მრავალწლიანი წიწვოვანი ხეების გაჩეხვის შემდეგ, მოსახლეობა ახლა პოლიციის ახალი შენობისთვის გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს. პოლიციის რაიონულ სამმართველოს ამჯერად ჰერეთის, ყოფილი სტალინის ქუჩის მცხოვრებნი უპირისპირდებიან.
ჰერეთის ქუჩაზე მდებარე #35-ე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები მიიჩნევენ, რომ პოლიციის ახლადაშენებული შენობისთვის გაზიფიცირების სამუშაოები არასწორად დაპროექტდა და ის მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. როგორც "შირაქმა" გაარკვია, ბუნებრივი აირის მაღალწნევიანი მილი სწორედ ამ კორპუსის ფანჯრების წინ გაივლის, ადგილობრივების გულისწყრომასაც სწორედ ეს ფაქტი იწვევს.
"ამხელა მილის ჩვენს ფანჯრებთან დამონტაჟება ძალზე სახიფათოა. შესაძლებელი იყო ისე დაეპროექტებინათ, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით ყოფილიყო. გაცილებით მარტივი იქნებოდა, თუმცა, რატომღაც მაინც ასე გადაწყვიტეს. სამუშაოებს რომ იწყებდნენ, კორპუსის მაცხოვრებლებმა დიდხანს ვაპროტესტეთ, თუმცა არავინ გვისმინა. შემდეგ ამ ადგილას პირადად პოლიციის უფროსი გელა ბუნტური მოვიდა და მასაც გავესაუბრეთ, თუმცა შედეგი არც ამან გამოიღო. ბუნტური იძახდა, ეს ზემოდან არის ასე შედგენილი და ჩვენ არ გვეხებაო. როგორც გაირკვა, გაზიფიცირების ეს პროექტი ისე შედგა, ადგილზე არავინ მოსულა და სხვა დეტალები არავის გაუთვალისწინებია. ნახაზის შორიდან შექმნამ კი ეს შედეგები და გაუთვალისწინებელი გარემოებები მოიტანა. რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი ისე დაგეგმეს და დაამტკიცეს, ჩვენთვის აზრიც არავის უკითხავს. თითქოს ცხვრები ვიყოთ და არა მოქალაქეები. ადგილობრივების პოზიცია აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ. ასეთი მიდგომა ნამდვილად არ შეიძლება. მილები ამ ნახაზის მიხედვით რომ დაამონტაჟეს, რაც უკვე გარდაუვალია, ფაქტობრივად მუდმივად შიშის ქვეშ უ

ჩვენი ადგილზე მისვლისას მილების სამონტაჟო სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობდა. გაზეთი "შირაქი" მათი პოზიციითაც დაინტერესდა, როგორც "სოკარ ჯორჯია – კახეთი-გაზი"-ს დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის წარმომადგენელმა ნასყიდა გიგოლაშვილმა განაცხადა, პოლიციის ახალი შენობის გაზიფიცირების პროექტი ქალაქ ყვარელში შედგა. გიგოლაშვილი ამბობს, რომ მათი სამსახური მილების სამონტაჟო სამუშაოებს წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ახორციელებს. მისი თქმით, მოსახლეობის პრეტენზიები გასაგებია, თუმცა მათ პროექტის დარღვევის უფლება არ აქვთ. ბუნებრივი აირის გაყვანა კარგი საქმეა, მაგრამ ცუდად შედგენილმა პროექტმა მოსახლეობის ინტერესები არ უნდა შეიწიროს.
ილია მარტყოფლიშვილი
გაზეთი "შირაქი"
* * *
პოლიციის ახალი შენობა 10 სექტემბერს გაიხსნება
გამჭვირვალე შენობის გახსნა გეგმის მიხედვით 5 სექტემბრისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. "ქიზიყმა" სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა. ახალი შენობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე ეზოს გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ყვარელში რეგისტრირებული კომპანია საკუთარი მუშა–ხელით ახორციელებს.
დარჩენილია მცირე კოსმეტიკური სამუშაოები და შენობის ინვენტარით აღჭურვა. სამუშაოთა მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ შენობის გახსნა შაბათს, 10 სექტემბრისთვის აუცილებლად მოესწრება. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий