среда, 26 октября 2011 г.

სოფელ მირზაანში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი დახმარებას ითხოვს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში 23 წლის ფიქრია კურტანიძე თავისივე თანასოფლელს 30 წლის გოგიტა პოპიაშვილს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას გაზეთი "შირაქი" ავრცელებს.

გაუპატიურების მცდელობას ადგილი ორიოდ დღის წინ ჰქონდა, რა დროსაც გოგონამ სხეულის დაზიანებებიც მიიღო. მისი თქმით, არაერთი ადამიანი მას და მის უნარშეზღუდულ მშობლებს ხშირად სცემს. კურტანიძე თავს ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს და დახმარებას ითხოვს.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. თუმცა, გაზეთ "შირაქის" ინფორმაციით, ძიება გაუპატიურების მცდელობის ვერსიას არ განიხილავს. პოლიციამ ს/ს საქმე 118-ე მუხლით აღძრა, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებას გულისხმობს.

კურტანიძე ამბობს, რომ წარსულში ნასამართლევმა გოგიტა პოპიაშვილმა განზრახვა სისრულეში მხოლოდ იმიტომ ვერ მოიყვანა, რომ ნასვამი იყო და გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია: ,,მეგობართან ოჯახში დაქალები ვქეიფობდით და ალკოჰოლს ვსვამდით, გოგიტაც იქ იყო. მან რამდენიმე ჭიქა დალია და შემდეგ მეძალავებოდა. მთხოვდა, მასთან სექსუალური კავშირი დამემყარებინა. შევეწინააღმდეგე, რაზეც ძალიან გაღიზიანდა, დაუნდობელი გახდა და ცემა დამიწყო... შემეშინდა, რომ არ მოვეკალი და პატრული გამოვიძახე. უბნის ინსპექტორი მალევე მოვიდა, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. საერთოდაც, მე და ჩემს მშობლებს სოფლის მაცხოვრებლები ხშირად გვცემენ. მუდმივად გვჩაგრავენ, მხოლოდ იმიტომ გვცემენ, რომ ინვალიდები ვართ? ნუთუ ამიტომ უნდა დაგვამცირონ და გვცემონ, რომ უნარშეზღუდულები ვართ და მძიმე პირობებში ვცხოვრობთ?," - კითხულობს ფიქრია კურტანიძე.

დედოფლისწყაროს პოლიციაში განმარტავენ, რომ კურტანიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მხოლოდ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. სამართალდამცველების მტკიცებით, გოგონას გამოძიებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, ცდილობდა თუ არა მამაკაცი მის გაუპატიურებას.

კურტანიძის მეზობლები არ უარყოფენ, რომ ამ ოჯახს თანასოფლელებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ყველაფერი მათ ოჯახში გამართულ ღრეობებს და აყალ-მაყალს უკავშირდება. ბრალდებას, რომ უნარშეზღუდულ კურტანიძეებს ხშირად სცემენ - მეზობლები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
,,ამ ოჯახს ძალიან უჭირს, ჩვენც რაც შეგვიძლია, ტანსაცმლითა თუ საკვებით ყოველთვის ვეხმარებით. თუმცა, მეზობლებს ძალიან გვაწუხებენ... ხმაურობენ-ხოლმე, წამდაუწუმ პატრულს იძახებენ, ხან ჩხუბობენ, ხან სვამენ და ერთ ამბავში არიან. დავიღალეთ და ასე აღარ შეგვიძლია... ხშირად გვიფიქრია, რომ მათი გასახლება მოვითხოვოთ. ამ გოგონამ ამასწინათ სახლში იმშობიარა და ბავშვი გაყიდა," - აცხადებენ კურტანიძეების მეზობლები.

კურტანიძე პირველი ჯგუფის ინვალიდ მშობლებთან ერთად მირზაანში ავარიულ ბინაში ცხოვრობს. ისინი სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბაზაში ირიცხებიან. სახლს ფანჯრების დიდი ნაწილი არ აქვს, უმრავლესობა ამოქოლილია. ეზოს არც მესერი გააჩნია, რის გამოც ტერიტორიაზე შემთხვევითი ადამიანებიც ხშირად ხვდებიან, ეს კი ახალი პრობლემების მიზეზი ხდება.

,,საქართველოს რეგიონებში ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა" - ამგვარ შეფასებებს ქალთა უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. მათი მტკიცებით, ძალადობის გახშირებული შემთხვევების მხრივ, განსაკუთრებით კახეთის რეგიონი გამოირჩევა. /შირაქი/ იხილეთ ვრცლად>>

გამოხმაურება პრესაში: რადიო24 : რადიო ჰერეთი>> ; ჯეონიუსი ; ნიუსლაინი ;



ძალადობა - ემანსიპაციის მტერი

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართული შეხვედრა, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევის სამომავლო გეგმას განიხილავდა, იმაზე მიუთითებს, რომ დემოკრატიული პრინციპებისთვის მებრძოლი საქართველო ამ კუთხითაც ცდილობს გამოცოცხლდეს. თუმცა, უდავოა, რომ თანამედროვე ქართველი საზოგადოება სიახლეებსა და სიახლეებით გამოწვეულ ცვლილებებს არაერთგვაროვნად აფასებს. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზი ტრადიციები და მენტალიტეტია, რომელიც ხშირად ხელს გვიშლის, ვიყოთ ობიექტურები, ვიაზროვნოთ საღად და მივიღოთ კეთილგონივრული გადაწყვეტილებები. ქართული ხასიათი, რომელიც მამაკაცის უპირატესობას აღიარებს, რთულად ეგუება ქალთა მოთხოვნას თანასწორობის დამკვიდრების მიზნით.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მცხოვრები 23 წლის ფიქრია კურტანიძე თავისივე თანასოფლელს 30 წლის გოგიტა პოპიაშვილს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ გაუპატიურების მცდელობას ადგილი მიმდინარე წლის ორიოდ დღის წინ ჰქონდა. მისი თქმით, არაერთი ადამიანი მას და მის უნარშეზღუდულ მშობლებს ხშირად სცემს. კურტანიძე თავს ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს და დახმარებას ითხოვს.

კურტანიძე პირველი ჯგუფის ინვალიდ მშობლებთან ერთად მირზაანში ავარიულ ბინაში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ 5 ოქტომბერს, საღამოს, წარსულში ნასამართლევმა გოგიტა პოპიაშვილმა მისი გაუპატიურება სცადა. განზრახვა კი სისრულეში მხოლოდ იმიტომ ვერ მოიყვანა, რომ ნასვამი იყო და გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია.
"რამდენიმე დღის წინ მეგობარ გოგონასთან ოჯახში ვიყავით. დაქალები ვქეიფობდით და ალკოჰოლს ვსვამდით. გოგიტაც იქ იყო. მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე ჭიქა დალია, მეძალავებოდა და მთხოვდა, მასთან სექსუალური კავშირი დამემყარებინა. შევეწინააღმდეგე, ამაზე ძალიან გაღიზიანდა, დაუნდობელი გახდა და ცემა დამიწყო... შემეშინდა, რომ არ მოვეკალი და პატრული გამოვიძახე. უბნის ინსპექტორი მალევე მოვიდა, მაგრამ მხოლოდდამხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და ისევ წავიდა. ეს ჩვენი მხრიდან პოლიციის გამოძახების პირველი შემთხვევა არ არის. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ მე და ჩემს მშობლებს სოფლის მაცხოვრებლები ხშირად გვცემენ. მუდმივად გვჩაგრავენ, მხოლოდ იმიტომ გვცემენ, რომ ინვალიდები ვართ? ასეთი რა დავაშავეთ, ნუთუ ამიტომ უნდა დაგვამცირონ და გვცემონ, რომ უნარშეზღუდულები ვართ და მძიმე პირობებში ვცხოვრობთ?," - კითხულობს ფიქრია კურტანიძე.

როგორც "შირაქმა" გაარკვია, შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონულ სამმართველოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძიება გაუპატიურების მცდელობის ვერსიას არ განიხილავს. გაზეთ "შირაქის" ინფორმაციით, პოლიციამ სს საქმე 118-ე მუხლით აღძრა, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის 118-ე მუხლი სხეულის განზრახ, ნაკლებად დაზიანებას მოიცავს. ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე. თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე. ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში ჩვენთან საუბრისას განმარტავენ, რომ კურტანიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მხოლოდ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. სამართალდამცველების მტკიცებით, გოგონას გამოძიებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, მართლა ცდილობდა თუ არა თანასოფლელი მამაკაცი მის გაუპატიურებას.

კურტანიძეები სოფელ მირზაანში წარმოუდგენელ სიდუხჭირესა და აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. მათი საცხოვრებელი ბინაც ძალზე ცუდ ვითარებაშია. სახლს ფანჯრების დიდი ნაწილიც არ აქვს, უმრავლესობა ამოქოლილია. მათ ეზოს არც დამცავი მესერი გააჩნია, რის გამოც ტერიტორიაზე შემთხვევითი ადამიანებიც ხშირად ხვდებიან, ეს კი ახალი პრობლემების მიზეზი ხდება. კურტანიძეები ამბობენ, რომ საცხოვრებელი პირობების ოდნავ მაინც გაუმჯობესებას და ბინის მოწესრიგებას ფინანსების არარსებობის გამო ვერ ახერხებენ.

"შირაქმა" ისიც გაარკვია, რომ მირზაანში მცხოვრები ხელმოკლე ოჯახის ერთადერთ შემოსავალს ინვალიდობის პენსია და სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი ყოველთვიური საარსებო შემწეობა შეადგენს. გოგონას უნარშეზღუდული მშობლები აცხადებენ, რომ ეს თანხა ხშირად მხოლოდ პურის შესაძენადაც არ ჰყოფნით, რის გამოც რიგ შემთხვევებში მშივრები იძინებენ და კეთილი ადამიანების მოწყალების იმედად რჩებიან.

მას შემდეგ, რაც მომხდარით ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ფიქრია კურტანიძე ამბობს, რომ მოძალადემ პირადად მოუბოდიშა და პატიება სთხოვა.
ამ ოჯახის ბრალდებების გადამოწმება "შირაქმა" სოფელ მირზაანის მაცხოვრებლებთან სცადა. კურტანიძის ბრალდებებს მისი მეზობლები ეხმაურებიან და განმარტებებს აკეთებენ. ისინი არ უარყოფენ, რომ ამ ოჯახს თანასოფლელებთან მართლაც დაძაბული ურთიერთობა აქვს, თუმცა იქვე იმასაც დასძენენ, რომ ყველაფერი მათ ოჯახში გამართულ ღრეობებს და აყალ-მაყალს უკავშირდება. ბრალდებას იმის შესახებ, რომ უნარშეზღუდულ კურტანიძეებს ხშირად სცემენ - მეზობლები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

"ამ ოჯახს ძალიან უჭირს, ჩვენც რაც შეგვიძლია, ტანსაცმლითა თუ საკვებით ყოველთვის ვეხმარებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მეზობლებს ძალიან გვაწუხებენ... ძალიან ხმაურობენ-ხოლმე, წამდაუწუმ პატრულს იძახებენ, ხან ჩხუბობენ, ხან სვამენ და ერთ ამბავში არიან. დავიღალეთ და ასე აღარ შეგვიძლია... ხშირად გვიფიქრია, რომ მათი გასახლება მოვითხოვოთ. სულ კონფლიქტური ვითარება გვაქვს ამ ოჯახთან. ამ გოგონამ ამასწინათ სახლში იმშობიარა და ბავშვი გაყიდა," - აცხადებენ კურტანიძეების მეზობლები და ოჯახს ბრალდებებს აქეთ უყენებენ.

საქართველოს რეგიონებში და სოფლებში ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა" - ამგვარ შეფასებებს ქალთა უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. მათი მტკიცებით, ძალადობის გახშირებული შემთხვევების მხრივ, განსაკუთრებით კახეთის რეგიონი გამოირჩევა. ქალთა ფონდის წარმომადგენლების თქმით, ხშირია ქალზე და მოზარდ გოგონებზე სექსუალური და ოჯახური ძალადობის, ასევე ინცესტის შემთხვევები: "რაც ყველაზე უარესია, ძალადობის მსხვერპლი ქალები თავიანთ მდგომარეობას ეგუებიან და უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ მიმართავენ. ან მეუღლის ეშინიათ, ან მეზობლის და ნათესავების რცხვენიათ და ისეც ხდება-ხოლმე, რომ არ გვენდობიან. მათ ჰგონიათ, რომ იყენებენ. ძალადობის გახშირებული შემთხვევების მხრივ, განსაკუთრებით კახეთის რეგიონი გამოირჩევა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა ორგანიზაციების წყალობით, ბოლო პერიოდში რეგიონში მცხოვრები ქალები უკვე ცდილობენ თეორიული ქმედებიდან პრაქტიკულ ქმედებებზე გადასვლას".

მიუხედავად იმისა, რომ დღეს, საქართველოში ქალთა უფლებებისა და ინტერესების დამცველი 200-მდე ორგანიზაციაა, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით მიღებული კარდინალური ცვლილება მაინც არ ჩანს, რის გამოც საზოგადოების დიდ ნაწილს ექმნება განცდა, რომ ისინი პროექტებისა და ფორმალობების დონეზე ფუნქციონირებენ.
ქალთა ფონდში აცხადებენ, რომ საქართველოში რეგისტრირებული ქალთა ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების უმრავლესობა ნეგატიური სტერეოტიპების გამო ერიდება საკუთარი პოზიციების საჯაროდ გამოცხადებას. პრობლემებს ბოლომდე ვერ წყვეტენ, რაც ალბათ იმის ბრალია, რომ მათ მუშაობას ორგანიზებული სახე არ აქვს, რომ სოციალური ცვლილებები სწრფად არ ხდება და მას დეკადები სჭირდება.

როგორც "შირაქმა" გაარკვია, "ქალთა ფონდი" ყველაზე მსხვილი ადგილობრივი გრანტისგამცემი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც მხარს უჭერს ქალთა ჯგუფების საქმიანობასა და ინიციატივებს. ფონდის პრიორიტეტებს შორისაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების დახმარება, კანონებისა და რეფორმების (საკანონმდებლო ინიციატივების) მხარდაჭერა, ქალთა გათვიცნობიერება გენდერულ საკითხებში, საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება ქალთა საკითხებისადმი და ქალთა ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერა.

"ჩვენი პრიორიტეტია, ვიმუშავოთ განსაკუთრებით მარგინალიზებულ ქალებთან. ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამებიდან, აღსანიშნავია "ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა, რომელიც სოფლებში მცხოვრები ქალების ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას გულისხმობს. ჩვენთვის ჯერ არ მოუმართავათ რელიგიურ უმცირესობებს, თუმცა მათთვის აბსოლუტურად ღია ვართ. პირველ ეტაპზე შეირჩა რეგიონში მცხოვრები ქალთა ჯგუფები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენინგი ბიზნესგეგმის შედგენისა და ბიზნესის მართვის შესახებ, რის შემდეგაც ისინი თავად ქმნიდნენ ბიზნესპროექტებს და მათი 80% დაფინანსდა. ეს პროექტი მათი ბიზნესინიციატივების წასახალისებლად შეიქმნა და ახლაც მიმდინარეობს. ჩვენ ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს ქალის უფლებას, რეპროდუქციული და სექსუალური თავისუფლების შესახებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რეგიონებში და თბილისშიც ძალიან მკვეთრ პრობლემებს ვხვდებით. ჩვენ ასევე ჩავატარეთ ტრენინგები საინიციატივო ჯგუფებთან, ქალთა უფლებებსა და გენდერზე, რომელსაც ძირითადად ინფორმაციული დატვირთვა ჰქონდა და მიზნად ისახავდა ქალთა ჯგუფების ორგანიზაციულ განვითარებას, რათა უკეთ იმუშაონ ქალთა საკითხებზე." - განაცხადეს ქალთა ფონდის წარმომადგელებმა. როგორც ჩანს, ძალადობა თანამედროვე საქართველოში ემანსიპაციის ერთ-ერთი მტერია. XXI საუკუნეში ბევრი ქალი კვლავ დაუცველი რჩება.

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/










ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.

სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы