
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ამჯერად ლუგანსკის ოლქის ორ რაიონს კრემენსა და სტანიჩნალუგანკს დაუმეგობრდა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დედოფლისწყაროს დელეგაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
ლევან ბაღაშვილის, მუნიციპალიტეტის გამგებლის
ნიკოლოზ შანშიაშვილის, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის
დავით ჯიბღაშვილის შემადგენლობით ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 10 დღით სტუმრობდა.
როგორც დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, ეს ვიზიტი ქართველი და უკრაინელი ხალხის დამეგობრებისა და დაახლოებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
“დაძმობილებული ქალაქების ურთიერთობა კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობას ისახავს მიზნად, კერძოდ, კრემენის რაიონის

ახალგაზრდულ ბანაკში დაისვენებენ ქართველი და უკრაინელი ბავშვები. ხოლო სტანიჩნალუგანსკსა და ჩვენს მუნიციპალიტეტს შორის იგეგმება კულტურული გაცვლითი პროგრამების ამოქმედება” – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი.
დელეგაციის წევრების განმარტებით, დედოფლისწყაროსა და ლუგანსკის ოლქს საერთო ის აქვს, რომ ორივეგან წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა. “ჩვენ ვთვლით, რომ ამ რეგიონთან დამეგობრება ხელს შეუწყობს ფერმერული მეურნეობების განვითარებას” – აცხადებენ დელეგაციის წევრები.

„უკრაინელები ძალიან თბილი ხალხია და გულთბილი დახვედრაც მოგვიწყეს. ლუგანსკის ოლქის გუბერნიაში გვქონდა შეხვედრა, დავათვალიერეთ უკრაინული სავარგულები, გადამამუშავებელი ქარხნები… ქვანახშირის მომპოვებელი საბადოც მოვინახულეთ. ვეწვიეთ ბიბლიოთეკას და რამაც განგვაცვიფრა, ეს იყო ქართული კუთხე, სადაც გამოფენილი იყო ქართველი მწერლების ცნობილი წიგნ ები. ბიბლიოთეკის თანამშრომლები კარგად იცნობენ ქართველ ლიტერატორებს, იცნობენ ჩვენს მწერლებს, პოეტებს. ყველაზე ამაღელვებელი შეხვედრა კი ქართულ დიასპორასთან გველოდა” – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე და დასძენს, რომ ლუგანსკის ოლქსა და დედოფლისწყაროს შორის ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო, ცოტა ხანში ის აქტიურ ფაზაში შევა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ლუგანსკის ოლქის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში იმყოფებოდნენ და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий