დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გზების თოვლისგან და ყინულისგან გაწმენდისათვის 3000 ლარი გამოიყო - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 10 თებერვალს ჩატარდა. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე, შეიტანა ცვლილებები „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ახალი მოადგილის დამატებას სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში.
აღნიშნულ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გზების თოვლისა და ყინულისაგან გაწმენდისათვის გამოიყო 3000 ლარი.
დიდთოვლობის გამო დედოფლისწყაროში ისევე, როგორც კახეთის სხვა რაიონებში პრობლემებია შექმნილი. მოყინულ გზებზე შეზღუდულია გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისთვის. დადგენილ რეჟიმში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий