კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო განყოფილებაში "ქიზიყს" განუცხადეს, რომ კონკურსანტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის და დეტალების დაკონკრეტება შედეგების გამოცხადებამდე არ სურთ.
როგორც "ქიზიყმა"გაარკვია, კონკურსში მონაწილეობა ამჟამად იმავე პოზიციებზე მომუშავე მუზეუმის თანამშრომლებმაც მიიღეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ფიროსმანის სახლ–მუზეუმის მმართველის თანამდებობის ერთადერთმა პრეტენდენტმა განაცხადი საბუთების მიღების უკანასკნელ წუთებში შეიტანა. მაძღარაშვილი არ მალავს, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით დიდხანს ყოყმანობდა.
,,გულწრფელად გითხრათ, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაწყენი ვარ და ბოლო წუთამდე გადაწყვეტილი არ მქონდა, შევიტანდი თუ არა განაცხადს. ერთლარიანი კუპიურის გაუქმების შემდეგ და სხვადასხვა მიზეზების გამო ნაწყენი ვარ. საბუთები წარვადგინე თუ არა, დოკუმენტების ჩაბარების ვადა მაშინვე ამოიწურა. კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია ისე დასრულდა, ჩემს გარდა ამ პოზიციაზე განაცხადი არავის წარუდგენია. ჩვენმა დანარჩენმა თანამშრომლებმა საკუთარ ადგილებზე განაცხადი კვლავაც წარადგინეს. დაველოდები შედეგებს, დინებას ბოლომდე მივყვები და ვნახოთ რა იქნება," – აღნიშნავს ანზორ მაძღარაშვილი.
კონკურსში აუცილებელ პირობად ჩადებულია, რომ მმართველისა და მუზეუმის კურატორის თანამდებობის დაკავების მსურველებს, ასევე, უნდა წარედგინათ მუზეუმის განვითარების მისეული ხედვა. ამდენად, შესაძლებელია მაძღარაშვილის დოკუმენტაციის განხილვაზე რაიმე საბაბით უარი თქვან.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მის სტრუქტურაში არსებულ 14 მუზეუმში, მათი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა, მათ შორის მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში. საბოლოო შედეგები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий