
სიმართლის ძიებაში დაღლილი ოზაანელი გლეხი ჯემალ კოხტაშვილი გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი აქტიურობით ადრესატები განაწყენდნენ, დაემუქრნენ, შემდეგ კი დოკუმენტები გააყალბეს და ყალბი აქტი გამოუწერეს, რის გამოც სასამართლოში სიარული უხდება.
ჯემალ კოხტაშვილი: „უკვე რამდენი ხანია სიმართლის დასადგენად ვიბრძვი. ოზაანში 4 000-ზე მეტი ჰექტარი ტყე განადგურდა და ამით ბევრმა იხეირა, მათ შორის მისმა დამცველებმა. პროკურატურაში რომ შევიტანე, განაწყენდნენ. ტყეში სარეინჯერო ქოხი აქვთ და რეინჯერმა მამუკა ლეკაშვილმა იქ დამიბარა. რომ მივედი მუქარა დამიწყო, რას გადამეკიდე, თავი დამანებეო... მერე ხმას აუწია, ომი გვექნება და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებსო, ისეთ საქმეს „შეგტენი“ არ გაგახარებო... ამის მერე თელავიდან კომისია მოვიდა... მხოლოდ 2 ჰექტარი შეამოწმეს, ანუ ათასობით ჰექტარი გაჩანაგდა ამის გამოკვლევას ვითხოვ და მხოლოდ 2 ჰა შეამოწმეს, სადაც აღმოჩნდა 347 ძირი ხე იყო მოჭრილი, ეს დააფიქსირეს... სოსო წყალობაშვილმა თქვა, მერე რამეს ვიზავთო, კომისიას გამოვგზავნითო და წავიდა...
ურემით ფიჩხს ვაგროვებ ხოლმე... ხმელ ტოტებს... ჩემზე დიდი ბუნების დამცველი და გულშემატკივარი არ მეგულება, მაგრამ ამ წვრილი ტოტების მოგროვების დროს დამიჭირეს და ვინც მემუქრებოდა ამ რეინჯერებმა სამაგიეროს გადახდის მიზნით აქტი დამიწერეს, გააყალბეს და ჩაწერეს, თითქოს 20 ძირი ხის მოჭრის ფაქტზე დამიჭირეს. არადა, პირიქით, სიმართლის დასადგენად და ამ ტყის გამჩანაგებელთა დასასჯელად მე ვიბრძვი. ამათ კი სამაგიერო ასე გადამიხადეს, რომ შევშინდე და გავჩუმდე, მაგრამ არ გავჩუმდები... ან, როგორ გავჩუმდე, როცა ჩემს მშობლიურ სოფელში 4 000 ჰექტარი ტყე გაჩანაგდა და ამაში იმათი ხელია გასვრილი ვინც უნდა იცავდნენ ჩვენს ბუნებას. არადა, აქეთ შემომედავნენ და პირიქით მე მიჩივლეს“ - აღშფოთებას ვერ ფარავს კოხტაშვილი.
ამ დავის შესახებ „ქიზიყი“ ორიოდ თვის წინაც წერდა. კოხტაშვილის ბრალდებებს „ქიზიყმა“ დიდი ადგილი დაუთმო. მოსახლეობა ირწმუნება, რომ ათასობით ჰექტარი ხე-ტყე სწორედ გარემოს დაცვის რეგიონალური სამსახურის თანამშრომლების წყალობით გაჩანაგდა...
დედოფლისწყაროს სასამართლოში კოხტაშვილის საქმის განხილვა 1 ოქტომბერს გაიმართა. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით საქმის განხილვა შეწყდა და ჯემალ კოხტაშვილს მხოლოდ 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. /ქიზიყი/
თამილა გურაშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
* * *
სოფელ ჯაფარიძეში სერაფიმეს ტაძარს ბიძინა ივანიშვილი აღადგენს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში, სადაც ქრისტიანული ტაძარი წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა, ეკლესიის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღდგენით სამუშაოებს შპს „სტანდარტი A“ აწარმოებს.
ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სოფელ ჯაფარიძეში სერაფიმ-საროველის სახელობის ტაძარ

ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მანამდეც მოსახლეობის შემოწირულობებით რამდენჯერმე დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ შენობა მცოცავ ნიადაგზეა აგებული, კედლები მორღვეულია და საკმაოდ მძიმე ვითარებაშია. მისი საფუძვლიანი შეკეთება კოლოსალურ თანხებს მოითხოვს, რის გამოც ტაძრის აღდგენა წლების მანძილზე ჭიანურდებოდა.
ათეულობით წლების განმავლობაში სერაფიმ-საროველის ტაძარი დაკეტილი იყო, სოფლის მოსახლეობას კი წირვაზე დასწრებისა და სანთლის ანთების საშუალება არ ჰქონდა. ადგილობრივები ამ ფაქტზე წუხილს მუდმივად გამოხატავდნენ, თუმცა საკუთარი სახსრებით ვერაფერს ახერხებდნენ.
ამ კუთხით სახელმწიფოსაც არაფერი გაუკეთებია და თანხა არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილა.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ცნობილ ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილს დახმარება დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზ ლომსაძემ სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий