როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, ადგილზე მკურნალობა შეუძლებელი გახდა.
„ნატროშვილს თავი ჰქონდა გატეხილი, საკმაოდ მძიმე ტრავმები და დაჟეჟილობები იყო. ასევე ნეკნების მოტეხილობები აღენიშნებოდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და პაციენტი სასწრაფოდ თბილისში გადავიყვანეთ. ჩავთვალეთ, რომ ადგილზე მკურნალობა დაუშვებელი იყო. კატასტროფის ცენტრიც ამიტომ გამოვიძახეთ,“ – აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ამ დროისთვის პაციენტი თბილისის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მედიკოსების განმარტებით, მას თავის ძლიერი ტრავმა აქვს, ამიტომ, ექიმები ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, მოხერხდება თუ არა მისი გადარჩენა /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий