მისივე თქმით, რადიო „ჰერეთი“ ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს დეზინფორმაციისთვის, „ჰერეთის“ იმიჯისა და რეპუტაცის შელახვისთვის ამავე ტელეკომპანიების რეგულირების საბჭოში და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში“ უჩივლებს.
,,6 იანვარს, ტელეკომპანიებით გავრცელებული ინფორმაცია დამახინჯებულად და არასრულყოფილად გავრცელდა. ამასთან, რეპორტაჟებში, რომელიც „რუსთავი 2“-სა და “იმედის” საშუალებით გავრცელდა, მთელი ქრონომეტრაჟის განმავლობაში ტიტრის სახით ეწერა „ივანიშვილის მედია“ ისმოდა ფრაზები „მოსყიდული მედია“ და ა.შ.
ტელეკომპანია „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს მოუწევს იმის დამტკიცება, რატომ მოიხსენიეს “ჰერეთი“ მოსყიდულ მედიასაშუალებად ან ივანიშვილის მედიად,“ -განაცხადა რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ. მისი თქმით, ის და მისი კომპანია ყოველთვის მიესალმება სარეკლამო შემოსავლებს ნებისმიერი დამკვეთისგან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისაგან“ და “ქართული ოცნებისგან“.
„ჩვენ მივიღეთ თანხები „ქართული ოცნებისგან“ სარეკლამო მომსახურებისთვის და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ჰერეთი“ ვინმემ იყიდა, ან საინფორმაციო პოლიტიკა შეიცვლება. ჩვენ ვყიდით რეკლამას და არა ახალ ამბებს - ასე მოვდივართ 13 წელია. ადრეც გადიოდა ჩვენთან „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული პარტიის“ რეკლამები და ეს იმას ნიშნავს რომ გვიყიდეს? გარდა ამისა, კანონი გვავალდებულებს არადისკრიმინაციულად გავყიდოთ სარეკლამო დრო და საზოგადოება გავაფრთხილოთ, რომ ეს არის პოლიტიკური რეკლამა. როდესაც დავიწყებთ ამ რეკლამებს ასეც მოხდება“,- განმარტავს ჰერეთის დამფუძნებელი.
“ჰერეთის” საინფორმაციო პოლიტიკა არ იყიდება, მაგრამ ყოველთვის მიესალმება ცივილურ, ბიზნეს და მარკეტინგულ ურთიერთობებს. მედია არის ბიზნესიც - ამიტომ ნებისმიერი დამკვეთისთვის ჩვენი კარი ღიაა” - აცხადებს რადიო “ჰერეთის“ ხელმძღვანელი.
ტელეკომპანია „კავკასიის“ 100% წილის მფლობელის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, კავკასიის ერთადერთი შემოსავალი არის კანონიერი და გამჭვირვალე სარეკლამო ფული და გრანტი- ამის შესახებ განცხადება, ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook -ზე გააკეთა.„ორშაბათს ვაქვეყნებ ბოლო ორი წლის განმავლობაში კავკასიაში პოლიტიკური პარტიებისთვის გაწეული მომსახურების სრულ ღირებულებას და მიღებულ თანხებს. ასევე იმ ორგანიზაციების მიერ გადახდილ თანხებს, რომლებიც ასოცირდებიან პოლიტიკასთან (მაგალითად სახალხო კრება, ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობის კანცელარია.) სახელისუფლო არხებო, ჟურნალ–გაზეთებო მიშისტურო ენჯეოებო და ნაცმოძრაობის მედია/ენჯეოშნიკური კარტელის ყველა წარმომადგენელო: თქვენ იყოთ ვირიშვილები, თუ იგივე არ გააკეთოთ“,– განაცხადა ჯანგირაშვილმა.
მისი თქმით, ტელევიზიაში ყველა თეთრი მკაცრად არის აღრიცხული. „სამთავრობო არხების კოკისპირული შემოტევა მაქვს. აინტერესებთ, აფინანსებს თუ არა კავკასიას ბიძინა ივანიშვილი. ამ ისტერიის ინსპირატორი გახდა ბატონი ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომელიც მეტისმეტად ღელავს ივანიშვილის ფულზე და მედიაზე. ჯაფარიძემ კავკასიაში მოსვლაზე უარი განაცხადა, რომ უფრო დეტალურად განემარტა, რა უნდა და რა აწუხებს. სამაგიეროდ მე ვიცი ვის რა აწუხებს.“- განაცხადა ჯანგირაშვილმა.
უნდა უჩივლოს აბა რა!
ОтветитьУдалить