„წელს სარწყავი წყალი არ მოგვცეს. ალაზნიდან პომპებით მოვრწყეთ ვენახები. ერთი მორწყვა 500-600 ლარი დაგვიჯდა. წამლობამ დაახლოებით 1300-1400 ლარი წაიღო, მოხვნამ 300 ლარი. 2000 ლარზე მეტი დახარჯული გვაქვს და არაფერი აღარ გვრჩება. ფიზიკურ შრომაზე აღარაფერს ვამბობთ. 65 თეთრად რომ ჩავაბაროთ, ზარალით ვამთავრებთ. 250 ლარს მარტო მანქანა ითხოვს აქედან წნორამდე ყურძნის წასაღებად. ფასებს ხომ მაინც მთავრობა განსაზღვრავს და 10 თეთრით მაინც გაზარდონ“, - აღნიშნეს მევენახეებმა.
კახეთში ყურძენი ყველაზე ადრე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში იწევა. /ICK/
* * *
ეკლესიის გარეშე დარჩენილი საზღვრისპირა სოფლები დახმარებას ითხოვენ
პარტია „თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობისგან სოფელ არხილოსკალოში მშენებარე ტაძრის მშენებლობის დაფინანსებას ითხოვს.
როგორც კუკავას პარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი აცხადებს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში მეშვიდე წელია ადგილობრივი მკვიდრის, ნიკოლოზ ბენიაიძის ინიციატივით, შემოწირულობებით წმინდა ხარების სახელობის ტაძარი შენდება.
გურაშვილი არნიშნავს, რომ საზღვრისპირა ექვს სოფელში ერთი ქრისტიანული ეკლესია არ არის და არხილოსკალოს ეკლესიის მშნებლობა მეტად მნიშვნელოვანია. უსახსრობის გამო ამ ტაძრის მშენებლობას საშველი არ დაადგა, რაიონის მუნიციპალიტეტი კი მის დაფდიანსებაზე უარს აცხადებს.
„როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ეკლესიას ღია ომი გამოუცხადა გვჭირდება ქრისტიანული რწმენის განმტკიცება, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში. ამ სოფლებში ძირითადად დასახლებულები არიან მაღალმთიან სოფლებიდნ ჩამოსახლებული აჭარლები და ინგილოები. ჩვენი ხელისუფლება ასიათასობით ლარს დებს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. მუნიციპალიტეტის ხლმძღვანელობას, რომელიც აცხადებს,რომ საზღვრისპირა სოფლები ჩვენთვის პრიორიტეტიაო, გარკვეული თანხა ვერ გამოუძებნია ამ ეკლესიის დასაფინანსებლად. „თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მოითხოვს საკრებულოს თავმჯდომარემ, გამგეობის წინ შადრევნის ასაშენებლად გამოყოფილი ამ ტაძრის მშენებლობის დასამთავრებლად ფული გადაამისამართოს“, _ აცხადებს თამილა გურაშვილი და დასძენს, რომ საზღვრისპირა სოფლის მაცხოვრებლებს, რომლებიც საზღვარს ამაგრებენ, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ რწმენის განმტკიცება. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий