
– სპორტი შენი ძირითადი მიზანი და საქმიანობაა, თუ სხვა ჰობიც გაქვს?
– ამჟამად სპორტი ჩემი ძირითადი საქმიანობაა. თუმცა, საერთოდ ბევრი ჰობი მაქვს, რა ვიცი...
– რა ასაკიდან გაგიტაცა სპორტმა?
– სპორტი პატარაობიდანვე მაინტერესებდა. ჯერ კარატეზე დავდიოდი მაგრამ მერე სექცია დაიხურა და მეც დავრჩი ასე. მერე გავიგე რომ კიკ-ბოქსინგის ჯგუფი იყო რაიონში და 15 წლისამ ვარჯიში დავიწყე თამაზ ყარაგვეზაშვილთან, მან უკეთ ჩამინერგა სპორტის სიყვარული. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სპორტულ განვითარებაში.
– როგორი იყო ბავშვობაში სპორტით შენი გატაცების მომენტები, რაზე ფიქრობდი და ოცნებობდი...
– პირველად ვარჯიში რომ დავიწყე ჩემი ერთად ერთი ოცნება იყო საქართველოს ჩემპიონი გავმხდარიყავი და სანამ არ მივაღწიე არ მოვისვენე...
– როდის და როგორ მიაღწიე, რა ემოციები იყო?
პირველად ვიყავი შეჯიბრზე ბათუმში სადაც დავმარცხდი, ამან მიმახვედრა, რომ არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული, ამის შემდეგ ძალიან მონდომებული ვიყავი. ბევრი ვარჯიშის და ტექნიკის დამუშავების შემდეგ (რაშიც დიდი წვლილი მიძუღვის თამაზ ყარაგვეზაშვილს) 2009 წელს საქართველოს ჩემპიონატზე გავედი თბილისში, სადაც სრული უპირატესობით მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი ხელჩართულ ბრძოლებში.
– პირველი მეტოქე როგორ გახსოვს?
– კარგი მებრძოლი იყო და სამართლიანად გაიმარჯვა. პირველად რინგზე რომ გადავედი, ძალიან დავიბენი. გარედან ადვილი საყურებელი და განსასჯელი რომ ჩანს, თურმე

–ანუ რინგზე შეგშინებია???...
– შიშით არა, მაგრამ რინგზე გასვლის წინ ყოველთვის არის რაღაც ნერვიულობის მაგვარი რამ. ელოდები როდის გამოგაცხადებენ, მხოლოდ იმას ელოდები შენი ჯერი მალე მოვიდეს. წაგებებიც მქონია, მაგრამ არ მიფიქრია წავაგებ მეთქი. თუ იცი, რომ შენზე ძლიერი მოწინააგმდეგე გყავს, არ უნდა დანებდე და რინგზე მაინც გადახვიდე, თუნდაც იცოდე რომ წააგებ... ეგ შეიძლება ისე იფიქრო, მაგრამ მაინც უნდა ეცადო შენსას. თუ ევროპის, ან მსოპლიო ჩემპიონს ხვდები – როგორ არ უნდა იფიქრო წაგებაზეც... ერთხელ, როცა შავი ზღვის თასზე ევროპის ჩემპიონს გურამ ქუთათელაძეს ვხვდებოდი კლუბ golden gloriy-დან, საკმაოდ დავიძაბე და განვიცადე.
– რა დროს უთმობ სპორტს შენს ცხოვრებაში?
– სპორტი ჩემს ცხოვრებაში მართლაც უმნიშვნელოვანესია. თითქმის სულ სპორტზე ვარ გადართული... დროის 70%–ს სპორტს ვუთმობ, დანარჩენს კი სხვა საქმეების მოგვარებას ვახმარებ.
– სპორტსმენი ბიჭები მანდილოსნების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევით... თუ გრძნობ ზედმეტ ყურადღებას, ანუ სპორტსმენობა გმატებს თუ არა თაყვანისმცემლებს?
– არა ასე არაა, ვფიქრობ, რომ პირიქით... გოგოებს რატომრაც სუსტი, გამხდარი ბიჭები მოწონთ. ზოგს კი მაგრამ ჩემი აზრით უმეტესობას გამხდარი ბიჭები ურჩევნია...
– ანუ ვერ იტყვი, რომ სპორტული ცხოვრება გეხმარება გოგონებთან ფლირტში? –არა, არა მგონია...
– სერიოზული სიყვარული თუ გქონია ცხოვრებაში?...

– არა სერიოზულად არავინ შემყვარებია... გატაცებები კი იყო ბევრი...
– რა სახის კომპლიმენტები მოგისმენია საკუთარი მისამართით?...
– ასეთ დეტალებს ნამდვილად არ ვიმახსოვრებ, იმიტომ რომ მართლა არ მომწონს ქება... მერე „გაბლატავება“ იცის... რამდენჯერმე ჩემპიონი როცა გავხდი ამ ფაქტზე მომისმენია რაღაც კომპლიმენტები. სპორტულ აღნაგობაზე, ან გარეგნობაზე არა... საერთოდ, ისე არ ვიცვამ, რომ ტანი ვუბლატავო ვინმეს... (იღიმის) თანაც, კიკ-ბოქსიორები დიდად დაკუნთულები არც ვართ, აქ ვარჯიშისგან სხეული სხვანაირად ვითარდება...
– როცა ბიჭი ტანს აჩენს და კუნთების დემონსტრირებას ახდენს – ფირქობ, რომ ამარიაჟებს და ტრიპაჩობს?
– კი ნამდვილად ასეა... კარგი სპორტსმენი არასდროს „ბლატაობს“... ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს...
– ალბათ წუნია ხარ, თუ სერიოზული გრძნობა რატომ ვერ გეწვია?...
–შესაძლოა...
– როგორ ფიქრობ, დედოფლისწყაროელ სიმპათიურ და სასურველ სასიძოებს შორის გიორგი ცისკარაულიც შედის თუ არა?
– არ ვიცი, ასეთ რამეზე არ ვფიქრობ არსოდეს... თუმცა, მგონი არც არასასურველი იქნება... რავიცი მგონია, რომ ვიღაც მაწანწალა და ცუდი ადამიანი არა ვარ და ამიტომ... ლოთი და ხელიდან წასული არ ვარ და...
– ალბათ არ ეწევი?
–არა და დალევითაც ალკოჰოლური სასმლის სუნს ვერ ვიტან...
– ანუ, არ მოგიწევია?
–არა...
– აბა ალკოჰოლის გარეშე მეგობრებთან ქეიფი როგორ გამოგდის?...
– მხოლოდ ლუდს ვსვამ, ისიც ცოტას... მშვენივრად გამომდის. მოლხენისთვის აუცილებელი არაა მთვრალი იყო,
– ეგ ცხადია, მაგრამ ყველა რომ სვამს და მხოლოდ შენ არა, თავს რითი იმართლებ??
– არაფრით, ასეთ წრეში მარტო მე არ ვარ... სამეგობროში თითქმის სულ სპრტსმენები ვართ და ბევრია ჩემნაირი... ერთმანეთს ადვილად ვუგებთ და გვესმის რატომ არ უნდა დავლიოთ...

– თუ რამე არ მინდა, ვერც ვერავინ გამაკეთებინებს...
– მოკლედ, არ სვამ იმიტომ, რომ სასმელი არ მოგწონს, თუ იმიტომ, რომ სპორტსმენს ავნებს? – არა იმიტომ, რომ უბრალოდ არ მიყვარს... ერთხელ ცუდად გავხდი და მას მერე არ ვსვამ... სპორტი ყველაფერზე ძალიან მიყვარს...
– ამბობენ სპორტსმენებს ზოგჯერ სექსისგან თავის შეკავებასაც სთხოვენო... ყოველთვის მაინტერესებდა, ეს თუ ხდება და რა დროს?...
– შეჯიბრის წინა 2-3 დღით ადრე ინტიმური ურთიერთობა არ შეილება. სექსის დროს ძალის რაღაც %–ს კარგავს სპორტსმენი და მოგების ნაკლები შანსი რჩება...
– საინტერესოა... შეჯიბრამდე თუ გქონია ისეთი მომენტი, რომ მანდამდე მისულა საქმე და შეჯიბრის გამო ხელი შეგშლია და გეფიქრა ოღონდ არ დამთხვეოდა რა მაგარი ვინმე გავუშვიო?...
–ასეთი მომენტი არ მქონია და არც გული დამწყვეტია...
– სხვა "საკაიფო" მოსაწევებიც გაგისინჯია?
–არა, ასეთები ჩემგან შორს..
– მოდი, გულწრფელად თქვი, ნუთუ, არც გასინჯვის სურვილი გქონია?
– არა, მეზიზღება... ისეთ რამეს არასოდეს გავაკეთებ, რომ ჩემი თავის კონტროლი დავკარგო..
– ანუ არც ისე დამთვრალხარ, რომ თავისუფალ ხასიათზე დამდგარიყავი და ცოტა მაინც დაგეკარგა კონტროლი?
– ერთხელ ბევრი დავლიე და მივხვდი რომ ცუდი გრძნობაა და თვითკონტროლი ნაკლები იყო... მას მერე აღარ ვსვავ
– ადამიანში პირველ რიგში რას აფასებ?
– ერთგულებას და შეგნებას...
– პირველ რიგში რამ უნდა მიგიზიდოს, ჯერ გარეგნულმა, თუ ჯერ შინაგანმა სილამაზემ?
– ჯერ შინაგანს ვაფასებ, შემდეგ ერთგულება დანარჩენი არ მაინტერესებს.
– რამდენად გიყვარს იუმორი, ხშირად ხუმრობ მეგობრებთან ან გარშემომყოფებთან?
– კი იუმორი მიყვარს. სულ ვხუმრობთ და სულ ესე ვართ
– შენი შეფასებით ხალისიანი ადამიანი ხარ, თუ უფრო სერიოზული?
–ცოტ–ცოტა ორივე... გააჩნია სუტუაციას...
– რა გაღიზიანებს, რა დროს ბრაზდები?
– როდესაც ჩემ მიმართ ან ჩემი ახლობლების მიმართ ვინმე არასამართლიანად იქცევა.
– ჰობიდან გამომდინარე გაბრაზებული დაუნდობელი ხარ?
– კი ძალიან დაუნდობელი ვხდები როდესაც ვინმე მაბრაზებს...
– ადვილად პატიობ????
– თუ ადამიანი ხვდება თავის საქციელს მაშინ კი...
– რაკი ახალგაზრდა ხარ საინტერესოა რას ფიქრობ – საქართველოში უნდა იყოს თუ არა სექსი ლეგალიზებული?
– არა.. ამაზე არ მიფიქრია, თუმცა ლეგალიზების მომხრე არ ვარ...
– ქორწინებამდე სექსი თუა შენთვის მისაღები?
– არა, გოგოს რომელიც ქორწინებამდე სექსზე თანახმაა – მეძავად აღვიქვამ...
– ლეგალიზებას რატომ ეწინააღმდეგები, დავიჯერო ერთხელაც არ მოხვედრიხარ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან?
– კი, მაგრამ რატომღაც ასე ვფიქრობ...
– დედოფლისწყაროში ისეთი ვინმე თუ გეგულება, მისდამი სხვანაირი სიმპათიები რომ გქონდეს?
– კი, არის ერთი...
– პატარა ასაკში ქორწინება სერიოზულად მიგაჩნია???
– არა... ნამდვილად არასერიოზულია, სანამ 18 წელს მაინც არ გადაცდები... პატარა ასაკში სერიოზულად იშვიათად უყვართ და ასეთი ოჯახები ძალიან მალე ინგრევა. მე ალბათ 23 - 24 წლის ასაკში დავქორწინდები. /ქიზიყი/ ნიკა იაკობიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий