
ინციდენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ მოხდა. ჟურნალისტი სოფელ ლენინოვკაში სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტზე რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამგებლისგან კომენტარის ჩაწერას ცდილობდა. კომენტარის ჩაწერაზე ჟურნალისტი გამგებელს ტელეფონით შეუთანხმდა, თუმცა კითხვის დასმის შემდეგ გამგებელი ჟურნალისტს თავს დაესხა, ვიდეოკამერა წაართვა და დააზიანა.
ერთი წლის განმავლობაში რედაქციამ გამგებლისგან ზიანის ანაზღაურება არაერთხელ მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ. საინფორმაციო საშუალებებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა მომხდარით პროკურატურა არ დაინტერესდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. /ICK/
Комментариев нет:
Отправить комментарий