
„სოკარმა“ დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე უკვე შეიძინა შესაბამისი ფართი, სადაც ახალი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა სულ მალე დაიწყება.
ინტერნეტ-გაზეთი „ქიზიყი“ ვითარების გასარკვევად ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს დაუკავშირდა. მათი ნაწილი „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებს, რომ ჯერჯერობით მუშაობას აგრძელებენ, თუმცა მომავალში რა იქნება ვერ აკონკრეტებენ. მეწარმეთა ნაწილი კი ადასტურებს, რომ სადგურებს უკვე ჰყიდიან, თუმცა ზეწოლებზე საუბარი არ სურთ.
„ჭორები ვრცელდება, სადგური არ გაგვიქირავებია. ხვალიდან მუშაობას ისევ დავიწყებთ... თუმცა, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს 90 ათას დოლარად ვყიდი... ამ საკითხზე და ზეწოლის ფაქტებზე სხვა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ!.. დანარჩენი „სოკარს“ ჰკითხეთ. მე ვყიდი და თქვენ შეიძენთ, თუ „სოკარი“ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს,“ - ამბობს მეწარმე გიორგი ბიკაშვილი.
„ბენზინის დეფიციტი იყო, მაგრამ ახლა შემოვიტანეთ. ფასის სხვაობაც დაფიქსირდა, მაგრამ ახლა ერთი ლიტრი 2.20 ლარი ღირს. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ დეფიციტი შეიქმნა... ვიცი, რომ „სოკარი“ სადგურის გახსნას აპირებს, მაგრამ სხვა არაფერი ვიცი... ჯერჯერობით ვმუშაობთ და გაჩერებას არ ვაპირებთ. რა ვიცი, ჯერჯერობით ისევ ვმუშაობთ,“ - ამბობს ბენზინგასამართი სადგურების მეპატრონე დავით გონაშვილი და საწვავის დეფიციტის მიზეზებს არ აკონკრეტებს.
„მე სოფელ არბოშიკში მხოლოდ ერთი პატარა ბენზინგასამართი სადგური მაქვს და ისიც გაჩერებულია, აღარ ვამუშავებ!... სხვა არაფერი ვიცი, საქმის კურსში არ ვარ. დანარჩენი დათო გონაშვილს ჰკითხეთ. მე ვერაფერს გეტყვით,“ - აცხადებს ექს-პარლამენტარი ბაჩუკი გონაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია „სოკარი“ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მეუღლეებს ეკუთვნით, ისინი კი კონკურენტების ჩამოშორებას ბინძური მეთოდების გამოყენებით ცდილობენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
გმირთა მემორიალის ესკიზის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალაქ დედოფლისწყაროში ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მოქალაქეების სახელის უკვდავსაყოფად უახლოეს მომავალში მემორიალის საუკეთესო ესკიზის შერჩევის მიზნით კონკურსს გამოაცხადებს. როგორც
Комментариев нет:
Отправить комментарий