#4-ე დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელობამ კაპრალ გოჩა მაძღარაშვილს სასამართლო მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უფლებამოსილება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი დემურ კეკენაძეც ადასტურებს: ,,მაძღარაშვილი ჩვენს სამმართველოში კაპრალად მუშაობდა. ამ ინციდენტის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გამოძიების დასრულებამდე და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მას უფლებამოსილება შევუჩეროთ. დანარჩენზე კი მას შემდეგ ვიზრუნებთ“ -- განუცხადა „ქიზიყს“ დემურ კეკენაძემ.სოფელ არბოშიკში მცხოვრები 27 წლის მაძღარაშვილი 15 ივ
ლისს სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ მაგისტრალზე მიცუბიშის მარკის ჯიპით სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრებ 19 წლის ბექა ჯანიაშვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა "ქიზიყს" განუცხადეს, ბექა ბეზნზინის საყიდლად ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.მომხდარზე სისხლის საქმეა აღძრული, გამოძიებას შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი დავით პოპიაშვილი იძიებს. /ქიზიყი/ილია მარტყოფლიშვილი;

Комментариев нет:
Отправить комментарий