარებს. წინა სხდომა საკრებულომ სოფელ ოზაანში გამართა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით გასვლითი სხდომების ჩატარება აუცილებელია. მისი თქმით, ამგვარ ნაბიჯებს საკრებულო მომავალშიც გადადგამს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ლეიბორისტების დედოფლისწყაროს კოორდინატორის ვაჟი პრეზიდენტმა შეიწყალა

ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს კოორდინატორის ბესიკ ცისკარაულის ვაჟი გიორგი ცისკარაული პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ პატიმრობიდან 28 აგვისტოს გათავისუფლდა. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ცისკარაულმა საპყრობილე 8 თვით ადრე დატოვა.

ცისკარაული სასჯელს 2010 წლის 7 აპრილს სოფელ წითელწყაროში, მეგობრობის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიისთვის იხდიდა, რა დროსაც მამაკაცი გარდაიცვალა.
დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილის გადაწყვეტილებით, 1986 წელს დაბადებულ გიორგი ცისკარაულს 2 წლით, ხოლო 1987 წელს დაბადებულ ზაალ შანშიაშვილს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ შეფარდებული.

სოფელ წითელწყაროში, საპირისპიროდ მოძრავი სამი ავტომანქანის შეჯახების შედეგად სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები 52 წლის დიმიტრი გოგოჭური გარდაიცვალა. ასევე დაშავდა გარდაცვლილის მცირეწლოვანი ვაჟი 10 წლის ლაშა გოგოჭურიც, რომელმაც ბარძაყის ძვლის მოტეხილობები მიიღო.
ცისკარაულთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი მძღოლი ზაალ შანშიაშვილიც ასევე შეწყალების შედეგად რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. /ქიზიყი/

понедельник, 29 августа 2011 г.

სოფელ ფოროსმანში 6 წლის ბავშვზე სასამართლო დავა გრძელდება

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში მცხოვრები 6 წლის მაკა ასლანიძე სად გააგრძელებს ცხოვრებას ჯერ კიდევ სადავოა. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილებით, ბავშვი ამიერიდან დედას, ბათუმში მცხოვრებ მარიზა კირკიტაძეს მიეკუთვნა. თუმცა, საქმე იმაშია, რომ 1 წლის წინ დედამ საკუთარ შვილზე უარი თავად თქვა და სახლიდან წავიდა...
ერთ მშვენიერ დღეს, 29 წლის მარიზა კირკიტაძე გვიან ღამით სოფელ ფიროსმანში მდებარე მისი მეუღლის სახლიდან ისე გავიდა, თავისივე მძინარე გოგონა დაკეტილ სახლში უყურადღებოდ მიატოვა. მას შემდეგ 9 თვის მანძილზე დედა პატარა მაკას ბედით აღარ დაინტერესებულა. სასამართლო განხილვის საგანიც სწორედ ეს გახდა.

უყურადღებოდ მიტოვებულ მძინარე ბავშვს კი გვიან ღამით გამოეღვიძა და მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ სრულიად მარტო იყო - ისტერიკაში ჩავარდა... დედა სახლში აღარ იყო... ბავშვის ისტერიულმა წივილმა იმ ღამით მეზობლები გამოაღვიძა... ამ დროს მამამისი – გია ასლანიძე სახლში არ იყო, რადგან იგი თბილისში საკონტრაქტო ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მუშაობს.

დილით კი გაირკვა, რომ დედა აღარ დაბრუნდებოდა... ბავშვს უდედოდ მოუწევდა ცხოვრება. 5 წლის ასაკში მისდაუნებურად დედის გარეშე უნდა დაეძინა და გაეღვიძა. არც მის კვებაზე იზრუნებდა მშობელი დედა. უდედოდ გატარებული დღეები პატარა გოგონასთვის მძიმე იყო. რთული დღეები მის ფსიქიკაზე მნიშვნელოვან დაღად დარჩა. პატარა მაკას დღეს სიტყვა "დედის" გაგონებაც არ სურს...

მარიზა კირკიტაძე სასამართლო სხდომაზე არ მალავდა, რომ მცირეწლოვანი შვილი უყურადღებოდ მიატოვა და მეგობარ მამაკაცს გაჰყვა... თუმცა, კირკიტაძე იქვე იმასაც დასძენს, რომ საცხოვრებელი სახლის კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა... სასამართლო პროცესზე ისიც გაირკვა, რომ დედას შვილის ნათლობის ოქროს სამკაულები და სხვა ძვირფასეულობაც თან წაუღია.
როგორც "შირაქმა" გაარკვია, აჭარის შავიზღვისპირეთში, ხელვაჩაურის რაიონში საკუთარ ოჯახში დაბრუნებულმა დედამ მცირეწლოვანი შვილი მხოლოდ 9 თვის შემდეგ მოიკითხა. სოფელ ფიროსმანში მცხოვრები მეუღლე კი კირკიტაძეს შვილთან დალაპარაკების უფლებას არ აძლევდა. არსებული დავის განსახილველად მარიზა კირკიტაძემ თავდაპირველად ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვი დედას მიეკუთვნა.

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ამ დღიდან პატარა გოგონა საცხოვრებლად აჭარაში, დედის ოჯახში საცხოვრებლად უნდა გადასულიყო, თუმცა ბავშვმა დედა იუცხოვა და მასთან წასვლა არ ისურვა. (!)
როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატმა პაატა ბერიძემ გაზეთ "შირაქს" განუცხადა, იმის გამო, რომ ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დედას ბავშვის დაბრუნების საშუალება არ მიეცა, მათ გადაწყვიტეს ამჯერად დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოსთვის მიემართათ.
,,დედა ცუდად მექცეოდა... ხშირად მცემდა ხოლმე და მატირებდა, საჭმელსაც არ მაჭმევდა. არ მიყვარს დედა,” – ამბობდა პატარა მაკა. ანალოგიური შინაარსის იყო ბავშვის ფსიქოლოგის განმარტებაც, სადაც ხაზგასმულია, რომ ბავშვს საკუთარმა დედამ დიდი სტრესი მიაყენა. მშობელი დედის კრიტიკას მოიცავდა ფსიქოლოგის შეფასებაც. ფსიქოლოგი ბავშვის ფსიქიკის სისუსტეზე ამახვილებდა ყურადღებას და მშობლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კირკიტაძე-ასლანიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 23 აგვისტოს გამოაცხადა. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილების თანახმად ბავშვი აღსაზრდელად კვლავაც დედას მიეკუთვნა.
სასამართლო პროცესს დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელიც ესწრებოდა. სოციალური მუშაკი ირმა გონაშვილიც იმ მოსაზრებას ეთანხმებოდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი სწორედ დედასთან გაზრდილიყო.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, როგორც გაზეთ "შირაქს" ასლანიძეებმა და მათმა ადვოკატმა განუცხადეს, ბავშვი ამ დრომდე კვლავაც დედოფლისწყაროში რჩება. ის სოფელ ფიროსმანში ბებიასა და მამიდებთან ერთად იზრდება. ასლანიძეები ირწმუნებიან, რომ თუნდაც ნება დართონ ბავშვს დედასთან ცხოვრება არც ამ შემთხვევაში არ სურს.
`ბავშვს დედა არ უნდა და სპეცრაზმით ხომ არ წაიყვანენ?... ვაპირებთ, ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივროთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დედას, რომელიც შვილს უპატრონოდ მიატოვებს და შემდეგ 9 თვის მანძილზე ერთხელაც არ დაინტერესდება მისი მდგომარეობით, აუცილებლად უნდა ჩამოერთვას დედობის უფლება. თანაც გასათვალისწინებელია, რომ მან ბავშვის სამკაულებიც თან წაიღო. მოსამართლე დედის არგუმენტებით და მისი პოზიციით უკმაყოფილო ჩანდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სოციალურმა მუშაკმა განაცხადა, რომ დედას მიაკუთვნეთო და ასეთი გადაწყვეტილება დადგა. სასამართლოს პოზიცია გასაგებია, მაგრამ აქ სხვა გარემოებებიც გასათვალისწინებელია. ამ ქალბატონს ბავშვის მიმართ დედობრივი სიყვარული არ გააჩნია, არც შესაბამის მზრუნველობას იჩენდა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ. სასამართლო პროცესზეც მუდმივად იცინოდა, მაშინ, როცა საკმაოდ სერიოზულ საკითხზე მიდის დავა. მათი თანაცხოვრება ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ თავად ბავშვი ვერ ეგუება დედას და არც ეს უკანასკნელი ცდილობს ურთიერთობის დათბობას," - აცხადებს მოპასუხე მხარის ადვოკატი ვასილ უნაფქოშვილი და მოსამართლე შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. ადვოკატს იმედი აქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დედას, რომელსაც საკუთარი შვილი ასე გაწირა, დედობის უფლებას ოფიციალურად ჩამოართმევენ.
თავის მხრივ, დანებებას, ფარხმალის დაყრას და ბედთან შეგუებას არც კირკიტაძის ოჯახი და მათი ადვოკატი აპირებს. ისინი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოლოდინში არიან და ბავშვის დედოფლისწყაროდან აჭარაში წაყვანას აპირებენ. რამდენად მოახერხებენ ამას, ან რას გადაწყვეტს თავად პატარა მაკა, ეს სულ მალე გაირკვევა. გაზეთ "შირაქის“ რედაქცია კი მოვლენათა განვითარებას კვლავაც აქტიურად მიადევნებს თვალყურს.
ილია მარტყოფლიშვილი
გაზეთი "შირაქი"

* * *

ვეტ–სამსახურში არ იციან სად წავიდა ჯილეხით დაავადებული ხორცი

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი რეალიზაციიდან ჯილეხით დაავადებული ხორცის დაუყოვნებლივ ამოღებას ითხოვს.
„რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში საქონლის დამუშავების პროცესში 39 წლის მამაკაცი ჯილეხით დაავადდა. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, თუმცა არის მეორე და მთავარი საკითხი - სად მოხდა ხორცის რეალიზება? ვეტერინარიის სამსახურის სპეციალისტი ეთერ იაკობიშვილი აცხადებს, რომ ამ ფაქტის შესახებ არაფერი სმენია. დღემდე ვერ დადგინდა ამ მამაკაცის ვინაობა და ასევე ისიც, ვის ეკუთვნოდა დაავადებული ძროხა. მოსახლეობა შეშინებული და დაუცველია. მოვითხოვთ, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყონ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამ მოთხოვნით, გურაშვილმა დედოფლისწყაროს რაიონულ პოლიციაში სპეციალური განცხადებაც შეიტანა და დაავადებული ხორცის მარშრუტის დადგენა მოითხოვა. მომხდარზე გამოძიება სწორედ ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. თუმცა, ამ დრომდე ხორცის კვალს კვლავაც ვერავინ მიაკვლია. /ქიზიყი/

მაწანწალა ძაღლები დახოცეს

ქალაქ დედოფლისწყაროში მაწანწალა ძაღლები მასობრივად დახოცეს. ცხოველების ლიკვიდაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ცოფის საფრთხეზე ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა და 34 დაკაწრულ ადამიანს ცოფის საწინააღმდეგო აცრები მასობრივად ჩაუტარდა.

დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის შპს „სერვისი 2007“–ის უფროსი ილია ტალიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ მათმა სამსახურმა ლიკვიდირებული ცხოველებისგან ქალაქის ქუჩები მართლაც გაწმინდა, თუმცა ტალიაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტულად ვინ გაანადგურა ცხოველი, მისთვის ამის თაობაზე ცნობილი არ არის.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი აცხადებს, რომ მაწანწალა ძაღლების განადგურების დავალება ადგილობრივ თვითმმართველობას არ გაუცია. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა არ ფლობს ინფორმაციას, კონკრეტულად ვინ დახოცა ცხოველი:

,,შესაძლოა, კერძო პირებმა მოახდინეს ქალაქში მაწანწალა ძაღლების ლიკვიდაცია. ალბათ, მოსახლეობა დაიღალა და ვინმემ გადაწყვიტა თავად დაეხოცა ისინი... თორემ, ამის თაობაზე დავალებას მუნიციპალიტეტი ვერანაირად ვერ გასცემდა,“ – აცხადებს ალუღიშვილი.

ორიოდ დღის წინ ცხოველის მიერ დაკაწრული ბავშვები და მათთან უშუალო კონტაქტში მყოფი 34 ადამიანი დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულმა ცენტრმა მასობრივად აცრა, ისინი ამბულატორიულ მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობენ. თბილისში გამოსაკვლევად გაგზავნილ მკვდარ ცხოველს კი ცოფი ლაბორატორიულად დაუდგინდა.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, მიმდინარე წელს ჯანდაცვის ცენტრს 209 დაკბენილ–დადორბლილ–დაკაწრულმა პირმა მიაკითხა, რომელთაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. თუმცა, ალადაშვილი იქვე იმასაც დასძენს, რომ დედოფლისწყაროში ამ დრომდე იმუნოგლობულინის ვაქცინა არ შემოუტანიათ. /ქიზიყი/

* * *

სამთაწყაროს მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობა ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. 15-მდე ოჯახს ამდენივე ჰექტარი მსხმოიარე ვენახი რამდენიმე დღის წინ დაეწვა. სამთაწყაროელები ამბობენ, რომ მთელი წლის სარჩოს გარეშე დარჩნენ და ხელისუფლებამ ზარალის ნახევარი მაინც უნდა აუნაზღაუროს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ემზარ ჯანაშვილის განცხადებით, კი მათი დახმარება იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ მოსავალი დაზღვეული ექნებოდათ.
სამთაწყაროს მოსახლეობა ეჭვობს, რომ მათ რამდენიმე დღის წინ ვენახები შეგნებულად დაუწვეს. ადგილობრივი რეზო ანანიძე ამბობს, რომ სოფელში 200 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაციების გაშენება იგეგმება. არადა აღნიშნული ტერიტორიების ნაწილი მოსახლეობის საკუთრებაა, ხოლო ნაწილი საძოვრებია.

ანანიძის თქმით, მათ საკუთრებაში არსებული მიწების გაყიდვა შესთავაზე, თუმცა მოსახლეობა უარს ამბობს. ამიტომ მას ეეჭვება, რომ უარის შემდეგ 15 ჰექტარამდე მსხმოიარე ვენახე შემთხვევით დაიწვა. /ჰერეთი, მედიანიუსი/

воскресенье, 28 августа 2011 г.

ჯილეხით დაავადებული ხორცი დედოფლისწყაროს სავაჭრო დახლებზეა?!

"ქიზიყის" საგამოძიებო ჯგუფმა ამ დრომდე ვერ დაადგინა, სად წავიდა ჯილეხით დაავადებული ძროხის ხორცი და ხომ არ მოხვდა ის დედოფლისწყაროს აგრარულ ბაზარში, ან რაიონის სხვა სარეალიზაციო პუნქტებში. მედიკოსების განცხადებით, თუკი ციმბირის წყლულით დაავადებული საქონლის ხორცს საკვებად გამოვიყენებთ, ამას სასიკვდილო შედეგები მოჰყვება, რადგან ჯილეხის ბაქტერია არათუ მოხარშვის დროს, საუკუნის მანძილზე ცოცხლობს და არც 100 გრადუსზე დუღებისას კვდება... არადა, 25 აგვისტოს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დედოფლისწყაროში სარეალიზაციოდ დაკლულ ძროხას ჯილეხი დაუდგინდა, მისი გატყავების შედეგად კი 1 ადამიანი დაავადდა.
დედოფლისწყაროს რაიონში ჯილეხის გავრცელების რამდენიმე კერა გამოვლინდა. ბოლო თვეების მანძილზე უკვე მერამდენე ადამიანი ჯილეხის კანის ფორმით სამკურნალოდ დედოფლისწყაროდან თბილისში გადაიყვანეს. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა 25 აგვისტოსაც, რა დროსაც 39 წლის მამაკაცს პირუტყვის გატყავების შემდეგ ციმბირის წყლულის კანის ფორმა გამოუვლინდა. პაციენტი ამ დროისთვის თბილისში განაგრძობს მკურნალობას.
ყველაზე საგანგაშო კი ის გახლავთ, რომ ამ დრომდე უცნობია, სად წაიღეს ის ხორცი, რითიც ეს მამაკაცი დაავადდა. ცნობილია, რომ ჯილეხის კანის ფორმა დაავადების გაცილებით იოლი ფორმაა, განსაკუთებით სახიფათოა თუკი ადამიანი ჯილეხით დაავადებულ ხორცს საკვებად მიიღებს, ასეთ დროს დაავადების შინაგანი ფორმა ვითარდება და ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.
ეჭვს, რომ ჯილეხით დაავადებული პირუტყვის ხორცი მართლაც დედოფლისწყაროს სავაჭრო დახლებზე შეიძლება აღმოჩენილიყო ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ ამის შესახებ თავიდან არაფერი იყო ცნობილი და ძროხის გამტყავებელ მამაკაცს სიმპტომები რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა. დედოფლისწყაროელების დიდი ნაწილი კი ვარაუდობს, რომ ამ რამდენიმე დღის მანძილზე მეპატრონე დაავადებული ხორცის რეალიზაციას აუცილებლად მოახდენდა. მისი საკვებად მიღება კი სასიკვდილო შედეგებს მოიტანს.
რამდენიმე დღის წინ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი დავით ვეშაგურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ვერიკო გულუამ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში გათავისუფლების მიზეზები არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ვეშაგურიძეს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. გავრცელებული ვერსიების თანახმად კი, ვეშაგურიძე სწორედ დედოფლისწყაროში ჯილეხის სკანდალს შეეწირა. მისი გათავისუფლების შემდეგ კი დედოფლისწყაროში ამ დრომდე ვერ მივაკვლიეთ ადამიანს, რომელიც ვეტერინარიის სამსახურში ამ პირუტყვის დაავადებული ხორცის მარშრუტით დაინტერესდებოდა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაავადებული ხორცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონულ სამმართველოში განცხადება შეიტანა და ფაქტზე რეაგირება მოითხოვა. შეტყობინების საფუძველზე მომხდარზე პოლიციამ მოკვლევა დაიწყო, თუმცა, დაავადებული ხორცის ბედი ამ დრომდე ვერც პოლიციამ დაადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯილეხით დაავადებული საქონლის დაკვლის ფაქტი ცენტრალური ტელე და რადიო საშუალებებითაც გაშუქდა და ყველა სახის მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა, ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი არავინ დაინტერესებულა ყველაზე მთავარით - სად წავიდა დაკლული საქონლის ხორცი და ხომ არ მიიღო ის საკვებად მოსახლეობამ. /ქიზიყი/

четверг, 25 августа 2011 г.

სამთაწყაროში 15 ჰექტარი ვენახი დაიწვა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში 15 ჰექტარი მსხმოიარე ვენახი დაიწვა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დაინტერესებულმა პირებმა ვენახებს ცეცხლი შეგნებულად წაუკიდეს.
„ყველაფერი გადაიწვა. ცარიელი მავთულები და სარები დარჩა. მოვითხოვეთ, რომ გაერკვიათ, ცეცხლი საიდან გაჩნდა, მაგრამ ჯერ ვერ დაადგინეს. ვეჭვობთ, რომ შესაძლებელია ვენახები შეგნებულად გადაწვეს. დიდი ხანია დაინტერესებული პირები დადიან და ამ ადგილების ყიდვა უნდათ. ვენახები რომ გვქონდა, არ ვყიდდით, ახლა იძულებულები გავხდებით, გავყიდოთ. აბა, აქ ახალ ვენახს ვეღარ ავაშენებთ, სარწყავ წყალს არ გვაძლევენ“, - აღნიშნეს სამთაწყაროს მაცხოვრებლებმა.
დედოფლისწყაროს პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.
* * *
დედოფლისწყაროში ჯილეხით 39 წლის მამაკაცი დაავადდა

ინფექციურ საავადმყოფოში ჯილეხის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. დაავადებული 39 წლის მამაკაცია. ის თბილისში დედოფლისწყაროდან გადაიყვანეს.
პაციენტს სხეულზე გამონაყარი რამდენიმე დღის წინ გაუჩნდა, რასაც დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებიც ახლდა.
მამაკაცი მიზეზად მსხვილფეხა პირუტყვს ასახელებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაკლა. ეს ფაქტი წელს ჯილეხით დაავადების მე-10 შემთხვევაა.

среда, 24 августа 2011 г.

უკვე მერვე დღეა 2 პაციენტი ცოფის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებას უფულობის გამო ვერ ახერხებს

დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მცხოვრები ცოფის რისკის ქვეშ მყოფი 2 პაციენტი უკვე მერვე დღეა მკურნალობის დაწყებას ვერ ახერხებს. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, მიზეზი შესაბამისი ფინანსების არარსებობაა. ამის შესახებ ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ლალი ალადაშვილმა აცნობა.

ეპიდემიოლოგის განმარტებით, კატასთან, რომელსაც ცოფი დაუდგინდა უშუალო შეხება კიდევ 2 პაციენტს ჰქონდა, თუმცა ფინანსური სახსრების არარსებობის გამო ისინი ამ დრომდე მკურნალობის კურსის დაწყებას ვერ ახერხებენ.
„ქალაქ დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე მცხოვრებ 2 პაციენტს, სუხიტაშვილსა და მარტყოფლიშვილს უშუალო შეხება ჰქონდათ კატასთან. ერთმა ეს კატა ხელში აიყვანა და საკუთარი ეზოდან გარეთ ქუჩაში მოისროლა, ხოლო მეორე ქალბატონმა კატა კალთაში ჩაისვა და ეფერებოდა. ამ ორი ადამიანის შემთხვევაში ცოფის გავრცელების რისკი არსებობს, რადგანაც მათ უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ცხოველთან. უკვე მერამდენე დღეა ისინი აცრების ჩატარებას ვერ ახერხებენ. როგორც გავარკვიე ამის მიზეზი უფულობაა. ეს ის შემთხვევაა, როცა მათ მეზობლად მცხოვრებ პოპიაშვილების ოჯახში კატამ მცირეწლოვანი ბავშვი დაკაწრა და შემდეგ ცხოველი მკვდარი ნახეს. ამავე კატასთან ჰქონდა შეხება ამ ორ ადამიანსაც,“ – აცხადებს ალადაშვილი.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრში „ქიზიყს“ განუცხადეს, მომხდარის შესახებ მათ საქმის კურსში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ჩააყენეს. ალადაშვილი ირწმუნება, რომ გამგეობამ ამ 2 პაციენტის მკურნალობის თანხების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
„გამგეობაში უკვე ვიყავი და შევთანხმდით, რომ ამ ორ პაციენტს მკურნალობის თანხას მუნიციპალიტეტი ჩაურიცხავს. სავარაუდოდ, მათ უახლოეს მომავალში აცრები ჩაუტარდებათ,“ – აცხადებს ლალი ალადაშვილი.
ეპიდემიოლოგი დედოფლისწყაროელებს მოიწოდებს, ცხოველების მხრიდან დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჯანდაცვის ცენტრს მიმართონ და აცრები ჩაიტარონ. /ქიზიყი/


პოლიციის ახალი შენობა პროტესტის მიუხედავად დასასრულს უახლოვდება

ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რაიონული სამმართველოსთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების გამჭვირვალე შენობის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. როგორც შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონულ სამმართველოში აცხადებენ, მშენებლობა გეგმის მიხედვით და ვადების დაცვით მიმდინარეობს.
გაზეთ "ქიზიყის” ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალი ოფისის გახსნის ცერემონია სავარაუდოდ, 5 სექტემბრისთვის იგეგმება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პოლიციის შენობის ეზოსა და მიმდებარე სკვერის მოსაწყობად თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა. შესაბამის ცვლილებას დეპუტატებმა რამდენიმე თვის წინ ერთხმად დაუჭირეს მხარი.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა განაცხადა, მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაზე მუნიციპალიტეტი თავად იზრუნებს:
,,ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის განკუთვნილ თანხას 140 000 ლარი ჩამოეჭრა. ეს თანხა რაზე დაიხარჯებოდა კონკრეტულად გაწერილი არ იყო. ახლა, როცა ჩვენს ქალაქს სულ მალე ახალი, პოლიციის გამჭვირვალე შენობა შეემატება, გადავწყვიტეთ, რომ მისი ეზო და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყოს. ამ მიზნით გამოვყავით ეს თანხა, თუმცა ეს თანხაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

ცნობისთვის, გასული წლის 30 ივლისს არხილოსკალოს პოლიციის შენობის ასაგებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 000 გამოიყო. ამას გარდა, იმავდროულად პოლიციისთვის ავტომანქანის შესაძენად დამატებითი თანხა გადაირიცხა. ეს კი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაღიზიანების მიზეზი გახდა. მათი მტკიცებით, დაუშვებელია ისეთი უწყებების რაიონული ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომლებიც ცენტრალურ დაფინანსებაზე იმყოფებიან.

სამშენებლო სამუშაოები დედოფლისწყაროში უკვე მერამდენე თვეა მიმდინარეობს და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს. შენობის ასაგებად დედოფლისწყაროში მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მასობრივად გაიჩეხა, რაც ადგილობრივების აღშფოთების მიზეზი გახდა.
შეგახსენებთ, ერთი წლის წინ გამჭვირვალე თანამედროვე სტანდარტების შენობა დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ არხილოსკალოშიც გაიხსნა. ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი

ბენაშვილს წყალი ცენტრალურ მილზე აქვს მიერთებული, მასთან 24 საათი მოჩხრიალებს და ეზო ედემის ბაღს დაამსგავსა

ყოფილი თანამშრომლების შემდეგ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის–ცენტრის მენეჯერს გიორგი ბენაშვილს ამჯერად სოფელ მაჩხაანის მაცხოვრებლები უპირისპირდებიან. თანასოფლელები ბენაშვილს პირადი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.
როგორც სოფელ მაჩხაანის მაცხოვრებლები ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მაშინ როცა მოსახლეობა ცხელ ზაფხულში უწყლოდ იხრჩობა, წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივი მენეჯერის ეზოში წყალი 24 საათიანი გრაფიკით მოდის და იქ წყლის მიწოდება არასოდეს წყდება.

,,რადგან ბენაშვილი სამსახურის უფროსია წყალი საკუთარ ეზოში ცენტრალური მილიდან განსხვავებულად შეიყვანა და მასთან მუდმივად მოჩხრიალებს წყალი... სოფელი მაჩხაანი სულ გადამხმარია და გია ბენაშვილმა კი საკუთარ ეზოში ედემის ბაღი გაიშენა. ჩვენ კი ვიხოცებით უწყლოდ... 21–ე საუკუნეში წყალიც რომ სანატრელი გვექნება ესაა ცხოვრება?... სხვებს უკრძალავენ და ცინიკურ განცხადებებს აკეთებენ და თავად ბენაშვილი მუდმივად ეზოს რწყავს. ფარნა მაყაშვილიც და გია ბენაშვილიც გაზეთებით ხალხს მუდმივად გვემუქრებიან, რომ წყალი მხოლოდ სასმელად გამოვიყენოთ. თავად კი საწინააღმდეგოს აკეთებენ. გადარჩევა და ჩაგვრა რომ ხდება გულსატკენი ეს არის. სრული განუკითხაობა და ხალხის მასხრად აგდებაა, ასე მოქცევაც აღარ შეიძლება, სინდისი აღარ არსებობს?...,“ – აღშფოთებას ვერ ფარავენ სოფელ ზემო მაჩხაანის მცხოვრებნი.

მოსახლეობა არათანაბარ პირობებში ყოფნას აპროტესტებს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და კომპანიის პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი ზომების მიღებისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ადგილობრივების აღშფოთებას ის ფაქტიც იწვევს, რომ ნათესავების დასაქმების გარდა ბენაშვილი საკუთარ კომფორტზე მოსახლეობის ჩაგვრის ხარჯზე ზრუნავს.

ბენაშვილის მისამართით გამოთქმულ მოსახლეობის ბრალდებებთან დაკავშირებით "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" კახეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი ფარნა მაყაშვილი ამბობს, რომ საკითხით აუცილებლად დაინტერესებდა და დეტალებს შეისწავლის. მაყაშვილი ვითარების გარკვევას უახლოეს დღეებში გეგმავს. /ქიზიყი/

вторник, 23 августа 2011 г.

ანსამბლ „შირაქის“ მოცეკვავეებმა საფრანგეთში გასტროლები დაასრულეს

დედოფლისწყაროს ქორეოგრაფიული ანსამბლ „შირაქის“ მოცეკვავეები პარიზის გასტროლებიდან დაბრუნდნენ. როგორც ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ ანსამბლიდან აცნობეს, საფრანგეთში 13 მოცეკვავე იმყოფებოდა.

კონცერტები გაიმართა ქალაქებში: ნევერში, კონ–სურ–ლუარში, ვარენ ვირელში, სანსერში, ბურგუნდიის რეგიონის სხვა ქალაქებსა და ცენტრში. მათ რეპერტუარში წარმოდგენილი იყო ცეკვები: „აჭარული“, „ხორუმი“, „სვანური“, „ფარიკაობა“, „მთიულური“ და „დავლური“.

,,მათ გამოსვლებს დიდი წარმატებები ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგული პრესა აღფრთოვანებით წერდა მათ გამოსვლებზე. ფესტივალის დახურვაზე მისმა თავმჯდომარე იანა პროსპერინმა დედოფლისწყაროს ქორეოგრაფიულ ანსამბლი „შირაქი“ ქებით მოიხსენია და ყველა მოცეკვავე სიგელით დააჯილდოვა. ბოლო სამი დღე ჩვენს მოცეკვავეებს პარიზის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალებაც მიეცათ. დედოფლისწყაროში ჩამოსულებს კი საზეიმო დახვედრა მოუწყეს მშობლებმა და რაიონის ხელოვნების სფეროს მოღვაწეებმა,“ – აცხადებენ მოცეკვავეების მშობლები.

დედოფლისწყაროელმა მოცეკვავეებმა სპეციალური მოწვევა საფრანგეთის ქალაქ ტულონიდან „ხელოვნების მე–7 ფესტივალის“ საორგანიზაციო კომიტეტიდან მიიღეს.

შეგახსენებთ, აპრილში თბილისში ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების რესპუბლიკური ფესტივალი გაიმართა. ფოლკლორულმა ჯგუფმა „შავლეგომ“ ყურადღება სწორედ დედოფლისწყაროს ქორეოგრაფიულ სტუდია „შირაქის“ მოცეკვავეებზე შეაჩერა. მოგვიანებით ისინი ჯემალ ადამაშვილის ხელმძღვანელობით დედოფლისწყაროსაც ეწვივნენ, საიუბილეო კონცერტს დაესწრნენ და საფრანგეთში გასამგზავრებლად 13 მოცეკვავე შეარჩიეს. გასტროლებზე იმყოფებოდნენ: ლიკა გიგოლაშვილი, ანასტასია ყოჩიაშვილი, ერეკლე ჩერქეზიშვილი, თორნიკე ოზბეთელაშვილი, ლუკა ქისტაური, ალეკო ობოლაშვილი, გურამ გოგილაშვილი, მერაბ ფიროსმანაშვილი, გიორგი გურაშვილი, პაატა კიკილაშვილი, კოტე ლოლაშვილი, გიორგი თურქესტანიშვილი და თეონა გაბრიელაშვილი.

დედოფლისწყაროს ქორეოგრაფიული ანსამბლი „შირაქი“, ალექსი გაბრიელაშვილის ხელმძღვანელობით, არსებობის ხუთი წლის ისტორიას ითვლის, რომლის სახელსაც არაერთი წარმატება უკავშირდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება პრესაში>>

понедельник, 22 августа 2011 г.

დედოფლისწყაროში პურის საწარმო დაიწვა

EXCLUSIVE -ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ინდმეწარმე ზურაბ ჭიღიტაშვილის კუთვნილი პურის საცხობი თონე დაიწვა. ამის შესახებ ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“თვითმხილველებმა აცნობეს. ცეცხლის ალი შენობაში სწორედ მეზობლად მაცხოვრებლებმა შენიშნეს, რომლებიც ხანძრის ძლიერმა ხმამ გამოაღვიძა.
როგორც რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლები ყვებიან, პურის საწარმოს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის სახურავზე სწრაფად გავრცელდა.

შემთხვევის ადგილზე დედოფლისწყაროს მინიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. შენობის დიდი ნაწილი ხანძრის შედეგად უკვე განადგურებულია.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, იმის გამო, რომ ხანძარი საწარმოში არასამუშაო საათებში გაჩნდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. /ქიზიყი/

воскресенье, 21 августа 2011 г.

ყოფილი თანამშრომლები წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელს უპირისპირდებიან

წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან გათავისუფლებული ათამდე ადამიანი გერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერს გიორგი ბენაშვილს უპირისპირდება და ახლობლების დასაქმებაში ადანაშაულებს.
უკიდურესად გაჭირვებული 7 შვილის მამა ელგუჯა ჯორკოშვილი ერთ-ერთია, რომელიც სამსახურიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი მრავალშვილიანი მამა "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ბენაშვილმა განცხადების დაწერა აიძულა. გათავისუფლებული მუშები ხაზს უსვამენ, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა მამუკა გურაშვილმა და ირაკლი ხოსროშვილმა წყალმომარაგების კომპანიაში ახლახან სერიოზული პოზიციები დაიკავეს.
მითქმა-მოთქმა არ ცხრება იმის თაობაზეც, რომ გიორგი ბენაშვილმა სამსახურში ახლობლების გარდა, საკუთარი ნათესავებიც დაასაქმა. ბუღალტრად დაინიშნა მაია ბენაშვილი, ხოლო ინკასატორად ასევე მისი ნათესავი - დალი სამადაშვილი. პირადი ინტერესებით დაკომპლექტდა ასევე, ტექ-პერსონალი და მუშები.
,,მუშად ვიყავით გაფორმებული და ყოველთვიურად 140 ლარს ვიღებდით. საოჯახო საქმეებს გადავდებდი-ხოლმე და ყოველთვის იქ მივდიოდი, რომ მოვალეობები პირნათლად შემესრულებინა. იმიტომ გაგვათავისუფლეს, რომ მერე თავისი ახლობლები და მეგობრები დაესაქმებინათ. ჩვენ გამოგვყარეს და სულ თავისი ხალხი ჩასვეს... ჩვენ კი ოჯახები ლუკმა-პურის გარეშე დაგვიტოვეს და ამხელა ცოდვა წამოიკიდეს," - აცხადებენ გათავისუფლებული თანამშრომლები და გიორგი ბენაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.
დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში არსებულ განუკითხაობასა და ქაოტურ ვითარებაზე, ყოფილი თანამშრომლების გარდა, ადგილობრივი ოპოზიციაც ღიად საუბრობს. გიორგი ბენაშვილს არაკომპეტენტურობასა და კადრების პირადი ინტერესებით დასაქმებაში მოძრაობა "თავისუფალი საქართველო"-ც ადანაშაულებს:
,,ორიოდ წლის წინ დედოფლისწყაროს საგადასახადო სამსახურის უფროსს ირაკლი ხოსროშვილს თანამდებობა სკანდალურად დაატოვებინეს. იმხანად თბილისში და კახეთში გამომავალი გაზეთები პირდაპირ მიუთითებდნენ და წერდნენ, რომ ხოსროშვილის სავარძელი მაშინ ნარკოტიკებს შეეწირა. ამ ფონზე, ხოსროშვილი ახლახან წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ სერვის-ცენტრში შემოსავლების სამსახურის უფროსად დანიშნეს... დაუშვებელია, ასეთი რამ ხდებოდეს. ვაპროტესტებთ იმას, რომ ასეთი პრეცენდენტი კიდევ ხდება. მოვითხოვთ, კახეთის გუბერნია დაინტერესდეს ამ საკითხით და წყალმომარაგების კომპანიაში დასაქმებული კადრები ოდნავ მაინც ერკვეოდნენ მათ მოვალეობებში. გუბერნატორი ასეთ საკითხებს უნდა აკონტროლებდეს... აშკარაა, რომ სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები არიან დასაქმებულნი. მათ შორის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის უფროსი გიორგი ბენაშვილიც ვერ ერკვევა ამ საპასუხისმგებლო საქმეში. ბენაშვილს უშიშროების სკოლა აქვს დამთავრებული და დაუშვებლად მიმაჩნია, ასეთი კადრი ამ კომპანიას ხელმძღვანელობდეს. იმიტომაც არის ამ ორგანიზაციაში ძალზე ქაოტური ვითარება და უარყოფითი შედეგებიც სახეზე გვაქვს. სწორედ ამიტომ ჩავარდა დედოფლისწყაროს წყლით მომარაგების 24 საათიანი გრაფიკი," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველო"-ს დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი.
შეგახსენებთ, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დედოფლისწყაროს სერვისცენტრის მენეჯერი გიორგი ბენაშვილი, მანამდე სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოსტს იკავებდა. ის კუდ-ის ადგილობრივი წარმომადგენლის სოსო ბენაშვილის ბიძაშვილია. კომპანიის ხელმძღვანელობას გიორგი ბენაშვილი ამ პოსტზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ წარუდგინა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

სოფლის რწმუნებულს ოზაანშიც ემდურიან და ოჯახის წევრების დასაქმებაში ადანაშაულებენ

სოფელ ოზაანის მოსახლეობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს სოსო თევზაძეს ღიად უპირისპირდება. "ქიზიყმა" ადგილობრივებისგან არაერთი კონკრეტული ბრალდება მოისმინა, რომელზეც მოგვიანებით, თავად რწმუნებულის პოზიციითაც დავინტერესდით.

,,რწმუნებულს რა თქმა უნდა, ვემდურებით... არაფრის გამკეთებელია... ნებისმიერ საკითხზე, რაზეც მოსახლეობა მასთან მიდის, ყოველთვის ასე ამბობს, ჩემი საქმე არ არისო, თუ არაფერს ეკითხებიან ხელფასს რაში უხდიან, ეგ მაინც აგვიხსნან ამ მშიერ ხალხს," - აცხადებს ადგილობრივი თურმან კოხტაშვილი.

,,წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები რომ მიმდინარეობდა რწმუნებულმა და მისმა თანამშრომლებმა თავისი შვილები ამ პროექტში დაასაქმეს, რომ ეს ფულიც მათ ოჯახებში შესულიყო და გლეხებს არ მოხმარებოდა. ელექტრო ბოძებზე რწმუნებული თვითონ ადიოდა და სამუშაოები თვითონ შეასრულა, რომ მუშისთვის განკუთვნილი ხელფასიც თვითონ ჩაეჯიბა... მის შვილებს რომ არაფერი მოაკლდეს ყველაფერს ცდილობს, ხალხის ბედი კი საერთოდ არ აინტერესებს... ესაა მოსახლეობაზე მზრუნველი რწმუნებული? ასეთი უნდა იყოს სააკაშვილის ხელისუფლების წევრი?... ასე, ღვთის ანაბარა ვართ მიტოვებულები," - აღშფოთებას ვერ ფარავს მოსახლეობა.

,,სოფელს ნაგავსაყრელიც არ გააჩნია, ზაფხული მოვიდა და სოფელში არსებული ანტისანიტარია უფრო სახიფათო გახდა, რწმუნებული კი არაფერს ფიქრობს. ეს პრობლემა მოუგვარებელია. სკოლასთან მისასვლელი გზა ძალიან დაზიანებულია. იმხელა გუბეები დგას, ბავშვები სკოლაში მისვლას ვერ ახერხებენ და სულ ლაფში ამოსვრილები დადიან. საძოვრებიც კი შეღობილი აქვთ და მოსახლეობას საქონელი საბალახოდ ვერსად გაჰყავს," - აღნიშნავს ოზაანის მკვიდრი ვალიკო მეხრიშვილი.

"ქიზიყმა" მოსახლეობის ბრალდებები რწმუნებულს, სოსო თევზაძეს გააცნო. ოზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შვილების დასაქმებას უარყოფს: ,,არა, არა... ასეთი ფაქტი არ ყოფილა. არც ჩემი შვილები დასაქმებულან და არც ჩემს თანამშრომლებს დაუსაქმებიათ მათი შვილები. ზუსტად აღარ მახსოვს ვინ დასაქმდა, მაგრამ სოფლის მაცხოვრებლები მუშაობდნენ," - განმარტავს რწმუნებული.
წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეებიდან რწმუნებულმა მხოლოდ ერთადერთი გვარი დაასახელა და ის გოჩა ყაჭაშვილი გახლდათ. ცნობილია, რომ ყაჭაშვილი რწმუნებულის მეგობარია. "ქიზიყის" ინფორმაციით, გოჩა ყაჭაშვილი თევზაძის დანიშვნამდე სოფლის რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

წმიდა სინოდმა დედოფლისწყაროს ეპარქიას ისტორიული სახელწოდება დაუბრუნა

დედოფლისწყაროს ეპარქიას ისტორიული სახელწოდება წმიდა სინოდის 21 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებით დაუბრუნდა და ამ მხარის ეპისკოპოსი მელქისედეკი ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად იწოდება. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" საპატრიარქოს პრესცენტრიდან აცნობეს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. /ქიზიყი/ ელზა ჩერქეზიშვილი

суббота, 20 августа 2011 г.

დედოფლისწყაროსა და არბოშიკში ცოფზე 30-ამდე ადამიანი მკურნალობს

EXCLUSIVE - ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფელ არბოშიკში 30-ამდე ადამიანს სასწრაფოდ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მცხოვრებ პოპიაშვილების ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები კატამ დაკაწრა. დაკაწვრიდან მეორე დღეს ოჯახის წევრებმა კატა მკვდარი იპოვეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი მას ცოფი დაუდგინდა.
6 წლის რომან მიქაუტაძე ცოფის კლინიკური ნიშნებით ამ დროისთვის თბილისშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ის სტაციონარულ მკურნალობას განაგრძობს.
როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრში "ქიზიყს" განუცხადეს, რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებზე შესაბამისი მეთვალყურეობა დაწესდა.
,,მაწანწალა კატა იყო, რომელსაც ბავშვები ეთამაშებოდნენ. პატარების დედა ექიმია და საბედნიეროდ, დაკაწვრის შემდეგ დროულად მოგვაკითხეს. მიკროსკოპიული ანალიზით თბილისის ლაბორატორიამ ცოფი დაადგინა... გვიან ღამემდე აცრებს ვაწარმოებდით, ახლაც იქ ვიმყოფები და მუშაობას ვაგრძელებთ. თავდაცვის მიზნით, ყველა ის ადამიანი აიცრა, ვისაც კატასთან და ბავშვებთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა. ანალოგიური ფაქტი მოხდა სოფელ არბოშიკშიც, სადაც კატამ ბავშვი დაკაწრა. ამ შემთხვევაში კატა ცოცხალია და ცოფი არ დადგენილა, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, მათი ოჯახის წევრებიც მასობრივად ავცერით. ვეტერინარიის სამსახური დაუყოვნებლივ შემოიტანს შესაბამის ვაქცინას და ცხოველების მასობრივ აცრებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ," - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილი და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს ცოფის ადამიანზე ან ცხოველზე აღმოჩენის ფაქტი დედოფლისწყაროში არ გამოვლენილა და ეს პირველი შემთხვევაა.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, მიმდინარე წელს დედოფლისწყაროში ცოფთან ბრძოლის პროგრამა 11 350 ლარით დაფინანსდა. პროგრამას ჯანდაცვის რაიონული ცენტრი ახორციელებს და მასში ანტირაბიული კაბინეტის ფუნქციონირებაც შედის. /ქიზიყი/

დედოფლისწყაროს პოლიცია 9 წლის ბავშვს ქურდობაში ადანაშაულებს

დედოფლისწყაროს პოლიციაში 9 წლის ბავშვი დაკითხვაზე მეოთხედ დაიბარეს. პოლიცია მოზარდს რკინის კასრის ქურდობაში ადანაშაულებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებს მოზარდი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.
ამასთან, პოლიციის თანამშრომლებმა მოზარდი მშობლების გარეშე დაკითხეს, თუმცა პოლიციის სამმართველოში ბავშვის დაკითხვისა და დაკავების ოფიციალური ოქმი არ აქვთ.
პოლიციის ინფორმაციით, 9 წლის ბავშვმა და მამამისმა დედოფლისწყაროს გარეუბანში, ერთ - ერთი საწარმოს ეზოდან რკინის კასრი მოიპარეს. „ჩვენ ქურდობის შესახებ ელევატორის მეპატრონემ ტარიელ ქურხულიშვილმა შეგვატყობინა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე გავიდა და გამოძიება დავიწყეთ“, - აცხადებენ დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში.
საპირისპიროს ამბობენ ბავშვი და მისი მშობელი. მათი თქმით, რკინის ძველი კასრი მიტოვებულ ადგილზე იპოვეს და მის ჯართში ჩაბარებას ცდილობდნენ, როცა პოლიციის თანამშრომლები დაადგნენ და დაემუქრნენ, რომ თუ ქურდობის ფაქტს არ აღიარებენ, მოსალოდნელ სასჯელს დაუმძიმებენ.
დედოფლისწყაროს პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველობას სიღნაღის პროკურატურა ახორციელებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დედოფლისწყაროს პოლიცია ბავშვებს უკანონოდ და უსაფუძვლოდ აკავებს, თუმცა რაიონული პროკურორი დავით კოჭლამაზაშვილი არცერთი ფაქტით არ დაინტერესებულა.
სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსით დანაშაულზე პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან დგება.
ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი დედოფლისწყაროში მუშაობს და სპეციალურ რეპორტაჟს ხვალ შემოგთავაზებთ.

არბოშიკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და სპეციალისტი ოპოზიციის დაშინებას შეეცადნენ

სოფელ არბოშიკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს რობიზონ დათუკიშვილსა და სპეციალისტს მაყვალა ბუკიას მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი კოორდინატორის დაშინებაში და ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბუკიამ მათი პარტიის სოფელ არბოშიკის კოორდინატორ ანა ჯინაშვილის დაშინება იმ დროს სცადა, როცა სოფელში ხელმოწერების შეგროვებას ცდილობდა: ,,რას დადიხარ, აქ რა ხელმოწერებს აგროვებო? არ გეშინია, რომ პოლიციამ დაგიჭიროს და შენს შვილსაც პრობლემები შეექმნას, აბა დაფიქრდიო... იცოდეთ, უმუშევრები დარჩებითო... მომთხოვა, ხელმოწერების შეგროვება შემეწყვიტა," - აცხადებს ოპოზიციური მოძრაობის არბოშიკის კოორდინატორი ანა ჯინაშვილი.
სოფელ არბოშიკის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი მაყვალა ბუკია ადასტურებს, რომ ხელმოწერების შეგროვების დროს ჯინაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა მუქარის ფაქტებს უარყოფს: ,,დამაინტერესა და ვკითხე რატომ აგროვებ ხელმოწერებს-მეთქი... არ დავმუქრებივარ, უბრალოდ ვკითხე. ბუკია ხმამაღლა აგრესიულად დამყვიროდა. სოფლის რწმუნებულმა კი თავისი შენობის წინ გამაჩერა და ზეწოლა სცადა. ისე შემეშინდა, ძალიან ავნერვიულდი მთელი ღამე ვერ დავიძინე," - აცხადებს ბუკია.
მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის მცდელობად და ზეწოლად აფასებს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციური მოძრაობა დედოფლისწყაროს რაიონის ყველა სოფელსა და დანარჩენ რაიონებში პენსიის 100 დოლარამდე გაზრდის მოთხოვნით მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას უკვე მერამდენე დღეა განაგრძობს. ქვეყნის მასშტაბით 30 000 ხელმოწერის მოგროვების შემდეგ, უახლოეს მომავალში, ხელმოწერების პარლამენტში შეტანა იგეგმება. /ქიზიყი/

пятница, 19 августа 2011 г.

მოსახლეობა მწყემსის სიკვდილთან დაკავშირებით შურისძიების ვერსიებზე საუბრობს

ტარიბანის ფერმაში გარდაცვლილი 61 წლის მწყემსის საქმის იგვლივ დედოფლისწყაროში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

როგორც სანდო წყარომ „ქიზიყს“ აცნობა, გარდაცვლილი მამაკაცი გასულ წლებში დედოფლისწყაროს კომისარიატში მძღოლად მუშაობდა. იმხანად, ოთარ ზაქაიძე, რომელიც სამსახურეობრივი ავტომობილით სოფელ ზემო ქედიდან დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, ავტოავარიაში მოჰყვა. შეჯახების შედეგადა მის გვერდით მჯდომი დედოფლისწყაროს მაშინდელი კომისარი კოტე მ–შვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოავარიის გამო, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, სასამართლომ ზაქაიძე რამდენიმე წლის წინ პატიმრობაში 8 წლის ვადით დატოვა.

დედოფლისწყაროელების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ზაქაიძე ამჯერად შურისძიების მიზნით ფერმაში მოეკლათ. ამ საკითხთან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახის წევრების ვერსიები ამ ეტაპზე უცნობია.

დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე გარდაცვლილი ოთარ ზაქაიძე ფერმაში 17 აგვისტოს ოთხი დღის გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. /ქიზიყი/

* * *


ტარიბანის ფერმაში მწყემსი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს


EXCLUSIVE - დედოფლისწყაროში, ტარიბანის ველზე არსებულ ერთ–ერთ მეცხოველეობის ფერმაში მომუშავე მწყემსი ფერმის მეპატრონემ გარდაცვლილი იპოვა.
ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები 61 წლის ოთარ ზაქაიძე რამდენიმე დღის გარდაცვლილი აღმოჩნდა. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ის იმავე ფერმაში მარტო მუშაობდა. გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად თავდაპირველად გველის ნაკბენი სახელდებოდა, თუმცა ექსპერტიზამ ეს ვერსია გამორიცხა.

შემთხვევის ადგილზე შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები მივიდნენ. გვამი ექსპერტიზის ჩასატარებლად ქალაქ გურჯაანში გადაასვენეს. როგორც შსს დედოფლისწყაროს სამმართველოში აცხადებენ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მამაკაცის გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია.

მწყემსის მოძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოჯახის წევრებთან და ფერმის მეპატრონესთან სატელეფონო კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.
მომხდარ ფაქტზე შს სამინისტროს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/

среда, 17 августа 2011 г.

ღირსების ორდენოსანის საქმიანობას თელავის სამხარეო პროკურატურა იკვლევს

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის ინფომაციით, დედოფლსწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამსახურებული, ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 ივლისის №08.07.03 განკარგულებით ღირსების მედლით დაჯილდოვდა გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი თამარ მათეშვილი.
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში აცხადებენ, 2 თვის წინ თელავის სამხარეო პროკურატურამ გაითხოვა საფინანსო სამსახურის დოკუმენტები მოკვლევის მიზნით. ასევე 2 თვის წინ თელავის საფინანსო სამსახურმა დააკავა შპს "სერვისი 2007-ის“ უფროსი, რომელსაც ბრალი ედებოდა თანხების მითვისებასა და გაყალბებაში.
შპს „სერვისი 2007“ ფინანსდებოდა რაიონის ბიუჯეტიდან. ნაციონალური მთავრობა ღირსების ორდენებს ურიგებს ისეთ ადამიანებს რომელთა საქმიანობას იკვლევს სამართალდამცავი ორგანოები. ეს კანდიდატურა შეარჩია და წარადგინა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ. კახა კუკავას პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ურჩევს საქართველოს პრეზიდენტს ვიდრე ჩინ-მედლებს დაარიგებს, იქამდე გაეცნოს იმ მუნიციპალიტეტის საფინანსო საქმიანობას და დარწმუნდეს ამ დაჯილდოების სისწორეში", _ აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის სახელით, თამილა გურაშვილი სრულიად აბდა-უბდა განცხადებებს აკეთებს. ამგვარი შეფასება ოპოზიციის განცხადებაზე კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილმა გააკეთა.

„პრეზიდენტმა დედოფლისწყაროს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი თამარ მათეშვილი ღირსების ორდენით კი არ დააჯილდოვა, არამედ მედალი გადასცა. რაც შეეხება გურაშვილის განცხადებას, რომ პროკურატურა მათეშვილის საქმიანობას სწავლობს, არასწორია. პროკურატურის მიერ ზოგიერთი დოკუმენტის გათხოვა, პირის წინააღმდეგ საქმის აღძვრას არ ნიშნავს. ბოლო დროს თამილა გურაშვილის მიერ გავრცელებული განცხადებები სრულიად არაადექვატურია“, - განუცხადა სიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

შეგახსენებთ, რომ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამილა გურაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პრეზიდენტმა დედოფლისწყაროს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი, რომლის საქმიანობასაც პროკურატურა იკვლევს, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. /ქიზიყი/

მედიანიუსი>> ; რადიო ჰერეთი>> ; კახეთის საინფორმაციო ცენტრი>>

სასამართლომ "ქოჩების ტბის" სანაპირო ზოლის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის განხილვა დაიწყო

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა სოფელ ჯაფარიძეში მდებარე ე.წ. "ქოჩების ტბის" სანაპირო ზოლის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული დავის განხილვა დაიწყო. "ქიზიყის" ინფორმაციით, ტერიტორია ამ დროისთვის დაყადაღებულია, რის გამოც სასამართლო დავის დასრულებამდე ტბაზე ინფრასტრუქტურის განვითარება ან მისი გასხვისება ვერ მოხდება.
როგორც ტბის მიმდებარე ტერიტორიის მფლობელმა ლია შარმაზანაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, ტბა ბუნებრივი წარმოშობისაა, რის გამოც ის კვლავაც სახელმწიფოს კუთვნილებაში რჩება, ხოლო ტბის სანაპირო ზოლს და იქ გაშენებულ ნაძვნარს თავად ფლობს.
მისი თქმით, უკვე მერამდენე წელია ამ ტერიტორიის მისაკუთრებას საფინანსო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ვეფხია კობიაშვილი ცდილობს:
,,ის დედოფლისწყაროელების სიძეა და ცდილობს მაქსიმალურად ბევრი მიწები და ობიექტები ჩაიგდოს ხელში. მან დედოფლისწყაროში უკვე არაერთი ადამიანი დაატერორა და საკუთრება ბინძური მეთოდებით ჩამოართვა და თვითონ გადაიფორმა. ამჯერად ტბის მიმდებარე ტერიტორიას მედავება. ამის გამო მერამდენე წელია ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება ვერ ხერხდება. მე პოზიციების დათმობას არ ვაპირებ და ჩემი უფლებების დასაცავად მაქსიმალურად ვეცდები. კობიაშვილი ისეთი ბინძური მეთოდებით მებრძვის, რომ ნერვიულობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და საოპერაციო გავხდი, ამის გამო სასამართლო პროცესები რამდენჯერმე გადაიდო, რადგან საავადმყოფოში ვიწექი და გამოცხადებას ვერ ვახერხებდი," - აცხადებს მფლობელი ლია შარმაზანაშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის თხოვნა მუდმივად ამ სანაპირო ზოლის რეაბილიტაციას ეხება.თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "ქოჩების ტბის" მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია აუცილებელია, თუმცა მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა და სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარება ვერ ხერხდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ავთანდილ ლეკაშვილი "ასავალ-დასავალმა" მოღალატე ბაიბურთთა სიაში შეიყვანა

ყველაზე მაღალტირაჟიანი ქართული გაზეთი "ასავალ-დასავალი" მოღალატე პარლამენტარების 70 კაციან სიას აქვეყნებს, რომელთაც ბაიბურთები უწოდა. მათ შორის, სიაში შეყვანილია დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილიც. ერთ ერთმა მართლმადიდებელმა მოძღვარმა კი ამ პარლამენტარებს ჭინკები უწოდა.
70-მა დეპუტატმა რელიგიური უმცირესობების კანონპროექტს მისცა ხმა, რის მიხედვითაც საქართველოში მოქმედ რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტმა, ქართულ სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას იურიდიული სტატუსით გაუთანაბრა სიმხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია და სხვა რელიგიური მიმდინარეობები.
სააკაშვილის ხელისუფლებამ არ შეისმინა კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოწოდება და კანონი დაჩქარებული წესით მიიღო.
,,კარგად დაიმახსოვრეთ მათი სახელები!.. მეტიც, დაიზეპირეთ, იმიტომ რომ რომელიმე სუფრაზე რომელიმე მათგანს შეიძლება გადაეყაროთ ყანწით ხელში და საქართველოს, ან პატრიარქის სადღეგრძელოს თქმა ვერ დაასწროთ. ასეთ შემთხვევაში, თქვენ იცით, როგორ მოიქცევით – ჰა ბაიბურთი და ჰა, მოედანი!..." – წერს გაზეთი და 70-ივე დეპუტატის გვარი სახელს ფოტოების თანხლებით აქვეყნებს. ,,ქუდზე კაცი დედა ეკლესიის გადასარჩენად!”...
,,ეს 70 კაცი მხოლოდ ნაჯახის ტარად თუ გამოდგება, რომ ქართული ხე მოჭრან. დიახ, ანტიქრისტეს 70-მა მოციქულმა დანაშაული ჩაიდინა საქართველოს წინაშე. მე ვილოცებ რომ მათი გონება ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მოტრიალდეს," – აცხადებს სამების ტაძრის დიაკონი, მამა ელიზბარ დიაკონიძე.
,,იმ ადამიანებთან, ვინც ამ სამარცხვინო დოკუმენტს ხელი მოაწერეს, იმათთან, ვინც ამ ხალხს თანაუგრძნობს, დ აიმ გულგრილებთან, რომლებიც ამბობენ: რა მოხდა, დიდი ამბავიაო – პურის ჭამასაც ერიდეთ!.. 5 ივლისს საქართველოს ისტორიაში დაფიქსირდა 310-ე სირცხვილი. ამ დღეს 70-მა ჭინკამ, სააკაშვილის თამადობით, ხელი მოაწერა კანონს, რომლის ძალით, სხვადასხვა კომფესიები იურიდიულად გაათანაბრეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან," – ამბობს ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე.
"ასავალ დასავალი" ქართული პრესის ლიდერი ყოველკვირეული გამოცემაა და მისი თითეული ნომრის ტირაჟი 70 000 ეგზემპლარს აღწევს. /ქიზიყი/

вторник, 16 августа 2011 г.

დედოფლისწყაროში გაუჩინარებული კიდევ ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროში გაუჩინარებული კიდევ ერთი მამაკაცი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დუშეთში, მამა-პაპისეული სახლის მეზობლად მიტოვებულ ბინაში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. დედოფლისწყაროში თამარის ქუჩაზე მცხოვრებ 39 წლის ზვიად გოგოჭურს ახლობლები რამდენიმე დღის მანძილზე უშედეგოდ ეძებდნენ. "ქიზიყის" ინფორმაციით, გოგოჭურის ცხედარს სწორედ მისმა ძმამ მიაგნო.
,,ბოლო პერიოდში არსად ჩანდა. ეგონათ შატილში იყო, მაგრამ დარეკეს და იქ არ აღმოჩნდა. ზვიადს ქალაქ რუსთავში დები ჰყავს, გაირკვა, რომ არც იქ იმყოფებოდა. შემდეგ დუშეთში გარდაცვლილი იპოვეს. არავინ არ იცოდა რა მოხდა, ვენები ჰქონდა გადაჭრილი. თავი მოიკლა, თუ ვინმემ მოკლა, ამასაც არავინ ამბობდა," - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი თამარ მინდიკაური.
,,დუშეთში პაპისეული ბინა აქვთ. 1 თვის წინ შატილში წავიდნენ და ბოლო რამდენიმე დღე მისი კვალი დაიკარგა. ახლახან შატილობის დღესასწაულს ძმასთან ერთად ესწრებოდა. მერე ზვიადი ძმამ გამოაცილა და თვითონ დუშეთში მისი პაპის ბინაში დარჩა. ძმას ეგონა, რომ დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა. რამდენიმე დღე რომ არსად გამოჩნდა, მერე რუსთავში დებთან დარეკეს, ზვიადი არც რუსთავში აღმოჩნდა, არც დედოფლისწყაროში. მერე ძებნა დაიწყეს და იქვე დუშეთში, პაპისეული სახლის მახლობლად მდებარე მიტოვებულ ბინაში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. ვენები ჰქონდა გადაჭრილი, ვარაუდობენ, რომ ზვიადმა თავი მოიკლა," - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი ნათელა გოგოჭური.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, გოგოჭურის ცხედარი ამ დროისთვის დუშეთის პროზექტურაშია გადასვენებული და შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვლილ მამაკაცს დედოფლისწყაროში მდებარე ხევსურების დასახლებაში, თამარის ქუჩაზე არსებულ მისსავე საცხოვრებელ სახლში 16 აგვისტოს საღამოს ჩამოასვენებენ. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, ბოლო ორი კვირის მანძილზე დედოფლისწყაროში სუიციდის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა გაუჩინარებულმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, გოგოჭური რამდენიმე თვის წინ მეუღლეს გაშორდა, რის გამოც ბოლო დროს დეპრესიულ მდომარეობაში იყო. ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირთ. /ქიზიყი/
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/










ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.

სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы