EXCLUSIVE - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის–ცენტრის ხელმძღვანელი
გიორგი ბენაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას კომპანიაშიც ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენაშვილის ადგილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე, დედოფლისწყაროს საკრებულის წევრი
ლევან მჭედლიშვილი დაიკავებს.
მჭედლიშვილი „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ დღეებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ის სერვის–ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამ ეტაპზე დამტკიცებული ჯერ არ არის.
ბენაშვილის გათავისუფლების თაობაზე კომენტარს წყალმომარაგების კომპანიის თელავის ოფისშიც აკეთებენ.
ფარნა მაყაშვილი (გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელი): „- გიდასტურებთ, რომ გია ბენაშვილი ჩვენი სისტემიდან წავიდა. 1 ნოემბრიდან ის ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს. თუმცა, მან კომპანია ძალიან უკმაყოფილომ დატოვა. ის არ მალავდა,

რომ პირობები არ მოსწონდა. ამბობდა – ძალიან დატვირთული რეჟიმით ვმუშაობ და გადავიღალეო. ბენაშვილმა განცხადება თავისი სურვილით დაწერა. პირადად მე მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რაც მას ევალებოდა ცდილობდა, რომ კარგად შეესრულებინა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ უკვე გავძლიერდით. შესაბამისი ტექნიკაც გვაქვს. ადრინდელივით უსაქმურად აღარ ვართ... საკმაოდ გავძლიერდით, საქმეც მოგვემატა და ხარვეზებს ოპერატიულად აღმოვფხვრით–ხოლმე... სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმე მუდმივად მზადყოფნას მოითხოვს. ჩანს, დატვირთული გრაფიკით მუშაობა ვერ შეძლო. რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს მისი ფინანსური დარღვევების გამო გათავისუფლების საკითხზე – ეს კატეგორიულად გამორიცხულია, რადგანაც ჩვენს სისტემაში ფინანსური ოპერაციები და ანგარიშსწორება საბანკო სისტემით ხდება. მას ფულთან შეხება არ ჰქონდა. გადასახადების დარიცხვაზე მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ დარიცხვა ცენტრალური ოფისიდან ხდება... ახალ კანდიდატურას ამ ეტაპზე ვერ დაგისახელებთ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. დედოფლისწყაროს სერვის–ცენტრის შემოსავლების სამსახურის უფროსი
ირაკლი ხოსროშვილიც საკუთარი სურვილით გათავისუფლდა, თავად დაწერა განცხადება და დავაკმაყოფილეთ.“
„ქიზიყის“ ინფორმაციით, ირაკლი ხოსროშვილის ადგილი
თამაზ კოჭლამაზაშვილმა დაიკავა, ხოლო სერვის–ცენტრის ხელმძღვანელის ადგილს, სავარაუდოდ, საკრებულოს დეპუტატი ლევან მჭედლიშვილი დაიკავებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
გამოხმაურება პრესაში:
NEWSline>> ;
Комментариев нет:
Отправить комментарий