2003 წლის 18 აგვისტოს გვიან ღამით, მარიამობის დღესასწაულზე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვების მცხოვრებნი ხანძრის ხმამ გამოაღვიძა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამარჯვებაში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 36 წლის მერაბ ოჩიაურმა, საკუთარი დედა 71 წლის ნინო ოჩიაური თავში ნაჯახის ჩარტყმით უმოწყალოდ მოკლა. შემდეგ კი დედის დაჩეხილ ცხედარს ბენზინი მიასხა და საკუთარ სახლთან ერთად გადაწვა... საქმეში დედოფლისწყაროს პოლიცია მალევე ჩაერთო, გამოძიება დავით დუღაშვილს დაევალა.
რა მოხდა დედა-შვილის ურთიერთობაში? რატომ გაიმეტა შვილმა მშობელი დედა სასიკვდილოდ? დეტალების გასარკვევად გაზეთი ქიზიყი გარდაცვლილ ნინო ოჩიაურის დას მარიამ გოგოჭურს ესაუბრა.
მარიამ გოგოჭური (გარდაცვლილის და): ,,მერაბი ძალიან ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდა იყო. მხატვრობისა და ხეზე კვეთის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მისი ნამუშევრები ნათესავების სახლების კედლებს დღემდე ამშვენებს... მშობლებმა ჩემი დის შვილი სკოლის დამთავრებისთანავე სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში
თავს დამტყდარი უბედურებიდან 40 დღეც არ იყო გასული, რომ მერაბის უფროსმა ძმამ, ნოდარმა მამის სიკვდილით მიყენებულ ტრაგედიას ვეღარ გაუძლო და საკუთარ ეზოში, ხეზე თავი ჩამოიხრჩო. რადგან მერაბს ოჯახთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, ცხადია არ გაუგია ძმისა და მამის გარდაცვალების ამბავი. - იხსენებს მოკლული ქალბატონის და.
დაქვრივებული, შვილმკვდარი და შვილგადაკარგული მოხუცი ნინო ოჩიაური ტრაგედიის შემდეგ სამი წელი მარტოდმარტო გაჭირვებაში ცხოვრობდა და არაფერი იცოდა ერთადერთი ოჯახისწევრის შესახებ. უნუგეშოდ დარჩენილ დედას, მეორე შვილიც გარდაცვლილი ეგონა და ამით ხსნიდა მის ათწლიან გაუჩინარებას.
ყველასგან მოულოდნელად მერაბი სოფელში მეათე წელს დაბრუნდა. როგორც მისი ახლობლები გაზეთ ქიზიყთან საუბრისას იხსენებენ, მერაბი ძალიან განიცდიდა ძმისა და მამის გარდაცვალებას. ნათესავებმა მერაბს უცნაური ცვლილებებიც შეამჩნიეს.
ძალდატანების მიუხედავად მერაბი არავის ეუბნებოდა სად და როგორ გაატარა ეს წლები, ან რატომ გაწყვიტა კავშირი სამშობლოსთან.
მარიამ გოგოჭურის ნაამბობით: ,,რუსეთიდან დაბრუნებულ მერაბს უცნაური ქცევები ახასიათებდა. ყველას გვიკრძალავდა იქ გატარებულ იდუმალ წლებზე საუბარს. მოულოდნელად ფსიქოლოგიური გადახრებიც გამოამჟღავნა. ამბობდა, რომ უცხოპლანეტელებთან ამყარებდა კონტაქტს და საქართველოს გადასარჩენად კოსმოსში გაფრენას აპირებდა... ამ დროს საკუთარ თავში ჩაიკეტა, აღარავისთან ურთიერთობდა. ჩემი და, ნინო ძალიან დარდობდა. ვცდილობდით, ერთად გაგვერკვია რა მოხდა რუსეთში, რამაც ახალგაზრდა კაცის ფსიქიკაზე ასე რადიკალურად იმოქმედა. მერაბი ხშირად ატარებდა რაღაც უცნაურ ცდებს, რითიც უცხოპლანეტელების ჩამოყვანას გეგმავდა. ერთხელ, მორიგი ცდის დროს რაღაც
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მერაბის ძლიერი ფსიქიკური აშლილობისა, მეზობლები მას დადებითად ახასიათებდნენ და აცხადებენ, რომ ხალხის მიმართ აგრესიული არ იყო: ,,მისი ჩხუბი და ყვირილი არავის გაუგონია. პირიქით, მუდმივად მარხვას ინახავდა და ლოცულობდა. ბოლო პერიოდში ხორციან საკვებს საერთოდ არ ეტანებოდა. - აცხადებენ ოჩიაურების მეზობლები.
მერაბის ნათესავებისგან ერთი პარადოქსული ფაქტიც შევიტყვეთ.
დალი გოგოჭური (მერაბის დეიდაშვილი): ,,მერაბს ქათამიც არასოდეს დაუკლავს, რომ გვეთხოვა მუდმივად უარს მივიღებდით. ამბობდა - ამ ცოდვას ვერ დავიდებო...
კიდევ ერთი პარადოქსი. სამშობლოში დაბრუნებული მერაბი, ექვსი წლის მანძილზე მშობლის მიმართ განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებდა. ავადმყოფ დედას თავად უვლიდა, ნემსებსაც თვითონვე უკეთებდა.
საინტერესოა, რა მოხდა 2003 წლის აგვისტოში ისეთი, რამაც დადა-შვილის ურთიერთობის ტრაგიკულად დასრულება გამოიწვია?!.
2003 წლის 28 აგვისტოს ღამის 2 საათზე ოჩიაურების მეზობლები ცეცხლის ძლიერმა გვრგვინვამ და კვამლის სუნმა გამოაღვიძა. პირველი შეტყობინება დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურში შევიდა. მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს. ისინი განადგურებულ სახლში შევიდნენ და....
როგორც დედოფლისწყაროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის იმჟამინდელი უფროსი ვაჟა მარტყოფლიშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში იხსენებს, გადამწვარ შენობაში ნინო ოჩიაურის დამწვარი გვამი თავდაპირველად სწორედ მეხანძრეებს აღმოუჩენიათ.
გვამის შენობაში აღმოჩენამდე ხანძრის გამომწვევ მიზეზად საყოფაცხოვრებო ფაქტორი სახელდებოდა. მაგრამ, მოგვიანებით მეზობლებსაც გაახსენდათ, რომ იმ დღისით მერაბმა 5 ლიტრი ბენზინი სპეციალურად შეიძინა და თან გაურკვეველი მისამართით იმუქრებოდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დედა-შვილი მთელი დღის მანძილზე კამათობდა. თურმე ის მოხუცს ფულს სთხოვდა. ქალის შემოსავალი კი პენსიის სახით მხოლოდ 14 ლარს შეადგენდა, შესაბამისად მერაბის მოთხოვნა ვერ შეასრულა და...
დედოფლისწყაროს პოლიციამ საქმის შესწავლა ადგილზე დაიწყო. აღმოჩნდა, რომ დამნაშავე ეზოში ხეზე ასულიყო და მშვიდად ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ იწვოდა მშობელი დედა ალმოდებულ სახლში.
მერაბ ოჩიაური მაშინვე დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. თუმცა, როცა გამოძიებამ მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეისწავლა, მკვლელი თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. როგორც ქიზიყმა გაარკვია, ბოროტმოქმედმა ფსიქიატრიულიდან გაქცევაც მალე მოახერხა...
ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий