26 მაისს დედოფლისწყაროში დამოუკიდებლობის დღეს მხოლოდ ორი ღონისძიება მიეძღვნა, სპორტული შეჯიბრება და სადღესასწაულო კონცერტი ქალაქის კულტურის სახლის სცენაზე.
კულტურის სახლში ღონისძიება 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო და მასში ადგილობრივი ფოლკლორული თუ ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. სხვა შემთხვე
პროგრამის მსვლელობისას დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, სცენაზე გამოსული სოფელ არბოშიკის მომღერალი გოგონები ფონოგრამის ჩართვას 8 წუთის განმავლობაში ელოდნენ. დარბაზი კი პროტესტის ნიშნად უსტვენდა და ახმაურდა. ამ დროს გამგებლის მოადგილე ერთმნიშვნელოვნად იცინოდა, მაყურებელი კი ჩურჩულებდა, რომ ხელისუფლებამ კულტურის სახლი სასცენო აპარატურით სათანადოდ ვერ აღჭურვა და ხარვეზებიც ამიტომ დაფიქსირდა.
კონცერტი საათსა და 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სცენაზე სიტყვით არავინ გამოსულა, არც კონცერტის წამყვანს გაუჟღერებია რაიმე სახის პოლიტიკური განცხადებები. მაყურებელს არც ტრადიციული მადლიერების სიტყვები მოუსმენია ხელისუფლების მისამართით. მხოლოდ პატრიოტული სულისკვეთების ლექსები და ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს. დასასრულს საესტრადო ნომერი შეასრულეს ადგილობრივი სტუდია „ოცნების“ მომღერლებმა. მათ დედოფლისწყაროელი მსმენელი კარგად იცნობს.
კონცერტს ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი, გამგეობის კულურის,
ამას გარდა, დილის 11:00 საათზე სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართულ საჯარო სკოლაში სპორტული ტურნირი ჩატარდა ფრენბურთში. შეჯიბრში მონაწილეობას 6 სოფლის გუნდი იღებდა. პირველი ადგილი მასპინძელი სოფლის, ხორნაბუჯის გუნდმა მოიპოვა, მათ სპეციალურად დაწესებული თასი და სიგელები გადასცეს. მეორე ადგილი სოფელ გამარჯვების გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილზე სოფელი სამრეკლო გავიდა. ტურნირს გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილეები დაესწრნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий