
სოციალურ სააგენტოში ამ ფაქტზე, დედოფლისწყაროს სამსახურის უფროსი ზურაბ ნატროშვილი აღნიშნავს, რომ სამთაწყაროს გამგებელმა რამდენიმე დღის წინ კიდევ დაწერა განაცხადი, თუმცა მისი ოჯახის სარეიტიგო ქულები ჯერ არ არის ცნობილი, ხოლო სპეციალისტმა აკაკი ჭაღალიძემ 75 000 ქულა მიიღო. სოციალური სააგენტოს ადგილობრივი ხელმძრვანელი ზურაბ ნატროშვილი ამბობს, რომ ამიერიდან სპეციალისტი დახმარებას ვეღარ მიიღებს, თუმცა მას არ ახსოვს მანამდე ნადირაშვილი და ჭაღალიძე იღებდნენ თუ არა საარსებო შემწეობას.
,,როგორც ცნობილია, სამთაწყაროში უამრავი ოჯახია, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მათ შორის მრავალშვილიანებიც, ამ ოჯახებს შეუჩერდათ დახმარება, რაიონის ადმინისტრაციამ ისინი მხოლოდ იმისათვის დასაჯა, რომ საკუთარი პროტესტი გამოთქვეს რაიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ხალხი არის უმუშევარი და არ აქვს არსებობისათვის აუცილებელი ელემენტარული საშუალება - მედიკამენტები, სასკოლო სახელმძღვანელოები და ა.შ. ამ ფონზე სამთაწყაროს გამგებლი, რომლის ხელფასიც 400 ლარს შეადგენს, ცდილობს მიიღოს ის დახმარება, რომელიც სხვებს უკანონოდ წაართვა. “თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ინფორმაციით ,პაატა ნადირაშვილი აქამდე ნამდვილად იღებდა სოციალურ დახმარებას,ახალი განაცხადის დაწერის აუცილებლობა კი მის ოჯახში მომხდარმა ცვლილებამ გამოიწვია. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დროულად გამოავლინონ და აღკვეთონ მსგავსი არნახული განუკითხაობის შემთხვევები!," – ნათქვამია მოძრაობა ,,თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий