
ქუთაისიდან ფეხით მომავალი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები თბილისში შემოვიდნენ. ინიციატივა ამ აქციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნა, ეკუთვნოდა მსახიობ სოსო ჯაჭვლიანსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლუკა კურტანიძეს. ლაშქრობაში მათ თან ახლდათ სამების ტაძრის დიაკვანი მამა ელიზბარი წმინდა გიორგის, როგორც სიმართლისათვის

თბილისში შემოსულ მოლაშქრეებს დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა მოუწყეს ივანიშვილის მხარდამჭერებმა და ყველა ერთად სამების ტაძრისკენ გაემართა, იმ რწმენით, რომ სწორედ, უფლის სახლისკენ მიმავალი გზა არის ის გზა, რომელიც ქართველ ხალხს ტაძრამდე მიიყვანს.
_,,სანამ ქუთაისიდან თბილისისკენ მომავალ გზას დავადგებოდით, გელათში დავანთეთ სანთელი და ვილოცეთ. გელათის მადლით გაძლიერებულები წამოვედით; ჩვენ საქართველოში სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ, იმ კაცს, რომელმაც წლების განმავლობაში საქართველოსათვის უამრავი სიკეთე გააკეთა, მორალურადაც, ღვთისგანაც, ხალხისგანაც და კანონისგანაც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა. მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს დიდი სიყვარულისკენ, გვინდა, ყველა ქართველი სამშობლოს სიყვარულით გაერთიანდეს”,-განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მხარდაჭერისათვის უღრმესი მადლობა გადასცა ზაქარია ქუცნაშვილმა, ასევე მათთან შესახვედრად მოვიდა მომღერალი ბერა ივანიშვილიც, რომელმაც უდიდესი სითბო და სიყვარული გამოამჟღავნა იქ შეკრებილებისადმი და 11 დეკემბერს “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე ქართველ ხალხს თავისი ახალი კლიპის პრეზენტაციასაც დაჰპირდა.
ნინო ჭიღიტაშვილი, სპეციალურად დედოფლისწყაროსთვის
Комментариев нет:
Отправить комментарий