ლევან ბაღაშვილის შვებულების გამო სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ფიროსმანაშვილი გაუძღვება.

საკრებულოს პრესასთნ ურთიერთობის სპეციალისტის შეცვლის შემდეგ ოფიციალურ ვებგვერდზე საკრებულოს სხდომების ჩატარების თარიღების წინასწარ ანონსირების ტრადიცია დარღვეული იყო.
პირველი ანონსი თვითმმართველობის საიტზე 24 იანვარს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მედიასაშუალებებში ამ უარყოფით ტენდენციაზე გამახვილდა ყურადღება. სხდომების დაანონსების გარეშე ჩატარება ოპოზიციურმა პარტიებმაც გააპროტესტეს და ამ საკითხზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. როგორც ჩანს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ამჯერად კიდევ ერთი მკაფიო მითითება მიიღო.
ცნობისთვის, უკვე მერამდენე თვეა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკუთარ ვებ–გვერდზე სხდომების საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო მეხრიშვილი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საზოგადოებისთვის და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან სხდომების დაგეგმვის თაობაზე ინფორმაციის მიწვდას არ ახდენდა. პრობლემას აღიარებდა საკრებულოს აპარატის უფროსი ხათუნა გონაშვილიც, რომელმაც საკითხის დარეგულირების პირობა ჯერ კიდევ სამი თვის წინ დადო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий