პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილ 1969 წელს დაბადებულ იარუჯი ფაშაევს ეძებს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დაფიქსირდა დედოფლისწყაროს რაიონში. სოფელ სამთაწყაროსთან მდებარე ერთ–ერთ მეცხოველეობის ფერმაში სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომლებმა გამთენიისას 59 წლის ალბერტ სამუკაშვილის ცხედარი იპოვეს. „ქიზიყის“ ინფორმაციით, მამაკაცი სასტიკად არის ნაწამები და ყელი აქვს გამოჭრილი.
„30 მეტრი არის ნათრევი და სისხლის კვალიც არის. საქონლის ფერმის მეპატრონის დედა გარდაიცვალა და მათ მაგივრად დროებით მამაჩემი დარაჯობდა, იმ დილით უნდა დაბრუნებულიყო. ჩვენ არაფერი ვიცოდით და პოლიციამ გვითხრა, რომ მამაჩემი მოკლული იყო,“ – აცხადებს გარდაცვლილის ვაჟი.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ვერსიით მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა, თუმცა შემთხვევის ადგილიდან არაფერია წაღებული. მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. /ქიზიყი/ ვიდეო>>
Комментариев нет:
Отправить комментарий