,,მოქალაქეები კარგად იყენებენ განაცხადის ელექტრონული გზით შევსების ფორმას. კომისია პრეტენდენტების შეფასებისას მხოლოდ კანონმდებლობის ცოდნით არ შემოიფარგლება. შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, აგრეთვე, პიროვნების კომუნიკაბელურობასა და ზოგადი განათლების დონეს," - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ზაზა ფიროსმანაშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ამიერიდან ადგილობრივ თვითმმართველობაში კადრები მხოლოდ კონკურსის წესით შეირჩევა. საკრებულოში იმედს გამოსთქვამენ, რომ 24 ივლისს დედოფლისწყაროში გამართული კონკურსის შედეგად მუნიციპალიტეტი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება. /ქიზიყი/
* * *
პრეზიდენტმა დედოფლისწყაროელი საჯარო მოხელეები დაჯილდოვა
დედოფლისწყაროს მუნიიპალიტეტის გამგეობაში დამსახურებული, ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 ივლისის განკარგულების თანახმად ღირსების ორდენით დაჯილდოვდა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი იანა იანვარაშვილი. ხოლო, ღირსების მედლით დაჯილდოვდა გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი თამარ მათეშვილი.
19 ივლისს ქალაქ თელავში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა დედოფლისწყაროელ საჯარო მოხელეებს პრეზიდენტის ჯილდოები პირადად გადასცა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий