მსგავსი შინაარსის გამოკითხვა დედოფლისწყაროში უკვე მერამდენე წელია ტარდება და სხვადასხვა ნომინაციებში მუნიციპალიტეტის ინტელიგენციის წარმომადგენლები ჯილდოვდებიან. ნომინაციები ყოველწლიურად სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებზე ნაწილდება. გამოკითხვაში გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები უკვე გადაეცათ, რომელსაც ხელს აწერს საქველმოქმედო ფონდ "ამაგდარის" თავმჯდომარე ვახტანგ ქიზიყურაშვილი.
გამარჯვებული დედოფლისწყაროელი ნომინანტების სია თბილისში გამომავალ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 31 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა. როგორც ორგანიზატორებმა "ქიზიყს" აცნობეს, გამარჯვებულთა შორის ასევე დასახელდა დედოფლისწყაროში გამომავალ ინტერნეტ–გაზეთ "ქიზიყის" მთავარი რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ნომინაციაში "წლის აღმოჩენა", ხოლო გაზეთი "შირაქი" და მისი ახლადდანიშნული დირექტორი ინგა შიოლაშვილი წლის წარმატებულ შპს–დ დასახელდა.
2011 წლის ნომინაციები დედოფლისწყაროში ასე გადანაწილდა.
ნომინაცია „ხალხის სიმპათია“
მარინა ხარაშვილი – პედიატრი;
ლელა ყოჩიაშვილი – ფიზიკოსი;
ნანა ტოკლიკიშვილი – ბანკირი;
ბეჟან გონაშვილი – ფერმერი;
ივერი ჭუჭულაშვილი – ფერმერი;
ზაურ წიკლაური – არენდატორი;
შალვა ყველაიძე – არენდატორი;
ნომინაცია „წლის აღმოჩენა“
ილია ტალიაშვილი – შპს „სერვისი 2007“–ის დირექტორი;
ილია მარტყოფლიშვილი – ჟურნალისტი;
ნიკოლოზ (ბაჩო) კობაიძე – მეანგინეკოლოგი;
თამარ მამუკელაშვილი – საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი;
თამუნა ფიროსმანაშვილი – პირველი არხის ჟურნალისტი;
ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში „მეტრი“ დასახელდნენ
ნიკოლოზ შანშიაშვილი – ფინანსისტი;
აბრამ ხარაშვილი – იურისტი;
სპარტაკ ლაპიაშვილი – მძღოლი;
ვახუშტი ქიზიყურაშვილი – მეღვინე–ტექნოლოგი;
ჯუმბერ უთრუთაშვილი – პოეტი;
წლის წარმატებული ინდმეწარმე და შპს
ინგა შიოლაშვილი – შპს გაზეთი „შირაქი“ დირექტორი;როგორც "ქიზიყს" გამოკითხვის ორგანიზატორებმა აცნობეს, გამარჯვებულ ნომინანტთა საპატივსაცემოდ თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში სპეციალური საკონცერტო საღამო მოეწყო, სადაც ნომინანტები იყვნენ მიწვეულნი. ორგანიზატორების განცხადებით, სულ მალე ნომინანტებისადმი მიძღვნილი შეხვედრა დედოფლისწყაროშიც გაიმართება.
ილია ტალიაშვილი – შპს „სერვისი 2007“ დირექტორი;
ციცო ლათიბაშვილი – შპს „სალბუნი–ფარმა“–ს დირექტორი;
გია ნატროშვილი – შპს „გვანცას“ დირექტორი.
ინტერნეტ–გაზეთი "ქიზიყი" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ერთადერთი დამოუკიდებელი გამოცემაა, რომელიც 2009 წლის 10 მაისიდან მოქმედებს და ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში ოპერატიულად ავრცელებს. "ქიზიყის" რეიტინგი და დამთვალიერებელთა რიცხვი დაარსების დღიდან სტაბილურად იზრდება, თუმცა, ბოლო 3 თვის მანძილზე "ქიზიყის" პორტალის ვიზიტორთა ოდენობამ მოსალოდნელზე მეტად იმატა.
ამ ხნის მანძილზე "ქიზიყის" სახელს არაერთი ექსკლუზიური და სკანდალური სტატიის გავრცელება უკავშირდება. მათ შორის, ჩვენი პორტალი ცენტრალური ტელეკომპანიების, რადიომაუწყებლებისა თუ თბილისში გამომავალი გაზეთებისთვის დედოფლისწყაროს რაიონში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებად იქცა. "ქიზიყზე" დაყრდნობით მომზადებული მასალები წამყვანი ქართული მედიასაშუალებების ეთერით ინტენსიურად გადაიცემა და მსხვილ ქართულ გაზეთებსა თუ საინფორმაციო სააგენტოებში თითქმის ყოველდღიურად იბეჭდება.
უკვე მეექვსე თვეა დედოფლისწყაროში გამომავალი ბეჭდვური გაზეთი "შირაქი" განსხვავებული ფორმატით გამოიცემა. გაზრდილია გვერდების ოდენობა, ხარისხი და პერიოდულობა. რეორგანიზაციის შემდეგ გაზეთ "შირაქის" დირექტორად ინგა შიოლაშვილი დაინიშნა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს გაზეთი გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий