დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ ინფორმაციას გამოეხმაურა და ანზორ მაძღარაშვილის სიიდან ამოღების ფაქტი კატეგორიულად უარყო. საკრებულოსთან არსებულ საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიაში განმარტავენ, რომ მაძღარაშვილს სიიდან იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ ამოიღებდნენ, რომ ის კომისიაში განსახილველად არც არავის წარუდგენია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი

„საქმე იმაშია, რომ იმავე დღეს ანზორ მარტყოფლიშვილს სპორტული შეჯიბრებები ჰქონდა და დაჯილდოვების ცერემონიაზე დასწრებას ამ მიზეზით ვერ ახერხებდა. წინასწარ დაგვირეკა და შეგვატყობინა. თუმცა, დაჯილდოვების დროს როცა ანზორ მარტყოფლიშვილი გამოაცხადეს, მუზეუმის დირექტორს ანზორ მაძღარაშვილს საკუთარ თავზე მოესმა. შემდეგ კი გაირკვა, რომ მასზე არ იყო საუბარი. ალბათ, ხმების აგორება ამ ფაქტმაც გამოიწვია. წელს კომისიამ მხოლოდ 4 კანდიდატის საკითხი განიხილა. კომისიის წინაშე საპატიო მოქალაქის კანდიდატურის დასაყენებლად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლები შედიოდნენ და რომელთაც კომისიისთვის უნდა შეეთავაზებინათ მათთვის მისაღები კანდიდატურა. ჩვენ ვაფასებთ ანზორ მაძღარაშვილის ღვაწლს ნიკო ფიროსმანაშვილის წინაშე, მაგრამ მისი კანდიდატურა არცერთ საინიციატივო ჯგუფს არ შემოუთავაზებია. აქედან გამომდინარე, მისთვის დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხს კომისია ვერც განიხილავდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ წარმოდგენილ კანდიდატურებზე იმსჯელა და ამჯერად არა ხუთი, არამედ ოთხი საპატიო მოქალაქე შეარჩია. ანზორ მაძღარაშვილი საპატიო მოქალაქეების სიიდან არ ამოუღიათ, რადგან მისი კანდიდატურა კომისიის წინაშე განსახილველად არც შემოსულა. თავდაპირველად ხუთი კანდიდატი არ ყოფილა, ნათქვამი იყო, რომ ყოველწლიურად ამგვარი წოდება უნდა მიენიჭოს არაუმეტეს 5 კანდიდატისა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ზაზა ფიროსმანაშვილმა.
სავარაუდოდ, ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციში გვარი შეცდომით იყო მითითებული. ამას გარდა, დაჯილდოების მომენტში ანზორ მარტყოფლიშვილის გამოცხადების დროს სცენაზე გასვლა ანზორ მაძღარაშვილმა სცადა და იქვე აღნიშნა, კარგად ვერ გავიგეო. აჟიოტაჟის დაწყების საბაბიც სწორედ ეს გარემოებები გახდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
გამოხმაურება პრესაში: ნიუსლაინი>> ;
Комментариев нет:
Отправить комментарий