სწავლასა და კარიერას გადაყოლილებმა ოჯახის შექმნა ცოტა დააგვიანეს, მაგრამ ღმერთმა წყალობა მოიღო და ექიმ
მარინა ნასრაშვილს და იმდროისთვის პარტიულ ფუნქციონერ
აკაკი ოზაშვილს, ექიმების დასკვნებით ერთ გოგოს რომ ელოდნენ, მოულოდნელად ტყუპები ვაჟი შეეძინათ: ჯერ დათო დაიბადა, თორმეტი წუთის შემდეგ –კახა. 1988 წლის 16 აპრილი იყო. თითოეული 1.400 გრამს იწონიდა. რვათვიანები იყვნენ და თბილისში, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს "ინკუბატორში” მოუწიათ ერთი თვის გატარება.
დიდი შრომა და უძილო ღამეები დასჭირდა ბავშვების გაზრდას, მათ ჯანმრთელობას, განვითარებას. ამ ყველაფერში მარინას პროფესიული ცოდნაც უდაოდ დაეხმარა. ბიჭები ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ, ერთნაირად აცმევდნენ, ერთნაირად ვარცხნიდნენ, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და.. უჭირდათ მათი გარჩევა აღმზრდელ მასწავლებლებსაც კი. ორივე ისე კარგათ სწავლობდა, მასწავლებლის მოტყუება და ერთმანეთის ჩანაცვლება არასდროს სჭირდებოდათ, როგორც ეს ტყუპებს სჩვევიათ ხოლმე. ამისათვის კი ყველა პირობა არსებობდა _ ნიჭიც, შრომის მოყვაერეობაც და ხელშეწყობაც. მშობლები მუშაობდნენ, მაგრამ აწყობილი და გააზრებული დღის რეჟიმით მუდამ ახერხებდნენ შვილებისათვის დრო გამოენეხათ და სათანადო ყურადღება მიექციათ. მათ მხარში ოჯახის წევრებიც ერთგულ ედგნენ. ლამარა ბებია და რუსუდან ბებიდა მზრუნველობას არ აკლებდნენ ბავშვებს.

_ პირველ რიგში ბავშვებში უნდა გაღვივდეს ინტერესი ინტელექტის მიმართ. ჩვენი ბავშობა უშუქობას და ცხოვრების გაუსაძლის პირობებს დაემთხვა, მაგრემ კარგად გვახსოვს ლამპის შუქზე როგორი გულმოდგინებით საათობით გვიკითხავდა ზღაპრებს, პატარა მოთხრობებს, გვიყვებოდა მრავალ საინტერესო ამბავს, შარადებს, გამოცანებს, თავსატეხსა თუ ენისგასატეხ გვასწავლიდა ჩვენი რურსუდანი ბებიდა. (საუბარია დაწყებითი სწავლების ცნობილ პედაგოგზე რუსუდან თარაშვილზე, რომელიც იმ დროს უკვე პენსიონერი გახლდათ და დისშვილთან –აკაკი ოზაშვილთან ერთად ცხოვრობდა). მან და მთელმა ჩვენმა ოჯახმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს ჩამოყალიბებაში – ამბობენ ბიჭბი და სიყვარულით იხსენებენ პაპა_ბებიებს, რომლებიც დღეს ცოცხალთა შორის აღარ არიან.
კახა და
დათო ოზაშვილები ქ. დედოფლისწყაროს #1 საშუალო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები იყვნენ. რამდენიმე თვე ახლადჩამოყალიბებულ ფასიან სკოლაშიც სწავლობდნენ, მაგრამ ისევ მშობლიურ სკოლას დაუბრუნდნენ.
_ ფასიან სწავლებასთან დაკავშირებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პერსპექტიული და კოკურენტუნარიანია, სად პედაგოგების 30-40 ბავშვთან მუშაობა და სად ხუთსა და თუნდაც ათთან. მაგრამ აქ ყველაზე მნიშვენილოვანი ძლიერი პედაგოგიური კოლექტივის შეკვრაა. კარგ სპეციალისტს კი კარგი ანაზღაურებაც სჭირდება, კარგ ანაზღაურებას –სოლიდური გადასახადი მშობლების მხრიდან, სოლიდურ გადასახადს _სოლიდური საოჯახო ბიუჯეტი, რაც ჩვენს ქვეყანაში, დღესდღეობით, ნაკლებად თუ ვინმეს აქვს. ისე რომ, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა აკინძული – გვიზიარებენ თავის მოსაზრებას ძმები და სკოლის ხალისიან დე ბედნიერ დღეებს იხსენებენ, იხსენებენ პედაგოგებს, მეგობრებს, გამორჩეულად კი პირველ მასწავლებლებს ცისანა მჭედლიშვილს. მათ, ორივემ, წარჩინებით დაამთავრეს საშუალო სკოლა და პირველივე წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში. სწორედ აქ გაიყარა მათი გზები: დათომ მედიცინის შესწავლა გადაწყვიტა, კახამ ბიზნესის საიდუმლოებაში ჩახედვა ირჩია. და რადგან 12 წუთით დიდია დათო კახაზე, პირველობა მას დავუთმოთ და პირველად მისი დამოუკიდებელი ცხოვრება გავიცნოთ.
2005 წელს დათო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რა თქმა უნდა, უფასოზე. სწავლას წარმატებით უთავსებდა მუშაობას. მიაჩნია, რომ პრაქტიკული საქმიანობა დიდ გამოცდილებას სძენს ადამიანს და თეორიასთან ერთად პროფესიის დაუფლების საუკეთესო საშუალებაა. ჯერ ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში მუშაობდა, შემდეგ პირველ საავადმყოფოში. 2011 წლის გაზაფხულზე უნივერსტიტეტი დაამთავრა, ერთიანი დიპლომისშემდგომი სარეზიდენტო გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ჩაირიცხა სამედიცინო რადიოლოგიის სპეციალობაზე. იქამდე ანალოგიური დიპლომის შემდგომი გამოცდა ხარკოვის სამედიცინო აკადემიაშიც ჩააბარა და იქაც ჩაირიცხა იგივე ფაკულტეტზე, მაგრამ ამჯერად თბილისში დარჩენა ამჯობინა. მის მიერ არჩეული სპეციალობა გულისხმობს სწორ დიაგნოსტიკას მსოფლიო სტანდარტების ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ეს ახალი დარგია, რომელიც დიდ ცოდნას და პროფესიონალიზმს მოითხოვს.
_დათო, დღეს ექიმობა ნაკლებშემოსავიანია, თუ, რა თქმა უნდა, კერძო პრაქტიკას არ ეწევი, ამას კი საკმაო ფინანსები და დიდი პრაქტიკული გამოცდილება სჭირდება. რას აპირებ?_ ჩევნთან ექიმი მატერიალურად ძლიერი არასოდეს ყოფილა, ის უფრო პრესტიჟი იყო. მაგრამ განვითარებულ, აწყობილ ქვეყნებში ასე არ არის, ნამდვილად მცოდნე და წარმატებულ ექიმებს ანაზღაურებაც შესაბამისი აქვთ. ჩვენთანაც მალე ასე იქნება. მაგალითად, წელს რეზიდენტურაში ჩემთან ერთად 1500 კაცი აბარებდა. აქედან დაახლოებით ასზე ცოტა მეტი ჩაირიცხა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია დიდია, დიდი კონკურენციის პირობებში კი მეტად ხარ მოტვირებული ცოდნის დონე აიმაღლო, მაქსიმუმს მიაღწიო. კარგი ექიმი ახლაც საძებარია. დღეს თბილისში დარჩენა გადავწყვიტე, სამომავლოდ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას ნამდვილად ვფიქრობ.
_ ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ჩვენს ახლადგახსნილ კლინიკებს მარტო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა კი არა, მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტებიც ნამდვილად სჭირდება. კახა სკოლის დამთავრებისთანავე, პირველსავე ცდაზე თბილისის თავისუფალი უნივერსტიტეტის ISM _ბიზნესსკოლის ბიზნესადმინისრირების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. რა თქმა უნდა, ისიც უფასოზე. ის ჩვენი რაიონიდან პირველი იყო, ვინც ამ პრესტიჟულ უნივერსტიტეტში ჩაირიცხა. ჩაირიცხა და მალევე მიიპყრო ლექტორ-მასწავლებელთა ყურადღება, როგორც გონიერმა, გაწონასწორებულმა და სწავლისთვის მონდომებულმა სტუდენტმა. მესამე კურსზე სწავლას შრომაც შეუთავსა და პირველ ბრიტანულ ბანკში დაიწყო მუშაობა. მეოთხე კურსი დამამთავრებული იყო და მუშაობა დროებით შეწყვიტა. უნივერსტიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია გრანტ-თორნ-თონ-ში დაიწყო აუდიტორად. მისი მოვალეობა იყო სამთავრობო, დონორი და კომერციული ორგანიზაციების აუდიტი როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთაც. ამიტომ, ხშირად ჰქონია მივლინებები საზღვარგარეთ, რამაც დიდი გამოცდილება შესძინა. ამ გაზაფხულზე კი კახამ სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაისგან’ შეთავაზება მიიღო და სამუშაოდ იქ გადავიდა საოპერაციო რისკების სპეციალისტად.
_კახა, რატომ გამოიცვალე სამსხური, ვიცი, ძველ სამსხურშიც კარგი ავტორიტეტი გვქონდა და ძალიან გაფასებდნენ კიდეც?_ ნამვილად არც იქ ვიყავ ცუდად, მაგრამ აქ გაცილებით საინტერესო სამუშაოა. მე სხვადასხვა ორგანიზაციაში არსებული ბიზნეს-პროცესების მონიტორინგს ვაწარმოებ, რაც ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულია და, ამდენად, საინტერესოც, თან ანაზღაურებაც თითქმის ორჯერ მეტია.
_ მაინც, რამდენი გაქვს ხელფასი? _ მარტოხელა მამაკაცისთვის ცოტა მეტიც კი არის, ისე რომ, დათოს და მშობლებსაც ვუწილადებ ხოლმე საჭიროებისას.
_სწავლა დაამთავრე თუ კიდევ გაქვს რაიმე გეგმაში?_ სწავალა სიბერემდეო, ხომ გაგიგონიათ. აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას საზღვარგარეთ. ვიცი, რომ ამას სერიოზული ფინანსები სჭირდება. ამისათვის ორი გზა მაქვს: ან სესხი უნდა ავიღო ბანკიდან, ან ინგლისურ ენაზე ჩავაბარო გამოცდა უნარებში, მოვოპოვო უმაღლესი ქულები და ის სასწავლებელი, რომელსაც ამოვირჩევ, დავარწმუნო ჩემს შესაძლებლობებში, რათა უფასო სწავლების პროგრამაში ჩამსვან. მე სესხის აღებას, ნამდვილად, არ ვაპირებ. სამაგიეროდ მონდომებით ვმეცადინეობ.
_ ასე კარგათ იცი ინგლისური?_ დიახ, ინგლისურიც და რუსულიც მეც და დათომაც ორივემ შესანიშნავად ვიცით. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ახლობელს ეთერ ლათიბაშვილს, რომელმაც ორივე ენა ძირფესვიანად შეგვასწავლა. ის ძალიან ძლიერი სპეციალისტი და შესანიშნავი ადამიანია. მასთან მოხვედრაზე რიგები დგას.
_ ბიჭებო, თქვენი სპეციალობა რომ კარგათ იცით, უდავოა, კიდევ რა გაინტერესებთ გამორჩეულად? კახა: _ არქიტექტურული ძეგლები და მათი ისტორიები. ძალიან ვისიამოვნე გასულ ზაფხულს ევროპაში მოგზაურობისას. მაინტერესებს მედიცინა, მისი მსოფლიო მიღწევები ამ დარგში ეს, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ ჩემი ძმა მედიკოსია, თვითონაც ბევრს კითხულობს და მეც მიყვება ამ თემაზე.
დათო: _ პროფესია მთავარია, იმის იქით ბევრი რამ მაინტერესებს. მართალია, არც სპორტსმენ ვარ, არც მუსიკოსი და არც მხატვარი, მაგრამ ეს დარგები ძალიან მაინტერესებს, ბევრს ვკითხულობ და საკმაოდ ვერკვევი, თუ თავის ქებად არ ჩამითვლით.
_ ჩვენ ადამიანის განვითარებაზე ვსაუბრობთ. ადამიანის განვითარებისათვის რომელს ანიჭებთ უპირატესობას, წიგნს თუ კომპიუტერს? დათო:_ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ადამიანის განვითარებაში გენეტიკას და ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი გენებით გადმოცემული უნარისათვის და იმ ამაგისთვის, რაც ოჯახმა ჩვენზე გასწია. ჯერ იყო და ინტელექტისადმი სიყვარული სულ პატარებს გაგვიღვიძეს, მერე 24 საათი გვაბეჯითებდნენ, ვინ დაგვაძინებდა და გაგვანებივრებდა. თუ გაკვეთილები სათანადო დონეზე არ გვეცოდინებოდა! ჰოდა, ასე ჩამოყალიბდა ჩვენში ინტერესი. რაც შეეხება წიგნა და კომპიუტერს, მე მათ ერთმანეთს არ შევადარებდი. ეს ცოდნის მიღების ორი სხვადასხვა წყაროა. წიგნში ძიების მეტი დრო სჭირდება, კომპოიუტერი უფრო სწრაფია, მაგრამ წიგნს სხვა ხიბლი აქვს, წაკითხულს შენი შესაძლებლობების და თვალსაწიერის მიხედვით ინდივიდუალურად აღიქვავ და მასში არავინ ერევა, რაც მეტად ინტიმუტი და სასიამოვნოა.
კახა:_ კომპიუტერი სწარაფად და მრავალმხრივ ინფორმაციას იძლევა, მაგრამ ოჯახი ყურადღებით უნდა იყოს და ბავშვი არ მიეჩვიოს იმ უამრავი სიბინძურის ყურადღება, რაც კომპიუტერში საკმაოდ მრავლადაა. თავიდანვე კომპიუტერი ცოდნის მიღების წყაროდ უნდა უქციო ბავშვს და არა მხოლოდ თამაშებზე, ჩატაობაზე და სხვა გასართობ პროგრამაზე იყოს ორიენტირებული.
_იმედია, თვალყურს ადევნებთ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. მედია-საშუალებებიდან რომელს უფრო ენდობით?დათო: _ ტელევიზია ცდილობს ადამიანთა ზომბირებას. ბეჭვდური მედია შედარებით უფრო მართალია.
კახა:_ ტელევიზიის მიმართ,ზოგადად, ნდობა ნაკლებია.
_ ადამიანის შეფასებისას რა თვისებას გამოყოფთ გამორჩეულად?დათო: - ჩემთვის ერთგულებაა ყველაზე მაღლა, ეს კაცსაც ეხება და ქალსაც.
კახა: _ მატყუარა ადამიანთან ურთიერთობა არ ღირს, თავი არავის უნდა მოატყუებინო.
_რას ვერ აპატიებთ ადამიანს? ორივე: _ ბევრი რამის პატიება შეიძლება, ღალატის _ არა!
_ როგორ განმარტავთ სიყვარულს, გწამთ ერთი ნახვით შეყვარება თუ სიყვარულიც გონების, ფიქრის და განსჯის ნაყოფია? დათო: _ სიყვარული, ვფიქრობ, გონების ნაყოფად არ ჩაითვლება, თუმცა, გულწრფელად გითხრათ, მე ახსნას ვერ ვუძებნი, რადგან პრაქტიკულად არ გამომიცდია, ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვარ..
კახა:_ რა ხანია, მსოფლიო მეცნიერებაში გაჩნდა აზრი, რომ სიყვარული ვირუსია, რომელსაც აქვს სტადიები _შეგეყრება, მძაფრდება, აღწევს კულიმინაციას და მერე იწყება დაღმასვლა, ბოლოს რჩება შეჩვევა და მოვალეობა. მე ამ აზრს ვეთანხმები.
_ ბიჭებო, თქვენ მორწმუნე ადამიანები…ხართ _ დადიხართ ეკლესიაში, ინახავთ მარხვას. უფლის ყველა შეგონება მისაღებია თქვენთვის? მაგალითად: თუ ერთ ლოყაში გაგრტყეს, მეორეც მიუშვირეო. კახა:_ სჯობია, არ გაარტყმევინო.
დათო:_ თუ გამარტყეს, სამაგიეროს აუცილებლად დავუბრუნებ...
* * *
რა გამოლევს მათთან სასაუბროს _ გონიერებას, ნიჭიერებს, ნაკითხებს და ”უგზო_უკვლოდ” განათლებულებს ყველაფერზე აქვთ პასუხი, საკუთარი ხედვა. ბედნიერია ოჯახი, ვისაც ასეთი შვილები ჰყავს, ბედნიერია ერი, როცა მისი მომავალი ასეთი ძლიერ მხრებზე დგას. წარმატებებს და ცხოვრების ფართო ასპარეზს გისურვებთ, ბიჭებო. ამ გაზაფხულზე თქვენ ხომ მხოლოდ 24 წელი გისრულდებათ!
ნაირა გორაშვილი – გაზეთი "შირაქი"