
ბიუჯეტის პროექტი დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა წარუდგინა. 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების მოცულობა განისაზღვრა 3 943,4 ათასი ლარის ოდენობით. აქედან გადასახადებისთვის გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 1161,0 ლარი; სხვა შემოსავლებმა – 455,0 ათასი ლარი; შემოსავალი ჯარიმებიდან და საურავებიდან –18, 0 ათასი ლარი. შემოსავალიარაფინანსური აქტივების კლებიდან 250,0 ათასი ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები – 2077,4 ათასი ლარი.
საკრებულოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის ხაზით დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების და განადგურებისათვის გათვალისწინებული თანხების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში 295,0 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, გაზრდილი და სოლიდური იქნნება.

როგორც დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი განმარტავს, პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მიზნით, ამგვარი საჯარო განხილვები სხვადასხვა დაწესებულებებში იმართება: „იმის მისაღწევად, რომ ყველა სფეროს წარმომადგენლები ბიუჯეტის განხილვის პროცესში აქტიურად ჩავრთოთ, წინა წლებში პროცესი ადმინისტრაციული შენობის გარეთ გადავიტანეთ. გასულ წელს საჯარო განხილვა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, ხოლო 2010 წელს დისკუსია რაიონული პოლიკლინიკის შენობაში, მედიკოსების თანდასწრებით მოვაწყვეთ,“ – აცხადებს ლევან ბაღაშვილი. დამსწრე საზოგადოება ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის პროცესში არ აქტიურობდა.
მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენილ პროექტს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია გაზეთ „შირაქის“ 16 დეკემბრის ნომერში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, სავარაუდოდ, წლის რიგით ბოლო სხდომაზე დეკემბრის ბოლო რიცხვებში დაამტკიცებს. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий