თამაზ ლაპიაშვილი ია ბოსტაშვილისა და ემზარ ლაპიაშვილის უფროსი ვაჟი გახლავთ. მისი ძმა – გიორგი ქალაქ დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლის 9–ე კლასის მოსწავლეა.
–– თაზო, რას ნიშნავს შენთვის პაპის მოსახელეობა, თამაზი არც ისე მოდური სახელია?
–– რატომ, სახელიც მომწონს და პაპის მოსახელეობაც მეამაყება. კარგი კაცის სახელი აქვს პაპაჩემს და დაიმსახურა კიდეც ეს პატივისცემა. ნეტავი დაც მყოლოდა, ბებიის სახელს – მზიას დავარქმევდით...
–– რატომ დაამთავრე მეორე სკოლა, ტერიტორიულად ხომ პირველ საჯარო სკოლასთან უფრო ახლოს ხარ, ბოლო ზარზეც ამ სკოლის ბავშვებთან ერთად გამოდიოდი?
–– ქალაქის სამივე სკოლა მოვიარე. დაწყებითი კლასები მესამე სკოლაში, უსაყვარლეს მასწავლებელთან ნაირა ნატროშვილთან დავამთავრე. მერვე კლასამდე აქვე ვსწავლობდი, მერე მესამე და მეორე სკოლები რომ შეერთდა, პირველ სკოლაში გადმოვედი. ცოტა თავისებური ვარ, პრობლემები მქონდა. ვფიქრობდი, რომ სათანადოდ არ მაფასებდნენ. ბედის ირონიით ხატვაში ხანდახან ორიანსაც კი მიწერდნენ. მეთორმეტე კლასიდან უკვე მეორე საჯარო სკოლაში გადავედი, დედაჩემი იქ ქიმიას ასწავლის. არ იფიქროთ, ნიშნების მომატების და რაღაც ეშმაკობებისთვის გადავედი. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მეორე სკოლაში მეტი კონტროლი მექნებოდა დედის მხრიდან. კარგადაც დამიჯდა... ძალიან კმაყოფილი ვარ, პედაგოგიური კოლექტივიც კარგია და კლასიც კარგი შემხვდა, ყველას კარგად შევეწყე. თუმცა, ჩემი პირველსკოლელები არ დამივიწყებია და არ დამიკარგავს.
–– როდის მიხვდი, რომ მხატვრობას უნდა გაჰყოლოდი, როდის აღმოაჩინე შენში „მხატვარი“?
–– გაგეცინებათ, მაგრამ 7–8 წლისამ უკვე ვიცოდი, რომ „მხატვარი“ უნდა

–– სამხატვრო სკოლა დაამთავრე?
–– არა, ცოტა ხანს ვიარე... მერე ქალბატონ ნინო ბახუტაშვილთან ვმეცადინეობდი. ჩემი წარმატება მისი დიდი დამსახურებაა. ბოლო ორი თვე თბილისში სპეციალისტთან თავი მოვუყარე ჩემს ცოდნას. თქვენ წარმოიდგინეთ, მისაღებ გამოცდებზე მეტად თავდაჯერებული გამოვცხადდი. პირველ ნაკადში მოვხვდი, სადაც 200 ბავშვი გამოიცდებოდა. რეგისტრაცია პირველ გამატარეს და ვიდრე ეს 200 ბავშვი დაარეგისტრირეს და ვიდრე ისინი დაგვალაგეს, ძალიან დავიღალე. ურთულესი ნატურმორტი მოგვცეს დასახატად. ჩემთან ერთად ისეთი ბავშვები აბარებდნენ, წლობით რომ ემზადებიან. ზოგს სპეციალური ტექნიკური სასწავლებელიც ჰქონდა დამთავრებული. ყველა ძალიან დავიძაბეთ, 5 საათის მანძილზე ვხატავდით. ისეთი გამოვედი, გნასი აღარ მქონდა, აღარაფერი მინდოდა... 93 ქულა ავიღე, ამან დიდი სტიმული მომცა და დანარჩენ გამოცდებზეც ვიყოჩაღე. 600 აბიტურიენტიდან მხოლოდ 7 ჩავირიცხეთ ჩემს დარგზე. მე ახლა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხის, ლითონის და მინანქრის მხატვრული დამუშავების სპეციალობის სტუდენტი ვარ... ეს ჩემთვის მართლაც დიდი ბედნიერებაა. ერთი ვიცი, რომ ბევრი შრომა დამჭირდება, მაგრამ... არ ვიზარმაცებ, იმედია,

–– ეს რაც შეეხება შენს „მხატვრობას“, როგორია შენი სამომავლო მუსიკალური გეგმები?
–– პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა გაზეთ „შირაქს“, სოსო მიქელაძის კონცერტზე ჩემი გამოსვლა რომ აღნიშნა და „პერსპექტიული და ნიჭიერი“ მიწოდა. ბატონი სოსო უფროსკლასელებს ტრენინგებს გვიტარებდა და ჩვენს რაიონში ხშირად იყო. ერთხელ, თურმე გიტარა დასჭირდა. ნაცნობები მოვიდნენ და ჩემი გიტარა წაიღეს. როცა გიტარა ნახა, უთქვამს, ამის პატრონი კარგად უნდა მღეროდეს, გამაცანითო... ასე გავიცანი, მომისმინა და დამპირდა, დედოფლისწყაროში კონცერტს რომ ჩავატარებ შენც გამღერებო და პირობა შეასრულა კიდეც. ეს იყო ჩემი დებიუტი სცენაზე, თუ არ ჩავთვლით სასკოლო ღონისძიებებს და გამოსაშვებ საღამოს. მოუცლელობის გამო წელს ტელე–პროექტ „ჯეოსტარის“ წლევანდელ შესარჩევ ტურში მონაწილეობა ვერ მივიღე. ვფიქრობ, რომ ამ წელს ცოტა ვოკალში წავიმეცადინო. მე მუსიკალურ სკოლაში საერთოდ არ მივლია და მომავალ წელს, შესაძლოა „ჯეოსტარში“ ვცადო ბედი...
ნაირა გორაშვილი – გაზეთი „შირაქი“
Комментариев нет:
Отправить комментарий